შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემიდან შენამდე (ნაწილი 3)


17-07-2017, 15:44
ავტორი aNuGi
ნანახია 5 193

არ გამიგია არცერთი წამი, წუთი, საათი, როგორ ვიჯექი 4 საათი და რას ვხატავდი არ ვიცი, ერთადერთი ის მახსოვს რომ ბედნიერების ფერებს ბოლომდე ვისრუტავდი და ორგანიზმს მაქსიმალურად ვივსებდი, არ ვიცოდი როგორ გამომეხატა ის ბედნიერება და სიხარული, რაც ასეთი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.
როგორც კი დრო ამოიწურა, მხოლოდ შემდეგ შევხედე ჩემს ნახატს, ვერ აღვიქვი ვერც მონახაზი, ვერც ის თუ რას გადმოვცემდი და საერთოდ ვერაფერი.
როგორც კი ნახატი აიღეს, რაღაც ჩაინიშნეს და მეც სწრაფი ნაბიჯებით წავედი შავთვალებასკენ.
გაუცნობიერებლად ჩავეხუტე მის ძლიერ სხეულს, მანაც ღიმილით გაშალა ხელები და წელზე შემომაჭდო თითები, ბედნიერებისგან შემაკანკალა.
ემოციები ისეთი სიჩქარით ცვლიდნენ ერთმანეთს, ვერც კი ვასწრებდი თითოეული გამეაზრებინა და ღრმად ჩამებეჭდა გონებაში.
მისი მკლავები იმდენ სითბოს გამოსცემდნენ, ნერვიულობისგან გათოშილ სხეულის ნაწილებს მონდომებით მითბობდნენ და მამხნევებდნენ, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მისი თითოეული უჯრედი ჩემს დამშვიდებას ცდილობდა, თან რა საოცრად გამოსდიოდათ?!
რამდენიმე წუთი ასე ვიდექით, ემოციებს გადავცემდი და ისიც საპასუხოდ მიჭერდა თითებს, საოცრად ვთრთოდი მის მკლავებში, მის განიერ და ძლიერ მკლავებს ამოფარებული, სიმშვიდე მთელი ძალით ეპატრონებოდა სხეულს და სისხლში სწრაფად მიმოდიოდა.
შემდეგ ოდნავ უკან დავიწიე, ისიც არ გამძალიანებია და ხელები შემიშვა, თვალებში ისეთი სიხარულით მიყურებდა, ზუსტად ვიცი რომ ჩემზე მეტ თუ არა, ჩემზე ნაკლებ ბედნიერებას არ განიცდიდა ისიც იმ მომენტში.
საპასუხოდ მხოლოდ გავუღიმე და კარებისკენ შებრუნებულს უკან მივყევი.
არ სჭირდებოდა სიტყვები, არც აღფრთოვანება, არც კივილი და წივილი.
ჩემი ღიმილიდან წაიკითხა მთელი ემოცია და გაითავისა.


***

როგორც კი მანქანაში ჩავჯექით, უცნაური მოტკბო სურნელი იდგა, გაოცებულმა გადავხედე ჯერ შავთვალებას, შემდეგ ყავის ჭიქებს, ჯერ კიდევ ასდიოდათ ორთქლი, ფრთხილად გამოვართვი და თითებს შორის მოვიქციე ჭიქა, ამდენი ემოცია.. ამდენი ემოცია მაგიჟებდა და კონტროლს მაკარგვინებდა, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, რა უნდა მეპასუხა, უბრალოდ ყოველ გამოხედვაზე მთელი გულით ვუღიმოდი, ვუცინოდი და თვალებგაბრწყინებული შევციცინებდი.
მანქანა სახლის წინ გააჩერა.
- მიდი და საღამოს მოვალ, თუ რამე ეგრევე დამირეკე - ყავის ჭიქა მსუბუქად “მოაჭახუნა” ჩემსას და თვალით მანიშნა რომ გადავსულიყავი.
- პასუხი როდის იქნება?
- ორ დღეში - ჩვეული მშვიდი გამომეტყველებით მიპასუხა და ისევ სივრცეს გახედა.
ფარფატით გავიარე მანძილი შესასვლელამდე, როგორც კი კარი მივხურე, მაშინვე მისწვდა ჩემს ყურთასმენას მანქანის დაქოქვის ხმა, კარებს ზურგით მივეყრდენი და მაღლა ავიხედე.
ისე ამოვისუნთქე, თითქოს მთელი ლოდი რაც იმ წამს სხეულზე მქონდა მოდებული, ერთიანად ჩამოვიშორე და რამდენიმე სანტიმეტრით ავიწიე გრძნობებისგან.
შემდეგ თავი გავაქნიე და მისაღებ ოთახში შევლასლასდი, თან ყავას ვსვამდი, თან ვფიქრობდი, ვერსად ვერ ვხედავდი გამოსავალს, როგორმე ამ გრძნობისთვის ადგილი რომ მიმეჩინა.

***

ორი დღე ნერვიულობისგან ოთახიდან არ გამოვდიოდი, შავთვალება მხოლოდ ორჯერ შემოვიდა ჩემთან, ისიც საჭმლით სავსე ლანგრით ხელში და იმასაც უხმოდ მიდებდა კარებთან მდგომ მაგიდაზე.
თვითონ კი ერთხელ გადმომხედავდა და უბრალოდ ღიმილით აქნევდა თავს.
მესამე დღე როგორც კი გათენდა, ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი და კიბეები ჩავიარე.
არ გამიკვირვებია მისი ნახვა შემოსასვლელში, თანაც კონვერტით ხელში.
თვალებმოჭუტულმა გადმომხედა, ფრთხილად მოახია თავი და დინჯად
ამოაცურა ფურცელი.
სანამ გახსნიდა, ერთი გადმომხედა, თვალი ჩამიკრა და კითხვა დაიწყო.

***

ისეთი სახით ვუყურებდი, ვერაფრით ვერ შეიკავა სიცილი.
პირველად ვნახე მისი ასეთი გულიანი სიცილი, მეც გამეღიმა, მიუხედავად იმისა რომ მთელი სხეული ნერვიულობისგან დაჭიმული მქონდა.
- ჩააბარე - სადღაც შორიდან ჩამესმა ეს ერთი სიტყვა და იმხელა ემოცია დაიტია ოდნავ შევბარბაცდი, ვერაფრით ვერ შევიკავე თავი და მოწყვეტით დავეცი იატაკზე.
რომ ავხედე სახეზე იმხელა გაოცება ეწერა, გამეღიმა.
- კარგად ხარ თაი? - მუხლებზე დადგა და ხელი მხარზე დამადო - ჩააბარე, ნუ ნერვიულობ!
- მართლა ჩავაბარე? - დასაზუსტებლად კიდევ ერთხელ ვკითხე და ვცადე ფეხზე წამომვდგარიყავი.
- ჩააბარე ჰო, ჩააბარე - გაიცინა და შემეშველა - რა დაგემართა?
- ემოციებისგან! - გაბრუებული ძლივს ვბურტყუნებდი, ნელნელა მიეწოდებოდა ინფორმაცია ტვინს, თითქოს ჩემი ქვეცნობიერი მიფრთხილდებოდა რომ შოკი არ მიმეღო.
მაგრამ მეტი რაღა უნდა მიმეღო?
ნაბიჯსაც ვერ ვდგამდი, ისე მაწვებოდა მთელ სხეულში სისხლი, ლამისაა გარეთ გამოვიდესო, ათრთოლებული ვიდექი მის წინ და როგორმე ვცდილობდი რომ დავწყნარებულიყავი.
- თაი კარგად ხარ? - გულწრფელად შეწუხდა შავთვალება, ხელი მომკიდა და იქვე დივანზე ჩამომსვლა, თვითონ კი სამზარეულოში გავიდა და იქედან წყლით დაბრუნდა. ოდნავ მოვსვი და შვება ვიგრძენი, ვერ ვხვდებოდი რატომ ვერ ვიღებდი ხმას.
წამიერად გადავხარშე ყველაფერი, მისკენ მივიწიე და ისეთი ძალით მოვხვიე ხელები, ამოიოხრა, შემდეგ ვიგრძენი როგორ გაიღიმა და თვითონაც მომხვია ხელები.
- მე.. მეე… - ვბლუყუნებდი, თვითონ კი თმებზე მეფერებოდა, ცდილობდა როგორმე დავემშვიდებინე, მაგრამ ვერაფრით ვერ ვწყნარდებოდი.
- დამშვიდდი, დამშვიდდი - მონოტორულად იმეორებდა და გულში მიხუტებდა, ვტიროდი მთელი გრძნობით, რაც შემეძლო მთლიანად ვიცლებოდი, ვცდილობდი ეს ემოცია ოდნავ მაინც ჩამეცხრო რომ ამომესუნთქა. - შენი ცხოვრება ახლა იწყება თაი, ყველაზე მაგარი გოგო ხარ! - უკან გამაწია და შუბლზე მომადო ტუჩები - ყველაფერი კარგად იქნება!

***

რამდენიმე წუთში დავმშვიდდი და ოდნავ უკან დავიხიე, ზუსტად ამ დროს შემოაღო ელომ კარები და გაბრაზებულმა მოგვაშტერდა, ჩანთა მთელი ძალით დააგდო იატაკზე და ჩვენკენ წამოვიდა.
- ელო, დამშვიდდი - ღრმად ამოისუნთქა შავთვალებამ.
- დავმშვიდდე? - უფრო გაგიჟდა და თვალებიდან ისეთი ღვარძლი გადმოანთხია, რომ უკან დავიხიე.
- მე უბრალოდ.. ჩავაბარე და.. მეტი არაფერი…
- მეტი რა გინდა? - ჩემკენ წამოვიდა, მაგრამ შავთვალებამ მკლავში ჩაავლო ხელი და შეაჩერა, ელომ ჯერ მის მკლავს დახედა, შემდეგ თვითონ მას მიაშტერდა თვალებში და უხეშად აიქნია ხელი - შენ არ შემეხო!
- ჩვენ, მართლა არაფერი.. არასწორად გაიგე… - ვბლუყუნებდი და უკან-უკან ვდგამდი შიშისგან ნაბიჯებს.
- არასწორად გავიგე, არასწორად! - ჩაფიქრდა და შემდეგ შავთვალებას მიუბრუნდა - ეს იმიტომ ხდება რომ შვილი არ გვიჩნდება? ამიტომ ეძებ ახალს ხო? ცდილობ როგორმე ჩემი შემცვლელი იპოვო, რადგან უსარგებლო ვარ! - გაღიზიანებულმა დაიღრიალა და ჩაიკეცა, გული შემეკუმშა ტკივილისგან, შავთვალებას ისე ჰქონდა შეშლილი სახე, რომ სერიოზულად შემეშინდა, შევბრუნდი და კიბეები ავირბინე. მხოლოდ ერთხელ მოვიხედე შესვლამდე და დავინახე როგორ ეხუტებოდა, თან რაღაცებს ეჩურჩულებოდა.
გულმოკლულმა კარი საგულდაგულოდ გადავკეტე და ლოგინზე დავემხე, ვტიროდი უაზროდ და მთელ ბრაზს ბალიშზე ვანთხევდი, მეზიზღებოდა ჩემი თავი, საშინელება ვიყავი და ტყუილად ვდგებოდი მათ შორის.

***

არ მახსოვს როდის ჩამეძინა, დილით უცნაურმა სუნმა გამომაღვიძა, ღრმად შევისუნთქე ჰაერი და გამეღიმა.
ეგრევე ვიცანი საღებავების სუნი, თვალები დაფეთებულმა გავახილე და ჩემს წინ გადაშლილ სანახაობას გაოცებულმა შევხედე.
მოლბერტი, საღებავები, ფურცლები და ყველა ის აღჭურვილობა, რაც კი დამჭირდებოდა.
ბედნიერებისგან სწრაფად წამოვხტი და თითოეულს მივეფერე, ვკოცნიდი და თან ვიცინოდი, იმდენად მიხაროდა მათი ნახვა, იმდენად მაბედნიერებმა ისიც კი რომ ვეხებოდი, ვერ გამოვხატავდი, ვერ ავღწერდი.
იქვე დადებულ ოთხად დაკეცილ ფურცელს დავწვდი და სულმოუთქმელად გავშალე.
ფურცლიდან გაღიმებული სმაილი მიმზერდა, მეც უნაბურად გადამედო ღიმილი და თვალები გამიბრწყინდა.
როგორ მინდოდა ახლა მოვხვეოდი, ძალიან ძალიან ბევრი მადლობა მეთქვა და გულიანად მეცინა, მაგრამ გუშინდელი ღამის გახსენებაზე ყველანაირი სიხარული გამიქრა, იქვე ჩამოვჯექი და სევდიანი მზერა შევანათე ოთახს.
ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ამ სახლში უაზროდ ვიყავი გაჩხერილი და ამაოდ ვეძებდი საკუთარ ადგილს.
მომდევნო რამდენიმე დღე მხოლოდ საჭმელად ჩავდიოდი, მსუბუქი ღიმილით შემოვიფარგლებოდი, ელო მხოლოდ შავთვალებას დასანახად მიღიმოდა, ისე კი ღვარძლიან მზერას შემავლებდა და ტუჩებდამანჭული აგრძელებდა ჭამას.
გული ყელში მებჯინებოდა, ყოველ ჯერზე ისე მინდოდა მეტირა, ისე მინდოდა მთელი ეს შხამი ამომეღო, მაგრამ არაფერი გამომდიოდა.
არავინ იყო ვინც მომისმენდა, ვინც დამეხმარებოდა, ვინც ჩემთან იქნებოდა და ჩემს ტკივილს გაიზიარებდა.
შავთვალებას კი ამის უფლება აღარ ჰქონდა.

***

მისაღებში ვიჯექი, ფეხები აკეცილი მქონდა და ტელევიზორს ინტერესით ვუყურებდი, კარი რომ გაიღო და უჩვეულოდ დაღვრემილი შავთვალება რომ შემოვიდა.
მხრებში იყო მოხრილი, ტკივილისგან სახე წაშლილი ჰქონდა და ნაბიჯებს ძლივს ადგამდა.
შეშფოთებულმა წამოვხტი ფეხზე და მივუახლოვდი, მაგრამ მის ზურგს უკან როგორც კი ელოს მზერა დავლანდე უღონოდ ჩამოვუშვი მისკენ გაწვდენილი ხელი და რამდენიმე ნაბიჯით დავიხიე.
- რა მოხდა? - ხმის კანკალით ვიკითხე და მისი ტკივილისგან შეჭმუხნული სახე კიდევ ერთხელ შევათვალიერე.
- თაია… - ძლივს ამოიხავლა შავთვალებამ და კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა - თაია…
- რა მოხდა? - კიდევ ერთხელ გავიმეორე და ამჯერად ელოს შევხედე.
- ბავშვი არ გვეყოლება! - მეხის გავარდნასავით გაისმა მისი ხმა და საშინლად გაყინულმა მზერამ, რომელიც ჩემკენ იყო მომართული, შემაკრთო.
- რა..რატომ?
- უშვილო ვარ! - თავი გააქნია შავთვალებამ და ტუჩები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს - უშვილო..
- არაუშავს ჩემო სიყვარულო - ხელი მოხვია ელომ და გულზე მიეხუტა - არაუშავს, ყველაფერი კარგად იქნება! ჩვენი სიყვარული ძლიერია!
- არა! - უხეშად მოიშორა მისი ხელი და კიბეებისკენ დაიძრა - არა! - თან თავს აქნევდა, თან იმეორებდა - არაა! - ბოლოს იღრიალა და კარები მთელი ძალით მიაჯახუნა.
კარებიდან მზერა ელოზე გადავიტანე, შუბლი შეჭმუხნული ჰქონდა და ღრმად სუნთქავდა, ერთი გადმომხედა და თვითონაც აირბინა კიბეები.

***

შავთვალება იმაზე უფრო ტკივილიანი გახდა, ვიდრე ოდესმე. მის თვალებში საშინელი სევდა იმდენად ღრმად იყო ჩაბუდებული, რომ ყოველ მოძრაობაზეც კი ეტყობოდა.
ელო ცდილობდა მისი ტკივილის შემსუბუქებას, მაგრამ ის ახლოსაც არ იკარებდა, პირიქით, რაცა შეეძლო იშორებდა და ცდილობდა მისგან შორს დაეჭირა თავი.
- თაი… - ჩემი ოთახისკენ წასულს ხმადაბლა დამიძახა და მეც ეგრევე შევბრუნდი.
- გისმენ!
- წამო, ყავა დავლიოთ - ხელი გამომიწოდა, დაბნეულმა ავხედე ჩემზე მაღალ სხეულს, უცნაურად შემიფართხალდა გული, მის თითებს მოვეჭიდე და სახლიდან გავედით.
ვაკვირდებოდი მის პროფილს, იმდენად დაძაბული მართავდა მანქანას, ძალაუნებურად მეც ვიძაბებოდი, თითქოს მისი ტკივილი ჩემშიც აღწევდა, ჩემი სხეული ჩემგან დამოუკიდებლად ცდილობდა მისი ტკივილის შემსუბუქებას.
მისი ჩამოყრილი მხრები და დაპატარავებული სხეულის ყურება ისრებივით ერჭობოდა სხეულს.
ვერანდაზე აღმოვჩნდით მალე, ორი ყავა შეუკვეთა და სივრცეს გახედა.
- ლამაზია არა აქაურობა? - სიჩუმე დაარღვია და თან უცნაური მზერით გადმომხედა.
- ძალიან.. ელო სად არის?
- არ ვიცი სად არის!
- როგორ..
- რა მნიშვნელობა აქვს სად არის? - გულუბრტყვილო მზერით გადმომხედა, შევცბი და დაბნეულმა მივაშტერდი - ჩვენი ურთიერთობა მაინც დასასრულს უახლოვდება..
- რატომ უახლოვდება? ჩემი ბრალია?
- როგორ ფიქრობ, შეიძლება ჩემი უშვილობა შენი ბრალი იყოს? - მაგიდაზე ხელები ჩამოაწყო, ჩემკენ ოდნავ გადმოიხარა და დაკვირვებით შემათვალიერა - რა შუაში ხარ?
- უბრალოდ.. ჩემ გამო რომ ჩხუბობდით, მაგიტომ ვიკითხე - მზერა ავარიდე და ხედს გავხედე.
- ჩხუბი არაფერ შუაშია, უბრალოდ არ მინდა ელოს ის სიამოვნება მოვაკლო, რასაც დედობა ჰქვია!
- ჩვენთან სოფელში - დავიწყე საუბარი და მის გამომეტყველებას დავაკვირდი, ღიმილით მიყურებდა - როდესაც კაცი ქალს სახლში წაიყვანდა, 6 თვე ჰქონდა გამოსაცდელი ვადა, თუ ქალი არ დაორსულდებოდა სახლიდან აგდებდნენ და ისიც ცირკის მონა ხდებოდა..
- იქნებ კაცი იყო უშვილო?
- მსგავს რამეს ვერასდროს ვერავინ გაიფიქრებდა, კაცის ასე შეურაცხყოფა ცოდვად ითვლებოდა - ღრმად ამოვიოხრე - მახსოვს, ჩვენს მეზობელს შვიდი ცოლი ჰყავდა, ბოლოს მერვე მოიყვანა და 5 თვეში დაორსულდა..
- ანუ რა გამოდის რომ ის შვიდი ქალი იყო უშვილო? - ჩაეცინა.
- არა, შვიდივეს შეეძლო შვილის ყოლა, ამ კაცს მტერი ჰყოლია, ჩვენთან ცოლის შეურაცხყოფა ყველაზე დიდი დამცირებაა ადამიანის, მასთან ყოფილა ძალით და იმისგან დაორსულდა - ჩამეცინა და მზერა გავუსწორე - ანუ ცოლის დაცვა თუ არ შეგეძლო სხვა კაცისგან, კაცად არ ითვლებოდი!
- საკუთარი თავისგან რატომ არ იცავდნენ?
- ცოლი მონობისთვის იყო განწირული, როგორც მონას ვერ შეეხებოდა ვერავინ მისი პატრონის გარდა, ისე ქალს ვერ შეეხებოდა ვერავინ მისი ქმრის გარდა - განვუმარტე და კიდევ ერთხელ ამოვიოხრე.
- შენ როგორ გაიგე ეს ამბავი? - ინტერესით აუკიაფდა თვალები.
- ბიჭი რომ დაიბადებოდა, საქვეყნოდ გამოჰყავდათ, ადიდებდნენ და აქებდნენ, მისთვის უზარმაზარი სუფრა იშლებოდა, წინა დღეებში ისე იქცეოდა ის კაცი, ვითომ შეურიგდა და აპატია, რეალურად კი ამ დღეს ხმამაღლა გამოაცხადა რომ ეს ვაჟკაცი მისი შვილი იყო, თვითონ ეს კაცი კი უშვილო და საცოდავი, მთელმა სოფელმა დასცინდა და არაკაცს ეძახდნენ..
- მერე?
- მერე… - თვალები ცრემლებით ამევსო და ტუჩები ლამის დავიჭამე დასასრულის გახსენებისას - მერე…
- რა მოხდა ბოლოს თაი? - გულწრფელად შეწუხდა შავთვალება და ხელი ხელზე დამადო.
- მისი ცოლი ცემაში მოკლა, ის ბავშვი კი.. ის ბავშვი კი კლდიდან გადააგდო… - ამოვიბლუყუნე და მზერა გავუსწორე - არ აპატია, არ შეიცოდა, არ შეიწყალა..
- ეს რა.. ეს რა არის? - ამოიგმინა და ნერვიულად ჩამოისვა სახეზე ხელი - თქვენთან არანაირი კანონი არ არის? არ ისჯებიან კაცები?
- არა! კაცები იქ მბრძანებლები არიან..
- შენ.. საიდან წამოგიყვანე - ტუჩებზე აკანკალებული თითები აიფარა და თავი გადააქნია გაბრაზებულმა - ჯანდაბა! - ხელი ძლიერად დაკრა მაგიდას და ოდნავ შევკივლე - მაპატიე, მაპატიე - ადგა და სახეზე ჩამომისვა ხელები ფრთხილად - არ მინდოდა შენი შეშინება, უბრალოდ ემოციებს ავყევი - ღრმად სუნთქავდა და ცდილობდა როგორმე დაწყნარებულიყო.
- არაუშავს - გავუღიმე და მანაც სწრაფად დაბრუნდა კუთვნილ ადგილზე, იმ წამს მოტანილი ცხელი ყავა მოსვა და თავი ჩაქინდრა.
- თაი გამოსავალი არ არსებობს? - უეცრად დასვა კითხვა და ოდნავ შევკრთი.
- არ არსებობს ალბათ..

***

საღამო სასიამოვნოდ გავატარეთ, სახლში ღიმილით შევედით, ელო ისევ არ ჩანდა არსად, კიბეებისკენ დავაპირე წასვლა, მისი თითები ჩემს თითებს რომ შემოეჭდო, გაოცებულმა ავხედე.
- რა მოხდა?
- რაღაც მინდა გაჩვენო..
- რა უნდა მაჩვენო? - ინტერესით წავიგრძელე კისერი, მაგრამ ვერაფერი რომ ვერ დავინახე მოვიღუშე - მატყუებ?
- არა, წამომყევი - კიბეები ფრთხილად აიარა ისე, რომ ხელი არ გაუშვია. დერეფნის ბოლოში გავიდა და ხელის მარტივი მოძრაობით შეაღო კარები, ხელი ოთახისკენ გაიშვირა და თავით მანიშნა შედიო, დაბნეულმა გადავხედე, რამდენი ხანია ამ სახლში ვარ, მაგრამ ერთხელაც არ გამჩენია სურვილი ამ ოთახში შევსულიყავი.
კარებს ოდნავ დავეყრდენი და ფრთხილად შევაბიჯე, მთელი ამ დროის განმავლობაში გაღიმებული აკვირდებოდა ჩემს გამომეტყველებას.
ღიმილი სახეზე შემეყინა, როგორც კი ჩემს წინ გადაშლილ სანახაობას შევხედე.
სუნთქვა შემეკრა და მოულოდნელობისგან ისე გამიხშირდა რომ ერთიანად ავკანკალდი, არ მჯეროდა, არ მჯეროდა რომ ეს ყველაფერი ჩემთავს ხდებოდა, ერთი გადავხედე აკანკალებულმა, მისკენ წავიღე თითები და სახეზე შევეხე.
- ეს.. ჩემთვის?
- შენთვის - გამიღიმა და თმებზე ჩამომისვა მისი გრძელი თითები - შენი ბედნიერებისთვის!
- არ მჯერა..
- მიდი, ყველაფერი შენია! თითოეული..
- თითოეული? აქამდე რატომ არ შემოდიოდი აქ? - მტკივნეულად ჩაიცინა და უკან დაიხია.
- დატკბი! - უკანმოუხედავად გავიდა და კარები ფრთხილად მოკეტა.
თვალცრემლიანმა ავხედე უზარმაზარ თაროებს და გიჟივით ამივარდა სიცილი, ვუყურებდი უამრავ წიგნს და ასე მეგონა სადღაც სხვა სამყაროში ვიყავი, ჩემი ოცნებების სამყაროში, წარმოუდგენელი იყო მათი ახდენა, შეუძლებელიც კი იყო რომ ეს ყველაფერი რეალობად იქცეოდა, მილიონჯერ მაინც მინატრია, თვალები დამიხუჭავს და წარმომიდგენია როგორ ვიტრიალებდი წიგნებით სავსე ოთახში დაუღალავად, როგორ ვიცინებდი, ვიტირებდი, ვიკივლებდი ბედნიერებისგან.
მაგრამ ახლა ვიდექი ერთ ადგილზე მილუსმნული და ხმასაც ვერ ვიღებდი ემოციებისგან.

***

საათობით ვიჯექი წიგნების ოთახში, თითქმის არც გამოვდიოდი იქედან, არავის ვნახულობდი, ლამის საწოლიც იქ შევიტანე და იქ დავიწყე ცხოვრება.
რადგან სწავლა 1 კვირაში მეწყებოდა, უამრავი დრო მქონდა წასაკითხად, მეც ვცდილობდი რაც შეიძლება ღრმად შევსულიყავი ჩემს საყვარელ სამყაროში.
შავთვალებაც ხშირად შემოდიოდა, მირჩევდა რა უნდა წამეკითხა, რომლით უნდა დამეწყო, ხშირად მიბრაზდებოდა და მებუტებოდა, ჩვენ საერთოდ დაგვივიწყეო.
ოდნავ უკეთეს განწყობაზე იყო, ჩემთან ყოველშემთხვევაში არაფერს იმჩნევდა. ცდილობდა მხიარული და პოზიტიური ყოფილიყო, საათობით იჯდა და მიყურებდა როგორ ვკითხულობდი, მერე აღფრთოვანებული ველაპარაკებოდი იმ შთაბეჭდილებებზე, რასაც წიგნი მიტოვებდა.
ისიც ღიმილით მისმენდა და ყოველ ჩემს “გამოხტომას” მოთმინებით ეგუებოდა.
განსაკუთრებით მაშინ თუ მთავარი გმირი არ მომეწონებოდა და გაბრაზებულ გულზე რას არ ვიძახდი.
იმდენად გადავეშვი წიგნების სამყაროში, ყველა და ყველაფერი დამავიწყდა.
ერთ დღესაც, ძალიან რომ მომწყურდა და თაროზე გრაფინი ვერ შევამჩნიე, ზანტად წამოვდექი ფეხზე და ფრთხილად გამოვაღე კარები.
ფეხაკრეფით ჩავიარე კიბეები, მისაღებიდან კისკისის ხმა გამოდიოდა, თავიდან ვერაფრით ვერ მივხვდი ასე ვინ კისკისებდა, ოდნავ მივუახლოვდი კარებს და დაკვირვებით შევათვალიერე ვიღაც უცხო გოგო, რომელიც ელოს გვერდით იჯდა და გულიანად კისკისებდა.
ჩუმად ლაპარაკობდნენ და შემდეგ მთელ ხმაზე იცინოდნენ.
- და რა ჰგონია? რომ თვითონ არის უშვილო? - სიცილით ამოთქვა შავგრემანმა და გაოცებისგან ოდნავ გამიფართოვდა თვალები.
- ჰო, ანალიზებმა ასე აჩვენა.. - ამაზრზენად ჩაიცინა ელომ და თმები შეისწორა.
- ანალიზებმა არა? კარგი რა რატომ ატყუებ? შენი აზრით არ ეყვარები თუ ეტყვი რომ შვილი არ გინდა? - გულწრფელად შეწუხდა გოგო.
- არა, არ ვეყვარები, იმ გოგოს მიმართ აქვს გრძნობები, ახლა კი ყველაფერი ჩემს ხელშია.. - ამაყად მოიღერა კისერი და ჩაიცინა - როგორ მევლება თავზე განახა ერთი, ნათქვამი არ მაქვს ეგრევე გარბის!
- არ გეცოდება? ოდნავ მაინც არ გიყვარს დავიჯერო? - ირონია გაერია გოგოს ხმაში, ისე მომაწვა ყელში ბურთი, მინდოდა ორივე გამეგლიჯა სათითაოდ.
- კარგი რა, რა დროს სიყვარულია? რომელი საუკუნეა, ახლა მსგავსი რაღაცები აღარ არსებობს, მთავარია ერთმანეთს ვუგებთ და კარგად ვიყავით, რა ვქნა თუ ძალიან მიზიდავს, თან კარგი ქონებაც აქვს და ყველაფრით უზრუნველყოფს ჩემს ცხოვრებას? მისგან არც ყურადღება მაკლია და არც ფული, მეტი მე რა მჭირდება “სიყვარულისთვის”?
- მართალი ხარ, მეტი რა უნდა გჭირდებოდეს ადამიანი რომ შეგიყვარდეს, მე მაინც გავუჩენდი ერთ ბავშვს შენს ადგილზე და მგონი მაგით უფრო გეყოლებოდა ხელში, არა? - წარბები ოდნავ აწკიპა შავთმიანმა, გაბრაზებისგან ხელები ძლიერად მოვმუშტე, რომ არ შევვარდნილიყავი კბილებს ძლიერად ვაჭერდი ერთმანეთს, ნეტა რას ფიქრობდა ასე საჯაროდ რომ ლაპარაკობდა?! სულელი, შტერი გოგო!
- და მერე სამოდელო კარიერას რა ვუყო? ფორმას დავკარგავ, კონტრაქტების გაუქმება მომიწ… - სწორედ ამ დროს გამოიხედა კარებისკენ და როგორც კი დამინახა სახე წაეშალა, გამწარებული ვიდექი და ჯიქურ ვუყურებდი თვალებში. - შენ? - ფეხზე წამოხტა, მომვვარდა, ხელი ჩამავლო და შუა ოთახში შემათრია - შენ აქ რას აკეთებ?
- რას ნიშნავს რას ვაკეთებ? - ხელი გავინთავისუფლე უხეშად - შენ რას აკეთებ? გეგმებს აწყობ, როგორ დაითრიო ყურებით შენი საქმრო? - ირონიულად გავუღიმე და ხელები გადავაჯვარედინე.
- მომისმინე შე სოფლელო, მდაბიო არსება, შენ საერთოდ რა გესმის ამ ცხოვრების? - ჩემს ირგვლივ დაიწყო სიარული, მეორე გოგო იცინოდა და თან წვენს სვამდა დიდი სიამოვნებით, წარბიც არ შემტოკებია მის საქციელზე, ვუსმენდი მის გამოსვლას მშვიდად - გგონია ახლა რამე ისეთი გაიგე, რითაც დაგვაშორებ? მაგ მიზნით არ ჩამოხვედი? სულ ჩემს ქმარზე გეჭირა თვალი, გინდოდა მასთან ყოფილიყავი, მის მკლავებში, მაგრამ ვერ მოგართვი - ამაზრზენად დაიჩურჩულა ჩემს ყურთან - ჩემია, მე ვუყვარვარ და ყოველთვის ასე იქნება, შენ კი არარაობა ხარ, ადამიანი, რომელიც ვერასდროს მიიქცევს ყურადღებას, დაიხედე საერთოდ რა გაცვია, რა ფორმაში ხარ, რას გავხარ! ადამიანი კი არა, ცხოველიც არ გამოგაყოლებს თავს - კისკისებდა და თან ხელებს საშინლად იქნევდა ჰაერში, გულის რევის შეგრძნება დამეუფლა მისი შემხედვარე - კარგად მომისმინე! - ჩემწინ დადგა და კისერში ხელი მომიჭირა, შევცბი და ვცადე თავი გამენთავისუფლებინა - თუ ერთ სიტყვას მაინც იტყვი, გეფიცები უკანვე დაგაბრუნებ! სოფელში წაგიყვან და იქ დაგაგდებ მამაშენის საჯიჯგნად, ვერავინ ვერ გიშველის, ვერასდროს! - დაიკივლა და უხეშად მიმანარცხა კედელს - გაიგე? - თმებში მწვდა და მისკენ მიმწია - გაიგე მეთქი?
- გავიგე - ხმაჩამწყდარმა ვუპასუხე და კისერზე ხელი ჩამოვისვი, ჩანთას სტაცა ხელი, მის დაქალს რაღაც ანიშნა და იქედან სწრაფი ნაბიჯებით გავიდნენ.

***

კედელთან ჩავიკეცე, მისი ნათქვამი სიტყვები საზარლად მიკაკუნებდა თავში, ის რომ სოფელში დამაბრუნებდა ეს ფაქტი ჭკუიდან მშლიდა, მას თავისუფლად შეეძლო ამის გაკეთება, მამაჩემს ჩაუგდებდა პირდაპირ ჩემთავს, მერე კი ვერავინ და ვერაფერი მიშველიდა.
მაგრამ შავთვალება?
მისი ტკივილისგან აცახცახებული მხრები?
ვერ გამოხატული უბედურება, ტკივილი და დარდი?
თვალწინ დამიდგა მისი გამოხედვა, ჩაწითლებული თვალები და აკანკალებული ტუჩები.
დანაშაულის გრძნობით გამჯდარი სხეული და სირცხვილისგან დახრილი თვალები.
უსუსურობის შეგრძნებით სავსე შავთვალება?
იყო კი ღირსი, ასე გამეწირა ჩემი ბედნიერებისთვის? იყო კი ღირსი, ჩემი ოცნებებისთვის ასე შემეწირა მისი ბედნიერება?!
ტკივილმა გულიდან დაიწყო სვლა და პირდაპირ კისერში წამიჭირა, მისი მარწუხები ისე შემოეჭდო კისერს, ვერაფრით ამოვისუნთქე.
ცრემლები მახრჩობდა, მაგრამ ერთიც კი არ გადმომვარდნია თვალებიდან, ვერ ვუძლებდი, თუმცა შინაგანად მჭამდა ეს რეალობა.
რეალობა, რომლის დამალვაც მომიწევდა, ან არა…
ძლივს ავითრიე დამძიმებული სხეული, ნელნელა უფრო და უფრო ვიაზრებდი რამდენად დიდი იყო ელოს ტყუილი, რამდენად დიდ ტკივილს აყენებდა საყვარელ ადამიანს, როგორ უჯიჯგნიდა სხეულს და როგორ უმახინჯებდა სულს.
ძლივს ავლასლასდი კიბეებზე, საძინებლის კარები შევაღე და ლოგინზე დავემხე პირდაპირ.
ემოციებისგან მოვიკრუნჩხე, ხელები მუხლებზე შემოვიხვიე და ვცადე როგორმე ამ სამყაროს გავქცეოდი.
არც კი მახსოვს, როდის ჩამეძინა..

***

დილით შემართებით გავიღვიძე, თავი მოვიწესრიგე და ღრმად ამოვისუნთქე სანამ კარებს გამოვაღებდი.
მისაღებში ფეხაკრეფით გავედი, შავთვალება მარტო იჯდა, თავი ჩახრილი ჰქონდა, ღრმად სუნთქავდა და შიგადაშიგ მიირთმევდა საჭმელს.
მისი ჩამოყრილი მხრების დანახვისას, კიდევ ერთხელ წამიჭირა კისერში დანაშაულის გრძნობამ, გაუბედავად მივუახლოვდი და იქვე ჩამოვჯექი.
- დილამშვიდობისა! - დაბალ ხმაზე ვუთხარი, მაგრამ რეაქციაც არ ჰქონია ისე იყო ფიქრებში გართული - შეიძლება დავილაპარაკოთ? - ოდნავ ხმამაღლა ვუთხარი ისე, რომ გამოფხიზლდა და დაბნეული მზერა მომანათა.
- რამე მითხარი? - ხმა ჩავარდნილმა ძლივს ამოილაპარაკა და მსუბუქად ჩაახველა.
- შეიძლება დავილაპარაკოთ?
- რასთან დაკავშირებით?
- ელოსთან..
- ელოსთან? - გულწრფელად გაუკვირდა, თვალები მოჭუტა და მზერა შემავლო - რამე მოხდა?
- გუშინ..მე…მეე… - ნერვიულად ავხლართე თითები ერთმანეთში და აკანკალებულმა მივაშტერდი.
- თქვი თაი - მძიმედ ამოილაპარაკა და ინტერესიანი მზერა გამისწორა.
- მე გავიგონე, როგორ ელაპარაკებოდა… როგორ ელაპარაკებოდა მის შავთმიან მეგობარს.. აქ იყვნენ.. რომ… შენ უშვილო არ.. - ენა დამება - უშვილო არ ხარ…
- რას ამბობ? - ჩანგალს ხელი შეუშვა და ისიც ხმაურით დაეცა თეფშზე, შევხტი და შეშინებულმა მივაშტერდი - თაი, ეს უკვე მეტისმეტია..
- მე მართლა.. მე მართლა გეუბნები - ცრემლები გადმომცვივდა და წამოვდექი - მე..
- ე.ი შენ იმის თქმა გინდა, რომ ქალთან, რომელთანაც 5 წელი ვიცხოვრე, ასე უსირცხვილოდ მომატყუა? ქალი, რომელიც სიყვარულს მეფიცება ყოველწამს, რომელიც ყველანაირად მიდგას მხარში, მომატყუა? - თვალებში ბრაზისგან ცეცხლი ჩაუდგა, ფეხზე წამოხტა და ჩემკენ წამოვიდა - რისთვის აკეთებ ამას? - ძლივს შეკავებული ბრაზით ამოისისინა და გამჭოლი მზერით მომაშტერდა - გინდა ჩვენი ოჯახი დაანგრიო? როცა ელო მეუბნებოდა, რომ შენ ჩვენს შორის ცდილობდი ჩადგომას, არ დავუჯერე! ვუმეორებდი რომ შენ ასეთი არ იყავი, ასე არასდროს მოიქცეოდი, პირიქით, ხელს შეგვიწყობდი ყველანაირად რომ ერთად ვყოფილიყავით!
- რას შევუწყო ხელი? - არ ვიცი იმ წამს გამბედაობა საიდან მომივიდა, მაგრამ ხმამაღლა და გარკვევით ვუთხარი - შენ გინდა რომ ელოს შევუწყო ხელი, ადამიანს, რომელიც ყველანაირად განადგურებს? რომელიც გატყუებს რომ უშვილო ხარ?
- იმედები გამიცრუე - ჰაერი ხმაურით ამოუშვა ფილტვებიდან და ხელები მომუშტა - გამიცრუე, თან როგორ.. ამ ცხოვრებისგან იმედგაცრუება არ მეყოფოდა, შენ რომ ასე არ მომქცეოდი? - ტკივილგამჯდარი მზერა მომანათა და თავი გადააქნია - არც ამის ღირსი არ ვიყავი, რომ მეგობარი მაინც მყოლოდა გვერდით? - მძიმედ ჩამოუშვა მხრები და ხმააკანკალებულმა თითქოს ვიგრძენი, როგორ დაიშალა მისი სხეული ნაწილებად. ტკივილი ისევ მთელი ძალით შემოეჭდო ვენებს და ისეთი სიმწრით მომიჭირა, რომ ცრემლები ვერ შევიკავე. ვტიროდი, მაგრამ არ ვნანობდი, იმას უფრო ვინანებდი, ყველაფერი რომ დამემალა.
- აქედან უნდა წახვიდე! ახლავე! - მეხისგავარდნასავით გაისმა მისი ხმა სიჩუმეში, შევხტი და იატაკზე ჩავცურდი შეშინებული.
რას ნიშნავდა მისი სიტყვები? სად უნდა წავსულიყავი? შეშინებულმა ავხედე, მომავლის შიში კანის ქვეშ შემიძვრა და მთელი სხეული მოიარა, ვიცოდი არავინ მყავდა ამ დედამიწაზე და ეს მაგიჟებდა.
- უნდა წახვიდე - დაიგრგვინა, მკლავში მწვდა და უხეშად წამომაყენა.
ბუნდოვნად ვხედავდი, როგორ ყრიდა ჩემს ტანსაცმელს ჩემოდანში, როგორ მიაგორებდა და მეორე ხელით მე მიმათრევდა, გასასვლელს რომ მივუახლოვდით ხმამაღალი ღრიალი მოვრთე, ტკივილისგან მოვიკრუნჩხე, შემეშინდა, უშავთვალებობის შემეშინდა, მაგრამ არაფერი..
მის გაყინულ მზერაში სინანულის ნატამალიც არ იყო, ვიგრძენი რომ ჩემი როლი მის ცხოვრებაში აქ ამოიწურა და მისი კარის ზღურბლს იქეთ პირველად გადავდგი ნაბიჯი დამოუკიდებლად .

***

კარის დახურვის ხმა რომ ვერ გავიგე, იმედი წამით შემიტოკდა სხეულში, უკან მოვიხედე და მის გაყინულ თვალებს იმედიანი მზერა გავუსწორე.
ერთი შემათვალიერა, ვიგრძენი როგორ შეუტოკდა მთელი სხეული, თვალები დახარა და მძიმედ მოხურა კარები, ოდნავ შეღებული კარებიდანაც კი იგრძნობოდა მისი მძიმე და გახშირებული სუნთქვა, მაგრამ სიამაყემ სძლია ალბათ, კარები ხმაურით ჩაიკეტა და აცახცახებულმა ძლივს დავიმორჩილე სხეული რომ შევტრიალებულიყავი.
მძიმე და ნელი ნაბიჯებით გავიარე მთელი ეზო, მივაბიჯებდი ისე, თითქოს მთელი ცხოვრება აქ ამ სახლში დამეტოვებინოს, თან კი არაფერი მიმქონდა, სავსე ბარგის და ცრემლების გარდა.
შემოსასვლელ ჭიშკარსაც რომ გავცდი, კიდევ ერთხელ მოვბრუნდი, თითქმის ყველა ფანჯარას შევავლე მზერა, იმის იმედით რომ, რომელიმედან მაინც მიყურებდა, რომ ვერ გაძლებდა, ვერ გამიშვებდა, დამაბრუნებდა..
მაგრამ მჩხვლეტავმა ტკივილმა მიმახვედრა რომ ფუჭი იყო ჩემი იმედი, რომ მოლოდინს ვერ გამიმართლებდა ჩემი შავთვალება.
ჩემი..
ჩამეცინა! სიმწრით.

თქვენი შეფასება ყველაზე მნიშვნელოვანია, კიდევ ერთი მძიმე თავი და.. არ ვიცი!
დიდი მადლობა ყველას, ვინც კითხულობთ..
ძალიან მიყვარხართ!



№1  offline წევრი mia15

საინტერესო ჩანს და ველოდები შემდეგ თავს

 


№2  offline წევრი aNuGi

mia15
საინტერესო ჩანს და ველოდები შემდეგ თავს

დიდი მადლობა <3

Salo123
ველი შემდეგ თავს მოუთმენლად

დიდი მადლობა სალო <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№3 სტუმარი Guest bubu

imedia male gaigebs simartles eg shavtvaleba

 


№4 სტუმარი annastacia

ვაიმე ძალიან ცუდად ვარ:( უუუძალიანმაგრესია!!!! მალე დადე რა გთხოვ<3

 


№5  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

რა საინტერესოა. აშკარად ჯერ ელომ გაბერა შავთვალა.ჰმ, რატომღაც მჯეროდა რომ ეს ბიჭი არ ჰგავდა სხვა კაცებს.
ცოტა ჩქარობ მოვლენების განვითარებაში. ისე კარგია და ველი ახალ თავს.

 


№6  offline წევრი Mariammmo

აუაუაუუ რა მაგარი თავი იყოო <3 <3 <3
ეხლა რა მოითმენს მომდევნო თავამდე -_-
ისეთი ემოციური იყო, რომ ვერაფერს ვერ ვამბობ, გარდა იმისა - ძალიან, ძალიან მაგარი იყო <3

 


№7 სტუმარი Ziggystardust

ძალიან კარგიაა, უბრალოდ ერთი და იგივე გრამატიკულ შეცდომას უშვებ, წინა თავებშიც შეხვდა და დღეს უკვე გულმა ვეღარ მომითმინა. მაგ.დაბნეულმა მივაშტერდი-არა, დაბნეული მივაშტერდი და ამის მსგავსი ძალიან ბევრი, ყვრლას აღარ დავწერ.თუ გაითვალისწინებ კარგი იქნრბა. დანარჩენი ყველაფერი მომწონსს, ასე გააგრძელე.:* :*

 


№8  offline წევრი aNuGi

Guest bubu
imedia male gaigebs simartles eg shavtvaleba

იმედია <3

annastacia
ვაიმე ძალიან ცუდად ვარ:( უუუძალიანმაგრესია!!!! მალე დადე რა გთხოვ<3

ძალიან ძალიან დიდი მადლობა! <3 <3 <3

ლორელაი
რა საინტერესოა. აშკარად ჯერ ელომ გაბერა შავთვალა.ჰმ, რატომღაც მჯეროდა რომ ეს ბიჭი არ ჰგავდა სხვა კაცებს.
ცოტა ჩქარობ მოვლენების განვითარებაში. ისე კარგია და ველი ახალ თავს.

ძალიან დიდი მადლობა! <3
მართალი ხარ, მეც მაქვს ხოლმე ეგეთი შეგრძნება რომ ვჩქარობ, გამოვასწორებ <3

Mariammmo
აუაუაუუ რა მაგარი თავი იყოო <3 <3 <3
ეხლა რა მოითმენს მომდევნო თავამდე -_-
ისეთი ემოციური იყო, რომ ვერაფერს ვერ ვამბობ, გარდა იმისა - ძალიან, ძალიან მაგარი იყო <3

ვეცდები მალე დავდო <3
ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო! <3 <3

Ziggystardust
ძალიან კარგიაა, უბრალოდ ერთი და იგივე გრამატიკულ შეცდომას უშვებ, წინა თავებშიც შეხვდა და დღეს უკვე გულმა ვეღარ მომითმინა. მაგ.დაბნეულმა მივაშტერდი-არა, დაბნეული მივაშტერდი და ამის მსგავსი ძალიან ბევრი, ყვრლას აღარ დავწერ.თუ გაითვალისწინებ კარგი იქნრბა. დანარჩენი ყველაფერი მომწონსს, ასე გააგრძელე.:* :*

ძალიან ძალიან დიდი მადლობა!
აუცილებლად გავითვალისწინებ და ვეცდები რომ გამოვასწორო <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№9  offline აქტიური მკითხველი La-Na

გამიხარდა რომ უთხრა სიმართლე,თუმცა გამაბრაზა მისმა საქციელმა.მალე ინანებს მის საქციელს და როგორ მოიქცევა საინტერესოა.ელო კიდე როგორი საზიზღარი ადამიანია.სად წავა თაია, საბრალო.მალე დადე რა ახალი თავი, ვეღარ ვითმენ უკვე
--------------------
ლანა

 


№10  offline მოდერი bla.ell

ვაიმეე რა მაგარი თავიააა უფ აი უკარგესი იყო და ველი შემდეგ თააააავსheart_eyes

 


№11  offline წევრი maglakelidze

მოგკლავ :(( რას უშვები ჩემ გოგოს
--------------------
ანამარია მაღლაკელიძე

 


№12  offline წევრი aNuGi

La-Na
გამიხარდა რომ უთხრა სიმართლე,თუმცა გამაბრაზა მისმა საქციელმა.მალე ინანებს მის საქციელს და როგორ მოიქცევა საინტერესოა.ელო კიდე როგორი საზიზღარი ადამიანია.სად წავა თაია, საბრალო.მალე დადე რა ახალი თავი, ვეღარ ვითმენ უკვე

ძალიან ძალიან დიდი მადლობა! <3

bla.ell
ვაიმეე რა მაგარი თავიააა უფ აი უკარგესი იყო და ველი შემდეგ თააააავსheart_eyes

ძალიან დიდი მადლობა <3 <3

kelly miller
მოგკლავ :(( რას უშვები ჩემ გოგოს

რა ვქნა :( <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№13  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მალე დადეეებ??

 


№14  offline წევრი aNuGi

ანი ანი
მალე დადეეებ??

დავდე <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№15  offline წევრი aNuGi

ლუნი.
არ არი გასაკვირი რო არ დაიჯერა smirk
როცა ადამიანთან 5 წელი ცხოვრობ, გიყვარს და თავს არარაობად თვლი, როცა იგებ რომ მასთან შვილი არ გეყოლება, არ დაუჯერებ ვიღაც გოგოს, რომელსაც ასე ცოტა ხანი იცნობ. არ ააქვს მნიშვნელობა რამდენად აფასებ მას და შენთვის როგორი მეგობარია. ელოს სიყვარულმა გადაწონა და ასეც უნდა ყოფილიყო. რომ დაეჯერებინა მეგონებოდა, რომ ელო არ უყვარს და არ ენდობა.
იმ ყველაფრის მიუხედავად , რომ ელო მეზიზღება და ერთი სული მაქვს როდის გაიგებს შავთვალება სიმართლეს, მაინც კმაყოფილი ვარ შავთვალებას ამ საქციელით.
სხვისი არ ვიცი, მაგრამ ჩემს თვალში ნამდვილი და ერთგული ქმარია.

ძალიან დიდი მადლობა რომ ასე კარგად გაიგე ჩემი სათქმელი <3 <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№16  offline აქტიური მკითხველი terooo

არ არსებობს...
ამდენი ტკივილისთვის ვერ გაიმეტებს...
ოდნავი ეჭვიც კი არ გაუჩნდა??

 


№17 სტუმარი სტუმარი მარინა

ძალიან საინტერესო იყო.მადლობა ავტორს.წარმატებებს გისურვებთ.♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent