შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქაოსი ანუ "ინი და იანი" (შავი თვალები)


16-07-2017, 16:10
ავტორი elene tetruashvili
ნანახია 2 002

ემს თავს არ წარვადგენ , მითუმეტეს ჯერაც არ გამიგია თუ ვინ ვარ სინამდვილეში .... შეიძლება ერთი ძუ$#ა , რომელსაც თავის მაგრად გამოჩენა უნდა , შეიძლება უბრალოდ თავის თავში ჩამოუყალიბებელი თინეიჯერი , ანდაც პატარა სულელი გოგონა ...ყოველ შემთხვევაში ამ ისტორიაში არცერთი .
XXXXXXXXXXXXXX
წინა ღამეს საშინლად წვიმდა , წვიმდა კი არა სეტყვა იყო . ციდან სწრაფად ეცემოდნენ ,ეხეთქებოდნენ და ყინულის ნამტვრევებს აქეთ-იქით ისვრიდნენ , გატეხილი ნაფხვენები კი სველ ასფალტს ეფინებოდა და მალევე ისინიც იმ სველ წერტილებს უერთდებოდა . ამას ძლიერი ქარიც დაერთო , უბრალოდ "საშინელება"იყო . არაა....ვისთვის როგორ .... ქარი და წვიმა , ეს ჩემი სტიქიებია . უბრალოდ სულ სხვაა როცა წვიმს და შენ გარეთ ხარ . ამ დროს კი ქარი დაუბერავს და თითქოს სახეზე გეფერებაო , ზოგს სიცივისგან , მე კი სიამოვნებისგან "მბურძგლავს" .
მეორე დღეს საწოლიდან ავდექი თმები ორად დავიბწენი და ჩუსტების "თხაფა-თხუფით" გავედი სამზარეულოში .
-ეუფ როგორი ქარი იყო გუშინ , დაიქცა , ქვეყანა ....მე კი ვიფიქრე მეორედ მოსვლაა და ჩემ ლორეინს ვნახავ მეთქი -დაიწყო ბებიამ და არც გაჩერებულა .
-დედა , რა დროს მეორედ მოსვლაა კარგი რა .... -კომენტარები მიაყარა დედაჩემმა , თან ისე , რომ საჭმლის კეთებას არც მოცდენილა , მე კი ამ საინტერესო დიალოგს ტოსტის ჭამით და თავის ქნევით ვუსმენდი .
-რატო , რაიყო ?! ბებიას ისე გამოვპრანჭავდით ..... -ბოლოს წამოვიყლანტარე მე .
-გენაცალოს ბებო , . -პატარა ბავშვივით ჩაიკისკისა ბებიაჩემმა და მერე სახე მოჭყანა . -შენ გოგო , სულ საჭმელს როგორ უნდა აკეთებდე , მიხედე ,შენ შვილებს . შენ კიდე გოგო , ჩამირთე ეგ "ფაცებოკია " თუ რაღაცა .
-მე მეჩქარება , ჩემი და გაიღვიძებს და კაი... -ბოლო ლუკმაც გადავყლაფე , ყველას შორიდან კოცნა გავუგზავნე და კიბეზე წითელი კაბის ჩაცმით ავედი . ბოლოს როგორც იქნა ჩემი დის ოთახში ვიპოვე ჩემი შავი "ანგელოზები" და ფეხზე ამოვიცვი .
-გოგო , სად ხარ ამდენ ხანს ნახევარი საათია გელოდები . -მამის მკვლელის თვალებით მიყურებდა ლოლა
. -ნუ ეხა ....შენ ჩემი ლოლა , მაგიტომ ხარ რომ გამიძლო - ლეკვის თვალებით შევხედე მას და თვალები ავაჟუჟუნე .
-სად მიდიხართ უჩვენოთ ? ...-ერთხმად შესძახეს ტყუპებმა და გადაიხარხარეს .
-ნუ ყოველ შემთხვევაში , ბავშვებო , ბოლო დღე ...შემდეგ წელს აბიტურიენტები ვხდებით. -აღელვებით თქვა მირამ და თავისი ყავისფერი თვალები სიხარულისგან ააციმციმა .
სკოლის შენობაში შევედით და ყვირილით გეზი კლასისკენ ავიღეთ . ბავშვებს ჩამომკვდარი სახეები ქონდათ , მაგრამ მაინც უხაროდათ , ჩვენ კი გიჟებივით .... არა ეს არასწორია ჩვენ კი , გიჟები , მერხებზე დავხტოდით და მიდიი..... ცეკვა , სიმღერა , ღრიალი და ჩემი ვირივით ყროყინი :"freedoom!!!!"
-B , შეიძლება ერთი წუთით.... -პარალელური კლასიდან ბიჭი შემოდის და ეგრევე ჩემსკენ მოდის .
-რათქმაუნდა . -იდიოტურად ვიღიმი და მივყვები , გოგოებიც მოგვყვებიან და ზოგი კარის და ზოგიც სხვა ბავშვების უკან იმალებიან და თავს იდიოტურად აქნევენ .
-მოკლედ , ძალიან მომწონხარ და მინდოდა ეს შენთვის მეთქვა . თან ხო იცი , რაა .... მესამე კლასიდან გიცნობ და რამე რა .... -ჯიბეში ჩაწყოფილი ხელებით ლაპარაკობს , თან ძირს იყურება .
-მართლა? -თვალების გუგები ფართოვდებიან და გული ძგერს -იცი , მეც ამას მოველოდი ყოველთვის და მეც მინდოდა მეთქვა , რომ .... -ბიჭის თვალები სიხარულის საზღვარს აღწევს , ხშირად სუნთქავს და სადაცაა "გული წაუვა "
-არასდროს მეყვარები და არამგონია ვინმეს ამის ბედნიერება ჰქონდეს . უკან ვბრუნდები და გოგოებს ყმაყოფილი სახით და ნახევარღიმილით ვეგებები , გოგოები კი დაახლოებით ფიქრიბენ "კიდევ ერთი... " .
-ჯეკი კაი ბიჭი იყო , შენთვის ზედგამოჭრილი -ქვედა ტუჩს ზევით წევს და იბღვირება სერენა .
-კაი გაანებეთ თავი , ესეიგი არ უყვარდა ხოო .....-მარტო ლოლა მიცავს და შავ , ტყავის კურტკას იცმევს , შემდეგ კი წაბლისფერ ,მელირებიან თმებს ხის ტოტებივით იყრის . ო , როგორ მიყვარს ლოლას თმები , უბრალოდ საოცარია , თავის შავ კურტკასთან ერთად კი ... მმმმმ , მართლა ხის ტოტებს ჰგავს . შავ დიდ ლოდზე შემოხვეულ , მარტოსულ ხის ტოტებს .
-მაგრამ აი "ცალ წარბას " , "მამონტს" და იმას კიდე ბავშვები რომ კლიჩკას ვერ ვარქმევთ ხო დილანს რას ერჩოდი ვერ გავიგე -დაასრულა მირამ და ცალი წარბი აწია .
-ისა ხო , ბავშვებო , დღეს ჩემთან ვრჩებით ხო ? -კითხულობს სერენა და დროებით ყურადღება ამ თემაზე გადაიტანეს .
კაფეში გამართულ წვეულებაზე ბევრი ვიცეკვეთ , დავლიეთ , გავერთეთ და ბოლოს სერენას უზარმაზარ სახლში ამოვყავით თავი , რომელიც ყოველთვის , ყველა დროს პირდაპირი მნიშვნელობით დაწკრიალებული იყო .
-სერენა , ასე მალე დაბრუნდი ? არ გელოდებოდით ? -მეორე სართულიდან შავთვალება ბიჭი ჩამოდის და 2 წამიან ღიმილს გვიგზავნის .
-ხოო , ბავშვებო ეს ჩემი ბიძაშვილია , სან-ფრანცისკოდან ჩამოვიდა ახლახანს და ცოტა ხნით ჩემთან რჩება .
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა , გოგოებო , ჩემი სახელია ნიკოლას არჩიბალდი .სერენა თქვენზე ბევრს მიყვებოდა .
-აი ჩვენ კი არაფერს -თქვა ლოლამ და თვალებით უთხრა "ძალიან საეჭვო ხარო ". შავთვალებამ ირონიულად ჩაიცინა , მერე დასერიოზულდა , შავი საშიში თვალები ლოლას მიაბყრო და მასთან ნახევარი მეტრის დაშორებაზეც კი არ იდგა . ლოლას მტკიცე და ძლიერი თვალები შიშში და დაბნეულობაში გადაეზარდა . მუხლები ეკვეთებოდა და მეც შევშინდი , ლოლას მხარი გავკარი რომ გამომეფხიზლებინა და ისიც მხიარულ განწყობაზე დაბრუნდა ვითომ არაფერიო .
-მირა ... -იცინის გოგონა და მწვანე თვალები სიხარულით და სიამოვნებით უნათებს , როცა ნიკი მას ხელზე კოცნის .
-მე ბლერი ვარ - ვთქვი მე . ნიკოლასმა დაახლოებით ისეთივე სახე მიიღო როგორიც ლოლამ , მაგრამ ბოლოს მან გაიცინა ...არა ეს სიცილი არ იყო , ეს იყო უფრო საშიში , ამაზრზენი ღიმილი რომელსაც ასეთივე კბილების კრაჭუნი მოჰყვა .
-გოგოებო , მგონი დროა სერენას ოთახში ავიდეთ და დავიძინოთ . -ბავშვებს პადრუჩკას ვუყრი და კიბეებზე სწრაფი სიარულით ავდივართ .
ნიკოლასთან შეხვედრა უცნაური იყო , არა ალბათ ეს იმიტომ მეჩვენებოდა , რომ ის ჩემთვის ახალი იყო . ჩემს თავს ვეუბნებოდი :არ შეიძლება ყველა ერთნაირი იყოს , ის ალბათ სხვაა ჩემი თვალისთვის და ამიტომ მომეჩვენა ის უცნაური " . წყლის დასალევად ავდექი , ოთახი ფეხის წვერებზე გავიარე და უზარმაზარ მისაღებში ანუ პირველ სართულზე ჩავედი .სერენასთან 1000ჯერ მაინც დავრჩენილვარ , მაგრამ ასეთი სიბნელე არასდროს ყოფილა , ეს უკუნითი იყო . ნივთები ჩემს შიშებს წარმოადგენდნენ და პატარა ბავშვივით თავი საშინელებათა კინოში წარმოვიდგინე . ნელ-ნელა დავწყნარდი , რომ არა რაღაც საშინელი ხმა , რომელიც კატის განწირულ კნავილს უფრი წააგავდა თითქოს კატას ვიღაც ან რაღაც ძალით იჭერდა და აბაზანაში დაგუბებულ წყალში ახრჩობდა . ყოველ წუთში უფრო მეტი წამებისთვის ამოასუნთქებდა .
"მორჩა , დაწყნარდი , ეს უბრალოდ კატაა "ვანუგეშე ჩემი თავი და სამზარეულოსკენ წავედი რათა წყალი დამელია , ხმაური უფრო და უფრო ძლიერდებოდა მე კი მთელი ყურადღება სააბაზანოსკენ მქონდა მიბყრობილი . მართლაც ის უფრო და უფრო მატულობდა , ყოველ ჯერზე კი უფრო და უფრო დაძაბული და ხმაურიანი ხდებოდა , ის იყო წამებული , რომელსაც დახმარება სჭირდებოდა .
-შეგეშინდა ?! -ზურგიდან მესმის ჩამოხებული ხმა და ამ დროს სხეულის თითოეულმა ნაწილმა ერთად იკივლეს , შემდეგ ასეთივე სისწრაფით გაშეშდნენ . სწორედ ამ დროს რატომღაც პირდაპირ თვალებში ჩავხედე .
ღმერთო , ეს იყო რაღაც სხვა ვიდრე თვალები , შავი თვალები , რომლებიც შავ ხვრელს უფრი გავს ვიდრე თვალებს გითრევს სადღაც , საიდან ამოსვლაც არ შეიძლება . სანტიმეტრები იყო ჩვენს შორის მანძილი ....მისი თვალები კი პანდორას ყუთში ჩამალულ ყველა შავ წერტილს ხსნიდნენ და მასში მითრევდნენ . და ამ დროს გავაკეთე , არა თითქმის ...ვაკოცე ...3იოდე მილიმეტრი და მართლა ვაკოცებდი , რომ არა კატის კნავილი .

________________________________
დაბრუნდა ჩამოუყალიბებელი გოგო smile წინა ისტორიის გაგრძელებას ვაპირებდი , მაგრამ....მუზამ ნურას უკაცრავადო ... მოკლედ ეს დავიწყე და აბა შემიფასეთ . ხო და შემდეგი თავი დაწერილი მაქვს უკვე .




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent