შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა თვალებში ჩაგხედე (3 თავი)


16-07-2017, 13:43
ავტორი Ella29
ნანახია 1 518

დილით დედამ გამაღვიძა.
-ემ, იკა გეძახის.
- კი მაგრამ ჯერ ხომ ასე ადრეა, უთახრი რომ მძინავს.
-უკვე თორმეტი ხდება, თანაც უხერხულია, ადექი!
-კარგი ჰო.
საწოლიდან ბუზღუნით წამოვდექი და კარადასთან მივედი, ჩემოდანი ცარიელი დამხვდა, ტანსაცმელი ალბად დედამ ამოალაგა. კარადიდან შავი შორტი და ლურჯი მაისური გამოვიღე სწრაფად გადავიცვი, ფეხზე კედები ჩავიცვი და გარეთ გავედი. იკა ჰამაკში იჯდა.
- დილამშვიდობის, მაპატიე რომ გაგაღვიძე, იმედია არ ბარზობ.
-არა რას ამბობ, -ძალით გავუღიმე.
-საშინელი მატყუარა ხარ,- გაიცინა და მეც გამეცინა.
-ცოტას ვბრაზობ, მაგრამ არაუშავს. რამ შეგაწუხა ამ დილაადრიან?
- დილაადრიან?- გაეღიმა,- ისეთი არაფერი, ვიფიქრე გავისეირნებდით და სოფელს ნახავდი.
- ნამდვილად კარგი აზრია, ტელეფონს ავიღებ და მოვალ .
რამდენიმე წუთში მე და იკა უკვე გზას ვადექით.
- გუშინ კარგი დღე იყო, კარგი ბავშვები არიან. მეგობრულები რაც მთავარია.
-ჰო, ემა, მართალი ხარ, კარგია რომ ადვილად დაუმეგობრდი ყველას.
-ყველას არა, მგონი დემეტრეს არ მოვეწონე.
- არა რას ამბობ, ასე არაა. უბრალოდ დემე ცოტა თავისებურია, თუ ადამიანს კარგად არ გაიცნობს ადვილად ვერ უახლოვდება.
- ჰო, მაგრამ, თუ არ ეცდება ვერასდროს გაიცნობს.
- არა მთლად მასეც არაა. დღეს საღამოს უფრო თავისუფლად იქნება დამიჯერე. კარგი გვეყო დემეზე საუბარი. შენზე მითხარი რამე.
- და მაინც? მკითხე და გიპასუხებ.
- ჰობი გაქვს?
- რათქმაუნდა! სურათების გადაღება მიყავრს, ცეკვა და ხატვაც. შენ?
- მე ბუნებაში სეირნობა მიყვარს. არ აქვს მნიშვნელობა წვიმს, თოვს, თუ მზეა მე ყოველთვის გამოვდივარ სასეირნოდ.
- კარგია, სასიამოვნოა ალბათ თოვლში სეირნობა?
- ვისთვის როგორ რა, მე ძალიან მიყავრს, დემეს კი სასაცილოდაც არ ჰყოფნის, - იკამ ნაღვლიანად გაიღიმა.
-მაგაში სასაცილო რაა?
- არ ვიცი, უბრალოდ დამცინის. თოვლსა და ზამთრის ყინვაში გარეთ სასირნოდ გიჟის მეტი არავინ გავაო, მაგრამ შეიძლება გიჟიცკი ვარ, -ამაზე ორივეს გაგვეცინა.
კარგახანს ვიარეთ, მერე კი ტყისკენ გადავუხვიეთ.
-იკა, სად მივდივართ?
- აქვე ახლოს, გაშლილი მდელოა, ლამაზი ყვავილებით, იქვე წყაროც გადმოდის, მინდა გაჩვენო.
- ახლოს? მაინც რამდენად ახლოს?
- რავიცი 3-4 კილომეტრი მაინც იქნება იქამდე.
- შენ მაგას ახლოს ეძახი? დღეს არ ვაპირებ წამოსვლას, უკვე საღამოა სანამ იქ მივალთ და მერე კიდევ უკან დავბრუნდებით, თან საშინლად მშია.
- კარგი , რაგაეწყობა შინ წავიდეთ, -შევატყე ეწყინა, - თან მალე შეკრების დროცაა, დღეს სიმინდს ვწვავთ კოცონზე, მოგეწონება.
- ჰოდა ძალიან კარგი.

დაახლოებით ცხრა საათი იქნებოდა, როცა ნიკას ხმა გავიგე, გარეთ ცოტა ციოდა ამიტომ შორტი გავიხადე, შავი შარვალი და ამავე ფერის მოსაცმელი ჩავიცვი და გარეთ გავედი. თითქმის ყველა წყაროსთან იყო და ბიჭების უმრავლესობა კოცონის დანთებას ცდილობდა.
- როგორ ხარ, ემა?
-კარგან შენ? იკა სადაა?
- იკა და დათო სიმინდის მოსაპარად წავიდნენ, სწორედ ამიტომ დაგიძახე მე, იკამ მთხოვა და...
ბოლოს უკვე ნიკას აღარც კი ვუსმენდი, დემეტრე შევნიშნე, მისი თვალები რაღაც არაამქვეყნიურად ლამაზი მეჩვენა. დღესაც ქეთის გვერდით იჯდა და რაღაცაზე იცინოდნენ. რაღაცეზე კია არა ვიღაცაზე და მგონი ეს ვიღაც მე ვიყავი. თავი უხერხულად ვიგრძენი, ვინატრე ნეტა იკა აქ იყოს-მეთქი და ისიც გამოჩნდა.
- ემა, საღამომშვიდობის, -ისე გაუხარდა ჩემი დანახვა, თბილად იღიმოდა.
-იკა, მე უნდა წავიდე ,- ვუთხარი როცა მომიახლოვდა, ცრემლებს ძლივს ვაკავებდი, არ მინდოდა ვინმეს შეემჩნია,- რაღაც შეუძლოდ ვარ.
- კარგი რა, არაფერი გეტყობა, დარჩი, გთხოვ.
- არა, მე მართლა უნდა წავიდე.
- მაშინ მეც წამოვალ.
-არ... - სიტყვა გამიწყდა და ცრემლები წამომივიდა, სწრაფი ნაბიჯით გადავკვეთე ქუჩა და სახლში შევედი. კიბეები ჩუმად ავიარე, არ მინდოდა მშობლებს გაეგოთ რომ დავბრუნდი. ოთახში ჩავიკეტე და საწოლზე პირქვე დავემხე. ვტიროდი, მაგრამ რატომ არ ვიცი. დასაცინი არაფერი მჭირდა და ჩემთვის რატომ უნდა დაეცინათ? ან თუ მე დამცინეს რატომ მანაღვლებს, რაში მაინტერესებს რას ფიქრობენ ჩემზე იდიოტი დემეტრე და მისი აუტანელი შეყვარებული?! არ უნდა წამოვსულიყავი, მაგრამ ახლა რაღას ვუშველი? თუმცა შეიძლება ასეც ჯობდა.


იმ საღამოს შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა. მზე სითბოს არ იშურებდა და ყოველ დღე გვიგზავნიდა მწველ სხივებს დედამიწაზე. ბავშვებთან აღარ გავსულვარ. ყოველ საღამოს მეძახდა იკა, მაგრამ არცერთხელ არ გამიხედავს დედაჩემს უწევდა სხვადასხვა ტყუილების მოფიქრება, რომ იკასთან შეხვედ თავიდან ამეცილებინა. ხან მოწამლული ვიყავი, ზოგჯერ სახლში არ ვიყავი, ან მეძინა, მოკლედ მიზეზები არ ილეოდა.
დღევანდელი დღეც თითქმის მიილია,მობინდებულია, ჰამაკში ვწევარ და წიგნს ვკითხულობ. დიდად საინტერესო არაა, მაგრამ სულ არაფერს ჯობია.
- ემა, - მესმის ძახილი, თუმცა არ ვიხედები,- ემააა! - არც ახლა მინდა გავიხედო, იკას ხმა ნამდვილად არაა, ჰამაკი ისეთ ადგილასაა ჩამოკიდებული რომ არ ვჩანვარ, ამიტომ იძახოს ვინცაა, რამდენიც უნდა. სახლიდან დედა გამოვიდა.
- გამარჯობა, ემა სახლშია?
- ემა , ძვირფასო, რატომ არ აგონებ?
- უი, არ გამიგია, ისე ვიყავი წიგნის კითხვაში გართული, - ჰამაკიდან გადმოვედი და კარისკენ წავედი, რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და უკვე ისეთ ადგილზე ვიყავი თავისუფლად შემეძლო დამენახა ვინ იძახდა. მოულოდნელობისგან ადგილზე გავშეშდი.
- ემა, როგორ ხარ?
- დემეტრე, აქ რა გინდა?
- არაფერი, უბრალოდ ბავშვები შევიკრიბეთ და... ვიფიქრე გამოხვიდოდი, ოღონ არ დაიწყო ეხლა, მოწამლული ვარო ან რამე ეგეთი, ჩემთან მაინც არ გაგივა. ეგ ოინები შენზე ბევრად უკეთ ვიცი დამიჯერე, - გამეცინა, მაგრამ უცებ დავსერიოზულდი, მასზე გაბრაზებული ვიყავი და წასვლა სულ რომ მდომოდა მის დაძახებულზე მაინც არ წავიდოდი.
- არა, დღეს არ შემიძლია, მე და დედა ნათესავთან მივდივართ, - ისეთი თვალებით გავხედე დედაჩემს წესით ყველაფერს უნდა მიმხვდარიყო მაგრამ...
- შეგვიძლია ხვალ წავიდეთ, პრობლემა არაა, -აქ ჩავფლავდი, ყველაფერი ჩამიშალა, ახლა სხვა გზა არ მაქვს, წასვლა მომიწევს.
-კარგი წადი და მეც მალე მოვალ, - ოთახში ავედი გამოვიცვალე, ტელეფონი ავიღე და გარეთ გავედი. დემეტრე ღობესთან იცდიდა, - ხომ გითხარი წადი-მეთქი?!
- ჰო, მაგრამ დაცდა ვამჯობინე.
წყარომდე გამარჯვებულის ღიმილით მიმაცილა. თითქმის ყველა აღტაცებით შემხვდა. ყველანი იქ იყვნენ მხოლოდ ქეთა არ ჩანდა. ნიცა გადამეხვია, ნიამ თბილად გამიღიმა. ბიჭებსაც გაუხარდათ ჩემი დანახვა, ყველა ბედნიერი იყო, მხოლოდ იკა იდგა ცოტა მოშორებით და იქედან გავდევნებდა თავლს.
იკა სიმპატიური ბიჭია. შავგვრემანია, საშუალო სიმაღლის, მუქი თმით და დაახლოებით ამავე ფერის თვალებით, სქელი ტუჩებით და ქათქათა კბილებით. ისეთი ღიმილი აქვს სულ რომ არ გეღიმებოდეს სხვა გზა არ გრჩება და მის შემხედვარეს შენც გეღიმება.
ბავშვებს მოვშორდი და დანაშაულის გრძნობით აღსავსე მისკენ წავედი.
- მაპატიე, თუ შეგიძლია. ძალიან გთხოვ.
- ემა, გაგიჟდი? რას გულისხმობ, რა გაპატიო?
- კარგად იცი თითონაც, მაგრამ დავაკონკრეტებ. ეს დღეები გატყუებდი, არავითარი მოწამვლა, ძილი ან სხვა რამ არ ყოფილა. უბრალოდ გარეთ გამოსვლა არ მინდოდა ესაა და ეს.
- აა, ეგ არაფერია, მივხვდი , მაგრამ მე ამ ყველაფრის მიზეზი მაინტერესებს და გული მწყდება, რომ არ მეუბნები. არაუშავს თუ არ თვლი საჭიროდ რომ მითხრა არ დაგაძალებ.
- დღეს, თანაც აქ და ამ სიტუაციაში ვერაფერს გეტყვი, მოდი ხვალ გამომიარე და ყველაფერს აგიხსნი.
- კარგი, -იკა გმხიარულდა და ორივე ერთად თინეიჯერთა ჯგუფს შევუერთდით.
იმ საღამოს არავის უგრძვნია ქეთას არყოფნა, თვით დემეტრესაც კი. ცოტა დავლიეთ, ისე მოხდა რომ დემეტრეს გევრდით მომიწია დაჯდომა. რამდენჯერმე საცადა საუბარი წამოეწყო, მაგრამ ჩემი თავმოყვარეობა არ მაძლევდა საშუალებას მასთან დიალოგი ამეწყო. ბევრი ვიცინეთ და კარგადაც გავერთეთ.
- იცი მგონია რომ შენს წინაშე დამნაშავე ვარ, - მითხრა დემეტრემ.
- რატომ? რამე მოხდა? - ვკითხე ვითომდა გაკვირვებულმა, სინამდვილეში კი ვიცოდი რასაც გულისხმობდა.
- არა შენ ყველაფერს მშვენივრად ხვდები, თუმცა საქმე ისე არაა როგორც...
- როგორც მე ვფიქრობ, არა? მძულს ეს გაცვეთილი სიტყვები.
- ჰო, მრავალჯერადი გამოყენებისთვისაა მოგონილი ეს ფრაზა ,- დემეტრეს გაეღიმა, -იმ დღეს რაც მოხდა, ჩემი ბრალი არაა. მე და ქეთა ამბავს ვიხსენებდით და როცა გამეცინა ზუსტად ამ დროს შემოგხედე და ყველაფერი ისე გამოვიდა ვითომ შენზე გამეცინა. ვერავინ ვერაფერს მიხვდა, თუმცა მე შევამჩნიე შენი რეაქცია და აცრემლებული თვალები. იმასაც მივხვდი რომ ყველაფერი სხვანაირად გაიგე.
- ალბათ მართლა მომეჩვენა რამე. კარგი არაუშავს, რაკი ყველაფერი ისე არაა როგორც მეგონა მაშინ საპატიებელიც არაფერია, უბრალოდ დაივიწყე ის დღე.
- მინდოდა მეორე დღესვე ამეხსნა ყველაფერი, მაგრამ რამდენიმე დღით დაგვეკარგე, ბოლოს ვეღარ მოვითმინე და მეთვითონ დაგიძახე.
- არ მინდოდა ზედმეტი ვყოფილიყავი და დაცინვის ობიექტი გავმხდარიყავი.
- მესმის შენი, -ორივეს გაგვეღიმა, - ანუ მეგობრები ვართ ხო?
- ასე გამოდის...
სახლში დადებითად დამუხტული დავბრუნდი. ყველაფერი გავარკვიე და ეჭვები გულს აღარ მიღრღნიდა. იმ დღეს ჩემზე ბედნიერი არავინ იყო... თუმცა ვერაფრით ვხვდები რატოა ასე მნიშვნელოვანი ჩემთვის დემეს აზრი ჩემთან მიმართებაში.



№1  offline წევრი elene tetruashvili

გეობნები ძალიან ლამაზია და საყვარელი . ემა ძაან საყვარელია ისევე როგორც იკა . stuck_out_tongue_winking_eye ასე გააგრძელე .წარმატებები

 


№2  offline წევრი Ella29

elene tetruashvili
გეობნები ძალიან ლამაზია და საყვარელი . ემა ძაან საყვარელია ისევე როგორც იკა . stuck_out_tongue_winking_eye ასე გააგრძელე .წარმატებები


მადლობაა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent