შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენმა ლურჯმა თვალებმა დამატყვევეს (მეცხრეე თავი)


15-07-2017, 17:16
ავტორი buterfly
ნანახია 2 021

იმედია მოგეწონებათ ეს თავი...ცოტა პატარა გამოვიდა ,მაგრამ იმედია მომიტევებთ.
------------------------------------------------------------------------
ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა. აჩი ყველაფერს ისე აკეთებდა და ემილიასაც ისე ექცეოდა ,როგორც ჩაფიქრებული ჰქონდა მიუხედავად იმისა ,რომ ასე ცივად მოქცევა ძალიან უჭირდა . ემილია რაღაც მომენტში ხვდებოდა აჩის ჩანაფიქრსაც თუმცა შემდეგ თავს საწინააღმდეგოში არწმუნებდა და თვლიდა ,რომ ასე უკეთესი იქნებოდა აჩისთვისაც და მისთვისაც.
-აჩი ,შვილო რაღაც უნდა გითხრა-მიმართა დერეფანში მიმავალ აჩის ნოდარმა
-გისმენ ბიძია.
-მინდა ერთ ადამიანს დახვდე აეროპორტში.
-ვის?
-ჩემი ძველი მეგობრის შვილს დაჩის
-დაჩის? ბავშვობაში რომ წაიყვანეს ამერიკაში? ის დაჩი?
-ხო ზუსტად მაგ დაჩის უნდა დახვდე .ხომ იცი არ ახსოვს აქაორობა და შენ უნდა მიხედო
-კარგი მაგრამ არც მე მახსოვს როგორ გამოიყურება და..
-ეგ არაფერი აი სურათი და ამით იცნობ-მიაწოდა ძალიან სიმპატიური შავთვალება ბიჭის სურათი და სასიამოვნოდ გაუღიმა.
-კარგი მაშინ ...როდის ჩამოდის?
-ნახევარ საათში.
-კარგი ბიძია წავალ-გაუღიმა და შენობა დატოვა.
ლიფტში შესვლისას კი ემილიას შეხვდა.
-გამარჯობა ემილია-ცივად მიესალმა და პასუხს არც დაელოდა ისე შევიდა ლიფტში.
-გამარჯობა-თავისთვის ჩაიბურტყუნა ემილიამ და თავი უსიამოვნოდ გადაიქნია-ვეღარ ვცნობ-ესღა თქვა და თავისი ოთახისკენ დაიძრა
-ღმერთო ჩემო,დამეხმარე ძალიან გთხოვ .თავს ძლივს ვიკავებ, გამაგრძელებინე ცოტახანს ეს თამაში ,ძალიან გთხოვ-მუდარის თვალები ზევით ააპყრო და დახმარება ითხოვა.
ზუსტად ნახევარ საათში აჩი უკვე აეროპორტში იყო და ხუთი წლის ასაკში წასულ დაჩის ელოდა და კედელზე ატუზული მობეზრებული ბუზღუნებდა.ფიქრებში იყო აჩი გართული ,როდესაც ნაცნობს მოჰკრა თვალი და მისკენ დაიძრა.
-დაჩი ხომ?
-დიახ-სასიამოვნო ღიმილით უპასუხა და მისკენ შემობრუნდა
-მე აჩი ვარ. ნოდარის ძმისშვილი.აქ შენს დასახვედრად გამომგზავნეს-ასევე გაუღიმა და ხელი გაუწოდა
-უი აჩი.სიმართლე გითხრა მახსოვხარ -უთხრა და გადაეხვია რაც აჩისთვის მოულოდნელი იყო ,თუმცა თავადაც საპასუხოდ ჩაეხუტა და გაუდგნენ გზას გასასვლელისკენ.
-ქართული გახსოვს ესეიგი.
-კი და რატომ არ უნდა მახსოვდეს? მართალია ხუთი წლიდან წასული ვარ მაგრამ მშობლები სულ ქართულად მესაუბრებოდნენ და აქედან გამომდინარე გამართულადაც ვსაუბრობ -სასიამოვნოდ გაუღიმა აჩის.
-ძალიან კარგი. სახლში მიგიყვანო? თუ გავლა გინდა სადმე?
-არა ნოდარს როცა ველაპარაკე ასე მითხრა სხვაგან რომ არ ეძებოო სამსახური აქ მოდიო და რაიმე სამუშაოს გამოგიძებნიო.
-აჰა გასაგებია ,კარგი მაშინ წავიდეთ კომპანიაში
-კარგი
-ბიძია ჩამოვიდა დაჩი.
-შემოიყვანე შვილო მერე მივესალმო
დაჩიც შემოვიდა და გადაეხვია დიდი ხნის უნახავ „ბიძას“ შემდეგ კი მითითებები მიიღო მისგან და აჩის დახმარებით ყველაფერი მალევე გაიგო და შეუდგა მუშაობას (შრომისმოყვარე აღმოჩნდა). ოთახიდან გამოსვლისას ემილია შენიშნა(რა ძნელი შესამჩნევია)და აჩის გადაუჩურჩულა.
-ეს გოგო ვინ არის?-თვალები აუციმციმდა ვაჟბატონს
-ჩვენი კომპანიის დიზაინერია-უთხრა და დაჩის ეჭვნარევი მზერით გადახედა.
-რა ლამაზია.-ამოილაპარაკა და დერეფანში მიმავალს თვალი გააყოლა
-აჩიმ ნერწყვი უსიამოვნოდ გადაყლაპა და დაჩის მიუბრუნდა-არ გირჩევ მასთან ლაპარაკს
-რატომ?-გაოცებული სახით შეხედა დაჩიმ
-ზედმეტად ..-ცოტახნის დაფიქრების შემდეგ თქვა-დებილია (უკეთესი დასახასიათებელი სიტყვა ვერ მოძებნა)და ყველაფერს არასწორად გებულობს.
-და მაშინ რატომ ამუშავებთ აქ?
-უბრალოდ კარგად ხატავს და დიზაინის მხრივ ნიჭიერია-გადაუჩურჩულა და ეშმაკურად გაიღიმა
-რავიცი, რავიცი-ამოილაპარაკა და სამუშაო ადგილისკენ წავიდა.
-იდიოტი,მოეწონა გოგო-უსიამოვნოდ თქვა და ოთახში შევიდა
- - - - - - - - -
-ბატონო ნოდარ შეიძლება შემოვიდე?-შეაღო ნოდარის კაბინეტის კარი ემილიამ
-მოდი შვილო.
-შემოდგომის კოლექციაზე მუშაობა დავამთავრე და როგორც მითხარით მოგიტანეთ ესკიზები
-ძალიან კარგი აქ დააწყვე და მეც ვნახავ მალე
-კარგით მაშინ მე გავალ-უთხრა და ამ დროს ოთახში შემოვიდა დაჩი ,რომელიც ემილიას დანახვისთანავე მისკენ გაემართა
-ეს გოგო ვინ არის ბიძია?-მიმართა ნოდარს და დაელოდა პასუხს(ვითომ არ იცოდა)
-კომპანიის დიზაინერია ემილია.
-სასიამოვნოა ემილია მე დაჩი ვარ-სასიამოვნოდ გაუღიმა და ხელი ჩამოართვა. ამ დროს კი ოთახში აჩი შემობრძანდა და როდესაც ერთად მდგარი ემილია და დაჩი დაინახა მათკენ გაემართა, შუაში ჩაუდგა და ბიძამისს საბუთები გაუწოდა.ემილია და დაჩი გასასვლელისკენ წავიდნენ,უფრო სწორად ემილია წავიდა და დაჩი უკან გაჰყვა. აჩიმაც არ დააყოვნა და უკან გაჰყვა მათ.
-ემილია შეიძლება დღეს სადმე დაგპატიჟო?-სასიამოვნოდ გაუღიმა დაჩიმ
-მეე ის არ-არას თქმა აპირებდა თუმცა როდესაც აჩის გაცეცხლეულ თვალებს წააწყდა მაშინვე დასთანხმდა-კი რატომაც არა.
-მაშინ ნომერი მომეცი და შეგეხმიანები
-კარგი-უთხრა და ტელეფონში ნომერიც ჩაუწერა ,რაზეც აჩი კინაღამ ჭკუიდან გადავიდა და მათთან მივიდა
-რას შვებით?თუ საიდუმლო არ არის მეც მითხარით-ნაძალადევად გაუღიმა დაჩის და ემილიას გადახედა.
-ემილია პაემანზე დავპატიჟე-ღიმილიანი სახით გადახედა დაჩიმ
-პაემანზე არა? შეიძლება მეც რომ წამოვიდე? სახლში მარტო უნდა ვიყო დღეს და არ მინდა .შეიძლება?
-ჩვენ მარტო.....-სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული დაჩის როდესაც აჩიმ უთხრა
-კარგი მადლობა მაშინ რვაზე შევხვდეთ-ღიმილით გადახედა და სანამ დაჩიმ ემილია არ დატოვა მარტო თავადაც არ წავიდა.
-ეს რა იყო?-გაკვირვებულმა ემილიამ გადაულაპარაკა აჩის დაჩის წასვლის შემდეგ.
-რა იყო? ხომ ვთქვი მარტო ვართქო სახლში..
-კაი ხო არ მჭირდება ახსნა განმარტება.ისედაც ყველაფერი ცხადია-გაუღიმა ემილიამ და წავიდა
-ღმერთო ჩემო მგონი ყველაფერი გავაფუჭე და თამაშს აზრი აღარ აქვს.-ამოილაპარაკა და თავჩაღუნული გაუდგა დერეფნის გზას.
შვიდი საათი იყო როდესაც ემილიას მიაკითხა ,რომ დაჩისთვის დაესწრო .ემილიას ლოდინში რვაც შესრულდა და მოვიდა დაჩიც.
(ეჭვიანი აჩი ძალიან სასაცილოა) უკანა სავარძელზე დაჩი და ემილია ერთად აპირებდნენ დასხდომას მაგრამ უშედეგოდ ,სანამ დაჩი ჩაჯდებოდა მანამდე აჩიმ დაასწრო და მათ შუაში მოკალათდა. აჩის ეჭვიანობა არც ემილიას გამოჰპარვია და უფრო აღიზიანებდა კიდეც. კლუბში წავიდნენ და დაჩიმაც არ დააყოვნა და ლამაზი ქალბატონი საცეკვაო გაიწვია. აჩის გამომეტყველების დანახვისას ემილია მაშნვე დასთანხმდა და გაჰყვა საცეკვაო მოედანზე. ცოტახანში დაჩის ტელეფონი აწკრიალდა და გარეთ გავიდა და ემილიამაც მარტო განაგრძო ცეკვა, ამ დროს კი ვიღაც უცნობი მიუახლოვდა და წელზე ხელი შემოჰხვია
-ლამაზო .არ გინდა ვიცეკვოთ?
-არა არ მინდა .ხელები გასწიე-მკაცრად უთხრა ემილიამ უცნობს მაგრამ ამაოდ. ნასვამმა აჩიმ კი როდესაც ამ სცენას მოჰკრა თვალი უცებ წამოხტა და მათკენ გაეშურა
-ეს გოგო ჩემთანაა ,ძმაო-მიმართა უცნობს და ხელი გააშვებინა ემილიასთვის
-ძმაო შეგვეშვი რა .ვერ ხედავ რომ ვცეკვავთ?-უთხრა და აჩის ხელი ჰკრა
-უკანასკნელად გეუბნები ხელი გაუშვითქო
-სანამ თავად არ მეტყვის რომ გავუშვა არ გავუშვებ.
-ასე ხომ. ესეიგი არ გაუშვებ-უთხრა და ისე მაგრად დაარტყა რომ ბიჭი ძირს გაიშოტა
-აჩი რა ქენი ეს? -წამოიყვირა ემილიამ
-წამოდი .გამოადგი ფეხი. სახლში მივდივართ
-არსადაც არ მოვდივარ. აქ დაჩისთან ერთად წამოვედი და მასთან ერთად წავალ.
-ჩემთან ერთად მოდიხარ და დამთავრდა აქ საუბარი
-არა არ მოვდივარ შენთან ერთად
-კი მოდიხარ-უთხრა და მხარზე მოიგდო ტომარასავით და ისე გაიყვანა კლუბიდან
-აჩი დამსვი .გეუბნები დამსვითქო.ინანებ ამ საქციელს
-გაჩუმდი რა.-უთხრა და ტაქსის კარი გამოაღო და ემილია შიგ ჩატენა
-რა ხდება? სად მიდიხართ? ემილია სად მიგყავს?-გამოეკიდა დაჩი
-რომ ყოფილიყავი მასთან ერთად გაიგებდი სადაც მიმყავს-ერთი შეუბღვირა და თავადაც ტაქსში ჩაჯდა. დაჩი კი გაოცებული დატოვა.
-აჩი ამ საქციელს არ გაპატიებ გაიგე?-უთხრა და მხარში მუშტი ჩაარტყა
-მეტკინა გოგო.
-რა იყო ეგ საქციელი? რანაირად წამომათრიე
-არაფრის ,რომ გადაგარჩინე იმ ნაბიჭ****გან
-იდიოტი ხარ არჩილ ყიფიანო,იდიოტი
-შენ იდიოტი მეძახე და კი გადაგარჩინე.
აჩიმ მიიყვანა ემილია სახლში და თავად წავიდა.
-რა მოხდა ემილია? ასეთი გაბრაზებული რატომ ხარ? როგორ ჩაიარა შეხვედრამ?
-დებილი აჩი დებილი-გაიძახოდა ემილია
-რა მოხდა გოგო მოყევი.
-აჩიც გამოგვყვა კლუბში
-მერე?
-მერე ის რომ დაჩის ვიღაცამ დაურეკა ხოდა ცეკვის დროს გასვლა მოუწია ამ დროს კი ვიღაც ნასვამი იდიოტი მოვიდა და წელზე ხელი შემომხვია ვიცეკვოთო .ხოდა აჩიმ ეს რომ დაინახა მოვიდა და ის ბიჭი სცემა. მერე სახლში მოვყავდი და მე არ გამოვყევი დაჩი წამიყვანსთქო იმან კი მხარზე მომიგდო ველურივით და ძალით წამომიყვანა.
-მარიამი ამ ყველაფრის გაგონებაზე მწარედ ახარხარდა-რას ვერ ხვდები გოგო? უყვარხარ მაგ ადამიანს თან ძალიან
-კარგი რა მარიამ. ამ საქციელს არ შევარჩენ მაგ ხისთავიას
-შენ ნაკლები ხისთავიანი ხარ?-სიცილით უთხრა და სამზარეულოში გავიდა.
-მართლა ვუყვარვარ? იქნებ დრო მოვიდა ყველაფერი შეიცვალოს? რა დებილი ხარ ემილია .რაზე ფიქრობ-თავზე ხელი შემოირტყა და დასაძინებლად წავიდა თუმცა აჩიზე ფიქრმა ძილი გაუტეხა და მთელი ღამე ფიქრობდა რა უნდა გაეკეთებინა რომ მასზე აღარ ეფიქრა .მაგრამ ეს ხომ არ არის ადამიანზე დამოკიდებული .სიყვარული კარზე არ გიკაკუნებს, მოულოდნელად შემოიჭრება შენს ცხოვრებაში და დაწყობილ,დალაგებულ გეგმებს მთლიანად გირევს. ასე მოხლა ემილიას შემთხვევაშიც ,მაგრამ ემილიას ამის აღიარება არ სურს და მის თავს საწინააღმდეგოში არწმუნებს და იმას ვერ ხვდება რომ სიყვარულის შიშს აზრი აღარ აქვს რადგან ეს უკვე მოხდა. ვერც ხვდება რომ ზოგჯერ რისიც ყველაზე მეტად გვეშინია არის ის რაც ყველაზე მეტად გვინდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent