შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ესეც გაივლის...უბრალოდ არ დანებდე (თავი24)


17-07-2017, 19:29
ავტორი s.a-cicinatela-m.m
ნანახია 2 416

ისე შევყევი სმას, ერთი ბოთლი რომ გამოვცალე, მეორე ავიღე, შუაღმე იყო, მაგრამ თითქოს შუადღე იყო წამით არ მოვდუნებულვარ, სამი ბოთლის მერე, ლუდი მაგიდასთან აღარ იდო, წამოვდექი და მთელმა სახლმა შეზანზარდა, ყურადღება არ მივაქციე, ფეხები მერეოდა მაგრამ მაინც მივაღწიე მაცივარს, ხმაურიანად გამოვიღე შემდეგი ბოთლი და მოვიიყუდე, მაცივრის კარი ჯერ კიდევ ღია იყო, კიდევ ერთი ბოთლი ავიღე და კარი დავხურე, მერე ისევ სავარძელისკენ გავეშურე და სავარძელში დავჯექი, ბოთლი რომ გამოვცალე, უკვე იმდენად არეული ვიყავი ცარიელი ბოთლი მაგიდისკენ გავიქნიე, კიარ დავდე გავიქნიე, ბოთლი ნამსხვრევებად იქცა, აბა რას იზამდა,
-ერთი წუთით, ბოდიში არ მინდოდა, - ვთქვი სიტყვების წელვით, როგორც ღიპიანმა კაცებმა იციან რა.
მეორე ბოთლს ხელში რომ მეჭირა, სახურავი მოვხსენი და მივიყუდე, რომ კიბეებზე ფეხის ხმა გავიგონე, მივიხეე თუ არა თმუნას, გაოგნებული, გაბრაზებული და დაღლილი, სახე ჰქონდა, თითქოს მეუბნებოდა - იცი რა ლუკა დავიღალე.
-მოდიი, თამუნაა, ლუდს შემო-გ-თავაზებ.
-შენ სულ გარეკე ხო. - სულ კითხვა არ იყო რათქმაუნდა.
-რა იყოო?
-დებილი ხარ ბიჭო?
-რავიცი?! მეტყობა რამე დებილის?
-ადექი ახლავე საძინებელში ადი და დაიძინე,
-ნ-წ, არ ავალ.
-ნერვებს ნუ მიშლი ახლა, აეთრიე დროზე, მოთმინებიდან გამოვდივარ იცოდე.
-და მეც ეგ მინდა, აბა ისე არ მელაპარაკები, გოგო-ნი
-ბიჭო რა გჭირს? რა მოგივიდა? - ახლა უკვე მშვიდად მკითხა და ჩემთან მოვიდა, მე სავარძელში ვიჯექი, ის კი ზევიდან მიყურებდა, თან ჩემს თვალებში სიმართლეს ეძებდა, თვალებში იმის მერე არ ჩაუხედავს და ცოტა კი შემეშინდა რა მოუვიდა თქო. მერე რადგან პასუხს ვაგვიანებდი, გავიდა და მტვერსარუტი მოიტანა, ნამსხვრევები აღარსად იყო, იატაკზე დაყრილი ჩიფსებიც. მე მშვიდად ვუყურებდი. მერე ისევ მოვიდა და თავის ადგილს დაუბრუნდა, ცოტა ხანს მიყურა მერე კი ისევ გამიმეორა კითხვა.
-არაფერი - ვუთხარი და მისი მოშორება ვცადე -ადი რა დაიძინე. - ისევ ლუდისკენ წავიღე ხელი, მაგიდაზე რომ იდო. უცებ ხელზე დამარტყა, სხვათაშორის მეტკინა.
-არ გესმის?
-რა გინდა? რააა?
-ახლავე საწოლში.
-არა მეთქი არ გესმის, არ მეძინება.
-რომ დაწვები საწოლში და თვალებს დახუჭავ დაგეძინება.
-გოგო შენ რა არ გესმის?
-მორჩი რა დედაბერივით ქაქანს, ადექი რომ გეუბნები, დიდიხანი ვიდგე აქ და გელაპარაკო?
-მგონია რომ ბებია ქალივით შენ იქცევი, სულ ეგრე არ იყავი? წადი რა ბებო შენს თავს მიხედე.
-ლუკა ახლა ნასვამი ხარ და რომ გაგახსენდება ხვალ, იცოდე ინანებ.
-რას მემუქრები ვითომ, ბებო გეწყინა?
-უკვე ამომეწურა მოთმინების ფიალა და ახლა ჭკუაზე რომ იყო არც დააყოვნებდი ისე წახვიდოდი საძინებელში. - მწვდა ხელში და ისე წამომასკუპა ვერც კი მივხვდი, - როცა მისთვის ძვირფასს ეხება საქმე ის აუღებელი ციხესიმაგრე ხდება, როგორც ნია. ამით ისინი ძალიან გვანან ერთმანეთს. - მერე მომქაჩა და დაავიწყდა რომ ნასვამი ვიყავი, ფეხი უცებ ამერია და დავეცი,
-სულელო, ეს რამდენი დაგილევია, თინეიჯერი ლოთი, ამას დამიხედეთ, - მოვიდა და ჩემი ხელი მხარზე გადაიდო, მეორე ხელი ნაზად წელზე მომხვია და წამომაყენა, -ფეხი გამოადგი - მითხრა და კიბეებისკენ აიღო გეზი, იმ ხუთი წუთის განმავლობაში რა ტანჯვაც თამუნამ გამოიარა არავის არ ვუსურვებ,
-ფუ ყარხარ საზიზღარო.
-ახლა მეზარება შხაპის მიღება,
საწოლზე ლამის დამაგდო, ლამის კედელს მივეჯახე, (ჩემი საწოლი კედელზეა მიმდგარი) ნიაზე გადადებული მარცხენა ხელი, უცებ ხელზე მოვკიდე და მოვქაჩე, წამსვე ჩემს მკლავებში აღმოჩნდა, მაგრამ როგორ შეეგუებოდა ამას.
-ხელი გამიშვი.
-და რომ არა.
-ნერვები არ მომიშალო იცოდე.
-გაინტერესებს?
-რა?
-რაც მკითხე.
-გისმენ
-ანუ?
-რა დაგემართა, ამ ბოლო დროს?
-ალბათ შემიყვარდი გოგო.
-ნუ ბოდიალებ რაღაცეებს.
-ჰო, აბა რა დავარქვა ჩემს საქციელს, ან გრძნობებს თუ არა სიყვარული? - ჩემი ნათქვამის მერე დარწმუნებული ვარ ლოყები აუწითლდა, მაგრამ ვერ ვხედავდი, თუმცა სიბნელეში, ვგრძნობდი.
-კარგი რა, გამიშვი ლუკა უნდა დავიძინო - მითხრა შეწუხებულმა.
-ერთი პირობით,
- რა გინდა, რომ გეუბნები გამიშვი, არ მინდა გაწყენინო.
უცებ ლოყაზე ხელი დავადე სახე შემოვატრიალებინე და მის ტუჩებს დავეწაფე, რამდენიმე წამი თითქოს ჩემს მოშორებას ცდილობდა, მაგრამ მერე გაჩერდა, მივხვდი კოცნაზე, კოცნითვე პასუხს არ აპირებდა, ისე გაინაბა, რომ მოვშორდი რამდენიმე წუთი ისევ ჩემ გვერდით იწვა, და ამან გამაკვირვა, დავიჯერებდი რომ შემირიგდა, მაგრამ უცებ წამოხტა და ისე გაიქცა კარიც კი არ მოუხურავს. რამდენიმე დღე ისევ გავიდა, თამუნა ხომ ისევ მაწვალებდა და ამასთანავე სანდროს ამბავიც არ ისმოდა, ხუთშაბათი იყო რომ თამუნასთან სერიოზულად დალაპარაკება გადავწყვიტე, მაგრამ ეს გოგო როდის მელაპარაკებოდა ისიც აღარ მახსოვს, ასე გაბუტული დადიოდ სკოლაშიც და სახლშიც, მის გვერდით რომ არ მიკარებს, მგონია ყოველ წუთს რაღაც ჭირს და დახმარება სჭირდება, ეს კი მაინც და მაინც დღეს გამართლდა, სკოლაში, ყველა ხვდებოდა რომ ისე აღარ ვიყავით როგორც ადრე, ერთ-ერთ დერეფანს მივყვებოდი, მოსახვევში, ვიღაცეების საუბარს მოვკარი ყური, ყურადღება მანამ არ მივაქციე და გვერდიც კი ავუარე და დერეფანს გავუყევი სანამ თამუნას ხმა არ გავიგე, მომენტალურად მოვტრიალდი.
-ესეიგი, სულ თავს მარიდებ არა? -გიორგი, ჩვენი პარალელი, ტიპს იმენა ვერ ვიტანდი.
-არა საიდან მოიტანე?- თითქოსდა ძალით ჩაიცინა თამუნამ.
-მოიწიე არ შეგჭამ. - გაიცინა და მოსერიოზულო ხმით უთხრა გიორგიმ და ხელი წაიღო თამუნასკენ, აქ უკვე ძარღვები დამეჭიმა, და გადამეკეტაა. თავის მოთოკვა კი არა რო მომეკლა იმაზეც კი არ ვღელავდი. წამიერად მივვარდი თამუნაზე შეხებაც არ ვაცადე, რათქმაუნდა თამუნა არ ჩავარდნილა პანიკებში და წივილ-კივილი არ გაუმართავს, მაგრამ ჩემი დამშვიდება სცადა, რათქმაუნდა მანდატურები მოვარდნენ და ერთს შემთხვევით ხელიც კი მოხვდა, სახე ხო გავუერთიანე და, იატაკზე ისე დავაგდე, მისი დაჟეჟილობებით და ტრავმების გათვალისწინებით მაქსიმუმ ერთი კვირა საწოლიდან ვერ ადგებოდა. თამუნას რომ გავხედე კმაყოფილი სახით გაჰყურებდა გიორგის და იცინოდა. მერე მე გამომხედა, და მისი თვალები, წამსვე დახარა, რომ თვალებში არ ჩაეხედა. ირგვლივ ორი კაცი მიჭერდა,
-კაი, კაით, გამიშვით ვსო,
-იცოდე არ გაბედო,
-კაცო რომ გეუბნები გამიშვი, მაგას საკმარისი მოხვდა და თუ დაიმსახურა კიდევ რათქმაუნდა მიიღებს. - მშვიდად ავუხსენი და გამიშვეს, თამუნასთან მივედი და მოვეხვიე, თვითონაც რომ იგივე გააკეთა, მივხვდი რომ მორჩა, ჩემსას მაინც მივაღწიე, -შემირიგდა-
-კარგად ხარ? - ვკითხე და პასუხს დაველოდე. მან თავი დამიქნია თნხმობის ნიშნად. მე კი უფრო მაგრად მივიხუტე ის.
-შენ?
-არ იდარდო, კარგად ვარ.
-კაი წამო, ამ ჩათლაღს მოვშორდეთ თორემ - გიორგის გავხედე და რომ დავინახე როგორ უტუხად გვიყურებდა..., მაგრამ რომ ვიგრძენი თამუნას ხელი ლოყაზე, მისკენ მიმატრიალა
-წავიდეთ.
წამოვედით, მარჯვნივ იდგა თამუნა და ჩემს ხელს ისე შემოხვეოდა, ვერ მივხვდი რას ფიქრობდა რომ სეიძლება ისევ მივტრიალებულიყავი? , მაგრამ ის ხომ ჩემს გვერდით იყო, რომ არ ყოფილიყო ამას მართლა ვიზამდი. უცებ მანდატური დაგვეწია და დაიწყო, როგორ მინდოდა სახლში წავსულიყავი და დამესვენა, თამუნასთან ერთად, მაგრამ ვინ გაცდის? იქ მთელი ამბები დატრიალდა, მაგრამ დირექტორს ავუხსენი ყველაფერი, ჯიგარი კაცი იყო ბატონი - ვახო. მალე გამოვედი სკოლიდან, სკოლის წინ თამუნა დავინახე, გამიკვირდა კიდეც.
-შენ რა მა....
-მეზარება, დღეს არ წავალ, მასწავლებელს უკვე ვუთხარი.
-კაი, წავიდეთ? - ჩავიცინე კმაყოფილმა, რომ შემომხედა ყველაფერს მიხვდა მერე მანაც გაიცინა და წავედით. ზუსტად ისე იდგა როგორც სკოლიდან წამოსვლა დავაპირეთ, მაგრამ ამჯერად ხელი არ ჩაეჭიდა ჩემთვის, არც მე გადავდე ხელი და ასე თავისუფლად მივაბიჯებდით ორივე, რატქმაუნდა ვერ ვუძლებდი, მაგრამ არ ღირდა, ჯობდა დამეცადა, ნახევარი გზა გავიარეთ, ცოტა იყო დარჩენილი რომ თამუნამ ხელები ერთმანეთს გადააჯვარედინა და მოიბუსა, ვეღარ გავუძელი, წელზე მარჯვენა ხელი მოვხვიე და ჩემსკენ მივიზიდე, დაბლა დაიხედა და რომ შევხედე სახეზე ღიმილი დასთამაშებდა, გავიცინე, მერე შემომხედა,
-რა გაცინებს?
არაფრის თქმას აზრი არ ქონდა - იცი ორი კვირის წინ ერთ გოგოს ვუთხარი რომ შემიყვარდა
-ნწ, ალბათ შეგიყვარდა - ჩამისწორა და სერიოზული მზერა მომაპყრო, მივხვდი ეცინებოდა,
-ჰო, როგორც არის,
-მერე?
-მერე, მგონი იმ გოგოსაც შევუყვარდი, არა დიდი ხანი კი ვუყვარდი, უბრალოდ ვერ ხვდებოდა, ჩემსავით.
-შენსავით.
-ჰო.
-შეიძლება, - არ უნდოდა რომ მისი ჩღიმება და მოწითალო ლოყები დამენახა ამიტომ თავი მიატრიალა.
გავჩერდი და ჩემსკენ შემოტრიალდა, მერე მისი სახე ხელებში მოვიქციე, ის კი იქით-აქით იყურებოდა,
-ლუკა აქ ბევრი ხალხია.
-მერე რა.
-ბერვი ხალხია - გაიმეორა მან, მე მაინც მივუახლოვდი, თვალებით თითქმის მევედრებოდა გაჩერდიო, მე კი გავიცინე და ცხვირზე ვაკოცე.
-მორჩა.
ჩაისუნთქა, მაგრამ ისევ ვერ ისვენებდა, მერე მის თითებში, ჩემი თითები შევაცურე.
-წამოდი, ჯობია სახლში მალე მივიდეთ - ჩემი მოთმინება მაინც ვერ დავმალე.
-ძალიან ნუ გაგიტკბება იცოდე.
-მიდი რა ფეხი გამოადგი. - ხელზე მოვქაჩე და ჩქარი ნაბიჯებით გავუყევი გზას.
კარში პირველი ის შევიდა, საკიდთან გაჩერდა, მეც შევედი, კარი გადავკეტე და გვერდით დავდექი, საკიდზე მოსასხამი ჩმოკიდა, მეც სწრაფად ჩამოვკიდე, და უკვე ნაბიჯ გადადგმულ თამუნას მკლავზე ხელი მოვკიდე და ისევ ჩემს გვერდით დავაბრუნე,
-ლუკა. -აფორიაქებული, თვალები, ისეთი საყვარელი იყოო.
-მოიცა სად გეჩქარება, -ვუთხარი და მისკენ მივიწიე, ის კი უკან დაიხია, ნაბიჯის მერე კედელს მიეყრდნო და როცა მიხვდა რომ მასთან ძალიან ახლოს ვიყავი, პირზე ხელი აიფარა, მე კი სიცილი ვერ შევიკავე, ორივე ხელით კედელს დავეყრდენი, ვაიმეე, მის თვალებს რომ ვუყურებდი, არ ვიცი როგორ ვიდექი ფეხზე და როგორ არ ვკვდებოდი სიცილით,
-რამე მოხდა? - ხელზე ვაკოცე
-იცოდე თუ მა.... - აღარ დაასრულა, არა ვეღარ რადგან უკვე ვხარხარებდი, რომ შევხედე ისეთი განრისხებული იყო, ცოტა შემეშინდა.
- არ მომეკარო. - თქვა და წავიდა, არა გაიქცა,
-მოიცა, - დავეწიე,
კიბეზე აირბინა და პირველივე ოთახში შევარდა,
-საყვარელო ჩემს ოთახში მარტოს რა გინდა?
-ჯანდაბა, არ ვიცოდი, ფსიხო, ეს თუ შენი ოთხი იყო
-არ იცოდი არა?
-უფრო სწორედ არ დავფიქრებულვარ.
-და ვის გაურბოდი?
-შენ,
-მეე? - გადავიხარხარე
-არასერიოზულო, ქათამო.
-და როგორ დააღწევ თავს? ოდესღაც ხომ გამოხვალ, ვინ გიშველის?
-დამპალოო..... არ გშია? -მკითხა სიჩუმის შემდეგ.
-კიი
-ჰოდა საჭმელს მოგიმზადებ ერთი პირობით.
-და რა პირობით, - ისევ გავიცინე.
-იცოდე გადავიფიქრებ, - თქვა გაბრაზებულმა, ვიცოდი რომ მასაც შიოდა, და ასე მშიერს ვერ დავტოვებდი, ამიტომ დავსერიოზულდი, ნუ ვცადე მაინც.
-კაი გისმენ, ჩქარა.
-თუ არ შემეხები.
-ოოო, ეგ რთული იქნება.
-ჰე შევთანხმდით თუ არა?
-კაი, შევეცდები არ შეგეხო.
-ანუ კი. კაი.
კარი გააღო და დამელოდა როდის გავიწეოდი რომ გამოსულიყო, ამჯერად გავატარე. ჩავიდა და კარტოფილი შეწვა, დიდი სიამოვნებით შევჭამდი პღონდ მას. ვჭამეთ. სიმშვიდეს ისევ ვინარჩუნებდი, რადგან პირობა ბოლომდე შემესრულებინა, ჭურჭლის დამშრალებაში მივეხმარე.
-ზედმეტად ახლოს ხომ არ ხარ?
-არ ეეხები.
წარბები მაღლა აწია და ყოველ წუთს ყურადღებით იყო. მერე სავარძელში დაჯდა. მე კი სავარძელის გვერდით, "მდივანზე" დავწექი, ისე რომ თამუნას ვუყურებდი, წყურვილი თითქმის მახრჩობდა, თამუნას წყურვილი.
-ააახ, - შუბლზე ხელი დავიდე და წარბები შევკარი.
-რა გჭირს? - წამოხტა თამუნა,
-აუუ, სუნთქვა მიჭირს.
- კაი რა ტყუილიც რო არ შეგიძლია, - მითხრა და გაიცინა, მერე კი მიტრიალდა და სავარძელში ჩაჯდა.
-თამუნა- ხელი კისერზე მოვიჭირე, დაა შეწუხებული სახე მივიღე. ასეთ დროს თამუნა არ იბნეოდა, მაგრამ მაინც გავრისკე. ბოლოს სუნთქვა შევიკავე, თამუნა წამოვარდა და პულსი გამისინჯა, ცოტა გაურკვევლად კი იგრძნო თავი, მაგრამ რომ დარწმუნდა აღარ ვსუნთქავდი, იატაკზე მუხლებით, დაეცა და ჩემს თუჩებს მიუახლოვდა, საშუალება მივეცი, თვითონ მოსულიყო ჩემამდე, ხელი უცებ შევუცურე თმაში, ამიტომ ვეღარსად გამექცეოდა, მის ბაგეებს შევეხე, და უკვე არაფერი არ მაინტერესებდა, არ მეგონა ამაზე უფრო თუ რამე გამაოცებდა, მაგრამ როცა თვითონ კოცნაზე თბილი, ნელი, დამატკბობელი კოცნით მიპასუხა, ჟრუანტელმა მთელ ტანში დამიარა, ამან უფრო გადამრია და უფრო ძლიერად ვაკოცე... რომ მოვშორდი, ის ჯერ კიდევ თვალებდახუჭული არ ინძრეოდა, ჩამეცინა. თვალე ბი რომ გაახილა მე არ მიყურებდა, წამოვჯექი და გვერდით, დავაჯინე, მერე კალთაში თავი დავადე და მოვიკუნტე. უფლება მივეცი გარკვეულიყო, ყველაფერში, ჩემი შეხედვა უფრო აბნევდა ამიტომ ასე მოვიქეცი. თვალიბი დავხუჭე, ეს უკვე გაუსაძლისი იყო, ასე ჩუმად ყოფნა, მაგრამ როცა მისი ნაზი თითები ვიგრძენი, როგორ მეფერებოდა თმებზე, ალბათ ეგონა რომ უკვე ჩამეძინა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ჩაილაპარაკა, - მიყვარს? ცოტა ხანი ისევ დუმდა, - ჰოო, მიყვარს, ჩავიცინე და არ მაღელვებდა თუ დამინახავდა, ხელები ფეხებზე მოვხვიე და მოვუჭირე.
-არ გძინავს?
-ისე კომფორტულად ვარ არ მინდა ავდგე.
-მერე არც გთხოვ რომ ადგე, - თმაზე ისევ ნაზად მომეფერა,
-თამუუ
-ჰოო?
-გიყვარვარ?
-აბა არ მეძინაო?
-გიყვარვარ?
-ჰო
უცებ წამოვვარდი და ხელში ავიყვანე, მერე დავატრიალე.
-სულელი ხარ? დამსვი
-რა სულელი მოიცა, მიხარია.
-ასე სიხარულის გამოხატვა სანდრომ გასწავლა? - მოულოდნელად მითხრა თამუნამ , და უცებ გავჩერდი, მიხვდა რომ არ უნდა ეთქვა.
-ბოდიში,
-რისთვის?
-მე, მე...სანდრო..
-ჰო, სანდრომ მასწავლა. - ვუთხარი და გავუღიმე, მერე კი გადავწყვიტე თამუნასთვის ყველაფერი მეთქვა, მაგრამ ტელეფონის ზარმა გამაჩერა.
-ჰო, ნიკუშ
-სად ხარ?
-სახლში.
-ააა, არ მომატყუო.
-და რა არი რო?
-არაფერი პროსტა, გვეგონა გასული იყავი და შევხვდებოდით, მარა არ დაიწყო ახლა გამოვალ და რამე.
-არ დავიწყებ კაი.
-კაი, მიდი, ფრთხილად იყავი.
-კაი?!
-რაო?
-არაფერი, სად ხარო.
მოკლედ დღეები თვალსა და ხელს შუა გადიოდა, მაგრამ სანდრო ვერ ვიპოვეთ, არა როგორ არ ვიპოვეთ, მაგრამ იმ დამპალ ნოეს როგორც ჩანს ბიძაშვილი ეხმარებოდა, ამიტომ ჩვენ სადაც მივიდოდით, უკვე აღარავინ იყო, თუმცა იატაკზე მიმოფანტული საჭმელი, და სისხლი იყო. ეს უფრო და უფრო გვაცოფებდა.
ბოლოს კი გადავწყვიტეთ რამდენიმე თვე თავი დაგვენებებინა, და ისეთ დროს ავმოქმედებულიყავით როცა არ ელოდნენ, ორი წლის შემდეგ საქართველოს ყველა კუთხე შემოვიარეთ, იმ ნაგავმა სად აღარ დაიმალა, კიდევ კარგი მოდუნების საშუალებას არ ვაძლევდით და ხელს არ ვუწყობდით სანდროს სიკვდილს, ბოლოს და ბოლოს ერთ ბრწყინვალე დღეს როგორც იქნა სანდროს კვალს მივაგენით, ამჯერად სვანეთში. უკვე ყველას მობეზრდა ეს კატა თგვობანა და დავიღალეთ, მაგრამ იმდენად გაბრაზებული ვიყავი ერთი წუთითაც არ ჩმიქნევია ხელი, რათქმაუნდა არც ზურას.
-ეს ბოლო შეხვედრა იქნება ნოესთან.
-ბოლო და უკანასკნელი, გპირდები ზურა.
-არა შენ მას არ შეეხები, და საერთოდ მოდიხარ რო?
-კიი.
-რა ურყევი პასუხია?!- გაიღიმა - სახლში დარჩი.
-აუ არ მოგბეზრდა ბიჭო? ხომ იცი რო მაინც წამოვალ და აზრი?
არაფერი თქვა და მრისხანე მზერა მომაპყრო.
-კაროჩე რა, ვიცი რომ შენ არ მეტყვი, მაგრამ მე მოვდივარ და იცოდე რა.
მთზე ხის დიდი სახლია, რომლის ირგვლივ, შავ პიჯაკებში გამოწყობილი ბიჭები დგანან, დარწმუნებული ვარ, ორჯერ მეტი სახლშია, მაგრამ არ ნერვიულოთ, არც ჩვენ ვიყავით ნაკლები, ჩვენთნ ყველას არ ქონდა პისტოლეტის ტარება, მაგრამ თითთქმის ყველა შეიარაღებული იყო, ჩემს და რამოდენიმე ბიჭის გარდა. ყველაზე პატარა მე ვარ, ყველა სრულწლოვანია, მაგრამ თავი ისე მიჭირავს თითქოს თითოეულზე დიდი ვარ. თქვენ წარმოიდგინეთ და ზურას მამა - ბესო-ც, წამოვიდა თავისი ამალით. ბესო უფრო შავი დონეა, რა. :)) ეს ცალკე ისტორიაა, ამიტომ დავუბრუნდეთ, ჩვენს ეპიზოდს, უკვე წარმომედგინა, ბევრი დაშავებული, რაც არ მეხამუშებოდა, მაგრამ სანდროს გამო... ბესოს ხალხმა, გარეთ მდგომი ყველა ახალგაზრდა, ჩუმად მოიშორა, ამიტომ სახლში დაუბრკოლებლად შევედით, აქ კი სიტუაცია ძალიან დაიძაბა, არ მაინტერესებდა მომხვდებოდა თუ არა ტყვია, მხოლოდ სანდროს ვეძებდი, მე და ზურამ ერთად გავედით და ოთახები შევამოწმეთ, არსად არ იყო, ბოლოს, ერთი ოთხის კარი გავაღე, სანდროს ფოტოები? მოიცა, ნიას და სანდროს. ნიას? და ვიღც მოხუცი ქალის ფოტო. - ნოე. - გავიფიქრე და უცებ კარის ხმა გავიგე და მაშინვე მოვტრიალდი,
-ოჰოოოო, მერგო ეს ბედნიერება და გიხილეე? - გადავიხარხარე და მისკენ ნაბიჯი გადავდგი.
-ოპოპ, არ მომიახლოვდეე. - პისტოლეტი რომელიც არ შემიმჩნევია, შუბლზე დამადო.
-ვაი შე საცოდავო მანიაკო, შე
-ჩშშშშშშ.... - გამაპყვეტინა, უცებ. - ლაო, ბიწო, გზა აგებნა?
-დებილი, ხარ ამხელა კაცი, დებილი.
-სეხედე სენ, ლა ცუდი სიტკვები სცოდნია,
ესესაა სიფათს მოვახევდი რომ კარი ნელა უხმაუროდ გაიღო, ყველაფერს მივხვდი და საუბარი გავაგრძელე,
-სანდრო სადაა?
კარში ზურა შევამჩნიე, ნელა შემოვიდა,
-რაში გაინტერესებს? მაინც ვერ უშველი და აზრი არ აქვს.
-შენ მითხარი და ნახავ თუ არ აქვს აზრი.
-არ გეტყვი
-მითხარი ნა....... - ვიღრიალე ჩემდა უნებურად, ის კი იცინოდა მანამ, სანამ ზურას ხმა არ შემოესმა
-უთხარი.
უცებ მიიხედა, მე კი ხელში ვწვდი პისტოლეტი, გამოვართვი და ჰო ხელი ისე "მოვუღუნე" რომ ლამის ტირილი დაიწყო - აუ, მე არ მითქვავს ხო რო კარატეზე დავდიოდი, ბავშვობაში, - ხელი გავუშვი და პისტოლეტი დვუმიზნე, კედელს მიეკრო, მე და ზურა კი რამდენიმე ნაბიჯით შორს ვიდექით,
-ნ,ნეე,ნელა ბიჭო, არ გაგივარდეს, ნამდვილია იცოდე, - თითქოს შეშინებული მითხრა ნოემ,
-დროზე, თქვიი. უთხრა ზურამ, მე კი ნელ-ნელა ვუახლოვდებოდი,
-ნწწ.
-მოთმინებას ნუ დამაკარგვინებ. ბევრი დრო არ მაქვს.
-ზურ, გითხარი რო არ გეტყვი ვაახ.
უკვე საკმაოდ ახლოს ვიყავი მასთან, - წადი შენი... - ვუთხარი თუ არა პისტოლეტი ცხვირში ვთხლიშე, იატაკზე ჩაიკეცა და ტკივილისგან ვერ სწორდებოდა როცა კისერში ვწვდი და წამოვაყენე,
-მე, მოთმინების უნარი საერთოდ არ მაქვს იცოდი?
გაშტერებული თვალებით მომჩერებოდა, - იტყვი თუ გავიმეორო? ახლა უკვე აღარ დაგინდობ, - ჯერ კიდევ ჩუმად იყო და არაფერს ამბობდა როცა, პისტოლეტიანი ხელი ისევ ავწიე,
-სარდაფში, სარდაფშია.
-შე ჩათლაღო, შე ...
-სარდაფი სადაა? - კითხა ზურამ და ჩემთან მოვიდა, ხელზე ხელი მომკიდა და გვერდით გამწია.
-ქვევით, ანუ სადღაც მიწის ქვეშ?
-ჰო,
-ასე არა, კაი, კაიფს გიჩვენებ, წამო,
-რაღ გინდათ ხომ გითხარით...
-მოკეტეე, დროზე, გამო...., შენც წამოხვალ და თან გვიჩვენებ, ჩვენ ხომ არ ვიცით საითაა სარდაფი.
-კარგი, კარგი, ოღონდ...
-კიდევ აქეთ ითხოვ რამეეს?
სარდაფში, მარტო ჩასვლა არ ღირდა იქაც იქნებოდა დაცვა ამიტომ ნიკას და ანდრიას დავუძახეთ, რამდენიმე ბიჭი წამოიყვანეს და ჩავედით. კარის შეღება და ეს ბახა-ბუხი ერთი იყო, ნუთუ შეიძლება, ჯერ კიდევ 21-ე საუკუნეში ასეთი რამ? უკვე მომბეზრდა ეს ყველაფერი სიმშვიდე მინდა, სიმშვიდე. როგორც იქნა სანდროს ოთახამდე მივაღწიეთ, კარი რომ გავაღე სკამზე, სიკვდილამდე ნაცემი სანდრო დავინახე და ლამის გული წამივიდა, ასეთი სანდრო ნიას რომ ენახა ადგილზე მოკვდებოდა, დროზე გამოვფხიზლდი ის ნაგავი ნოე სულ დამავიწყდა, იარაღი კი ძირს დავაგდე და სანდროს ფეხებთან დავეცი, ფეხებზე მოხვეული თოკი მერე კი ხელები გავუხსენი, თავი ჯერ კიდევ არ აეწია რაღაც მომენტში ვიფიქრე გათიშულიათქო, მაგრამ რომ დავინახე როგორ გახედა კარებში ზურას გვერდით მდგარ ნოეს, თვალებში ცეცხლი ანთობოდა, ნოე ეგრევე მოტყდა, სანდრო გიჟივით წამოვარდა და ნოეს გაეკიდა, სად უნდა გაქცეულიყო, მაგრამ იფიქრა თვს ვუშველიო, უცებ ნოეს მაისურში ხელი ჩაავლო სანდრომ და მოქაჩა, მერე მუშტი სახეში გაუქანა და ესეც ასე, წლის დარტყმა და სახის მოძრობაა. ნოე ძირს დავარდა, ხელებს აფართხალებდა, და გაქცევას ცდილობდა, თითოეული დარტყმა და ყვირილი ერთი იყო, ბოლოს, მაშინ როცა უკვე ნოეს სახე მთლიანად სისხლით ქონდა მოსვრილი, და წამოდგომაც კი აღარ შეეძლო, სანდრომ ხელი მაისურზე შეაწმინდა და წამოდგა, მაშინვე მასთან გავჩნდი და ჩავეხუტე.
-შე ლაწირაკო, აქ რა გინდა, - ნელა, დაქანცული, ძლივს ამბობდა თითოეულ სიტყვას.
-მოიცა რა, როგორ მომენატრე ვერც წარმოიდგენ.
-კაი, ნუ დაიწყე ქალივით ბაზარი.
-მოიცა რა რას მეღადავები.
ჯერ კიდევ სანდროზე ძლიერად მქონდა ხელები მოხვეული რომ, ნოეს ხელი შევნიშნე, იარაღი ეჭირა, და უცებ, დამადუმებელი, სროლის ხმა, ექო რომელიც დღემდე ჩამესმის ყურში, ტყვია სანდროს, ზურგში მოხვდა. უცებ ფეხები მოეკვეთა, მაგრამ კარგად ვუჭერდი ხელებს, მერე ზურა მოვარდა და ......
მკლავზე საკმაოდ ღრმა ჭრილობა შევამჩნიე როცა სახლში დავბრუნდი, იმ დღეს სანდრო რომ მივიყვანეთ საავადმყოფოში, იქ მინდოდა დარჩენა, მაგრამ ჩემთნ თმუნა იყო და ამიტომ არ მინდოდა რამე ეფიქრა, ან ენერვიულა, ამიტომ სახლში მივედი, პიჯაკი გავიხადე თუ არა.
-ეს რა არის?
-რა არის?
-მკლავზე რა გჭირს?
-არაფერი.
-როგორ არა მაჩვენე. - მომვარდა თამუნა.
-მაცადე რა შემოსვლა.
-ჩქარა, მაჩვენე, - გაიქცა და წამლების ყუთი მოიტანა, ხელის გადამიხვია. ისე გაბრაზდა, მიხვდა რაღაც დავუმალე.
-იმედია ჩემი ბიჭი შენ არ დაგემსგავსება.
-რაა?
-ჩვენი შვილი, რა იყო?
ჩაიცინა, - არაფერი, ..... - ბიჭი?
-ნუ ღელავ გოგოც იქნება, - გადაიხარხარა, ლუკამ.
-მაიმუნო.
სანდრო დიდი ხანი საავადმყოფოში იწვა აი ექიმმა კი მომაკვდინებელი დიაგნოზი დასვა, პოლიციას ხომ ვერ ავცდით, საბოლოოდ ეს ამბავი ისე გადავიტანეთ რომ ნიას ყურამდე არ მიეღწია, თუმცა ნიტას გარდა არავის გაუგია. ის ნაბ..... ციხეშია და სამუდამოს მოიხდის, ვნახულობ ხოლმე, ვამხიარულებ რომ არ მოიწყინოს, ოღონდ ჩუმად რომ არავინ გაიგოს და ტვინი არ შემიჭამონ. საბოლოოდ დიაგნოზი გამართლდა.




.........................................................///////////////////////////////////////............................................................
-თვითმფრინავში, ოლივერს ენა არ გაუჩერებია, და როგორც იქნა, ჩემი ბათუმი, ჩემი ცხოვრება, ყველა და ყველაფერი. ისე ახლოს ვარ ჩემს მიზანთან, მაგრამ ეს თითქოს აღარც კი მადარდებს, ჯერ მაგის დრო არ არის, მონატრება, მკლავს, ყველას და ყველაფრის რაც აქ დავტოვე. თითქოს დიდი ხანი ვერ ვსუნთქავდი და ახლა ამოვისუნთქე, ისე მომეშვა. და როცა უკვე ჩემი, ჩემი სახლის წინ ვიდექი, არაფერი შეცვლილა, ყველაფერი ისეა როგორც დავტოვე, მაგრამ რაღაცნაირად უცხო გახდა ჩემთვის. ოლივერი ისევ ლაპარაკობდა, მაგრამ მიხვდა რომ ახლა ჯობდა, გაჩუმებულიყო. სახლის კარებს მივუახლოვდი და ზარი დავრეკე.
-ახლავეე.
თამუნა? ისევ ისეთი ხმა აქვს, რათქმაუნდა იშვიათად ვურეკავდი საფრანგეთიდან, მაგრამ მის ხმას რა დამავიწყებდა? კარის საკეტში, გასაღები გადატრიალდა და აი ის ბედნიერი წუთები.
-თადაამ, სიურპრიზიი. - ისეთ დაბალ ხმაზე ვუთხარი რომ მეც კი გამიკვირდა.
-მოიცა, შენ რა. - გამოიქცა და ისე ჩმეხუტა რომ სუნთქვა შემეკვრა.
-თამუ ვინ არის? - გაისმა ლუკას სევდანარევი, მაგრამ მაინც სერიოზული ხმა.
-არ დამიჯერებ, მოდი და შენ თვითონ ნახე.
-საკუთარ სახლშიც კი, არ შემომიშვებთ? - ვუთხარი, თუ არა თამუნას ლუკა გამოჩნდა. უკვე მაღლი, დაკუნთული და მოციმციმე თვალებით. უფრო სიმპათიური. ლამაზიც.
-შე დამპალო, შემოდი, ნუთუ არ უნდა გეთქვა ჩემთვის, რომ ჩამოდიოდი?!
-ლუკა, რომ იცოდე როგორ მომენატრეე. - გავიქეცი და ხელები მოვხვიე, სიხარულისგან, ხელში ამიყვანა...
სასტუმრო ოთახში შევედი, თავს უცნაურად ვგრძნობდი, ოლივერიც გავაცანი ლუკას და თამუნას კარგად დამეგობრდნენ, მე კი სავარძელში ვიჯექი და თავს იქით-აქით, ვატრიალებდი, თავს მოუსვენრად ვგრძნობდი, და მინდოდა ის რასაც ვფიქრობდი, ფიქრიც კი გამენადგურებინა.
-რა გჭირს? -მკითხა თამუნამ.
-რა?
-ყველაფერი რიგზეა? - ახლა უკვე ლუკამ მკითხა, და სერიოზული სახით შემომხედა.
-აა, კიი, უბრალოდ... - დროზე გავჩერდი, მაგრამ.
-უბრალოდ? - მკითხა ლუკამ, და მივხვდი რომ აზრი არ ქონდა უაზრო საუბარს, პირდაპირ ვუთხარი
-უბრალოდ, სანდროს სუნი, ჯერ კიდევ იგრძნობა ამ სახლში. - ვგრძნობდი, მხუნვარე მზერას, მივიხედე " სანდროს ოთხისკენ" და მომეჩვენა, თითქოს კარი ახლახანს დახურეს.
ლუკამ შემამჩნია და ყურადღების გადატანის მიზნით თემა შეცვალა. ბოლოს გადავწყვიტე ყველა ოთახი, მენახა, რადგან მაინტერესებდა რამე თუ შეცვალეს.
-შენს ოთახში, მე მეძინა ხოლმე, - მითხრა თამუნამ, - ისე წინასწარ, რომ იცოდე, - გაიკრიჭა.
-მერე, რა - მეც გავუკრიჭე - მარტოს?
-რაა? - დაიბნა თამუნა.
-სხვათაშორის მარტოს. - მითხრა და გადაიხარხარა ლუკამ.
-კაი ახლა დაბლა ჩავიდეთ. - ვთქვი და კიბეებს მივაშურე.
-ნიაკო, არაფერი არ შეგვიცვლია, რა საჭიროა, ყველა ოთახის ნახვა? - მითხრა ლუკამ, მაგრამ მაინც არ მოვუსმინე, მერე თამუნამ დაიწყო ლაქლაქოი. ყველა ოთახი ვნახე, გარდა ერთისა... როცა "სანდროს" ოთახის, კარის წინ ვიდექი და კარის გაღებას ვაპირებდი, მკლავში ლუკამ ჩამავლო ხელი.
-არ გინდა ნია. - მითხრა ჩუმად,
-რატომ?
-ნუთუ გინდა ყოველივე გაიხსენო.
-არც დამვიწყებია. - ავხედე ლუკას, მაგრამ როცა ლუკა ლოყაზე შემეხო, მივხვდი რომ, ცრემლები მცვიოდა თვალებიდან.
-თუ ასე გინდა. - თვალები რამდენიმე წამი დახუჭა, მერე კი თამუნას გახედა, თითქოს თვალებით ლაპარაკობდნენ,
კარის სახელური ჩამოვწიე და კარი გავაღე, მაგრამ იმას რაც დავინახე ვერასდროს წარმოვიდგენდი, ოთახი ჩაბნელებულია, ირგვლივ საწოლის და ერთი კარადის მეტი არაფერია. ფანჯარაზე მუქი ფერის ფარდები კიდია. ფანჯარასთან კი ეტლი დგას, რომელშიც ვიღაც მოუთავსებიათ. ოთხი გაჟღენთილია სანდროს სურნელით. ცრემლები ისევ არ ჩერდებოდნენ, გული კი ისე დამძიმებულიყო, თითქოს უზარმაზარი ლოდი დაეცა. მოვიხედე და დავინახე ჩახუტებული ლუა და თამუნა, თამუნა ტიროდა. ოლივერი კი მოშორებით იდგა და სიტუაციის გარკვევას ცდილობდა. ისევ ეტლს გავხედე, ნაბიჯი გადავდგი და გადავწყვიტე გამერკვია, ვინ იყო. გულში ვლოცულობდი ის არ ყოფილიყო, ვისზეც წამით გავიფიქრე. ფეხები ერთმანეთში მერევა, მაგრამ თავს როგორღაც ვიკავებ და ვუახლოვდები, ის ჩემს მარჯვნივაა, მისკენ ვტრიალდები, გრძელი თმები და გრძელი წვერი სახეს სასიამოვნოდ უფარავენ. ბოლოს ჩემკენ ტრიალდება, ხელების დახმარებით ეტლი შემოატრიალა, ვათვალიერებდი და მანამ ვერ ვიცანი სანამ თვალებში არ ჩავხედე, რამდენიმე წუთი ასე ვუყურებდით ერთმანეთს, არ მინდოდა იმის დაჯერება რასაც ვხედავდი, მინდოდა ყველაფერი ილუზია ყოფილიყო, ველოდებოდი როდის გაქრებოდა, ყოველივე ეს. ბოლოს მუხლები მომეკვეთა, მის ფეხებთან დავეცი, მაგრამ მაინც ვუყურებდი, ისე უხმაუროდ და ჩუმად მისველებდნენ ცრემლები ლოყებს... ბოლოს თვალები მაგრად დახუჭა, ცრემლები გადმოუცვივდა, მერე კი წარბები შეხარა, სიტყვები უბრალოდ ზედმეტი იყო, ხელი ავიღე და მის ხელს დავადე, თვალები გაახილა, ახლა კი ისეთი სახით შემომხედა თითქოს ყველაფერს ერთად მეკითხებოდა. ცრემლები ისევ ცვივოდნენ, შორდებოდნენ ჩვენს სახეებს. ხელი მოვუჭირე, ისევ თვალებში მიყურებდა, მაგრამ თითქოს არ უნდოდა ასე ვენახე, უნდოდა გავეგდე. ამჯერად ხელები მის ხელებს ჩავჭიდე და უფრო ახლოს მივიწიე. ძალები მოვიკრიბე,
-სანდრო, რა მოგივიდა?
-წადი....
-საერთოდ რა ხდება?
-გადი, ნია...-თითქოს ეუცხოა ეს სახელი - გადი, ახლავე.
-ჯერ ამიხსენით, საერთოდ, რა მოხდა? რა ხდება? ვინმე ამიხსნიის? - ხმას ავუწიე და უკვე ვემუდარებოდი ირგვლივ მყოფებს, ლუკას და თმუნას გავხედე, ორივე თვალებ დახრილი იდგნენ. მერე ისევ სანდროს გავხედე.
-ნია, გადი, გესმის? გადი ოთახიდან- ხელები აიქნია სანდრომ.
-ერთი წუთით მაინც შეგიძლია დაივიწყო შენი სიამაყე, და ამიხსნათ რა მოხდა? - ვუყვირე სანდროს
-რა მოხდა? რა და წახვედი და დამტოვე, აი ეს მოხდა, მე რა აღარ გადავიტანე, თუმცა ამ ყველაფრის გადატანა მარტოს მომიწია და ვის გამო იცი? - მიღრიალა სანდრომ, და გამახსენდა როგორ ვჩხუბობდით ადრე,
-რაა? - აი იმ ხმით ვუთხარი, არაამქვეყნიური რო ქვია. - ეს შენ იყავი სანდრო დიასამიძე, რომ დამტოვე მარტოს და ვიღაც ბო*თან ერთად წახვედი ჯანდაბაში. იცი მე რა გადავიტანე?
-რაა? - ლუკას გახედა და ყველაფერს მივხვდი,უნდა წამოვმდგარიყავი როცა, სანდრო დაიხარა და ჩწემი სახე ხელებში მოიქცია, ცერა თითებით კი ცრემლებს მწმენდდა. მისკენ მივიწიე. მომენტალურად ყველაფერი გაქრა, შუბლზე მაკოცა, მერე კი სახე მომენტალურად შეიცვალა,
-ნია გადი მეგობართნ - თავით კი ოლივერზე მიმითითა, - და კარი დახურე კარგი?
-ისე არ არის როგორც გგონია სულელო, - სხვების თვალწინ არ უყვარს როცა "ცუდ" სიტყვებს ვეძახი. - უპს, მოიცა, ეს ოლივერია, ქართველია, ჩემი საუკეთესო მეგობარია.
-გააკეთე ის რაც გითხარი. - მრისხანე მზერით გამომხედა ჯერ მე და მერე ლუკას და თამუნას.
-კარგი, - წამოვდექი და კარი დავხურე, მაგრამ არ გავედი.
-შენ რა..
-მოიცა რა.. - გავაწყვეტინე მე - არ მითხრა რომ ჩემი გრცხვენია თორემ თავს მოვიკლავ.
-ნუ სულელობ.
-ასეა არა?
-ნია ხომ იცი,
-ვიცი, თან შენნაირისთვის ზედმეტად რთულია, მაგრამ ჩემთან არა, მე ნია ვარ ხომ ხედავ, შენ კი სანდრო, ამიერიდან, ნია, და სანდრო, არ იქნება, ამიერიდან ვიქნებით "ჩვენ" კარგი? ერთად, ნია და სანდრო. ამიტომ ახლა გთხოვ გაჩუმდი და მაცადე მოვისვენო. - ფარდა გავწიე, დღის სინათლემ მთელი ოთახი გაანათა, მერე სანდროსთან მივედი დავიხარე, თმა გადავუწიე, მერე კი ვაკოცი, დავტკბი მისი ტუჩებით, ისევ გაიღვიძა ძველმა გრძნობებმა და მოედო მთელ სხეულს. საწოლზე დავწექი, სანდრო საწოლისკენ მოტრიალდა, მე კი მისკენ გადავტრიალდი, გავუღიმე, მან კი მარჟვენა ხელი ლოყაზე დამადო და ნაზად მეფერებოდა.
-თმუნა და ლუკა რას შვრებიან? -ვკითხე უცებ.
-რომ იცოდე მათი როგორ მშურდა. თმუნა ახლა უფრო ხშირად არის ჩვენთან.
-ახლა? და ასეთი რა შეიცვალა,
-დაინიშნენ, უერთმანეთოდ 5 წუთიც არ შეუძლიათ. - მეუბნებოდა და ნაზად იღიმებოდა.
-იცი რა, ერთი გრძელი ამბავი მინდა მოგიყვე,
-ხო, მაინტერესებს რას აკეთებდი - მითხრა სანდრომ.
-არაა, ეგ ძალიან მოკლეა და სხვა დროსაც შეგვიძლია ვისაუბროთ მაგაზე.
-აბა რა ამბავი? - ახლახანს მივხვდი როგორ მტანჯავდა მთელი ეს დრო მისი მონატრება, მისი ბოხი, მაგრამ თბილი ხმა.
-ჩვენ, საფრანგეთში წავალთ, - ოჰოჰ, -ჩმერთო ის
-ჰო,ჰო, თან ვიმკურნალებთ, არც ერთი არ ვართ ნორმალურები, - გავიცინე - შენ შენი ბიზნესი გექნება, მე ვიმუშავებ, გვეყოლება ბევრი შვილი.
-ბევრი შვილი? - გადაიხარხარა.
-ჰო, ბევრი შვილი. - ვუთხარი კატეგორიულად.
-და რატომ?
-ერთმანეთი ეყოლებათ და მარტო არ გაუჭირდებათ.
-როგორც იტყვი.
-მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ, ჩემო ერთადერთო.


~*~*~*~*~*~*~*~*~*~*~*~*
'დასასრული'
~*~*~*~*~*~*~*~*~*~*~*~*




ვაიმეეეეე, როგორ ვნერვიულობ, ვერც კი წარმოიდგენთ, წესით უნდა მოგეწონოთ, რავიცი აბა, რაღაც მომენტში რომ ვწერდი მე თვითონ ამეტირა. მთავარია თითოეული ეპიზოდი წარმოიდგინოთ. ჰო, შეცდომებს გთხოვთ ყურადღება ძალიან არ მიაქციოთ რაა. ხელები მიკანკალებსსს, აი კიდევ ერთი, ბოდიში რომ დავაგვიანე, ამის მიზეზი აგიხსენით უკვე.
აი თითოეულს ვთხოვ ვინც კი წაიკითხავს, თუნდაც არ მოეწონოს, გამიზიარეთ თქვენი აზრი,
და ვისაც ამდენი ხანი ვაწვალებდი, უამრავ რაღაცას ვთხოვდი და მოვაბეზრე თვი ამ ხალხს, ჩემს " მკითხველს" ( ეს რომ დავწერე ჩამეცინა, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. ) ვუთხრა რომ უზომოდ მიყვარს თითოეული. კიდევ ერთი - არ დაგავიწყდეთ რომ ეს ჩემი პირველი ნამუშევარია და ძაან არ გამაკრიტიკოთ. ისე რამდენიმე მომენტზე ბევრი ვიხალისე, იმედია ჩემი სათქმელი ვთქვი და არაფერი დამავიწყდა, თუ რამე დავაკომენტარებ.



№1  offline მოდერი bla.ell

უფ ასე გემრიელად არ წამიკიათხია არცერთი თავიbowtieმე მომეწონა ემოციებიანი თავი იყოheart_eyes ბოლო დიალოგმა კი ღიმილი მომგვარა...მომწოოონს❤❤ჩემო ნიჭიერო შენ პირველი ისტორია წარმატებით დასრულდაbowtie❤❤

 


№2  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

bla.ell
უფ ასე გემრიელად არ წამიკიათხია არცერთი თავიbowtieმე მომეწონა ემოციებიანი თავი იყოheart_eyes ბოლო დიალოგმა კი ღიმილი მომგვარა...მომწოოონს❤❤ჩემო ნიჭიერო შენ პირველი ისტორია წარმატებით დასრულდაbowtie❤❤

რახან შენ ამბობ მაშინ სანერვიულო არ მაქვს. მადლობა სიხარულო რომ ყოველთვის მამხნევებდი. ❤❤❤❤❤

 


№3 სტუმარი სტუმარი ლილე

როგორი ბანალური დასასრული იყოოო... მოლოდინი გამიცრუა.

 


№4  offline წევრი S.მეგი

აი იცი ჯერ დავიწყებ ისტორიით კარგი იყო, მომეწონა, საინტერესო იყო.
და რაც შეეხება დასასრულს მომეწონა რაც მთავარია არ იყო ბანალური . ბანალური ის იქნებოდა რომ დაგეწერა გამოკეთდა სანდრო და ჭირი იქა ლხინი აქა ^-^ ,

დამაფიქრებელი იყო , იმედი დატოვე და ვფიქრობ ეს იყო ნაწარმოების მთავარი აზრი, რომ ესეც გაივლის... მთავარია არ დანებდე სწორედ ეს სიტყვები იყო სანდროსთვის და ნიასთვის განკუთვნილი და არამარტო მათთვის ყველასთვის

ლუკა და თამუნა აი ჩემი საყვარელი წყვილი❤❤❤ მათ ისტორიას სიამოვნებით წავიკითხავდი

სანდრო და ნია, გამოიარეს გზა რონელმაც მათ სიყვარული ასწავლა

❤❤❤❤
თუ კარგად დავაკვირდებით მეტად საინტერესო და ბევრისმთქმელი ისტორიაა.❤

 


№5  offline წევრი liilu

S.მეგი
აი იცი ჯერ დავიწყებ ისტორიით კარგი იყო, მომეწონა, საინტერესო იყო.
და რაც შეეხება დასასრულს მომეწონა რაც მთავარია არ იყო ბანალური . ბანალური ის იქნებოდა რომ დაგეწერა გამოკეთდა სანდრო და ჭირი იქა ლხინი აქა ^-^ ,

დამაფიქრებელი იყო , იმედი დატოვე და ვფიქრობ ეს იყო ნაწარმოების მთავარი აზრი, რომ ესეც გაივლის... მთავარია არ დანებდე სწორედ ეს სიტყვები იყო სანდროსთვის და ნიასთვის განკუთვნილი და არამარტო მათთვის ყველასთვის

ლუკა და თამუნა აი ჩემი საყვარელი წყვილი❤❤❤ მათ ისტორიას სიამოვნებით წავიკითხავდი

სანდრო და ნია, გამოიარეს გზა რონელმაც მათ სიყვარული ასწავლა

❤❤❤❤
თუ კარგად დავაკვირდებით მეტად საინტერესო და ბევრისმთქმელი ისტორიაა.❤

პირველ რიგში ძალიან ვწუხვარ რომ იგივე ექაუნთით არ შემიძლია გიპასუხო.❤

ძალიან... ძალინ მიხარია, რომ მოგეწონა და შეთვის ბოლომდე გაიაზრე ის რისი თქმაც და გადმოცემაც ვცადე.❤

ოჰ იმდენი დრო გავიდა... ეს ჩემი მეორე ისტორიაა... პირველი ამ საიტზე... კარგი იქნებოდა ისევე გამეგრძელებინა როგორც დავიწყე... ახლა ძალიან ვწუხვარ????...

მათბობს და მავსებს თითოეული კომენტარი თან გულიდან წამოსული❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent