შრამიანი წარსული 2 თავი
წვეულება იყო იმპერატორის კარზე, ნეტა რას აღნიშნავდნენ, მე კიდე არ დამპატიჟეს მაგ ღორებმა, აა შესწორებას შევიტან ცისფერი სისხლის მქონე ღორებმა. ჩუმად შევიპარე სასახლეში.მსახურები ემზადებიან, საჭმლის აკეთებენ, მაგრამ არც ერთი სტუმარი , ალბათ ჯერ ადრეა მეთქი, მაგრამ არც არავინ გამოჩენილა, სავარაუდოდ ცხრას გადასცდა, რომ იმპერატორისგან მოწვევა მივიღე. შევიფერე, მაფასებენ უკვე, მაგრამ რას ვიფიქრებდი, რომ ასეთი სიურპრიზი დამხვდებოდა. როგორც შემეძლო გავლამაზდი, ნუ თმები დავივარცხნე და შევიკარი. შევედი იმპერატორთან, 17 პრინცი ორ მწკრივად განლაგდნენ. მე კიდე ეტიკეტი სულ დამავიწყდა და პირდაპირ იმპერატორთან მივედი, ერთი გამარჯობა ვუთხარი და სახე სულ წაეშალა, რომ არ ჩამოვიდა ტახტიდან და შუაზე რომ არ გამხლიჩა გამიკვირდა. მისი სახე რომ დავინახე სულ დამავიწყდა , რომ მეფეს მუხლებზე დადგომით ესალმებიან. მეც ჩემი ჭკუით სიტუაცია გამოვასწორე და მაშინვე მუხლებზე დავეცი, მაგრამ ვგრძნობ, რომ ასე მარტივად არ დამთავრდება -როგორ ბედავ იმპერატორთან ასე საუბარს-იმხელაზე დაიყვირა კედლები რომ არ ჩამოიქცა მიკვირს -მაპატიეთ, თქვენო უმაღლესობავ, ვიცი დიდი ცოდვა ჩავიდინე, არ მეპატიება- რათქმაუნდა ყალბი ცრემლებიც არ დავიშურე. ცოტა მოლბა იმპერატორი, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერა -კარგი მიპატიებია შენთვის მხოლოდ იმიტომ, რომ სამეფო ეტიკეტი არ იცი. იმისთვის რომ დანაშაული გამოისყიდო ერთ-ერთი პრონცის მთავარი მსახური იქნები, სეონ გონ სოკი იქნება შენი ბატონი ისე მითხრა სახელი თითქოს ვიცნობდე რა, მეც შევტრიალდი და ველოდები რომელს შეხვდა ბედნიერება. ყველა ფერად ტანსაცმელშია , ერთია მხოლოდ ჩაშავებული, ეხლა ნამდვილად მართლდება გამოთქმა Black is always elegant, ერთი ჩავიღიმე , მაგრამ როცა თავი ასწია დენდარტყმულივით უკან დავიხიე, ბედიც ამას ჰქვია რაა, რატომ მგონია რომ სეონ გონ სოკი ესაა?! -იმპერატოტო თქვენდამი დიდი პატივისცემით ერთ რაღაცას ვიტყვი, ეტიკეტიც კი არ ვიცი და ადამიანს , მით უმეტეს უფლისწულს , როგორ მოვემსახურები, ისევ ჯობია ჩემთვის ვიყო და პრინცს კი გამოცდილი მსახური მოუჩინეთ -როგორ ბედავ, რომ იმპერატორს სიტყვას უბრუნებ, გინდა რომ მთელი ცხოვრება სასახლიდან ვერ გახვიდე?! არცერთი სიტყვა ზედმეტი, შეასრულე ის რასაც გეუბნები -როგორც თქვენ იტყვით იმპერატორო-აზრი აღარ აქვს შეწინააღმდეგებას -ეხლა კი სუფრას მივუსხდეთ, მარი ახლა შენ მოემსახურები მე-2 პრინცს -ეგ რომელია? -როგორ ვერ უნდა სცნობდე შენს ბატონს? -თქვენ მისი სახელი თქვით და არა მისი ნომერრი, საიდან უნდა ვიცოდე რომ მეორეა -აღარც ერთი სიტყვა ზედმეტი, ამ საღამოს ხმის ამოღება გეკრძალება შენც ეხლა ბოქლომი არ დამადო რა პირზე, ნუ ეს რათქმაუნდა ჩემთვის ვთქვი, მაგრამ ერთი ვიცი, ამ ადამიანს მეორედ კი არა და ყოველდღე გადავეყრები. იმპერატორს ვერ ვეტყვი ჩემი თავგადასავლების შესახებ. სხვა მსახურებს ვუყურებ და მეც იგივეს ვიმეორებ, მაგრამ მე რისი მარი ვარ ,,ჩემს ბატონს“ რომ არ გავუმწარო ნერვები, ხოდა ერთი ორჯერ ,,შემთხვევით“ ცხელი ჩაი გადავასხი, ერთხელ შემთხვევით რათქმიუნდა საჭმელი ჩამოვუყარე თეფშიდან და უნებურად ბევრი წიწაკა ჩავიყარე საჭმელში. ეს ბოლო კი ცოტა ზედმეტი იყო, ისეთი სახე მიიღო მწარე , რომ შეჭამა, რომ მეგონა გაიგუდებოდა. გზაში ხმა არ ამოგვიღია, ალბათ სიბრაზეს ძლივს იკავებს, მაგრამ მაინც უყურადღებოდ მტოვებს. ყველაზე პატარა საცხოვრებელი აირჩია, რა თავმდაბალია ან სულელი. გარედან უბრალოდ არის, მაგრამ შიგნით ეტყობა , რომ პრინცის საცხოვრებელია. უსიტყვოდ შევიდა თავის უთახში. მე სადღა დავიძინო?! ნამდვილად უჯმურია რაა. კაი ეხლა თავს შევიკავებ და არ გავაბრაზებ უარესად. მთელი კვირა ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია, უფრო სწორად რაც არ უნდა მეთქვა თვითონ ხმას არ იღებს , ეგ კი არა და საყვედურსაც არ არ მეუბნება, როცა წვნიანი ზედმეტად მლაშეა, ან სულ ცივი, არაფერი, მაიგნორებს , მეც დიდად გული არ მწყდება, ჯერ არ გავხუმრებივარ ისე რომ მოთმინების ფიალა ამოეწუროს, თანაც მაწყობს ასე რომ იქცევა , ღამ-ღამობით სავარჯიშოდ დავდივარ ხოლმე, მშვილდ-ისრის სროლაში ვვარჯიშობ, მიუხედავად იმისა რომ საშინლად ბნელა, უკვე თვალიც შეეჩვია და სამიზნეებს კარგადაც ვხედავ ხოლმე. ვიცი რომ იცის ჩემი ღამის სეირნობების შესახებ, მაგრამ არ იმჩნევს. ერთხელაც ,,ბილიო“ გავრეცხე მდინარეში, კატასტროფაა სხვათაშორის,მ სარეცხი მანქანა მინდა, მაგრამ საქმე ამაში არაა. მოკლედ სველში დაიძინა, მაშნაც კი ხმა არ ამოიღო, მაგრამ მაშნვე ვინანე , როცა მეორე დღეს სიცხიანი დამხვდა . საშინლად მაღალი ჰქონდა სიცხე, უკვე ბოდავდა. აი მაშინ მივხხვდი რომ ზედმეტი მომივიდა. სასწრაფოდ ჩემ საწოლში გადმოვიყვანე, მშრალში , მთელი დღე ცივ საფენებს ვადებდი, ასეთ მდგომარეობაშიც კი როცა ნიღბის მოხსნა ვცდილობდი ხელი დამიჭირა. გული მიკვდება სულ დედასას ეძახის . ჯანმრთელი ურგანიზმი ჰქონდა და რამდენიმე დღეში გამოკეთდა, მაგრამ მას რაუჭირს, მთელი ღამეები მის გვერდით ვათენებდი. მისი ღრმა და ხშირი სუნთქვა სახეზე მეფინებოდა, სულ ვწუხდებოდი, მაგრამ როცა თავისთან გადავიდა მაკლდა მისი სხეულის სითბო, სუნთქვა, ისეთი უმწეო იყო, უკვე მენატრებოდა მასზე ზრუნვა , მოიცა მოიცა , როდის აქეთია სვისი ბედი მანაღვლებს, აბა გონება გაჩერდი, ეტყობა დროში მოგზაურობამ იცის. მორჩა ასეთი ფიქრები , არ მაწყობს, ამიტომ თავს ვარიდებდი, არც ველაპარეკობდი და ოინებიც შევწყვიტე. ჩემ რუტინას მაინც არ ვიღალატე და ეხლა სავარჯიშოდ უფრო დიდხანს ვჩერდებოდი პროგრესები შეინიშნრბა, წითელ რგოლში მაინც ვერ ვარტყამ, მაგრამ ცისფერი ზოლი დავიპყარი -მშვილდი არასწორადგიჭირავს ისეთი მოულოდნელი იყო მისი ხმის გაგონეება, რომ შევყვირე -შენ? აქ რა გინდა? -არ დაგავიწყდეს რომ ეს ყველაფერი მე მეკუთვნის და სადაც მინდა იქ ვიქნები -ხოდა იყავი მაინდ, ვინ გიშლის-ცხვირი ავიბზუე და ისარი სამიზნეს დავუშინე -მიზანში ვერ მოარტყავ ვისროლე და ბედი არ გინდა ?! ჰაერში გავარდა, უკნიდან მისი ფხუკუნი მომესმა, ეხლა ესღა მაკლდა სრუი ბედნიერებისთვის, როომ მისი დასაცინი გავხვდე. -მშვილიდ უფრო ზემოთ ასწიე და მკლავი უდნავ მოხარე- უკნიდან მიდგას, ჩემი ხელები თავისაში მიაქცია, ეხლა მაგას ჰგონია რომ ისარს ვაქცევ ყურადღებას, კისერში მაფრქვევს ჰაერს, ტანში სულ ჟრუანტელმა დამიარა, ასე ახლოს ჯერ არავინ მდგარა ჩემთან, ისარი გავარდა და პირდაპირ წითელი ზოლი გააპო, თქვენ წარმოიდგინეთ რა ბავშვი ვარ, რომ ასეთ მომენტში ხტუნვა დავიწყე სიხარულისგან -მე ეს შევძელი, აი ეგრე წითელო, გეგონა ვერ მოგარტყამდი?! ხო მიიღე! უკან შევბრუნდი ,პირველად ვნახე მომღიმარი, თურმე ლამაზი ღიმილი ჰქონია. ეჰ მგონი შარში ვარ. თან როგორში. ესეც მეორე თავი, იმედია მოგეწონებათ, ველი თქვენს შეფასებას <3 <3 <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.