შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უპირობო სიყვარული 1


12-07-2017, 17:51
ავტორი innako
ნანახია 1 794

სამყარო მდიდარია სიურპრიზებით , რომელთაგან ზოგი ბედნიერებას , ზოგიც უბედურებას გვანიჭებს. ამის დასაბუთებელი მაგალითი სხვა რა უნდა იყოს თუ არა ჩვენ , გაცრეცილი , ნაცრისფერი და მათ ფონზე მომავალი ფერადი ადამიანები.
ალბათ ბევრ თქვენგანს ყოველდღიურად უჩნდება კითხვა , ესა თუ ის ფაქტი რატომ მოხდა ? რა დაუშავა ღმერთს ? დიდხანს გაგრძელდებოდა თუ არა ეს ბედნიერება/უბედურება ?
დიდი დაკვირვების (მათ შორის საკუთარ თავზეც ) შედეგად დავასკვენი , რომ ზემოთ ხსენებული სიურპრიზი თუ კითხვა-პასუხ-მონოლოგი უმეტესად ჩვენთვის ყველაზე თბილი , სანატრელი , მტკივნეული სიყვარულია.
სიყვარულო!
გრძნობავ უკიდეგანო !
სათუთო !
საყვარელო!
როგორ ახერხებ ამდენი ადამიანის დამონებას ? რა ძალით ხდები ყველა ქმედებისა და ემოციის განმსაზღვრელი ? რას მივაწეროთ შენი სისასტიკე თუ ლმობიერება ? -შეუძლებელია... შეუძლებელია შენი ამოცნობა , რადგან ყოველდღე , ყოველ წუთს , ყოველ წამს ახალ სახეს იღებ , ახალ ისტორიას ქმნი , რომელსაც ამჯერად თინასა და ილიასი ერქვას.
...
ზაფხულის პირველი დღე გახლდათ. არემარე იდეალური ფერთა გამით შემოსულიყო და ისეთ პოზიტივს ასხივებდა , რომ მოკვდავს იმედის უდიდეს ნაპერწკალს უღვივებდა , ნაპერწკალს რაღაც კარგის მოხდენის.
...
რამდენიმე დღით ადრე :
- თინა სულ გაგიჟდი ხო ? რა არ მოდიხარ გოგო ? სახლში დარჩენის უფლებას ვინ მოგცემს ეხლა ? რა ხანია ამ წვეულებისთვის ვემზადებოდით გოგო? იცი რამდენი ვინმე იქნება ? - ლანა და ლიკა აღშფოთებულები იყვნენ მეგობრის გადაწყვეტილებით
- ვაიმე ძალიან აუცილებელია ბავშვებო მანდ წამოსვლა , დაბოლილი ბიჭებისა და ათას კაცზე მოხახუნე გოგონების ყურება ?
- როგორ ლაპარაკობ გოგო ? ისე იქცევი თითქოს ხელშეუხებელი სინაზე იყო
- მე თუ არ ვარ სინაზე , ხალხის თვალწინ მაინც არ ვი**ამ
- რა მნიშვნელობა აქვს სად რას აკეთებ ხო აკეთებ ?
- ანუ რას მეუბნებით გოგონებო ბიჭს , რომელთანაც წლები ვიყავი და ეგრეთ წოდებული სერიოზული ურთიერთობა მქონდა, რადგან ვაკოცე ბ**ი ვარ ?
- იქნებ იმათაც სერიოზული ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან?
- ჰო , რა თქმა უნდა , ბიოსა და პლანის „ქიჩინი“ მთელი უნივერსიტეტის წინ შეყვარებულთან ერთად , თან დამატებული ეროტიჩნი სცენები სერიოზულ ურთიერთობებში ახალი ინოვაციაა
- ისინი ესე თანამედროვედ აღიქვამენ ყველაფერს და დამალულ- გამჟღავნებული ცოდვა მაინც ცოდვაა?
- გოგო რეებს ბოდავთ ? სად დაინახე რო რამე მომეწია და გიოს რამე ცუდი ეკადრა ჩემთვის ? და თუ აღვირახსნილი გგონივართ საერთოდ მანდ რად გინდათ ჩემი წამოსვლა ? ხალხს ცუდი წარმოდგენა დარჩება თქვენზე.
- სუპერ ეგოისტი ხარ თინა
- თუ ეგოისტობაა ის ,რომ მსგავსი მარაზმის ყურება არ მინდა ვაკადრო ჩემს თავს , დაე ვიყო ეგოისტი რა
- აუ კაი რა თინა . ლიკას ხათრით მაინც წამოდი . ბექას დანახვაზე ხომ იცი როგორ იბნევა ? შენ დაეხმარები
- მე რაში უნდა დავეხმარო ლანა ?
- დაუმეგობრდები , შენ ყველა გიმეგობრდება და მერე ჩვენთან მოიყვან დანარჩენი კიდევ ლიკაზე იქნება .
- გასაცნობი ბიურო უნდა გავხსნა
- აუ კაი რა ჩემ თავს გაფიცებ თინა წამოდი რა.
- ძალიან მეწყინა თქვენი სიტყვები ჩემს ურთიერთობებზე , მაგრამ გავატაროთ წამოვალ.
- აუ ვგიჟდებით შნზე.
- მე თქვენზე . (უეჭველი ჩაილაპარაკა თინამ _
...
- გოგო რატომ აყენებინებ მაგ გოგონებს თავს ? ხომ იცი რა შარიანი ხარ ? რა დამეგობრება ბექასთან თინა ? რამე რომ მოხდეს ხომ იცი როგორ გაგლანძღავენ ? - სესილი გამწარდა საუკეთესო დაქალის მონათხრობზე
- სესილი შენ უკეთესს რამეს მეუბნები გგონია ?რა უნდა მოხდეს გოგო ? ფლირტს დავუწყებ ბექას ? თუ რა გინდა
- ეგ არ მიკადრებია თინა , მაგრამ იმას რომ მოეწონო ?
- ხანდახან ისე მახასიათებთ თავი დაბალი მსუქანი კი არა სეკრეტის ანგელოზი მგონია
- რეებს ბოდავ გოგო ? რა კომპლექსები გაქვს ?
- რა კომპლექსი მაქვს სესილი ? ჩვეულებრივი თვალით ვუყურებ ყველაფერს , რეალისტურად. 155 სმ ვარ და 71 კილო , არაფერი ნორმალური არ მაქვს და ისე გამოგყავარ თითქოს საოცრებები შემიძია , სხვა პონტში , არასერიოზულად შეიძლება დამიწყოს კარგმა ბიჭმა კერვა , მაგრამ მე არ მივცემ მაგის საშუალებას
- გიო ცუდი ბიჭი იყო თინა ? როგორ უყვარდი გაგახსენო ?
- გიო დებილი იყო გოგო , ერთი დანახვით შემიყვარდიო
- მაგაში სიდებილეს სად ხედავ?
- ბათუმში გავიცანი , პლიაჟზე , საცურავო კოსტუმში , ლიკა და ლანა იყო ჩემთან ერთად.
- ვერ გცნობ იმ დღის შემდეგ რაც იმ გოგომ გითხრა რა.
- ვინ გოგომ გვანცამ ?
- ჰო.
- კარგი რა. მართალი იყო , მაგრამ მე უფრო კარგად ვუთხარი
- აუ ჰო . მოიცა გამახსენე.. 100 კილო ვიყო და ხალხში ლობიანს ვიღლოღნებოდე...
- ...მირჩევნია კეფირი ვჭამო და ვიღაცამ პატივი მცეს იმის გამო , რომ რაღაცას ვცდილობთქო
- აუ ისე ეგ რამ გათქმევინა
- აბა დიეტაზე რატო დამცინა?
- არავის ვურჩევ თინა შენს გადაკიდებას
- არც მე , ზედმეტად „შებერტყილი“ ვარ მაგისთვის.
- აუ თან ყველას რო ნაზი და სათუთი გონიხარ?
- ვიძახი არ ვართქო და ხარო მიმტკიცებენ და ვიყო რა , ჩემი რა მიდის?
- კაი ბიჭების ცნებას კაი გოგოებით არღვევ და მევას
- რამდენი გაკლია.
- მეც მიყვარხარ
- არ გაბედო ჩემი მონატრება ? დღეს არ ვარ შენ ხასიათზე
- მიკვირს ჩემი ერთადერთ დაქალი შენ რატომ ხარ?
- მეც მიკვირს. კაი წავედი პირველში მივდივარ იმ სახლში .
- ერთბაშად ტანსაცმლის არჩევას არ იწყებდე
- არა გოგო მშია . ვსო დამანებე ეხა თავი
- მიდი ჰო მიდი

...
რამდენიმე კილომეტრის მოშორებით
- შე**მა წამოდი რა იმ წვეულებაზე -„ის“ ბექა თავგამოდებით ცდილობდა ბიძაშვილის დათანხმებას
- შენ ხომ არ ან***ვ , რა მინდა იქ ? - პოკერის თამაშით გართული ილია ცდილობდა ბექას თავიდან მოცილებას.
- კაი რა ლიკა იქნება მაგრად ვიღადავებთ
- შენ ეგ გოგო მოგწონს ?
- მეკაიფები ხო ? რომ მიყურებს იცინის და მაგ დროს მესაყვარლება მხოლოდ
- რომანტიკების გარეშე რა
- აუ მიდი წამოდი
- მითხარი რომ მოგწონს და წამოვალ
- არ მომწონს
- ეე , რა კატებს მიდგავ ? მითხარი სიმართლე
- ჰო კაი გეტყვი
- გისმენ!
- აუ და რა გავაკეთო
- ტეხავს გოგოს მოწონების აღიარება ?
- შენთან კი
- რატომ ?
- ღადაობ ეგეთ რაღაცეებზე
- არ გრცხვენია ?
- კაი ჰო , ძალიან მომწონს , ძალიან
- მიუხედავად იმისა , რომ გული მატკინა შენმა ჩემდამი ფიქრებმა წამოვალ ჰო
- მიყვარხარ
- ფუუუ , გადი რა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent