ფერები ?! ...14...
მომდევნო დღეებმაც ჩვეულებისამებრ გაიარა, ლელას ვარაუდი გამართლდა, ნიკას აღარ დაურეკავს, გიკვირთ? მე არა... სამაგიეროდ მირეკავდა ალექსი, მე კი პატარა ბავშვივით მსიამოვნებდა მისი ხმა, მზრუნველობა და იდუმალება, მან ჩემი ცხოვრების ყველაზე მწარე მომენტები იცოდა, იზიარებდა ჩემს მდგომარეობას და ჩემთან ერთად ბრძოლობდა. მიხაროდა რომ ოპერაციის დადებითი შედეგის შემდეგ, მაინც მკითხულობდა... ჩვენ ისევ ვკითხულობდით ერთმანეთს, ორაზროვნად და "ფარულად", მეკი ცოტა თავს ვიკავებდი, არ მინდოდა ერთი და იგივე შეცდომა კიდევ დამეშვა. დედა სულ ჩამჩიჩინებდა "ცხოვრებაში უამრავი მაგალითი გედება წინ და ეცადე ის არ აირჩიო რომელშიც შენ იქნები"-ო, საოცარია მაგრამ პატარა ბავშვს როცა დედა ეტყვის "-შვილო დადე ეგ ჭიქა,გაგიტყდება" შემდეგ რა ხდება ხომ იცით? წინადადება დამთავრებულიც არ არის,ჭიქა შემთხვევით იატაკს ენარცხება და ტყდება. ზუსტად მაშინ, ზუსტად ბავშვივით, სწორედ ის ავირჩიე მაგალითად, რაც ჩემი შეცდომით იყო გამოწვეული. _______3წლის შემდეგ_______ ის ისაა ლიზი ვახშმობას მორჩა, ხელ პირი დავბანე და საძინებელში გავიყვანე რომ კარზე ზარის ხმა გაისმა. -დე ჭადი გააგე-ლოგინზე კალათდება -ამ ღამე ვინ უნდა იყოს, არ ადგე შენ კარგი?-პირობას ვართმევ და ფეხზე ვდგები, თუმცა ჩემზე წინ, ორი პატარა, პუტკუნა ფეხები მიბაკუნებენ-თავს ღიმილით ვაქნევ და კარებს ვაღებ. თვალებს მონატრებულ სახეს ვუსწორებ და ვხვდები რომ მისნაირი სხვა უბრალოდ ვერ იქნება. სახეზეც ეტყობა დაღლილობა, საყვარელი, ღიმილიანი თვალებით მიყურებს და ოდნავ მიღიმის. -ალექში მოიდააა-ჩემი პატარა ყვირილს იწყებს და ყელზე ეხვევა -ლიზ როგორ ხარ პატარა?-ხელში აყავს და ლოყებს უკოცნის. ოთახში შემოდიან მე კი კარს რობოტივით ვკეტავ -შენ როგორ ხარ იზი? -სევდიანად ამბობს და მიახლოვდება -ალეს დედას მოენატლე, უბლალოდ ალ იჩის ლოგოლ გითქლას-ენას ატლიკინებს და ჩემს თვალების ბრიალსაც იმსახურებს, ლიზი ჩუმდება თუმცა ალექსი იწყებს -მეც მომენატრა დედიკო-ყურში ჩაჩურჩულებს ისე, რომ მეც გავიგო. ბავშვს დაბლა სვავს და მეხუტება,. ხო ვიცი, რომ სამი კვირა არ მინახავს, ვიცი რომ მელაპარაკებოდა და მკითხულობდა, თავს ვიიმედებდი რომ გამივლიდა მაგრამ ახლა, მისი ნახვის და ჩახუტების შემდეგ ვგრძნობ თუ როგორ მაკლდა. ალბათ მალე ტირილს დავიწყებ,თავს მხარზე ვადებ და ოდნავ ვიღიმი -ლიზიმ მოგიყვანა ხომ? დაღლილი ჩანხარ... -ორივეს გამო მოვედი... მომენატრე იზი!-როგორც ჩვევია მკაცრი ხმით მეუბნევა, მე კი მეღიმება, მეღიმება იმიტომ რომ ეს სიმკაცრეც მომნატრებია... ლიზის შოკოლადიან პარკს აძლევს და ჩემსკენ ორივე ერთად მალულად იყურებიან -ალექს ღამეა, ლიზი ხვალ ჭამე!-განკარგულებას მკაცრი ხმით ვიძლევი თუმცა რად გინდა -დედას ღამე შოკოლადები არ უჭამია?-სასაცილოდ ეჩურჩულება ალექსი ბავშვს -მე ლა იჩი, შენ ალ იჩი?-ესეც საყვარლად პასუხობს -მოიცა...-თითი ტუჩზე მიიდო და ისე ჩაფიქრდა ჩვენი ექიმი და ლიზის თვალებმოჭუტულმა გადახედა-კიიი... ჭამდა... ბევრს... ძალიან ბევრს, ღამის სამზე -ეღიმება და ჩემსკენ იხედება მრავლისმეტყველი თვალებით -ალექს მაშინაც ლიზის უნდოდა-თავს ვიმართლებ და ვცდილობ უფრო კარგად დავაკვირდე ხალიჩაზე მოთამაშე წყვილს... ______3 წლით ადრე______ ვცოხვრობდი ჩვეულებრივად, ფერებსაც შევეგუე, ოთახსაც და ხალხსაც... თუმცა გარეთ ხშირად მაინც არ გავდიოდი. ვცდილობდი სწავლა აღმედგინა და სასწავლებელში მივსულიყავი. მას შემდეგ ალექსი აღარ მინახავს, აღარც დაურეკავს. კი, მაკლდა ნამდვილად, მაგრამ მაინც ასე მერჩივნა, მერჩივნა შორს ვყოფილიყავი, ვიცოდი რომ შეხვედრა მომიწევდა კონტროლზე. რატომღაც ვგრძნობდი რომ ალექსი განსხვავებულად მექცეოდა მე კი მისი რატომღაც ახლა გავიგე და ახლა გავაცნობიერე. ახლა უფრო დიდი ყურადღება მივაქციე ჩემს გრძნობებსაც, რომლებსაც მომავალი არ ქონდა. შეიძლება ალექსი მიყვარდა, მაგრამ ჩემ თავს არვიცი ოდესმე ვაპატიებდი დაშვებულ შეცდომას?! ახლაც როცა მისი კლინიკის წინ ვდგავარ, ვფიქრობ იმაზე თუ რა მოხდებოდა ის ღამე რომ არ მომხდარიყო. თავს ძლიერად ვაქნევ ისე, რომ ცოტა თავბრუ მეხვევა. შენობაში შევდივარ და მაშინვე ნესტოევს მიწვავს მედიკამენტების მძაფრი სუნი, გარემოს ვათვალიერებ და კაბინეტისკენ მივიწევ, ალექს მანამდე ვამჩნევ, მიმღებისკენ მოიწევს ფურცლებში თავჩარგული. ოდნავ მეღიმება მისი შეკრული წარბების დანახვაზე თუმცა როგორც კი თავს სწევს, ვსერიოზულდები -იზი? როგორ ხარ?- ხელს მხვევს და ლოყაზე მკოცნის -კარგად... შენ?-ნაღვლიანი ვცდილობ ცოტა გავიღიმო. ოდნავ თავს მიკრავს და მიმღების გოგონასკენ ბრუნდება -ეკა, ეს ანკეტები დაიტოვე, თემური წაიღებს. იმ ბავშვის დონორი არ ჩანს?-ინტერესიანი მზერით კითხა -არა ალექსანდრე, ჩემთან არავინ მოუყვანიათ, ისევ ჭირდება სისხლი-პასუხობს ეკა და მზერა ჩემზე გადმოაქვს-რით დაგეხმაროთ?-ნაძალადევად მიღიმის. საშინლად ვინტრესდები ბავშვის ვინაობით და ვცდილოვ ისე ვკითხო რომ უხერხულობა არ გამოვიწვიო -ვინმე ახლობელია? რამე სერიოზულია?-დაბალი ხმით ვკითხულობ და ორივეს რიგ-რიგობით ვუყურებ. -არა, ახლობელი არაა მაგრამ... სისხლი ჭირდება-ღრმად ამოისუნთქა და ჩემსკენ მოტრიალდა, ხელით კი გზა მიჩვენა წავიდეთო, -მეორე დადებითი უნდა...არც ისე იშვიათი თუმცა, საკმარისი-დაამთავრა ეკამ და მე გაფართოებული თვალებით შევხედე -ალექს მე ხომ მეორე დადებითი მაქვს, მე გადავუსხამ-ცოტა გახარებულმა ამოვილაპარაკე და ალექს თვალებში შევხედე -იზი შენც ახლახანს გაიკეთე ოპერაცია, დარწმუნებული ხარ?-თბილად მკითხა და მხარზე ხელი დამადო, პასუხად მხოლოდ თავი დავუქნიე ძლიერად, მას კი გაპროტესტება აღარც უცდია -კარგი, ეკა ანალიზი ავუღოთ მაინც. ოპერაცია კი გავუკეთე მაგრამ...-გაუღიმა გოგონას მერე კი მე მომმართა-აბა წამოდი, ანალიზზე შემოგყვები და მერე ჩემთან მივიდეთ.-თავისთვის ჩაილაპარაკა და ოთახში შემატარა. პუტკუნა საშუალო ასაკის ქალთან დამსვა და თვალებში შემომხედა, მაკვირდებოდა მაგრამ რას ეძებდა არ ვიცოდი, არც მინდოდა გამეგო, თვალი ავარიდე და სხეულში დავლილი ტალღა შეძლებისდაგვარად დავაიგნორე. ანალიზი ავიღე და ალექსთან კაბინეტში გადავინაცვლეთ. დაძაბულობას და უხერხულობას ვგრძნობდი, ალექს შევხედე და ოდნავ გავუღიმე, მღელვარების დასაფარად უფრო. -მოდი თვალებს შეგიმოწმებ-ალერსიანი ტონით მომმართა ისე,თითქოს არასოდეს დაეყვიროს თავის ცხოვრებაში. სანათი აიღო და ჩემკენ წამოვიდა. ის იყო თვალებში უნდა ჩაეხედა როცა კარებიდან ხმამაღალი შეძახილით შემოვარდა, შავებში ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი. -სააან რავა ხარ ძმა?-ალექსთან მიიჭრა და ძლიერად გადაეხვია -გიგა... როდის ჩამოხვედი, რატომ არაფერი ვიცოდი?- გახარებულმა შემოკრა ხელი ბეჭებზე. ჯერ ერთს ვუყურებდი გაკვირვებით, მერე მეორეს, დროულად მომაწოდა ტვინმა საჭირო სიგნალი და მეც მზერა მოვაცილე -სიურპრიზი გაგიკეთე-აგრძელებდა სტუმარი-ახლა ცოტა ხნით შემოგიარე თუმცა...ეს გოგონა ვისია?-ისე დასვა კითხვა თითქოს იქ არ ვიყავი, წარბებშეკრულმა მივატრიალე თავი ბიჭებისკენ, ჯერ სტუმარს შევხედე მერე კი ალექს-სან არ გამაცნობ? ქართველია ხო? თუმცა შენი გაცნობა რად მინდა აქ არ ვარ?- ენას არ აჩერებდა, მე კი უკვე ძალიან მომაბეზრებლად მომეჩვენა და მომღიმარ ალექსზე გადავიტანე მზერა -ალექს, მე მოგვინებით შემოვალ კარგი?- ჩემი ჩანთისკენ მივტრიალდი ასაღებად -არა იზი, ახლავე-უცბად მიპასუხა და ჩემს გვერდით დადგა-ეს იზია მეგობარი, ეს კი გიგა, ძმებივით ვართ-ამიხსნა და მეც ხელი ნაზად ჩამოვართვი ახლადგაცნობილს. -ალექსიო? ვაა... უკვე სანდრო? მერე ბიჭო ახლა უნდა ვიგებდე? არ გაპატიებ, ძმობას ვფიცავარ-ოდნავი ღიმილით გამიშვა ხელი. ვერ მივხვდი რის თქმა სურდა, ამიტომ ეჭვნარევი მზერა ალექსიზე გადავიტანე, უბრალოდ იღიმოდა თვალებში სიხარულის ნაპერწკლები უკრთოდა, მისი შემხედვარე ღიმილი ვერც მე შევიკავე. -კარგი აბა წავალ მე და საღამოს ავღნიშნავთ იცოდე და გელოდებით-თითის ქნევით შეტრიალდა, მე თვალი ჩამიკრა და კარისკენ დაიძრა, სახელურს დაწვდა და ისევ შემოტრიალდა-ორივეს.-დაამატა და გაუჩინარდა. რაღაც პოზიტივი აშკარად ქონდა ამ ბიჭს მაგრამ ცოტა ჩემთვის გაუგებრადაც საუბრობდა -ისე... სამეგობროში ყველა ასე ლაპარაკობთ?-სერიოზული სახით ვკითხე და ოდნავ გავიღიმე. ჯერ თვალებში მიყურა, თითქოს რაღაც ამოიკითხა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და გამიღიმა -კი... მაგრამ...-ცალი წარბი აწია და მანიშნა რომ დანარჩენს უნდა მიმვხვდარიყავი. -მაგრამ შენ ყველაზე უცნაური ხარ!-წინადადება დავამთავრე და თავი ოდნავ გვერდით გადავხარე. ნელ-ნელა დაიძრა ჩემკენ. მე კი ოდნავ დავიძაბე, მინდოდა გავცლოდი მაგრამ თან მინდოდა მისი თვალებისთვის დიდხანს მეყურებია. ვცდილობდი თვალები არ დამეხამხამებია, უძირო შავ თვალებს ვუყურებდი და მინდოდა მეც გადამედგა ნაბიჯი მისკენ, მაგრამ თავი შევიკავე, შევძელი და შევიკავე... ყელზე შემახო თითები, თბილი მაგრამ თან ისეთი ცივი, რომ ჟრუანტელმა დამიარა, მეორე ხელი წელზე შემიცურა მე კი უფრო ავკანკალდი, იგრძნო... მიხვდა... გაწევა ვცადე, მაგრამ დამიჭირა. ოდნავ დაიხარა და ლოყაზე ნაზად მაკოცა -ნუ გეშინია... არაფერს გიშავებ-ჩუმად ჩამჩურჩულა და მივხვდი, მივხვდი რომ იმ ღამეს, იმ საზიზღარ ღამეს ალექსი იმას არ გააკეთებდა, არ გამიხდიდა იმ დღეს ასე სანანებელს. თვალები დავხუჭე და კარის ხმაც გავიგე -ალექსანდრე ეს იზის პასუხებია, საჭიროდ ჩავთვალე მეჩვენებია. ვწუხვარ... სისხლს ვერ ავუღებთ-დამწუხრებულმა ექთანმა, ანალიზის პასუხი ჩაუდო ხელში და გავიდა... -რატომ? ალექს რამე მოხდა?-აღელვებულმა ვკითხე -დაწყნარდი, მოდი ვნახოთ... მაგიდასთან მივიდა და ფურცელი გადაშალა. ცნობისმოყვარეობამ მძლია და ახლოს მივედი. ვცდილობდი ფურცელში ჩამეხედა მაგრამ თვალები ამიბრჭყვიალდა და იქვე სკამზე ჩამოვჯექი. ალექს შევხედე და იმედი დავიტოვე რომ ცუდი არაფერი იქნებოდა. თავჩარგული კითხულობდა მიზეზს, თავი ნელა აწია,შემომხედა... მერე ისევ ფურცელს მიუბრუნდა მე კი უკვე ვეღარ ვჩერდებოდი -ალექს- ისეთი ხმით ვთქვი მეც რომ ვერ ვიცანი -იზი...შენ... რატომ არ მითხარი...-საყვედურნარევი ხმით მითხრა და სავარძელში ჩაჯდა. -რა ხდება... რამე სერიოზულია? მე... ისევ ოპერაცია?- ჩამწყდარი ხმით ძლივს გადავაბი სიტყვები, ჩემი გულის ხმას ყურებში ვისმენდი და მინდოდა გაჩერებულიყო -შენც არ იცი...-თავის კითხვას უპასუხა, მე ისევ გაურკვევლობაში ვიყავი. ფეხზე ავდექი და შევეცადე პასუხს მიმხვდარიყავი -იზი...შენ ორსულად ხარ-ჩამწყდარი, დაბნეული ხმით მითხრა და ვიგრძენი თვალები როგორ ამეწვა -რა? არა... ეს შეუძლებელია... არა... ვერ ვიქნები... -მთლიანად ავკანკალდი და ისტერიული ტირილი ამივარდა, მე ორსულად ვიყავი, ჩემში მეორე პატარა გული იწყებდა ფეთქვას, მეორე პაწაწინა რომელსაც იმედად ვყავდი... თვალები ძლიერად დავხუჭე და ყურებზე ხელი მივიჭირე, აღარ მესმოდა რას მელაპარაკებოდა ალექსი, აღარც საკუთარი გულის ცემა მესმოდა, თვალები დამენისლა, ყურებიც დამიგუბდა და ყველაფერთან ერთად ჰაერიც აღარ მყოფნიდა -შეუძლებელია.... ეს არ მოხდება... არ შეიძლება... ასე ვერ მოხდება-არ მჯეროდა, მეორედ აღვმოვჩნდი ასეთ სიტუაციაში, როცა საკუთარი თავი უცხო მეგონა, როცა აღარავისი მესმოდა -იზი დამშვიდდი, გთხოვ... მასე ნუ განიცდი... იზი შემომხედე-მეუბნეოდა, მიყვიროდა მაგრამ თვალებს ვეღარ ვიმორჩილებდი, მის მკლავზე ჩაჭიდებული ხელები მიკანკალებდა, უეცრად მოვწყდი და რომ არა ალექსი ალბათ წავიქცეოდი, დამიჭირა და სავარძელზე დამსვა, გვერდით მომიჯდა და სახეზე ცივ ხელებს მისმევდა, უფრო და უფრო შორს მიდიოდა ვხედავდი, გონებაშიც კი უკვე ძალიან შორს წავიდა და ყველაზე ცუდი ის კი არ იყო რომ მიდიოდა, საშინელება ის იყო, რომ ვერ ვეძახდი, ხმა მქონდა მაგრამ დაბრუნების მიზეზი, მოტივი აღარ მქონდა. არ ვიმსახურებდი მის ყურადღებას. უიმისობა შემცივდა, ყელში მომაწვა მისი განცდილი გრძნობები, გულის რევა ვიგრძენი და პირზე ხელი ავაფარე, ღრმად მინდოდა რომ მესუნთქა მაგრამ ვერ ვახერხებდი, ძლიერი ბიძგი ვიგრძენი მუცელში და მივხვდი რომ ვეღარ ვერეოდი, ვერ ვაჩერებდი. ხელ აფარებული საპირფარეშოში გავვარდი, რათქმა უნდა გამომყვა... არვიცი როგორ მაგრამ ცოტა მომეშვა, თუმცა მაინც ვგრძნობდი გულზე უშველებელ ლოდს, ყელში კი ვეებერთელა ბურთს რომელიც არც ადიოდა და არც ჩადიოდა. ალექს ვყავდი გულზე მიხუტებული და შუბლზე ხელს მისმევდა, აღარაფერი უთქვამს, მე კი უკვე ტირილის თავიც არ მქონდა. -როგორ ხარ?-სევდიანი ხმით მკითხა და მე კიდევ, ხელმეორედ მიბრძანა გულმა ტირილი -არა ვარ კარგად, გეფიცები კარგად არა ვარ...ვგრძნობ საკუთარ თავს ვეცლები ... არ გიმსახურებ...-ჩამწყდარი, მოგუდული ხმით ვუთხარი და ღრმად შევისუნთქე მისი სურნელი -იზი... ბავშვის ბრალი არაა-არც ის იყო კარგად, ვგრძნობდი და ეს ორმაგად, ათმაგად უფრო მტკიოდა -მე არ მინდა მისი იყოს-ცრემლები მოვიწმინდე და ღრმად ამოვიოხრე. აღარაფერი უთქვამს, გულში ძლიერად ჩამიხუტა, არაფერი აღარ მინდოდა, სააბაზანოს იატაკზე, მასთან ჩახუტებულს, ალექსის ნაწილი მინდოდა, ნაწილი რომელიც უკვე დაკარგულად ჩავთვალე მაგრამ მაინც ეგოისტურად, სამუდამო მოგონებების სკივრში შესანახად ვიტოვებდი ამ თითქოს გამოსამშვიდობებელ ჩახუტებას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.