შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნდობის ფასი (თავი V)


14-07-2017, 17:43
ავტორი tamo1804
ნანახია 1 386

–სხვისი საუბრის მოსმენა რომ უზრდელობაა, არ უსწავლებიათ შენთვის?–აქეთ შევუტიე მე.
–ნუ ცდილობ თავის არიდებას!–შეუვალი ჩანდა ის.
–არ ვარ ვალდებული კითხვაზე გიპასუხო–ვითომ გულგრილად ავიჩეჩე მხრები და ოთახიდან გამოსვლას ვეცადე. ხელი მტაცა და უკან დამაბრუნა, პირისპირ მედგა, ძალიან ახლოს, მისი ცხელი სუნთქვა სახეზე მეცემოდა, სიგარეტის, საზამთროს საღეჭი რეზინის და ცოტა სასმლის სუნშეპარული სურნელი.. ასე ნაცნობი.. ჩემდა გასაკვირად, თავის შემაგრება შევძელი, ხელი გავაშვებინე და შევუბღვირე:
–რა გინდა?
–მეკითხები კიდეც?–ჩემი „საფირმო“ ფრაზის გაგონებაზე თავი ვერ შევიკავე და ფხუკუნი ამიტყდა. ძლივს იკავებდა თავს, ტუჩის კუთხეში ღიმილი მაინც გაეპარა..
–არ მეცინება–სცადა, დინჯად ეთქვა.
–ხოო, გეტყობა. უნდა წავიდე, მეჩქარება.
–შვილი გელოდება ხო? იქნებ ქმარი?–სწრაფად აიკრა სარკაზმის ნიღაბი.
–უნდა წავიდე–ჩავილაპარაკე გულდამწყდარმა და ოთახიდან გიჟივით გამოვვარდი. კიბეზე ნინოს შევეფეთე, შეშინებული ჩანდა.
–სად დაიკარგე? მთელ სახლში დაგეძებ, ძალიან შემაშინე, რა მოხდა? რა სახე გაქვს?
–ახლა არ მკითხო, მოჩვენება ხომ არ დაინახეო, თორემ ვენესუელური სერიალის გადაღებაზე მეგონება თავი–უშნოდ ვცადე გახუმრება.
–და შენ მეტყვი, მგონი მართლა დავინახეო, ხო?–მის მზერას თვალი გავაყოლე და ჩემ უკან მდგომ ბექას წავაწყდი, მკაცრ მზერას არ მაშორებდა.
–ახლავე წავიდეთ აქედან–ხელი ჩავკიდე და სირბილით გამოვაქციე სახლიდან..
–აღარ იტყვი, რა მოხდა?–მკითხა გზაში.
–ჩემი ლაპარაკი გაიგონა, ბავშვს რომ ველაპარაკებოდი, გათხოვდიო, მკითხა..
–მერე შენ რა უთხარი?
–ვერაფერი ნინ, რას ვეტყოდი? სიმართლე როგორ ვუთხრა, მითხარი რაა..–მოულოდნელად ტირილი ამივარდა, ამდენი წლის მოთმინებამ თავისი გაიტანა, აღარ შემეძლო ტკივილის დამალვა.. ჰოო ტკივილამდე მენატრებოდა, მასთან გატარებულ თითოეულ წამს ველოლიავებოდი და ვერაფრით შევძელი მისი დავიწყება, მაგრამ ამას ამ დრომდე ვმალავდი, გულში ღრმად ვმარხავდი და საკუთარ თავსაც არ ვუმხელდი.. ბავშვის მოვლაზე ვიყავი გადართული და საკუთარი, პირადი ცხოვრება საერთოდ აღარ მახსოვდა.. ნიაკოს გახსენებამ ღიმილი მომგვარა, როგორც არ უნდა მიჭირდეს, მისი არსებობა ყველაფერს კურნავს.. ჩემი პანაცეა.. ვერაფრით ხვდებოდა, ასე რატომ ვეძახდი მოფერებით.. მკურნალია, ჩემი ყველაფრის მკურნალი..
************
იმ ღამით ბავშვთან ჩახუტებულს, შედარებით მშვიდად მეძინა. დილა მისი მხიარული კისკისით დაიწყო. ცალი თვალი ძლივს გავახილე, საათს გავხედე, მხოლოდ შვიდი საათი იყო, ის კი ისეთი ენერგიული და მონდომებული ჩანდა..
–აღარ დაიძინებ, ხო?
თავი სასაცილოდ გააქნია.
–და არც მე დამაძინებ, ხო?–უცბად წამოვდექი, დავიჭირე და ღიტინი დავუწყე, მთელი ძალით ახარხარდა, ხმაურზე დედაჩემიც შემოვარდა და ბალიშებს შორის ჩაფლულები რომ დაგვინახა, ხელის ჩაქნევით დაგვტოვა.
მხიარულება ტელეფონის ზარმა შეგვაწყვეტინა. მარიამი იყო, ნაწყენი მარიამი..
–არც კი დამემშვიდობე, ბაი.. ძალიან მეწყინა
–მარიამ, მაპატიე, ჩემი ბრალი არაა, უბრალოდ..
–ხო ვიცი, ბოდიში, მე არ ვიცოდი შენი და ბექას ამბავი და..–დაიწყო მორიდებულად.
–არაა, ბექა არაფერ შუაშია, გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა და–ყველანაირად ვცადე, ბავშვის თემას არ შევხებოდი.
–ხოდა ახლა გამოსწორების შანსს გაძლევ!
–აბა როგორ?–გამეცინა.
–ამ შაბათ–კვირას პიკნიკზე მივდივართ მეგობრები, შენ და ნინო უეჭველი მოდიხართ, გუშინ ხო გაიცანი ყველა? კარგად გავერთობით, უარი არ მიიღება იცოდე!
–ხო მაგრამ..–დავიწყე
–არავითარი! ხომ გითხარი? უარი არ მიიღებათქო, დეტალებს სმსით შეგატყობინებ, დროებით, გკოცნი–მომაყარა და უცებ გამითიშა.
–ჯანდაბა, ღმერთო, ერთი დარეხვილი არ მეყოფოდა ვითომ?–ამოვიოხრე და ნინოს ნომერი ავკრიფე.
„ძველი“ ბაია ალბათ, რამე სულელურ მიზეზს მოიგონებდა წასვლის წინა საღამოს, მოუბოდიშებდა და მერე მთელ შაბათ–კვირას სახლში, წიგნების კითხვაში გაატარებდა, არც გული არ დაწყდებოდა წაუსვლელობაზე, არც ერთი წამით..
მაგრამ ახლა, ახალი ცხოვრების დაწყება მქონდა გადაწყვეტილი, ან განახლებულის მაინც.. ამ გეგმებში კი, მეგობრებთან ერთად გართობა ნამდვილად შედიოდა, ამიტომ ყოველგვარი წუწუნის და ხანგრძლივი ფიქრის გარეშე გადავწყვიტე პიკნიკზე წასვლა და ბარგის ჩალაგებას შევუდექი.. იყო მხოლოდ ერთი საკითხი, რაზეც ფიქრსაც კი ვერიდებოდი.. წამოვა ის ჩვენთან ერთად? იქნებ კი, იქნება არა.. მეშინოდა, საკუთარი თავი იმაში არ გამომეჭირა, რომ ჩემი წასვლის ერთ–ერთი უმთავრესი მიზეზი სწორედ იმედი იყო, მისი ნახვის იმედი.. მარიამიც ჯიუტად დუმდა. ყველაფერი მომწერა, ყველა დეტალი, იმის გარდა, ვინ მოდიოდა ჩემი და ნინოს გარდა..
–გავრისკოთ?–ვკითხე საკუთარ თავს სარკეში და მანაც ღიმილით მაუწყა თანხმობა.
************
რამდენიმე საათში უკვე ადგილზე ვიყავით. ძალიან ლამაზი კოტეჯი ჰქონდათ დაქირავებული, მდინარის პირას, ტყეში. ულამაზესი ბუნება იყო, წყნარი, მყუდრო ადგილი. ბიჭები მწვადს წვავდნენ, გოგონები სუფრას ვშლიდით, თან მუსიკები გვქონდა ჩართული და ცეკვით და სიმღერით ვაკეთებდით ყველაფერს. მხიარული და სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი.. ამასობაში მოსაღამოვდა, კოცონის გარშემო შევიკრიბეთ, ვყვებოდით ამბებს, ვუკრავდით, ვმღეროდით, ასეთი გახარებული საკუთარი თავი წლებია არ მახსოვდა.. მაგრამ, იყო მაინც ერთი მაგრამ.. ბექა არ წამოსულა ჩვენთან ერთად, არ ვიცი მიხაროდა ეს თუ მწყინდა, მაგრამ ფაქტია, მისი იქ არ ყოფნა გულში ხინჯად მქონდა და ბოლომდე სიტუაციით ტკბობის საშუალებას არ მაძლევდა..
-რაზე ფიქრობ?-მკითხა ნინომ.
-არაფერზე და თან ყველაფერზე-გავუღიმე-დიდი ხანია ასე კარგად არ მიგრძვნია თავი.
-მიხარია ძალიან-მომეხუტა.
მოულოდნელად ფოთლების შარიშურის ხმა მოგვესმა, ჩვენკენ ვიღაც ან რაღაც დიდი ხმაურით მოდიოდა, შეშინებულები ერთად შევჯგუფდით, ბიჭები ბუჩქებისკენ წავიდნენ გასარკვევად, რომ სიბნელიდან უცბად ვიღაც გამოვარდა სიცილხარხარით.
გიტარა ჩვეულებისამებრ მხარზე ჰქონდა გადადებული, სპორტულად ეცვა, ხელში ზურგჩანთა ეჭირა, ბიჭებთან ხელგადახვეული სიცილით მოდიოდა ჩვენკენ, საოცრად უხდებოდა სიცილი, თეთრი კბილები სიბნელეში ელვარებდნენ, ხშირი წარბები და გრძელი წამწამები ჰქონდა, ჭაობისფერი თვალები ეშმაკურად უციმციმებდა, თითქოს ჯიბრით თვალს არ მაცილებდა.. ნელნელა მიახლოვდებოდა და თან მოჰქონდა ჩემი წარსული ბედნიერება, დატანჯული აწმყო და გაურკვეველი მომავალი..
კანკალმა ამიტანა.. ის და გიტარა ერთად.. ეს უკვე ნამეტანია, გავიფიქრე და ვეცადე, შეუმჩნევლად შევპარულიყავი კოტეჯში.
-ჩემი მოსვლა გეწყინა?-ხმამაღლა მკითხა. ყველა გაჩუმდა და ჩვენ მოგვაშტერდა.
-არა, შემცივდა უბრალოდ-წამოვროშე და ენაზე ვიკბინე ეგრევე.-ჯანდაბა, რამ გათქმევინა ეს სისულელე, პაპანაქება სიცხე იყო და კოცონთან ვიდექი, კოტეჯში კი გათბობა არ იყო.
-დაეგდე გოგო აქ-მიჩურჩულა ნინომ.
უხალისოდ დავჯექი ჩემ ადგილას და ნაგლურად გავუსწორე თვალი პირისპირ მჯდარ კმაყოფილ ბექას.
-მოდი რამე ვითამაშოთ-სიტყვით გამოვიდა ნანუკა.
-ამის პატრონმა რა ქნას-წამოაყრანტალა ნინომ და ჩემი ჩქმეტაც დაიმსახურა.
-რა გინდა, გოგო?-ხელს იზელდა და მებღვირებოდა.
ბექას ჩაეღიმა.
-წითელი, ყვითელი, შავი ჯობია-დაახეთქა მარიამმა.
-კარგი რა, ხალხო, პატარა ბავშვები ხო არ ვართ?-ავბუზღუნდი.
-ვისაც არ უნდა, ნუ ითამაშებს, რა პრობლემაა-თვალი ჩამიკრა ბექამ.
-მიწვევს ხო?-ვუჩურჩულე ნინოს.
-კაი, მოეშვი, ვითომ აქ არაა.
-ადვილი სათქმელია-ჩავიბურდღუნე.
-ვიწყებთ-საზეიმოდ გამოაცხადა მარიამმა და გათვლა დაიწყო.-ბექა იხუჭები, წითელი, ყვითელი თუ შავი?
-ყვითელი
-ბაი, უპასუხე მის სამ კითხვას.
-რა? მე?-ფიქრებში წასულმა ვერც შევამჩნიე მე რომ დამადო ხელი.
-ხო, შენ.
-გათხოვილი ხარ?-მეხის გავარდნასავით გაისმა პირველი კითხვა.
-რა წესია, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული კითხვები-დავიწყე.
-ბაია!-ერთად დამიყვირეს ნინომ და მარიამმა.
-ხო კარგი, კარგი, არა, არ ვარ გათხოვილი.-გაოცება გაკრთა მის თვალებში.
-შვილი გყავს?
-კი-საკუთარ ხმას ვეღარ ვცნობდი უკვე.
-გიყვარდი?-დაიჩურჩულა, მაგრამ ჩემთვის ისე ხმამაღლა ჟღერდა, ექოდ მოედო მთელ ტყეს.
-ბექა, გთხოვ-ამოვიკნავლე.
-მიპასუხე, ბაია!
-კი-მერჩივნა მიწა გამსკდომოდა, ვიდრე მის თვალებში არსებული ტკივილი დამენახა. თავი ჩავხარე, ცრემლების დამალვას შევეცადე.
-მოდი, ამის პატრონმა რა ქნას ვითამაშოთ-მარიამის ხმა მხსნელად მომევლინა, ბავშვებმაც აიტაცეს და ახმაურდნენ.
-ნიკა, თქვი, ამის პატრონმა რა ქნას?
-იმღეროს-ყველას გაგვეცინა.
-ბექა, შენ იყავი-ოღონდ ეს არა!
-ეს ისედაც კარგად მღერის და უკრავს, ამჯერად სხვა რამე გააკეთოს-აყვირდნენ ბიჭები.
-კარგი, კარგი, ლექსს წავიკითხავ -ყურები დავცქვიტე, ბექა და ლექსი?!
„ლურჯად მფეთქავ ტაძრის გუმბათს
თავთან ეჯდა ანგელოზი..
მე დავბრუნდი შორეთიდან,
თუმცა შენ კი არ მელოდი.

ღამის ბინდში მოგაძახე,
არ წახვიდე, დამელოდე!
შენ წახვედი.. მწვანე ხავსი
გაუხუნდა ტაძრის ლოდებს.

შემდეგ, ფოთოლცვენასავით,
ჩემს გულში კვლავ განმეორდი...
მიმატოვე... დამივიწყე...
მე დავბრუნდი, არ მელოდი?!

მე გეძახდი ძილბურანში,
სიზმრებშიც კი შენ გელოდი,
მიყვარდი და დაგიბრუნდი,
დაგავიწყდი.. არ მელოდი...

მალე ბოლო მოეღება,
აუტანელ მტანჯველ ლოდინს,
შენი გულის ნატვრად მოვალ,
სიზმრად მოვალ, დამელოდე!“
გასუსულები ვისხედით ყველა, რამდენიმე წამის განმავლობაში სრული სიჩუმე იყო, მერე აპლოდისმენტების გამაყრუებელი ხმა მომესმა, სტვენა და ოვაციები არ წყდებოდა.
-ვის უძღვნი, ბექა?-დასვა პროვოკაციული კითხვა მარიამმა.
-იმ ერთადერთს, მარ..
გართობა შუაღამემდე გაგრძელდა, ნელნელა დაშლა დაიწყეს ბავშვებმა და მალევე მხოლოდ მე, ნინო, ლაშა და ბექა შემოვრჩით.
„შეუმჩნევლად“ ანიშნეს ნინომ და ლაშამ ერთმანეთს და „ჩუმად“ დაგვტოვეს. სისხლი გამეყინა, ჩემ გვერდით რომ გადმოჯდა და მხარზე თავი ჩამომადო.
-არ გამაგდო რაა, სულ ცოტა ხანი ვიქნები დაძინებამდე-შემეხვეწა.
გავჩუმდი, ხმა ვერ ამოვიღე, ან კი რა უნდა მეთქვა როცა მე თვითონაც ასე მსიამოვნებდა მასთან ყოფნა..
უცბად წამოხტა, ვერ მივხვდი რა დაემართა, გაოცებული შევყურებდი.. გიტარა აიღო..
-ეს სიმღერა და ლექსი მაშინ დაგიწერე.. როცა დავრწმუნდი, რომ აღარ დაბრუნდებოდი-და პირველი აკორდი აიღო.. ღმერთო, როგორ მომნატრებოდა მისი დაკრულის მოსმენა, მისი ხავერდოვანი ხმა.. სულს და გულს მალამოდ მოედო და გამოაცოცხლა.. დაკვრა რომ დაასრულა, ცრემლები ღაპაღუპით მცვიოდა.. გიტარა გადადო და მომიახლოვდა, თვალებზე ცერა თითები გადამისვა, ცრემლები ამომიშრო და სათითაოდ დამიკოცნა, მერე კალთაში თავი ჩამიდო და ჩარკვიანის „მენატრება“-ს ღიღინი დაიწყო. გაუბედავად შევეხე თმაზე, მივეფერე, თვალები მიელულა და უფრო მოხერხებულად მოკალათდა.
-ეს ერთი ღამე, ბაი, გთხოვ.. დავივიწყოთ ყველაფერი-ამოიჩურჩულა..
მთელი ღამე ასე გავატარეთ.. გამთენიისას, როგორც კი კარვებში ფუსფუსი შევამჩნიე, მაშინვე წამოვხტი, გაოცებულმა ამომხედა, მერე ხმაური შემოესმა და ყველაფერს მიხვდა..
-ნეტა არ გათენებულიყო-ჩაილაპარაკა თავისთვის..
მეორე დღემ ექსცესების გარეშე ჩაიარა, ბექა დიდ ყურადღებას არ მაქცევდა, რაც ერთდროულად მწყინდა და მიხაროდა კიდეც. წამოსვლის დროც მოახლოვდა, კოტეჯიდან გარესამყაროს რომ დავბრუნებოდით, მდინარეზე გადებული ე.წ ბეწვის ხიდი უნდა გაგვევლო, „რატომღაც“ მე და ბექას ერთად მოგვიწია გადასვლა, საკმაოდ ბნელოდა, განათებაც არ იყო, ამიტომ ძალიან ნელა დავდიოდით, ხიდი ისედაც ყანყალებდა, ჩემი სიმაღლის ფობიის პატრონს ყველა ნაბიჯზე გული მისკდებოდა, ბექას ეს მშვენივრად მოეხსენებოდა და უფრო მაშინებდა..
-ვაიმე მგონი მართლა ვვარდები-აყვირდა უცებ.
-ნუ მატყუებ!
-არა მართლაა-ნასვამი იყო და შემეშინდა, მივირბინე და ჩემკენ გამოვქაჩე, ხელები მჭიდროდ შემომხვია და თავი ჩამომადო მხარზე.
-მომენატრე-მიჩურჩულა და უფრო მიმიზიდა თავისკენ.
-ბექა, სირცხვილია, გამიშვი-ჩვენკენ მომავალ სილუეტებს გავხედე.
-დაიკიდე, ბნელა, ვერ დაგვინახავენ.
უცბად ამიტყდა ხარხარი.
-რა მოხდა?
-ნინო გამახსენდა.. ერთხელ დასასვენებლად ვართ და შუაღამისას ჩაქრა შუქი, ვწევართ გვერდიგვერდ და უცებ ამბობს, ისე ბნელა თვალები მიხელია თუ მიხუჭია ვერ ვხვდებიო.
-როგორი არარომანტიკული ხარ რაა, რამ გაგახსენა ეგ ახლა-სიცილით მითხრა.
-რა ჩემი ბრალია, გამახსენდა დაა-გაბუტულმა დავბრიცე ტუჩები.
-ბაი, მითხარი რა მოხდა გთხოვ.. ახსნას ხომ მაინც ვიმსახურებ? ახლა მაინც, ამდენი ხნის შემდეგ.. რა მოხდა? რატომ მიმატოვე? ან ბავშვი.. -აქ გაჩერდა..
თვალები ნელნელა მევსებოდა ცრემლებით, ბავშვს რომ შეეხო მანდ ვეღარ შევიკავე თავი, ერთიანად ამოხეთქა ტკივილმა და ცხარე ცრემლებით ავტირდი.
-ბაი, მაპატიე, გთხოვ, არ მინდოდა შენი წყენინება, უბრალოდ სიმართლის გაგება მინდა..
-რა მოხდა?-სულზე მომისწრო ნინომ.
-არაფერი, ვლაპარაკობთ-შეუღრინა ბექამ.-ბაი, წამოდი გაგიყვან და თან ვილაპარაკოთ.
-არ მინდა-ამოვილუღლუღე.
-გთხოვ..
უცებ ჩამკიდა ნინომ ხელი და მარიამის მანქანაში ჩამტენა, არ მინდოდა გამეხედა უკან და მისი სახე დამენახა.. ვაწყენინე, უკვე მეორედ ისე ვაწყენინე, რომ აღარ მეგონა ოდესმე თუ ჩემკენ გამოიხედავდა კიდე..



ძალიან დიდი ბოდიში, რომ ვერ მოვახერხე აქამდე ატვირთვა.. ობიექტური მიზეზები ნამდვილად მქონდა.. თუ ვინმეს ისევ აინტერესებს, გავაგრძელებ ატვირთვას :)
სიყვარულით... <3



№1 სტუმარი Guest bubu

bavshvi visgan hyavs ?

 


№2  offline აქტიური მკითხველი tamo1804

Guest bubu
bavshvi visgan hyavs ?

სავარაუდოდ, შემდეგ თავში გაიგებთ :-)

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

დამპალი და საზიზღარი,. არც კი წავიკითხავ

 


№4  offline აქტიური მკითხველი tamo1804

terooo
დამპალი და საზიზღარი,. არც კი წავიკითხავ

მეც მიყვარხარ და მომენატრე :-D :-*

 


№5 სტუმარი Nini

Gaagrdzele da ar daagvianooo sainteresooo momentzee gacherdii :-( erti suli makvs wavikitxo shemdegi tavebii:-)

 


№6  offline აქტიური მკითხველი tamo1804

Nini
Gaagrdzele da ar daagvianooo sainteresooo momentzee gacherdii :-( erti suli makvs wavikitxo shemdegi tavebii:-)

მალე დავდებ :-* მადლობა, რომ კითხულობ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent