შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის იდიოტი , მე კი გიჟი ( 3 თავი )


16-07-2017, 06:27
ავტორი მიკი
ნანახია 1 956

დილით , როგორც ჩვეულებრივ ისევ ავდექი რვა საათზე ; ოთხშაბათი იყო , დავხედე ტელეფონს და ვნახე შეტყობინება ; ჩემი კლასელი ლიზასგან .
-ნინ , პრივეტ ; დღეს ჩემი დაბ.დღეა ხო იცი არა ?! ; ხოდა მოდი ჩემთან სახლში ; ჩემები საზღცარგარეთ არიან და სახლი ჩემს განკარგულებაშია .
ყველა იქნება , ასე რომ შენც გელი . შვიდზე გელიდები ჩემთან ...
წავიკითხე შეტყობინება და უაზროდ ვუპასუხე :
-შვიდზე მანდ ვარ ... გილიცავ , მრავალს დაესწარი .
მობილურის ეკრანი ჩავაქვრე , შარვლის უკანა ჯიბეში ჩავიდე , საროჩკა შევიკარი და ჩანთა მხარზე გადავიკიდე ; ამ დროს კარზე დააკაკუნეს
-მე გავაღებ . ვიყვირე და კარს მივვარდი .ან მოდი , 5 ეუთიც და მზად ვარ .
ვუთხარი მე .
ანიმ თავი აქეთ-იქით გააქნია და მომაძახა :
-დროზე , თირემ შენს გარეშე წავალ .
სახლიდან გავიქეცით ისე რომ , დედამ ყოველი დილისთვის გამზადებული ტექსტის წაკითხვა ვერ მოასწრო და აივნიდან დაგვემშვიდობა .
ჩვენც ხელი დავუქნიეთ და სკოლისაკენ გავემართეთ .
-უი ნინ , მაგნიტი სად გყავს ? სიცილით იკითხა ანიმ
-აუ ანი , აბა მე რა ვიცი , იმედია შორს , რადგან მეტი დერეფანში წაქცევის სურვილი მე არ გამაჩნია . მეც სიცილით ვუპასუხე .
ისე , მართლა მაწუხებდა კითხვა თუ სად იყო ჩემი ნერვების მტერი დოლიძე .
დაახლოებით ერთი კვირა იქნებოდა რაც არ გამოჩენილა . რაღაც მომენტში შვება ვიგრძენი; მაგრამ მერე ავღელდი , იქნებ და რაიმე მოხდა ? ჩემს თავსვე ვეკითხებოდი მაგრამ პასუხს ვერ ვიღებდი .
თუ სხვა კუთხით შევხედავთ , მაკლდა კიდევაც , მაკლდა ის და მისი უაზრო ქცევები ; თუმცა ამაზე ჩაფიქრებული სწრაფად გამომაფხიზლა სხვა ფიქრმა :
-ხომ არ გამიშტერდი ?! ძლივს მიგშირდა და ახლა გენატრება ? გაკლია? რეებს ბოდავ ? სულ გამარეკინებ რააა !!! ჩემს თავსვე დავუწყე ჩხუბი .
-ოოო , კარგი რააა , არაფერიც არ მენატრება , არც მაკლია , უბრალოდ ადამიანურად გული შემტკივა , იქნებ და მართლა რაიმე მოხდა ?!
გადავარწმუნე ჩემი თავი .
შვიდ საათზე მე და ანი ერთად მივედით ლიზასთან . სახლი ლამაზად ქონდა მორთული , მაგიდაზე ბოთლები იდო : ლუდი , ღვინო , არაყი და რიგორც იქნა მივაგენი "სპრაიტი" . დავისხი იქვე დალაგებული პლასტმასის ჭიქებიდან ერთ-ერთში და ანისთან ლაპარაკი გავაგრძელე . დაახლოებით რვა საათი იქნებოდა , რომ უკვე ხალხი შეკრებილიყო , ყველა ლიზას ულოცავდა , უხვად და ლამაზად ... მე კი უაზროდ შევედი თუ არა ლიზა გილოცავთქო მივახალე და გვერძე გავდექი ... მილოცვების შემდეგ , ხმაურიანად გაიღო კარი და ხმამაღალი ტონით დაიწყო ლაპარაკი ნაცნობმა ხმამ :
-ლიზა , ჩემო პატარავ , ხო იცი როგორ მიყვარხარ არაა ?! გილოცავ დაბადების დღეს , უკვე დიდი გოგო ხარ ... თქვა ღრიალით დოლიძემ .
შევტრიალდი მის მხარეს "სპრაიტი" მოვსვი და ჩავიცინე .
-ღმერთო ჩემო , ნეტავ რამდენჯერ გაიმეორა ეს მომენტი სარკის წინ ?! ერთი უბრალო იდიოტი . როგორ შემეძლო მეფიქრა რომ მომენატრა , ან რაიმე მსგავსი ?! ნამდვილი იდიოტია . გავიფიქრე და ხმამაღლა წარმოვთქვი :
-ნამდვილი იდიოტი .
დოლიძე სასმელებისკენ წამოვიდა , მე შემამჩნია და მითხრა :
-უი , გიჟო , შენც აქ ხარ ? არ ველოდი რომ აქ გნახავდი ! მეგონა მოწყენილი სახლში იჯდებოდი და რაიმე უაზრო მელიდრამას უყურებდი პიჟამოში გამოწყობილი .
-ვერ მოგართვი , მე აქ ვარ , ვერთობი და არ ვაპირებ დრო შენზე დავხარჯო , იდიოტო .
ვუპასუხე და სპრაიტი თავზე გადავასხი . მისი ნაცრისფერი მაიკა ალაგ-ალაგ გაშავდა სისველისგან . დასველებული თმები უკან გადაიწია , ცინიკურად ჩაიღიმა და მითხრა :
-გიჟო .
მე შევტრიალდი ჭიქა მაგიდაზე დავდე და ვუპასუხე :
-იდიოტო .




ბოდიშს ვიხდი ამხელა შუალედისთვის თავებს შორის ... აღარ განმეორდება ... ვეცდები დავწერო მეტი და მალევე გამივაქვეყნო , კიდევ ერთხელ ბოდიში ... იმედია მიგეწონებათ ახალი თავი ... იაქტიურეთ და მითხარით რას ფიქრობთ



№1  offline წევრი elene tetruashvili

ცოტა გაზარდე თავები , ისე ძალიან ლამაზი იყო

 


№2  offline წევრი მიკი

elene tetruashvili
ცოტა გაზარდე თავები , ისე ძალიან ლამაზი იყო

ვეცდები , დიდი მადლობა ❤

 


№3 სტუმარი პერო

თავები გაზარდე შეგიძლია წერა და მემგონი რომ ზარმაცობ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent