დაუმორჩილებელი (თავი 20)
-დავიღალე. ამოისლუკუნა ლიზამ . -ვიცი .ატირებულ ბავშვს რომ უსმევენ თავზე ხელს დაახლოვებით მასე უსვამდა და ვერ იგებდა ,ბედნიერი უნდა ყოფილიყო თუ უბედური. -გირჩევნია სიგიჟეები ვაკეთო,მაგრამ დავიღალე,მართლა დავიღალე აღარ მინდა არაფრის კეთება , არც ტირილი მინდა , არც ის მომწონს გამუდმებით გიჟივით რომ ვიქცევი. მსიამოვნებდა კიდეც თავიდან ,გულს ვიოხებდი მაგრამ აღარ მოქმედებს, შენ კი არა ჩემზეც აღარ მოქმედებს ,მერე ყველა ისე მიყურებთ თითქოს გიჟი ვარ. ისე მათამაშებთ აქეთ იქით თითქოს ბურთი ვარ. ნივთი არ ვარ გესმის ? - არა , არ მესმის ,მაგრამ ვეცდები გავიგო . -არცერთის მხარეს არ ვარ მე , არც თქვენი სათამაშო ვარ და არც ნივთი. -ვიცი , რომ არ ხარ , კარგი რა აღარ იტირო. -იცი რამდენი მაქვს სატირალი? მთელი ცხოვრება ვერ გამოვიტირებ . -არაფერი არ გაქვს , სატირელი . ვის ტირიხარ ლიზ ? შენს ოჯახს ? მე ? არცერთი არ ვართ ღირსი დამიჯერე , არცერთი ვიმსახურებთ მამაშენიც ნაგავია და მეც . -აღარ შემიძლია, ისიც კი არ ვიცი სად ვარ , ასე მგონია დავიკარგე და თქვენ რომ ქარს უბერავთ ხან იქით მივდივარ და ხან აქეთ. -ჩემი დაკარგული გოგო. ღიმილი მოადგა სახეზე. გაჭირვებით მოაშორა ხელები და ჩაწითლებულ თვალებს კიდევ ერთხელ გაუღიმა . -შევრიგდით? პასუხს უშედეგოდ ელოდებოდა -კარგი , თუ არ შემირიგდები მომიწევს რამე მოვიფიქრო , საჩუქრები ? მერე დამაბრალებ მყიდულობო . დაიწუნა თავისივე იდია. -არ მინდა არაფერი. ჩვეული მოძრაობა გააკეთა ხელისგულებით და ქუჩას მოავლო თვალი. -აბა რა გინდა? -არაფერი ,მოწყენილი ხმა ძლივს ამოუშვა .-წავიდეთ. -წავიდეთ. რამოდენიმე მეტრი თითქმის მდუმარებაში გაატარეს ,ლიზასი არ იცოდა მაგრამ ,თავად არც ხალხის და არც ქუჩაში ახმაურებული მანქანების ხმა ესმოდა დადუმებულ ქუჩაში მხოლოდ თავის ცოლს ამჩნევდა ხელებგადაჯვარედინებული და თავდახრილი რომ მიყვებოდა.-ცხელა , ოხვრით ახედა მზეს ,მანქანასთან სწრაფად მოირგო ჯელტმენის როლი და კარი თავად გაუღო . -ახლა სად მივდივართ ბატონო ლევან ? -არ ვიცი , არ მახსოვს სად მივდიოდით ტელეფონში მაქვს ყველაფერი ჩანიშნული,არაუშავს სახლში დავბრუნდეთ . -არ მინდა სახლში . როგორც იქნა ხმა ამოიღო . -აბა სად გინდა ? -არ ვიცი ,მხრები აიჩეჩა. -წავიდეთ სახლში შენ თუ საქმე გაქვს ,ისედაც მოგაცდინე არა ? -არ გინდა ეს გადაკვრები ,ისედაც ვიცი რომ ნაწყენი ხარ .მისმინე შენ შეგიძლია დემნას დაურეკო ? მძღოლს საქმიანი ხმით მიმართა .-უთხარი რომ მარიამს კითხოს სად მაქვს შეხვედრა? -ისიც არ იცი სად გაქვს შეხვედრა და ვის ხვდები ? -ვის ვხვდები ვიცი ,მაგრამ სად მაქვს ვერ მოვასწარი შეხედვა . ცდილობდა ჩვეულებრივად ეპასუხა ნაწყენი ხმისთვის. -სახლში ხომ მაინც უნდა დავბრუნდეთ ? დროს რატომ ვკარგავთ წავიდეთ და იქ ნახავ. სახლში ყბელაზე ნაკლებად უნდოდა მაგრამ ისე აეწვა კეფა და ასტკივდა თავი ერთი აბი გამაყუჩებლისთვის მზად იყო მთელი დღე იქ გაეტარებინა. -არა არ მივდივართ სახლში , ჯერ წავალთ შევხვდებით იმ თურქებს და მერე , მერე მოვიფიქრებთ რამეს , დანაშაული მაქვს გამოსასყიდი . სასიამოვნოდ გაიღიმა და თავს პირობა მიცა დღეს რომ სულ ელანძღა მაინც უნდა მოეთმინა. -არაა საჭირო გამოსყიდვა , არ გიხდება შენ . ყოველგვარი ემოციის გარეშე მიუგო დაშუბლზე გაისვა ხელი. -კაზინოშიო ბატონო ლევან . სასაცილო და უცნაური აქცენტით მოუბრუნდა მძღოლი. -და რომელშიო? ღიმილი ვერ დაფარა ლევანმა . -უი ეგ არ მიკითხავს. სწრაფად მოიმარჯვა ტელეფონი მძღოლმა. თავი გააქნია ლევანმა და გაღიმებულ ლიზას გახედა. -მითხრა . ისევ სხარტად მოუბრუნდა ახალგაზრდა ბიჭი ოყებზე რომ აწითლებულიყო და ოფლით დანამულ შუბლზე ნერვიულად გადაისვა ხელი. -კარგია ,რომ გითხრა და რას იზამ წაგვიყვან ? მეგობრული ტონი შეურჩია აშკარად მასთან ურთიერთობაში გამოუცდელს. -აბა რას ვიზამ , წაგუყვანთ კი არაა გაგაფრენთ. ღვედი ენერგიულად გადაიჭირა. -გაფრენა არ გვინდა , ნორმალურად მიგვიყვანე . -არის შეფ. შუბლთან მიიტანა ხელი და აიქნია ბრძანება მიღებულიაო. -დიდი ხანია რაც აქ მუშაობ? - მეორე დღეა. -რა გქვია ,რამდენი წლის ხარ და საერთოდ როგორ მოხვდი აქ ? -მე ? -შენ ,შენ აბა ჩემი და ჩემი ცოლის სახელი კი ვიცი . სცადა უხეში არ ყოფილიყო მაგრამ ამდენად გამოუვიდა საკითხავი ეგ იყო. -შაკო. მხიარულად მიუგო. -შალვა , ალბათ არა? -დიახ ,შალვა ხმა დაისერიოზულა . -კაი ტიპი ხარ ხო იცი . შენა და საიდან ხარ ? -მე ? იგივე კითხვა დასვა და უფროსის გულიან სიცილს თავადაც ააყოლა ღიმილი. -შენ , ჰო შენ . -მე გორიდან . -გასაგებია. კეთილი იყოს შენი მობრძანება ახალ სამსახურში, მოგწონს დემნა ? -ბატონი დემნა ? ყველა კითხვას კითხვით პასუხობდა . უკვე ლიზაც ვეღარ იკავებდა თავს ,სხვისგან გააღიზიანებდა კიდეც მაგრამ ისეთი უბრალო იყო მათი ახალი ნაცნობი და გულწრფელად იღიმებოდა ვერაფრს უხერხებდა თავის ღიმილს. -კი მომწონს , ჯერ ვერ გავერკვიე კარგად წესებში მარა მითმენს რა .. -უკვე კაცო ? ჯერ ირი დღეა მოხვედი . -რა დააშავე რომ დემნას მოთმინება გამოსცადე უკვე ? გამოელაპარაკა ლიზა. -რავი აბა , ჩემი შვილის ფოტო მივაკარი აი აქ , თითი საით გაიშვირა ვერ გაიგეს . -ჰო რა მართალიც არი სამსახურია სახლის “ტრანგალეტკა” ხო არა. -ტრანგალეტკა რა არის ? თვალები გაუფართოვდა ლიზას . -აი ჩამოდით ჩვენთან და ნახავთ. აი ჩემს შვილს რომ მოვნათლავ დგპატიჟებთ და .. უცბად გამიერკვა რომ ზედმეტად გათამამდა და ჩაახველა -უკაცრავად. -უყურე ლიზ,დაპატიჟებაზე რომ მიდგა საქმე როგორ მიჩუმდა ? ეგეთები ხართ თქვენ ყველა რა იყო ორი სტუმარი დაგამძიმებს ? საყვედური არ დაიშურა ლევანმა . -ჩამოხვალთ? ვერ გაიგო უნდა დაეჯერებინა თუ ეხუმრებოდა ,ბოლოს და ბოლოს იმდენი მოისმინა ამ კაცზე ორ დღეში რამ გაათაამმა ასე მათთან ? -ჩამოვალ ,შალიკო ჩამოვალ . ამოიოხრა და გზას გახედა , მოასწრო მისვლა თორემ ისევ ფიქრების კორიანტელში აპირებდა გახვევას რომ ყველა ბედნიერი იყო მის გარდა. -წავედით ? კიდევ ერთხელ გაუღიმა ცოლს . -აქ დაგელოდები , რა უნდა ვაკეთო იქ? -აქ რაღა უნდა აკეთო? წამოდი ნუ ჯიუტობ . -იყოს რა, სარკისკენ გააპარა თვალი , ისე გამოიყურებოდა ახლა აქედან არსად გადამსვლელი არ იყო. სუტყვა აღარ უთქვამს მნქანიდან ისე გადავიდა ლევანი კარი გამოუღოდა ჯიუტად დადგა . -ან გადმოხვალ ან ზურგზე მოგიკიდებ . ხომ იცი რომ ვიზავ? კმაყოფილმა ჩაიცინა ,ბევრი შეპასუხების გარეშე რომ დაჰყვა მის ნება სურვილს . -ლამაზი ხარ და მშვენივრად გამოიყურები თუ ეგ გაფერხებს. -მატყუარა. -როცა ,ვინმეს სილამაზეს ავღნიშნავ ესეგი არ ვიტყუები მე . შესასვლელში მარიამი მოეგება ჩვეული მომღიმარი სახით და პირდაპირ ფურცლები შეაჩეჩა ლევანს ხელში. -აქ დარჩები ? -ჰო დავათვალიერებ ,ინტერესით აკვირდებოდა ყველაფერს და თვალებს აფახულებდა . -არ მითხრა რომ პირველად ხარ. გაეცინა ლევანს . -ხო რა იყო . -არაფერი , მარიამ ყურადღება მიაქციე . გადაულოცა მისი თავი გოგოს და ორივეს უკმაყოფილო სახეს გაერიდა. -რამეს ინებებთ? -თავი მტკივა . შუბლი შეჭმუხნა. -ახლავე მოგიტანთ რამეს ,დაბრძანდით. ერთი სული ქონდა ლევანს როდის მოიშორებდა თავიდან ამ შეხვედრას , უხალისოდ ისმენდა შემოთავაზებებს და უკმაყოფილო ამბობდა ყველაფერზე უარს. სამაგიეროდ მისი ცოლი გაერთო კარგად , ინტერესით უვლიდა ყველაფერს გარშემო და უამრავ კითხვას სვაამდა . -გყავთ ხალხი ? -დიახ , საღამოს სუნთქვაც კი გვიჭირს. კმაყოფილმა უპასუხა მარიამმა.ჩაეცინა ,ჩაეცინა იმის გაფირებაზე რომ მხოლოდ მისი ძმა აღმოჩნდა ისეთი უტვინო რომ ერთი კაზინო ვერ ამუშავა. ვერ გაიგო როდის წამოადგა თავზე ლევანი მაგრამ როცა შენიშნა უცნაურად ათვალიერებდა და უღიმოდა. ვერ იტანს როცა ასე უყურებს თითქოს რაღაც უვხო ხილი იყოს და ფიქრობს კბილი გაკრას თუ არაა, მტაცებელთან აასოცირებდა ამ დროს და უსიამოვნო გრძნონა იპყრიბდა. -გაერთე? -ჰო ,დავათვალიერე .გაოფლიანებული ხელის გულები კაბაზე გაისვა და იმის მერე ვერ მოიფიქრა სად უნდა წაეღო. - დაათვალიერე ? არ სცადე თუ აზარტული არ ხარ . -არა არ მინდა . -გინდა, მარიამ შეგიძლია ჟეტონები მოუტანოთ ქალბატონს ? -დიახ , რანდენი? -მის იღბალს თუ გავითვალისწინებთ ვფიქრობ ბევრი დაგვჭირდება , ჩაილაპარაკა თავისთვის .რამდენიც გინდა . -არ მინდათქო ხომ გითხარი ? -არ გაინტერესებს გიმართლებს თუ არა ? -არ მიმართლებს , ისედაც ვიცი . -წესით ახალბედებს უმართლებთ ხოლმე . გაგიარა ტკივილმა ? -ცოტა ,მაგრამ მაინც მტკივა , გამივლის ალბათ. -წამოდი . თავი გაადაქნია , გამომყევიო და მარიამს ჟეტონები ჩამოართვა. -მართლა უნდა ვითამაშოთ? ემოციებს ვერ ფარავდა -სად ? არ ვიცი არცერთი თამაში . რომ წავაგო ? -არაუშავს ,ბოლოს და ბოლოს ჩემი ფული ჩემივე კაზინოში დაიხარჯება . -ჭკვიანურია ,მაგრამ რა უნდა ვითამაშოთ? -არ ვიცი შენ აარჩიე . ბავშვივით აფორიაქებულ ლიზას არჩევანი მიანდო . -აი ეს . ხელი “რულეტკის” მაგიდისკენ გაიშვირა . -როგორ ჩაიარა შეხვედრამ? -ვუდად. -მართლა ? თვალები გაუფართოვდა და წამით გაჩერდა მერე ისევ გზა გააგრძელა -ჰო , შემდეგში აღარ წამოგიყვან , მთელი გონება გაფანტული მქონდა იმაზე ფიქრით რიმ აქ სადღაც დაბოდიალობდი და მელოდებოდი. გულწრფელად გაახმოვანა თავისი გრძნობები . -ეხლა მე დამაბრალე. -აბა ვის დავაბრალო , მაგრამ არაუშავს . სკამი გამიუწია მაგიდასთან და ხელიტ ანიშნა დაბრძანდიო. -ერთხელ გაპატიებ ,თანაც სხვა დროსაც ხომ არ დამელოდები . გადაკრულად თქვა და ზემოდან გადმოხედა . -კარგი ,ხომ იცი რაც უნდა ქნა ? ციფრი აირჩიე და ფსონი გააკეთე. სკამს უკან დაუდგა და ხელებით საზურგეს დააეყრდნო. ზედმიწევნით გააკეთა მისი მითითებები და სულ განაბული შეჰყურებდა ბურთულას თუმცა არ გაუმართლა , მიხვდა როგორი გაჭიმული და დაძაბული ელოდებოდა ბურთის გაჩერებას და წაგების შემდეგ როგორ მოეშვა ლიზას ზურგი. -კიდევ სცადე. გაუღიმა გულდაწყვეტილი თვალებით რომ ამოხედა. -კარგიი , შემდეგი ციფრი მისი დაბადების დღე იყი . ისდაც დარწმუნებული იყო რომ ბოლოს მის დაბადებისდღეზე რაც მოხდა “13” წარმატებული ვერ იქნებოდა მაგრამ მაინც გარისკა, არც უფიქრია 13 ზე გაჩერება ბურთს . -აღარ მინდა . უცბად გაიბუტა და ხელები მოაშორა მაგიდას . - რა ადვილად ნებდები. თმაზე წაეპოტინა მის ზურგთან მდგომი. -აბა შენ სცადე ? ეშმაკურად შეჰღიმა ქვემოდან . -სიამოვნებით. წინ გადმოიხარა საკუთარ თავში დარწმუნებული და თითქმი ყველაფერს ჩავიდა ფსონად. გასწორდა და ნერვის შეურხევლად ელოდებოდა განაჩენს , ხან ბურთულას უყურებდა ლიზა ხან ლევანს ახედევადა და ამ წამს ველაზე მეტად მისი წაფება უნდოდა რომ სახიდან ეს თვითკმაყოფილი ღიმილი გაქრობოდა მამაკაცს ,თუმცა არც ამჯერად გაუმართლა ,ზუსტად იმ ფოსოში აღმოჩნდა ბურთულა რომელი ციფრიც მან აირჩია . -იტყუები , ესენი გიცნობენ და სპეციალურად ქნეს . წამოენთო სახეზე ლიზა . გაცეცხლებულმა მოგებული ჟეტონები უკან მიწია ცოტახანს დააკვირდა და იგივე გააკეთა . თითქმის ყველაფერი დადო. უაზოდ წამოისროლა ციფრი და თვალუც არ დაუხამხამებია ბურთულის გაჩერებამდე . როცა მიხვდა რომ თავადაც მოიგო , ცოტახანს გაშეშდა მერე ტაში შემოკრა და ფეხზე წამოხტა .-მოვიგე ? მოვიგე ,მოვიგეეე . ნაძვისხესავით შემოურბინა გარშემო მამაკაცს და არც შეუმჩნევია დაბნეული ლევანი როგორ იხედებოდა აქეთ იქითა ყხერხულად უღიმოდა მოშტერებულ დარბაზს. ცოტახანში დამშვიდდა. -აღარ მინდა , მერე ყველაფერს წავაგებ. -ყოჩაღ, ზუსტად გცოდნია სად უნდა გაჩერდე. -აჰამ , აბა შენ ხო არ გაგმდიდრებ. პრინციპში შენი ფულია მაგრამ .. -მოდი ფულზე ნუ ვიჩხუბებთ , დღეს მეყოფა ჩხუბი. -არც ვაპირებ ჩხუბს , თითქმის დანავიწყდა კიდეც ,რომ ვიჩხუბეთ. -ვითომ ? თვალები მოჭუტა ლევენამ.- ანუ აღარ მჭირდება დღეს შენი განებივრება ? ძალუან კარგი საათისთვის უნდა დაეხედა ისევ , -ჩემი საათი . უკმაყოფილომ ამოიოხრა. -იცი ,მემგონი გამახსენდა როგორ მატირე და რაღაც თავის ტკივილიც მომემატა. ღიმილით დაიწყო გახსენება ლევანის ცოდვების .-აი ხასიათიც მეცვლება და.. -კარგი , ჰო კარგი. დღეს შენი მონა ვარ. -ეგ მომწინს . ეს დღე ისტორიაში შევა . თითი აიშვირა ჰაერში .- როცა შენზე წიგნს დაწერენ ალბათ ჩაამატებენ რომ ერთი დღე მე მემორჩილებოდი. -ძალიანაც ნუ გათამამდები . -მართლა იმას გააკეთებ რაც მინდა ? -ნუ გააჩნია რა გინდა , კლდიდან არ გადავხტები რათქმაუნდა. -არადა რა კარგი იქნებოდა . წავიდეთ ? მოვიფიქრე რა უნდა გიქნა. -წავიდეთ. იმედი მაქვს რამე უბედურებას არ მიმზადებ . -სულაც არა. არა მანქანა არ დაგვჭირდება აქვეა . -ფეხით უნდა ვიაროთ ? -ხო რა იყო ? -არაფერი ,თუ მოიფიქრებ როგორ გავეპაროთ ამათ . დაცვაზე ანიშნა წამით რომ არ შორებდნენ თვალს . - უთხარი რომ არ გჭირდებიან, ჩვეულებრივი მონსტრის სახე მიიღეე და.. -ასე მსახიობურად არ გამომდის ხოლმე მართლა უნდა გავბრაზდე . -მაშინ გავიქცეთ. -რა უნდა გავიქცეთ გოგო . სასაცილოდ წამოიყვირა. -მაშინ მოიფიქრე რამე რავიცი დაღამდა უკვე . -რომ წამოვიდნენ რამე მოხდება ? -არაფერი,შენ გინდოდა გაპარვა და .. -აბა თუ შეიძლება რას მალაპარაკებ ამდენს ? -შარზე ხარ შენ მგონი. შენ მოგყვებიან მე კი არა. ზურგი აქცია ლიზამ .-წამოდი. -და მზე რომ გვხარშავს და გვაწამებს არ ვიმჩნევთ ? წამოეწია და გვერდით ამოუდგა. -ნუ წუწუნებ ,თუ არდა ჩაიცვი წესიერად. -როგორ წესიერად ,კაბით ხომ არ ვიფრიალო აქეთ იქით? - კარგი სანახავი კი იქნებოდი. - ხო არაა ? მალე მივალთ ? უცნაურად მიყურებენ . -მივალთ ნუ წუწუნებ . რისი გეშინია არ გამოგაბრწყინონ ინტერნეტ ჟურნალებში? -არ ვადევნებ თვალყურს მსგავს სისიულელებს . იმდენ უაზრობას წერენ. -რატო ტყუილია რომ წერენ კაზანოვააოო? -ჩემზე ? გაიკვირვა ,კიდე რას წერენ. - ქორწილის მერე არაფერი წამიკითხავს . -დაჟე ჩვენს ქორწილზეც დაწერეს? -ჰო და თქვეს რომ ყველაზე ლამაზი ვიყავი და დაგჩრდილე . ენა გამოუყო ლიზამ. -ეგ არ მშურს ასე რომ ..არა? არაა რა . სანაყინეს წინ გაჩერებულ ლიზას საცოდავად გახედა. -კი ,კი რა . იგივე ტონით გუმეორა და არც დაელოდა ისე შეაღო კარები ,რომ მიხვდა არ მიყვებოდა უკან გამოვიდა და ხელში წვდა და თითქმის ძალით შეეათრია . -დაჯექი. დასვა და წინ ჩამოუსკუპდა . -მეღადავები ? რიცა ვთქვი შენი მონა ვართქო პირდაპირი მნიშვნელობით რატო გაიგე ვერ ვიგებ. ხომ სეიძლება კარგირააღააცებიც მოიფიქრო მაიცდამაინც იმას რომ ეცი რაც არ მიყვარს. -ყველაზე გემრიელია შოკოლადის ნაყინი მაგრამ მე ვანილის მიყვარს . არც მიაქცია ყურადღება ლევანის მოთქმა გოდებას -შენ ორივეს გასინჯავ ,გასინჯავ რა ბოლომდე შეჭამ. ხომ შეჭამ? თვალი მოაშორა მენიუს . -ხო აბა რა შეჭამ. -სულ ამდენს ლაპარაკობ ? კითხვებს სვამ მეე შენვე პასუხობ მერე ისევ კითხვებს სვამ. -არა ხანდახან უფრო მეტსაც . მინც ვერგავიგე რატომ არ ჭამ ტკბილეულს ,ადამიანი ნაყინზე რომ უარს იტყვის ის ადამიანი არ არის . -რავიცი , არ მიყვარს და მორჩა . შენ რატომ არ ჭამ ხორცს ? -არ მიყვარს და მორჩა . თავისივე პასუხი დაუბრუნა და მიმტანს გაუღიმა , სწრაფად გააკეთა შეკვეთა და მაგიდაზე თითები აათააშა . -აქ ხშირად დადიხარ ? -ეხლა არა ,ადრე კი . - და ეხლა რატომ არა . -ქმარი არ მიშვებს . -ამეტებ . ესეთი ტირანიც არ ვარ. -ხარ უბრალოდ ჯერ შენც არ იცი . -ესეგი შენ უფრო იცი როგორი ვარ ? სახიდან ღიმილი ვერ მოიშორა. ყოველ კითხვაზე და პასუხზე უნებურად ეღიმებოდა და თან რა სხარტად უბრუნებდა პასუხებს . -არა არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე , როგორიც ხარ ეგეთი ხარ რა.ჯერ მოტანილ ნაყინებს და მერე ლევანს აყვარლად გაუღიმა . -აბა მზად ხარ? -არა , ამას არშევჭამ სულ შენი იყოს ,დაგითმობ ნახე შენ უფრო ბევრი შეგხვდება და მე გიყურებ. -დროზე . მბრძანებლური ტონით თქვა და რომ მიხვდა სულ არ გაჭრა მისმა ხმამ თავი მოისაწყალა.-აი თავი ამტკივდა უკვე, ვაიმეე მემგონი ჯობია ნიკოსთან დავრეკო ტირილის შემდეგ თავის ტკივილი ნორმალურია თუ არა რიმ შევამოწმო. -ოო რა აფერისტი ხარ? თეატრალურზე არ დაფიქრებულხარ ? -მემგონი ცუდად ვარ , ნეტა რა მიშელის ლევან ? ნაყინი რომ გასინჯო ეგ ხომ არაა ? -არ მოქმედებს ტყუილად ცდილობ. - უკაცრავად შეგიძლიათ წყალი მომიტანოთ თავს ცუდად ვგრძნობ , მიმტანი გააჩერა ისევ და იქნებ სასწრაფოშიც დარეკოთ? დაინახა როგორ წამოავლო ხელი გამწარებულმა კოვზს და თითქმის თვალებდახუჭულმა გაიქანა პირში. -მემგონი გადამიარა ,სასწრაფო არაა საჭირო ,მაგრამ წყალი ნდვილად მინდა . -ხვალ ნამდვილა მოგკლავ ამ შენი აფერისტობის გამო. -ხო გემრიელია? -წავა რა . ყელს მიწვავს. -ეხლა ვანილიც და თავს დაგანებებ . უნდოდა კი თავის დანებება ლევანს ? იმდენად მოწონდა აასე ყოფნა ,მაგრამ რომ მიხვდა ფოტო გადაუღი სწრაფად შეცვალა აზრი . -რას აკეთებ? -ფოტო, დედაშენს ხომ უნდა დავაჯერო რომ ნაყინი გაჭამე . - ორი კოვზი ჭამაა? -მეგონა ფოტოზე უფრო ინერვიულებდი. -რა მაქვს სანერვიულო სულ კარგად გამოვდივარ ,ზოგადად სიმპატიური ვარ. შეიფერა მომღიმარმა. -ხო ძალიან. -რა არა? -ხოთქო ვაჰ. -კარგი ,ნაყინით დამტანჯე ,შემდეგი ? -მოიცა ჯერ მე არ მიჭამია რა დროს შემდეგია ? გემრიელად აუსვა თითი ნაყინს და გალოკა. -მემგონი შევცდი . ამოულაპარაკა თავისთვის .-ტანჯვა ჩემი ნაყინის ჭამა კი არა შენი ნაყინის ჭამის დროს ყურებააა . -რა? -არაფერი, ჭამე . არ ახსოვს რამდენჯერ გადაყლაპა ნერწყვი და რისგან ასხავდა ოფლი სიცხისგან თუ იმის გამო გემრიელად რომ ილოკავდა ტუჩებს მისი ცოლი მაგრამ სამაყაროს მოწყვეტილი რომ იჯდა და მხოლოდ ლიზას ამჩნევდა აშკარა იყო. -მართლა გემრიელია, ძაან უგემოვნო ხარ რომ არ ჭამ. -ფრთხილად ჩემო ძვირფასო , მე შენც მომწონხარ და თუ უგემოვნო ვარ.. - ხელებს დავიბან და წავიდეთ. შეამჩნია ,საკმარისია უხსენოს რომ მოწონს ან მიუახლოვდეს უცბად პოულობს მიზეზს რომ ხელიდან გაუძვრეს . ხელს რა უშლის ? ალბათ მათი ურთიერთობა როგორც დაიწყო ის თორემ მის ასაკში გიჟდებიან გოგოები ყურადღებაზე, თან რომ არ უნდა რამე დააძალოს ეგაა ,მაგრამ დიდხანსაც რომ ვერ გაძლებს ასე შორიდან ყურებით . მოუწევს საკუთარსურვილებს აჯობოს ძლივს გაუშინაურდა ახლა მისი დაფრთხობა არ არგებს . უნდა დარჩეს თავის ადგილზე და მოთმინებით უყუროს . -წავიდეთ? -წავიდეთ, მაგრამ სად? -სახლში. მხრები აიჩეჩა ლიზამ. -უკვე მოგბეზრდი ? გამაღიზიანებლად ჩაიცინა. -არა ,იქაც მოვიფიქრებ რამეს. თუ არა და შევინახავ საათებს ხვალისთვის ან ზეგისთვის . ყურადღება არ მიაქცია მის ცალყბა სიცილს ,ისედაც ნათელი იყო არასწორად გაუგო სახლში წასვლა, სხვა დროს ალბათ უბრალოდ ეტყოდა კი მომბეზრდიო მიუხედავად იმისა რომ სულ არ მობეზრებია , მაგრამ ახლა მისი ჯერი იყო თუ ლევანმა დაუთმო ცოტა მასაც უნდა გაეტარებინა რააღააცები. - საათების გადანაწილებაზე არ შევთანხმებულვართ. - შევთანხმდით არ გახსოვს უბალოდ. -მისმინე მეხსიერება მაქვს გადასარევი და .. ლაპარაკით გაუღი კარები . -თავი მტკივაა. ამოიკვნესა ლიზამ -არ გიშველის ეგ შენი ხრიკები. -არა მართლა მტკივა . რამოდენიმე მეტრი ჰქონდათ გავლილი ,რომ თავად მიიწია მისენ და ხელი გამოსდო. -კარგი ხო თანახმა ვარ მაგ შენს გადანაწილებაზე .არ დაიჯერა მაგრამ მოწონდა თამაში ლიზას თავის ტკივილის გაგონებაზე რომ უნდა დათანხმებულიყო ყველაფერს. -ხო მაგრამ ,მართლა ძალიან მტკივა . შუბლზე გაისვა ხელი. -გინდა რამე ,წამალი ექიმი ან რავიცი -გამივლის , იშვიათად მტკივა რამე მაგრამ თუ მტკივა უბედურებაა . -მოიცა ,მერე სახლში რომ ცუდად გახდე მერე მე რა ვქნა ? -იყვირე და ვინმე შემოვა. დასცინა შეშფოთებულ ლევანს . -მშვენიერია ,გამოსავალიც მიპოვე . ხომ ვამბობ ეს მზე ცუდია. - რას აიჩემე ეს მზე . რა ჯობია მზეს სინათლეს სითბოს . გაჭირვებით აფორთხდა მანქანაში. მოდი მაკასთან წავიდეთ? - რა გვინდა მაკასთან? -დიდი ხანია არ მინახავს , სინამდვილეში თითქმის ყოველდღე ურეკავდა და მაკა გამუდმებიტ იმაზე მოთქვამდა რომ ლევანი არ აკითხავდა სანახავად. -მემგონი ჩემზე ნაწყენია . -ხო და მაგიტომ მივდივართ მაკასთან. გამოუტყდა სწრაფად. -გაუგეთ არა ერთმანეთს ? -კი .საყვარელი ქალია , სულ მეფერება და.. -შენ კიდე რამის თავი გაუტეხე . -ჰოო, მაგრამ მაპტია მგონი. -არა ნამდვილად გავგიჟდები ,კვნესა აღმოხდა ლიზას. -მაკასთან კი არა ექიმთან წავალთ. -არ მინდა ექიმი ,თავის ტკვილის გამო ექიმთან მივიდეწელიწადში ერთხელ მტკივდება და რამე მიშველეთთქო? -მე შემოგთავაზე მერე არ დამაბრალო არაფერი. მთელი გზა ხმა არცერთს ამოუღიათ, მხოლოდ ალაგალაგ ესმოდა ლიზას კვნესა შუბლზე რომ ისვამდა ხელს გამწარებული. სახლთან მისული ლიზა თითქმის ნახევრად გაჩერწბული მანქანიდან გადახტა და ისარივით შევარდა სახლში. -მაკა ,მიშველე . მოეხვია დედამთილს რომელიც აშკარად გაოგნებული დარჩა ამ ორის ერთად მოსვლით და სიტყვა მიშველეს მოსმენისას კარგად მოემზადა ლევანთან საჩხუბრად -თავი მტკივა თან ისე რომ შეიძლება ვიტირო. აუხსნა სიტყუაცია რომ მიხვდა როგორ უყურებდა თავის შვილს.-ესეც მოგიყვანე . კმაყოფილმა გადახედა ლევანს თითქოს ძალუტ მოათრია და თავი ამაყად აწია . -შენ მომიყვანე მე ? კარგია . -მოდით აქ რას დგახართ. შეიპატიჟა და წინ წასულს შვილს სიყვარულით სავსე მზერა ააყოლა . -წამალიარ დალიე ? გვერდით ჩამოუჯდა რძალს. -დავლიე ,ცოტახანს გამიარა მერე ისევ ამტკივდა . მემგონი წნევა მაქვს , ყუოველშემთხვევაში ჩემი დიაგნოზი ასეთია . -ნიკო სადა? ინტერესით შეათვალიერა სახლი ლევანმა . -სამსახურში. -არსად მიდიხართ? დასასვენებლად ან რავიცი სადმე . მხიარულად ჩაერთო ლიზა. -ციკო და ბავშვი ? არ მიაქცია ყურადღება ლიზას კითხვას ლევანმა .უცნაურად შეეცვალა ხასიათი ,ვერ იგებდა რატომ ხდებოდა ხალხში ისევ ისეთი მაგრამ ფაქტია არ იყო მიჩვეული ხალხთან საკუთარი გრძნობების ჩვენებას . -გასულები არიან ,მოვლენ მალე . ახლავე დაგალევინებ რამეს ლიზა ,შენ რას დალევ ლევან ? -არაფერი არ მინდა . არც შეუთავაზებია მეტერ სხვა დროს თუ კალთებს დააგლიჯავდა ხვეწნით ,ახლა უბრალოდ თავი დააქნია და გავიდა . -რანაირად იქცევი ? დედაშენი გაბრაზებულია და კიდე შენ ლაპარაკობ ასე რაღაცნაირად ? -ეხლა შე მასწავლე როგორ უნდა ვილაპარაკო. -გასწავლი . ეხლა რომ შემოვა გაუღიმებ და .. -შენ ის გოგო არ ხარ ყოველდღე რო ამწარებდი ? -მერე მე მივხვდი და ბოდიში მოვუხადე . - თვი დამანებე თუ.. სიტყვა გაუწყდა გაშეშდა და წამში ლიზასთან გაჩნდა -თავი გადაწიე. თითქმის ძალით ააწევინა თავი. -სისხლი მომდის ? ცხვირზე ხელი მოიკიდა ლიზამ.-ესეგი წნევა მქვს ხომ ვამბბდი . -მაკააა ,მაკაააა ღრიალი მორთო ლევანმა. -რა გაყვირებს , როცა გითხატი იყვირედა ვინმე მოვათქო დათვივით ღრიალი კი არ მიგულისხმია. -კარგია სისხლი რომ მომდის ,მალე დაიწევს დაბლა . -რა არი კარგი ,ნეტა შენ რა იცი , მეორე კურსიც არ დაგიმთავრებია ხომ გითხარი ექიმთან უნდა წავიდეთთქო , ადექი მივდივართ. -სად მივდივართ ,ნუ გიჟობ , მაკას უთახრი რამე მომიტანოს სველი და მორჩა. 5 წუთიანი პროცედურის შემდეგ აღარც სისხლი მოსდიოდა ,თავის ტკივილმაც იკლო და ლევანის ცოტახნისწინანდელი შეშფოთებაზეც კარგად დაფიქრდა , როგორ ფორიაქობდა და ინტერესით დაჰყურებდა მის ცხვირს. ეჭვიც არ შეპარვია რომ არც ყალბი იყო მისი რეაქცია და არც დადგმული მაგრამ იმის დაჯერებაც გაუჭირდა როგორ ღელავდა მასზე დღეს უცნაურად განსხვავებული და საყვაელუც კი ეჩვენებოდა დლანდელი გაფრენის შემდეგ. სულ ასეთი რომ იყოს რაღა უჭირს ? -ახალგაზრდა არ ხარ წნევისთვის ? -შვილო, ორმოცი გრადუსია გარეთ. სცადაა აეხსნა თავის შვილისთვის მიზეზი , ოხ რა ბედნიერი იყო საკუთარი შვილის გაყინულ თალებს გამთბარს რომ ხედავდა. წამში ავიწყდებოდა ყველაფერი და ათი წლის სიცოცხლე ემატებოდა . -იცი მაკა დღეს შენმა შვილმა ნაყინი მიირთვა , ტელეფონის ეკრანი გაღიმებულმა მიუტრიალა მაკას . - არ მიჭამია გავსინჯე . -რით დაემუქრე ? -ხო ზუსტად ამისი მეშინია . არ ცხრებოდა ლევანი . ისევ ჯიბეზე გაისვა ხელი.-არც სიგარეტი მაქვს . გაბრაზებულმა გახედა ისევ ლიზას .თითქოს თვალებიტ საყვედურობდა შენი ბრალია დღეს ფომაში რომ არ ვარო. -სამზარეულოშია,მეორე უჯრაში,ამის წინ დაგრჩა და იქ შევინახე . -აბა , რა ხდება ? გასული რომ დაიგულა ლევანი აფორიაქებული მოუბრუნდა გოგოს. -არაფერი , უბრალოდ ერთად მოგვიწია წასვლა და მერე აქ გამოვიარეთ. -დარჩებით ნუ ნიკოლოზის მოსვლამდე მაინც , შეგვიძლია ეზოში გავაკეთოთ რამე , ციკოც მოვა და თუ გინდა შენებსაც დავურეკავ. -არა არ მინდა . მოვატყუე რომ მამაჩემს შევურიგდი ,მერე გაიგებს რომ არ შევურიგდი და მომხვდება . გამოუტყდა მაკას . -მიბრაზდები არა ? შენი შვილია და .. -თუ არაფერს ავნებს ტყუილი მოატყუე ,მთავარია თქვენ იყოთ კარგად და გენდობი არ მონია სისულელ ქნა ჩემო გოგოვ. დარჩები ? სულ მარტო ვართ ყოველ დღე პატარა დათუნა კი გვართობს მაგრამ.. იმას არ ენდომება ხომ ვიცი . გულდაწყვეტილმა გახედა ეზოში მდგარ შვილს. -დავრჩები , მე დავრჩები ხელები აწია .- ისიც დარჩება ! შენ არ ინერვიულო. დარჩენაზე მტკიცე უარი განაცხადა თუმცა ,მოუწია.. გვიანობამდე იჯდა და უყურებდა როგორმხიარულად იყო მის ოჯაში, როგორ ევლებოდნენ თავზე და არანაკლებ სასიამოვმოდ ექცეოდა თავადაც . ერთიორჯერ იხუმრა კიდეც მამამისმა რომ ახალი შვილი ყავდა . გულთბილად გამოემშვიდობნენ და იქამდე უქნევდნენ ხელს სანამ მანქანა თვალს არ მოეფარა. -დავიღალე , თვალები მილულა . -იმდენს ლაპარაკობ ,მეც დავიღალე. -რა ცუდი ხარ. მუშტი მიკრა მხარზე . -ოჰ კუნთები გქონია . აღნიშნა -ეხლა თუ ასაკზწ უნდა დაიწყო დაცინვა შეგიძლია არ შეწუხდე . -სულაც არაა, გულწრფელად გეტყვი იმ ასაკში ხარ როცა კაცები .. არა გადავიფიქრე ,არ გეტყვი. -გეშინია არ გამოტყდე არაა? - რაში უნდა გამოვტყდე? დაღლილი თვალები ფართედ გაახილა. -იმაში რომ მოგწონვარ და კიდე იმის გეშინია მე რომ მომწონხარ. -არ მეშინია , ხან მომწონხარ ხან არაა ეგაა პრობლემა . -შენ რამე დალიე ? -არაფერი , უბრალოდ ავღნიშნავ რომ დღეს მომწონხარ ხვალ მომხიბლავი პრინცი ურჩხულად გადაიქცევა და .. -ზღაპრებისთვის ცოტა დიდი რომ ხარ არაუშავს ? -ძილისთვის ხომ ვარ ზუსტი ასაკის ? -გეძინება ? ჯერ 11 საათია,მგონი . მანქანის კარზე მიყრდნობილ გოგოს გაუღიმა და მკლავზე ხელი ფრთხილად მოკიდა .-მოდი აქ , სანამ სახე დაილურჯე თავის რტყმით შუშაზე .მორჩილად გაცურდა მისკენ და თავი კომფორტულად ჩამოადო მხარზე . -ლევან დიდი დღე იყო არა ? -შევრიგდით ? თმაში შეუცურა ხელი და ნაზად დაასრიალებდა. -კი შევრიგდით დილით აღარ გაგეპარები გპირდები . ძილბურანში მყოფი ლუღლუღებდა. -თუ გამეპარები ხომ იცი რომ მაინც გიპოვი . -მაშინ ყოველ დღე გავიპარები თუ მერე ესეთი კარგი იქნები. -ვეცდები მაინც . რა შეიცვალა დღეს? რაღაც შეიცვალა მაგრამ ჯერ ვერ გაარკვია ,იქნებ ის რომ უფო მეტად სცადა თბილი ყოფილიყო და მისმა ცოლმაც ძალან მოინდომა ? გაუთამამდა , ხილავი კედელი ნელნელა რომ დადაბლდა და არც კი უკამათიათ?როგორი იქნებოდა ხვალინდელი დღე ? უფრო რომ მოინდომოს ,ნუთუ უფროდაუფოდაუახლოვდება ? არდა ადვილია ლიზას გულის მოგება ,მაგრამ ამისთვის თითქმის მთელი დღეები და ბოდიშის მოხდა რომ ჭირდებოდა გულს უწვრილებდა. ხვალაც უნდა ელოლიავოს რომ არ იჩხუბონ ? თავიდან ყველაფერი სახალისოა მაგრამ მალე რომ ყელში ამოუვა ? ინტერესით დაჰყურებდა ზემოდან და თითქოს ზომავდა უღირდა თუ არა მოთმინებად? რათქმაუნდა უღირს და ბოლომდე დახარჯავს თავის მოთმინებას და მერე რა? მომავალი ? ერთად იცხოვრებენ ტკბილადდაბედნიერად? საკუთარი თავის წარმოდგენაც კი უჭირს ამ სიტყუაციაში. კარგახანს იყოყმანა გაეღვიძებინა თუ არა ,სცადა მაინც რამოდენიმეჯერ ფრთხილად ჩასძახა მოვედითო ,მაგამ ხელი რომ აუქნია მაცადე ძილიო,მიხვდა თავად მოუწევდა მისი გადაყვანა .კარგად დაიჭირა და ნელა გაუყვა სახლისკენ გზას მაგრამ რატომღაც კარი კაგად ვერ შეაღო და ისე მაგრად მიარტყა თავი კარის ჩარჩოს ლიზამ წამში გამოიღვიძა . -მაპატიე , არ მინდოდა. სიცილი ვერ შეიკავა ლევანმა.ძირს ჩამოსვა და თავზე გაუსვა ხელი . -გეტკინა ? -სამაგიეროს მიხდი ? -ჩუმი შურის ძიება . -საზიზღარი ხარ. კისერი მომტეხე . -რომ ვაკოცო გაივლის? -არა არ გაივლის , ეშმაკი ხარ. ისეთი სისწრაფით დატრიალდა და გარბოდა ალბათ თვალსაც ვერ დააწევდა ხელი რომ წაავლო და მოაბრუნა . -ხომ იცი ,რომ დიდხანს ვერ გამექცევი ? ვნებამორეული ხმით მოიქცია მისი სახე ხელებში. -ვიცი ,მაგრამ არ მინდა მხოლოდ ვნება მამოძრავებდეს , შენ ისეთი კარგი ხარ, ნაზი ,მაგრამ .. -მაგრამ საკმარისი გრძნობები არ გაქვს ? გაეცინა ლევანს .-ოღონდ ეხლა არ დამიწყო მტკიცება რომ სიყვარულია საჭირო სექსისთვის და რაც გინდა ის თქვი. -არა, უსიყვარულოდაც ვიყავი შენთან მაგრამ ახლა თავი ძალიან უნამუსო მგონია. არ მინდა ხვალ იგივე გრძნობით გავიღვიძო. მე და შენ უცნაურად ვიზიდავთ ერთმანეთს , ვიცი ,ვხვდები არცისეთი პატარა ვარ ,მაგრამ შენ იცი რატომაც გიზიდავ ზუსტად იცი რაც გინდა და ცდილობ კიდეც რომ ის გააკეთო რაც გინდა, მე არ ვიცი . შენ მაბნევ ,მაბნევ და თან ისე რომ ამ წამს რომ მაკოცო ალბათ თვითონ ჩამოგეკიდები კისერზე , მაგრამ ხვალ არ ვიცი თავს როგორ ვიგრძნობ ,ბედნიერად თუ ყველაზე ჭუჭყიანად რომ ერთი ვნებას აყოლილი ქარაფშუტა გოგო ვარ. თვიონაც ვერ იებდა საიდან დაალაგა ასე სწრაფად თავის სათქმელი ,მაგრამ იმის იმედი არ დაუკარგავს რომ კორეკტულად აუხსნა რისი თქმაც უნდა და სამუდამოდ არ აფიქრებინა რმ ტყუილად კარგავდა მასზე დროს მისნაირი კაცი. -არ მესმის , ვერც შენს პრობლემას ვიგებ რატომ ფიქრობ რომ ბო*ი ხარ საკუთარ ქმართან თუ დაკავდები სექსით ,ან ვნებებს რატომ ეწინააღმდეგები ,ზოგი საერთოდ არ იცნობს ერთმანეთს და ვნებას აყოლილები მეორე დღეზე არ ფიქრობენ . მართლა გაუგებარი აღმოჩნდა ლევანისთვის , ყოლია ქალები რომლის სახელუც კი არ იცის და ზოგის არც კი ახსოვს მაგრამ მომენტით ყოველთვის ტკბებოდა,მისთვის ზედმეტად ხანმოკლე იყო ცხოვრება რომ ხვალინდელ დღეზე ფიქრით დღევანდელი გააეფუჭებინა ,მაგრამ ისიც კარგად იცოდა რიმ კიდევ ერთხელ ვერ მოიქცეოდა ნაძირალასავით თავის სურვილების გამო . მოიქცეოდა კი , ახალი გაცნობილი რომ ყავდეს ,მაგრამ ახლა თითქმის ზეპირად იცის როგორიც ჰყავს , ვერ ატკენს . - მაგრამ .. ნერწყვი გადააყოლა და გაჭირვებით მოაშორა მის ტუჩებს თვალი რომ როგორმე ყურადღება გადაეტანა .-შენს აზრს პატივს ვცემ. გაუღიმა თუმცა ხახამშრალი და ნირწამხდარი იყო. -დიდი მოთმინებით არ გამოვირჩევი ჩემს სურვილებთან ლიზა. შუბლი შუბლზე მიადო ,ვერ ითმენდა რამით უნდა მიეხვედრებინა რომ მასაც ქონდა საზღვრები და როცა სისხლი დუღილს იწყებდა იშვიათად ადარდებდა სხვისი აზრების პატივისცემა . -ვიცი. ივხვდი ,გამოვცადე და დავრწმუნდი. -ძალიან კარგი . ცივად მოშორდა , რამდენს ნიშნავდა ლიზასთვის ეს მოშორება, ამოისუნთქა და გულიც დაწყდა. ცხოვრებაში პირველად იფიქრა თავის თავმოყვარეობაზე და მაინცდამაინც მაშინ როცა თავადაც არ იყო გულგრილი. შეგრძნება ჰქონდა რიმ ყოველთვის არასწორად აკეთებდა ამ კაცთან და სანა ხელს მოაშორებდა კმაყოფილიც კი იყო რომ ნათლად აუხსნა ყველაფერი ,ეხლა კიდე ისეთ სიცივეს გრძნობს ყველაფერს რომ უყინავს . როგორ ცივად მოშორდა ? მაგრამ იქნებ იმიტომ ითამაშა ანგელოზობანა დღეს რომ ბოლოს მისთვის კბილის გაკვრა უნდოდა? არა შეცდომა არ დაუშვია ,სულელი ხომ არა ერთი თითის დაქნევაზე გაჰყვეს? დააცდის როგორ მოიქცევა ხვალ ,ხვალინდელი დღე დაარწმუნებს რა იყო დღევანდელის მიზეზი ,მაგრამ რა უყოს რომ ვერ უძლებს ზურგი რომ შეაქციადა ჭახუნით დაისხა სასმელი და თანაც ამ სიცხეში. -ღამემშვიდობისა. საკუთარ თავზე აიღო დამშვიდობების ინიციატივა . რა ძნელი იყო რომ არ უპასუხა და მხოლოდ რამოდენიმე თითი დაუქნია დამშვიდობების ნიშნად და თან ისე რომ არც კი შემობრუნებულა? შეიძლება ასეთი ეგოისტი კაცი იზიდავდეს ,მოწონდეს ან უყვარდეს? ერთი შეხედვითაც ხომნათელია რომ საკუთარ სურვილებს აყენებს პირველ რიგში ? საკმარისია უარი მიიღოს რომ მაშინვე ნამდვილ სახეს აჩენს ? ეს ღამეც უნდა გაათენოს ფიქრებში ? -არა შენს გამო ერთღამესაც არ გავათენებ. გასცა ბრძანება ჰაერში და საწოლს მოწყვეტით დაემხო. რა უცნაურია სიყვარული ? რამდენნაირი არსებობს და ყველა თავისებურად გამოხატავს , ერთს მხოლოდ სიყვარული ჭირდებოდა მაგრამ ისიც კი არ იცოდა რა იყო ეს და მეორე საკუთარ სურვილებში ურევდა ამ გრძნობას . ვნებას და სიყვარულს რომ განუყოფლად განიხილავდა ამ გოგოსთან მიმართებაში კი მიხვდა ლევანი და სასჯელი იყო ორივე ამ წუთას მისთვის ,სიყვარული აიძულებდა რომ პატივი ეცა,ვნება კიდევ სხეულს უწვავდა . რ მარტივი იქნებოდა მხოლოდ ვნება რომ ქონოდა როგორც პირველ ღამეს ? მაგრამ რაც დრომ წაიღო ,წარსულში დაილექა და არაფერს და არავის ძალუძს დააბრუნოს. თავის ფიქრებზე თვითონვე ეღიმებოდა და უხალისოდ წრუპავდა სასმელს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.