შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების რეცეპტი (მეშვიდე თავი)


16-03-2017, 19:45
ავტორი murachashvili
ნანახია 4 858

დრო იმაზე ნელა გადიოდა ვიდრე თქვენ ფიქრობთ, სამწუხაროდ თავშესაფარში მყოფ ბავშვთა რაოდენობა დღითი - დღე იზრდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მამა ნიკოლოზი ცდილობდა პატარებისთვის ღირსეული ოჯახები სწრაფად მოეძებნა, ბავშვები მშობლებისთვის ჩაებარებინა, მათი რაოდენობა მაინც მატულობდა.
სულ რაღაც ორიოდ წელში იქ მყოფთა ნუსხა ორმოცს ასცდა. მათ შორის იყვნენ ელენე და თორნიკეც. დედაოები სიყვარულსა და მზრუნველობას არ აკლებდნენ პატარებს. თუმცა მაინც ემჩნეოდათ ბავშვებს თავისებური დაღი, სევდა, რომელიც მათი თვალების მუდმივ ბინადრად ქცეულიყო.
იზრდებოდნენ ლოცვითა და ღვთის შეწევნით, დედაოები უკვე ვეღარ აუდიოდნენ საქმეს, ბერებიც ხშირად მიდიოდნენ თავშესაფარში. ნიკოლოზი იცნობდა თითოეულ პატარას, ზეპირად იცოდა მათი ტკივილის, პატარა ბავშვური განცდების შესახებ, მაგრამ იყო კი მათი სადარდებელი ბავშვური?!
თავშესაფრის ეზოში ერთი დიდი ტაბლა ჰქონდათ მამაოსთვის. ჩამოჯდებოდა მოძღვარი და წიწილებივით შემოესეოდნენ პატარებიც. ყველაზე უფროსი ალბათ ასე ათ წლამდე იქნებოდა, ყველაზე პატარა - თვეების. ასწავლიდნენ სიყვარულს და ყველაზე მთავარს, ერთმანეთის გატანას.
დღესასწაულების დროს ლოცვისას გვერდს აუცილებლად უმშვენებდნენ მისი აღსაზრდელები, სიმაღლის მიხედვით ჩამწკრივდებოდნენ პატარა სტიქაროსნები, მოცუცქნულ ხელებში ეკევათ ანთებული სანთლები და ჩუმად ლოცულობდნენ. ზედმეტად უგულო და ცივი უნდა ყოფილიყავი, მათი სილამაზით აღტაცება რომ არ გამოგეხატა.
ალბათ, გიჩნდებათ კითხვა, სად სწავლობდნენ? მათთვის სკოლაში სიარული მართლაც რომ დიდი პრობლემას წარმოადგენდა, ისედაც დაცლილ სოფელში სკოლა კი არა, პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტიც არ არსებობდა. უახლოეს სკოლამდე მისასვლელად რაიონში ჩასვლა იყო საჭირო, რაიონამდე კი ფეხით ყველაზე ცოტა ორმოცდახუთი წუთი მაინც უნდა ევლოთ. მოგეხსენებათ მთაში ადრე ზამთრდება, რასაც ნადირის სოფლებისკენ დაძვრაც მოჰყვებოდა. მართალია მოსახლეობას იშვიათად ერჩოდნენ, მათი თავდასხმის მსხვერპლნი ძირითადად შინაური ცხოველები ხდებოდნენ, მაგრამ ზამთარში თანმხლებთა გარეშე ბავშვებისთვის ფეხით სიარული სახიფათო იყო.
ბავშვების სკოლაში სასიარულოდ მაღალი გამავლობის ავტომობილი ჭირდებოდათ. შესაბამისად მონასტერში არსებული ერთად-ერთი ავტომობილიც თავშესაფარში გაგზავნა წინამძღოლმა, რომელსაც ხან მონასტერში დაარბენინებდნენ, ხან - სკოლაში, ხან რეანიმობილადაც იყენებდნენ და რომელიმე პატარას მიარბენინებდნენ ექიმთან. სამწუხაროდ, ავტომობილი გამართულობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა, ახლის შესაძენად კი თანხა არ ჰყოფნიდათ.
ერთი ავტომობილი აშკარად არ ყოფნიდათ, მიუხედავად მამაოს დიდი მონდომებისა, მაინც უწევდათ ბავშვებს სკოლის გაცდენა. ხშირი გაცდენების გამო სასწავლო პროგრამასაც ჩამორჩებოდნენ პატარები.
კარგად ხვდებოდა ნიკოლოზი, რომ ამდენი გაცდენა ბავშვებზე უარყოფითად მოქმედებდა, მაგრამ რა ექნა?! მათ განათლებაზე ისევ მამაოები ზრუნავდნენ, ისინი ამეცადინებდნენ და ეხმარებოდნენ ჩამორჩენილი მასალის დაძლევაში.
ასე წვალებ-წვალებით, ცუდად თუ კარგად, როგორღაც, ხან დადიოდნენ ბავშვები სკოლაში, ხან - ვერა, მათ შორის იყო პირველ კლასელი თორნიკეც.
პატარა ელენე თავშესაფარში დედაოებთან ერთად ელოდა, როდის დაბრუნდებოდნენ ბავშვები სკოლიდან, ალბათ ძნელი მისახვედრი არაა, ყველაზე მეტად ვისი დაბრუნება სურდა გოგონას.
ერთად ერთი სიტყვა, რომელიც ქართული ლექსიკონიდან ელენეს შეეფერებოდა, მეტიჩარა გახლდათ. ღია ჩალისფერი, მოოქროსფრო თმა მხრებზე კულულებად ეყარა, ენანებოდათ დედაოებს მისი დალალები შესაჭრელად. თითქოს ხვდებოდა კიდეც მისი თმის განსხვავებულობას, მუდამ გაშლილი თმებით დაცანცარებდა თანატოლებს შორის.
უცნობებიც კი გამოარჩევდნენ ეზოში მოთამაშე ბავშვებისგან, იმიტომ კი არა, რომ ზედმეტად ლამაზი იყო, თუმცა ამასაც ვერ დაუკარგავდით, მისი ნათელი ღიმილით სავსე სახე იპყრობდა მათ ყურადღებას.
ეს იყო ბავშვი, რომელიც მიუხედავად მისი სიცელქისა, მხოლოდ პოზიტივს აფრქვევდა, რთული იყო მისი წყენინება. ალბათ, ამიტომაც უყვარდა თორნიკესაც ყველასგან გამორჩეულად, ანებივრებდა, პატრონობდა. გოგონაც თითქოს იფერებდა ყურადღებას. მუდამ იცოდა, რომ რაც არ უნდა დაეშავებინა, ბიჭი აპატიებდა, დაუმთმობდა.
თორნიკე? როგორც უკვე აღვნიშნე უკვე სკოლაში დადიოდა. პირველი კლასის მოსწავლე მისი სიდინჯით გამოირჩეოდა. წაბლისფერი თმა გაშავებოდა, მუქი ლურჯი თვალები თმის ფონზე კიდევ უფრო ჩამუქებოდა. იშვიათად იღიმოდა, იშვიათად იცინოდა, მხოლოდ ელენესთან, მხოლოდ მასთან ხსნიდა შუბლს, პირველივე ნახვის დღიდან ბავშვი მისი სუსტი წერტილი იყო და დღემდე ასეც რჩებოდა.
სახელს ჩვეულებისამებრ ისევ უმახინჯენდა და ენე-ნეს ეძახდა. ეგ კი არა, ბიჭუნას მიერ შერქმეული თიკუნი აიტაცეს თავშესაფარშიც, დიდიან -პატარიანად ელენეს ენე-ნეს, ან კიდევ უფრო მოკლედ, ენეს ეძახდნენ.
რა თქმა უნდა დანარჩენი მეგობრებისგან გოგონაც განსაკუთრებით გამოარჩევდა. ყოველივე საუკეთესო მხოლოდ თორნიკესთვის ემეტებოდა. არ არსებობდა ვინმეს ტკბილეული მიეცა და ელენეს ვაჟისთვის არ გაენაწილებინა, მისთვის არ შეენახა.
ერთად-ერთი რაზეც ვერ რიგდებოდნენ, მამა ნიკოლოზის სიყვარული იყო, მის გულში ადგილს ვერა და ვერ იყოფდნენ. ზუსტად იცოდნენ მისი თავშესაფარში მისვლის დრო. კარებში ატუზულები ელოდნენ ხოლმე ორივე. როგორ ძლიერადაც არ უნდა სდომოდა ნიკოლოზთან პირველად ჩახუტება ვაჟს, მამაოსთან მირბენას მაინც გოგონა ასწრებდა, ნიკოლოზიც აიტაცებდა სიფრიფანა არსებას, ბავშვი მისი წვრილი ხელებით კისერზე შემოეხვეოდა, თბილ თვალებს შეანათებდა და ნიკოლოზის დაღლაც ქრებოდა. კმაყოფილი, ზედმეტად ნიშნისმოგებითაც კი გადახედავდა ხოლმე იქვე მდგომ ვაჟს, რომელსაც მისი ეშმაკობის გამო თვალები ცრემლებით ევსებოდა. მიუხედავად მის მიმართ არსებული უზომო სიყვარულისა, ამ დროს მთელი გულით უნდოდა ელენესთვის რამე ეტკინა, თუნდაც გაწეწილი თმებით კარგად მოეჩეჩა.
- ერთხელაც იქნება და მაგრად გცემ! - ვინ იცის მერამდენედ ემუქრებოდა, თუმცა თავდაც იცოდა, რომ მუქარას ვერასოდეს შეასრულებდა.
აფერისტი იყო ელენე, დიახ, აფერისტი.
- ლა იყო, თოლნიკე?! - ძალით იჩლიფავდა ენას - ღოლი კი ალ ვალ, შენც მოგეფელება მამა ნიკოლოზი! - სხარტი მოძრაობით დაუსხლტებოდა მამაოს მკლავებიდან და ასპარეზს ვაჟს უთმობდა.
დაბღვერილი თორნიკეს მთელი გულით გაუღიმებდა ნიკოლოზი, ძლიერად ჩაიხუტებდა და წუთის წინანდელი წყენაც ავიწყდებოდა ვაჟს. სხვა დროს იქნებ დაეშალა კიდევაც ქიშპობა, მაგრამ ამ შემთხვევაში სასაცილოდაც არ ყოფნიდა მოძღვარს მათი დაირისპირება, პირიქით უხაროდა კიდეც ბავშვებს ასე ძალიან რომ უყვარდათ.
ხშირად უფიქრია ნიკოლოზს, როგორი შეგრძნება შეიძლება ყოფილიყო შვილის სიყვარული, იქნებ ცდებოდა კიდეც, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ ღვიძლს შვილებსაც ვერ შეიყვარებდა ამ პატარებზე მეტად. ზოგჯერ ამის გამო თავს სხვა ბავშვების წინაშე დამნაშავედაც გრძნობდა, ცდილობდა მათ მიმართ ყურადღება ზედმეტად არ გამოეხატა, თუმცა ამას რამდენად ახერხებდა ვერ გეტყვით. ემოციები მოთოკვა ყოველთვის მარტივი არ იყო, განსაკუთრებით ელენესთან.
იმ დღესაც შემოდგომის თბილი დღე იყო, მზის სითბოს დახამებული ბავშვები ეზოში გამოშლილიყვნენ და დახუჭობანას თამაშობდნენ. სწორედ ამ დროს თავშსაფრის ეზოს მოზრდილი ჯიპი მოადგა. ხმაურით გადმოლადგნენ ავტომობილიდან მგზავრები. თვალებთან ხელი მიიტანა და ისე დააკვირდა შესულებს დედა თამარი. სტუმრები როგორც კი იცნო, სახე ღიმილით გაებადრა და სწრაფი ნაბიჯით შეეგება ეზოში შემოსულებს.
მამა ნიკოლოზთან ერთად ეზოში სპორტულად ჩაცმული ქალ-ვაჟი მოაბიჯებდა. გოგონას აშკარად უჭირდა უსწორ-მასწორო გზაზე სიარული და წონასწორობის შესანარჩუნებლად მაღალ, თხელ, ქერა მამაკაცს ეყრდნობოდა. საშუალო სიმაღლის ქალიშვილს ტალღოვანი წაბლისფერი თმა მხრებზე ჩამოშლოდა.
თამარის დანახვისთანავე დაავიწყდა სიარული რომ უჭირდა, ხელი გაუშვა თანმხლებს და ჩქარი ნაბიჯით, თითქმის სირბილით გაიქცა დედაოსკენ.
- თეკლე, ჩემო გოგო! - თამარი ისე თბილად ჩაეხუტა, ისე მოეფერა, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ თავშესაფარში საკმაოდ სასურველი სტუმარად ითვლებოდა.
- როგორ მომენატრეთ! როგორ მიხარია ისევ რომ გხედავთ! - ემოციებს ვერ მალავდა სტუმარი, სიხარულის ცრემლებს იწმენდდა თვალებიდან.
- აღიარეთ, დედაო, ხომ არ გველოდით?! - ღიმილით შესცქეროდა ქერა მამაკაცი ერთმანეთს ჩახუტებულ ქალებს.
- ამდენი ტყუილების შემდეგ, მეც კი აღარ მჯეროდა თუ ჩამოხვიდოდით! - მსუბუქად უსაყვედურა მამა ნიკოლოზმა.
- ჩემი ბრალი არაა. აკა მის გამოგონებას ვერ შეელია! - პატარა ბავშვივით იმართლა თავი ახალგაზრდა ქალმა.
- გამიკვირდებოდა დამნაშავე შენ რომ ყოფილიყავი! - თვალი ჩაუკრა იმ წუთას ეზოში შემოსულმა ვასიკომ გოგონას.
- შენ წარმოიდგინე, ამ შემთხვევაში მართალს ამბობს! თუმცა როგორც იქნა დავასრულეთ პროექტი, მხოლოდ მცირე დეტალები დაგვრჩა და მალე გამოუშვებენ კიდევაც გაყიდვაში...
- სახელი რა დაარქვით?
- ეეე, ეგ რა კითხვაა?! რა თქმა უნდა „წითელი ავაზა“! - ეს სიტყვები ისეთი ტონით წარმოსთქვა, აშკარად ამაყობდა თეკლე.
- წითელი ავაზა?!... - რამდენიმეჯერ სიცილით გაიმეორა მამაომ.
- ისევ ბავშვობის ოცნებებს უტრიალებთ? - აფხუკუნდა ვასიკო.
- აი მოიყვან შენც ცოლს და გნახავ, თუ არ აუსრულებ ოცნებებს! - განაწყენებულმა გახედა მეგობარს თეკლემ.
- იმედია შენს მსგავსად ავტომობილების გამომგონებლობას არ მომთხოვს! - ფხუკუნით გაჰკრა გვერდი აკას ვასიკომ.
- მე დავარიგებ და ავტომობილის ნაცვლად რაკეტას მოგთხოვს! - საკუთარი ხუმრობით თავადვე დარჩა კმაყოფილი თეკლე - და, საერთოდაც, მე არაფერი მითხოვია, ეგ საჩუქარი ჩემმა მეუღლემ გამიკეთა!
- თქვენ ორს ჩემს მეუღლეს ახლოსაც არ გაგაკარებთ, გადარევთ! - ნიშნის მოგებით დაეჯღანა ვაჟი.
- დავიღუპეთ, ესენი კამათს იწყებენ, ჯობს საჩუქრები ამოვალაგოთ! - პატარა ბავშვივით დაჯღანულ მეუღლის დანახვაზე სიცილი ვეღარ შეიკავა აკამ და საჩუქრებისთვის ავტომობილისკენ მიმავალ მამა ნიკოლოზს გაჰყვა.
ეზოში შემოსული ვასიკო მაშინვე იცნეს პატარებმაც, თამაში შეწყვიტეს და წიწილებივით გარს შემოეხვივნენ ახმახს. ისიც ეფერებოდა ბავშვებს, რიგ-რიგობით ხან რომელს ააგდებდა მაღლა და ხან რომელს.
ახმაურებული ბავშვებისგან მოშორებით იდგნენ თორნიკე და ელენე, ვაჟს ადგილზე მცქმუტავი გოგონასთვის ხელი ძლიერად ჩაებღუჯა, ერთი სული ჰქონდათ მამა ნიკოლოზთან მისულიყვნენ, მაგრამ უცნობი სტუმრები თითქოს ბერკეტად ქცეულიყვნენ, კოპებ შეკრულნი მისჩერებოდნენ თბილად მომღიმარ წყვილს პატარებისთვის საჩუქრების დასარიგებლად რომ ემზადებოდნენ.
აშკარად არ მოსჩვენებია ბავშვს, უცნობმა ქალმა კითხვის თვალით შეხედა სათამაშოებით დახუნძლულ მოძღვარს, მანაც თითქოს დასტურის ნიშნად ღიმილით თავი დაუქნია და თორნიკეზე ანიშნა.
ფრთხილი ნაბიჯით მათი მიმართულებით წამოვიდა წყვილი. ისე მოდიოდნენ თითქოს ეშინოდათ ბავშვები არ დაეფრთხოთ. პატარებთან ჩაიმუხლა თეკლემ.
- გამარჯობათ! - მეგობრულად გაუწოდა ხელი ჩამოსართმევად აკამ, თუმცა მისთვის სალამზე პასუხი აზრადაც არ მოსვლია ვაჟს. ინსტიქტურად ელენე უკან დაიყენა, თითქოს გოგონას დაცვას ცდილობდა.
მიხვდნენ ქალ-ვაჟი რომ უნებურად ბავშვი შეაშინეს. ალბათ, არ ელოდნენ თორნიკესგან ასეთ რეაქციას, გული ეტკინა თეკლეს. მწვანე, მოცისფრო თვალები ცრემლებით აევსო, თუმცა მაინც მოახერხა ემოციის დაფარვა. ბავშვებთან ჩაიმუხლა. თორნიკეს ზურგს ამოფარებული ელენე ცალი თვალით იჭყიტებოდა. ცნობისმოყვარეობას ვერ სძლია პატარამ. იმდენად ლამაზი იყო უცნობი, რომ გაოცებული თვალებს აფახუნებდა. სულაც არ ეჩვენებოდა საშიშად, არც მისგან დამალვა სურდა. ფრთხილი ნაბიჯით ნელ-ნელა წინ წავიდა ქალისკენ. თბილად უღიმოდა თეკლე. ხმას არ იღებდა, მაგრამ ისე ნაცნობად ეჩვენებოდა, ისე ახლობლად რომ გაშლილ ხელებში თავადვე ჩაეხუტა.
- რა საყვარელია, რა ტკბილი! - ცრემლებს ვეღარ იკავებდა თეკლე და ოქროსფერ კულულებზე ეფერებოდა.
- საყვარელი კი არა, მოღალატეა, აფერისტი, პატარა აფერისტი! - ღრენით უმზერდა თორნიკე ქალის ხელებში გატრუნულ ელენეს. თუმცა მისი რეაქცია სულაც არ ადარდებდა პატარას. ცალი თვალით მამაოსა და აკას მისჩერებოდა, ბავშვებს საჩუქრებს რომ ურიგებდნენ, როგორც კი მამაკაცის ხელში სასურველი თოჯინა შენიშნა, ამჯერად აკას გაუშვირა ხელები და სათამაშოს მიღების იმედით მასთან გადაინაცვლა.
ვაჟის რეაქცია არ გამოჰპარვია თეკლეს. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა. ისევ დაბღვერილი, მტრულად უმზერდა ბავშვი, თუმცა უკან აღარ დაუხევია. გოგონას თვალებში დანახულმა სევდამ მასზეც იმოქმედა, რატომღაც გული ყელში მოებჯინა, თეკლემ თავი ვეღარ შეიკავა, ძლიერად ჩაიხუტა ბიჭი:
- ჩვენი ვაჟკაცი, ჩვენი გმირი!... ასე როგორ გევხარ მშობლებს?! - ხმა უთრთოდა ქალს, ხელები უცახცახებდა. სახეზე სისველე იგრძნო თორნიკემ, არ უნდოდა, კარგად იცოდა რომ კაცები არ ტირიან, მაგრამ ქალს მოხვეული თავადაც ტიროდა ბავშვი.
უფლება რომ ჰქონოდა დიდხანს იქნებოდა ქალთან ასე ჩახუტებული, თეკლესგან იმხელა სითბოს გრძნობდა, რომ გასაშვებად აღარ ემეტებოდა, მაგრამ განა ელენე რამეს დააცდიდა?
- ნახე თორნიკე, რა მაჩუქეს, ნახე რა ლამაზია! - გოგონას ხალისიანმა ხმამ მალევე მოიყვანა გონს. თვალებთან ბარბის უფრიალებდა ბავშვი.
ხელისგულებით მოიწმინდა ცრემლები: - მართლა ლამაზია, შენ გგავს ენე!...
- მე?! მართლა მე მგავს? - ამჯერად თეკლესთან გადაამოწმა ვაჟის სიტყვები.
- შენ უფრო ლამაზი ხან, თუმცა ცოტა გგავს! - კულულებზე მიეფერა ქალი.
- გაიგე? მე უფლო ლამაზი ვარ! - აშკარად გაიპრანჭა მეტიჩარა.
- გავიგე ენე-ნე, გაგიგე! - მისი შემხედვარე უკვე იღიმოდა ბიჭი.
- შენ რომელი თოჯინა ხარ? .. - ცნობისმოყვარე თვალებით მიაჩერდა პატარა.
- ბიჭებს თიჯინები არ გვაქვს! - მკაცრად გამოუცხადა ბიჭმა.
- რატომ? არ გინდოდა? - ისევ არ ეშვებოდა. თითქოს ახლაღა დააფიქსირა, რომ თორნიკე საჩუქრის გარეშე დარჩა, ვაჟის პასუხს აღარც დაელოდა კივილით გავარდა მამა ნიკოლოზთან: - თორნიკეს საჩუქარი არ მიუღია, თორნიკეს საჩუქარი არ აქვს! - თუმცა როგორც კი დარწმუნდა, რომ სტუმრებს არც თორნიკე გამორჩენიათ და ერთი საკმაოდ მოზრდილი ყუთი მისთვისაც შეენახათ, ისევ მისკენ გამოიქცა: - ჰქონიათ თორნიკე, შენთვისაც ჰქონიათ!
აკას არ აცდიდა კოლოფის წამოღებას, თავად ექაჩებოდა ელენე. ძლივს მოჰქონდა, რამდენიმეჯერ წაიბორძიკა კიდეც, თუმცა მისი დაჭერა მოახერხეს და დავარდნისგან იხსნეს.
- მომეცი მე წამოვიღებ! - სიცილს ვერ იკავებდა კაცი.
- არა, მე გავახარებ! - მეტიჩარა ხმით პოზიციებს არ თმობდა ბავშვი.
ადგილამდე, როგორც იქნა უსაფრთხოდ მივიდნენ და საჩუქარიც ღირსეულად გადაიბარა თორნიკემ. საკუთარი მოქმედებით აშკარად ზედმეტად კმაყოფილი ელენე, ადგილზე ცქმუტავდა, ინტერესით უმზერდა კოლოფში შეფუთულ ავტომობილს. ცდილობდა სიხარული დაემალა ვაშვს, თუმცა ანცად მომღიმარი თვალები მაინც გასცემდა ემოციებს, რამდენიმე წამით ეჭვით უმზერდა აკას, შემდეგ ცდუნებას ვერ გაუძლო, რა თქმა უნდა თავადაც აინტერესებდა რა ჩამოუტანა უცნობმა სტუმარმა, შეფუთულ კოლოფს ფრთხილად მოხსნა ფუთა და გაოცებული მიაჩერდა შიგნით მოთავსებულ ავტომობილს, იქვე იდო დისტანციური მართვის პულტიც. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს სადღაც ენახა მსგავსი ავტომობილი, მაგრამ სად?! დაბნეული კითხით სავსე თვალებით უმზერდა მამა ნიკოლოზს, რომელი სევდანარევი ღიმილით დასჩერებოდა წითელი ფერის, ძველი მოდელი ნივის სათამაშო მაკეტს.



№1 სტუმარი geimeri var

videos vtirtav iutubshi da roaitvirteba ganaxebt

video mzadaahttps://youtu.be/ItVFIxaItoM

 


№2  offline მოდერი შადი

შენ ხარ საოცრება ❤

 


№3 სტუმარი geimerivar

madloba:))

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

geimeri var
videos vtirtav iutubshi da roaitvirteba ganaxebt

video mzadaahttps://youtu.be/ItVFIxaItoM


ვერ მივხვდი, ამვიდეოს ჩვენთან რა კავშირი აქვს?

შადი
შენ ხარ საოცრება ❤

დიდი მადლობა <3

 


№5 სტუმარი ემი

რამდენი მატირე, ანნა disappointed_relieved

ძალიან ემოციური იყო, ძალიან relaxed

 


№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ემი
რამდენი მატირე, ანნა disappointed_relieved

ძალიან ემოციური იყო, ძალიან relaxed

არადა, წესით სენტიმენტალური არ უნდა გამოსულიყო smile

 


№7  offline აქტიური მკითხველი lalita

ვაიმეეე ახლა მივხვდი აკა და თეკლე რომ გამოაჩინე ნიკოლოზის ვინაობა. ამიტომ ვგიჟდები შენზე , გამიხარდა ნაცნობი სახეები. უმაგრესი და საოცრება ვინმე ხარ.

 


№8  offline ახალბედა მწერალი murachashvili

lalita
ვაიმეეე ახლა მივხვდი აკა და თეკლე რომ გამოაჩინე ნიკოლოზის ვინაობა. ამიტომ ვგიჟდები შენზე , გამიხარდა ნაცნობი სახეები. უმაგრესი და საოცრება ვინმე ხარ.

არადა, მეგონა ლიკასა და მინდიას ხსენებაზე იცნობდით ნიკას smile არ მეგონა თეკლეს ხსენება თუ დამჭირდებოდა ნიკას ცნობისთვის smile ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, მიხარია ისევ რომ გახსოვთ ძველი ისტორიები, მიუხედავად იმისა, რომ "ჩანახატმა" სხვა ისტორიებთან შედარებით იმდენად ვერ გაამართლა მე მაინც ძალიან მიყვარს მისი პერსონაჟებიანად, ამიტომ გადავწყვიტე შანსი აქაც მიმეცა და მეორეხარისხოვან გმირებად ისევ გამომეყენებინა.

 


№9 სტუმარი Teo.

Dzalian kargia.oxond ar meyo. Imedia cota male ganvitardeba movlenebi ,torem moutmenloba mklavs.

 


№10 სტუმარი Guest murachashvili

Teo.
Dzalian kargia.oxond ar meyo. Imedia cota male ganvitardeba movlenebi ,torem moutmenloba mklavs.


მოვლენები ნელ-ნელა განვითარდება, თუმცა დასასრულს ჯერ ვერ დაგპირდებით smile

 


№11  offline წევრი Mariamch

სუპეეეეერ...!!!
აი, უმაგრესიი იყო <3

 


№12  offline აქტიური მკითხველი La-Na

ანა ხომ მითხარი არ გატირებო.საუკეთესო ხარ ჩემო კარგო
--------------------
ლანა

 


№13  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Mariamch
სუპეეეეერ...!!!
აი, უმაგრესიი იყო <3

მადლობ kissing_heart

La-Na
ანა ხომ მითხარი არ გატირებო.საუკეთესო ხარ ჩემო კარგო

რაღაცას მიგონებთ, ეს თავი სატირალი არ იყო smile kissing_heart heart_eyes

 


№14  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

მართლაც ემოციურად დატვირთულიი თავი იყოო გულიი საშინლად დამწყდა. პატარების წარსულზეეე.იმედი მაქვს მომავლი ექნებათ ისეთი ლამაზი რომ გადაუფარავს მძიმე წარსულს.შენ კი სასწაული ხარ ყველა დეტალს ისეეე სასიამოვნოდ და ზუსტად გადმოცემ კითხვის დასრულება აღარ მინდა ხოლმეე.მიხარია რომ გიცნობ შენ და შენს ისტორიებს ❤❤❤

 


№15 სტუმარი Guest murachashvili

ნიტა♡♡
მართლაც ემოციურად დატვირთულიი თავი იყოო გულიი საშინლად დამწყდა. პატარების წარსულზეეე.იმედი მაქვს მომავლი ექნებათ ისეთი ლამაზი რომ გადაუფარავს მძიმე წარსულს.შენ კი სასწაული ხარ ყველა დეტალს ისეეე სასიამოვნოდ და ზუსტად გადმოცემ კითხვის დასრულება აღარ მინდა ხოლმეე.მიხარია რომ გიცნობ შენ და შენს ისტორიებს ❤❤❤

როგორ მიხარია ეს სიტყვები ვერც კი წარმოიდგენ, ჩემი მიზანიც ხომ სწორედ ეგაა, რომ კითხვის სურვილი გქონდეთ kissing_heart არ ვიცი ამ ისტორიის შემსუბუქება რამდენად გამოგვივა, თუმცა ვაღიარებ, არც მინდა გამარტივდეს, მინდა ემოციებით დატვირთული საინეტრესო ამბავი გამოვიდეს და თუ თქვენი კომენტარებით ვიმსჯელებ, მგონი რაღაცას ვახერხებ smile უზომოდ მიხარია, შენი არსებობა ამ საიტზე. დიდი მადლობა ამ სითბოსთვის kissing_heart

 


№16  offline აქტიური მკითხველი lalita

murachashvili
lalita
ვაიმეეე ახლა მივხვდი აკა და თეკლე რომ გამოაჩინე ნიკოლოზის ვინაობა. ამიტომ ვგიჟდები შენზე , გამიხარდა ნაცნობი სახეები. უმაგრესი და საოცრება ვინმე ხარ.

არადა, მეგონა ლიკასა და მინდიას ხსენებაზე იცნობდით ნიკას smile არ მეგონა თეკლეს ხსენება თუ დამჭირდებოდა ნიკას ცნობისთვის smile ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, მიხარია ისევ რომ გახსოვთ ძველი ისტორიები, მიუხედავად იმისა, რომ "ჩანახატმა" სხვა ისტორიებთან შედარებით იმდენად ვერ გაამართლა მე მაინც ძალიან მიყვარს მისი პერსონაჟებიანად, ამიტომ გადავწყვიტე შანსი აქაც მიმეცა და მეორეხარისხოვან გმირებად ისევ გამომეყენებინა.

არვიცი გამართლებას თქვენ რას ეძახით, მაგრამ ეს ისტორია მე ძალიან მიყვარს.

 


№17  offline ახალბედა მწერალი murachashvili

lalita
murachashvili
lalita
ვაიმეეე ახლა მივხვდი აკა და თეკლე რომ გამოაჩინე ნიკოლოზის ვინაობა. ამიტომ ვგიჟდები შენზე , გამიხარდა ნაცნობი სახეები. უმაგრესი და საოცრება ვინმე ხარ.

არადა, მეგონა ლიკასა და მინდიას ხსენებაზე იცნობდით ნიკას smile არ მეგონა თეკლეს ხსენება თუ დამჭირდებოდა ნიკას ცნობისთვის smile ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, მიხარია ისევ რომ გახსოვთ ძველი ისტორიები, მიუხედავად იმისა, რომ "ჩანახატმა" სხვა ისტორიებთან შედარებით იმდენად ვერ გაამართლა მე მაინც ძალიან მიყვარს მისი პერსონაჟებიანად, ამიტომ გადავწყვიტე შანსი აქაც მიმეცა და მეორეხარისხოვან გმირებად ისევ გამომეყენებინა.

არვიცი გამართლებას თქვენ რას ეძახით, მაგრამ ეს ისტორია მე ძალიან მიყვარს.

მე კი თქვენ მიყვარხართ, ამხელა სითბოს რომ იმეტებთ ჩემთვის და ამდენი დადებითით მავსებ heart_eyes kissing_heart

 


№18  offline წევრი qarishxali

წინა ისტორია არ ვიცი თუმცა ამაზე იმდენი ვიტირე სულს ვეღარ ვითქვავ...საოცრება იყო რა განსაკუთრებით მშვენიერია პატარების გახარებაა kissing_heart ისე შემიყვარდა თქვენი ეს ისტორია რომ ვერ გადმოვცემ kissing_heart heart_eyes შესანიშნავად წერთ heart_eyes

 


№19  offline ახალბედა მწერალი murachashvili

qarishxali
წინა ისტორია არ ვიცი თუმცა ამაზე იმდენი ვიტირე სულს ვეღარ ვითქვავ...საოცრება იყო რა განსაკუთრებით მშვენიერია პატარების გახარებაა kissing_heart ისე შემიყვარდა თქვენი ეს ისტორია რომ ვერ გადმოვცემ kissing_heart heart_eyes შესანიშნავად წერთ heart_eyes


შინაარსის უკეთესად გასაგებად, გირჩებთ წინა ისტორიაც ნახოთ, მაშინ ორმაგად შეიყვარებთ ნიკოლზსაც და დანარჩენ გმირებსაც kissing_heart .

 


№20  offline წევრი მეამბოხე ^^

ვაიმეეეე.. როგორ მიხარიხარ,შენ ხომ არ იციი?! თითოეული თავის წაკითხვისას მაჟრუალებს :დ ტირილზე კი არარ ვიტყვი ;დ მშობლები დამცინიან,შვილო,ვის მისტირიო. :დ არ ვიცი ემოციებით ვარ სავსეე.. ვნანობ აქამე,რომ არ დავიწყე კითხვა. საოცრება ხარ საოცრებათა შორიის. heart_eyes kissing_heart კიდევ ვერ გადმოვცემ რამდენად მომწონს heart_eyes მოძღვარი მყავს მამა ნიკოლოზი,ასეთი თბილი,ასაკითაც კიი ერთნი არიან kissing_heart scream

 


№21  offline ახალბედა მწერალი murachashvili

თამაკო
ვაიმეეეე.. როგორ მიხარიხარ,შენ ხომ არ იციი?! თითოეული თავის წაკითხვისას მაჟრუალებს :დ ტირილზე კი არარ ვიტყვი ;დ მშობლები დამცინიან,შვილო,ვის მისტირიო. :დ არ ვიცი ემოციებით ვარ სავსეე.. ვნანობ აქამე,რომ არ დავიწყე კითხვა. საოცრება ხარ საოცრებათა შორიის. heart_eyes kissing_heart კიდევ ვერ გადმოვცემ რამდენად მომწონს heart_eyes მოძღვარი მყავს მამა ნიკოლოზი,ასეთი თბილი,ასაკითაც კიი ერთნი არიან kissing_heart scream

როგორც მივხვდი ცდუნებას ვერ გაუძელი და ისევ თავებად დაიწყე კითხვა smile მიხარია რომ მოგწონს, იმედია ნებისყოფა გეყოფა და არ შეწყვეტ კითხვას smile მამაო წინა ისტორიიდან, "ჩანახატიდან" აღებული პერსონაჟია, რომლისთვისაც სახელი არც შემიცვალია. ისევ იგივე დავუტოვე. მიხარია პერსონაჟებს ახლობლებთან თუ აიგივებ, ესეიგი მიზანი მიღწეულია და ხელოვნური გმირებიც არ გამოგვდის heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent