ოცნებებში დაკარგული (1 თავი)
ოცნებებში დაკარგული (1 თავი) პროლოგი ეს ცხოვრება რამდენ სევდას და ტკივილს იტევს, ნუთუ შესაძლებელია ისეთ გარემოში ცხოვრება სადაც მუდან იმედგაცრუება და ღალატი გველის? სადაც ადამიანებს ყველა სხვა დანარჩენი ფეხებზე კ***ა და თვალის დაუხამხამებლად შეუძლიათ ერთმანეთი გადათელონ, ერთმანეთს არ ინდობენ, მოსწონთ როდესაც ერთით ნაკლები მოწინააღმდეგე ჰყავთ, ეს მათ სტიმულს მატებთ და გზას უხსნით წარმატებსკენ... ამ ცხოვრებაში თვით სიყვარულსაც აღარ ინდობენ, არ ინდობენ უწმინდეს გრძნობას მთელ მსოფლიოში. ოცნებად რჩება ყველა ჩვენი ფიქრი და გრძნობა, ადამიანები ოცნებებში ვიკარგებით... ოცნება ერთი დიდი ლაბირინთია, რომლიდანაც გამოღწევა ძალიან რთულია. რაც უფრო და უფრო ვცდილობთ თავის დაღწევს მით უფრო ღრმად ვეფლობით მასში. ის ნარკოტიკივით არის, დროთა განმავლობაში მასზე დამოკიდებული ვხდებით და წუთი არ გადის ოცნებების გარეშე... მე ასეთ ადამიანებს „ოცნებებში დაკარგულს“ ვუწოდებ. მე უკვე დავიკარგე ოცნებებში, ახლა კი თქვენ გიწვევთ ჩემო ძვირფასო მკითხველო, მოდით ერთად დავიკარგოდ ოცნებებში და შევიგრძნოთ ეს სიამოვნება... 1 თავი ზუგჯერ ისეთი გრძნობა მაქვს რომ წყვდიადში ვარ და ჩემს ირგვლივ სიცოცხლე არ არის, ისეთი გრძნიბა მაქვს რომ ვერავინ მხედავს და არავისთვის არ ვარსებობ, ეს ძალიან რთულია… იყო მარტო მაშინ როდესაც შენს ირგვლივ ადამიანები მრავლად არის. ძალიან მარტო სული ვარ, ადამიანებთან ურთიერთობის აწყობა მიჭირს... ძალიან მიჭირს... მჭირდება ადამიანი ვისაც ჩემს გრძნობების, ფიქრების და ოცნებების შესახებ მოვუყვები, მაგრამ არსებობს ასეთი ადამიანი ჩემის ირგვლივ? ვსვავ კითხვეს და პასუხიც უმალვე მოდის, მე არ მყავს ადამიანი ვისაც ჩემს ნამდვილ სახეს დავანახებ... არ მყავს ადამინი ვისაც თვალ დახუჭული ვენდობი... არ იფიქროთ რომ მეგობრები არ მყავს ან დაქალები, უბრალოდ მათთანაც არ შემიძლია ბოლომდე გახსნილი ვიყო და მოვუყვე ჩემში დამალული ფიქრების შესახებ, რომელსაც, ჩემი ცივი, უგრძნობი გამომეტყველება მალავს, როგორ მინდა მათ მოვუყვე რა მჭირს რას ვგრძნობ მაგრამ არა! ისევ და ისევ არა! მათაც არ ვენდობი ბოლომდე... ზოგჯერ მგონია რომ ცხოველს უფრო ძვირფასად მივაჩნივარ ვიდრე ადამიანს! ადამიანების მიმართ ნდობა მაქვს დაკარგული განურჩევლად, სქესის, ნათესაობის, მეგობრობის, ნაცნობობის. ძალიან ვბრაზობდი ჩემს თავზე, ვბრაზობდი ჩემს ცხოვრებაზე რამაც ასეთად მაქცია, მტკიოდა ყველა ფიქრი რაც კი ჩემში ასეთ გარდასახვას და ტკივილს იწვევდა, მტკიოდა სულის სიღრმეში რაც ჩემს თავს ხდებოდა... სული მეწვოდა... წამალი არ არსებობდა, რომ ჩემი იარები მოეშუშებინა... მართალია მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ რაც „მთელი ის უბედურება“ შემემთხვა მაგრამ, ჯერ იარები ისევ მახსენებენ თავს და მთელს სულსა და ხორცს მწვავენ... რვა წელი გავიდა „მთელი იმ უბედურების“ შემდეგ, მაგრამ, ტკივილი ოდნავადაც არ შემსუბუქებულა ჩემს არსებაში, პირიქით ჩემში ახალი ძალებით აგრძელებს სიცოცხლეს... ... და აი, მე დავბრუნდი, დავბრუნდი ჩემს სამშობლოში, საქართველოში, სადაც ბევრი რამ გადავიტანე, ძალიან გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, რთულია ამდენი წლის მერე დაბრუნდე იქ საიდანაც გაიქეცი, გაიქეცი იმ რეალობისგან რომელიც განადგურებდა... თუმცა, გამოვიდა რამე? აღარ მტკიოდა „მთელი იმ უბედურების“ შედეგი? არა! მაინც სულიერად ვიფერფლებოდი და ვნადგურდებოდი... თვითმფრინავი დაეშვა თბილისის აეროპორტში და მეც თავზე შარფი მოვიფარე რათა ჟურნალისტებს არ ვეცნე, თუმცა ეს როგორც ჩანს არ გამომივიდა -ანასტასია ბარნოვა, რატომ ჩამოხვედით საქართველოში? აქ გადაწყვიტეთ თქვენი სპეციალობით კარიერის მოწყობა?-მეკითხება ერთ-ერთი ჟურნალისტი -ანასტასია, თუ გეგმავთ რომ საქართველოშიც ერთ-ერთ საუკეთესო მოდელად იქცეთ?-ამჯერად სხვა მისვამს კითხვას, მაგრამ, მასაც როგორც პირველს გვერდს ვუვლი და მანქანაში ვჯდები. თბილისი ისევ ისეთია როგორიც რვა წლის წინ, ისევ ისეთი სულში ჩამწვდომი... სასტუმროსთან ვაჩერებ, მანქანიდან გადავდივარ და სასტუმროში შესვლას ვაპირებ როდესაც ვიღაც დეგენერატი მეჯახება, შავი თმით და შავი თვალებით, მისი თვალები იმ ცაზე მუქია სადაც ერთი ვარსკვლავიც კი არ მოიპოვება, კაცის თვალები როგორ შეიძლება ასე გამჭოლი და სევდიანი იყოს? მისი თვალები თითქოს იმ დიდ ისტორიას გვიყვება რომელიც მას შიგნიდან ღრნის და ანადგურებს. ისე მივლის გვერდს რომ ბოდიშს არც კი მიხდის და გზას აგრძელებს. თავხედი! ძალიანი გავბრაზდი როდესაც ასე სიტყვის უთქმელად ჩამიარა გვერდით. დაბლა დავარდნილი ჩემი ჩანთა ავიღე და სასტუმროში შევედი -მოგესალმებით, რით შემიძლია დაგეხმაროთ?- მეკითხება გოგონა, სანდომიანი ღიმილით -გამარჯობა, მე ანასტასია ბარნოვა გახლავართ, ნომერი მაქვს დაჯავშნილი თქვენს სასტუმროში -დიახ, 105 ნომერი მე-5 სართულზე- მითხრა და გასაღები გამომიწოდა- ლაშ, ქალბატონი მიაცილე თავის ნომრამდე!- უთხრა ერთ-ერთ ბიჭს, ისიც ჩვენსკენ მოემართება და მიღიმის -გთხოვთ- ლიფტისკენ ხელით მანიშნა და იქეთ წავედით ნომერი ძალიან მომეწონა, კომფორტული იყო, ისეთი როგორიც მე ძალიან მხიბლავს, სადად მოწყობილი და მშვიდი გარემო... სააბაზანოში შევედი წყალი გადავივლე და გადავწყვიტე ცოტა დამესვენა... _____________________________ შემიფასედ თუ რამე შეცდომა დავუშვი გთხოვთ მიმითითეთ ამ შეცდომაზე, რომ სხვა დროს აღარ გავიმეორო იგივე შეცდომა... გასაგრძელებლად ღირს? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.