შრამიანი წარსული 1 თავი
ნელა მივაბიჯებთ, უბრალოდ ვსეირნობთ. რამდენი რამე მაქვს მისთვის სათქმელი, მაგრამ ვერც ერთ სიტყვას გამოვთქვამ. განსაკუთრებული ხარ! მართლა?- რითი? ყველაფრით უბრალოდ გავჩუმდი, ყველაფრით ვარ განსხვავებული, ის აზიელია მე ევროპელი, მე 21-ე საუკუნეში ვცხოვრობ, ის კი მე-11-ში. ჩაცმულობა ეს ხომ სხვა თემაა. ამ დროში ჩემი ტანსაცმლით აღმოვჩნდი, მათ კი გრძელი ატლასის მოსაცმელები, გრძელი ნაჭრის შარვლები, რომლებიც ხბოს ტყავის ფეხსაცმელებში აქვს ჩატანებული, გრძელი შავი თმები ცხენის კუდად აქვს შეკრული, მაგრამ თმის ნაწილი გაშლილი აქვს. მე კიდე კარედ შეჭრილი თმები, რაც გაოცებას იწვევს, თბილი ჯემპრი მაცვია, ზემოდან კი შავი მანტო, თბილი კლასიკური შარვალი და მაღალქუსლიანი შავი ტყავის შუზები. ელვით იკვრება და ყოველ ჯერზე რამდენჯერაც ამჩნევენ იმდენჯერ ოცდებიან, მე კიდე უბრალოდ მეღიმება. ყველა თითის შვერით მიყურებს, მაგრამ უკვე შევწჩვიე, არც მეშინია, ალბათ თავი ისევ ჩემს დროში მგონია, ან კიდე იმდენჯერ მიოცნებია სხვა დროში მოხვედრაზე, რომ თითქოს ვიცი რა და როგორ უნდა გავაკეთო, მაგრამ ეხლა არათუ სხვა დროში ვარ, არამედ სხვა ქვეყანაში. ქართულად ვლაპარაკობ და იგებენ, იმათი ლაპარაკიც ქართულად მესმის, ალბათ სინამდვილეში სულ სხვა ენაზე ვლაპარაკობთ ორივე, მაგრამ ვინც აქ გამომგზავნა აშკარად ხელს მიწყობს ბევრ რამეში. სახელებს ვერ ვიმახსოვრებ, უბრალოდ მათ გარეშე მივმართავ, ძაან უკვირთ ჩემი ასეთი საქციელი, მაგრამ მპატიობენ, რადგანაც უცხოელი ვარ, მაგრამ როდემდე იზამენ ასე? ამიტომ იმპერატორს ვთხოვე ყველაფრის გაკვეთილები დაენიშნა ჩემთვის. დიახ არ მოგეჩვენათ იმპერატორთან მაქვს კარგი ურთიერთობა, ალბათ იმიტომ რომ ეგზოტიკა ვარ ყველასთვის. ისე ვიქცევი თითქოს ამნეზია მაქვს, მაგრამ რაც არ გამიკეთებია, ის რა მემახსოვრება, ამიტომ ვითომდა ოჯახის და ნათესავების პოვნა მინდა. სხვანაირად როგორ გავიმართლო რომ არაფერი ვიცი. -იქნებ სოფლის ბაზარში გავსულიყავით - რამე გჭირდებათ ქალბატონო? - არა, ისე გავისეირნოთ ზედმეტს არ ლაპარაკობს, მაგრამ ყოველ წუთს თვალს აპარებს ხოლმე, აქ გოგოებითავდახრილები დადიან ბიჭებთან ერთად ხშირ შემთხვევაში კი საერთოდ არ სეირნობენ ერთად ხალმრავალ ადგილებში, მე კიდე გამართული თავაწეული დავდივარ. იმ დროისთვის შოკია არა? ამდენ ფიქრში უკვე სოფელში ვართ, თავზე ქუდი გადმოვიფარე. ვათვალიერებ ბაზარს. ათასი რამე იყიდება, რაღაცეები მეცნობა, სანელებლები რაღაც უცნაურ ფორმაშია და რომ ვკითხე ჩემს თანამგზავრს გაოცებულმა შემომხედა, როგორ ვერ იცანიო. ხალხი მაშტერდება, მაგრამ რა ვქნა . ბოძებზე რაღაცაა გაკრული, გუმანით ცუდ რამეს ვგრძობ, მაგრამ ვცდილობ რომ წინასწარ დასკვნები არ გამოვიტანო. უკვე ფეხის ნაბიჯს ვუჩქარებ, თანამგზავრიც მომყვება, ბოძების წინ ვდგავარ და თვალებს ვერ ვუჯერებ, მთელი ოჯახი ცხოველებივით დასერეს და ამისგან სანახაობა შექმნეს. ასეთი სადიზმი როგორ შეიძლება. გიჯივით მივარდი და პულს ვუსინჯავ, ისე დაასახიჩრეს რომ ძლივს ვარჩევ მათ სახის ნაკვთებს. თანგზავრი მომვარდა და ცდილობს ხელი გამაშვებინოს, მეკიდე მათ მაინც ვხსნი ბოძებიდან. ყველა მკვდარია , ბავშვებიც არიან, ორი გოგო და ბიჭი. არავინ ტირის, არავის ადარდებს მათი სიკცდილი. სიბრაზისგან ცრემლები მადგება რატომ? - ვყვირივარ- ეს რატომ გააკეთეს? მოღალატეები იყვნენ ქვეყნის უბრალოდ- ისე მშვიდად მითხრა,ეს უფრო მაგიჯებს, რომ ასეთი სცენები ნორმა გახდა მოღალატეები? ოღონდაც რითი უღალატეს, მტერს ქალაქის კარიბჭე გაუხსნეს, სამეფო ოჯახს ერთ-ერთუ წევრი მოსტაცეს? რით გამოჩნდა მათი ღალატი. სხვა თუ არაფერი როგორ შიძკება მათი სხეულები მწერების და ფრინველების საჯიჯგნად გახადო, პატივი ეცით მათ ცხოვრებას და ეხლა სიკვდილს- მშვიდობის დამცველები (თანამედროვე პოლიცია) მოვიდნენ ჩემს ჩხუბზე , მაგრამ ჯერ გაშეშდნენ ჩემს დანახვაზე, მერე თანამგზავრმა რაღაც უთხრა და მშვიდობიანად წამოვედით. ვკანკალებ სიბრაზისგან, არ მეგონა ასეთი უსამართლობის მოწმე თუ გავხდებოდი, ალბათ ამიტომ არ გამოდიან იმოერატორის შვილები სასახლიდან. სასახლეში ვსეირნობ, ვათვალიერებ ყველაფერს, როგორი უცნაურია არა , აზრზე კიდევ ვერ მოვდივარ, იქნებ მე გავგიჯდი და ეს ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, საკვირველია მაინც, როგორ გადავამოწმო?! არანაირად. ჯობია სიმშვიდე შევინარჩუნო და ეჭვებს არ მივცე გასაქანი. ხალხი შეიკრიბა , ხალხი რა მსახურები, შეწუხებულნი დგანან, რა ხდება ?! ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი. ეს, ეს რა არის? ერთ სერიალში მაქვს ნანახი რომ დასჯის ერთ-ერთი მეთოდი ხალიჩაში გახვეული ადამიანს კეტებით სასიკვდილოდ ცემაა. ჯერ გონს ვერ მოვედი, ერთი დღისთვის ამდენის გადატანა მართლა ზედმეტია. ვცდილობ ერთ ერთი მათგანა მაინც გავაჩერო, მაგრამ ხელს მკრავს და ვვარდები, ეხლა იმ საწყალ გოგოს გადავეფარე, ერთი მეც მომხვდა ზურგში, სიმწრით სახე დამემანჭა, მძიმედ ამოვიგმინე, მაგრამ იმ გოგოს ისე მაგრად ჩავეხუტე , რომ ხელი ვერაფრით ვერ გაშვებინეს. ბოლოს ვერაფერი რომ ვერ გააწყვეს იმპერატორით დამაშინეს. აი სად დამერხა, ნერწყვი ძიმედ გადავყლაპე, მაგრამ არ დავნებდები, რახან დავიწყე ბოლომდე უნდა გავიდე. გოგონა იყო, პატარა,18 წლის? შეიძლება, თვალებს ძლივს ახელს , ვხვდები რომ ვერ გადარჩება, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს უნდა გავუადვილო სიკვდილი, თავზე ვეფერები, სახე სულ სისხლიანი აქვს, ოდესღაც თეთრი კაბა ეხლა წითლად შეღებილიყო. ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება მხოლოდ მიღის, მაგრამ თვითონაც კარჰად იცის თავისი დასასრული ცას შეხედე, როგორი ლურჯია, ღრუბლებიც არ არის, კარგი ამინდია არა?! როგორ ფიქრობ მაპატიებს? სიკვდილის წინათაც სხვაზე ფიქრობს, ვუღიმი აუცილებლად გაპატიებს, შემომხედე, თვალები არ დახუჭო, მელაპარაკე კარგი? კისერს ვუსინჯავ, გამტყდარი აქვა, რომც გადაეჩეს რაც მეეჭვება , პარალუზებული იქნება კისერს ქვემოთ, თვალებს ხუჭავს გთხოვ დარჩი ჩემთან, არ დახუჭო თვალები , შემოხედე- მაგრამ ჩემი თხოვნა ამაოა, უკვე გარდაიცვალა, პულსი არ ესინჯება. ვერ ვტირივარ, ცრემლები არ მომდის, გაბრაზებული ვარ. მიმათრევენ იმპერატორთან , ჩემით ვერ დავდივარ, იმპერატორი ამაღლებაზე ზის, მე კიდე იატაკზე ვაგდივარ. ორივე გავჩუმებულვართ რატომ?- ესღა აღმომხდა იმპერატორის ბრძამებას როგორ არ ემორჩილები!- დასჭექა რა დააშავა? სულ პატარა იყო მთელი წლით სასახლიდან ვერ გახვალ, ეს სასჯელი გექნება დაუმორჩილებლობისთვის არა, ეს იმიტომაა, რომ სხვა დავიცავი, რომ ადამიანობა გამოვიჩინე აქ ისე არაა როგორც შენ გგონია, აქ ჩემი ბრძანება ყველაფერია, ეს კანონია ყველასთვის თქვენსდამი დიდი პატივისცრმა მაქვს, მაგრამ ხალხი სიმართლეს ვერ გეტყვის თქვენი ძალაუფლების გამო, იმის შიშით რომ მოკვდებიან თქვი რისი თქმაც გინდა! ვშიშობ არ მოგეწონებათ ჩემი სიტყვა, ვიცი როდის უნდა გავჩუმდე სასახლიდან ცხვირს ვერ ვყოფ, ახლა ვხვდები რატო მღერიან გალიაში ჩიტები, შესწორებას შევიტან ეს ჩვენ გვგონია, რომ მღერიან, იქნებ და დახმარებას ითხოვენ, მაგრამ მე ხმასაც ვერ ვიღებ, ეგ კი არა და წუწუნიც კი არ შეიძლება. მსახურებში მითქმა-მოთქმა გავარდა, რომ სასახლეში ერთ-ერთი პრინცი ბრუნდება, მაგრამ ეს სიხარულს არ იწვევს ხალხში. რატომ? ის ხომ იმოერატორის შვილია, ბოლოს და ბოლოს პრინცია, ვიღაც გლეხის შვილი ხო არაა. დღეები უშნოდ გადიოდა, ეს სიტყვა გაიგეთ როგორც გინდათ, იმიტომ რომ რასაც ჩემთან სახლში ვაკეთებდი, იგივეს ვაკეთებ სასახლეში. ანუ არაფერს. ეს თუ ჩემს სახლს შეჰფერის, ბოლოს და ბოლოს ეს სასახლეა. ამ დღეებში თითქმის ყველაფერი ვნახე, ნუ თითქმის. მხოლოდ სავარჯიშო ადგილას არ მიშვებენ, არადა ყველაზე მეტად მანდ მინდა შესვლა, ალბათ იმიტომ , რომ მიშლიან, თორე ისე თავს არ გავიჰიჯებდი. რა აღარ ვცადე, დაცვასთან ფლირტიც კი დავიწყე, მაგრამ რათ გინდა. ეს ჩემი გარეგნობაც რომ არაფერში გამოგადგება რაა. ერთხელაც გადავწყვიტე ღამე აევპარულიყავი, უკვე იმდენჯერ დავზვერე ეს ტერიტორია, რომ ერთი ადგილი დავიგულე, ხე იზრდება და ერთი სქელი ტოტი სავარჯიშო მოედანზე გადის, ხოდა ეხლა უნდა მოვიმარჯვო ჩემი მოხერხებულობა და ელასტიურობა, რომელიც არ მაქვს. თუ დამიჭერენ წასულია ჩემი საქმე, მაგრამ მას შემდეგ რაც კომპიუტერი აღარ მაქვს, ინტერნეტზე ხო ლაპარაკი ზედმეტია მე-11 საუკუნეში, ყველაფრის ცუდის გაკეთება მინდება. დავწექი დასაძინებლად, უკვე მეც ვერ ვძლებ , თვალები მეხუჭება, მაგრამ არა! რა დროს ძილია, უკვე სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა , დროა , მურით სახე მოვიხატე, აბა ამ მისიას ეფექტები ხომ სჭირდება. გარეთ აგენტივით დავდივარ, რასაც ჰქვია ჯეიმს ბონდი ვარ რაა! ოხ მარი რა მეტიჩარა ხარ. უკვე ხეს მივუახლოვდი, თვალით ვზომავ ხის სიმაღლეს, ტოტებიც ზემოდან ეწყება -აქ რას აკეთებ? აი სად დავიწვი, შენელებულ კადრში როგორც არის ისე ვტრიალდები, თავი დავხარე -მე... იცით მე, ვსეირნობდი -ასე გვიან? სულელი გგონოვარ? -არა უბრალოდ, ჩაფიქრებული ვიყავი და დრო ვეღარ გავთვალე -და სინამდვილეში? ახლაღა ავწიე თავი და თვალებში შევხედე, ბევრი რამეა უცნაური აქ ჩემთვის , მაგრამ ეს უფრო უცნაურია, ნახევარი სახე დამალული აქვს, ნიღაბი უკეთია, ეს რაღაც ახალია. -შიგნით მინდოდა შევსულიყავი -მერე არ იცი, რომ მეტიჩარა ხალხის ბოლო სიკვდილია? -ვიცი! მაგრამ აქ ერთი რაღაც გამოგრჩა -ჩემი არ გეშინია? როგორ მელაპარაკები -და შენ რატო არ გეშინია ჩემი! -ვითომ რატო? -მეც იგივე პასუხს გეტყოდი, ვითომ რატო უნდა მეშინოდეს შენი? -რამდენს ბედავ? -უფრო მეტსაც გავბედავ ეხლა, არავის ვეტყვი აქ რომ იყავი თუ დამეხმარები ხეზე ასვლაში -და რატომ გგონია , რომ ვიმალები? -იმიტომ რომ ორივე ვჩურჩულებთ-მივხვდი რომ სწორედ მივხვდი, ეხლა დროა გამარჯვების ღიმილი გადავიკრა -მე თუ ჩამიშვებ შენც არ მოგელის კარგი ბედი -მართალია, მაგრამ თუ დამეხმარები შენ შენს საქმეზე წახვალ, მე თუ დამიჭერენ კიდე დამსჯიან, არანაირად ხარ წაგებაში, ორივე შემთხვევაში დასჯა არ ამცდება, შენ კიდე არაფერს კარგავ -ასე აბეზრებ ხალხს თავს? -არა, მხოლოდ უჯმურებს-გამარჯვების ღიმილით ვდგავარ და ეხლა უკვე თავდაჯერებულიც. უკვე მეორე მხარეს გადასახტომად ვემზადები, ჯანდაბა, ძალიან მაღლა ვარ, მაგრამ არა! უკან არ ჩამოვალ, კაი ხო , რაც მოხდება მოხდეს. აუ კოჭები!!!! საშინლად მეტკინა, საჯდომიც კარგად დამეჟეჟა, ჩემს გვერდძე კიდევ ვიღაც დახტა, მე ჩემი გაჭირვება მაქვს ამიტომ ყურადღებას არ ვაქცევ. -იტკინე რამე? გაუცებული შევხედე, ჩვეულებრივად დგას, მეკიდე ლამის დავიშალე. -ისე რა, შენ რატომ გადმოხტი? -როცა დაგიჭერენ შენი სახის დანახვა მინდა -რა ბოროტი ხარ, მაგრამ ეგეთ სიამოვნებას ვერ მოგანიჭებ, წავედით? -იცი სად მიდიხარ? -ცოდნა რა აუცილებელია, მთავარია წინ იარო. -მაშინ წავედით -რა უბედურებაა სიცარიელის გულისთვის მოვედი, მოედანს მაინც დავათვალიერებ -აბა რას ელოდი რომ დაგხვდებოდა? -რავი ხმლები, სისხლი, სხეულის ნაწილები, ისრები, ყველაფერს სიცარიელის გარდა უცნობმა სიცილი დაიწყო, ეს დამპალი დამცინის,ერთი გემრიელად ვუთავაზე, თან იმელაზე იცინოდა აქამდე რომ არ დაგვიჭირეს მიკვირს. -გაჩუმდი, ნუ დამჩინი ის კიდე არ მისმენს , შიში სულ დაკარგა რაა! ფეხის ხმა მესმის და იარაღის ჩხარუნის. სასწრაფოდ ხელი დავავლე ჩემს უცნობს და ბალახებში შევათრიე, პირზე ხელი ავაფარე, ღრმად ვსუნთქვა, ისიც დაიძაბა, ალბათ მასაც შეეშინდა, მაგრამ ისეთი ტიპი ჩანას არამგონია საერთოდ რამის ეშინოდეს. დიდი ხანი იდგა დაცვა, ვერ გაერკვიათ რა მოხდა, მაგრამ მკითხაობა არ დაუწყვიათ და წავიდნენ. პირიდან ხელი მოვაშორე. ისე ჩქარა ადგა, თვალის დახამხამებაც კი ვერ მოვასწარი. -როგორ ბედავ? -რამ გაგაბრაზა რა იყო,თუ შენს ნიღაბზე ღელავ, დავინახე სად მოგძვრა და მოგცემ ეხლა ხელი აიფარა სახეზე -დაინახე?! -ხმაში შიში გაეპარა -რა უნდა დამენახა? -დაიციწყე გაიგე, დაივიწყე რომ საერთოდ მნახე ნელა მივუახლოვდი, ცხვირწინ ვუდგავარ, ხელი ხელზე მოვკიდე და ნელა ჩამოვაღებინე სახიდან, შრამი აქვს, გრძელი. თითები ნელა გავატარე, შევამჩნიე როგორ გააჟრჟოლა. უბრალოდ გავუღიმე და ნიღაბი მივაწოდე, თვალები გაუფართოვდა და იმ სიბნელეშც კი შევმჩნიე როგრო უბრწყინავდა თვალები.ხესთან მივედით, როგორღაც მეორე მხარეს გადავძვერი, დამშვიდობებისას კი ერთიღა ვუთხარი -თუ თავს მშვიდად იგრძნობ დავივწყებ, მაგრამ მე მომწონს ეგ შრამი, ამიტომაც ჩემთვის შევინახავ დანა ამოიღო და ყელთან მომიტანა, ეხლა გიჟს ჰგავს -ნუ მატყუებ, ეს სილამაზე?! მოწონება?! არავის მივცემ უფლებას რომ დაცინოს. ნერწყვი ძლივს გადავაგორე , პირველად შემეშნდა სიკვდილის, კანკალმა ამიტანა. -მომისმინე, ერთი წუთით დაწყნარდი, ჩემი სიკვდილით ეგ შრამი არ გაქრება, ამიტომ გკითხავ, ღირს კი ჩემი მოკვლა?! -მეორედ აღარ გადამეყარო, თუ არა და ასე ადვილად ვერ გადამირჩები, ეხლა კიდე გაიქეცი და უკანაც კი არ მოიხედო. ადგილიდან ვერ ვიძროდი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, ძლივს შევტრიალდი, სირბილით ნამდვილად ვერ წავედი, მაგრამ სიკვდილის შიში ოხერი რამ არის. ერთი კი დანამდვილებით ვიცი,ამაღამ ნამდვილად არ დამეძნება. ორი დღე გარეთ არ გამვდიოდი, ავადმყოფობა მოვიმიზეზე. ნელ-ნელა ყველაფერი დამავიწყდა, შიშიც გამიქრა, მსახურებთან კარგად ვერთობოდი. მესამე დღეს ისეთი კარგი ამინდი ამინდი გამოვიდა, რომ ვეღარ გავძელი ოთახში. მზე ისე აცხუნებდა, რომ რაღა იყოს, სულ დამეწვა ცხვირი. წვეულება იყო იმპერატორის კარზე, ნეტა რას აღნიშნავდნენ, მე კიდე არ დამპატიჟეს მაგ ღორებმა, აა შესწორებას შევიტან ცისფერი სისხლის მქონე ღორებმა. ჩუმად შევიპარე სასახლეში. ეს საცდელი თავი არის, იმედია მოგეწონებათ, თქვენს კომენტარებს ველი მოუთემნლად, შემდეგი თავი დაიდება ხვალევე, მიყვარხართ ყველა <3 <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.