შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მია (ნაწილი 1+2)


13-07-2017, 03:12
ავტორი ნანუ
ნანახია 1 289

ზაფხული, ღვთაებრივი ზაფხული დრო რომელიც გინდა ,რომ არასდროს დასრულდეს. რა მშვენიერია არა? მზე, ზღვა , მეგობრები, გიჟური თავგადასავლები. თუმცაღა ეს ჩემთვის არარის, იცით ძალიან რთულია იცხოვრო ამ გიჟურ სამყაროში,როცა ყველა გიჟს გიწოდებს. მე ვფიქრობ, რომ ყველა გიჟია ჩემი გამოკლებით! მე გენიოსი ვარ! სხვა თუ არაფერი ტელეპორტაციის უნარის მქონე რობოტი შევქმენი ის ახლა სრდ-შია (სახიფათო რობოტების დაწესებულება ), ძალიან შორს ჩემი პატარა ქვეყნიდან თუმცაღა მისი ნიჭის წყალობით ერთმანეთ ხშირად ვესაუბრებით. დღემდე ვერ გამიგია ,რატომ ეშინიათ მისი, შემთხვევიტ 16 სართულიანი ნაგებობა გადაწვა ,სულ ეს არის , არავინ არ დაღუპულა , მას კი ამის გაკეთება არ უნდოდა , შემთხვევით მოუვიდა. ის დააკავეს და სრდ-ში წაიყვანეს, ჰაერში დამავიწყებელი აირი გაუშვეს ნაგებობა ხელახლა ააგეს , ყველამ ჩვეულებრის რიტმში განაგრძო ცხოვრება ჩემს გარდა, მე ის ვერ დავივიწყე. 3028 წელი მგონი ამ წელიწადში დავიბადე, ახლა წესით 3045 წელია. მე თეთრი პერანგი მაცვია და თეთრ ოთახში ვზივარ. რატომ? იმიტომ ,რომ ჩემი რობოტი ვერ დავივიწყე, მისდამი ჩემი სიყვარული იმდენად დიდი აღმოჩნდა ,რომ დამავიწყებელა გაზმაც კი ვერ ამოშალა იგი ჩემი გონებიდან. წარსულის აჩრდილებს ვხედავ , დიდ რკინის ჩიტს,რომელსაც ადრე თვითმფრინავი უნდა რქმეოდა. ხალხის წარმოდგენა მომავალზე ძალიან აფსურდული იყო. პატარაობაში ჩუმად ვიპარებოდი ხოლმე ბიბლიოთეკაში და ვკითხულობდი . რამდენიმე წლის წინ ერთ წიგნს გადავაწყდი. წარსულის ხალხის მიერ შესრულებული მომავლის ჩანახატები იყო. მფრინავი მანქანები, ჰაერში გამოკიდებული სახლები, სათვალეები,რომლითაც სხვადასხვა განზომილების გახსნა შეგეძლება. სასაცილოა ,არა? სიტყვა მანქანა პირველად იმ წიგნში ამოვიკითხე. ოთხბორბლიანი ყუთი . ჩვენ ახლა მხოლოდ სკუტერებს ვიყენებთ. საფრენად კი სპეციალური ფეხსაცმელები გვაქვს. თუმცა ჩემი აზრით ფრენა ჩიტების საქმეა , ადამიანს ჰაერში არაფერი ესაქმება. სხვა თუ არაფერი ამას V მსოფლიო ომიც გვიჩვენებს. დიდი ლითონის ჩიტებში მჯდარმა ადამიანებდა გაანადგურეს მშვიდობიანი დედამიწა. დიდი ხანია ,რაც გონდას არ გავცდენილვარ. ჩვენი დედამიწა ახლა პატარ პატარა სახელმწიფოებადაა დაყოფილი. მათი რაოდენობა იმდენად დიდია ,რომ უბრალოდ ვერ დაიმახსოვრებ მათ სახელებს. ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან მხოლოდ ორის სახელი ვიცი . ცოტოჰომი და რურკუმა. ჩემი ქვეყანა არაფრით არ გამოირჩევა დანარჩენებისგან. ქვეყანას ლიმი მართავს. იგი ერთპიროვნული მმართველია და 70 წლამდე მართავს ყვეყანას ,შემდეგ მას სხვა ლიმი ცვის და მუდამ ასე გრძელდება. ახლა ჩვენი ლიმი ფორენია ის უკვე 69 წლისაა და შემდეგ წელს უნდა დათმოს თავისი ადგილი 50 წლის განმავლობაში იყო ჩვენი ქვეყნის ლიმი. შემდეგ ლიმზე ამბობენ ,რომ ჩემი ტოლი უნდა იყოს. -მია, ბოდიში შეწუხებისთვის მაგრამ გეძახიან. -ეს ჩემი მეგობარია ლუსი, ყოველშემთხვევაში მე ვფიქრობ ,რომ ასეა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ის ერთადერთი ადამიანია,რომელიც ვნახე.-მია მართლა უნდა წამოხვიდე.-კარები გაიხურა და წავიდა. მეც გავყევი.


***
სუნთქვა მეკვრის. სხვა თუ არაფერი რამდენი ხანია ,რაც ჩემი პატარა ოთახი არ დამიტოვებია. მივუყვები უკვე კარგად მივიწყებულ გრძელ კორიდორს ,რომლის ბოლოც არ მოჩანს. ორივე მხარეს უამრავი კარებებია ჩაყოლებული.ფეხებს ძლივს ვადგავ. დაბნეულობისგან ლამისაა უკან მივბრუნდე. აი ისიც გამოჩნდა ამ უზარმაზარი , ცამდე ატანილი კორიდორის დასასრული. კარების პირდაპირ დავდექი, უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე და ხელი შევახე სენსორს. კარები გაიხსნა თუ არა თვალებზე მომიხდა ხელების აფარება. მზესთან ასე ახლოს უკვე დიდი ხანია აღარ ვყოფილვარ. სახე შევუშვირე სინათლის სხივებს,რომლებიც ნაზად ეხებოდნენ ჩემს სახეს და თითქოს უკვდავებას ანიჭებდნენ მას. უკან მივიხედე და გაოცებისგან შევხტი კაერები სადღაც გამქრალიყო , მის ადგილას კი უზარმაზარი კლდე აღმოვაჩინე. ოდნავ შევშინდი ,მაგრამ შემდეგ ვიფიქრე ჰოლოგრამა იქნება უცხო პირთაგან თავდასაცავადთქო და კვლავაც მზის სხივებს მივაპყარი ყურადღება. ხეებს შორის უცნობი ფიგურა გამოჩნდა. მაღალი, ნაცრისფერ სამოსში გამოწყობილი ფიგურა მიახლოვდებოდა. მოვიდა და ჩემს წინ დადგა. სახე სიბერისგან დასჭკნობოდა და თავზე უცნაური ქუდი ეხურა. -მოგესალმები მია.-მითხრა დინჯი ,ბოხი ხმით. უცნაურად ბრძენი მომეჩვენა . პიროვნულად აშკარად დიდი ადამიანი იყო. რატომღაც არ გამიკვირდა ის ,რომ ჩემი სახელი იცოდა.-გამარჯობა!-მხიარულად მივესალმე, ცოტა შეშინებული ვიყავი,მაგრამ შევეცადე არ შემეჩნია. - წამოდი ცოტა გავისეირნოთ შენთვის რაღაც ამბავი მაქვს მოსაყოლი.-ამან უკვე ძალან გამახარა. მიყვარს ისტორიები და საინტერესო ამბები , თუმცა უკვე დიდი ხანია რაც აღარცერთი არ მომისმენია.-სულ დამავიწყდა გაგცნობოდი, მე ფორენი ვარ.-ორი წამით გავშეშდი და გაოცებით შევყურებდი მოხუცს .-ნუთი ის ფორენი ?! -კაცს ჩაეღიმა და სიკეთით სავსე თვალებით შემომხედა.- დიახ ის ფორენი , შენი ახლანდელი ლიმი.-ცოტახანს კიდევ გაოცებით შევყურებდი , ვერწარმომედგინა ,რომ თვით გონდას ლიმი მედგა გვერდით , ჩვენი პატარა ქვეყნის დიდებული მმართველი. კაცმა ღიმილით და აუღელვებლად განაგრძო.- ახლა კი , იმის შემდეგ რაც ორივემ ვიცით ერთმანეთის ვინაობა მოდი დავიწყოთ ჩვენი ამბავი . დამიჯერე , ეს ამბავი ორივეს გვეხება.- მე იქვე სკამზე ჩამოვჯექი , ლიმი ფორენიც გვერდით მომიჯდა და თხრობა დაიწყო . - ეს ამბავი ჯერ კიდევ მეხუთე მსოფლიო ომიდან ორი წლის გასვლის შემდეგ იწყება .-ნუთუ იმ წელიწადს როდესაც პირველი ლიმი იყებს ქვეყნის მართვას.-ვერ მოვითმინე და ლაპარაკში ჩავერთე, მოხუცმა მხიარულად შემომხედა.- დიახ ჩემო მია. სწორედ იმ წელიწადს ,როდესაც ჩვენი პირველი ლიმი რეა იწყებს მმართველობას. რეა შემთხვევით არ ყოფილა არჩეული ჩვენს ლიმად. ის გამორჩეული იყო ,ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი ლიმი. ჩვენ ის გამოგვარჩევს ჩვეულებრივი ადამიანებისგან რომ კოჭთან პატარა კვადრატის ფორმის შავი სიმბოლო გვაქვს ,რომელიც არსაიდან ჩნდება. რეას ეს სიმბოლო 5 წლის ასაკში გაუჩნდა. ქაოსში ჩაფლულ სამყაროში მცხოვრებ ხალხს ამ სიმბოლოს გაჩენის დღეს ერთი და იმავე სიზმარი ესიზმრათ. ყველაფერი უკუნითი სიბნელით დაიწყო, შემდეგ კი არსაიდან სინათლის კიბე გაჩნდა. კიბეზე მამაკაცი ჩამოვიდა , მაღალი, ტანადი, კეთილი სახით. იგი ყველას სახეს მიუახლოვდა . ფანქარი აიღო და კვადრატი დახატა. გაღვიძებისას ყველამ ნათლად დაინახა წარწერა.“ადამიანი კვადრატით გადაგვარჩენს და გამოგვიყვანს უკუნითი სიბნელედან.“ ხალხმა წლების ძიების შემდეგ მიაგნეს რეას და იგი ლიმად დასვეს. თუმცაღა ვინ თქვა ,რომ ჩვენი მშველელი რეა იქნებოდა. ჩვენმა ბრძენმა ლიმმა სიკვდილის წინ დაიბარა: „გამოჩნდება ლიმი ,რომელიც გივიხსნის ყველას განსაცდელისგან. ის იქნება ნამდვილი სინათლის სხივი ჩევნს ცხოვრებაში. ნაცრისფერი თმა და კვადრატი კოჭთან , ადამიანი რომლის მსგავსი მეორე არ დაიბადება , მეშვიდე თაობის ლიმი.“ეს იყო მისი დანაბარები .მის შემდეგ ლიმების ხუთმა თაობამ განვლო და შენ როგორც იცი მე მეექვსე თაობის ლიმივარ.სწორედ ჩემი შეთამომავალი იქნება ის დიდებული ლიმი! ალბათ შეგიმჩნევია,რომ აქამდე მხოლოდ მამაკაცი ლიმები მართავდნენ ქვეყანას არა? აი მეშვიდე თაობის ლიმი კი გამორჩეული იქნება ის იქნება ქალი ,რომელიც ყველა წინამორედ მამაკაც ლიმზე აღმატებული იქნება. ის იქნება ქალი ,რომელიც ქვეყანას სიბნელიდან გამოიყვანს. ჩემო ძვირფასო მია, მე ხვალ ამ ქვეყნიდან წავალ,არა რომელიმე სხვა ქვეყანაში ,არამედ დედამიწიდან წავალ და უსასრულობას მივეცემი. ჩემი შემცვლელი კი ვიცი ვინც არის და ვფიქრობ ეს შენც უნდა იცოდე.-მოხუცმა სერიოზული სახით გამომხედა. უცბად ყველაფერი გავიაზრე და სინამდვილემ შემაშფოთა. არ ვიცოდი რა მეთქვა.- ნუთუ, ნუთუ მე?-ვკითხე გაოცებულმა-მოხუცმა თავი დამიკრა და კეთილად გამიღიმა.- არა ,არა და არა. აქ ნამდვილად რაღაც შეცდომაა, მე ლიმი ვერ ვიქნები! კი მართალია ნაცრისფერი თმა მაქვს ,მაგრამ კოჭთან ნამდვილად ვიცი ,რომ კვადრატი არ არსებობს.-მოხუცს ჩაეღიმა.-იქნებ კიდეს ერთხელ შეგემოწმებინა.-კოჭზე დავიხედე, ეს აქ საიდან გაჩნდა ,რა ჯანდაბაა ! სამყარო ჩემს წინააღმდეგ მოქმედებს თუ რა ხდება?!- არა მაპატიეთ, მაგრამ ამას ნამდვილად ვერ შევძლებ!-გავიქეცი, უკანმოუხედავად გავიქეცი, სად მივრბოდი არ ვიცოდი . უეცრად ორმა ძლიერმა ხელმა დამიჭირა, მე გული წამივიდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent