ტკბილი წვიმა (მეცხრე თავი) დ ა ს ა ს რ უ ლ ი
–ჩემი ბრალია.როგორ დავტოვე. _ხმამაღლა წამოიყვირა ნოემ და კედელს ხელი დაარტყა –გეყოფა .გთხოვ. _უთხრა ანამ–თავს ნუ იდანაშაულებ რა უნდა გექნა?ან რა იცოდი რომ შენთანაც მოაგნებდნენ. –რამე რომ დაემართოს მოვკვდები_თქვა ნოემ და ხმა გაუწყდა –აზრზე მოდი_ორივე ხელი ბეჭებზე დაადო ალექსმა.–ვიპოვით ,აუცილებლად ვიპოვით კატოს ,მას არაფერი დაემართება ნოემ ორივე ხელი სახეზე აიფარა და იატაკზე დაჯდა.უკვე სამი საათი გავიდა.კატოზე კი ვერაფერი გაარკვიეს.ადგილი,სადაც პოლიციას ლელა და მისი თანამზრახველები უნდა აეყვანათ ცარიელი აღმოჩნდა.ლევანი არაფერს ამბობდა.სასოწარკვეთისგან არარ იცოდა რა გაეკეთებინა.მისაღებ ოთახში ნერვიულად სცემდა ბოლთას და ყოველ წამს ტელეფონის ეკრანს დაჰყურებდა,თუმცა ამაოდ.კიდევ ერთი საათი გავიდა ,რომელიც ყველას საუკუნედ ეჩვენა. მოულოდნელად ყველა ანას მობილურის ზარმა გამოაფხიზლა. ანა სავარძლიდან წამოდგა და მაგიდაზე დადებულ ტელეფონს დაწვდა. –ვიდეოა._ხმადაბლა წარმოთქვა.ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ვიდეო გახსნა. ყველა ანას ირგვლივ მოგროვდა.ვიდეოში კატო ჩანდა.სადღაც ოთახში სკამზე მიბმული და პირაკრული.მის გვერდით კი ლელა იდგა,რომელსაც მის კისერზე დანა ჰქონდა მიდებული.დამცინავად იღიმოდა და იმუქრებოდა,რომ თუ ფულს ორ საათში არ მიუტანდნენ კატოს ყელს გამოჭრიდა.ასევე ისიც დაამატა,რომ თუ პოლიციას გააგებინებდნენ ამ ყველაფერს კატოს ცოცხლად დაწვავდა. –მოვკლავ მაგ ბოზს._მაგიდას ხელი დაარტყა ნოემ მანქანის გასაღები ჯიბიდან ამოიღო და გარეთ გავიდა. ყველა გაეკიდა.ლევანმა მოასწრო და სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა მკლავზე ხელი მოკიდა. –ნოე,დაწყნარდი.შენ რა გგონია,ჩემ შვილს გავწირავ?მაგრამ ახლა გაჩერდი,სისულელეს ნუ გააკეთებ. –აბა რა უნდა გავაკეთო.ვიჯდე და ველოდო კატოს როდის მოკლავს ის ავადმყოფი ქალი?_დაიყვირა ნოემ –დროზე უნდა ვუშველოთ კატოს ის ქალი მართლა ავადმყოფია და მოკლავს. –ანა,ანა დამშვიდდი_ორივე ხელი მოხვია ალექსმა ქალს.–პოლიციას გავაგებინებთ,ჩუმად გამოგვყვებიან.თანხას გადავცემთ და როდესაც კატო უკვე ჩვენთან იქნება შენობას ალყას შემოარტყამენ და დაიჭერენ.კატო კარგად იქნება გპირდები –და ყველაფერი ისე რომ არ წავიდეს ,როგორც ჩვენ დავგეგმეთ?დარწმუნებული ხარ რომ კატოს გამოუშვებენ? –ანა_ნოე ანას მიუბრუნდა–საკუთარი სიცოცხლის გაწირვაც რომ დამჭირდეს,გპირდები კატოს ცოცხალს და უვნებელს დავაბრუნებ.ჩემი ბრალია,რომ ახლა ის ამ დღეშია.მარტო არ უნდა დამეტოვებინა.მე გამოვიხსნი კატოს. –შენ მარტო არ ხარ_მხარზე ხელი დაადო ალექსმა –ბიჭებო,დრო გადის_თქვა ლევანმა_ჩემს ბანკირს დავურეკე და თანხა უკვე მზადაა.პოლიციაც მობილიზებულია. საუბარი ანას ტელეფონზე მოსულმა შეტყობინების ხმამ შეაწყვეტინათ. ანამ შეტყობინება ხმამაღლა წაიკითხა.შეტყობინებაში ეწერა,რომ ფული ანას უნდა მიეტანა.თანაც მარტო უნდა ყოფილიყო,წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც უკვე ახსენეს კატოს ცოცხლად დაწვავდნენ. –არა.ამაზე არც იფიქრო –ალექს,სხვა გზა არაა. –ეს სულ იმ საბას ხრიკებია.კატოს გამოშვებას არც აპირებდნენ,პირიქით შენი მოკვლაც უნდათ_თქვა ალექსმა –ალექს,დრო იწურება.ფულს მე მივიტან. –შვილო იქ როგორ გაგიშვა ,თანაც მარტო –მამა,მარტო არ ვიქნები.პოლიცია ჩუმად ხომ გამომყვება.მეც და კატოც კარგად ვიქნებით.გთხოვთ ნუ შემეწინააღმდეგებით,მინდა ჩემი დისთვის რაღაც მაინც გავაკეთო ,ჩემ გამო ისედაც ბევრის გადატანა მოუწია. სამივე მამაკაცი სუნთქვაშეკრული უსმენდა ანას.ხვდებოდნენ,რომ სხვა გზა არ იყო.სამივეს ერთი და იგივე აზრი უტრიალებდა თავში.არ უნდოდათ ანას გაშვება. –ანა,ჩვენ სულ ახლოს ვიქნებით.არ დავშვებ იმ ავადმყოფებმა რამე დაგიშავონ,შენ ან კატოს._უთხრა ნოემ და ანას მოეხვია. –ალექს_ანა ალექსს მიუბრუნდა–გთხოვ დაწყნარდი.ხომ იცი იქ შენი იმედით მივდივარ.ვიცი ,რომ ახლოს იქნებით.არაფერი მოხდება. ლევანს შავ ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცი მიუახლოვდა და ჩემოდანი გადასცა.~ –ფული მოიტანეს –უნდა ვიჩქაროთ_თქვა ანამ მამას ჩემოდანი გამოართვა და მანქანისკენ წავიდა. ალექსმა ხელი მოკიდა და მისკენ მოატრიალა. –ხომ იცი ყველაფერი კარგად იქნება. –კატოსთან ერთად დავბრუნდები_უთხრა ანამ და ალექსს აკოცა.შემდეგ მანქანაში ჩაჯდა ... ანა იმ შენობას უახლოვდებოდა,სადაც კატო ყავდათ.შენობის რგვლივ პოლიციელები იყვნენ დამალული.უკაცრიელი ადგილი იყო და ირგვლივ არავინ ჩანდა.ანამ მანქანა გააჩერა და გადმოვიდა.ჩემოდანი ხელში აიღო და შენობას მიუახლოვდა.ყოველი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ გული უფრო და უფრო ჩქარა უცემდა,გულის ცემას ყელშიც გრძნობდა.მღელვარებისგან მთელი სხეული უკანკალებდა,თუმცა უკან დახევას არ აპირებდა.ღრმად ჩაისუნთქა და შენობაში შევიდა. საშინლად ბნელოდა,თუმცა რამდენიმე წამის შემდეგ მის წინ მომავალი ორი სილუეტი შეამჩნია.გულის ლამის ამოუვარდა.მამაკაცები უახლოვდებოდნენ.ერთი ნათურა ვიღაცამ ააანთოდა ანამ დაინახა,რომ ერთ–ერთი მათგანი საბა იყო.მამაკაცი დამცინავად იღიმებოდა და ანას თანდათან უახლოვდებოდა.ანა ზიზღის გრძნობამ შეიპყრო და გულის რევის შეგრძნება დაეუფლა. –მოხვედი საყვარელო?_ხმამაღლა გაიცინა საბამ და ანას თმაზე შეახო ხელი ანამ ზიზღით მოიშორა მისი ხელი და უკან დაიხია. –ფული მოვიტანე,როგორც შევთანხმდით.ახლა კატო გამოუშვით. –ასე ნუ ჩქარობ.ცოტა გავერთოთ._ანას მიუახლოვდა საბა ,ერთი ხელი წელზე მოხვია და მეორე ხელი სცადა მაისურის ქვეშ შეეცურებინა.მაგრამ ანამ შემოდანი მოუქნია და თავშ ჩაარტყა.საბამ წონასწორობა დაკარგა და წაიქცა –უხ შე ძუკნა,მოგკლავ_თავზე ხელი წაივლო და გაქცეულ ანას გახედა.–რა ჯანდაბას უყურებ.გაეკიდე და აქ მოათრიე_უყვირა მის წინ მდგომ კაცს. ანა კიბეზე ავიდა და მეორე სართულზე ერთ–ერთ ოთახში მდგარ კარადაში დაიმალა.ცდილობდა ჩუმად ყოფილიყო და პირზე ხელი მიიჭირა.ოთახში ვიღაც შემოვიდა.ყოველი ნაბიჯის ხმაზე უფრო და უფრო მაგრად იჭრა ხელს პირზე,რომ ხმა არ ამოეღო. ის ვიღაც კარადას მიუახლოვდა და გაღება დააპირა,მაგრამ ამ დროს ლელა შემოვიდა. –კიდევ ვერ იპოვე? _ბრაზით უთხრა მამაკაცს –არ ვიცი სად გაქრა. –თავი დაანებე და კატოს მიხედე.მესამე სართულზე აიყვანე. –კარგი. ოთახი ორივემ დატოვა. –მესამეზე უნდა ავიდე_გაიფიქრა ანამ და კარადიდან ფრთხილად გამოვიდა.როდესაც დარწმუნდა,რომ დერეფანში არავინ იდგა ოთახიდან გამოვიდა და პირდაპირ კიბისკენ წავიდა.მაშინვე კედელს მიეფარა,როგორც კი თვალი მოკრა თუ როგორ შეიყვანეს ერთ–ერთ ოთახში კატო.კართან ორი მამაკაცი იდგა. ... –ანას შეტყობინებაა_თქვა ალექსმა –იცის კატო სად არის?_ჰკითხა ნოემ. –მესამე სართულზეა,დასავლეთის მხარეს. –უნდა ვიმოქმედოთ_თქვა მანქანის უკანა სავარძელზე მჯდარმა პოლიციის უფროსმა და რაციით დანაყოფებს უბრძანა ალყა შემოერტყათ შენობისთვის. პოლიციელები შენობის ირგვლივ ხეებში და ბუჩქებში დაიმალნენ და ბრძანებას ელოდნენ. –როგორც კი კატო თავისუფალი იქნება შენობას შტურმით ავიღებთ –მეშინია.ყველაფერი ცუდად არ წავიდეს.იქ ჩემი ორი შვილია. –ყველაფერი კარგად იქნება.ახლა კი თქვენ მოშორებით უნდა დადგეთ. _უთხრა პოლიციის უფროსმა და მანქანიდან გადავიდა. ალექსმა მანქანა გვერდზე გადააყენა. … ანა კედელს მოფარებული უთვალთვალებდა მცველებს.ცდილობდა,როგორმე ოთახში შეეღწია.ლელამ მამაკაცებს დაუძახა,ანამ დრო იხელთა და ოთახში შეიპარა.კატო აცრემლებული თვალებით უყურებდა დას და თვალებს არ უჯერებდა. –ანა,მართლა შენ ხარ?_გახარებულმა თქვა,როდესაც ანამ პირიდან სახვევი მოხსნა. –აქედან გაგიყვან.ნუ გეშინია_ეუბნებოდა ანა და თან ხელებს უხსნიდა. მოულოდნელად ზურგზე ცივი საგნის შეხება იგრძნო. –არ გაინძრე,თორემ კატოს შუბლს გავუხვრეტ._გაისმა საბას ხმა. –ერთი ამას უყურეთ_ჩაიცინა ლელამ–ჩვენი გმირი გოგოც მოსულა –შე ნაგავო_გაბრაზებული ანა ლელასკენ წავიდა ანა ორმა მამაკაცმა დააკავა და ჩემოდანი წაართვეს. –ორივე დახოცეთ._ცივად და ხმადაბლა თქვა ლელამ და ოთახის დატოვება დააპირა თუმცა ვიღაცამ ხელი კრა და ძირს დააგდო.ანა ლელასთან მივიდა და ხელები შეუკრა. –ძალიან ხომ არ ჩქარობ ლელა? _დამცინავად კითხა ალექსმა –ერთხელ გადამირჩი ალექს,მაგრამ ახლა ნამდვილად გამოგასალმებ სიცოცხლეს._იარაღი დაუმიზნა საბამ –არა_იყვირა ანამ –ძვირფასო ანა,უყურე როგორ გავასხმევინებ შენს სიყვარულს ტვინს საბამ იარაღი გადატენა და ის ის იყო სასხლეტს უნდა გამოეკრა,რომ ნოე უკნიდან მიეპარა და კისერში სკამის ფეხი ჩაარტყა.საბა დაეცა და იარაღი ხელიდან გაუვარდა.ჯიბიდან დანა ამოიღო და ანა მძევლად აიყვანა. –შენობა ალყაშია,დაგვნებდით_გაისმა საყვირში პოლიციის უფროსის ხმა. –პოლიცია?ხომ გაგაფრთხილეთრომ არავითარი პოლიცია.ახლა თქვენ თავს დააბრალეთ რაც მოხდება._საბამ იქვე მდგარ ბენზინით სავსე ქილას ფეხი კრა და ანთებული სანთებელა ესროლა.თვითონ ფულიტ სავსე ჩემოდანს ხელი დაავლო,გაიქცა და ანაც გაიყოლა.ალექსი და ნოე საბას გაეკიდნენ.პოლიციელები შენობაში შევიდნენ.ორმა მათგანმა კატო და ლელა გამოიყვანა.ლელას ბორკილები ლევანის თვალწინ დაადეს და მანქანაში ჩასვეს. –ამას განანებ ლევან.ყველას დაგხოცავთ _ხმამაღლა ყვიროდა ლევანმა საპასუხოდ ხელი დაუქნია და დამცინავად გაუღიმა. ... –სად ჯანდაბაში წავიდა_იყვირა ალექსმა –თავს წავაცლი მაგ ნაბიჭვარს შენობა მთლიანად კვამლში გაეხვა.ნოე და ალექსი ვეღარაფერს ხედავდნენ.ნოემ საბას მოკრა თვალი –იქით მიდის_ხელი გაიშვირა და შემდეგ ორივე იმ მიმართულებით გაიქცნენ საითაც საბა. ნოემ სცადა საბასთვის დანის წართმევა. –ანა,გაიქეცი_დაუყვირა მან ანა ალექსისკენ წავიდა. –ნოე ჩქარა წამოდი,შენობა ინგრევა_დაიყვირა ანამ. ნოემ საბას ხელი კრა და ანა და ალექსისკენ გამოიქცა.მაგრამ საბამ ძირს დაგდებული დანა აიღო და ნოეს ზურგში ჩაარტყა.უნდოდა მეორედაც ჩაერტყა ,მაგრამ იატაკი ჩაინგრა და სარდაფში ჩავარდა.ალექსი ნოესკენ გაიქცა.ანამ და ალექსმა ნოეს შენობიდან გამოყვანა მოახერხეს.კატო ნოესკენ გაიქცა.ნოე სასწრაფოს მანქანაში შეიყვანეს.კატოც თან გაჰყვა. ნოე ბევრს სისხლს კარგავდა,თვალები თანდათან დაუმძიმდა.კატოს ხმაც თანდათანობით აღარ ესმოდა.ქუთუთოები კიდევ უფრო დაუმძიმდა და ბოლოს ყველაფერი სიბნელემ მოიცვა. . . . –კატო,კატო გაიღვიძე თორემ დაგვაგვიანდება_ჩაესმა ძილში სოფოს ხმა –ცოტა მაცადე რა_უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა კატომ და საბანი თავზე წაიფარა. –კატო,ანა გველოდება .გაიღვიძე რა. –ჰო,ჰო ..._წაიბუზღუნა და ზლაზვნით წამოდგა საწოლიდან.ხელები თვალებზე მოისვა და ცოტა გამოფხიზლდა.ოთახს თვალი მოავლო.შემდეგ წამოდგა და ფანჯარა გააღო. –აი შენი კაბა_მუქი ლურჯი კაბა მიაწოდა სოფომ –მადლობა სოფო_კატომ კაბა გამოართვა.თვალი შეავლო და საწოლზე დადო –კატო მე ანასთან შევალ ოთახში,შენ მოწესრიგდი. –კარგი სოფო_უპასუხა კატომ და აბაზანაში შევიდა. . . . ანა სარკესთან იდგა,თეთრს კაბაში გამოწყობილი და საკუთარ ანარეკლს აკვირდებოდა. –ძალიან ლამაზი ხარ_ფიქრებიდან გამოარკვია სოფოს ხმამ ანამ გაუღიმა. –ძალიან ვღელავ_თქვა ანამ და კაბაზე ნაკეცი შეისწორა–კატო მზადაა? –მზად ვარ ანა_ოთახში შემოვიდა კატო–რა ლამაზი ხარ_გაუღიმა და მოეხვია ეზოში ორი მანქანა შემოვიდა. –მამა და ალექსი იქნებიან.წავედით_თქვა კატომ და სოფოსთან და ანასთან ერთად გარეთ გავიდა. ანამ და ალექსმა ხელი ღია ცის ქვეშ მოაწერეს.ზუსტად ისე,როგორც ოცნებობდნენ.ოქროსფერი შემოდგომა ფონად და ყვითელი ფოთლები ხალიჩად.საღამოს კი პატარა წვეულება საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. –თავი სიზმარში მგონია_თქვა ალექსმა და ანას აკოცა. –ლამაზ სიზმარში. –რომელიც არასდროს დასრულდება. –გახსოვს შვილიშვილებმა რომ ალექსანდრე ბაბუა უნდა დაგიძახონ?_ეშმაკურად აუთამაშდა თვალები ანას. –რა დამავიწყებს_უპასუხა ალექსმა და სუნთქვაშეკრული ელოდა რას იტყოდა ანა და გულიც უფრო ჩქარა უცემდა.გრძნობდა ,რომ ახლა რაღაც სასიამოვნოს მოისმენდა –ორსულად ვარ ხმადაბლა წარმოთქმულმა ამ ორმა სიტყვამ ყველაფერი შეცვალა.სასიამოვნო თავბრუსხვევა იგრძნო და უჭირდა სიტყვებისთვის თავი მოეყარა,რომ ეს ბედნიერების შეგრძნება როგორმე გამოეხტა. –დღეს ორმაგად გამაბედნიერე_ყურში ჩასჩურჩულა ნაზად აკოცა.შემდეგ ხელები წელზე უფრო მჭიდროდ მოხვია და წყნარი,სასიამოვნო მუსიკის ფონზე განაგრძეს ცეკვა. მზე უკვე ჩადიოდა.საღამოვდებოდა .კატო ღვინის ჭიქით ხელში ერთ კუთხეში იდგა და სივრცეს გაჰყურებდა.თითქოს თვალებით ვიღაცას ეძებდა.მოცეკვავე წყვილებს აკვირდებოდა. ანა კატოს მიუახლოვდა. –გთხოვ ნუ ხარ მოწყენილი,გამხიარულდა_ხელზე მოეფერა დას. –არ ვარ მოწყენილი_გაუღიმა კატომ–ცოტა დავიღალე –არაუშავს,შენი ენერგიის წყარო მოდის_გვერდზე გაიხედა ანამ კატომაც იგივე მიმართულებით გაიხედა და გაეღიმა.თვალები ბედნიერებისგან აუციმციმდა.ღვინის ჭიქა მაგიდაზე დადო და მისკენ მომავალი ნოესკენ წავიდა.ნოემ ნაბიჯს უმატა,თვითონაც იღიმებოდა.ერთმანეთს მაგრად ჩაეხუტნენ. –მაპატიე,რომ გვიან მოვედი.ოპერაციაზე ვიყავი –არაუშავს,მთავარია რომ მოხვედი. –შენ ხომ მითხარი,რომ მე შენი ტკბილი წვიმა ვარ_უთხრა ნოემ და წელზე ხელები მოხვიდა –ჰო –ჰოდა მინდა,რომ შენ ცხოვრებაში სულ ტკბილად „ვწვიმდე“ _ღმილით უთხრა ნოემ და თითზე ბეჭედი გაუკეთა. ბედნიერებისგან მთელ სხეულში ჟრუანტელი უვლიდა,ნოეს მჭიდროდ მოხვია ხელები.თავი აწია.მუქი ჭაობისფერი თვალები სიყვარულით შესცქეროდნენ.ნოე სახეზე მოეფერა აკოცა და გულზე მიიკრა საყვარელი ქალი.ახლა აღარაფერზე ფიქრობდნენ.მხოლოდ ერთმანეთის გულისცემის მოსმენით ტკბებოდნენ და მუსიკის წყნარ რიტმებში იძირებოდნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.