როცა თვალებში ჩაგხედე ( 2 თავი)
ჩემი ამბავიც ამ დღიდან დაიწყო. სახლის დალაგებით გამოწვეული დამღლელი დღეების შემდეგ როგორც იქნა ნამდვილი არდადეგები დამეწყო. არდადეგებში არ ვგულისხმობ გართობას და მეგობრებს, აქ უფრო უსაქმურობა იგულისხმება, რაც დიდად არ მომწონს. ვცდილობ დღეები ერთმანეთს არ გავდეს, მაგრამ დიდად არ გამომდის. ლეპტოპი, ყურსასმენები, საყვარელი მუსიკები და მიმოწერა მეგობრებთან, ჩემი დღეები მხოლოდ ამით შემოიფარგლება. ჰოდა დღეს გადავწყვიტე სადმე გავიდე. ზურგჩანთა ავიღე, საჭირო ნივთებით ამოვტენე. კისერზე მამაჩემის ნაჩუქარი პროფესიონალი ჩამოვიკიდე, ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე და კიბეებზე დავეშვი. - დე, მა, შეიძლება გარეთ გავიდე? - რათქმაუნდა, - დედას გაუხარდა, ფიქრობს რომ სოფელში თანატოლები უნდა გავიცნო და ახლა ჰგონია რომ მიზნად მეც იგივე დავისახე,- შეგიძლია წახვიდე, ოღონდ ძალიან ნუ დააგვიანებ. -მამა? - დედა გიშვებს, ესეიგი საშიში არა, წადი, -გაეღიმა და სახლში შევიდა. მეც აღარ დავაყოვნე, ყურსასმენები მოვირგე, ჩემი საყვარელი სიმღერა ჩავრთე და ეზოდან გავედი. სასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, მაგრამ ცოტა უცნაური. ადრე გარეთ მხოლოდ ბებიის თანხლებით გამოვდიოდი, ახლა კი მარტო ვარ და სადაც მინდა იქ წავალ. გზას ნელა მივუყვები. სიმღერას ვუსმენ, თან ფოტოებს ვიღებ და ჩემთვის ვიღიმი. გზაზე ბევრი არავინაა. მხოლოდ რამდენიმე მოხუცი და პატარა ბავშვები გამოკიდებინ გზას. აქა-იქ მანქანებიც ჩამივლიან ხოლმე. უეცრად მხარზე შეხება ვიგრძენი, შევკრთი და გასაქცევად მოვემზადე, მაგრამ უკან მაინც მოვბრუნდი. ჩემს უკან ბიჭი იდგა, სახეზე ღიმილი გადაჰფენოდა, ტუჩებს ამოძრავებდა და მივხვდი რაღაცას მეუბნებოდა, მაგრამ სიმღერის ხმაში ვერაფერი გავივე. ყურსასმენები მოვიძრე და როგორც იქნა მისი ხმა გავიგონე. -ჰეი, შენ ემა ხარ ხო? როგორ ხარ? ისეთი სახე გაქვს ალბად ვერ მიცანი. - ერთმანეთს ვიცნობთ? - გაკვირვებულმა შევუბრუნე კითხვა, ისე ლაღად მელაპარაკებოდა ერთი წუთით მართლა დავიჯერე რომ კარგი მეგობრები ვიყავით. - რათქმაუნდა, მაგრამ დიდიხანია არ მინახიხარ. ბოლოს რომ გნახე ბებიასთან ერთად იყავი, ტიროდი სოფლიდან წასვლა არ გინდოდა, იმ დღის შემდეგ აღარ მინახიხარ. აბა დაძაბე გონება, იქნებ გამიხსენო, -მითხრა და ჩაიხითხითა. დავფიქრდი, ბავშვობის მოგონებები ამომიტივტივდა... -იკა, -წამოვიძახე უეცრად, - შენ იკა ხარ, გამახსენდა, -იმ მომენტში ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. - ჰო ზუსტად, - ჩემკენ გამოიწია და ძლიერად მომხვია მკლავები. - შეცვლილხარ, -ვუთხარი როცა მისი მკლავებიდან თავი გავითავისუფლე. - შენც, მაგრამ თვალები ისეთივე გაქვს როგორიც ადრე. მრავლისმეტყველი და კაშკაშა. ახლა სად მიდიხარ? -არსად, უბრალოდ სასეირნოდ გამოვედი. მომწყინდა სახლში ყოფნა. არც მეგობრები, არც ინტერნეტი, მხოლოდ სახლში უაზროდ ყოფნა. - ჰო როცა არავის იცნობ რთულია, არ ვიცოდი აქ თუ იყავი თორემ უფრო მალე გნახავდი. ყოველ საღამოს შენი სახლის წინ ვიკრიბებით ბავშვები და შემოგძახებდი. გინდა გამოგყვე? - შენ როგორც გინდა, - გამეღიმა გზა ორივემ ერთად განვაგრძეთ. გამიხარდა ძველი მეგობრის ნახვა, თუმცა არველოდი, რადგან თითქმის აღარც მახსოვდა იკა. ბევრს ვლაპარაკობდით, ჩვენ-ჩვენი ცხოვრების შესახებ ვყვებოდით ამასობაში კი ჩვენ წინ რამდენიმე ბავშვი გამოჩნდა. - დროა ახალი მეგობრები გაიჩინო, -სიცილით მითხრა იკამ. მალე ბავშვები მოგვიახლოვდნენ. - ვაა იკა. -დაიძახა ერთმა. -ის დათოა, მაგის გვერდით წითელ მაისურში გეგა, ყველაზე მაღალი ნიკა, ყველაზე უკან რო მოდის ეგ დემეტრეა, -მიხსნიდა იკა, მაგრამ ვერცერთის სახელი ვერ დავიმახსოვრე, გარდა ერთისა. - გამარჯობა, ბიჭებო, საით? - წყაროსთან, როგორც ყოველთვის, შენ სად მიდიხარ? თან... - ბიჭმა აღარ დაამთავრა უბრალდ გაიცინა. - ჰო სულ დამავიწყდა, გაიცანით ეს ემაა. ჩემი ბავშვობის მეგობარი. - სასიამოვნოა, -თქვეს ერთხმად და სათითაოდ ჩამომართვეს ხელი, მეც საპასუხოდ ყველას გავუღიმე. -სად მიდიხართ? -იკითხა ყველაზე მაღალმა,- ჩვენთან ერთად არ წამოხვალ იკა? - ჰო.. ისა და მე ემასთან ერთად ვარ და... - არა არაუშავს, წადი. მე ისედაც სახლში ვაპირებდი დაბრუნებას. -კარგი, მაშინ ჩვენთან ერთად წამოდით. ყველანი ერთად წყაროსკენ წავედით. ყველაზე მეტს მაღალი ბიჭი ლაპარაკობდა, ცოტა ნორმალური რომ ეთქვა რამე კიდე არაუშავს, მაგრამ გაუთავებლად ლაყბობდა. -ნიკა, -შეუყვირა იკამ, როცა ჩემი გამომეტყველება შეამჩნია, ნიკაც გაჩუმდა. გზაში ასე თუ ისე ყველა გავიცანი, ნიკა განსაკუთრებით, მაგრამ ის ვისი სახელიც დამამახსოვრდა, თითქმის არ ლაპარაკობდა და ამიტომ მასზე ბევრი ვერაფერი შევიტყე. მალე წყარომდეც მივედით, მაგიდასთან უკვე შეკრებილიყვნენ მოზარდები. უმეტესად ბიჭები იყვინენ, მხოლოდ სამი თუ ოთხი გოგო ჩანდა. - კარგით, მე სახლში შევალ, გამიხარდა თქვენი გაცნობა, -ვთქვი და კარისკენ მივტრიალდი. -იქნებ დარჩენილიყავი? დანარჩენებსაც გაგაცნობ, -მომაძახა უკნიდან იკამ, მეც შევბრუნდი და დავინახე რომ ყველას მზერა ჩემკენ იყო მომართული, წამით შემრცხვა. - კარგი, მაგრამ სახლში შევალ გამოვიცვლი და მალე დავბრუნდები. ოთახში ავირბინე და ჩემოდანი ამოვრიე, მუქი ჯინსის შორტი, თეთრი მაისური და კედები ჩავიცვი, მერე ქვემოთ ჩავირბინე მშობლები გავაფრთხილე , დედაჩემი რათქმაუნდა სიხარულით დამთანხმდა და ისევ წყაროსთან გავედი. -ბავშვებო, გაიცანით ეს ემაა დღეიდან ჩვენთან ერთად ხშირად იქნება, -წარმოთქვა სიტყვა იკამ როცა მათ მივუახლოვდი. -გამარჯობა, -ვთქვი ცოტა მორცხვა და ნერვიულად. -მე ნიცა ვარ, -ღიმილით მომეგება ქერათმიანი გოგონა. -მე ნია. -ქეთა, სასიამოვნოა,- მომიახლოვდა ერთი მაღალი შავგვრემანი გოგო, ისეთი სერიოზული იყო, მგონი შემეშინდა. -ემ, ეს სანდროა, მის გვერდით ერეკლე, აი დემეტრეს გვერდით რომ დგას ეგ ლუკაა, სულ ბოლოში ცოტნე დგას, მის მარჯვნივ კი გიო. მოკლედ ყველა ისე მიგიღებთ როგორც საკუთარ დას. - მართალი გითხრათ ძალიან მინდოდა ახალი მეგობრები შემეძინა ამ არდადეგებზე და მგონი ასეც მოხდა, -სიტყვა დავასრულე და დემეტრესკენ გავიხედე, ისიც ჩემსკენ იყურებოდა და მაშინვე შეტრიალდა როცა ჩემი მზერა შენიშნა. საგრძნობლად შეიცვალა. გზაში წყნარი, მორცხვი ბიჭის შთაბეჭდილება დამიტოვა, რომელიც არასდროს ლაპარაკობს, მაგრამ ახლა იცინის, კონტაქტურია და ჯოკერსაც მხიარულად თამაშობს სხვებთან ერთად. დაჟინებით ვაკვირდები და ასე ვთქვათ ვსწავლობ. მუქი წაბლისფერი თმა და ხშირი წარბები აქვს, თვალები კი... თვალები რაღაც უძიროდა მუქი მწვანე.საშუალო სიმაღლის. მოკლედ ისეთი ბიჭია გოგონები რო გიჟდებიან. თვითონ კი ყურადღებასაც არ მაქცევს. ალბათ ახალი რომ ვარ შეჩვევა უჭირს, რასაც ვერ ვიტყვი ნიკაზე და გეგაზე. ერეკლეც ყურადღებიანია, იკაზე ხომ აღარაფერს ვამბობ. ნიცა კარგი გოგოა, ნიასაც არაუშავს, აი ქეთაზე კი კარგი შთაბეჭდილება არ დამრჩენია, თუმცა ის და დემეტრე კარგად უგებენ ერთმანეთს, ალბად შეყვარებულებიც არიან, თუმცა რა ჩემი საქმეა. ვცდილობ ბავშვებს მოვერგო და არ ვაგრძნობინო რომ ახალი ვარ, რათა თავი შებოჭიილად არ იგრძნონ და მგონი გამომივიდა კიდეც. საკმაო ხანს ვიყავი მათთან და როცა შევატყვე რომ ცოტა ხანს ალბათ კიდევ არ დაიშლებოდნენ, მე კი დაღლილი ვიყავი, წამოვდექი და ყველას დავემშვიდობე. პირობა ჩამომართვეს, რომ ხვალ ისევ ვნახავდი მათ და სახლამდე იკამ მიმაცილა, მიუხედავად იმისა, რომ მოპირდაპირე მხარეს ვცხოვრობდი. შინ მისულს მშობლები ფეხზე დამხვდნენ, სავარძელში ჩამაჯინეს და ყველაფერი დაწვრილებით მომაყოლეს. ორივე ბედნიერი იყო, რომ აქ მეგობრები გავიჩინე და ჩემი დასვენების დღეები მოსაწყენი აღარ იქნებოდა, ამით მარტო ისინი კი არა მეც ბედნიერი ვიყავი, ძალიან ბედნიერი. თუ რაიმე შენიშვნები გაქვთ კარგი იქნება თუ მეტყვით :)) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.