ბედნიერების რეცეპტი (თავი ორმოცდაორი)
- აბა, პირველად სად მივდივართ, მონასტერში თუ თავშესაფარში? - როგორც იქნა დასერიოზულდა ვაჟი. - მტვრიანი ვარ, თან დაღლილიც. ჯობს თავშესაფარში მივიდეთ. მონასტერში ხვალ ავალ. თან არც შესაბამისად ვარ ჩაცმული! - ჯინსის შარვლის ალაგ-ალაგ ამოგლეჯილ ადგილებზე თვალით ანიშნა ელემ - იმედია გზას არ გაგიმრუდებ... - ისეთი თავაზიანი და მორიდებული ხარ, პირდაპირ მიკვირს... - ახარხარდა თორნიკე - რომც გინდოდეს, გზას ვერ გამიმრუდებ, ბოლო რეისი მეც თავშესაფრისკენ მაქვს. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ დღესვე სჯობს ნიკოლოზის ნახვა, არამგონია შარვლის გამო დაგიწუნოს. - დღესვე? - ვაჟის ხმაში ფარული დაძაბულობა არ გამორჩენია ქალიშვილს - რამეს მიმალავ?! უარყოფის ნიშნად თავი გააქნია ვაჟმა. - კარგი რა, ყოველთვის ასე იქცევი... - გაღიზიანდა ელე. - ასე? მაინც როგორ? - პრობლემებზე სასაუბროდ ნიკოლოზს იყენებ შუამავლად... - იმიტომ რომ დავიღალე, აღარც შენთან ჩხუბი მინდა.... - ანუ, მართალი ვარ? მონასტერში იმიტომ არ მიმარბენინებ, რომ მოძღვარს მოვენატრე, მართლა რაღაც ხდება?! ვაჟი ისევ დუმდა, ელენესკენ არც კი იყურებოდა, ჯიუტად უმზერდა ჩაბნელებულ ტრასას. - პატარა არ ვარ... - ცრემლებმა ხმა გაუბზარა ელეს. - ვიცი, ენე... იქნებ მართალიც ხარ, ალბათ სჯობს, ისევ მე გითხრა. - მშვიდად სასაუბროდ ავტომობილი გვერდით გადააყენა და გააჩერა არაბულმა - ისინი დაბრუნდნენ ელე... - ვინ ისინი? - დაძაბულობისგან გული გამალებით უცემდა ქალიშვილს. - არაბულების მკვლელები. მამაშენის მეგობრები... - ირონიულად გაეცინა ვაჟს. - მამაჩემის მეგობრები? - ყური უხეშად მოსჭრა ვაჟის სიტყვებმა - ცდები თორნიკე, მეგობრებს ასე არ იმეტებენ. - ზიზღი ვერ დამალა ელემ - ანუ დაბრუნდნენ?! უკვე აქ არიან? - ჯერჯერობით არა. რამდენადაც ფარნავაზმა გაგვაფრთხილა ირაკლიც გამოდის ციხიდან. ასე რომ, სიფრთხილის ორმაგი ნორმები უნდა დავიცვათ. კაცმა არ იცის რა აქვთ ჩაფიქრებული... - იმედია იმის თქმას არ ცდილობ, რომ პოტენციური მტრის შიშით თავშესაფრის კედლებში ტუსაღივით ვიჯდე და გარეთ გამოსვლის მეშინოდეს... - არა, მაგრამ მინდა მარტო სიარულს, უცხო ხალხთან კონტაქტს მოერიდო... - უკვე გითხარი და ისევ გავიმეორებ, პატარა აღარ ვარ. თავს როგორმე დავიცავ. იმ ხალხს მხოლოდ შენი არ მართებთ. - ამით რის თქმას ცდილობ?! - გაღიზიანებული თვალებში ჩააცქერდა ვაჟი. - ისინი, მეც შენსავით მეზიზღებიან. ისინი, რომ არა მამაჩემი თავს არ მოიკლავდა. დროთა განმავლობაში, იქნებ მაიასთანაც დაელაგებინა ურთიერთობა. ისინი, რომ არა შენი მშობლებიც ცოცხლები იქნებოდნენ!... - მგონი, მაინც ვერ იაზრებ რა კატეგორიის ხალხთან გაქვს საქმე... - მშვენივრად ვიაზრებ... - და მაინც შენსას ერეკები?! წადი ამ წყეული ადგილიდან! - საბოლოოდ გამოვიდა მდგომარეობიდან თორნიკე. - არც კი ვიფიქრებ. ახლა წასვლის დრო არაა... - ელე, გთხოვ! - მუდარით უმზერდა ვაჟი. - ორი წელი ვიყავი წასული. - ხმა აუკანკალდა ემოციებისგან - ორი უსაშველოდ გრძელი წელი იცი რამდენია? აღარ შემიძლია... - ისევ ცრემლები მოაწვა და თვალები აარიდან გვერდით მჯდომს. - ენე... - მხარზე ფრთხილად შეეხო ვაჟი. თუმცა მისი ხელი უხეშად მოიშორა განაწყენებულმა გოგონამ - არ გინდა, გთხოვ... ხომ შეგიძლია სიფრთხილის ნორმები მაინც დაიცვა, მეტს ხომ არაფერს გთხოვ?! - სიფრთხილე ისევ წასვლას და თქვენგან შორს ყოფნას ნიშნავს?! - თუნდაც... - გაზრახ შვრებით, ხომ?! - ისევ გაცხარდა გოგონა. - რას ვშვრები განზრახ? - მეგონა ოდნავ მაინც მოგენატრებოდი. მეგონა... - ამ სიტუაციასთან მონატრება რა შუაშია?! გგონია, ამ ყველაფერს შენს მოსაშორებლად ვიგონებ?! - ჯიუტად თვალს არ აშორებდა გოგონას. რაღაცის თქმა უნდოდა ელეს, თუმცა ვერ შეძლო, აცახცახებულს ისევ ცრემლებმა უღალატეს. მლაშე სითხე, როგორც ყოველთვის მის სისუსტეზე მეტყველებდა. გაუხეშებული, დამაზოლებული ხელებით ისევ ჩვეული სიფრთხილით შეეხო ყვრიმალზე ვაჟი, ისევ ძველებურად დასწვა თითის ბალიშები სითხემ. ისევ ძველებურად ეტკინა მისი ცრემლები. ორივე ხელით მიიზიდა მისკენ ქალიშვილი. ესოდენ მონატრებულ თვალებში უმზერდა, სახე იმდენად ახლოს ჰქონდა, რომ გოგონას სუნთქვას ტუჩებზე გრძნობდა, თუმცა ბაგეებს არც კი ეხებოდა, თვალებ დახუჭული თითქოს საკუთარ თავს ესაუბრებოდა: - რაც არ უნდა მოხდეს, მთელი კრიმინალური სამყარო ჩვენს წინააღმდეგ რომც ამხედრდეს, ერთად - ერთი რაც უცვლელი დარჩება, ჩემი შენდამი სიყვარულია! უფლებას არ მოგცემ ეჭვი შეგეპაროს, გესმის ენე, უფლებას არ მოგცემ! მართალია ვაჟის ხმაში ჯიბრი და სიბრაზე იგრძნობოდა, მაგრამ გოგონას მაინც გაეღიმა. მიუხედავად ცრემლებისა, უკვე ბედნიერი იყო. სულ სამად-სამი სიტყვა ეყო დაკარგული მხნეობის დასაბრუნებლად. მისი განწყობის ცვლილება მაშინვე იგრძნო ვაჟმაც, სახეზე ხელები გაუშვა. - ჩემი გჯერა?! - ამჯერად ინტერესით დააცქერდა. ელენეს სიტყვაც არ დაუძრავს. სავარძლიდან სულ ოდნავ წამოიწია და ვაჟისკენ დაიხარა, ამჯერად თავად მოიქცია ხელებში ვაჟის სახე. ინტერესით დააცქერდა ლურჯ თვალებში და ასე უჩვეულოდ ახლოს მყოფ არაბულს თავადვე აკოცა. ეს არ იყო არც ჟინიანი, მით უმეტეს არც ვნებიანი კოცნა, თუმცა თორნიკეს გასაგიჟებლად ნამდვილად საკმარისი აღმოჩნდა. კმაყოფილმა, ეშმაკური ღიმილით დახედა ვაჟს, ის ის იყო ისევ საკუთარ ადგილს უნდა დაბრუნებოდა, რომ თორნიკემ მისკენ მიიზიდა, ამჯერად თავად კოცნიდა მონატრებულს, ამჯერად თავად ეალერსებოდა ესოდენ სასურველს. სათითაოდ უკოცნიდა სახეს, თვალებს, ტუჩებს. ერთიანად ცახცახებდა ვნებას აყოლილი ქალი, მისი მკლავებისგან თავის დაღწევა აზრადაც არ მოსდიოდა, მთელი სხეულით ეკვროდა მკერდზე საყვარელ მამაკაცს. იქნებ ოდესმე ენანა კიდეც ელეს მსგავსი სითამამე, მაგრამ ახლა ნამდვილად ბედნიერი იყო. ისევ თორნიკე მოეგო გონს, გოგონასთვის ხელების გაშვება აზრადაც არ მოსვლია, ზემოდან მომზირალ, აცახცახებულ ქალს ისევ თვალებში უმზერდა და სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა: - ასეთი კოცნის შემდეგ ნამდვილად რთულია ბავშვი გიწოდო! - კმაყოფილმა გვერდულად შესცინა გოგონას. - მე... მე... აუტანელო!... - ახლაღა მოეგო გონს ელე, სირცხვილისგან სად დამალულიყო აღარ იცოდა. ისევ სატირლად გამზადებული, აჭარხლებული ვაჟის ხელებიდან დასხლტომას ლამობდა. - უკვე გითხარი, რომ სიგიჟემდე მიყვარხარ?! - მარწუხებივით შემოხვეული მკლავებით ისევ მისკენ მიიზიდა. გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი ისე დაუქნია, რომ ვაჟისთვის აღარც შეუხედავს. - ისიც გითხარი, შენს გარეშე რომ ვერ ვიცოცხლებ? - ალბათ! - ვაჟის მკერდს ჩახუტებული მისთვის ჩურჩულებდა გოგონა. - ანუ, არ მითქვამს?! - ღიმილი გაეპარა ხმაში თორნიკეს. - არა. - მეტიჩარა, გაბუტული ხმით უპასუხა ელემ. - შენ ხომ ისედაც იცი?! - ისევ უღიმოდა ვაჟი. - ვიცი...- თავადაც იცინოდა გოგონა. - და, შენ? - რა მე? - შენ გიყვარვარ? - ინტერესით უმზერდა ბიჭი. - ხომრობ ხომ? - გაოცება სიბრაზემ შეცვალა. - არა. - ამას როგორ მეკითხები?! - აღშფოთდა ელე. - ასეთი რთული სათქმელია?! - არანაკლებ გაღიზიანდა ვაჟიც. - მე, მე... - ისევ აირია გოგონა. - შენ, შენ... - ქალიშვილის თმებში ჩარგო თავი - აი, დასრულდება ეს საგიჟეთი, დაგვადგება საშველი, ვიქორწინებთ და გახდები ქალბატონი ელენე არაბული ან ქართველიშვილი, ეგ უკვე შენ გადაწყვიტე... - ვერ გავიგე, ასე მთხოვ ხელს?! - მისი დაბნეული სახის შემხედვარე ღიმილი ვერ შეიკავა თორნიკემ. - ასე გამოდის! იმედია წინააღმდეგი არ ხარ. ასე დიდხანს ვეღარ გავძლებ... - ცხვირზე თითი გაჰკრა ვაჟმა და ისევ აუჩეჩა თმა. - წინააღმდეგი რა თქმა უნდა არ ვარ, მაგრამ... - მაგრამ?! - უნებურად დაიძაბა ვაჟი. - გიგაურს ძლივს მივეჩვიე, გვარის გამოცვლას ვეღარ გადავიტან!... - კმაყოფილი გაეკრიჭა ქალიშვილი. -არადა, მეგონა მსოფლიოში ყველაზე გრძელი გვარი ჩემს ცოლს ექნებოდა... - თითო ნაკლი ყველას აქვს. - დაეჯღანა გოგონა. - ჯანდაბას, იყავი ისევ ელენე გიგაური... - მოწყალება გაიღო არაბულმა - ისე რამე რომ იყოს დღესვე ხომ არ წამოხვიდოდი ჩემთან, ბარემ ბიჭებიც აქ არიან, ნიკოლოზიც ხვალვე დაგვწერს ჯვარს.- მთელი მისი მომხიბვლელობა ჩადო თორნიკემ ამ სიტყვეში და დაძაბული მიაჩერდა ელენეს. - არ გამოგივა. ეგ მაცდური მზერა მხოლოდ თბილისში ჭრიდა. - აკისკისდა ქალიშვილი. - ანუ თბილისში რომ მეთხოვა, გამომყვებოდი? ახლა რა შეიცვალა?- ცოტა არ იყოს განაწყენდა ბიჭი. - ხევსურობა გიშლის ხელს. ვეღარ აფერისტობ... - აკისკისდა ელე. - დღესვე ცოლად გამომყევი მეთქი გეუბნები და შენ კიდევ აფრისტობო. - აფერისტობ, აბა რას აკეთებ?! იაფად გინდა გამოხვიდე... - პოზიციას არ სთმობდა ელე. - აი, თურმე რა ყოფილა. - მხიარულად ახარხარდა ვაჟი - არადა, წეღანდელი მხურვალე კოცნის შემდეგ, მეგონა წინააღმდეგი არ იქნებოდით... - ეგ რა შუაშია? - აპილპილდა აწითლებული გოგონა. -შუაში კი არა, თავშია... - ისევ ხარხარებდა ვაჟი - ქორწინების გარეშე მსგავსი საქციელი?! ქალბატონო ელენე, ეს ნამდვილად არ გეპატიებათ! - პატარა გოგოსავით დატუქსა. - აუტანელი ხარ! - აწითლებული და გაბუსხული ისევ საკუთარ ადგილს დაუბრუნდა გოგონა. - მე?! სხვა რა გზაა, რადგან ეჭვი ჩემს ხელგაშლილობაში შეგეპარათ, დასკუპტით თქვენს მხარეს და მოთმინებით დაელოდეთ ქორწილს, დაჩქარება არც კი იფიქროთ, ერთი ან ორი წლის შემდეგ ალბათ გვეღირსება კიდეც!...- თვალი ჩაუკრა გაბუსხულს და ავტომობილიც დაძრა. - ორი წელი?! - სასოწარკვეთა გაერია ელეს. - იქნებ მეტიც. რას გაიგებ?! ნახე რამდენი პრობლემა გვაქვს, პირველ რიგში პოტენციური მტრების მოშორება, რა იცი რა ხდება?! იქნებ ვერც კი მივიდეთ ქორწილამდე. თუ ყველაფერს მშვიდობით გადავიტანთ, აზრი ჩვენებსაც ხომ უნდა ვკითხო, იქნებ სულაც არ უნდა თეკლეს შენი რძლობა?! ისე რა მაგარი სანახავი იქნები, დედაჩემმა რომ დაგიწუნოს. - საკუთარი ხუმრობა აშკარად სასურველზე მეტად ართობდა თორნიკეს - მაიკომაც ხომ უნდა მოიფიქროს, იქნებ არც მას უნდა ყოფილი კრიმინალი სიძედ?! მგონი ბიძაშენთან პრობლემები არ მექნება. როგორ ფიქრობ მე შევეფერები თქვენს ოჯახს?! - ბაცანა ხარ, არასერიოზული ადამიანი!... - აშკარად გაღიზიანდა ელე. - შეიძლება, მაგრამ აღიარე, რომ შენ ეს ბაცანა ყველაზე მეტად გიყვარს. უფს, უკაცრავად, თქვენ ხომ ამ სიტყვას ხმამაღლა ვერ ამბობთ! - სიცილის შესაკავებლად ტუჩებმოწკუპულ გოგონას გვერდულად გამოხედა. - მოგეცა ხომ სალაპარაკო?! - უკვე ნანობდა ელე საუბარში რომ აჰყვა. - ვხუმრობ, - როგორც იქნა დასერიოზულდა თორნიკე, ქალიშვილის მარცხენა ხელი ტორებში მოიქცია და ტუჩებთან მიიტანა - აი, ნახავ როგორი ქორწილი გვექნება, შენ ულამაზესი პატარძალი და ჩემი დედოფალი იქნები. შემდეგ იქნებიან პატარა არაბულები, ქართველიშვილები, გიგაურები და... ელე, ხომ ბევრი შვილი გვეყოლება? - მინიმუმ თერთმეტი. - რატომ თერთმეტი? - ვერ მიუხვდა ვაჟი. - საკუთარი ფეხბურთის გუნდი გვეყოლება. შენ მსაჯი იქნები, ისინი კი ითამაშებენ. - სერიოზული ხმით უპასუხა გოგონამ. სულ რამდენიმე წამით გამოხედა ვაჟმა. - ბაცანა! - ვიდრე ვაჟი ეტყოდა თავადვე დაასწრო ელემ. ღიმილი მაინც გაეპარა არაბულს, ვეღარც ქალიშვილმა შესძლო მიმიკის გასწორება, ორ ხმაში იცინოდნენ გვერდი-გვერდ მსხდომნი, არაბული და გიგაური. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.