შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აფროდიტას ბრალია(თავი მესამე)


11-07-2017, 17:41
ავტორი blue witch
ნანახია 2 047

ისევ ისე ცხელოდა. ჰაერში მტვრის ბუღი იდგა. ქეთევანი ვარდის ბუჩქებს დასტრიალებდა, სასხლავი მაკრატლით ხელში, სახეზე კი ერთიანდ აწითლებულიყო. ნინე მაგიდასთან ბეჰემოთივით დაგორგლებული იჯდა, ხელში „სიამაყე და ცრურწმენა“ ეკავა, ფურცლებს უაზროდ მიშტერებოდა, მეორე ხელში დაჭერილი ჭიქიდან ცივი ლიმნის წვენი წვეთ-წვეთად ეღვრებოდა შორტებზე და მის წითურ თმაზე ათამაშებული, მზის ოქროსფერი სხივები უცნაურ ათინათს ქმნიდა.
-ნინე!-დაუძახა დედამ. ფიქრებში წასული ნინე შეხტა, ჭიქა ხელიდან გაუცურდა და ზრიალით დაიმსხვრა ფილაქანზე.
-ჯანდაბა! ყველაფერი მე უნდა დამემართოს!-აბუზღუნდა გოგონა, თვალები დააკვესა და უხალისოდ შედუგა ნამსხვრევების წამოკრეფას.
-დაანებე თავი, მე მივხედავ!-გასძახა უკვე ცოცხითა და აქანდაზით შეიარაღებულმა ქეთომ.-დაანებე-მეთქი! ხელს გაიჭრი! ნუ ხარ ასეთი ხისთავიანი რეგვენი!-ჭექა-ქუხილივით დაიღრიალა მან.
-ფუ!-წამოიწრუსუნა ნინემ, მინის ნატეხი კანში შესობოდა და წითელი სითხე იღვრებოდა მოლეკულური ქსოვილიდან.
-ხომ გითხარი! თუმცა როდის იყო მე მიჯერებდი!-დაუცაცხანა დედამ, ნამსხვრევებს ცოცხით დაესხა თავს და მალე სრულიად აღგავა პირისაგან მიწისა, მოხვეტილი ნატეხები ურნაში ჩაუძახა და კვლავ ვარდების ხვლას მიჰყო ხელი.
ნინე ისევ წიგნს მიუბრუნდა, მაგრამ თავში ერთი სიტყვაც არ შესდიოდა, საოცრად იყო გამოჩერჩეტებული.
-შვილო!-ისევ დაიყვირა ქეთომ, ნინესაც ისევ გაუვარდა ხელიდან წიგნი.
-რა გაყვირებს დედა!-არწივივით დააბრიალა თვალები.
-ნინე, გენაცვალე, ხომ არ დაისიცხე?! რა გაშეტრებული ხარ გოგო?!
-დამანებე თავი, ჩემი საფიქრალიც მეყოფა!-ხელი აიქნია.
-რა საფიქრალი?! აა, გამახსენდა ისევ დიტოზე ფიქრობ?!-ნახევრად ირონიულად შეეკითხა ქეთევანი.
-ჰო, მაინტერესებს საიდან მოაწყდა მის ტვინს ასეთი სიშტერე, თუმცა სახლში მისვლა ზედმეტად არაეთიკური და ცოტა პათეტიკური მეჩვენება.-დაეთანხმა ნინე.
-საერთოდ რატომ გაინტერესებს?! დიდი ამბავი, ერთი კალათა ნამცხვარი არ შეარჩინო!-გდაიხარხარა ქალმა.
-მადლობა დედა! სულიერი თანადგომა ვიგრძენი, უდიდესი დახმარება გამიწიე!-სარკასტულად ჩაიბურტყუნა გოგომ.
-ნუ იგესლები! ადექი და მიაკითხე მაშინ! აქ მე ნუ მშხამავ და თავსაც ნუ იწამლავ! კითხე რა მოხდა, რატომ მომატყუე თქო!-ისე დარწმუნებით თქვა ქეთომ, თითქოს ნინე ორი წლისაა და უხსნის, რომ ბაჭიას თუ შეეკითხნენ რამდენი წლისაა, ის აუცილებლად ორ ყურს ასწევს, რადგან ჭკვიანია, არ იბნევა და მისი ასაკიც ორთან ასოცირდება.(პრინციპში, ბაჭიას მხოლოდ ამ ხერხის გამოყენება შეუძლია).
-რა საოცარი ფილოსოფიაა! ღრმა და საინტერესო!
-ნუ გველობ!
-წესიერი რამე მირჩიე!-შესჩივლა ნინემ.
-მე ჩემი გითხარი, ახლა შენზეა ყველაფერი დამოკიდებული, ოცი წლის ვირმა კი უნდა იცოდე როდის რა თქვა, ადრე ვუნდერკინდობას გაბრალებდნენ და საკმაოდ ჭკვიანი იყავი შენ ასაკთან შედარებით, ეგ ტვინი ოტა გაანძრიე და ფუნქციონირებადი გახადე, თორემ დაგიობდა!-მკაცრად გამოუცხადა დედამ და კვლავ ყვავილებს მიუბრუნდა, ოღონდ ბაღის მეორე მხარეს, ქალიშვილის წუწუნისაგან მაქსიმალურად შორს და მინიმალურად ახლოს.
*************************************************************************************************************************************
ნინე ორჭოფობდა, თუმცა მაინც მხნედ მიაშრა დიმიტრის სახლისაკენ მიმავალ გზას. ბოლობოლო გადაწყვიტა, რომ საგონებელში ჩავარდნას გარისკვა სჯბდა, არ ეგონა რისკი უფრო უნენა ვირე ის, რომ საერთოდ არაფერი გააკეთა, ნინეს მთელი ცხოვრება დასტანჯავდა ფიქრი „რა მოხდებოდა თუ...“, ამის გაძლებას კი პრობლემის მარტივად, ერთი ხელის მოსმით გადაჭრა ერჩივნა.
კარზე მსუბუქად დააკაკუნა, მიმიკა დააყენა და ეცადა ყოყმანი არცერთ დეტალში არ შეტყობოდა, საკუთარ თვს შეუძახა, ყველაფერი აკონტროლე, არ მოდუნდე და საცოდავად არ გამოჩნდეო.
კარი მალევე გაიღო, დიმიტრის როგორც ყოველთვის მაისური არ ეცვა და თმები ისე გასჩეჩოდა, გეგონება ახლახანს გამოაგდეს საქათმიდანო, ამ ჰიპოთეზას თავში გაჩხერილი თეთრი ბუმბულებიც ადასტურებდა.
-ნინე?!-თვალები საცერისოდენა გაუხდა დიმიტრის.-ისა... მე ... არ გელოდი.. უბრალოდ სახლი არეულია... და .. მოიცა... ამმ-ბრინჯივით დებნა სათითაო სიტყვა.
-ნაყინზე ხომ დამპატიჟე?! გეგონა არ მოვიდოდი?! შენ როგორ გაწყენინებდი, ახსნა-განმარტებას ვითხოვ, რადგან ჩემ ნათესავებთან სულელ, უჭკუო დოყლაპიად გამოვჩნდი და ეს ჭეშმარიტად შენი დამსახურებაა?! ნამდვილი კოშმარი იყო! იამაყე ამ ღირსშესანიშნავი მიღწევით!-ცინიკურად აბრიცა ტუჩები, თან ძალიან ნელა, მომხიბვლელი მანერით ლაპარაკობდა, ბოლოს კი დრამატულად დაჭყიტა თვალები.
-კარგი! შემოდი, ან დამელოდე, ნაყინს მანდ მოვიტან!-სასაცილოდ საუბრობდა დიტო, თმებს აჩქარებით ისწორებდა და სახეზე მართლაც კოშმარული გამომეტყველება ეფინა.
-არა, არა, შემოვალ, გამატარე!-კატის კნუტივით გასწია ნინემ დიტო, გაბადრულმა შეაჭრა სახლში, მისაღებში ტორნადოსავით შევარდა და დიტოს ღელვის მიზეზიც დაინახა:მაღალი, გრძელფეხება, მუქი შოკოლადისფერი რუჯითა და კუპრივით შავი თმით.
-ეს ვინაა?!-აიმირიზა გრძელფეხება.-ხომ მითხარი შეყვარებუი არ მყავსო!
ნინე წამით დაიბნა, მერე მომწვანო თვალები დაუწვრილდა, შხამიანი კობრასავით წამოიმართა, გესლიანად ჩაიღიმა და აბოლოკებულ(ანუ აწითლებულ) დიტოს თვალი გასუწორა.
-ის, ჩემი, ის, არ, ის,
-მე არ ვარ მისი შეყვარებული!- სიცილით თქვა ნინემ.-ღმერთმა დამიფაროს!-თან პირავრი გადაიწერა, ძლივს იკავებდა თავს იატაკზე ხარხარით არ გართხმულიყო და გვარიანად, რომ არ ეყროყინა. ისე იცინებბდა მეზობლებს სპილოების ჯოგი ეგონებოდათ, მთელ ოთახს გორვით მოივლიდა.

-აბა ვინ ხარ?! არც და არ მყავსო!-ნინემ ლამის ზარდახშა გაუქანა თავში, ეს გრძელფხება ლამაზმანი ისე იქცეოდა, თითქოს სრულიად შიშველი ნინესთვის მიესწრო და არა პირიქით!
-მე მღვდელმა გამომგზავნა!
-რა მღვდელმა?!-გაუკვირდა გოგოს.
-ეს იმის მოწაფეა და დამაბარა დაბრუნდეს მონასტერში, თორემ ჩემი მორჩილი ვეღარ იქნებაო!-წამში შეთითხნა ტყუილი და მისმა მეორე მემ ტაში შემოჰკრა. საწყალ დიმიტრის მუქი აგურისფერი დაედო ღაწვებზე, გასაცოდავებულმა შეხედა შავთმიანს და ენა ვეღარ მოაბრუნა პირში.
-რაო? ეს მართალია?!
-კი, კი, ამისმა მშობლებმა მიაბარეს მღვდელს, იქნებ ცოტა გამოსწორდესო, მაგრამ ისევ გარყვნილებისა და ცოდვის გზას ადგას, არ გადანაშაულებთ, თუმცა ძალიან კი ეხმარებით ამ სქმეში!-დანანებით წამოიძახა ნნემ, ისევ დრამატულად გადაიწერა პირჯვარი და ტუჩზე იკბინა. თუ არ გაიცინებდა მსიი იყო ოქროს გლობუსი, ნობელის პრემია, ოსკარი, პალმის რტო და კიდევ ათასი რამ!
-შე საზიზღარო!-დაუწივლა გრძელფეხებამ, გაიწია, სილა უნდა ეტკიცა, თუმცა ნინემ შეაჩერა.
-არ შეწუხდეთ, მე თვითონ!-და პირდაპირ ყბაში ალეწა დიმიტრის.
-ვერ ხარ გოგო!
-აი ეს თქვენია,-გამოყვანილი შინდისფერი კაბა გადაუგდო ნინემ, შავთმიანს არც უყოყმანია, ისე შემოიძრო ზეწარი და კაბა პირდპირ გადაიცვა, სახლიდან გიჟივით გავარდა.
კარის გაჯახნება და ნინეს ორად მოკეცვა, გადაგორება და ხარხარი ერთი იყო.
-არა ხარ ნორმალური! რა მღვდელი, რის მღვდელი, რაები ელაპარაკე!-აზრზე ვერ მოდიოდა დიტო.
-წარმოდგენა არ მაქვს, მომაფიქრდა!
-სამაგიეროს გადასახდელად მოხვედი!
-არა! ნამდვილად არა! უბრალოდ სიტუაციამ მოიტანა!-მტკიცედ უთხრა გოგომ, მერე ისევ აყირავდა.-აუუ, ალბათ მეტჯერ ვეღარა ნახავ! არაუშავს, იშოვი სხვას!
-მართლა რა მაგარი რამე მოიფიქრე ისე!-სიცილი აყტყდა დიტოსაც.
ცოტა ხანიში ორივე პირქვე ეგდო და ფილტვების დახეთქვამდე ხაოდნენ.
-ჰო, კარგი გვეყო!-ცრემლი მოიწმინდა ნინემმ.
-კარგი, ანყინი ვჭამოთ!-სიცილით წამოიზლაზნა დიტო და სამზარეულოს მიაშურა.
***************************************************************************************************************************************
-რა სასწაული ვინმე ხარ! ნინე, სხვა გოგო ისტერიკებს გამართავდა, ან გარყვნილს, უსირცხვიოს, უზრდელს დამიძახებდა, შენ კიდევ აქეთ ჩამაგდე უხერხულ სიტუაციაში.
-ის უფრო გამიკვირდებოდა ეგ გოგო ჩაცმული და ეკონომიურ მდგომარეობაზე აჭიკჭიკებული, რომ დამხვედროდა!-ნაყინი გადასანსლა ნინემ.-ან საერთოდ კაცი, რომ ყოფილიყო!
-სადაც მღვდელმა გამოგგზავნა, იქ ეგეც იქნებოდა კაცი.
-მე არ დამვიწყებია!-შეუღრინა გოგომ.
-აა, ჰო.-ჩაახველა დიტომ.-მოკლედ, მართლა ველოდი სტუმრას, ოღონდ ბებიაჩემის ძმიშვილს და ნაკლებად საყვარელს. უცებ შენ გამოჩნდი, პირადპირ შტორმივით შემომივარდი სახლში და ისეთი თავდაჯერებული იყავი ეჭვი შემეპარა, მართლა ჩემი ნათესავი ხომ არაა მეთქი. მერე კი მივხდვი , რომ უბრალოდ რაღაც აგერია, თუმცა ძალიან ლამაზი და საყვარელი იყავი, მე კი გოგოებს ადვილად ვხიბლავ, თან წითელქუდა თუ არა წითელთავა მაინც იყავი და გადავწყვიტე დარჩენას შევთავაზებ, იქნებ თავბრუ დავახვიო-მეთქი, მაგრამ შენ წახვედი და მეც მივხვდი, რომ ჩემი გოგოების სიაში არ ან ვერ ჩაგწერდი, ამიტომ ფეისბუქზე არაფერი მომიწერია და არც შენი მოძებნა გადამიწყვეტია, ვიცოდი გაბრაზებული იქნებოდი და ბოდიშიც ზედმეტად შტერული მეჩვენებოდა. არ ვიცოდი რა მეთქვა.
-ამიტომ მითხარი ახლა სიმართლე, რომ ჩემ „შებმას“ აპირებდი?!-ცალი წარბი აძგიბა ნინემ.
-ჰო.
-და ამას ისევ აგრძელებ!-რისხვით შესძახა.
-არა, გეფიცები, სულ სხვანაირად მივუდექი ჩვენ ურთიერთობას, დამეგობრება მაინც არ შეიძლება?!
-ნუ მიყურებ წიხლამორტყმული ლეკვივით!
-ნინე, ბოდიში მოგიხადე სხვა რა ვქნა?!
-ჯანდაბას მიღებულია.
-რითი ხარ დაინტერესბულ?!-დააბრეხვა უეცრად დიტომ.-მე სპორტი მიტაცებს, ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, ცურვა, ბიზნესის მართვას ვსწავლობ, შენ?!
-მე ისტორია და ხელოვნება მიყვარს, ფეხბურთს ვთამაშობ, კალათბურთში მკვდარი ვარ, (ფეხბურთშიც მაგრამ არ ვიმჩნევ), ფრენბურთს ვერ ვიტან, ცურვა წესიერდ არ ვიცი, საერთაშორისო ურთიერთობებზე ვსწავლობ. სოციოლოგია, დიპლომატია, ფსიქოლოგია და სხვა...-მხრები აიჩეჩა ნინემ.
- საყვარელი მხატვარი გყავს?-ჩაეძია დმიტრი.
-აბსტრაქციონიზმი, ფოვიზმი და იმპრესიონიზმი ძალიან მიყვარს, რენესანსის ეპოქა მომწონს, რაფალეი შემოქმედება, ვან გოგზე ვგიჟდები, პიკასოც კარგია, კანდინსკისაც არა უშავს. უფრო ვან გოგს ვანიჭებ უპირატესობას.-ჩაფიქრებით თქვა გოგომ.
-საყვარელი ფერი?
-დაკითხვაზე ვარ?-გაეცინა ნინეს.
-ბლიც ინტერვიუ.-ჩაეღიმა დიტოსაც.
-მწვანე და ლურჯი.
-ჩემიც.
-ოოჰ, კარგი ერთი.
-საჭმელი?!
-არ მიყვარს საჭმელი, ისეთი არაფერი არსებობს რისი ჭამაც განსაკუთრებულ ბედნიერებას მანიჭებს.
-გამაოცე.
-რას ვიზამთ.-ჩაიხითხითა გოგომ.-ახლა კი უნდა წავიდე დიტო, მაპატიე, თუმცა სახლი იხმობს, არაეთიკურია სე დაუპატიჟებლად მოსვლა.
-რატომ, მე დაგპატიჟე, კიდევაც გეპატიჟები.-შეფუცხუნდა დიმიტრი.
-არა, არა!
-ნინე, მინდა კიდევ გნახო.
-პაემანს მინიშნავ?!
-დაახლოებით.-იქედნურად ჩაიცინა დიტომ.
-დიმიტრი, ამ წუთას გაგიცანი, ცოტა დავმეგობრდით კიდეც, კარგი ბიჭი ხარ, მატყუარა, სახლში გოგოსთან ერთად „გამეჩითე“, ის გოგო გავაშტერე, კარგად ხუმრობდ, ასე რომ...-გაიცინა ნინემ.
-ანუ შემხვდები.
-ასე რომ არა!-ტაში შემოჰკრა გოგომ.
-რატომ?
-ღირსი ხარ!
ნინემ სპილენძისფერი დალალები მაოსახამივით მოიქნია, უკან ადევნებულ დიტოს სიფათში სთქვიფა და ახლა დიტო დატოვა ბაყაყივით გამწვანებული.

პ.ს იმედია მოგწობნთ ჩემი ისტორია, გამოხატეთ საკუთარი აზრი კომენტარებში, კრიტიკასაც ველი, სიყვარულით მე! <3



№1  offline წევრი M-morieli

ვაიმე გეფიცები ცუდად ვარ. იმხელა ხმაზე ვიცინი მგონი კორპისს გადავაადგილებ მალე:დ ვგიჟდები ამ გოგოზე მე ვაიმე რა სიფორთხლეა მასე მოიხდება დიმიროს აუ რა მოსვაა. შენზეც ვგიჟდები უკვე ძაან მაგარი ისტორიაა საშინლად. მოუთმენლად ველოდები ახალ თავს დ აცოტა დიდს რა :( ისეთ მუღამს ვუჭერ ამ ისტორიას არ მყოფნის ეს თავები ძალინ მგრია მართლა.
ხო და დაბდურობა ჰობად მაქვს :დ ნუ პროფესიაშიც გავა ალბათ :დ

 


№2  offline წევრი blue witch

sa-mira
ვაიმე გეფიცები ცუდად ვარ. იმხელა ხმაზე ვიცინი მგონი კორპისს გადავაადგილებ მალე:დ ვგიჟდები ამ გოგოზე მე ვაიმე რა სიფორთხლეა მასე მოიხდება დიმიროს აუ რა მოსვაა. შენზეც ვგიჟდები უკვე ძაან მაგარი ისტორიაა საშინლად. მოუთმენლად ველოდები ახალ თავს დ აცოტა დიდს რა :( ისეთ მუღამს ვუჭერ ამ ისტორიას არ მყოფნის ეს თავები ძალინ მგრია მართლა.
ხო და დაბდურობა ჰობად მაქვს :დ ნუ პროფესიაშიც გავა ალბათ :დ

დედააა როგორ მიყვარს შენი კომენტარები! აი ისეთია სითბოთი რომ აგავსებს და გაგახარებს! <3 <3 მეც მიყვარს სხვათაშორის შენი ისტორია, უბრალოდ დაკომენტარებას ვერ ვახერხებდი ისე გამომდიოდა ხოლმე. <3 სიცილზე ვერ დაგადანაშაულებ, მე თვითონ ერთი საათია ვფიქრობ მღვდელი საიდან გამოვჩხრიკე მეთქი(ისიც მიხარია ვინმე რო არ გამომიხტა სიწმინდეს როგორ ეხებითო), ძალიან სპონტანურად ვწერ ამ კომედიურ ისტორიებს, ხარისხიან დრამას დაგეგმვა უნდა, მე კიდევ არ მაქვს დაგეგმვის დრო, ამას სპონტანურობა უხდება, გიჟუტრად დავიწყე და გიჟურადვე ვაგრძელებ <3 მიყვარხარ ისეთი თბილი ხარ <3 შეძლებისდაგვარად დიდ თავებს ვწერ, წინა სიტორიებთან შდარებით ვხვეწავ. <3 გიჟი გოგოები ჩეი სტილია, ისეთიასაკი აქვთ სხვანაირად არც გამოვა, ნინესნაირია სალომეც პროფესორი მეტიჩარადან და თეკლაც მხიარული რომანიდან. არ ველოდი თუ ეს სიტორია ასეტ სიმპათიას გამოიწვევდა ვინმეში, ვერც წარმომედგინა, რომ ადამიანიას ასე გამხიარულება შემეძლო და შენი კომენტარებით პირველივე ტავიდან გადამაწყვეტინე გაგრძელება. მადლობა ამისთვი!

 


№3  offline წევრი Kalina

აი, ჩემი დაპირებული წითელქუდა :დდდ იცი, რამდენი ვიცინეეე!
მღვდელზე ალბად მეც ვხოხავდი ორად მოკეცილი იატაკზე

მაგარი ხარ! ასე გააგრძელეე
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№4  offline წევრი blue witch

მარიკუნაა♥️
აი, ჩემი დაპირებული წითელქუდა :დდდ იცი, რამდენი ვიცინეეე!
მღვდელზე ალბად მეც ვხოხავდი ორად მოკეცილი იატაკზე

მაგარი ხარ! ასე გააგრძელეე

მადლობა <3 გამომადგა თქვენი წითელქუდა მაგისთვისაც მადლობა <3 მღვდელზე მე თვითონ გავშტერდი, თქვენ რა უნდა გითხრათ

 


№5  offline წევრი M-morieli

სად დამეკარგეე ;(

 


№6  offline წევრი blue witch

მაპატიეთ BავშVებო, მიგვიანდება ახალი ტავი Dა არ Dამივიწყოოთ sob

 


№7 სტუმარი მოცინარი

Cota xnis win daviwye am istoriis kitxva da bebiachemi verafrit gadavarwmune rom sheyvarebuli ar var..... (vxarxarebdi bolo xmaze) primcipshi var, shen motxrobaze. Gtxov gaagrdzele

 


№8  offline წევრი blue witch

მოცინარი
Cota xnis win daviwye am istoriis kitxva da bebiachemi verafrit gadavarwmune rom sheyvarebuli ar var..... (vxarxarebdi bolo xmaze) primcipshi var, shen motxrobaze. Gtxov gaagrdzele

ნუ უუღრმესი მადლობა <3 ოხ ეს ბებიები რაა <3 :დ გაგახარებთ და ვიტყვი, რომ დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent