შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენმა ლურჯმა თვალებმა დამატყვევეს(მერვე თავი)


13-07-2017, 15:11
ავტორი buterfly
ნანახია 2 156

დიდხნიანი ძებნის შემდეგ როგორც იქნა ნიკამ მიაგნო აჩის .ერთ-ერთ ბარში იყო და მის დარდს სასმელში ახრჩობდა. იმდენად მთვრალი იყო უკვე, რომ თავს ძლივს სწევდა მაღლა.
-აჩი, რას აკეთებ? ადექი სახლში მიგიყვან-მხარში წვდა ნიკა და მის წამოყენებას შეეცადა
-თავი დამანებე. არავინ არ მჭირდებით,მომშორდი-ხელი ჰკრა აჩიმ
-გთხოვ ,ძმაო ადექი რა.ძალიან ბევრი დალიე უკვე, ასე არ შეიძლება. -განაგრძობდა მის დარწმუნებას
-არა ,შემეშვი არსად არ წამოვალ. -ჩაიბუტბუტა და სმა განაგრძო
-მომბეზრდა შენი ხვეწნა აეთრიე ეხლა დროზე ,თორემ ძალით წაგათრევ იცოდე.ადექი და სახლში დავილაპარაკოთ. თუ გინდა შენთან დავრჩები.
-არ მინდა არა.მე ვინც მჭირდება ის აქ არ არის შემეშვი.-ნაღვლიანად ამოილაპარაკა აჩიმ
ნიკა მასთან ვერაფერს გახდა და ბიძამის ნოდარს დაურეკა და ისიც წამში იქ გაჩნდა თუმცა ტყუილად.ვერაფრით მოახერხეს რომ აჩი წამოეყვანათ.გაჯიუტდა და სმას განაგრძობდა,ამიტომაც ნიკამ გადაწვიტა დაერეკა მისთვის, ვინც შეძლებდა მის დარწმუნებას .
-ხო ნიკა რამ შეგაწუხა ასე გვიან?-ნამძინარევი ხმით უპასუხა ემილიამ
-ემილია , რაღაცა უნდა გთხოვო და უარი არ მითხრა, კაი?
-თუ აჩის ეხება სჯობს არ მითხრა
-კარგი რა ძალიან გთხოვ. ერთადერთი ხარ ვისაც მისი წამოყვანა შეუძლია მოდი და დამეხმარე ძალიან გთხოვ
-რას ჰქვია წამოყვანა? სად არის?-აღელდა ემილია
-ბარშია და სვამს. იმდენი დალია უკვე რომ არაფრის აზრზე არ არის და ვერაფრით ვერ მომყავს
-მე რა გავაკეთო? ბიძამისს დაურეკე და იმან წამოიყვანოს
-აქ არის ნოდარიც და ვერც მან ვერ შეძლო დარწმუნება. გთხოვ მოდი
-ჰმმ.. კარგი მალე მოვალ.
-კარგი გელოდებით.
ემილიას არ უნდოდა აღიარება მაგრამ აჩიზე იმაზე მეტად ინერვიულა ვიდრე ელოდა და ვიდრე სურდა.
-სად არის?-იკითხა ემილიამ და ნიკას პასუხის შემდეგ აჩისკენ გაემართა.-აჩი-მიმართა ემილიამ და აჩის მზერა გაუსწორა.
-ემილია..მოხვედი? იცი რა ლამაზი ხარ-ამოილუღლუღა აჩიმ და ემილიასკენ შეტრიალდა
-ადექი წავიდეთ.-მკაცრად უთხრა და მხარში ხელი მოჰკიდა
-სად? შენთან წავიდეთ.
-წამოდი ადექი სახლში მიგიყვან-წაბარბაცებული აჩი დაიყრდნო და ნიკასკენ წავიდნენ.
-ემილია.. შენთან მინდა. რომ იცოდე რა ლამზი ხარ.ჩამეხუტე რა-უაზროდ ბურტყუნებდა აჩი
-ამას ერთ ნათქვამზე მოჰყვება -თავი გადაიქნია ნოდარმა,ნიკას დაემშვიდობა და წავიდა.-მიხედეთ თქვენ.კარგ ხელში ვტოვებ
-ნიკა მომეხმარე რა .ამ ზორბა არსების წათრევა ადვილი გგონია?-შეუღრინა ემილიამ
-უი ხო ხო.-უთხრა და მეორე მხრიდან ნიკა ამოუდგა აჩის
მანქანაში ჩასვეს და გაშვებას აპირებდა ემილია მაგრამ აჩიმ ხელში მოკიდა და წასვლის უფლება არ მისცა
-წამოდი ემილია შენც. ძალიან გთხოვ-მუდარის თვალებით შეხედა და მანქანიდან გადმოსვლას შეუდგა-შენ თუ არ წამოხვალ არც მე წავალ.
-ხო კარგი კარგი წამოვალ-უთხრა და უკანა სავარძელზე გვერდით მიუჯდა.აჩიმ მხარზე თავი დაადო და სახლამდე ასე გატრუნული იჯდა
-აჩი მოვედით გაიღვიძე-ნიკამ და ემილიამ სახლამდე აიტანეს აჩი და საძინებელშიც შეიყვანეს.
-ემილია..-დაუძახა აჩიმ და ხელში ჩაავლო
-ხო რა იყო?
-მიყვარხარ-ერთი ესღა აღმოხდა და ჩაეძინა. ამის გაგონებაზე ნიკამ თავში ხელი შემოირტყა და ოთახიდან გავიდა. ემილიამ საბანი გადააფარა და ისიც გავიდა.
-მე წავედი. ახლა შენ მიხედე.
-კარგი .დიდი მადლობა რომ მოხვედი ,თორემ ხვალამდე იქ მოგვიწევდა ლოდინი და ვერ წამოვიყვანდით.
-არაფრის და ხო არ უთხრა მე რომ მოვიყვანე .დარწმუნებული ვარ არც ემახსოვრება და არც შენ არ უთხრა .გაიგე?
-ხო გავიგე
-შემპირდი
-კარგი ხო, გპირდები არაფერს არ ვეტყვი
-კაი დროებით.
ემილია სახლში გამთენიისას დაბრუნდა. არ იცოდა საერთოდ რატომ წავიდა აჩის წამოსაყვანად ან რატომ ინერვიულა მასზე. ეს ყველაფერიც უბრალოდ ადამიანურ ბუნებას გადააბრალა და სახლში შევიდა
-სად იყავი ? გამთენიისას რატომ მოხვედი სახლში?-გამომცდელი მზერა მიაპყრო მარიამმა ემილიას
-ნიკამ დამირეკა და მითხრა აჩი ბარშიაო და სვამსო. მე და ნოდარმა ვერაფრით ვერ მოვახერხეთ მისი წამოყვანაო და დაგვეხმარეო
-და შენც მაშინვე გაიქეცი არა?-ღიმილით ჰკითხა მარიამმა
-გავიქეცი ხო.ფრთები შევისხი და ისე.-ჩაიბურდღუნა და დივანზე ჩამოჯდა
-შენს გამო რომ სვამდა მაგას თუ ხვდები?
-ჩემს გამო რატომ უნდა დაელია? -გაკვირვებული სახე მიიღო ქალბატონმა
-კარგი რა ემილია მართლა კარგი რა.-მობეზრებულად ამოილაპარაკა და ოთახის კარი მოუჯახუნა
ფიქრებში გართულმა ემილიამ გასეირნება გადაწყვიტა ,მუსიკების თანხლებით და როდესაც სახლში დაბრუნდა უკვე სამსახურში წასვლის დრო იყო და ემილიაც დაუბრუნდა სამუშაოს.
-მეგონა ერთი კვირით უნდა შეგესვენა.-გაკვირვებული სახით შეხედა ნოდარმა
-ერთი კვირით?
-ხო.. აჩიმ მთხოვა რომ ეს კვირა გამენთავისუფლებინე.
-აჩიმ?რატო?
-ცუდად იყოო და რომ დაისვენოსო
-გასაგებია. არა არ გახდა ერთი კვირა დასვენება საჭირო და გადავწყვიტე დავბრუნებულიყავი.-ღიმილით უთხრა და სამუშაო ადგილს დაუბრუნდა. ნოდარმა კი თავი გადაიქნია და შენობა დატოვა.
*აჩი*
-აუ თავი მისკდება-ამოიკნავლა და საწოლიდან წამოიზლაზნა.
-არ დაგელია და აღარ გეტკინებოდა -წაკბინა ნიკამ
-შემეშვი რა შე ჩემა.-ამოიბურდღუნა და სამზარეულოში გავიდა ცივი წყლის დასალევად-იცი ემილია დამესიზმრა.
-მართლა? დაგესიზმრა აბა რა და რა გითხრა?-სიცილნარევი ხმით ჰკითხა ნიკამ
-არაფერი ვითომ ჩემს საწოლთან იდგა და მიყურებდა.-გაეღიმა-ნეტავ სიმართლე ყოფილიყო-თავი გადაიქნია და წყალი მოსვა
-ეჰ ცხადს ჰგავდა ეგ სიზმარი ხომ-ჩუმად ჩაილაპარაკა და მისაღებში გაბრუნდა
-დამტანჯა ამ გოგომ რა. რა რთული ხასიათი აქვს. რომ განახა მაშინ როგორ მელაპარაკებოდა და მეხუტებოდა იფიქრებდი უყვარსო მეორე დღეს კი ძველი ემილია გამოჩნდა და მეც მივხვდი ,რომ უბრალოდ ის ყველაფერი სისულელე და ჩემი წარმოსახვა იყო.-თავი ხელებში ჩარგო
-არცერთი გოგოს გამო არ დაგილევია და გუშინ კი ისეთი მთვრალ იყავი სახლში ძლივს მოგიყვანე
-რა მექნა აბა?ვეღარ გავუძელი და დავლიე.მომეშვა ცოტა
-სასმელი მკურნალი არაა ძმაო.თუ მართლა გიყვარს იბრძოლე
-რა აზრი აქვს? მას მეეჭვება ვუყვარდე .საერთოდ აღარ მაქცევს ყურადღებას და ხომ დაინახე საავადმყოფოში როგორც მოიქცა?
-ეჰ რას გაგიგებთ კაცი-ჩაიბურტყუნა ნიკამ
-რამე მითხარი?
-არა არაფერი. არ დანებდე კარგი? თუ გიყვარს არ დაუშვა ,რომ სხვამ წაგართვას.
-აღარ ვიცი რა ვქნა რა. დავიტანჯე.-თვალები დაუსევდიანდა აჩის.-კარგი მე გამოვიცვლი და სამსახურში წავალ. ეს კვირა მაინც არ ვნახავ ემილიას იქნებ დაწყნარდეს.
აჩიც მალევე მივიდა სამსახურში და იმედები გაუცრუვდა .დერეფანში მიმავალ ემილიას მოკრა თვალი.
-ემილიაგამოვიდა უკვე სამსახურში?-იკითხა მდივანთან აჩიმ
-დიახ ბატონო აჩი და ასე თქვა ამდენი ხანი სამსახურს ვერ გავაცდენო.
-ხოო. ეს ხომ ემილიაა-თავი დანანებით გადაიქნია და კაბინეტისკენ გაეშურა . ემილიას გვერდით მოუწია ჩავლა და მოირგო ახალი ნიღაბი. არც მისალმებია ისე აუარა გვერდი და კარი გაიჯახუნა. ემილიას ცოტა არ იყოს გაუკვირდა მისი საქციელი და ის კი არ იცოდა რომ აჩიც იგივენაირად აპირებდა მოქცევას როგორც ემილია ანუ სრულად დააიგნორებდა და ყურადღებას არ მიაქცევდა(რამდენად შეძლებდა ამას)



№1  offline მოდერი ენემი

ააუუუ კაიააა

 


№2 სტუმარი Teo

Momwons dzalian male dade shemdegi

 


№3  offline წევრი M-morieli

ვოვვ ეს უკვე საინტერესოაა. ძალიანაც კარგი რა დავიტანჯე კაცი აჩის საცოდაობით თანაც ემილიაც ცოტა ღირსია ისევე მოექცეს აჩი როგორც თვითონ ექცევა. ისწავლის ჭკუას :დ ნუ პირველადაა მგონი ბიჭის მხარეზ რომ ვიკავებ მაგრამ ამ შემთხვრვაში სხვანაირად არც შეიძლება. მოკლედ ძალიან კარგია შენც თავისთავად ხო ხარ და ხარ :დ მოუთმენლად ველოდები მოვლენების განვითარებას უჰ უკვე მომწონს აჩის სტრატეგია რაა :დ

 


№4  offline წევრი buterfly

sa-mira
ვოვვ ეს უკვე საინტერესოაა. ძალიანაც კარგი რა დავიტანჯე კაცი აჩის საცოდაობით თანაც ემილიაც ცოტა ღირსია ისევე მოექცეს აჩი როგორც თვითონ ექცევა. ისწავლის ჭკუას :დ ნუ პირველადაა მგონი ბიჭის მხარეზ რომ ვიკავებ მაგრამ ამ შემთხვრვაში სხვანაირად არც შეიძლება. მოკლედ ძალიან კარგია შენც თავისთავად ხო ხარ და ხარ :დ მოუთმენლად ველოდები მოვლენების განვითარებას უჰ უკვე მომწონს აჩის სტრატეგია რაა :დ


დიდი მადლობა საყვარელო ამ სიტყვებისთვის .ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები

Teo
Momwons dzalian male dade shemdegi

შევეცდები

ენემი
ააუუუ კაიააა

მადლობა

 


№5 სტუმარი Guest lika

ROdis iqneba axali?

 


№6  offline წევრი buterfly

Guest lika
ROdis iqneba axali?

სავარაუდოდ ხვალ

 


№7 სტუმარი me

Auu ukacravad da male-male rom dadot tavebi at gindat? Ras gvawameb. Ori dgea velodebii

 


№8  offline წევრი buterfly

me
Auu ukacravad da male-male rom dadot tavebi at gindat? Ras gvawameb. Ori dgea velodebii


პირველ რიგში მადლობა ,რომ კითხულობ და რაც შეეხება ადრე დადებას უბრალოდ გუშინ ვერ მოვახერხე და სხვა დროს ყოველდღე ვდებ ხოლმე. კიდევ ერთხელ მადლობა რომ მკითხულობ :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent