შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენმა ლურჯმა თვალებმა დამატყვევეს(მეშვიდე თავი)


12-07-2017, 15:48
ავტორი buterfly
ნანახია 2 213

იმედია მოგეწონებათ. გამიზიარეთ თქვენი აზრები კარგებო და საყვარლებო.
----------------------------------------------------------------------------
აჩი და ემილია კარგახანს ისხდნენ მანქანაში და უყურებდნენ როგორ გამეტებით ეხეთქებოდნენ წვიმის წვეთები მინებს. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით,რომ მხოლოდ აჩი გაჰყურებდა შორ ჰორიზონტს და ტკბებოდა მძინარე ემილიას ყურებით. არც ზარებისთვის უპასუხია . ეხუტებოდა ადამიანს ვის მიმართაც ამდენ სითბოს გრძნობდა და გული გამალებით უცემდა ემილიას ყოველი ამოსუნთქვისას. იმდენად იტანჯებოდა ემილიას ტკივილით,რომ ამის გადმოცემა შეუძლებელია, რადგან ამ განცდის გამოსახატავად სიტყვები უბრალოდ არ არსებობს. სახლში გამთენიისას გადაწყვიტა აჩიმ წასვლა. ცხოვრებისგან და საერთოდ ყველაფრისგან გადაღლილ ემილიას გაუნძრევლად ეძინა. ისიც ვერ გაიგო აჩიმ ხელში როგორ აიტაცა და სახლში შეიყვანა. მათი მისვლას ყველა ელოდა. გიაც იქ იყო. აჩის მისი დანახვისას სახე შეეცვალა.
-მოვიდნენ.-წამოიყვირა მარიამმა.
-ჩუმად სძინავს-დატუქსა აჩიმ
-შვილო, ემილია-გამოემართა მისკენ გიაც და როდესაც მძინარე შვილი აჩის ხელებში დაინახა უკან დაიხია.
აჩიმ ემილია ოთახში შეიყვანა და საწოლზე წამოაწვინა. შემდეგ კი თავად მისაღებში გავიდა ბავშვებთან და გიას მიმართა
-ბატონო გია, გთხოვთ ახლა წადით. ძალიან განერვიულებული იყო და ძლივს დავამშვიდე ,კიდევ რომ დაგინახოთ აქ უარესი დაემართება. გთხოვთ ახლა წადი და მეც და ბავშვებიც ყველანაირად შევეცდებით ,რომ თქვენთან საუბარზე დავითანხმოთ.
-გიამ სევდიანად გაუღიმა,თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა და იქაურობა დატოვა.
მარიამი და ბიჭები კი ჩამოსხდნენ დივანზე და ემილიას გაღვიძებას მდუმარედ ელოდნენ.
-ჩემი გოგო.-დაარღვია მარიამმა სიჩუმე და თავი ხელებში ჩარგო
-უი მართლა მარიამ მიდი რა სველი ტანსაცმელი გახადე რა, არ გაცივდეს-მზრუნველი თვალებით გადახედა მარიამს და მისი დაბრუნებისას განაგრძო საუბარი.-ნეტავ დაგანახათ რა დღეში იყო. ასეთი ემილია მე არ მინახავს.წვიმა არ აინტერესებდა იჯდა დედამისის საფლავზე და ელაპარაკებოდა. ისე ტიროდა რომ გული მომეწურა მისი ყურებით.-სევდიანი თვალებით გადაულაპარაკა აჩიმ ბავშვებს
-რა უეცრად გამოჩნდა ეს კაციც. რაღას დაბრუნდა-ბრაზნარევი ხმით ამოილაპარაკა ნიკამ
-რა იცი რა მოხდა? იქნებ მოინანა თავისი საქციელი და შვილები მოენატრა.-გიას დაცვა სცადა აჩიმ
-ამდენი ხნის მერე? 10 წელი გავიდა რაც წავიდა და ამდენი ხანი სად იყო? ნუთუ ახლა მოენატრა? -ცოტა ხმამაღლა მოუვიდა მარიამს და პირზე ხელი აიფარა
-და რატომ დატოვა შვილები?-ინტერესიანი მზერა მიაპყრო აჩის და მარიამს ნიკამ
-ეჰჰ -ერთი ესღა აღმოხდა აჩის და დივანზე უსულოდ დაესვენა.-რამდენი გადაგიტანია ლამაზო.-თავის ქნევით ამოიჩურჩულა
-გითხრა?
-რაა?-დაბნეულად გადაულაპარაკა აჩიმ მარიამ.-ვერ გავიგე რა მკითხე.
-გითხრათქო?მოგიყვა ყველაფერი? ისე საუბრობ თითქოს იცი რაც წარსულში გადახდა მას.
-თავის ქნევით დაუდასტურა აჩიმ რამაც ნიკას გაღიზიანება გამოიწვია
-აღარ მეტყვით რა ხდება? დავიტანჯე.მეც გამარკვიეთ სიტუაციაში.რა გითხრა ან რა გადახდა? მაღირსეთ-წამოხტა და წამოიყვირა ნიკამ
-კაი ტო, რა გაყვირებს გაეღვიძება-დივანზე ძალით დასვა-მერე მოგიყვები მე.
-კაი ბიჭებო თქვენ წადით ,ემილიას მე მივხედავ.არ არის აქ თვენი ყოფნა საჭირო.
-დარწმუნებული ხარ?
-კი. წადით.
-კარგი მაშინ წავალთ-უთხრა ნიკამ და აჩის ხელი მოჰკიდა და გასასვლელისკენ დაძრა.
-ერთი წუთით შევალ ,დამელოდე შენ-უთხრა აჩიმ და ემილიას ოთახში შევიდა. გაუნძრევლად ეძინა ემილიას ისე ,რომ გეგონებოდათ ამ ქვეყნიერებას მოსწყდაო და წარმოსახვით და თავბრუდამხვევ სამყაროში მოგზაურობსო.
-დედაა,დედაა -ერთი ესღა ამოიკვნესა და აჩიც იმ წუთასვე მივიდა მასთან და გვერდით ჩამოუჯდა ,როგორ უნდოდა ამ ადამიანისთვის ტკივილი შეემსუბუქებინა და მაგრად ჩახუტებოდა. თავი ვეღარ შეიკავა და შუბლზე კოცნის ცხელი ნაკვალევი დაატყო .ემილიაც მაშინვე გაიტრუნა . აჩიმ გადახდილი საბანი წამოაფარა და ოთახი დატოვა.
-წავედით ნიკა.-შეყვარებულს მოგლიჯა ნიკა და გარეთ გაათრია
მარიამიც ძალიან ნერვიულობდა ემილიაზე. მის ოთახში შევიდა და გვერდით მიუწვა. ცდილობდა დაემშვიდებინდა და აკანკალებულ დაქაქლი დაწყნარებინა. მთელი ღამე ეძინა ემილიას ისე, რომ ერთხელ არ გაუღვიძია. დილით, გაღვიძებულმა მარიამმა შეამჩნია ,რომ ემილია ოფლში ცურავდა და შუბლი ხელის გულით გაუსინჯა და გადაწყვიტა ცოტახანში თუ არ დაუწევდა ნიკასთვის დაურეკა.
აჩი და ნიკა ამ დროს ნოდარს ესაუბრებოდნენ .
-ნოდარ, შეიძლება შემოვიდეთ?
-მოდით ბავშვებო ,ხო მშვიდობაა ? -სასიამოვნოდ გაუღიმა ბიჭებს ნოდარმა
-რაღაც უნდა გთხოვო ბიძია.-მუდარის თვალებით შეხედა აჩიმ ნოდარს
-გისმენ შვილო
-ემილია შეგიძლია ,რომ 1 კვირით გაანთავისუფლო?
-რატომ?ან თვითონ რატომ არ მთხოვა?უარს კი არ ვეტყოდი
-გეტყოდა მაგრამ გუშინდელის მერე ცუდადაა.
-გუშინდელის მერე? და რა მოხდა გუშინ?
-აჩიმ მოუყვა ყველაფერი ისე როგორც მოხდა და რომ მამამისი ახლა გამოჩნდა .ნიკამაც ყველაფერი დეტალებში მოისმინა და გაოცებისგან ყურებს ვერ უჯერებდა
-ვაიმე ბიჭო. ეს რა ამბები ყოფილა ემილიას თავს-თავი გადაიქნია ნიკამ და აჩის შეხედა
-მე ვათავისუფლებ დაისვენოს ეს კვირა და მერე გამოვიდეს სამუშაოდ.-ღიმილით უთხრა ნოდარმა და ამ დროს ნიკას ტელეფონიც აწკრიალდა.
-ხო მარი გისმენ.
-ნიკა ემილიას მაღალი სიცხე აქვს.ნახევარი საათია დაწევა ვცდილობ და ვერა და ვერ დავუგდე. მომეშველე რა საავადმყოფოშია წასაყვანი. იწვის გოგო-უცბად მიაყარა მარიამმა
-რაა? ახლავე წამოვალთ .დაგველოდე.
-რა მოხდა ბიჭო?რა უნდოდა მარიამს?
-ემილიას მაღალი სიცხე აქვსო და ვერაფრით დავუწიეო.საავადმყოფოში წამაყვანინეთო.
-ვაიმეეე ასეც ვიცოდი.მიდი დროზე ადექი. -ანერვიულებულმა აჩიმ ტელეფონს ხელი დაავლო და კარებში გავარდა.
-ბავშვებო მეც გამაგებინეთ რა მოხდება-გადაულაპარაკა ნოდარმა -ეს ბიჭი შეყვარებულია-ღიმილით ამოილაპარაკა და საბუთებში ჩარგო თავი.

ნიკა და აჩი მალევე მივიდნენ მარიამთან
-ძალიან ცუდად არის?-კარებში შესული არ იყო აჩი ისე ჰკითხა და ემილიას ოთახისკენ დაიძრა-ვაიმე იწვის გოგო, რა ცხელია.-გაოცებულმა თქვა და ემილია ხელში აიტაცა-საავადმყოფოში მივდივართ.-ესღა თქვა და წამებში მანქანაში ჰყავდა უკვე . მოწყვეტით დაძრა მანქანა და ცოტახანშ საავადმყოფოსაც მიადგნენ. როგორც იქნა ტემპერატურა დაუგდეს .
-როგორ არის ექიმო?-ნერვიულად ეკითხება აჩი
-ნორმალურად. საბედნიეროდ დროზე მოყვანეთ და ფილტვების ანთება თავიდან ავირიდეთ - ახლა სუსტადაა ძალიან მაღალი სიცხლე ჰქონდა და ეს ბუნებრივიცაა .სავარაუდოდ ხვალ გამოვწერთ.სანერვიულო არაფერია უბრალოდ დღეს დარჩეს, ვინიცობაა არ გაუმეორდეს.
-კარგით დიდი მადლობა.შესვლა შეიძლება ხომ?
-დიახ შებრძანდით-ბავშვები შიგნით შევიდნენ და გონზე მოსულ ემილიას წინ აეტუზნენ
-რას ჩამწკრივებულხართ .-ღიმილიანი სახით გადახედა ემილიამ ბავშვებს და თავი ძლივს წამოსწია.
-როგორ ხარ პატარა?-მიუახლოვდა აჩი ემილიას, თავზე მოეფერა და ისე ჰკითხა, მაგრამ ემილიამ მის ნათქვამს ყურადღება არ მიაქცია და აჩის ხელი თავიდან მოიშორა ამის დანახვაზე კი ნიკამ და მარიამმა ერთმანეთს გადახედეს ,აჩის კი ეს ქცევა ეუცხოვა და უკან დაიხია, შემდეგ კი ემილია ბავშვებს მიუბრუნდა.
-როდის გამწერენ?
-ხვალ დილით
-კარგად ვარ ,ახლავე წავიდეთ.-წამოდგომა სცადა მაგრამ სისუსტემ სძილია და უკან საწოლზე დაესვენა.
-სუსტად ხარ ,ხვალ დილით გაგწერენ.სჯობს დაისვენო-მზრუნველი ტონით უთხრა აჩიმ და ემილიამ არც ეს რჩევს იღო ყურად და დააიგნორა.აჩიმაც ვეღარ მოითმინა -ასე რატომ იქცევი?
-როგორ?
-ცივად.ასე უხეშად რატომ მექცევი?
-მე სულ ასე გექცეოდი-თვალებში არ ჩაუხედავს ისე სცემდა პასუხებს
-აუ მე წავედი რა-მობეზრებულად ამოილაპარაკა და პალატის კარი გაიჯახუნა, ნიკაც უკან გაჰყვა
-რანაირად იქცევი ემილია?
-როგორ ვიქცევი ? როგორ? გამაგებინეთ.
-მსვენივრად ხვდები რასაც გეუბნები და ისიც ვიცი გუშინ ყველაფერი რომ მოუყევი აჩის
-ვიცი და ახლა ვნანობ მაგ საქციელს
-და რატომ?
-იმიტომ რომ არ მინდა ვინმეს ვეცოდებოდე.
-ნუ ბოდავ რა .აჩი მანამდეც კარგად გექცეოდა
-კარგი რა მარიამ . ვერ ხედავ როგორ მიყურებდა? ვეცოდები გაიგე? და მე მისი შეცოდება არაფერში მჭირდება
-გაჩუმდი ემილია, თორემ თავს ვერ შევიკავებ ,ნუ მათქმევინებ იმას რასაც მერე ვინანებ.
-მიდი თქვი. რა გიღრღნის გულს ასე? მიდი მითხარი დაუნდობლად.-მწარედ გაუღიმა და უცებ დაასერიოზულა ნათქვამი
-ნუთუ ვერ ხვდები რომ უყვარხარ? შენ კი შენი ნებით კრავ ხელს. შენი უაზრობის გამო.დაიწვიყე წარსული და ნუღარ უშვებ რომ ძველმა მოგონებებმა შენი მომავალი და აწმყო დაანგრიოს..
-მორჩი?ახლა მე მომისმინე. მე სიყვარული აღარ შემიძლია და დროა ეს გაიგოთ ყველამ. არც მინდა რომ ვინმე შევიყვარო, ასე ნაკლებად დავიტანჯები.
-შენ ნორმალური თუ ხარ გოგო? სიყვარული ყველას შეუძლია და ხომ ვიცი რომ ამ ყველაფერს შიში გათქმევინებს ,უბრალოდ კიდევ ერთი იმედგაცრუების გეშინია
-ხო მეშინია,მეშინია სიყვარულის მეშინია.ვინც მიყვარდა ყველამ მიმატოვა-თავი ვეღარ შეიკავა და აქვითინდა.
-კარგი ჩემო ლამაზო დაწყნარდი. გთხოვ.-როგორც იქნა მოახერხა მარიამმა ემილიას დაწყნარება და გამთენიისას ნიკას წააყვანინა სახლში. აჩი არსად ჩანდა. უკან გაკიდებულ ნიკას არც დაუცადა და მანქანაში ჩახტა და ადგილიდან მოწყვიტა.



№1  offline წევრი M-morieli

ახლა წავიკითხე შვიდივე თავი და ემოციებში ვარ ჯერ კიდევ. არაჩვეულებრივი ისტორიაა. ძალიან მომწონს და ველიდები შემდეგ თავს<3

 


№2  offline მოდერი ენემი

კაი იყოო :D ხვალ დადე ახალი

 


№3  offline წევრი buterfly

sa-mira
ახლა წავიკითხე შვიდივე თავი და ემოციებში ვარ ჯერ კიდევ. არაჩვეულებრივი ისტორიაა. ძალიან მომწონს და ველიდები შემდეგ თავს<3

ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის.შევეცდები იმედები არ გაგიცრუო

ენემი
კაი იყოო :D ხვალ დადე ახალი

შევეცდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent