იასამნისფრად მიყვარხარ (თავი 4)
არ მაინტერესებდა შეყვარებული ჰყავდა თუ არა, ფეისბუქზე შევედი და მივწერე "-უნდა გნახო!" იმ საღამოს არაფერი მოუწერია. ალბათ შეტყობინება დილით წაიკითხა და მალევე მომწერა: -რამე ხდება? -სალაპარაკო მაქვსს. -სკოლის მერე გცალია? -ხოო -კაიგამოგივლი. -7მაქ დღეს -ვიცი) ალბათ უბრალოდ მითხრა ვიციო, თორემ საიდან უნდა სცოდნოდა რამდენი გაკვეთილი მქონდა. გადავწყვიტე ბოდიში მომეხადა მისთვის. მას ყველაზე მტკივნეულ ადგილას შევეხე და ამის გამო თავს საშინლად ვგრძნობდი. ერთისული მქონდა როდის ვნახავდი და ბოდიშს როდის მივუხდიდი. გაკვეთილები დამთავრდა, სკოლის შენობბიდან გამოვედი და თორნიკე დავინახე თავის ბაიკით. მისკენ წავედი. მთელს ტანში სიმხყრვალე ვიგრძენი. არვიცი რატომ, მაგრამ ძალიან ვნერვიულობდი. ახლოს რომ მივედი მომესალმა. -როგორ ხარ? -ნორმალურად, შენ? -ვუთხარი სერიოზული სახით. -კარგად... სადმე დავსხდეთ და იქ ვილაპარაკოთ. -ხოო. -დავუქნიე თავი. -სადწავიდეთ? -სადმე სადაც სიწყნარე იქნება... -კარგი. მოტოზე დაჯდა და ჩაფხუტი მომაწოდა. მოტოზე არასდროს ვმჯდარვარ და სახეზე ყოყმანი შემატყო. -რაიყო, ხოარგეშინია? -რისი უნდა მეშინოდეს? -ვთქვი "ძალიან დარწმუნებულმა", ჩაფხუტი ამაყად დავიფარე და მოტოზე დავჯექი. ხელები წელზე შემოვხიე. კარგი კუნთები ჰქონია... -გავიფიქრე. ისეთი სუნამო ესხა, ცოტახანი გავითიშე და მხოლოდ მაშინ მოვედი აზრზე, როცა მოტო ადგილიდან მოწყდა. ერთ-ერთ პარკში მივედით. გარშემო ყველაფერი მწვანე იყო. სამოთხეს გავდა. არვიცი, ეს ადგილი მანამდე რატომ არ ვიცოდი. იქაურობა მართლა ძალიან ლამაზი იყო და ტბა ხომ საერთოდ... მოტოდან გადმოვედით ცოტა გზა ფეხით გავიარეთ და ბალახზე დავსხედით ერთმანეთის პირისპირ. ძალიან ვნერვიულობდი მაგრამ ვეცადე სათქმელისთვის თავი მომეყარა და დავიწყე. -მოკლედ, არვიცი საიდან დავიწყო...ალბათ გიკვირს შეხვედრა რატომ გთხოვე, მე ხომ შენ კარგად არც კი გიცნობ... გუშინ იმ გოგოზე ცუდი რაღაც რომ თქვი, ძალიან გავბრაზდი... ვერ ვიტან როცა ვინმეს ამცირებენ... ემოციები ვეღარ მივთოკე და საშინელებები გითხარი... დედაშენსაც შევეხე... გგონია ვერ დავინახე, როგორ აგიცრემლიანდა თვალები? მაშინ ვერ მივხვდი ასე რატომ მოიქეცი. მაგრამ გუშინ ყველაფერს მივხვდი.... თორნიკე მაპატიე ძალიან გთხოვ. არ გეგონოს რომ ამ ყველაფერს ან სიბრალულის ან რაიმე მასეთი მიზეზის გამო გეუბნევი. ბოდიშს იმიტომ გიხდი, რომ კარგად ვიცი რაც გავაკეთე. დედაშენსაც არ უნდა შევხებოდი.. მე მართლა არ ვიცოდი დედაშენის ამბავი.. რომ მცოდნოდა მართლა არ მოვიქცეოდი ასე. მოკლედ აღარ ვიცი რაა გითხრა რა.. იმედია გამიგებ და მაპატიებ.- თორნიკე თავჩაღუნული მისმენდა.. ღმერთო, რა სიმპათიური იყო... და ეს სევდიანი თვალები მკლავდა... -ბოდიშს ნუ მიხდი, არაფერი დაგიშავებია. მე დავაშავე არ უნდა დამეცინა იმ გოგოსთვის. სხვა გოგო რომ ყოფილიყო შენს ადგილას, ალბათ გაიცინებდა, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებდით, მაგრამ შენ მართლა კარგი ადამიანი ხარ... შენ ხომ მას არც კი იცნობ და მაინც დაიცავი.... კრისწინა, 6წლის ვიყავი მამა რომ დამეღუპა. სიკვდის წინ მე და ჩემს დას დაგვიძახა... რომ მივედით ზუსტად ეს სიტყვები მითხრა: "მამა, შენ ჩემი ერთადერთი ბიჭი ხარ! მაა, მე მივდივარ, თქვენთან აღარ ვიქნები, შენს ულამაზეს დაიკოს და დედას დღეიდან შენ უნდა მიხედო. ახლა შენ უნდა გაუფრთხილდე და დაიცვა ისინი. არასდროს არ აწყენინო მათ მამა.. ჩემი ბოლო თხოვნაა. არ დაუშვა, რომ ისინი ვინმემ აწყენინოს. ისეთი ბიჭი გაიზარდე, დედიკოს რომ ეამაყებოდე. " შემდეგ ჩემი და დაარიგა, ბოლოს კი გვითხრა "აბა თქვენ იცი ჩემო ანგელოზებო. თქვენს მამიკოს უხარია თქვენ რომ ჰყევხართ. ჩემი ორი იმედი ხართ. მიყვარხართ მა.." - ეს მისი ბოლო სიტყვები იყო. ძალიან პატარა ვიყავი მაგრამ ყველაფერი კარგად მესმოდა, რაც მამაჩემმა მითხრა. 16ის ვიყავი დედაჩემს რომ მანქანა დაეჯახა და მას მერე ვეღარ დადის. კარგად ვერ გავუფრთხილდი დედას...მთელი ცხოვრებაა ვცდილობდი, რომ კარგი შვილი ვყოფილიყავი, ჩემი დისთვის კარგი ძმობა გამეწია და დედაჩემს ეამაყა ჩემით. შენ რაც მითხარი, მას მერე მივხვდი, რომ არ ვარ მთლად კარგი შვილი და კარგი ადამიანი... მადლობა რომ ეს დამანახე..თავს დამნაშავედ ნუ გრძნობ რა.. დაივიწყე საერთოდ. -ეს თქვა და თვალზე ხელი მოისვა. მივხვდი რომ ტიროდა... ამხელა ბიჭი ჩემს წინ იჯდა და ტიროდა. ეს ყველაფერი რომ მოვისმინე რამის ცუდად გავხდი... თორნიკე იჯდა და თავს არ წევდა მაღლა. მივედი და ჩავეხუტე. ყველაზე ძლიერად ჩავეხუტე. მინდოდა ეგრძნო, რომ ამ სამყაროში მარტო არ იყო... მე შეიძლება მისთვის არაფერს ვნიშნავდი მაგრამ მაინც ჩავეხუტე... თორნიკეს გამხნევება მინდოდა. ჩავეხუტე და მეც ცრემლები წამომივიდა. ხელები ძლიერ მომხვია. არვიცი რა ხდებოდა ჩემს თავს. რაღაც ენით აუღწერელ გრძნობას ვგრძნობდი. არმინდოდა, რომ ეს წუთი დასრულებულიყო. თორნიკე ხმას არ იღებდა უბრალოდ მეხუტებოდა და არც ინძრეოდა. ვგრძნობდი როგორ უფეთქავდა გული. მის სუნთქვასაც ვგრძნობდი. ჩემს თავში ისეთი რამ ხდებოდა, რომ გადმოცემაც მიჭირს. ასეთი რამ არასდროს მიგრძვნია. მივხვდი, რომ თორნიკე მჭირდებოდა. მივხვდი რომ თორნიკე მიყვვარდებოდა... არ მინდოდა რომ შემყვარებოდა.. გულის ტკენა აღარ მინდოდა მაგრამ ამაზე ვეღარ ვფიქრობდი. თორნიკეს ხელი გავუშვიდა თვალებში შევხედე. ხელები მომკიდა და მითხრა: -მადლობა ასეთი კარგი ადამიანი რომ ხარ. მადლობა რომ მომისმინე. ეს ყველაფერი არავისთვის არასდროს მომიყოლია. შეიძლება თავიც მოგაბეზრე. მაპატიე შენც ასეთ ხასიათზე დაგაყენე... ცხოვრებაში პირველად მომინდა ვინმესთვის რამე მომეყოლა, და ღმერთს მადლობას ვუხდი რომ შენნაირი მსმენელი მყავდა. მოვიდა და ისევ ჩამეხუტა. მეც ჩავეხუტე. არ ვოცოდი ამას რატომ ვაკეთებდი. უბრალოდ ვიცოდი რომ ახლა მას ეს სჭირდებოდა და მეც მჭირდებოდა... ხმას ვეღარ ვიღებდი, ვეღარაფერს ვეუბნეოდი. მოტოზე დავსხედით და წავედით. სახლამდე მიმიყვანა. -საღამოს მოგწერ კარგი? -კარგი -მადლობა კრისტი. იმდენად ვიყავი ეოცებით დატვირთული, რომ სახლში ასვლის შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი გონზე მოსვლას. რა გუგა, გუგასთან რა გრძნობაც მქონდა ის ამ გრძნობასთან ახლოსაც ვერ მოვიდოდა. ვხვდებოდი რომ პირველად მიყვარდებოდა ბიჭი ასე ძალიან. საღამოს შეტყობინება მომივიდა. -ხვალ სკოლის მერე გცალია? -რავი... არ მინდოდა რომ მენახა... ვიცი შემიყვარდებოდა... მეორე დღეს სკოლიდან რომ გამოვედი თორნიკე დავინახე, თავის მოტოსთან იდგა. არ ველოდებოდი მის მოსვლას. არმეგონა თუ მოვიდოდა. მთელი სხეული ამიცახცახდა. მის დანახვაზე ისეთი რამ ვიგრძენი რაც ალბათ არასდროს მიგვრძვნია. არ ვიცი რატომ, მაგრამ მისკენ წავედი და ჩავეხუტე. ხელები მაგრად მოვუჭირე. როგორ მომნატრებია... თითონაც ძალიან ძლიერად ჩამეხუტა, თავზე მაკოცა და მითხრა: -მეც მომენატრე ჩემო პატარა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.