შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქაოსი ანუ "ინი და იანი" II (სინათლე ჯოჯოხეთში)


17-07-2017, 11:27
ავტორი elene tetruashvili
ნანახია 1 449

-მაპატიე , მე უბრალოდ ....მე , წყლის დალევა მინდოდა და -ღრმად ვსუნთქავ და ისეთ სისულელეებს ვლაპარაკობ თვითონაც არ მესმის . -ეს შენი კატაა ?
-ხო , მოშივდა და რძეს ვუსხამდი - თქვა მან და სახის მიმიკა არც კი შეცვალა ისე მოეფერა კატას .
იყო მასში რაღაც ბნელი , მაგრამ იდუმალი და საინტერესო , იყო მიმზიდველი , თუნდაც გარეგნიბით , ასევე ხმის ტემბრითაც , მანერებითაც , ან სულაც ამ უცნაური გამოჩენებისა . ეს ყველაფერი კი მაგნიტივით იზიდავდა ჩემს სუსტ და მასთან დაუცველ სულს და გონებას .
-მაპატიე ...ალბათ შენც ხელი შეგიშალე , ახლა წავალ -ყალბად ვიღიმი ვბრუნდები და ვცდილობ რაც შეიძლება სწრაფად გავეცალო იქაურობას , საიდანაც თავს პატარა ჭიანჭველად ვგრძნობ , რომელსაც სადაცაა გასრესენ და ბოლოს მოუღებენ , თითქოს არც არაფერი ყოფილიყოს .
ღამე ვერ დავიძინე , მთელი ღამე კატის საშინელი კნავილი მახსენდებოდა და სუნთქვა მეკვრიდა . ბოლოს როგორც იქნა თვალები მიმენაბა და უკანასკნელი რაც დავინახე იყო ნახევარ-მთვარე , რომელიც იყო ისევე მარტო როგორც მე .
მეორე დღეს გავიღვიძე და თავი უცნაურად ვიგრძრნი , თითქოს ვიყავი -"დაცლილი" ყველა და ყველაფრისგან , თითქოს რაღაც ვალი მქონდა და მოვიშორე შემდეგ კი წყნარად განვაგრძობდი ცხოვრებას , სუნთქვას ან თუნდაც ადამიანობას .
-გამოფხიზლდი მძინარე მზეთუნახავო , უკვე ზაფხულია და გამართლება აღარ გექნება "ვიღლებიო" . - პირდაპირი გაგებით ზედ მაწევს მირა .
-მეზიზღება ზაფხული, რა ჯობია ზამთარს ცივა და თოვლში გდიხარ , როგორც შავი ლაქა თეთრ პერანგზე ან თუნდაც თოვლში წითელი სისხლი ....-ნამძინარევი თვალებით ვიყურები აქეთ-იქით და ვბლუყუნებ თითქოს ახალშობილი ბავშვი ვიყო და რაღაცის თქმა მსურდეს .
-ხოდა ჩემო ფიფიქია , აეგდე იმიტომ რომ ძაან მაგარ "ფართიზე" მივდივართ . - სარკის წინ დგას სერენა და ხელში წითელი და მწვანე კაბები უჭირავს და ვერ ხვდება რომელი ჩაიცვას .
-ფიფქიას არ უყვარს "ფართები" ....მართლაც რა ჯობია ეგდო შუა ზაფხულში სახლში მეგობრებთან ერთად და ცივი ყავა დალიო ?! -უყმაყოფილოა ჩემი ორეული (ლოლა) .
-იმიტომ რომ ეს მეათე კლასის დასრულებაა , ჩვენ უნდა ავღნიშნოთ თან მთელი სკოლა იქ ეგდება და ჩვენც მაგრად გავერთობით. -უკვე თმის სწორებაზეა გადასული მირა ,მე მაინც მომწონს მისი ხუჭუჭა , რიჟა თმა რომელიც ჩიჩილაკივით კიდია , ამიტომაცაა განსხვავებული გარეგნობის , მისი ლურჯი თვალები ხომ აჯადოებს და აჯადოებს ყველას .
ფეხზე ავდექი , მოკანისფრო-მოთეთრო მოკლე კაბა გამოვიღე და ჩავიცვი , თმები მაღლა ავიწიე და შემოსასვლელში მანეკენის თოჯინასავის დავეყუდე .
-სერენა , - როგორც კი ჩამოდის ეგრევე ვეკითხები წითელ მოკლე კაბაში გამოწყობის გოგონას , რომელიც მართლაც ულამაზესი იყო . ქერა ხვეული თმები ლამაზად გადაეწია გვერდზე , ფაიფურის მაგვარ თეთრ ყელზე კი მოკლედ გაეკეთა უბრალო , შავი ყელსაბამი . - შენი ნათესავი სადაა?
-ვინ ჩემი ნათესავი - იბნევა ბარბი და ცისფერი , ბედნიერი თვალები დაბნეულობით ევსება .
-შენი ნათესავი ნიკოლასი , რა დაგემართა ? -ვიცინი მე , მაგრამ მისი სახე არც კი შეცვლილიყო , კიდევ რაღაცის კითხვას ვაპირებდი , მაგრამ ის არსაიდან მოსული ყვავის ამაზრზენი ჩხაილისავით გამოჩნდა და გაიცინა , მაგრამ კარგად ვიცანი ეს სიცილი , ეს სიყალბე ...
-ხოო ...ცოტა ხანი გავედი , რა იყო სერენა ლამის გააგიჟე შენი მეგობარი . აჰაჰ !
-სერენა , მგონი გვეჩქარება -ვიღიმი და მაქსიმალურად ვცდილობ უაზრო შეკითხვებისგან თავი ავირიდო .
მთელი გზა წვიმის წვეთებს ვუყურებდი მანქანიდან და თვალწინ ნიკის შავი ჩამთრევი თვალები მელანდებოდა , ეს არ იყო უბრალოდ შავი , მშრალი თვალები , რომლებიც დამპალი ვაშლის ტოლფასი იყო . ეს იყო სიცივე და სიბნელე , რომელიც კიოდა ბოლო ხმაზე , რომელსაც ვერ ვხედავდი , ვერ ვიგებდი და ეს უფრო მითრევდა მასში . ჯოჯოხეგის კარიბჭესავით იყო ეს ყველაფერი . რაც უფრი მეტს ვფიქრობდი კი მით უფრო მეტი მაინტერესებდა .
-B , მოვედით -იცინის მირა და მანქანის კარს ხელის იდაყვებით ეყრდნობა .
ადგილი ეგრევე ვიცანი , მაგქუელების ძველი სახლი რომელიც ახალი პატრონების მიერ რემონტდებოდა . ღამე კი იქ არავინ აქცევდა ყურადღებას ასე რომ უარმაზარ სახლში წვეულება უბრალოდ მშვენიერი იყო .
-უბრალოდ ეს არის საშინელება . - ლუდის ბოთლი მოსვა ლოლამ და წაბარბაცებული ჩაჯდა სავარძელში .
-კარგით რა ცოტა გაერთეთ , იცეკვეთ მაინც ... -ყალბად გაიღიმა მირამ და სერენას გახედა რომელიც უივე დაკავებული იყო ახალ ბიჭთან დალევით და ამავდროულად ცეკვით .
-ვიცეკვო ? და ვისთან ? იმ საცოდავი სახის მქონე ჯეკთან თუ იმ იდიოტ ნეითთან ?
-შენი მოსაწონი ბიჭი არ დაბადებულა . -თავს იმართლებს მირა და ბავშვივით იღიმის . ეს ის ღიმილია , რომელიც ყოველთვის თავის გამოძვრენაში ეხმარება .
-არც დაიბადება -ვსვამ კოქტეილს და თვალებს ვაშტერებ , სადღაც შორს . ჩემში ერთდროულად დაიწყეს რაღაც უცნაურმა არსებებმა წვა .ეს იყო შეგრძნება რომელიც პირველად მქონდა . ჩემში ერთდროულად იფეთქეს სასოწარკვეთამ , გაკვირვებამ და სიცხემ .
-არ არსებობს ემბერ ტიმ ბერლეიკი აქ მოვიდა ? -ისე გადაიხარხარა ლოლამ არც დალოდებია პასუხს , მე კი თვალსაც არ ვახამხამებდი , სიმართლე გითხრათ არც მესმოდა არაფერი მხოლოდ რაღაც გაურკვეველი ბარაბნის გრუგუნი რომელიც წამ-წამ გამოტოვების უფრო და უფრო ხმამაღლა ბრუხუნებდა .
მირამ ჩემს მხედველობის არეს გააყოლა თვალი და ეშმაკურად ჩაიკისკისა მერე შეიშმუხნა და ორი წარბი აათამაშა .
-ეს დემიენ ბრაუნსია , სხვათაშორის ახლახან შეიცვალა სკოლა და აქ , ამ ქალაქში ახალია . -თქვა სერენამ რომელიც მთელი ამ დროის მანძილზე იდგა და ჯეისონთან ერთად ცეკვავდა .
-ოჰოოო , ჩვენი პატარა B უკვე შეყვარებულია და მთელ საშუალო სკოლას და მათ შორის მასწვალებლებსაც ეღირსათ ეს ბედნიერება -აყვა ლოლა და ხელები აღფრთოვანებისგან მააღლა აწია .
-სულაც არა , უბრალოდ ის არის ძალიან ....მარტო . -ჩავილაპარაკე და მოვიღუშე . -ნუ ხო ვაღიარებ სიმპათიურია ...თან როგორ -ბოლო სიტყვები თითქმის ისე წარმოვთქვი მეც კი ვერ გავიგონე ამიტომ ჩავთვალე რომ ეს ჩემმა გონებამ წარმოთქვა და არა მე .
-მერე მიდი და დაელაპარაკე -ყურში წამჩურჩულა სერენამ და მერე უფრო ხმადაბრა თქვა -იმის იმედი რომ მქონდეს , რომ სხვა მოგეწონება სიამოვნებით მივიდოდი პირველი , მაგრამ ჯეისონიც დამაყმაყოფილებს ...ჯერ .
-ხომ იცი რომ ყველაზე იდიოტი არსება ხარ რაც კი ოდესმე შემხვედრია -ვეჭყანები მე და ისევ "მისკენ" ვიყურები . -მაგრამ მართალი .
კოქტეილს ბოლომდე ვცლი და დემიენისკენ მივემართები . ცისფერი , სევდიანი თვალები ისევე მიტყვევებდნენ როგორც "შავთვალებასი" , მაგრამ ამჯერად ესენი იყო სინათლე ჯოჯოხეთის კარიბჭედან გამოსასვლელი და არა პირიქით . შავი , სულ შავი არანაირი მელირება ან შეღებვა , შავი აჯენჯილი თმა ...

მაგრამ ჩემი ოცნება მალევე დასრუულდა და ეს სინათლე ჯოჯოხეთის კარებიდან ჩაიხერგა თითქოს მასადა ჩემს შორის ბარიერი აღმართესო .
დამეჯახნენ და წამაქციეს , ისევე ნელა როგორც ფილმებში შენელებული კადრებია , დავეცი საშინლად და მწარედ ცივ ბეტონზე , თვალებზე მეფინებოდა სიბნელე და უკანასკნელრქსაც ვხედავდი იყო დემიენ ბრაუნსის დაკარგული თვალები .
_____________________
მოკლედ , ძალაინ მაინტერესებს თქვენი აზრი ამ ისტორიასთან დაკავშვირებით და ვინც კითხულობთ ალაინ გთხოვთ კომენტარი დამიწეროთ რომ შენიშვნა შემდეგში გავითვალსწინო . მადლობა და მიყვარხართ .



№1 სტუმარი Guest wasp

http://geosociali.ru/index.php

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent