შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფერები ?! ...13...


14-07-2017, 00:22
ავტორი kethrine
ნანახია 1 881

ღრმად ვისუნთქავ, ვცდილობ გონებით ვიმოქმედო და არა განერვიულებული გრძნობებით. არვიცი სად ვპოულობ ძალას, ფეხზე ვდგები და მათკენ მივდივარ ხელის ცეცებით, ვითომ შემთხვევით, წვენის ჭიქას ხელი წამოვდე და ბიჭს ზედ გადავაქციე
-უი უკაცრავად-ვითომ დარცხვენით ჩავილაპარაკე და თვალების ცეცებას მოვყევი, თუმცა შევძელო და წამიერად მზერა გავუსწორე. ქერა თმები და მოცისფრო თვალები, რომელიც ჩემი დანახვისთანავე გაუფართოვდა. მე კი ამ თვალებმა დამარწმუნა, რომ წინ ნიკა მედგა. ადამიანი რომელზეც ვერასოდეს ვიფიქრებდი ამგვარ ფარსს.
-არაუშავს-ძლივს უყრის სიტყვებს თავს და დაკვირვებით მიყურებს. მე კი ვცდილობ მზერა მოვარიდო.
-ნაცნობი ხმა გაქვთ-სასხვათაშორისოდ სევდიანი ავღნიშნავ და უნიჭოდ ვცდილობ ტკივილი დავმალო. წყვილს ვშორდები და მინდა მალე გავიქცე ამ კაფედან, მაგრამ არ მინდა საეჭვო გავხდე. ნელ-ნელა ხელის ცეცებით გავდივარ და კარის დახურვასთან ერთად ვცდილობ ჰაერის დიდი ნაკადი შევუშვა ფილტვებში. მტკივა... მტკივა უზომოდ ... გგონიათ ის მტკივა რომ არ ვუყვარვარ? -არა, მე ის მეწვის და ის მტკენს რომ მატყუებდა. სხვისგან ჩემთან მოდიოდა და სიყვარულს მპირდებოდა. ცრემლების ნიაღვარს ვგრძნობ და მძულს ყველა ის დღე, რაც აქამდე მასთან ერთად გამიტარებია თუნდაც ერთი წამი... სიყვარულზე ლაპარაკობდა მაშინ, როცა არ უყვარდა. ამბობდა იმას, რასაც არ ფიქრობდა და აკეთებდა იმას, რაც ისევ არ უნდოდა. ამდენმა ფიქრმა და ოცნებამ რეალობის აღქმას მომწყვიტა. ვიყავი ბრმა და ასევე ბრმად ვენდე. ვიყურებოდი, მაგრამ ვერ ვხედავდი. სადღაც გულის ან გონების კუთხეში ვუშვებდი ეჭვებს, მაგრამ გაღვივების საშუალებას არ ვაძლევდი. ვენდე გონებუსგან გაბუტული გრძნობით. ავყევი ლტოლვას რომელიც ახლა გულის დაფლეთის და ტკივილის ფასად მიჯდებოდა.
არ მახსოვს სახლში როგორ მივედი. გული მტკიოდა რომ მატყუებდა, მისი ჩუმად ნათქვამი სიტყვები "მიყვარხარ", "ჯანდაბა იზი, არ ვარ შენთან იმიტომ რომ ბრმა ხარ. მე მიყვარხარ" თითქოს ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები, ახლა ყურში მიჩხაოდა.
-რა სულელი ხარ იზი... რა სულელი ხარ. როგორ გამოაყენებიე თავი... ეს რა გააკეთე-ტირილით ამოვილაპარაკე და საწოლზე მოვიკუნტე. მაშინვე გავიგე ლელას ხმა
-იზ რა მოხდა... იზ ნიკა ნახე? ასეთი რა გითხრა?-მაშინვე მიხვდა
-საქმე ისაა რომ მე ვნახე ლელ... მატყუებდა და მე დებილი ისე მივენდე, რომ ერთ საწოლშიც ავღმოვჩნდით. საკუთარი თავი იმაზე მეტად მძულს ვიდრე ადრე... ცუდად ვარ. არ მიყვარდა, მაგრამ მაინც მინდა გული ამოვიგლიჯო. თუმცა არა, გული არა... გონება, ტვინი მინდა რომ ამომიღონ. ახლა ყველაზე მეტად ვუგებ გიჟებს. იმდენად რომ მეც მათთაგანი მინდა ვიყო.-ერთი ამოსუნთქვით მივაყარე
-იზ რა მოხდა-სევდიანი ხმით მომიგო.
-ვიღაცასთან ერთად იჯდა კაფეში, მიყვარხარო უმტკიცებდა მე კი მაჯერებდა მალე მოვალ, დამელოდეო-ცრემლები მოვიწმინდე და თვალები დავხუჭე
-რა? ახლავე ფეხზე ადექი. იზ ადექი-ბრძანებლური ტონით მითხრა, ხელი ძლიერად მომკიდა და თითქმის ძალით წამომაყენა.
-სამყაროში მარტო შენ ხარ მასეთი? ხო, შენ ენდე, შეიძლება არასწორად მაგრამ ენდე. მერე რა რომ გამოგიყენა და მოგატყუა. გული გეტკინა? გადაიტან. რამდენი რამე გადაგიტანია და ახლა იმ საძაგელ არსებას რომელსაც ყველაზე მეტად ვერ უწოდებ ადამიანს, იმის უფლებას მისცემ რომ საბოლოოდ დაგფერფლოს? არა... ახლა სწორედ ახლა, როცა განადგურებულს და თვალცრემლიანს გელის, ახლა უნდა გაიცინო და დაიმახსოვრე, დღეს შენ ტირი, მაგრამ ხვალ შეიძლება მან იტიროს იმიტომ, რომ გონია არაფერი დაუკარგავს, მხოლოდ გონია.-დაჟინებული მზერით და მტკიცე ტონით მეუბნეოდა, თითქოს ტვინში მიწერდა სიტყვებს. საოცარია მაგრამ მისმა სიტყვებმა იმოქმედა. თითქოს ძალა მომიმატა და მხნეობა მომცა. ცრემლები მოვიწმინდე და მის აწყლიანებულ თვალებს შევხდე.
-ახლა გაიღიმე-თითქმის მიბრძანა და მისი შემხედვარე მართლაც გამეღიმა. ძლიერად გადამეხვია და მეც მაშინ მივხვდი რომ თუ გვერდით თუნდაც ერთი ადამიანი მართლაც, გულით გიდგას, მაშინ ყველაფერი დაკარგული არაა და შეუძლებელია ფეხზე არ დადგე.
-მიყვარხარ ლელა-ამდენი ხნის მანძილზე პირველად ვუთხარი გულში ბევრჯერ ნათქვამი სიტყვა და კმაყოფილებაც ვიგრძენი
-მეც ჩემი გოგო... ნუგომ მოგიკითხა-უცბად დააყოლა და ორივეს ფართოდ გაგვეცინა, ამ დროს კი ტელეფონმაც დარეკა. საწოლზე უდიერად დაგდებულს დავწვდი და ეკრანზე დახედვისას გული ამიჩქარდა. აკანკალებული ხელით გადავუსვი სენსორს და ვუპასუხე
-ალექს?
-იზი-მომესმა მისი მხიარული მაგრამ როგორც ყოველთვის მკაცრი ხმა.-როგორ ხარ?
-მე... არ გელოდი... არ მეგონა...-საკუთარ თავი გამოვლანძღე, ბლუყუნის გამო და დალაგებულად ვუპასუხე-კარგად შენ როგორ ხარ?
-რატომ?-გულწრფელი გაკვირვება და ოდნავი ღიმილი შევატყე. ღრმად ჩავისუნთქე და საყვედურით ვუპასუხე
-შენ არ მნახე...
-მაგრამ შენ მნახე-ნელი იდუმალი ხმა გაუხდა
-მე... მადლობა არ მითქვამს...
-ხოდა არც მითხრა!-გადაჭრით მითხრა და დაამატა-სამ-ოთხ დღეში მოდი კონტროლზე კარგი? მერე კი სულ თავისუფალი იქნები
-კარგი... დაგირეკავ მაშინ-მისი ნახვის იმედით გახალისებულმა ვუპასუხე
-კარგად... თავს გაუფრთხილდი-ბოლო დარიგებაც მომცა და გათიშა. მე კი ყურზე ტელეფონმიდებული კიდევ დიდხანს ვიქნებოდი, ლელას სიტყვები რომ არ გამეგო
-იზი... შარში ხარ-თავის ქნევით დასძინა და თანაგრძნობით შემომხედა. მხოლოდ ახლა დავფიქრდი და მივხვდი რომ ლელა მართალი იყო. მე... ბრმა გოგოს, რომელსაც თვალები მისი წყალობით ამეხილა, მე... გოგოს, რომელსაც არ უყვარდა ტყუილი და გოგოს რომელიც გრძნობებში გასარკვევად, ამფორიაქებელს ეძებდა ნუგეშისთვის, ჩუმად, სრულიად შემთხვევით შემყვარებოდა ადამიანი, რომელიც ჩემთვის შორს მიმაჩნდა.
-ყველაფერთან ერთად ცალმხრივი სიყვარულის დროც მქონდა-სევდიანად ავღნიშნე და ღრმად ამოვისუნთქე
-სამაგიეროდ ნამდვილი სიყვარულის არს გაიგებ და ბედნიერი იმით მაინც ხარ რომ მაგ სიტყვას შემხვედრი, ფასდაუდებელი სიტყვებითურთ არ ისვრი და ნათლად გექნება წარმოდგენილი და გათავისებული მისი აზრი და მნიშვნელობა-დარწმუნებით მიყალიბებს თავის აზრს
-ლელაა... შენ ჩემზე ადრე გადახვედი ჭკუიდან ვითომ? -სერიოზულად აღვნიშნავ და ბოლოს ოდნავ მაინც მეღიმება
-აბა რა ცალმხრივი გოგო! დაკვირვებული არ ხარ როგორ გიყურებს? ჯერ მარტო ალექსის ვის აძახებინებს ერთი. -გამოსვლა დაამთავრა და ბოლოს დაამატა-ადექი ახლა გავისეირნოთ. მოვასწროთ თორემ მგონი იწვიმებს, მომენატრა შენთან ერთად თბილისის შემოვლა...
მართლა სიხარულით დავთანხმდი, აღარ მახსოვდა არც ნიკა და არც მისი ტყუილები. რამდენჯერმე დამირეკა და გავუთიშე, მერე ალბათ დაიღალა, ეგონა ვერ დავინახე მაშინ, კაფეში, მერე ჩემი დამშვიდებაც დაეზარა და გაჩერდა.
პატარა ბავშვს რომ თბილისს და მაღაზიებს პირველად აჩვენებ, ზუსტად მასე ვიყავი მეც. ზოოპარკში ყველა ცხოველის დანახვა პატარა ბავშვივით მიხაროდა, ლამაზი ყვავილების დანახვისას თავს ვერ ვიკავებდი, ალბათ გამვლელებს გიჟი ვეგონე, ზოგი ისეთი სახით მიყურებდა ალბათ ვეცოდებოდი ან ეშინოდათ ჩემი, მაგრამ მე მათი მრავალ მეტყველი სახის დანახვაც მსიამოვნებდა და მახარებდა. ლელას პროგნოზიც გამართლდა,
გაწვიმდა... ჩემთვის გაწვიმდა... ფერებთან ერთად წვიმაც მივისაკუთრე და იმდენად ბედნიერი გავხდი რომ ყველაფერი დამავიწყდა. ალექსიღა მრჩებოდა მარტო... და რა თქმაუნდა მშობლები... სახე წვიმას მივუშვირე, ხელები გავშალე და წვიმის მხიარულად მოწიკწიკე წვეთებს შევუერთდი. თავს რაღაცნაირად, სხვანაირად ვგრძნობდი, თითქოს რაღაც ახალ ძალას დაედო ბინა ჩემში, მე კი ნელ-ნელა ვითავისებდი...
-ხომ გითხარი თავს გაუფრთხილდი-თქო?-ყურთან ჩამესმის საყვარელი ხმა. ჯერ ვცბები მაგრამ თვალებს არ ვახელ. "ალბათ სურვილი იმდენად დიდი მაქვს რომ მომეჩვენა" გავიფიქრე. ხელები სახეზე მოვისვი და თავი გავაქნიე
-იზი-უკვე მხიარულად მესმის, ზურგსუკან. სწრაფად ვტრიალდები
-ლელა მგონი მოჩნებები დამე... აა ჯანდაბა-ვყვირი სველი ალექსის დანახვისას, გული მიჩქარდება. თვალებში ვუყურებ და ვხვდები რომ ამქვეყნად ყველაზე ლამაზი თვალები აქვს. შავი? არა, მუქი თაფლისფერი? ვერ გავიგე- შენ აქ რა გინდა? -ხმის ტემბრს ვერ ვაკონტროლებ და ალექსის ყოფნით შეშინებული გვიან ვამჩნევ შორიახლოს სიცილით გაწითლებულ ლელას. ყურადღება ისევ ალექსისკენ გადმომაქვს. ტუჩის კუთხე ჩაუტეხავს და ჯიუტად მიყურებს.
-ემოციები უნდა აკონტროლო-დინჯი ხმით მეუბნევა.
-ხო შენ ხო გეხერხება, სხვა შეაშინო, შენ კი არასდროს არაფერი შეიმჩნიო-რაც პირზე მომადგა ის ვთქვი. ოდნავ იღიმის, მკლავზე ხელს მკიდებს და კუთხისკენ მივყავარ
-შეგაშინე?-თითქოს არაფერიო ისე მეკითხება
-უი არ იცოდი?-მოჩვენებით ვიკვირვებ-გიჟი ხარ შენ ოფთალმოლოგობა რად გინდა-ჯერ კიდევ არეული პულსის დარეგულირებას ვცდილობ
-ისევ ხომ არ დაგაბრმაო? ან კიდევ უკეთესი. ახლა დაგამუნჯებ-სერიოზულად მეუბნევა და თვალებში მიყურებს. სახე მკაცრი აქვს მაგრამ რატომღაც მისი თვალები თბილი მეჩვენება. იმდენად თბილი რომ მინდა ჩავეხუტო. მინდა რომ სულ ასე მიყუროს თუნდაც ჩემი ბევრი საუბრით გავაბრუო და დამემუქროს. მთავარია შემომხედოს. მართლაც მაგარ შარში ვარ, ვასკვნი და ჩემი სახელიც მესმის
-იზი... კარგად ხარ?-ღიმილიანი თვალებით მიყურებს
-სანამ მოხვიდოდი კი... ახლა აღარ-ვპასუხობ ოდნავ ჩუმად
-ახლა რატომ არა? -გამომცდელად მეკითხება.
-აქ რა გინდა?- მართლა მაინტერესებს
-არ დაგავიწყდეს რამდენიმე დღეში მოსვლა კარგი?-ლოყაზე მკოცნის და ჩქარი ნაბიჯით მშორდება. ხო რომელი კითხვაც არ მოწონს თავს არიდებს. ესეც საექიმოზე ასწავლეს ნეტავ, მეცინება და ლელასკენ მივიწევ
-მორჩი სიცილს?
-აუ იზი, ისე საყვარელი იყავი? პატარა ბავშვივით... ჯერ ხუთი წუთი იდგა და გიყურებდა, მერე მოვიდა-ღიმილით ამბობს და თან მიხუტებს
-მერე ვერ გამაფრთხილე?-გაბუსხული ვსაყვედურობ
-არა-სერიოზულად მპასუხობს-მერე მე ვეღარ ვიცინებდი...
-სულელო-ღიმილით ვუყურებ და ვხვდები რომ მომნატრებია, ეს ღიმილა გოგო რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდით იდგა, მომნატრებია... მისი სახის ნაკვთებს ვუყურებ და მსიამოვნებს რომ მაქვს შესაძლებლობა ისევ ვხედავდე. ძლიერად ვეხუტები და თვალებს ვუკოცნი. ჩახუტებულები მივდივართ სახლამდე და ვფიქრობ რომ დროა ჩემებსაც შევეხმიანო, მიუხედავად მათი ცივი ხასიათის ვფიქრობ მაინც ჩემები ქვიათ. იმდენად ვიყავი საკუთარ თავში ჩაკეტილი რომ ნინასთვის არც დამირეკავს. მომეკითხა მაინც... ბინაში შევდივართ, ლელას ჩემს ჩანაფიქრს ვუზიარებ და ნინასაც ვურეკავ
-გისმენთ-მესმის წკრიალა ხმა
-ნინა როგორ ხარ? იზი ვარ?
-იზი? ა გაგახსენდი? კარგად შენ?-ცოტა ირონიულად მომმართავს და უკვე ვხვდები რომ შეიძლება ვინანო
-გამახსენდი? შენ რა გააკეთე რომ არ დამვიწყებოდი?-სასხვათაშორისოდ ვეუბნევი და ვაგრძელებ-არ გვინდა მსგავს თემებზე, უბრალოდ მოსაკითხად დაგირეკე და თუ ფიქრობ რომ არ გამოგვივა ნორმალური საუბარი მაშინ უბრალოდ დაგემშვიდობები
-შენ როგორ ხარ?-ცოტა ხნის დუმილის შემდეგ მეკითხება ოდნავ ცივი ხმით
-კარგად. გამოცდებზე რა ქენი? პასუხები იყო? ჩააბარე?
-კი ჩავაბარე... ბინის პრობლემა გვაქვს-ვითომ არაფერიო ისე ჩაილაპარაკა
-მეორე ბინას ვერ მოგცემ და თუ თანახმა იქნები აქ, ჩვენთან მოდი. არც მე და არც ლელა წინააღმდეგი არ ვიქნებით-ვთავაზობ და პასუხს ველოდები
-თუ ნერვებს არ მომიშლით მაშინ არვიცი-სწერვულად მიწკრიალებს და მეც მოთმინების ფიალა მევსება
-მაშინ უკეთესი, ხიდის ქვეშ დაიძინე. მაგაზე უკეთესი პირობები მაინც არ იქნება შენი შესაფერისი.-საოცარი ირონიულობით ვცრი და ტელეფონსაც ვთიშავ.
-დეგენერატი, ჩვენ თანახმა ვართ ავიტანოთ და ის კიდე ნერვებს თუ არ მომიშლითო. ხოდა წავიდეს სადაც არ მოუშლიან. არა, მე მოვემსახურები.-ნერვებმოშლილი ლელასთან ვიცლები და დივანზე ვეხეთქები
-იიიზ.... ალექსმა... აი იმან ძაან სიმპატიური რომაა-ცდილობს არ გაეცინოს- ასე თქვა ემოციები აკონტროლოსო...-თვალს მიკრავს და ოდნავ მეღიმება. ლელა კი აგრძელებს
-არა დაკვირვებჯლი ხარ ალექსის ხსენება შენზე დიმედროლივით რომ მოქმედებს? აბა რა გინდოდა რას დაურეკე, ვითომ არ იცი რა ხილია ეგ შენი ნინა. ისე მოვიდეს პაწა გავერთობით.-წამალს ხელს კიდებს და ჩემს გვერდით, მთელი ინერციით ეხეთქება სავარძელს-მოდი კნუტო, ჩაგასხა ბრიალა თვალებში
-ლელა კარგად ხარ? რამდენი ხანია მასეთი განწყობით არ ყოფილხარ, დავიჯერო ნუგო ქვია მაგ შენს პოზიტივს?-წარბის აწევით ვურაკრაკებ და თვალს ფართოდ ვახელ
-შენი თვალები და ზედ დამატებული ჩემი ნუგო...-თვალების ფახურით ინაბება და წამალს მაწვეთებს. რამდენიმე წამი თვალებს ვახამხამებ და ახლა მეორე თვალის ჯერია. პროცედურას ვამთავრებთ და ჩემი ტელეფონიც მღერის. როგორც ყოველთვის ახლაც ლელა მასწრებს და ეკრანზე დახედვის შემდეგ ღრმად ისუნთქავს, მე კი უკვე ვხვდები ვინ არის და ვფიქრობ დროა ვუპასუხო
-გისმენ-ვცდილობ მტკიცე ხმით წარმოვთქვა
-გემრიელო როგორ ხარ, რატომ არ მპასუხობდი?-ოდნავ აღელვებული ტონით მეკითხევა
-ვიფიქრე ხელს ვუშლი-თქო -ჩუმად ვეუბნევი და ვცდილობ არ ავღელდე
-არ ინერვიულო, არ განიცადო-მეორე ყურში ჩამჩურჩულებს ლელა, მე კი თანხმობის ნიშნად ვუღიმი
-ხელი შემიშალო? რას ამბობ... როგორ ჩაიარა ოპერაციამ, სახლში ხარ? შენი ნახვა მინდა-ჩვეულებრივი ტონით მატყობინებს
-ოპერაციამ? ვფიქრობ უკვე იცი... შენ...-ხმა მიკანკალებს, ვხვდები რომ მიძნელდება სიტყვების თქმა, ხო, შეიძლება არ მიყვარდა მაგრამ იმასაც ვერ ვუარყობ რომ მის მიმართაც მაკავშირებდა ლტოლვა ან ვნება, მსიამოვნებდა რომ ჩემს გვერდით იყო, მაგრამ მახსენდება იმ გოგოსადმი ნათქვამი "მიყვარხარ" და სწორედ აქ წყდება მისდამი ყველაფერი
-ნიკა მოდი არ გვინდა ტყუილები და უბრალოდ მითხარი ჩემგან რა გინდოდა და ახლა რა გინდა?-მტკიცედ ვეკითხები ისე, რომ მეც მიკვირს.
-იზი რას მეკითხები... მიყვარხარ-უტეხად ამბობს და მეც სიცილს ვიწყებ
-გიყვარვარ... გიყვარვარ... ის გოგოც გიყვარს? რა ქვია? აღარ მახსოვს. იქნებ შენ გამახსენო? მომისმინე შენთან არანაირი ვალდებულება არ მაქვს, არც შენ. ამიტომ როგორც გამოჩნდი და მომესალმე ისევე წადი და დამემშვიდობე. ეს იყო ჩემ ისტორიაში ჩემი ოცნებები. დამთავრდა, გამოვფხიზლდი და მადლობა.ერთიანად მივაყარე და გავუთიშე. ლელას შევხედე რომელიც უსიტყვოდ მიყურებდა, თითქოს მამშვიდებსო, ვეღარ გავუძელი, ცრემლებმაც გზა იპოვეს, სააბაზანოში გავიქეცი და პირზე ცივი წყალი შევისხი.
-იზი ასე რატომ განიცდი?-უკან დამეწია ლელა
-არ ვიცი.ძალიან ემოციური გავხდი. არ მიყვარს, არც მძულს... უბრალოდ ჩემი თავი ისე საცოდავი მგონია, რომ ალბათ სხვა რომ ვიყო ზედაც არ შევხედავდი. ასე დებილი როგორ ვიყავი რომ ისე ვენდე არ მიყვარდა, ისე ვენდე არც კი ვკითხე სად ცხოვრობდა ან კიდევ საერთოდ რას საქმიანობდა. ყველაზე მეტად კი, ის მიშლის ნერვებს, რომ ერთად, ერთ საწოლში გვეძინა, რომ შემეძლოს ტვინის იმ უჯრედს დიდი სიამოვნებით მოვკლავდი, სადაც ეს ღამეა ასახული. ხომ შეეძლო უბრალოდ მეგობარი ყოფილიყო, ან ნაცნობი, თუ არ ვუყვარდი რატომ მითხრა მიყვარხარო... ჯანდაბა ჯანდაბა...
-კარგი მორჩა-თქო გითხარი იზი... თავს ნუღარ იტანჯავ... ვსო... მე ვფიქრობ უფრო ერთმანეთს იზიდავდით და ვსო...ეს იყო სულ... მორჩი ტირილს, აღარ უნდა იტირო... აღარ დაგირეკავს და შენც დაივიწყებ!
-რა იცი?-იმედმოცემულმა ტირილით ვკითხე
-ეგეთი ადამიანები სხვა გასართობსაც ადვილად პოულობენ.
-ძველი კი ავიწყდებათ...-სევდიანად ამოვილაპარაკე არა იმოტომ, რომ დამივიწყებდა, იმიტომ, რომ ჩემითაც გაერთო.მეც ერთ-ერთი ვიყავი
-ვინ ვინ და შენ ნამდვილად ვერ დაგივიწყებს-ჩაილაპარაკა, ძლიერად გადამეხვია და საძინებლისკენ მიბიძგა...


_____________


ჩემო ტკბილებო და თბილებო, მადლობები ბევრი და კიდევ უამრავი ბოდიში დაგვიანებისთვის, მაგრამ მგონი დიდი თავია არა? მიყვარხართ და მიხარიხართ



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

რა კარგი იყოო, თბილი და ტკბილი თავი. როგორ მათბობს ეს ისტორია ვერ წარმოიდგენ. არასოდეს დავიღლები იმის თქმით, რომ შენ საოცრება ხარ❤❤

 


№2 სტუმარი No oon

Sadaxar amdrnxans... Úkve seriozulad vnerviulobdi roar chandi... Dzalian. Gamaxare gelodebodi... Tan iset dros gawyvite xo saertod gadavirie.... Chaujeqi exla da emociebs mere davwer......

Kargi iyo. Es nika amden yjradgebadac ar girda iqve davtovebdi me.... Izis grdznobebic gamoikveta ase tu ise aleqsisac .... Male male daatbe amati grdnobebi exla da egaa.... Kargi gogo xar shen

 


№3  offline წევრი kethrine

Chikochiko
რა კარგი იყოო, თბილი და ტკბილი თავი. როგორ მათბობს ეს ისტორია ვერ წარმოიდგენ. არასოდეს დავიღლები იმის თქმით, რომ შენ საოცრება ხარ❤❤

ჩემო გამხარებელო გოგო, დიდი მადლობა, შენ ხარ თბილი და ტკბილი, და მიხარია რომ ჩემთან მყავხარ. მადლობა უდიდესი

No oon
Sadaxar amdrnxans... Úkve seriozulad vnerviulobdi roar chandi... Dzalian. Gamaxare gelodebodi... Tan iset dros gawyvite xo saertod gadavirie.... Chaujeqi exla da emociebs mere davwer......

Kargi iyo. Es nika amden yjradgebadac ar girda iqve davtovebdi me.... Izis grdznobebic gamoikveta ase tu ise aleqsisac .... Male male daatbe amati grdnobebi exla da egaa.... Kargi gogo xar shen

მადლობა ნონა, ჩემო ღიმილა გოგო, სულ მეღიმება შენს კომენტარებს რომ ვკითხულობ. ნიკასთან უფრო ლტოლვას განიცდიდა და ასე თუ ისე ეტკინა რომ მოატყუა. რაც შეეხება ალექს, მასთან სიახლოვე უნდა, მისი საუბარიც უყვარს მაგრამ მიუხედავად იმის, რომ ალექსი განსაკუთრებულად ექცევა იზის, ამ უკანასკნელს მაინც რაღაც აბრკოლებს, რაღაც არ აძლევს საშუალებას რომ გრძნობები გადმოსცეს.(სიყვარულს და სითბოს ვგულისხმობ)
მოკლედ მგონი ისე ავღწერე ორივე, ისტორიაში არ მიქნია მასე. :დდდ
მადლობა ჩემო სტიმულო დიდი. ვეცდები აღარ დავიგვიანო
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაიმე ალექსი რა მაგარი ტიპია რა,სულ იქ როგორ ჩნდება სადაც ეს გოგოა,როგორ უთხრა: სამაგიეროდ შენ დამინაზმხეო.დარწმუნებული ვარ ისე დაასრულებ როგორც ჩვენ გაგვიხარდება.ოო ნიკა მინდა მოვკლა, ცინიკოსი ეს.დეგენერატი.როგორ გამახარე იცი ახალი თავი რომ ვნახე.თვალები გამიბრწყინდა,იმდენად მომწონს და მაინტერესებს რა მოხდება.
--------------------
ლანა

 


№5  offline წევრი kethrine

La-Na
ვაიმე ალექსი რა მაგარი ტიპია რა,სულ იქ როგორ ჩნდება სადაც ეს გოგოა,როგორ უთხრა: სამაგიეროდ შენ დამინაზმხეო.დარწმუნებული ვარ ისე დაასრულებ როგორც ჩვენ გაგვიხარდება.ოო ნიკა მინდა მოვკლა, ცინიკოსი ეს.დეგენერატი.როგორ გამახარე იცი ახალი თავი რომ ვნახე.თვალები გამიბრწყინდა,იმდენად მომწონს და მაინტერესებს რა მოხდება.

შენ... შენ რა გოგო ხარ არ ვიცი მე. ჩემად რომ გთვლი და სულ რომ ველოდები შენს აზრს. ჩემო პოზიტივოოოო, უდიდესი მადლობა საყვარელო, ვეცდები არ გავწელო, აკბათ მალეც დასრულდება მაგრამ მე აქედანვე ვფიქრობ მერე, შენ /თქვენ მონატრებას, რითი ვუწამლო. ❤❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

kethrine
La-Na
ვაიმე ალექსი რა მაგარი ტიპია რა,სულ იქ როგორ ჩნდება სადაც ეს გოგოა,როგორ უთხრა: სამაგიეროდ შენ დამინაზმხეო.დარწმუნებული ვარ ისე დაასრულებ როგორც ჩვენ გაგვიხარდება.ოო ნიკა მინდა მოვკლა, ცინიკოსი ეს.დეგენერატი.როგორ გამახარე იცი ახალი თავი რომ ვნახე.თვალები გამიბრწყინდა,იმდენად მომწონს და მაინტერესებს რა მოხდება.

შენ... შენ რა გოგო ხარ არ ვიცი მე. ჩემად რომ გთვლი და სულ რომ ველოდები შენს აზრს. ჩემო პოზიტივოოოო, უდიდესი მადლობა საყვარელო, ვეცდები არ გავწელო, აკბათ მალეც დასრულდება მაგრამ მე აქედანვე ვფიქრობ მერე, შენ /თქვენ მონატრებას, რითი ვუწამლო. ❤❤❤❤

ახალი ისტორიით საყვარელო.თუმცა არ მინდა მალე დასრულდეს kissing_heart
--------------------
ლანა

 


№7  offline წევრი kethrine

La-Na
kethrine
La-Na
ვაიმე ალექსი რა მაგარი ტიპია რა,სულ იქ როგორ ჩნდება სადაც ეს გოგოა,როგორ უთხრა: სამაგიეროდ შენ დამინაზმხეო.დარწმუნებული ვარ ისე დაასრულებ როგორც ჩვენ გაგვიხარდება.ოო ნიკა მინდა მოვკლა, ცინიკოსი ეს.დეგენერატი.როგორ გამახარე იცი ახალი თავი რომ ვნახე.თვალები გამიბრწყინდა,იმდენად მომწონს და მაინტერესებს რა მოხდება.

შენ... შენ რა გოგო ხარ არ ვიცი მე. ჩემად რომ გთვლი და სულ რომ ველოდები შენს აზრს. ჩემო პოზიტივოოოო, უდიდესი მადლობა საყვარელო, ვეცდები არ გავწელო, აკბათ მალეც დასრულდება მაგრამ მე აქედანვე ვფიქრობ მერე, შენ /თქვენ მონატრებას, რითი ვუწამლო. ❤❤❤❤

ახალი ისტორიით საყვარელო.თუმცა არ მინდა მალე დასრულდეს kissing_heart

ჩემი იმედი და პოზიტივი ხარ შენ და უდიდესი მადლობა ამისთვის kissing_heart
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent