შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შრამიანი წარსული 1 თავი


9-03-2017, 00:33
ავტორი Mari S
ნანახია 1 777

ნელა მივაბიჯებთ, უბრალოდ ვსეირნობთ. რამდენი რამე მაქვს მისთვის სათქმელი, მაგრამ ვერც ერთ სიტყვას გამოვთქვამ.
- განსაკუთრებული ხარ!
- მართლა?- რითი?
- ყველაფრით
უბრალოდ გავჩუმდი, ყველაფრით ვარ განსხვავებული, ის აზიელია მე ევროპელი, მე 21-ე საუკუნეში ვცხოვრობ, ის კი მე-11-ში. ჩაცმულობა ეს ხომ სხვა თემაა. ამ დროში ჩემი ტანსაცმლით აღმოვჩნდი, მათ კი გრძელი ატლასის მოსაცმელები, გრძელი ნაჭრის შარვლები, რომლებიც ხბოს ტყავის ფეხსაცმელებში აქვს ჩატანებული, გრძელი შავი თმები ცხენის კუდად აქვს შეკრული, მაგრამ თმის ნაწილი გაშლილი აქვს. მე კიდე კარედ შეჭრილი თმები, რაც გაოცებას იწვევს, თბილი ჯემპრი მაცვია, ზემოდან კი შავი მანტო, თბილი კლასიკური შარვალი და მაღალქუსლიანი შავი ტყავის შუზები. ელვით იკვრება და ყოველ ჯერზე რამდენჯერაც ამჩნევენ იმდენჯერ ოცდებიან, მე კიდე უბრალოდ მეღიმება. ყველა თითის შვერით მიყურებს, მაგრამ უკვე შევწჩვიე, არც მეშინია, ალბათ თავი ისევ ჩემს დროში მგონია, ან კიდე იმდენჯერ მიოცნებია სხვა დროში მოხვედრაზე, რომ თითქოს ვიცი რა და როგორ უნდა გავაკეთო, მაგრამ ეხლა არათუ სხვა დროში ვარ, არამედ სხვა ქვეყანაში. ქართულად ვლაპარაკობ და იგებენ, იმათი ლაპარაკიც ქართულად მესმის, ალბათ სინამდვილეში სულ სხვა ენაზე ვლაპარაკობთ ორივე, მაგრამ ვინც აქ გამომგზავნა აშკარად ხელს მიწყობს ბევრ რამეში.
სახელებს ვერ ვიმახსოვრებ, უბრალოდ მათ გარეშე მივმართავ, ძაან უკვირთ ჩემი ასეთი საქციელი, მაგრამ მპატიობენ, რადგანაც უცხოელი ვარ, მაგრამ როდემდე იზამენ ასე? ამიტომ იმპერატორს ვთხოვე ყველაფრის გაკვეთილები დაენიშნა ჩემთვის. დიახ არ მოგეჩვენათ იმპერატორთან მაქვს კარგი ურთიერთობა, ალბათ იმიტომ რომ ეგზოტიკა ვარ ყველასთვის.
ისე ვიქცევი თითქოს ამნეზია მაქვს, მაგრამ რაც არ გამიკეთებია, ის რა მემახსოვრება, ამიტომ ვითომდა ოჯახის და ნათესავების პოვნა მინდა. სხვანაირად როგორ გავიმართლო რომ არაფერი ვიცი.
-იქნებ სოფლის ბაზარში გავსულიყავით
- რამე გჭირდებათ ქალბატონო?
- არა, ისე გავისეირნოთ
ზედმეტს არ ლაპარაკობს, მაგრამ ყოველ წუთს თვალს აპარებს ხოლმე, აქ გოგოებითავდახრილები დადიან ბიჭებთან ერთად ხშირ შემთხვევაში კი საერთოდ არ სეირნობენ ერთად ხალმრავალ ადგილებში, მე კიდე გამართული თავაწეული დავდივარ. იმ დროისთვის შოკია არა? ამდენ ფიქრში უკვე სოფელში ვართ, თავზე ქუდი გადმოვიფარე. ვათვალიერებ ბაზარს. ათასი რამე იყიდება, რაღაცეები მეცნობა, სანელებლები რაღაც უცნაურ ფორმაშია და რომ ვკითხე ჩემს თანამგზავრს გაოცებულმა შემომხედა, როგორ ვერ იცანიო. ხალხი მაშტერდება, მაგრამ რა ვქნა .
ბოძებზე რაღაცაა გაკრული, გუმანით ცუდ რამეს ვგრძობ, მაგრამ ვცდილობ რომ წინასწარ დასკვნები არ გამოვიტანო. უკვე ფეხის ნაბიჯს ვუჩქარებ, თანამგზავრიც მომყვება, ბოძების წინ ვდგავარ და თვალებს ვერ ვუჯერებ, მთელი ოჯახი ცხოველებივით დასერეს და ამისგან სანახაობა შექმნეს. ასეთი სადიზმი როგორ შეიძლება. გიჯივით მივარდი და პულს ვუსინჯავ, ისე დაასახიჩრეს რომ ძლივს ვარჩევ მათ სახის ნაკვთებს. თანგზავრი მომვარდა და ცდილობს ხელი გამაშვებინოს, მეკიდე მათ მაინც ვხსნი ბოძებიდან. ყველა მკვდარია , ბავშვებიც არიან, ორი გოგო და ბიჭი. არავინ ტირის, არავის ადარდებს მათი სიკცდილი. სიბრაზისგან ცრემლები მადგება
- რატომ? - ვყვირივარ- ეს რატომ გააკეთეს?
- მოღალატეები იყვნენ ქვეყნის უბრალოდ- ისე მშვიდად მითხრა,ეს უფრო მაგიჯებს, რომ ასეთი სცენები ნორმა გახდა
- მოღალატეები? ოღონდაც რითი უღალატეს, მტერს ქალაქის კარიბჭე გაუხსნეს, სამეფო ოჯახს ერთ-ერთუ წევრი მოსტაცეს? რით გამოჩნდა მათი ღალატი. სხვა თუ არაფერი როგორ შიძკება მათი სხეულები მწერების და ფრინველების საჯიჯგნად გახადო, პატივი ეცით მათ ცხოვრებას და ეხლა სიკვდილს- მშვიდობის დამცველები (თანამედროვე პოლიცია) მოვიდნენ ჩემს ჩხუბზე , მაგრამ ჯერ გაშეშდნენ ჩემს დანახვაზე, მერე თანამგზავრმა რაღაც უთხრა და მშვიდობიანად წამოვედით. ვკანკალებ სიბრაზისგან, არ მეგონა ასეთი უსამართლობის მოწმე თუ გავხდებოდი, ალბათ ამიტომ არ გამოდიან იმოერატორის შვილები სასახლიდან.
სასახლეში ვსეირნობ, ვათვალიერებ ყველაფერს, როგორი უცნაურია არა , აზრზე კიდევ ვერ მოვდივარ, იქნებ მე გავგიჯდი და ეს ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, საკვირველია მაინც, როგორ გადავამოწმო?! არანაირად. ჯობია სიმშვიდე შევინარჩუნო და ეჭვებს არ მივცე გასაქანი. ხალხი შეიკრიბა , ხალხი რა მსახურები, შეწუხებულნი დგანან, რა ხდება ?! ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი. ეს, ეს რა არის? ერთ სერიალში მაქვს ნანახი რომ დასჯის ერთ-ერთი მეთოდი ხალიჩაში გახვეული ადამიანს კეტებით სასიკვდილოდ ცემაა. ჯერ გონს ვერ მოვედი, ერთი დღისთვის ამდენის გადატანა მართლა ზედმეტია. ვცდილობ ერთ ერთი მათგანა მაინც გავაჩერო, მაგრამ ხელს მკრავს და ვვარდები, ეხლა იმ საწყალ გოგოს გადავეფარე, ერთი მეც მომხვდა ზურგში, სიმწრით სახე დამემანჭა, მძიმედ ამოვიგმინე, მაგრამ იმ გოგოს ისე მაგრად ჩავეხუტე , რომ ხელი ვერაფრით ვერ გაშვებინეს. ბოლოს ვერაფერი რომ ვერ გააწყვეს იმპერატორით დამაშინეს. აი სად დამერხა, ნერწყვი ძიმედ გადავყლაპე, მაგრამ არ დავნებდები, რახან დავიწყე ბოლომდე უნდა გავიდე.
გოგონა იყო, პატარა,18 წლის? შეიძლება, თვალებს ძლივს ახელს , ვხვდები რომ ვერ გადარჩება, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს უნდა გავუადვილო სიკვდილი, თავზე ვეფერები, სახე სულ სისხლიანი აქვს, ოდესღაც თეთრი კაბა ეხლა წითლად შეღებილიყო.
- ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება
მხოლოდ მიღის, მაგრამ თვითონაც კარჰად იცის თავისი დასასრული
- ცას შეხედე, როგორი ლურჯია, ღრუბლებიც არ არის, კარგი ამინდია არა?!
- როგორ ფიქრობ მაპატიებს?
სიკვდილის წინათაც სხვაზე ფიქრობს, ვუღიმი
- აუცილებლად გაპატიებს, შემომხედე, თვალები არ დახუჭო, მელაპარაკე კარგი?
კისერს ვუსინჯავ, გამტყდარი აქვა, რომც გადაეჩეს რაც მეეჭვება , პარალუზებული იქნება კისერს ქვემოთ, თვალებს ხუჭავს
- გთხოვ დარჩი ჩემთან, არ დახუჭო თვალები , შემოხედე- მაგრამ ჩემი თხოვნა ამაოა, უკვე გარდაიცვალა, პულსი არ ესინჯება. ვერ ვტირივარ, ცრემლები არ მომდის, გაბრაზებული ვარ. მიმათრევენ იმპერატორთან , ჩემით ვერ დავდივარ, იმპერატორი ამაღლებაზე ზის, მე კიდე იატაკზე ვაგდივარ. ორივე გავჩუმებულვართ
- რატომ?- ესღა აღმომხდა
- იმპერატორის ბრძამებას როგორ არ ემორჩილები!- დასჭექა
- რა დააშავა? სულ პატარა იყო
- მთელი წლით სასახლიდან ვერ გახვალ, ეს სასჯელი გექნება დაუმორჩილებლობისთვის
- არა, ეს იმიტომაა, რომ სხვა დავიცავი, რომ ადამიანობა გამოვიჩინე
- აქ ისე არაა როგორც შენ გგონია, აქ ჩემი ბრძანება ყველაფერია, ეს კანონია ყველასთვის
- თქვენსდამი დიდი პატივისცრმა მაქვს, მაგრამ ხალხი სიმართლეს ვერ გეტყვის თქვენი ძალაუფლების გამო, იმის შიშით რომ მოკვდებიან
- თქვი რისი თქმაც გინდა!
- ვშიშობ არ მოგეწონებათ ჩემი სიტყვა, ვიცი როდის უნდა გავჩუმდე




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent