სიკვდილი ალიონზე
თავი 1 სულ მაღლა მაღლა მოფარფატე ასრებობა. მოდი განთავისუფლდი ცხოვრებისეული დოგმებისგან, იცი რა საოცარი სიმსუბუქეა მიწას აცდენილ სიცოცხლეში?! უხილავი ზღვარია გავლებული ადამიანთა უფერულ სამყოფელსა და სიტკბოებით აღსავსე სივრცეს შორის. თითოეული შენი გადადგმული ნაბიჯით ცდილობ მყარად იდგე მიწაზე, თუმცა ოდესმე გაგივლია აზრად თუ რაოდენ რთული და მტკივნეულია შენი ატანა დედამიწისთვის. იქნებ გეფიქრა და უფრო ფრთხილად გევლო საყრდენ ნიადაგზე. მსუბუქად, თითქოს დაფრინავ, გადაგელახა უფერული საზღვრები ღიმილიანს და სუფთას. რთული იყო დანტესისთვის გაგეგო, მაგრამ ზოგჯრ ნამდვილად ვგრძნობდი რისი თქმა სურდა. პატარა ბავშვივით წარმოვიდგენდი დანტესის მიერ დახატულ სამყაროს და მართლა დავფრინავდი სიამოვნებისგან. მე სულ მაკვირვებდა თომასის მარტოსულობა. მეტიც მეშინოდა კიდევაც მისი, რადგან ვხვდებოდი მას დიდი ძალა ჰქონდა შეეძლო სრულიად დაეპყრო ჩემი არსება. ერთხელ შემომხედა კიდეც. ის ჩვეულებრივ არავის უყურებდა თვალებში, შემომხედა თავისი მიწისფერი წყლიანი სფეროებით და ერთიანად დამიარა ჟრუანტელმა, სულ რამდენიმე წამი ვუყურებდი მას და ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ სამუდამოდ დარჩენილიყო ჩემს მეხსიერებაში როგორც იშვიათად თავისუფალი არსება. ხშირად მახსენდება მისი სიტყვები, თუ როგორი აღტაცებით საუბრობდა ღიმილზე. ადამიანურ გულწრფელობაზე, რომელსაც შეეძლო ერთ მთლიანობად ექცია დედამიწის ორი დოგმატური და თავისუფალი სივრცე. ჩვენთან ყველას ახსოვს მისი ღიმილიანი სახე, რომელიც ბედნიერებას ასხივებდა. ბევრი იყო მასზე შეყვარებული და ეს ბუნებრივიც არის, რადგან გულწრფელობა გულგრილს არავის ტოვებს. ჩემი სიტყვები ალბათ ნამდვილად გავს მოხიბლულისას... დიახაც, მე, მე ვაღმერთებდი მას, როგორც ბევრი, მაგრამ მგონია რომ არავის ესმოდა მისი. ზოგჯერ ვფიქრობდი რა რთულია ისეთ სამყაროში ცხოვრება სადაც ვერ იგებენ ვინ ხარ, ვუთანაგრძნობდი კიდევაც დანტესს მაგრამ შემდეგ მახსენდებოდა მისი ვინაობა-ადამიანი საზღვრის არადამიაური მრიდან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.