შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნდობის ფასი (თავი VI)


17-07-2017, 19:19
ავტორი tamo1804
ნანახია 1 461

იმ დღეს დავრწმუნდი, რომ ბედნიერებას ჩემთან არაფერი ესაქმებოდა.. ალბათ, უბრალოდ არ ვიმსახურებდი.. განადგურებული დავბრუნდი სახლში, დედაჩემის კივილს ყურადღება არ მივაქციე და ოთახის კარი ხმაურით მივუკეტე ცხვირწინ. იატაკზე ჩავიკეცე, მუხლებზე შემოვიხვიე ხელები, თავი ჩავრგე და ჩუმად, უხმოდ ავტირდი.. დიდხანს ვგრძნობდი მის სუნთქვას კარს უკან, მაგრამ ახლა მასთან საუბრის და ახსნა-განმარტებების მიცემის თავი ნამდვილად არ მქონდა.. შუაღამე გადასული იქნებოდა, დაღლილობისგან გავჩერდი, ენერგია სულ გამომეცალა, გაჭირვებით მოვახერხე ადგომა და სარკეში რომ ჩავიხედე, მაშინ მივხვდი დედაჩემის შეცხადების მიზეზს. სააბაზანოს მივაშურე და იქიდან ცოტა დამშვიდებული გამოვედი..
-ადამიანს მაინც ვგავარ ახლა-გავიფიქრე..
45 გამოტოვებული ზარი დამხვდა მობილურზე, ნინო მეგონა და პირდაპირ დავაჭირე დარეკვას.. მუხლები მომეკვეთა, როცა ბექას ხმა გავიგე..
-ნუთუ ის მირეკავდა? ყველაფრის მიუხედავად, მაინც მირეკავდა.. -ცრემლები მომაწვა..
-ბაი, კარგად ხარ? როგორ შემაშინე.. რატომ არ მპასუხობდი? ორმოცჯერ დაგირეკე მგონი..
-ორმოცდახუთჯერ
-რა?
-ზუსტად ორმოცდახუთჯერ დაგირეკავს..
-ზოგჯერ მაგიჟებ ხოლმე რაა, გეხვეწები ჩამოდი, შენ კორპუსთან ვარ..
-ხუმრობ ხო?-ფანჯარას ვეცი.
-არა, მართლა გეუბნები და ეგ ვარდისფერი პენუარიც ძალიან გიხდება-მისი ღიმილი ვიგრძენი..
-ბექა, ვერ ჩამოვალ, ძალიან გვიანია..
-ბაი, გთხოვ რა..-მუდარის ტონს ვეღარ გავუძელი.. უცბად გადავიცვი ტანსაცმელი, ოთახიდან ჩუმად გამოვიპარე და ფეხაკრეფით წავედი კარისკენ.
-გამახარე-მითხრა როგორც კი დამინახა და ჩასახუტებლად გამოიწია.
-არ გინდა, გთხოვ-შევეხვეწე.
-რატომ, ბაი? რა გვიშლის ხელს, რომ თავიდან დავიწყოთ ყველაფერი?-სახეზე მომეფერა, მისი თბილი ხელის შეხებამ მაგიურად იმოქმედა ჩემზე და გავინაბე..
-მართლაც რა?-გავიფიქრე წამიერად, მაგრამ მაშინვე ამომიტივტივდა ნიაკოს სახე..
-მე შვილი მყავს ბექა, ხომ არ გავიწყდება?-ხელი გავაშვებინე და შევტრიალდი..
- საკუთარივით მეყვარება, გპირდები-ზურგიდან მომეხუტა-მხოლოდ ერთ შანსს გთხოვ, ბაია, მხოლოდ ერთს..
აკანკალებული ავრბოდი კიბეებზე, მხოლოდ მეექვსე სართულზე ასულმა გავიაზრე, რომ ლიფტში არ შევსულვარ.. ჩუმად ჩამოვწიე კარის სახელური და ჩემს ოთახს შევაფარე თავი.. დაფიქრება მჭირდებოდა, ბევრი დაფიქრება და ნინო.. მოუთმენლად ველოდი გათენებას, შვიდ საათზე ვეღარ მოვითმინე და მისი ნომერი ავკრიფე..
-მშვიდობაა?-ნამძინარევი ხმა ჰქონდა.
-ბარკალი დააგდე, რომის პაპმა დარეკა!-მივახალე.
-ავარიაში მოყევი და ტვინის შერყევა გაქვს?-დამიღრინა.
-გოგოოო, ბექა მომადგა წუხეელ, მთელი ღამე მირეკავდა თურმე მანამდე და ჩემ კორპუსთან გაათენა ლამის..
-რაო?
-ჩაიცვი!
-10 წუთში მანდ ვარ!- კიდევ კარგი ახლოს ცხოვრობს..
რა ბარკალი? რა რომის პაპი? ეს არც ისე გრძელი ამბავია ნინოს "მარგალიტებიდან".
მორიგი სასიყვარულო კრახის შემდეგ რამდენიმე თვე თუ იქნებოდა გასული, როგორც ყოველთვის ამჯერადაც ერთად ვისვენებდით, დილაუთენია ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, რა თქმა უნდა ნინოს დაავიწყდა ზარის ჩაწევა, წამოდგომის გარეშე გადავწვდი და ძირს ჩარახუნდა, ახლა ნამდვილად მომიწევდა ადგომა მის ასაღებად, ზარიც გამაყრუებლად აგრძელებდა რეკვას, ახლო თუ შორეულ ნათესავებიან მეზობლებიანად მოვიკითხე დამრეკიც და მშვიდად მძინარე ნინოც, საერთოდ რომ არ აწუხებდა ხმაური. დავხედე ძლივს მოპოვებულ ტელეფონს და გაოგნებულმა მაშინვე ნინოს გაღვიძება დავიწყე.
-რაა გინდაა?-ამოიზმუვლა.
-დათო გირეკავს!
-რაა ვინ დათო?-წამოხტა.
ტელეფონი გავუწოდე და ნიშნის მოგებით გავხედე: -აი, ეს დათო! ამან გამაღვიძა დილაუთენია.
-ვაა, რომის პაპის ზარს უფრო ველოდი გეფიცები რაა..
რაც შეეხება, ბარკალს, დაახლოებით მსგავს სიტუაციაში მაღვიძებს ერთხელ, რაღაც სენსაცია უნდა მითხრას და ასეთი ტექსტით:
-ბაი, თუ ჭამ, ბარკალი გადადე და არ დაიხრჩო, ისეთი რამე უნდა გითხრაა
საიდან მოიტანა რომ დილის შვიდ საათზე შემწვარი ქათმის ბარკალს ვჭამდი, დღემდე გამოცანად რჩება ჩემთვის, მაგრამ ფაქტი ერთია: დაუჯერებელი, წარმოუდგენელი ამბის მოყოლის დროს, ადვილი მისახვედრებელია ფრაზა: ბარკალი დააგდე, რომის პაპმა დარეკა!
ზუსტად 10 წუთში აქოშინებულმა შემოაღო ჩემი ოთახის კარი და წინასწარ გამზადებულ ყავის ჭიქას დაწვდა, ყოველთვის ერთნაირ ჭიქებში ვაკეთებ, ჩემთვის - უშაქროს, მისთვის - 6 კოვზი შაქრით, ვერაფრით ვხვდები, როგორ ცნობს თავისას, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, არასოდეს შეშლია! ახლაც მარტივად ამოიცნო თავისი, სავარძელში მოკალათდა და თავით მანიშნა, დაიწყეო. ყოველგვარი გაფორმებების გარეშე ვცდილობდი, მშრალი ფაქტების მოყოლას, მაგრამ მაინც იმდენი ემოცია და განცდა ჩანდა, მივხვდი, საკუთარი თავის მოტყუება დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა და ნინოსი ხომ საერთოდ..
-გიყვარს, უყვარხარ!-დაასკვნა!
-ხო არ გადარეულხარ შენ, საიდან მოიტანე?!
-ღმერთო, ჩამოდი, რა გული გიძლებს ამათ შემყურეს?!-ხელები ცისკენ აღაპყრო და თვალები დამიბრიალა.
-ღმერთს თავი დაანებე, შენ თვითონ ჩამოდი მიწაზე და ამიხსენი, საიდან დაასკვენი?!-გავბრაზდი.
-რა საიდან, გოგო? ტიპი შუაღამისას მოგადგა კორპუსთან, თან იმის მერე რაც შენ გაუკეთე, ახლა თუ მაშინ! ფაქტიურად შერიგება გთხოვა, თან ბავშვსაც ჩემად მივიღები გითხრა და კიდევ მეკითხები საიდან დაასკვენიო?!-შემომიტია.
-არ ვიცი, ნინ, მეშინია.. როგორ მიიღებს ყველაფერს.. ნიაკოს.. ან ნიაკო როგორ მიიღებს, იქით დედაჩემი კიდე.
-დედაშენს ყოველთვის მოსწონდა ეგ ბიჭი, სხვათაშორის.
-აბა, ვინ მომწონდაო?-საიდანღაც მოულოდნელად გამოჩენილმა დედაჩემმა გული გამიხეთქა და ნინოს ბალიში გავუქანე, ბოლო ხმაზე ლაპარაკისთვის.
-არავინ დე, მოგესმა ალბათ.
-ბაია!-გამაფრთხილებლად ჟღერდა მისი ხმა.
-ბექა-ამოვიკნავლე და თავი მუხლებში ჩავრგე დარცხვენილმა.
-მართალია, ყოველთვის მომწონდა.. გამეხარდება, თუ შეურიგდები..-მისი სიტყვების გააზრებაც ვერ მოვასწარი, ისევე შეუმჩნევლად დატოვა ოთახი, როგორც შემოვიდა. თავი ავწიე და ნინოს მზერა შემეგება, "ესეც მე ვარ?!" - მზერა..
-ახლა უნდა წავიდე, შენ კიდე იფიქრე! სისულელეებზე არა ოღონდ!-გამაფრთხილა.
-აუ შენი ამბები ვეღარ მომიყევი რა კარგად, დაგღალე ჩემი ტრაგედიებით.
-ეგ მეორედ აღარ თქვა, თორემ ვერ გადამირჩები იცოდე!-მართლა გაბრაზდა.
-აპირებ შერიგებას?-შევაპარე.
-ვისთან, ვახოსთან? გაგიჟდი? ეგ რომ ჩემებმა გაიგონ, მონად გამყიდიან სადმე შუა აზიაში და მაინც არ შემარიგებენ-ტრადიციულად გადაიხარხარა თავისსავე ნათქვამ ხუმრობაზე და დამტოვა მარტო, ჩემ უსასრულო ფიქრებთან ერთად..
საღამოს დამირეკა, მთხოვა შვებულება აიღე და რამდენიმე დღით ქალაქიდან გავიდეთო. რატომღაც ჩავთვალე, მასთან მეტი დროის გატარება ფიქრში ხელს შემიწყობდა და მაშინვე დავთანხმდი. საჭირო ნივთები ჩავალაგე და ნიაკოსთან შევედი. მაგიდასთან იჯდა და მთელი მონდომებით ხატავდა რაღაცას.. ფეხის ხმა გაიგო თუ არა, არც მობრუნებულა მაშინვე აყვირდა:
-დეე, მოდი რა განახოო!
-აბა რა დახატა ჩემმა პრინცესამ?-ბავშვს ჩავეხუტე და მის ნახატს დავაკვირდი.. თვალები ცრემლებით ამევსო, ყელში რაღაცა ისეთი გამალებით მიჭერდა, სუნთქვა შემეკრა, ბავშვი რომ აყვირდა, მხოლოდ მერე მივხვდი, რომ გაუზრებლად მას ვუჭერდი ხელებს.. აწითლებულ ადგილებს იზელდა და გაოცებული მიყურებდა.
-არ მოგეწონა?-გულდაწყვეტილი ჩანდა.
-კი დე, ძალიან, ძალიან მომეწონა, მართლა-ხელები დავუკოცნე და გულში ჩავიკარი, მალულად მოვიწმინდე ცრემლები და ნახატისთვის აღარც შემიხედავს, ისე დავტოვე მისი ოთახი.
-რა მოხდა?-მკითხა დედაჩემმა, როცა სამზარეულოში სიგარეტით ხელში დამინახა. ბოლოს სამი წლის წინ მოვწიე, აცრის შემდეგ ნიაკოს სიცხეს რომ ვუგდებდით ორმოციდან, მაშინ..
-ალბათ ბაღში დაავალეს-ხმა მიკანკალებდა-რა სისულელეა საერთოდ ეს ბაღი, მე ხო არ მივლია? დამაკლდა რამე თუ? უნდა გამოვიყვანო რაა
-რა მოხდა მეთქი?-ხმა გაიმკაცრა დედამ.
-ნახატი ნახე, ოჯახი დახატა: დედა, ბებო და თვითონ.. აი ასეთი წარმოდგენა აქვს ოჯახზე..
-და ამით რა? არ ვართ ოჯახი? ოჯახი იმ წევრებს ჰქვიათ, ვინც ერთად ცხოვრობენ! რატომ ატრაგიკულებ ყველაფერს?!
-ის იმსახურებს, დედა, გესმის?! იმსახურებს სრულფასოვან ოჯახს! მე კი მისთვის არაფრის გაკეთება არ შემიძლია..-სიგარეტი ჩავაქრე და უღონოდ ჩამოვუშვი ხელები. უკვე მერამდენედ ამღერებულ ტელეფონს ხმა გამოვურთე და სახე ხელებში ჩავრგე. მისი სითბო ვიგრძენი, დედის განსაკუთრებული სითბო.. თავზე ხელს ნაზად მისვამდა და მთელ თავის სიყვარულს აქსოვდა ამ მოფერებაში..
-შენ მისთვის ყველაფერი გააკეთე, შვილო, რაც შეგეძლო და არ შეგეძლო, ყველაფერი!
-შენც როგორ დაგტანჯე, მაპატიე-დარცხვენილმა ვერც გავბედე თვალებში შემეხედა.
-მეორედ მაგის თქმა აღარ გაბედო და უპასუხე იმ ბიჭს, სანამ გადაუფიქრებია-გამეცინა.
-ხო, ბექა, ჩამოვდივარ-დედას და ბავშვს დავემშვიდობე და აღელვებულმა დავტოვე სახლი. ვღელავდი წარსულის გამო, აჩრდილად რომ დამდევდა და მოსვენებას არ მაძლევდა, ვღელავდი აწმყოს გამო, მეშინოდა კიდევ არ დამეშვა შეცდომები და ვღელავდი მომავლის გამოც, რას მიქადდა რომ ვერ გავიგებდი..
სადარბაზოდან გამოსული დამინახა თუ არა ჩემკენ წამოვიდა, ჩანთა გამომართვა და უბრალოდ გადამკოცნა. იცოდა ჩემი და დედას ტრადიციის შესახებ და მაქსიმალურად თავშეკავებულად იქცეოდა.
-რა იყო, სასიდედროსი ხომ არ გეშინია?-წამომცდა სულელურად და მაშინვე ენაზე ვიკბინე.
-რა თქვი?-გაშრა.
-არაფერი ისეთი, არ წავიდეთ?-იხტიბარს არ ვიტეხდი.
-ბაია, გაიმეორე რა თქვი!
-ხო არ გეშინიათქო?
-ვისი?
-არავისი, ისე უბრალოდ, ჩაჯექი რაა-მანქანის კარი გამოვაღე.
მომიახლოვდა, კარი მიხურა და ზედ ამაკრა.
-გაიმეორე, რაც თქვი, თორემ არსად არ წავალთ!
-კარგი, ვიყოთ-ვითომ უდარდელად ავიჩეჩე მხრები.
-ბაიათქო!
-ხო კარგი, სასიდედროსი ხომ არ გეშინიათქო, კმაყოფილი ხარ?-ხელები გადავაჯვარედინე და უკმაყოფილო მზერა ვესროლე.
-ჩემი საოცრება ხარ, ვგიჟდები შენზე, მიყვარხააარ-ბოლო ხმაზე ყვიროდა, ხელში ამიყვანა და იმდენჯერ დამატრიალა, სანამ თავბრუსხვებისგან კინაღამ ხელიდან არ გავუვარდი..
-არანორმალური ხარ რაა-მივეხუტე.
რამდენიმე საათში ლოპოტაზე ამოვყავით თავი. ულამაზესი ბუნება, ტბა, სასტუმრო, გასაოცარი ხედით, ნამდვილი სასწაული იყო.. მხოლოდ მე და ის, მე და ბექა, ჩემი ახდენილი ოცნება და დაჯერებული სასწაული..
-გახსოვს, პირველად რომ გამოვიპარეთ აქ?-პლედი მომახურა მხრებზე და გვერდით მომიჯდა.
-რა თქმა უნდა, ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღეები იყო.
-ალაზანზე რომ ვიყავით?
-შენი აჩემება იყო, რომელი მოჯირითე მე მნახე, ცხენებით გავისეირნოთო რომ აიჩემე..
-კი გავერთეთ და-სიცილს არ წყვეტდა.
-არა, გართობით შენ გაერთე, მე გული გამიხეთქე, რომ მეუბნებოდი, საზღვარზე გადაგიყვან და ახალ ცხენში გაგცვლიო...
-რა სულელი მყავხარ რაა, შენც დაიჯერე ხო?
-დიახაც, დავიჯერე!-მოჩვენებითად გავუბრაზდი და სიამოვნებით დაველოდე შემორიგების პროცესს. მომეხუტა მაგრად და მთელი სახე დამიკოცნა.. ბედნიერება, სიყვარული, გრძნობა - აბსტრაქტული რაღაცები მეგონა ყოველთვის, მაგრამ იმ დღეს, ტბის პირას მჯდარი დავრწმუნდი, რომ ასე არაა! ბედნიერება ხელშესახებია, სიყვარულიც! თავს მოვატრიალებ თუ არა მას ვეხები, ჩემს პირად ბედნიერებას! შეიყუჟები მის დიდ მკლავებში და სიმშვიდეს ჰპოვებ, თითქოს ხანგრძლივი, ნაძალადევი ემიგრაციის მერე, ძლივს დაბრუნდი სახლში და ყველაზე სანუკვარი ოცნება აისრულე.. აქაა, ერთი ხელის გაწვდენაზე და მე მას ვეხები, ვეფერები, ვკოცნი.. თავადაც ვერ გავიაზრე, ისე დავიწყე ხელახლა სუნთქვა, ამდენი წლის შემდეგ...
ჩვენი "სამოთხეში" მოგზაურობა, რიგი ობიექტური მიზეზების გამო, ხანმოკლე აღმოჩნდა. სამ დღეში დავუბრუნდით მშობლიურ დედაქალაქს, თუმცა უკვე სხვა შემართებით, სხვა განწყობით და სხვა სტატუსითაც კი, მე და ბექა ისევ, ოფიციალურად, შეყვარებულები ვიყავით!
გზაში ბევრი, ძალიან ბევრი ვიფიქრე და მტკიცედ გადავწყვიტე, ჩასვლისთანავე მეთქვა სიმართლე. საკუთარი გადაწყვეტილებით კმაყოფილმა, (მისთვის არაფრის დამალვა აღარ მომიწევდა) მივაკითხე სამსახურში ნინოს, სიურპრიზი ნამდვილად გამომივიდა, მაშინვე დაეთხოვა და იქვე მდებარე, პირველივე კაფეში შევედით.
-მომიყევი თავიდან ბოლომდე, არაფერი გამოგრჩეს!-გამაფრთხილებლად დამიქნია თითი.
-მოკლედ ასე, გადავწყვიტე ამ საღამოს ყველაფერი ვუთხრა, იქ არც ამის დრო იყო და არც ადგილი, იმედია გაიგებს-დავასრულე მოყოლა.
-გაიგებს, აუცილებლად გაგიგებს, მას ძალიან უყვარხარ, არ დაგავიწყდეს და სიყვარულს დიდი ძალა აქვს.
მთელი საღამო აფორიაქებულმა გავატარე, მონატრებული ნიაკო წამითაც არ მშორდებოდა, მეტიტინებოდა, ბაღის ამბებს მიყვებოდა, აჟიტირებული საღამო ხანს ძლივს დავაძინე, სამზარეულოში გავდიოდი, რომ დედასთან ყავაზე მშვიდად მესაუბრა, ზარის ხმამ რომ შემაჩერა. ზარს მუშტების ბრახუნიც მოჰყვა ეგრევე, ვიღაც გასაოცარი "მონდომებით" ცდილობდა ჩემ სახლში შემოღწევას. ცოტა არ იყოს შევშინდი, კარს ნელა მივუახლოვდი და ის იყო 112ში დარეკვას ვაპირებდი, რომ გარედან ნაცნობი ხმა შემომესმა:
-ბაია, გააღე, თორემ ყველაფერს გეფიცები, შემოვამტვრევ!
გაოგნებულ დედაჩემს ვერაფერი ვუთხარი, ძალიან შემრცხვა, მაგრამ მუქარის ასრულების შიშით, კარი მაშინვე გავაღე.
-შენ სულ გადაირიე? რანაირად იქცევი?
კარზე მოკონწიალე მთვრალი ბექა შემრჩა ხელში..
-ეს როგორ დამიმალე? რატომ? მითხარი, რატომ? ხომ შევთანხმდით, რომ აღარანაირი საიდუმლო აღარ იქნებოდა ჩვენ შორის! ესაა შენი სიყვარული? ესაა ურთიერთპატივისცემა? ჯერ იყო მაშინ მიმატოვე და სიტყვის უთქმელად წახვედი, ახლა როცა ძლივს შევრიგდით, ამდენი ხნის შემდეგ, ეს როგორ დამიმალე, როგოორ?-ბოლო ხმაზე ღრიალებდა.
თავჩახრილი ვიდექი და ვუსმენდი, ვიცოდი, რომ ყველა მისი ნათქვამი სიტყვა 100 პროცენტიანი სიმართლე იყო. შედავებას როგორ გავბედავდი, როცა ცამდე მართალი იყო?! დიდხანს ვისმენდი მის (სრულიად სამართლიან) საყვედურებს, სანამ მოულოდნელად არ გაჩუმდა. მის გაშეშებულ მზერას თვალი გავაყოლე და ატირებულ ნიაკოს მოვკარი თვალი, საყვარელი დათუნია მაგრად ჩაებღუჯა, ნამძინარევ თვალებს ისრისავდა და უხმოდ, თავისთვის ტიროდა შეშინებული.
-ნია, დეე-მისკენ გავიქეცი, რომ ბექას ხმამ იატაკზე მიმალურსმა.
-დეე? რა სასაცილო ხარ, ბაია! ვის ატყუებ? ის შენი შვილი არაა, სიმართლე უკვე გავიგე, ოღონდ სხვისგან!
ვერაფრით ვიხსენებ იმ მომენტს, როცა მისკენ მივტრიალდი, ის პატარა მანძილი დავფარე, ჩვენ შორის რომ იყო, ხელი მოვიქნიე და სილა იმხელაზე გავაწანი, ხელის გული დიდხანს მეწვოდა.. მახსოვს მხოლოდ დაზაფრული ნიაკოს კივილი, დედაჩემის გულისგამხეთქი, ჩუმი ქვითინი და ბექას გაოცებული, სევდიანი სახე.. ეტკინა, თავისივე წამოსროლი ნათქვამი ეტკინა, ამას ისევე ვხედავდი მის თვალებში, როგორც მე ვგრძნობდი, ტკივილს მის ლოყაზე.. ეს სწორედ ის სიყვარულია, შინაგანად რომ გფიტავს, გწვავს, ყველაფერს რომ გაკარგვინებს და მაინც, ყველაფრის მიუხედავად მაინც რომ გიყვარს..
-გაეთრიე-ვუყვირე-ჩემი სახლიდან გაეთრიე, შენი დანახვაც არ მინდა!
ამის შემდეგ აღარაფერი მახსოვს, გარდა ნიაკოს სუნისა, ალბათ ჩამეხუტა, უკანასკნელი რაც დავინახე, დედაჩემის ნატანჯი, დაშინებული თვალები იყო, მერე ყველაფერი ნისლში ჩაიძირა და მეც გონება დავკარგე.
არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი გათიშული, გონს მოსვლაში რაღაც საშინელი სუნი "მეხმარებოდა", ვერ ვხვდებოდი რისი იყო ან საიდან მოდიოდა, მაგრამ ცხვირს მიწვავდა და დაძინების საშუალებას არ მაძლევდა. ნელნელა დამეწმინდა გონება, ყველაფერი გამახსენდა და გავიაზრე, რომ საავადმყოფოში ვიყავი, თუმცა ჩემდა გასაოცრად, მომხდარზე სულაც არ ვფიქრობდი.. სხვა რამ წამომიტივტივდა, ბოლო მოგონება საავადმყოფოსთან, ის, რის გამოც უბრალოდ მძულდა აქაურობაც, მისი სუნიც და თქვენ წარმოიდგინეთ, ექიმებიც კი.. ბოლოს აქ ხუთი წლის წინ ვიყავი, იმ ავადსახსენებელ დღეს..
5 წლის წინ:
ფსიქოლოგის რჩევით, საზღვარგარეთ მარტო წავედი სამოგზაუროდ. უნდა ვაღიარო, ეს ერთი ნორმალური რჩევა მომცა, თორემ ისე თვითონ იყო აქეთ დასახმარებელი. რამდენიმე ქვეყანა მოვინახულე, მთელი დანაზოგი მივაფლანგე, მაგრამ წამითაც არ მინანია, მართლაც საუკეთესო თერაპია აღმოჩნდა. ყველაზე მეტად იტალიამ დამამახსოვრა თავი, დავდიოდი მილანის, რომის, ვენეციის ქუჩებში, ვათვალიერებდი უძველეს სანახაობებს და მხოლოდ იმაზე მწყდებოდა გული, ნინო რომ არ იყო ჩემთან ერთად. ერთ საღამოსაც, ჩვეულებისამებრ, მას ვურეკავდი, სასტუმროს კაფეში ვიყავი, ვერანდაზე. სასიამოვნო საღამო იყო, ყავა მოვიმარაგე და დავურეკე. რამდენიმე ზარის შემდეგ მიპასუხა, შეცვლილი ხმა ჰქონდა, მოგუდული, ნამტირალევიც კი..
-ნინ, რა მოხდა?-შეშფოთებული ვიყავი.
-არაფერი, ბაი, არაფერი, შენ როგორ ხარ?-სცადა ცრემლების დამალვა.
-ხომ იცი, რომ ვერ მომატყუებ, ნუ მაწვალებ, მითხარი, რა ხდება?
-ანა..
-ანა? რა ანა? რა დაემართა? გამეცი პასუხი.
-ავარია ბაი, საშინელი ავარია, არ ჰგონიათ რომ გადარჩება საერთოდ..
-როდის მოხდა?-გაყინული ხმით ვკითხე.
-რამდენიმე საათის წინ.. ბაი, გონს მხოლოდ რამდენიმე წუთით მოვიდა და შენ გიკითხა, შენ და ვიღაც ნიაკო..
ვერასოდეს წარმომედგინა, როგორ შეეძლოთ (ნებისმიერი მიზეზის გამო) მოგზაურობის შეწყვეტა, აეროპორტში გავარდნა, პირველივე რეისის ბილეთის ყიდვა და უკან გამოქცევა.. ადვილად შესაძლებელი ყოფილა, მერედა როგორ..
ცენტრალურ საავადმყოფოში პირდაპირ ჩემი ბარგით შევვარდი და არც ჩემკენ მორბენალი დაცვისთვის მიმიქცევია ყურადღება და არც გაგიჟებული ექთნისთვის, რეანიმაციაში შესვლა აკრძალულია რომ მიკიოდა.. ათას აპარატზე იყო შეერთებული ჩემი მეგობარყოფილი.. უგონოდ იყო, თითქოს არც სუნთქავდა.. აპარატის გამაწვრილებელი ზუზუნი მიდასტურებდა მხოლოდ იმას, რომ ჯერ კიდევ ცოცხლობდა..
-ანა-აღმომხდა გულნატკენს..
მივხვდი, რომ ვაპატიე, აბსოლუტურად ყველაფერი ვაპატიე და რაც ახლა მინდოდა, მხოლოდ ის იყო, რომ ეს მასაც ცოდნოდა..
ექიმმა შემოსვლისთანავე გამომაძევა გარეთ, ვერაფრით დავიჯერე, რომ მისი მშობლები იქ არ იყვნენ, როგორ შეძლეს მისი გულიდან ასე ამოშლა, დღემდე ვერ გამირკვევია, როცა ანამ დაჩისთან მიღალატა, მერე კი მარტომ დატოვა საქართველო, მშობლებმა განუცხადეს, ჩვენი შვილი აღარ ხარო. ვერ დამეჯერებინა, რომ ახლაც კი, როცა ის სიკვდილს ებრძოდა, არ აპატიეს და მის სანახავადაც კი არ მოსულან.. მარტომ გავათიე ორი ღამე მის პალატასთან, მაინც მქონდა იმედი, რომ გონს მოვიდოდა და არ მინდოდა ამ დროს, სრულიად მარტო ყოფილიყო. ნინო მოდიოდა ხშირად, თუმცა სამსახურის გრაფიკიდან გამომდინარე, დიდხანს ვერ რჩებოდა. ვხედავდი, გულში მას მაინც არ ეპატიებინა, თუმცა ამას ჯიუტად არ აღიარებდა, ვერც ვამტყუნებდი, მის ადგილას მეც გამიჭირდებოდა ალბათ..
მესამე დღეს, ექიმმა კატეგორიულად მომთხოვა სახლში წასვლა.
-ძალიან გთხოვთ, ასე თქვენს ჯანმრთელობასაც ავნებთ.
-არ მინდა, ექიმო, კარგად ვარ, მართლა. გული მიგრძნობს, დღეს გონს მოვა..
-ღმერთი თქვენსკენ-ჩაილაპარაკა და პალატაში დამტოვა.
ვერც კი წარმოიდგენთ, მაგრამ ანა მართლაც მოვიდა გონს.. უკანასკნელად, სულ ათი წუთით, მაგრამ მოვიდა..
-დიდი დრო არ დამრჩენია, მინდა ყველაფრის თქმა მოვასწრო-მძიმედ სუნთქავდა, საუბარი უჭირდა.
-ასე ნუ ლაპარაკობ, შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება, მოიცა ექიმს დავუძახებ.
-არა, გთხოვ, უბრალოდ მომისმინე.. ვიცი, არ ვიმსახურებ, მაგრამ მინდა ყველაფრისთვის გთხოვო პატიება, ყველა იმ საქციელისთვის, რაც გაგიკეთე, ვერ წარმოიდგენ, რა ბედნიერი ვარ, ახლა აქ რომ გხედავ..
-ანა, მე ყველაფერი უკვე გაპატიე
-ვიცი, ამას შენ თვალებში ვხედავ.. კეთილშობილი ადამიანი ხარ, ბაია.. ძალიან კეთილშობილი, ამიტომ მინდა უკანასკნელი თხოვნა შემისრულო, ვიცი ზედმეტია ჩემი მხრიდან, მაგრამ მხოლოდ შენი იმედი მაქვს-სვენებ-სვენებით ლაპარაკობდა, უფრო და უფრო უჭირდა სიტყვების გამოთქმა.
-მთხოვე, რაც გინდა..
-ნიაკო..
-ვინაა ნიაკო?
-მოძებნე გთხოვ, მისამართი ჩანთაშია-ხელით მიმითითა-მიხედე, გთხოვ..
ჩანთისკენ მივტრიალდი და როცა მოვბრუნდი, ანა უკვე აღარ სუნთქავდა.. დიდხანს ვტიროდი, საავადმყოფოს კედელზე მიყრდნობილი, სწორედ ამ დროს შემძულდა მისი სუნიც.. მერე ანას თხოვნა გამახსენდა, ჩანთაში მისამართი მოვძებნე და გარეთ გამოვედი ტაქსის მოსაძებნად. მიგნება არ გაგვჭირვებია, ბაგა ბაღი აღმოჩნდა..
-საინტერესოა, რა უნდოდა ანას ბაღში? მუშაობა ხომ არ დაიწყო? ან ნიაკო ვიღაა? რა უნდა ვუთხრა ისიც არ ვიცი..
-მე მითხარით რამე?-მომიბრუნდა მძღოლი.
-არა, არა, აი ინებეთ ფული, მადლობა-ტაქსიდან არეული ფიქრებით გადმოვედი და შენობაში შევედი.
-უკაცრავად, მე ანა ჩხეიძის..-სიტყვა გამიწყდა და უხერხულად ჩავახველე-ანა ჩხეიძის ნაცნობი ვარ,
-მართლა? ანა სადაა? როგორაა? ძალიან ვინერვიულეთ, რომ აღარ გამოჩნდა-არ დამამთავრებინა საუბარი დერეფანში შეხვედრილმა ქალმა.
-იცით, ის, მას დიდი ტრაგედია შეემთხვა, არც კი ვიცი, როგორ გითხრათ-დავიბენი-თქვენ ალბათ, ნიაკო ბრძანდებით არა?
-ნია? არა, რას ბრძანებთ. აა, ნიას წასაყვანად მოხვედით? ის აქაა, ამ განყოფილებაში-კარი გააღო და ოთახში შემიძღვა, უამრავი ბავშვი იყო, ზოგი საწოლში იწვა და ტიროდა, ზოგი იატაკზე იჯდა და თამაშობდა.. ერთ-ერთ მათგანთან მივიდა და ხელში აიყვანა:
-აი, ნიაკო ესაა, ანას შვილი-ექოსავით ჩამესმა ყურში რამდენჯერმე:ანას შვილი, ანას შვილი.. შეუძლებელია.. ნუთუ მან მთხოვა, რომ?!
-ანა სადაა?-მკითხა ქალმა.
-ის დაიღუპა-პირველად ვთქვი ხმამაღლა ეს სიტყვა და გავიაზრე, რომ აქამდე არც მჯეროდა..
-ღმერთო-შეიცხადა-რა მოხდა? რა დაემართა? ბავშვი?-ერთი შეხედვით, სრულიად ლოგიკური კითხვა დასვა, მაგრამ მასზე პასუხი იმ წუთას უბრალოდ არ მქონდა..
-დე და, დე და-მომესმა ბავშვის ტიტინი, ახლაღა დავაკვირდი, დიდრონი, ცისფერი თვალები შემომანათა და სასაცილოდ გამოიშვირა ჩემკენ ხელები.
-მოდი ჩემთან-ვუთხარი პატარას, ხელში ავიყვანე და მისი თბილი, საოცარი გულისცემა რომ ვიგრძენი, პასუხიც გავიაზრე:
-ბავშვს მე წავიყვან-მივუბრუნდი ატირებულ ქალს.


საღამო მშვიდობისა, ვეცადე, რაც შეიძლება დიდი თავი გამოსულიყო, კომპენსაციის მიზნით :-D შეცდომებისთვის ბოდიშს ვიხდი, ტელეფონით ავტვირთე და დარედაქტირება ვერ მოვასწარი. იმედია, მოგეწონებათ და აზრს გამიზიარებთ. ველი თქვენს კომენტარებს..
სიყვარულით <3....



№1 სტუმარი Guest bubu

dzalian momewona amas namdvilad ar movelodi

 


№2  offline აქტიური მკითხველი tamo1804

Guest bubu
dzalian momewona amas namdvilad ar movelodi

მადლობა <3

 


№3 სტუმარი Shut up

magari iyoo

 


№4  offline აქტიური მკითხველი tamo1804

Shut up
magari iyoo

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent