შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იგივე მე


12-07-2017, 04:19
ავტორი baronessa
ნანახია 1 231

ბავშვობაში,მახსოვს ყურის ბოლოში ჩამოყრილი კულულები გქონდა,როგორ მომწონდა.
რაც დავიბადე მას მერე გხედავ,სულ ჩემთან იყავი სახლში.ჩემზე 5 წლით უფროსი იყავი და ეს არანაირ დაბრკოლებას წარმოადგენდა ჩემთვის მაშინაც კი,როცა მე 5 წლის ვიყავი.ყველამ იცოდა,რომ შენ მომწონდი.სულ შენთან მინდოდა და შენს სახელს ვიმეორებდი.იმ ასაკიდანვე ვგრძნობდი,რომ შენთვის გამორჩეული ვიყავი,როგორც შენ ჩემთვის.
სულ ვთამაშობდით,დამსდევდი და მიღუტუნებდი,მერე კი ჩაბჟირებამდე ვიცინოდით.ფურცლით თვითმფრინავის გაკეთება შენ მასწავლე,რომელსაც აივნიდან გამვლელებს ვესროდით.ერთხელ,მახსოვს ჩვენთან მოხვედით შენ და მამაშენი,გზაში მარილიანი ხაჭაპური გიჭამია და მთხოვდი წყალი დამალევინეო,მე კი არ გასმევდი,გაწვალებდი,გახვეწნინებდი.როცა კარგად ვისიამოვნე შენი წვალებით მერე დაგალევინე.
ჩემმა მშობლებმა გვიან დაიწერეს ჯვარი,მამაშენი მამაჩემის მეჯვარე იყო.მაშინ მე 9 წლის ვიყავი შენ 14-ის.ეხლაც ზუსტად მახსოვს როგორც გამოიყურებოდი:კეპკა გეხურა,ცალყბად ეშმაკურად იღიმოდი სულ და როგორც ყოველთვის შენი კულულები ყურის ბოლოში გიმთავრდებოდა.ბევრი ჩუპა-ჩუპსი იყიდე და სულ ჩვენ შევჭამეთ.მას შემდეგ ჩუპა-ჩუპსზე სულ შენ მახსენდები.
არაფრით გამორჩეული არ იყავი,არც ნაკვთები გქონია ლამაზი,არც სიმპათიური არ ყოფილხარ(ნუ ცოტა),ენა გებმევა დღემდე,განსაკუთრებული სიარულის მანერა,რომლითაც 2 კილომეტრის მოშორებითაც გცნობდი და რაც მთავარია,ყველაფერზე წამსვლელი,შარიანი იყავი.მაგრამ მაინც,როგორ ძალიან მომწონდა შენში ყველაფერი..
მას შემდეგ თბილისში ისე ხშირად აღარ მოდიოდი ჩვენთან.შენ შენი სამეგობრო გყავდა, მე-ჩემი.მხოლოდ წაღვერში თუ დაგინახავდი ისიც შორიდან,მდინარეზე ან პარკში.მეც აღარ ვფიქრობდი შენზე,ბავშვურმა გრძნობებმაც გადამიარა,სულ ვიღაც მომწონდა.
2009 წელი იყო,მე ჩემს მეგობრებთან ერთად აღდგომას ავღნიშნავდი ერთ-ერთის სახლში,რომელიც შენი ძმაკაცის ძმა იყო.მოხვედი შენ მთვრალი,უკვე პანამა გეხურა და შენი კულულები,როგორც ყოველთვის ყურის ბოლოში მთავრდებოდა.მაშინ მე 12 წლის ვიყავი,შენ-17.ამ დროს უკვე ვიცოდი,რომ ვიღაც დაჭრილი გყავდა,საშიშად ითვლებოდი,მაგრამ მე შენი არასდროს შემშინებია.ჩამაცივდი,სახლში მე გაგაცილებო,ნერვიულობდი,ენა გებმეოდა,მეღიმებოდა ისეთი საყვარელი იყავი ამ დროს. მე არაფრით არ გაგაცილებინე თავი,დღემდე არ ვიცი რატომ..შენ კი ნაწყენი და გაბრაზებული შეტრიალდი,სიმღერა დაიწყე "მზე დამაქვს ხურჯინით" და წახვედი.მას მერე ამ სიმღერას ვეღარ ვუსმენ,შენ მახსენდები.
მაგ ზაფხულს,ყოველ ღამე შენ მაცილებდი სახლში,ბევრს ვსაუბრობდით,ვიცინოდით,ერთმანეთს ლაპარაკს არ ვაცდიდით და ასე ავდიოდით ჩემს სახლამდე ყოველ ღამე.ზაფხულიც გავიდა,წამოვედით თბილისში და ისევ იგივე გაგრძელდა,მე ჩემთვის,შენ-შენთვის.ისევ ბევრი მომწონდა,შენც ბევრი მოგწონდა.ახალ ამბებს ვიგებდი შენზე,რომ კიდევ ვიღაც დაგიჭრია,ციხეშიც მჯდარხარ ცოტახნით,არანორმალურად გთვლიდა ხალხი.სულ მთვრალი და არაფხიზელი იყავი.მე ვერც გნახულობდი,რამოდენიმე წლის შემდეგ აღარც ვფიქრობდი შენზე და გადამავიწყდი.
დადგა ისევ აღდგომა, 2014 წელი. მე-17,შენ-22.ყველაფერი ახლიდან დაიწყო.მე ჩემს მეგობრებთან ერთად ეკლესიაში შევხვდი აღდგომას,და შენ,რომელიც არასდროს დადიოდი ეკლესიაში,მოხვედი და სტიქაროსნებს ეხმარებოდი.გაოგნებული გიყურებდი.მთელი ღამე თავს დამტრიალებდი.ისევ ამაფორიაქე..მეორე დღეს ჩემთან ავღნიშნავდით ბავშვები და შენ დაგვადექი ისე,რომ არც გაგიფრთხილებივარ,ესე უბრალოდ მოხვედი და დაარღვიე ჩემი სიმშვიდე.შენი დაწერილი ლექსი წაიკითხე,რომელიც დაწერე გოგოზე,რომელიც უკვე დიდი ხანია გიყვარს.კითხულობდი ამ ლექსს და თვალს არ მაშორებდი.არ ვიცი როგორ შევიკავე თავი და არ გადავყირავდი სკამიდან.გული გამალებით მიცემდა და მთლიანად ჩემში მოძრავ სისხლს ვგრძნობდი.მერე ჯოკერი ვითამაშეთ და ერთი სურვილი მომიგე.შენ ისეთი საზიზღარი და გაიძვერა ხარ,ვიცოდი რამე საშინელებას მეტყოდი,მაგრამ ზაფხულისთვის შემოინახე.მეორე დღეს მივხვდი,რომ ჩემს თავს საშინელება ხდებოდა.დავიბენი.ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობდი შენ გარდა,გათიშული დავდიოდი და მაგ დღეს ერთადერთხელ ვიტირე შენ გამო,ნუ ტირილი კიდევ მარტივი სათქმელია იმასთან შედარებით მე როგორც ვიყავი,იმას უფრო ბღავილი ერქვა.ჩემს თავს დავტიროდი ესეთი უიღბლო და უბედური რომ ვიყავი..
დადგა ზაფხული,რომელსაც სულმოუთმენლად ველოდი,ჩემი ჩასვლიდან 5 დღის განმავლობაში სულ ჩვენთან ერთად იყავი.ერთ საღამოს,მე ჩემს მეგობრებს ველოდებოდი,შენ კი მარტო სეირნობდი,ქუჩაში ჩვენ გარდა არავინ იყო,შენ გეგონა ვერ შეგამჩნიე,მაგრამ მე შემოხედვის გარეშეც გიცანი რომ შენ იყავი.იმ ზაფხულს სულ ლეთ ჰერ გო-ს უსმენდი,მაშინაც ეგ გქონდა ჩართული,მომეპარე და ჩამეხუტე,როგორ მიყვარხარო-მითხარი.მე კი სიცილში გაგიტარე და ყურადღება გადაგატანინე.მითხარი სურვილი მოგიფიქრეო,საშინელების მოსასმენად მოვემზადე,თვალები მოვჭუტე და დაველოდე:მინდა რომ ძალიან ბედნიერი იყოო.ამის გარდა ყველაფერს მოველოდი.თითქოს რა ბანალურია,მაგრამ ისე მესიამოვნა თვალებში დამიბნელდა.გაგიღიმე და დაგპირდი ვიქნებითქო,მაგრამ დღემდე ვერ გისრულებ სურვილს.. იმ ზაფხულის მერე ვერც მაგ სიმღერას ვუსმენ.ისევ შენ მახსენდები.
შენ გამასინჯე მოსაწევი,არ გინდოდა მაგრამ მე დაგაძალე.მითხარი:-ხოიცი ამას ჩემს სასიკეთოდ გამოვიყენებო,მე მაინც თანახმა ვიყავი.დიდ ტრიალ მინდორზე ვიყავით ბავშვები.მუსიკა.ვარსკვლავებით გადაჭედილი ცა,მე და შენ.მოსაწევი არ მომეწონა,მაგრამ არ გითხარი,ყველაფერი ისეთი თითქმის იდეალური იყო..
მეხუთე დღეს კოცონთან ვისხედით ბავშვები, მე და შენ ცალკე.ბევრს ვსაუბრობდით,ვიცინოდით,მერე ისევ დაიწყე იმ გოგოზე ლაპარაკი,რომელიც გიყვარდა და არაფერი გამოგივიდოდათ,მაბნევდი,ყველაფერს ერთმანეთში ურევდი,ბოლოს გითხარი მოიტაცე ის გოგოთქო,შენ კი ლაპარაკში გართულმა ვერც გააცნობიერე,რომ წამოგცდა:-ასე გაიმეტებ საკუთარ თავსო?დამცხა.ორივე გავშრით,მომენტალურად თემა შევცვალეთ,შენ ისევ ენა დაგება,თვალებში ვეღარ ვუყურებდით ერთმანეთს და მალევე გაგეცალე.ჩვენ ერთად ვერასდროს ვერ ვიქნებოდით,ამაზე არც გვიფიქრია არასდროს ყველაფერი ისე გაუცნობიერებლად ხდებოდა,მაგრამ ორივე მივხვდით,რომ ასე ვეღარ გავაგრძელებდით და გავჩერდით.მთელი ზაფხული ორივე გავურბოდით ერთმანეთს და ისე ვიქცეოდით,თითქოს არაფერი მომხდარიყო..
მას მერე აღარაფერი მომხდარა,ქუჩაში თუ შევხვდებით და თბილად მოვიკითხავთ ერთმანეთს,ცოტას ვისაუბრებთ და მორჩება.
ამდენწლიანი ურთიერთობის განმავლობაში,ჩახუტების გარდა,არც ერთი კოცნა,არც ერთი მიყვარხარ,არც ერთი ზარი,არც ერთი მესიჯი,არც ერთი ახსნა და რამის გარკვევა არ ყოფილა.თუმცა ეს არაფერი მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით,რომ ყველაფერი იყო.ზედმეტი ლაპარაკის გარეშე,უთქმელად ორივემ ვიცოდით ყველაფერი.არასდროს მიგვიყვანია ბოლომდე ჩვენი ურთიერთობა,ყოველთვის ან შენ გარბოდი ან მე.ამდენი წლის განმავლობაში ვერ ვმთავრდებოდით და ყოველთვის ვგრძელდებოდით.ჩვენ არც შეყვარებულები ვყოფილვართ,არც მეგობრები და არც ნათესავები.შენ რომ გეკითხებოდნენ,ნინი შენთვის ვინ არისო,პასუხობდი:იგივე მე-ო.
ეხლა მე 20 წლის ვარ,შენ-25.შენ აღარც კეპკა გახურავს და აღარც პანამა,რომელსაც სულ გართმევდი და მე ვიხურავდი,ყურის ბოლოშიც აღარ გიმთავრდება კულულები.მეც აღარ ვჭამ ჩუპა-ჩუპს,რომელსაც სულ ერთად ვჭამდით და ყოველთვის პირიდან მაცლიდი..
ყველაფერი შეიცვალა,მაგრამ ამდენი წლის შემდეგ,შენზე ბევრად უკეთესი იცი რამდენი იყო? არც ერთი შეყვარებული,მაგრამ ყველა,ყველა შენზე უკეთესი იყო,ყველა გჯობდა და მე ისევ შენ რატომ მენატრები?!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent