შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აფროდიტას ბრალია(თავი მეოთხე)


18-07-2017, 02:55
ავტორი blue witch
ნანახია 1 692

უკვე აგვისტომაც მოაკაკუნა. თავიდან ისევ საშინლად ჩამოცხა, მაგრამ მალევე აგრილდა, თითქოს აგვისტომ ივლისის მხურვალება ჯერ მთლიანად ერთად მოაქცია, მერე კი საერთოდ შეისრუტაო. ნინე დაბოღმილი შესცქეროდა ლეპტოპის ეკრანზე ცხადად აღბეჭდილ ლედი მარიამის „რომაულ არდადეგებს“. სამხუხაროდ, ქეთევანმა ნინეს საზღვარგარეთ, შორეულ იტალიაში წასვლა სასტიკად აუკრძალა და განუცხადა, რომ მარიამისაგან განსხვავებით, მისი ნდობა არ შეიძლებოდა(ეს მხოლოდ თავდაპირველად).
ასე დარჩა ნინე სრულიად მარტო, მარიამი კი საჭმლითა და ბუმბულებიანი ჩუსტებით დაწყებული, ფეხსაცმელებითა და სასტუმროს პირსახოცებით დამთავრებულ ყველაფერს ფოტოს უღებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ყოველ ათ წუთში ერთხელ აკეთებდა სოციალურ ქსელში ფოტოს პუბლიკაციას, რომელსაც თან ურთავდა ვრცელ ტექსტს იტალიის ღირსშესანიშნაოებებზე და საკუთარ ემოციურ ფონზე. შესაბამისად, იტალიური ვოიაჟის მესამე დღეს მარიამის აღმაფრენა დაახლოებით ასიდან ოთხმოცდაათს უტოლდებოდა(მას ხომ ჯერ არ ენახა რამდენიმე მუზეუმი და მილანში სტუმრობასაც გეგმავდა), სამაგიეროდ ნინეს შური ურტყავდა ასიდან ასოცდაათს,(მას კი იტალიას ვინ ჩივის, ურეკსაც არავინ ანახებდა ცალი თვალით).
-რატომ უნდა ნახოს მარიამმა იტალია, როცა ხელოვნებისა ისევე გაეგება როგორც ბაბუაჩემ თენგიზას , ხოლო საოცარი ნამუშევრის დანახვისას მისი ემოციური დიაპაზონი, უგრძნობი კოვზის ემოციურ დიაპაზონს უტოლდება!-ცოფებს ყრიდა გოგონა.
-ნინე, მოდი აქ და სუფრის გაშლაში მომეხმარე!-ოთახში თავი შემოყო ქეთომ.
-ერთადერთი, რაშიც მოგეხმარები საკუთარი კუბოს დადგმა იქნება!-კბილებს შორის გამოსცრა ნინემ.
-რატომ?
-ერთი ამას შეხედე!-გაანჩხლებულმა ნინემ სულისშემძვრელი ხმა ამოუშვა, თვალებიდან მწვანე ნაპერწკლები გაყარა, ლეპტოპი ასოთხმოცი გრადუსით შემოატრიალა და ლამის სახეში მიათხლიშა ქეთოს.-ხედავ?!-დრამატულად გადმოკარკლა თვალები.
-სხვათაშორის, ჯერ-ჯერობით ოკულისტის დახმარებას არ ვსაჭიროებ ლიპარტელიანი!-მკაცრად შესძახა ქალმა.
-მე კი ვსაჭიროებ დედა!-ელექტროენერგიის ტრანსფორმატორივით აბრიალებდა თვალის კაკლებს ნინე.-ორივე თვალი ბუდიდან უნდა ამოვითხარო, რომ აღარაფერი დავინახო, საერთოდაც ფსიქოლოგთან უნდა მივიდე, თორემ უკვე ჭკუიდან ვიშლები და მალე მომიწევს ფსიქიატრიულში გაფითქინებული ხალათით შრიალი!
-დაწყნარდი!
-ძალიან კარგად მომექეცი დედა! იტალიაში არ გამიშვი! იტალიაში! ი ტ ა ლ ი ა შ ი! ჩემი ოცნების ქვეყანაში! იტ-ალ-ი-ა-ში! იიიიიიიიტტტტტტტტტტალლლლლლლლლიაააშიიიი!-ყველანაირი ტონალობით გამოთქვამდა ნინე.
-შეიგნე, რომ ის ფულიი მართლა მჭირდებოდა ნინე!სხვანაირად არ გთხოვდი!
-ჯანდაბა, ყველამ თავი დამანებეთ!
კივილი მორთო და შერეკილივით გავარდა სახლიდან.
***************************************************************************************************************************************
ნინემ თავი დამნაშავედ იგრძნო, ზედმეტად უხეშად გამოუვიდა, თუმცა მთელი ცხოვრება,რომ ფულს აგროვებ, შენს საუკეთესო მეგობართან ერთად დაგეგმავ საოცნებო ქვეყნის მონახულებას, ის-ისაა ბარგის ჩალაგებაზე უნდა იფიქრო როცა დედა მთელ ფულ მოგთხოვს , თანაც თანაც კითხვის პასუხად „ვერ გეტყვი“-ს მოგიგებს რთულია სხვანაირად მოიქცე. ჰო, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მეგობარი ყოველი წამის აღბეჭდით ტკბება და უცხვად გიტრიალებს ყველაფერს ცხვირწინ.
პრინციპში, ნინეს მარისიც ესმოდა. როგორია იტალიაში იყო და არ აღფრთოვანდე, ბუნებრივია განცდების სხვებისთვის გაზიარების სურვილი გიპყრობს და გავიწყდება, რომ არაკორექტულია მარტოდ დარჩენილ მეგობარს შეახსენო თუ რაოდენ ბევრი დაკარგა საქართველოში დარჩენით.
-ვაი, შენ პატრონს უბედურს! ჩამოეთრევი და ვნახოთ! იტალიაც უკან დაგრჩება და ტაშკენტიც! მე შენ გასწავლი ჭკუას! აუცილებელია ყველაფრის ასე საქვეყნოდ გამოჭენება?! თან დაურთავს იმხელა პუბლიცისტურ ნაშრომებს! შენც არ მყავდე ილია და გოეთე! ენას პირში ვერ აბუნებს და ახლა მოუნდა ფილოსოფოსობა!უბედურო, ტარაკნებს გაყლაპებ! მიწაში ჩაგდებ და ისევ ამოგიღებ! ცოცხლად გაგატყავებ და სარზე წამოგაცვამ! ჩამოდი, ჩამოდი! აქ არის შენი სულთამხუთავი!-იქადნებოდა ნინე.
მტვრიან ქუჩებს მიაპობდა და უსახლკაროსავით დაეხეტებოდა.
******************************************************************************************************************************

ბოლოს, თმაგაჩეჩილმა გოგონამ აღმოაჩინა, რომ ფეხებს თავისით მოეყვანა დიტოს სახლთან. ნინე სასწრაფოდ ბუჩქებს ამოეფარა და გულშეწუხებულმა ჩაიბურტყუნა:
-მგონი მთლად საღ გონებაზე ვერა ვარ! რა სიკვდილი მინდოდა აქ?! მყესები უნდა გადავიჭრა ვერსად ვეღარ წავალ!
უეცრად, დიტოს სახლის კარი გაიღო და იქიდან უშველებელი გერმანული ნაგაზი გამოვარდა, თუმცა ნინე ზედმეტად იყო საკუთარი ბრიფინგითა და ორატორული ნიჭის ფრქვევით დაკავებული იმისთვის, რომ საავდროდ კბილებდაკრეჭილი ძაღლი შეეჩნია, თანაც ბუჩქები მთლიანად ფარავდა და მხედველობაშიც ხელს უშლიდა.
სამწუხაროდ, ნაგაზმა ნინეს სუნი იყნოსა, ერთი დაიყეფა დასუნსულის გასწია ბუჩქებისაკენ. ყეფამ ბოლოსდაბოლოს გამოაფხიზლა გამოშტერებული გოგონა, წკმუტუნის მსგავსი ხმა ამოუშვა, ტუჩზე იკბინა და კიდევ უფრო ღრმად დურთა თავი აფოფრილ მწვანე ფოთლებს შორის. მალე გოგონა უცნობი გაბარდული მცენარი შუაში მოექცა და ხშირმა საფარველმა სრულიად გადაფარა მისი სხეული ორივე მხრიდან, ამიტომ ნინეს შეეძლო მთელი დღე ბუჩქებში დარჩენილიყო ისე, რომ დიმიტრის ან ცოფიან ცხოველს კი არა, ძეხორციელსაც ვერ შეემჩნია.
ნაგაზი კიდევ აპირებდა კვალს გაჰყოლოდა, , მაგრამ პატრონა დაუძახა და ბრაზით ჩატენა ტაქსში. ნინეს ბრაზით მოეჭუტა თვალები მაღალი, გრძელფეხება და ქერა გოგონას დანახვსას, რომელიც დიტოს ტუჩების მოჭმით დაემშვიდობა. აქედან კარგად არ ჩანდა, თუმცა სავარაუდოდ ქერას ძალიან თეთრი კანი და ბუნებრივად ღია ფერის თმები უნდა ჰქონოდა. ნინეს შეშურდა(უფრო თეთრი კანი რომ ჰქონოდა კიდევ უფრო ლამაზ წითურად იგრძნობდა თავს), თანაც ქერას აწკეპილ ცხირსაც მოჰკრა თვალი და ლამის კვამლი გამოუშვა ყურებიდან.
არადა, კაცმა, რომ თქვას რა იყო სწორ, ბერძნულ ცხვირში ცუდი?!
დიმიტრი ისევ სახლში შებრუნდა. ნინემ აღმოაჩინა, რომ ბუჩქის კვლების დიამეტრი ძალინ ფართო იყო, ამიტომ თავისუფლად გაბობღდა დიტოს საძინებლის ფანჯრისაკენ, რომლიდანაც თითქმის ყველაფერი ცხადად და მკაფიოდ ჩანდა, მაღალი ბუჩქები სრულიად იზოლირებულს ხდიდა სახლს ქუჩასა და გარე სამყაროსაგან, რაც ერგვარ მისტიურ და ცოტა ზღაპრულ ელფერს აძლევდა. არადა დიტოს სანერვიულო არც ჰქონდა, რას იფიქრებდა, თუ მისი თვალთვალი ასე იოლად იქნებოდა შესაძლებელი(ხუმრობა ხომ არაა ამხელა ვაარჯი მქონე ბუჩქში შეძრომა მოგაფიქრდეს?!).
დაახლოებით ნახევარ საათში(არ მოგესმათ, ნინე ნახევარი საათი იჯდა სამალავში), კარებს წითური, შორტებიანი გოგონა მოადგა, სწორზე სწორი, გრძელზე გრძელი და თეთრზე თეთრი ფეხები ჰქონდა(„ეტყობა ფეხები სპეციალური კრიტერიუმია იმ ვირისტვინით გაბებღვილისათვის!“გაიფიქრა გოგომ).
ის წითური ზედმეტად აქტიური აღმოჩნდა, კარი წესიერად გაღებულიც არ ჰქონდა ისე ეცა დიმტრის. ოთახში შესვლისთანავე მაისური ლამის შემოიგლიჯა, ნინე ბრაზით შეკრა წარბები და ისევ მეორე მხარეს გაცოცდა, ფეხი გამოყო და გამოსვლას აპირებდა როცა თმები გაბარდულ ტოტში გაეხლართა და სიმწრისაგან უნებურად ხმამაღლა წამოიკივლა. არადა, იმ წუთს ბატონი დიტო ფანჯრის დასახურად მიიჩქაროდა და ეს ხმა რათქმაუნდა გაიგო. ნინემ პირზე ხელი აიფარა და ბიღმის გადმოსანთხევად იქვე დაგდებული მოზრდილი კენჭი გაისროლა, კენჭი კი კარს მოხვდა და გამაყრუებლად დაიჭახუნა.
-ერთი წუთი მოიცადე და მოვალ ლენა.-წყნარად უთხრა დიმიტრიმ ცეცხლისთავას.
გულგახეთქილმა გოგონამ თმები მთელი ძალით მოქაჩა, ტოტი მოგლიჯა და ბალახზე მოადინა ბანგვანი. ოთახში გამაგრებულმა წითელთმიანმა ყვირილი მორთო.
-იქ ვიღაცაა!
დიმიტრი გარეთ გამოვარდა და ძირს გათხლაშული ნინე შეამჩნია. გოგონამ ერთადერთი რაც მოიფიქრა თავის მომკვდარუნება იყო, ვითომ გული წაუვიდა.
-ნინე?!-ბუდიდან გადმოუცვივდა დიტოს თვალები.-ნინე! ნინე, ნინე რა გჭირს?!
დომიტრიმ ხელი სასწრაფოდ დასტაცა და სახლის კარი ლამის წიხლით შეგლიჯა.
-ეს ვინღაა?!
-ლენა, წადი თუ შეიძლება.-მშვიდად უთხრა დიმიტრიმ, თან ნინე დივანზე დააწვინა.
-მაგდებ?! ამ ძუნძგლიანის გულისთვის?!-გაწელა სიტყვები ლენამ. შეურაცხყოფილი სახე მიიღო და შორტი შეისწორა.
სანამ ნინე ფიცხლად წამოვარდებოდა ფეხზე, მანამდე მიუჯახუნა დიტომ ლენას კარი ცხვირწინ.
-რა ჯანდაბა გიყო ნინე?!
ამაზე პასუხი არცერთს არ ჰქონდა.
-რა ხდება?!-„გამოიღვიძა“ გოგომ.
-გული წგივიდა. საერთოდ რა გინდოდა ჩემ ბუჩქებში?!-გაბრაზდა ბიჭი.
-რა გოგო გაუშვი ბიჭო ხელიდან.-ჩაიხითხითა ნინემ და თავში ხელი წამირტყა რა წამოვროშეო.
-მითვალთვალებდი?!
-ძაღლს ვემალებოდი.-თავი იმართლა.
-ძაღლის პატრონი დიდი ხანია გავუშვი.
-თმები გამეხლართა და ვეღარ გამოვძვერი.
-აჰაა. რამეს დალევ?!
-წავედი.-წამში წამოხტა და ისე გაიქცა დიტომ სიტყვაც ვერ დააწია.
-ეს ვინ არის ღმერთო?_გაოცდა ბიჭი.
***************************************************************************************************************************************
ქუჩაში გოგო მიდიოდა. გრძელი, წითური თმა ჰქონდა. დიმიტრი წამში მოეგო გონს, გოგოს დაეწია და შესძახა:
-ნინე!
-უკაცრავად?!-წითური შემობრუნდა და ხელში სულ სხვა სერჩა.
-ბოდიში, შემეშალეთ.-გაწითლდა დიტო.
-არაუშავს.-ზურგი აქცია წითურმა.
-ოხ ნინე! უკვე ყველგან მელანდები! რა ხარ ასეთი?! სულ მეშინია კატასტროფით არ დამაცხრე თავს!
ჩაიბუზღუნა დიტომ.

პ.ს აბაა?! რას იტყვით კარგია?! ვიცი ცოტა პატრაა, დავაგვიანე, მაგრამ გასამართლებელი მიზეზი მაქვს:ინტერნეტი არ მქონდა. გთხოოოვთ, თუ მოგწონთ დამიკომენტარეთ, თორემ გავიბუტები და მუზა გამექცევა, ჩემზე სწაფფად დარბის ცნობისთვის.9მე და ჩემი მუქარები იზ ლაიფ!:დდ) აბაა ლაავ! <3



№1  offline წევრი Kalina

ძააან პაწუკა იყო, მაგრამ არაუშავს.
რატო დაიკარგე ამ ბოლო დროს??
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№2  offline წევრი M-morieli

მეღირსე როგორც იქნა არადა ვდარდობდი ხომარ მომტაცესთქო :დ არა შენზე კიარ მიდარდია ისტორიას რომარ დაამთავრებდი მაგაზე :დ კარგი ხო ვხუმრობ. დიდი ხანია გელოდები და როგორც იქნა დადე ახალი თავი ძალიან ძალიან მომწონს მართლა ნუ მიყვარს ზოგადად ასეეთი ისტორიები <3
აბა ველოდები ახალ თავს და ცოტა გაზარდე რაა:(

 


№3  offline წევრი blue witch

მარიკუნაა♥️
ძააან პაწუკა იყო, მაგრამ არაუშავს.
რატო დაიკარგე ამ ბოლო დროს??

სოფელში მომიხდა წასვლა და იქ ვერაფრით მოვახერხებდი ახალი თავის დაწერას. ოჯახური არეულობა, მოკლედ, ისეთი გარემო იყო, რომ არაფრით არ გამოდიოდა, თან მხოლოდ მობილურში მქონდა ინტერნეტი და იქიდან ვერ დავდებდი.

sa-mira
მეღირსე როგორც იქნა არადა ვდარდობდი ხომარ მომტაცესთქო :დ არა შენზე კიარ მიდარდია ისტორიას რომარ დაამთავრებდი მაგაზე :დ კარგი ხო ვხუმრობ. დიდი ხანია გელოდები და როგორც იქნა დადე ახალი თავი ძალიან ძალიან მომწონს მართლა ნუ მიყვარს ზოგადად ასეეთი ისტორიები <3
აბა ველოდები ახალ თავს და ცოტა გაზარდე რაა:(

მე ვინ მომიტაცებდა შექალო რა გაგიხეთქია გული :დდდ მიხარია თუ მოგწონს, მეც ვცდილობ დიდი შუალედებისაგან თავი შევიკავო. <3

 


№4 სტუმარი მოცინარი

ვაიმეეე როგორ გამახარე რომ დადე ♡♡♡♡♡♡♡♡♡ ☺

aà interneti tu ar gqonda araushavs. ☺sapatio mizezi gqonia mara pataara iyo

 


№5  offline წევრი blue witch

მოცინარი
ვაიმეეე როგორ გამახარე რომ დადე ♡♡♡♡♡♡♡♡♡ ☺

aà interneti tu ar gqonda araushavs. ☺sapatio mizezi gqonia mara pataara iyo

საოჯახო კრების შუალედებში ვწერდი და უფრო დიდი ფიზიკურად ვერ მოვახერხე, თან თუ Dაუკვირდი გარდამტეხი მომენტები ჰქონდათ და მგონი სიპაწუკე მოუხდაათ. ❤️

 


№6 სტუმარი მოცინარი

blue witch
მოცინარი
ვაიმეეე როგორ გამახარე რომ დადე ♡♡♡♡♡♡♡♡♡ ☺

aà interneti tu ar gqonda araushavs. ☺sapatio mizezi gqonia mara pataara iyo

საოჯახო კრების შუალედებში ვწერდი და უფრო დიდი ფიზიკურად ვერ მოვახერხე, თან თუ Dაუკვირდი გარდამტეხი მომენტები ჰქონდათ და მგონი სიპაწუკე მოუხდაათ. ❤️

<3 <3 ნამდვილად

 


№7 სტუმარი Guest BiBi

dzalian sayvarlobaa ^_^ eseni rodis unda daajaxo ertmanets? :D

 


№8  offline წევრი blue witch

Guest BiBi
dzalian sayvarlobaa ^_^ eseni rodis unda daajaxo ertmanets? :D

მადლობა <3 იდეები შემომაწოდეთ რა სჭირდება ამ წყვილს? მე უკვე ვიცი მაგრამ თქვენი აზრი მაინტერესებს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent