შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცეცხლოვანი ტანგო /3თავი


12-07-2017, 12:24
ავტორი Auroram
ნანახია 2 242

ანინეს POV.
-შენ ალბათ ანინე ხარ, ნათანიელმა ვინც ”გადაარჩინა”-სიცილით წამოდგა ჩემთვის უცნობი მამაკაცი ფეხზე და ხელი გამომიწოდა
-მე ალექსანდრე ვარ,ნათანიელის მეგობარი-გამიკვრიდა,ძალიან გამიკვირდა ეს მოცინარი არსება როგორ იყო ბატონი დესპოტის მეგობარი.
-მემგონი არ უთხოვია ანინეს გამეცანიო-ელეონორა წამოფრინდა და მომვარდა. ხელი ჩამკიდა და ოთახიდან გამომოყვანა.
-ელეონორა,რა ხდება?-სიცილით ვკითხე,ამ სიტუაციამ დამავიწყა წამისწინ მომხდარი,გაგონილი თუ გააზრებული სიტუაცია.მივხვდი მოსწონდა ალექსანდრე და ამის დამალვას მასთან ჩხუბით ცდილობდა.
-არაფერიც არ ხდება-მოწყენილმა გამოაცხადა და დაამატა-საქმის კეთებას გავაგრძელებ-და სამზარეულოში შევიდა. ერთად დავიწყეთ საჭმლის მომზადება.
-ვინ არის ის კაცი? -მოულოდნელად დავსვი შეკითხვა,რამაც ელეონორას გაკვირვება გამოიწვია,თავად მეც კი გამიკვირდა,მაგრამ მიხვდა მოტყუებას აზრი არ ჰქონდა ამიტომ დაიწყო
-როდესაც აქ მოვედი პირველად ბატონი ჰეკა ვნახე. ძალიან თბილად მომეპყრო,როგორც შვილი ისე მექცეოდა,ნათანიელს არ ვიცნობდი მაშინ. შეშინებული ვიჯექი სავარძელში და სწორად მაშინ შემოვიდა ვაჟბატონიც ბატონ ნათანიელთან ერთად,ის...ის... ისეთი საზიზღარი და საყვარელი იყო საკუთარ თავზე მეშლებოდა ნერვები.დრო გადიოდა,მეც ვმუშაობდი ბატონ ჰეკასთან და ალექსანდრეც უხშირებდა ბატონ ნათანიელთან სტუმრობას.-საუბარი ჩაცინებამ შეაწყვეტინა.იმხელა ენთუზიაზმით საუბრობდა ელეონორა,რომ არაფერი არ მიგრძვნია სხვა მისი სიტყვების გარდა.
-არაა საჭირო ჩემზე ჭორაობა მილედი-არ ვიცი ამ ორს შორის რა ხდება,მაგრამ დავინახე,როგორ მოეხვია უკნიდან ალექსანდრე ელეონორას და მე გამომხედა-ანინე,ნათანიელი გეძახდა,ასე მითხრა ქვევით ჩამოვიდესო.-ღიმილით ჩამირაკრაკა ისე,რომ ჩემთვის არც შემოუხედავს და ელეონორას აწითლებულ ლოყაზე აკოცა.მეც გამოვეცალე. არ ვიცოდი კიდევ თუ ჰქონდა ამ სახლს სართული და თანაც ქვევით. საიდან ჩავსულიყავი,როგორ მოვხვედრილიყავი ქვევით ჩემთვის უცნობი იყო ამიტომ ბატონ დესპოტს თავი შევახსენე
-ბატონო ნათანიელ-ასეთუისე ხმამაღლა ვთქვი,პირდაპირ მივდიოდი. მივუყვებოდი დიდ დერეფანს,რომლის კედლებზეც ლამაზი ნახატები იყო განლაგებული,თავი გამოფემაზე მეგონა. გამიხარდა პორტრეტების ხილვა,სიცოცხლით ამავსო ტანგოს მოცეკვავე წყვილის ნახატის ხილვამ და გამახსენდა...გამახსენდა,როგორ ვცეკვავდი ერთ დროს მე... როგორ ვგრძნობდი ჩემ სულიერ სამყაროს ამ ცეკვისას,როგორ ვგრძნობდი თავს ქალად...ვგრძნობდი...ვაი,რომ ვგრძნობდი!
თვალები დავხუჭე და შევეცადე,შევეცადე გამეხსენებინა ემოცია,მაგრამ მივიწყებას მიეცა...
ერთი...
ორი...
ტანგო...

ნათანიელის POV.
-დანიელ! ჰეკამ მითხრა ანინეზე სიმართლე გაგირკვევია-ბედნიერმა ჩავძახე ახალგაღვიძებულ უფროს ძმას ყურში და გვერდით გადავგლრდი.
-არ მინდოდა მისთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა,ბრმად ვენდე,ვის?!ჯოტოს! იმ ფულზე დახამებულ ჯოტოს! რა დამემართა! მამას ველაპარაკე,მერე ვიფიქრე ისევ დავიძინებთქო,მაგრამ ვინ გაცდის აბა?!-მის თვალებში სინანული დავინახე და ამან გამაბედნიერა!-ვიცი,რომ არ ექცევი კარგად იმ გოგოს! თავისი გასჭირვებია, თუ იმ ჯოჯოხეთიდან წამოიყვანე,ნება იბოძე და წესიერად მოექეცი აქ! ან რა მოსამსახურე აგიტყდა ან რომელ ოთახში შეიყვანე! არ გრცხვენია ბიჭო?!-გაოცებული ვუსმენდი.
-არ ვიცი დანიელ,არა! მგონია,რომ
კარგი ვქენი იმ სანაგვიდან,რომ
წამოვიყვანე,მაგრამ ემოციებს ვერ ვაკონტროლებ,მინდა,რომ ბედნიერი დავინახო,მაგრამ ზოგჯერ ისეთ სისულელეს იტყვის ან სზვაზე გაბრაზებულს მასზე ამოვანთხევ ყველაფერს,მაშინ სამზარეულოში,რომ არ ეტრიალა ენა არ მოუვიდოდა არაფერი,რაც შეეხება მოსამსახურეს, ამ სახლში ასე უბრალოდ არავინაა,არ ის.-თავს ვიმართლებ?!
-მაშინ მეგონა,ხელი რომ არ შეგიშალე კარგი ვქენი,მაგრამ ახლა ვნანობ და თანაც ძალიან! ახლა ადექი,ჩადი დარბაზში, შექმენი რომანტიული სიტუაცია,ეცეკვე ტანგო,გაუკრთე ის რაც მას სურს და არა ის რაც შენ გსურს,მის გულს უსმინე!-გამეღიმა ჩემ ძამიკოზე,როგორ ზრუნავს ჩემზე!ან ანინეზე!
-რატომ მგონია,რომ ჩემი ძმა შეყვარებულია?!-ეჭვისთვალით შევხედე და ფეხზე ავდექი.-თუ რამეა,ქვევით ვარ,დარბაზში-ღიმილით დავტოვე დანიელის ოთახი.


დარბაზი ჭუჭყიანი და მტვრიანი იყო! დასალაგებლად დრო მქონდა.საათს დავხედე და ციფერბლატი ორის ნახევარს მიჩვენებდა. საქმეს შევუდექი,შემეძლო მეთქვა მოსამსახურეებისთვის,მაგრამ არ მინდოდა ანინესთვის ძვირფას რამეს უცხო ხელი შეხებოდა. მეც ვცეკვავდი...
თან ვალაგებდი და თან ვცეკვავდი...
ბავშვობაში მამამ შემიყვანა ცეკვებზე,ყველანაირ ცეკვას ვფლობ,მაგრამ ტანგო მეც განსაკუთრებით მიყვარს... ამის თქმისას მუდამ ანინე მახსენდება თავისი ცეცხლოვანი ტანგოთი! როგორ დაასრიალებდა მოქნილ სხეულს კაბარეს სცენაზე. მისი სურვილი მკლავდა,მაგრამ მოთმინების უნარი ჯერ კიდევ მაქვს... ყველაფერს დრო გვიჩვენებს...

დალაგებას,რომ მოვრჩი გრამფირფიტა ჩამოვიტანე,ვანილის ფირფიტებთან ერთად და ლამაზ გამჭვირვალე,ორნამენტებით სავსე მაგიდაზე მოვათავსე. ფარდები გადავაფარე,რაც შეიძლება ტანგოს შესაფერისი გარემო შევქმენი,მგონი გადავაჭარბე რადგან,ინტიმური სიტუაციაც იყო მემგონი! სანთლები მიმზიდველად ანათებდნენ! საბოლოო ჯამში,კმაყოფილმა შევხედე ჩემ შედევრს. საათმა მაუწყა,რომ უკვე ექვსი საათი იყო. დარბაზი დავტოვე,მოვწესრიგდი და მისაღებში გავედი,სადაც ალექსანდრე დამხვდა.
-ელეონორას საწამებლად მოხვედი ჯემტლმენო?-სიცილით მოვეხვიე და ზურგზე ხელი დავვრტყი.
-ნეტა იცოდე,როგორ წითლდება კომპლიმენტებზე-მანაც სიცილს ამოაყოლა სიტყვები.
-ანინეც მასთანაა?-ისე სხვათაშორის ვიკითხე,მაგრამ ბატონს რას გამოაპარებ!
-ოროვე სამზარეულოშია საჭმლის მომზადებას მორჩებოდნენ,რატომ ინტერესდები ბატონო ნათანიელ?!-ეშმაკურად ამითამაშა წარბები.
-თუ შეივლი სამზარეულოში უთხარი,რომ დარბაზში ჩამოვიდეს,სიურპროზი გავუკეთე-ჩემი თავის გამკვირვებია,რატომ მიხარია მისი გაბედნიერება ასე ძალიან?!
-არ მეგონა ასე ბრმად თუ შეგიყვარდებოდა ნათანიელ-გაოცება გამოეხატა სახეზე ალექსანდრეს და არანაკლებ გამაოგნა მისმა სიტყვებმა მეც.
-არ მიყვარს,უბრალოდ ასე უფრო მარტივად შევიტყუებ მახეში და მერე ვერსად ვერ გამექცევა,წავედი მე დარბაზში!-ცოტა არ იყოს გულში ჩამრჩა ალექსანდრეს სიტყვები.ვერც მივხვდი ისე დავფარე დერეფნის გზა და ისე შევაღე დარბაზის კარი იმაზე ფიქრით თუ რას ვგრძნობდი ანინეს მიმართ.
ათი წუთი მაინც ვიჯექი სავარჯელში და ველოდი მას...ბოლოს გავიგე ნაბიჯების ხმა,მივხვდი ანინე იყო...
ტანგო...

ანინეს POV.
ერთადერთი კარი იყო. ნელა მივუახლოვდი,ჩამოვწიე კარი და ემოციებმა ერთდროულად ჩამკიდეს ხელი. საოცარი სანახაობა იყო! გული სიხარულით ამევსო! არ ვიცი რატომ გააკეთა ეს,არ ვიცი რა მიზანი ამოძრავებს მაგრამ ყველანაირი ტკივილი გამიქრო!
დარბაზი ულამაზე იყო! ვანილის ფირფიტა ნაზ მელოდიას ატრიალებდა. ნათანიელი ნელ-ნელა მიახლოვდებოდა,ძალიან კარგ ფორმაში იყო,უხდებოდა კლასიკური სტილი. მეც გავუღიმე, არ მინდოდა ეს მომენტი გამეფუჭებინა.

მაღალი,შესაშურ აღნაგობიანი,ლამაზი თვალებით,ხვეული თმითა და სწორი ცხვირით. დიდი ტუჩები ყურთან მომადო
-დღეს ტანგოს ვიცეკვებთ!-ბრძანებას უფრო გავდა,ვიდრე სიამოვნების ამოძახილს,მაგრამ სასიამოვნოდ და ვნებიანად გასცა ჩემმა დესპოტმა ბრძანება.
-იმას გავიგებ,დესპოტს,რომ ეძახი,მაგრამ ანინე,შენი ნამდვილად არ არის-ბოროტულად ჩამჩხავლა ყურში მეორე „მემ“ და რეალობას დამაბრუნა.
-ტანგო?!-სასიამოვნოდ გაოცებულმა ამოვიყვირე სიხარულისგან.

ავტორის POV.
რა მარტივია ადამიანის ამოცნობა?! ასე ფიქრობ?! თვლი,რომ იოლია შეიცნო,შეიყვარო,გრძნობები გაუხსნა,გულთან ახლოს მოუშვა ადამიანი?! რატომ?იმიტომ,რომ შემდეგ მან გატკინოს?ორად გაგხლიჩოს და არაფრად,არარაობად გაქციოს?!
არა! ასეთებად არ დავბადებულვართ ჩვენ ადამიანები! სიკეთე არის ჩვენ სხეულში, რომელიც მიმალულია,მაგრამ გამოსვლას ნამდვილად,ნამდვილად ლამობს!

ანიანეს POV.
-შენ ხომ გიყვარს ტანგო,ცეცხლოვანი ტანგო,შენ ხომ გიყვარს ის გრძნობა და ემოცია რასაც მისი ცეკვისას განიცდი,მაშ ვიცეკვოთ ტანგო.-მე ვერ დავინახე მასში ირონია,ვერც სიყალბე და ვერაფერი მსგავსი, ეს მისი ნამდვილი სახე იყო,მე ასე მგონია და მე ამის მჯერა, მე მისი მჯერა!
-განუწყვეტლივ შემიძლია საუბარი ტანგოზე, იცი ერთი მუსიკოსი იყო ენრიკე დისეპოლო, არ ვიცი თუ იცი,მაგრამ მან ზუსტად გადმოსცა ტანგო სიტყვებით „ტანგო – ეს არის სევდიანი აზრი, რომლის ცეკვა შეიძლება.“ და მე მას ვეთანხმები, რომ არა სევდა რაც მე ტანგოში დავინახე,რომ არა ის სიძლიერე რაც მე ტანგომ მასწავლა,მე დღეს აქ ვერ გავბედავდი მოსვლას, მიუხედავად იმისა,რომ არ ვიცი რატომ მომიყვანე შენ სახლში,რატომ აკეთებ ამ ყველაფერს და რატომ ცდილობ,რომ მასიამოვნო მე მაინც მადლობელი ვარ ყველაფრისთვის.-ზედმეტად ბევრი ვილაპარაკე,რადგან ნაზი მელოდია უკვე ტანგოს ვანილის ფირფიტას ჩაენაცვლებინა და ახლა მხოლოდ ის მელოდია ფანტავდა სიჩუმეს,რომელიც მე ასე ძალიან მიყვარს,რომელიც მე ყველაფერს მავიწყებს და მტოვებს მარტოს საკუთარ თავთან,მაგრამ ახლა?! ახლა რამენად შევძლებდი ნათანიელის მკავებში კონცენტრირებას არვიცი.
-ტანგოში არის მხოლოდ ქალი და მამაკაცი-ჩურჩული და ნაბიჯი უკან,სრიალი,წრეების ხაზვა და გადაწოლა-ტანგოში ვართ მხოლოდ ჩვენ და მუსიკა.-ვხვდებოდა რასაც ცდილობდა და გამოსდიოდა კიდეც! კარგით ბატონო ნათანიელ რადგან თამაში გინდათ იყოს თამაში.
-მუსიკასთან ერთად,რომელიც ცეკვას ხასიათს უქმნის! ის გვაიძულებს მოვდუნდეთ და მივყვეთ პარტნიორს-თვალებში ვუყურებდი,მზერის ობიექტი არ შემიცვლია,მან კი ჩაიცინა არ შემოუხედავს და ისევ ჩემი ყურისკენ გამოიწია. ნელი ნაბიჯი უკან,ისეთი სინაზით გააკეთა სვლა,მეგონა ახლა ყველაზე რთულ გადაწყვეტისლებას იღებდა,ნაბიჯი გვერდით ჩემი ხელების კისერზე განალაგა,მეც ავყევი. ახლა მე ვიყავი ინიციატორი, ნაბიჯი წინ და მის სახესთან სიახლოვე.
-ერთი...ორი... ტანგო...-ღიმილით ჩამჩურჩულა და კისერში სველი კოცნა დამიტოვა. შევცბი. არ ველოდი. სწრაფად შევხედე.
-თქვენ...თქვენ მე...-ავლუღლუღდი ახალდაბადებული კუსავით.
-თქვენ...თქვენ მე...-განმასახიერა,ბატონმა-გაკოცე ანინე,ყელში გაკოცე.-ირონიულად მომაძახა და დაიწყო. დაიწყო ტანგო
მან გადაწყვიტა, მას სურდა,რომ გასეირნებით დაგვეწყო, ერთმანეთზე აკრულები ნაზად დავსრიალებდით, ბოლოს გავჩერდით,შევხედეთ ერთმანეთს,მე ჯერ კიდევ აწითლებლი ვიყავი. დამატრიალა,ხელი გამიშვა და ნება მომცა ჩემთვის,გამეხსენებინა ცეკვა, გრძნობა და ემოცია.
-ერთი...ორი...ტანგო-ვბუტბუტებ და ვივსები! ვივსები ვნებითა და სიახურლით...არ დავფიქრებულვარ ვის ვეცეკვებოდი,ისე თავისუფლად და ნაზად გავიქეცი მისკენ,მანაც შემაშველა ხელები და გადამიწვინა მკლავებზე. და გავჩერდით. ეს ჩემთვის ყველაზე უხერხული მომენტია,მაგრამ მასთან რატომღაც ეს ვერ ვიგრძენი. ამ დროს მე და ჩემი ყოფილი მეწყვილე ფრაკი ეროტიკულ მინიშნებებს ვაძლევდით ერთმანეთს,მაგრამ ზღვარს არასდროს ვცდებოდით,მაგრამ ახლა გავთამამდი,ზედმეტადაც კი! ფეხი მის ფეხებს შორის ავასრიალე გავშალე მის წელზე მოვთავსდი.მანაც ხელები ააყოლა ჩემ სხეულს, საჯდომიდან დაიწყო და წელთან მისულმა ხელით მიბიძგა და უკან გადამწია,გასწორებული, ზედმეტად ახლოს ვიყავი მის სახესთან,ზედმეტად ინტომურ სიტუაციაში მოვხვდი,ზედმეტად ბევრი გავბედე და ამან ცოტა არ იყოს შემაშინა და შემაშფოთა. ვერ ვიჯერებდი,რომ ახალ იმ ილეთს ვაკეთებ,რომლისგანაც თავს მუდამ ვიკავებდი- „სამკაულები“,ეს არის იმპროვიზაიცა,ხელების მამაკაცზე აცურება,გადაზნექვები და ეროტიული სცენები. მეღიმება ასე თავისუფლად ჯერ არ მიცეკვია,მიუხედავად იმისა,რომ ფრაკი არანაირად არ მზღუდავდა,მეტიც ჩემით და ზოგადად ქალებით არ ინტერესდებოდა,მაგრამ მაინც მორიდებით ვიყავი,კაცი კაცია! ყოველთვის მეუბნებოდა,რომ „სამკაულები“ ხდის ტანგოს განსხვავებულს,იდეალურს და გამორჩეულს.
-მინდიხარ!-ამას კი ნამდვილად არ მოველოდი. მან დაარღვია,ჩემ მიერ არაერთხელ დარღვეული ტანგოს კანონი! მან მე,მეწყვილეს,პარტნიორს, ტანგოს საყვარელს თვალებში შემხედა. ცეკვა,როგორც ყოველთვის ჩემი საყვარელი ილეთით დავასრულეთ ,,ტანგეროსით“ ბოლოს ისევ „სამკაულებს“ დავუბრუნდით და ეს ნათანიელისთვის მოთმინების პიკი აღმოჩნდა,რადგან სამ მოძრაობაში დაფარა მანძილი კედლამდე,მასზე ამაყუდა და მომთხოვნად,ვნებიიანად,არამქვეყნიურად მაკოცა და მომპარა ჩემი პირველი კოცნა,რომელსაც მე ასე საგულდაგულოდ ვინახავდი!

--------------
როდესაც ამ თავს ვწერდი ძალიან ფრთხილი ვიყავი,იმიტომ,რომ აღვწერდი იმ საოცნებო ცეკვას,რომელიც ჩემს სისხლში(Qართული ცეკვების შემდეგ) ჩქეფს. მინდოდა გადმომეცა ის გრძნობები და ემოციები,რასაც მე ვგრძნობ ამ ცეკვის მიმართ,არც ის მინდოდა ძალიან ეროტიული გამომსვლოდა,პირადად მე გადამეტებული არაფერი მიყვარს და ცოტა ვღიზიანდები კიდეც! უღრმესი მადლობა ყველას ვინც კითხულობს,შემდეგი თავი ნამდვილი ცეცხლია(მე ასე ვფიქრობ)
მიყვარხართ



№1 სტუმარი Guest salome

აუ რა კარგია!
ძაან კარგი გოგო ხარ:)!!

 


№2 სტუმარი A

სიტყვები არ მყოფნის ისე მომეწონა აი რაგაც საოცრება იყო.... ასე გააგრძელე. ველოდები ახალ თავს....

 


№3  offline მოდერი ენემი

ველოდები მოდევნოს innocent

 


№4  offline წევრი Barbare ❤

ეხლა წავიკითხე ყველა.. რაღაცნაირად ჩამთრევი ისტორიაა. გააგრძელე აუცილებლად <3 ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent