შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა თვალებში ჩაგხედე (5 თავი)


18-07-2017, 14:50
ავტორი Ella29
ნანახია 1 605

- ვნერვიულობდი, კიდევ კარგი ჯამრთელი და სახსალამათი დაბრუნდი,- ეზოშივე შემაგება სიტყვები დედამ.
- ჰო დავბრუნდი, მამა სადაა?
- სახლში, ბარგს ვალაგებთ და მეხმარება.
- რაა? მიდიხართ?
- უფრო სწორი იქნებოდა, რომ გეთქვა მივდივართ? ჰო ხვალ დილით უნდა წავიდეთ, მამაშენს დაურეკეს სამსახურში საქმეებია.
- კი მაგრამ, ჯერ ხომ არდადეგების ნახევარიც არ გასულა? იქ რა ვაკეთო? ყველა ჩემი მეგობარი გასულია ქალაქიდან , დედაა.
- ვიცი საყვარელო, დამშვიდდი. მე და მამამ უკვე ვისაუბრეთ ამ თემაზე. მე და შენ ზღვაზე წავალთ, ამიტომ ქალაქში ჯდომა არ მოგიწევს, - ამასობაში სახლშიც შევედით, იმდენად დამთრგუნა იმ ფაქტმა რომ ხვალ სოფლიდან მივდიოდი, დაღლილობაც კი დამავიწყდა.
- მა, მე ზღვაზე არ მინდა. აქ მირჩევნია.
- რა საინტერესოა რა დაემართა ამ ბავშვს? ყოველ წელს სიხარულით მიდიხარ და წელს არ გინდა?
- არა უფრო სწორად იქაც მინდა, მაგრამ თან აქ დარჩენაც მინდა.
- რამე ხდება? - ცნობისმოყვარე თვალებით გამომხედა, - ვინაა მითხარი.
- კარგი რა ,მამა, პირველ რიგში საქმე ისე არაა როგორც შენ გგონია და მეორეც უბრალოდ მომწონს აქ ყოფნა, ახალი მეგობრები, გართობა, მათ მე ცხოვრება შემიცვალეს...
- ვიცი, მაგრამ სხვა გზა არაა. მორჩი ლაპარაკს და წადი დაიძინე.

***
წვიმიანი დილაა. გაღვიძება არ დამჭირდა. საათს დავხედე, უკვე შვიდი სრულდება. ეზოდან მამაჩემის ხმა ისმის, მანქანაში ჩანთებს აწყობს.
- ემ, გაიღვიძე.
- დედა ვდგები უკვე.
საწოლიდან წამოვდექი, ჩავიცვი, მოვემზადე და ეზოში ჩავედი.
- დილამშიდობის, - ერთხმად მითხრეს მშობლებმა.
- ორი წუთით გავალ, იკას დავემშვიდობები და მოვალ. მალე რომ გეთქვათ მოვასწრებდი ყველასთან გამომშვიდობებას თუმცა რას ვიზამთ.
- კარგი, ოღონდ მალე მოდი.
ტელეფონი ამოვიღე და იკას დავურეკე.
- მაპატიე თუ გაგაღვიძე, მაგრამ არ შემეძლო შენი უნახავი წავსულიყავი, თუ შეგიძლია გარეთ გამოდი რა.
- არა არ მძინებია, ეხლავე გამოვალ, - ტელეფონი გათიშა და წამში გარეთ გაჩნდა.
- მივდივარ.
- ჰო დავიჯერე, - სიცილი აუტყდა.
- არა მართლა მივდივარ, წუხელ სახლში რომ მივედი მაშინ მითხრეს მშობლებმა, მამას რაღაც საქმეები აქვს და...
- დარჩი.
- არ შემიძლია, უკვე ვთხოვე მათ ეს , მაგრამ უარი მითხრეს, - თვალებზე ცრემლი მადგა, ყველანაირად ვცდილობდი არაფერი შემტყობოდა, მაგრამ ამაოდ. ბოლოდ ვეღარ მოვითმინე და იკას მოვეხვიე. არ ვიცი იმ წამს რა ვიგრძენი. გამიჭირდა მასთან განშორება. მეგონა ეს ასე რთული არ იქნებოდა.
- დაწყნარდი, ემა, ისევ ჩამოხვალ , მე კი აქ დაგხვდები. ნუ ტირი გთხოვ.
- არ მინდა წასვლა, მე აქ ყოფნა მინდა, შენთან და დანარჩენ ბავშვებთან ერთად.
- მაგრამ უნდა წახვიდე, ასეა საჭირო. მიჭირს შენი გაშვება, შენ არა მარტო მეგობარი უფრო მეტი ხარ ჩემთვის. გთხოვ, ეს სიტყვები დაიმახსოვრე.
- კარგი, მე წავედი, - ვთქვი, თუმცა იკას არ ვშორდებოდი.
- თან წამიყვან?- გაეცინა, - ხელს თუ არ გამიშვებ ვერ წახვალ.
მჭიდროდ მოხვეული ხელები მოვაშორე იკას, შემოვტრიალდი და წამოვედი.
- მიყვარხარ, - ჩურჩული მომესმა უკნიდან , თავი მივაბრუნე და მის სახეზე გადმოგორებული ცრემლი დავინახე, მერე გავიქეცი, სახლამდე სირბილთ მივედი, მანქანაში ჩავჯექი და ცოტა ხნის წინ დაწყებული ზაფხული ჩემთვის იმ წამს დასრულდა.
მანქანა დაიძრა. გარეთ წვიმდა, მხოლოდ ეს ახარებდა ჩემს გულს, თუმცა სევდას უფრო ამძაფრებდა. ზაფხულის თითოეული, წამი გამახსენდა და იკასთან დაწყებული ტირილი გავაგრძელე. მანქანის მინის მიღმა ვიყურებოდი და ვფიქრობდი.გონებაში ათასი მოგ„ონება ირეოდა და უცებ დემეტრე გამახსენდა. გულში სიცარიელე ვიგრძენ, რომელსაც სხვადასხვა ენით აღუწერელი გრძნობა მოჰყვა. დამავიწყდა ყველა და ყველაფერი. ვფიქრობდი მხოლოდ მასზე და მასთან გატარებულ დღეებზე.რაღაც არის მასში განსაკუთრებული, რასაც ვგრძნობ, თუმცა დანახვა მიჭირს.
ქალაქში ისე ჩავედით არ გამიგია. მანქანა გაჩერდა თუ არა გადმოვედი, სადარბაზოში შევედი, კიბეები სწრაფად ავირბინე, სახლის კარი გავაღე და მაშინვე ჩემს ოთახში ჩავიკეტე. რამდენიმე საათიანი განმარტოების შემდეგ გამოვედი ოთახიდან , ვივახშმე და დასაძინებლად მოვემზადე.
- ემა, წეღან სახლის ტელეფონზე ბექამ დარეკა, 2-3 დღით ქალაქში ჩამოსულა და დაგიბარა მომწეროსო.
- კარგი. - ოთახში შევედი, ბალიშის ქვეშ დადებული ტელეფონი ავიღე და ბექას დავურეკე.
- ემააა, როგორ ხარ?
- არამიშავს შენ?
- ოო, რაღაც ისე ვერაა, როგორც უნდა იყოს. მითხარი რა გჭირს?
- არაფერი.
- ბავშვობიდან გიცნობ და ასეთი ემა მე არ მახსოვს, ხვალ გნახავ.
- აუ, ბექა, არ შემიძლია.
- არ მაინტერესებს, - ტელეფონი გამითიშა.

მეორე დღეს გვიან გამეღვიძა, მართალია კარგად გამოვიძინე, თუმცა ჩემ ხასიათს ეს სულაც არ ეტყობოდა. თვალი გავახილე თუ არა მაშინვე დემე გამახსენდა. ვერ ვხვდები ასე ხშირად თითქმის მუდმივად ჩემს თავში რა ესაქმება? იქნებ იმიტომ მახსენდება ესე ხშირად, რომ დამშვიდობება ვერ მოვასწარი, რაც გულზე მძიმე ლოდად მაწევს.
ტელეფონს დავხედე შეტყობინება დამხვდა. ბექასგან იყო მწერდა, რომ ექვს საათზე გამომივლიდა. ბექა ჩემი მეგობარია.ჩვენი მშობლები დიდი ხანია მეგობრობენ და ჩვენც ბავშვობიდან ერთად ვართ, ყოველთვის როცა რამე მიჭირდა ატირებული გავრბოდი მასთან, მის გარდა სხვა მეგობრები არც მყავდა და არც მჭირდებოდა. საუკეთესო ადამიანია ვისაც კი შევხვდერივარ. ჩემზე 4 წლით უფროსია. ჩვენ მეგობრობაზე ამან ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინა, პირიქით მგონი უფრო დავახლოვდით. ყველაფერს მიყვება თავის ცხოვრებაზე, მიგზავნის შეყვარებულის ფტოებს და შეუძლია უსასრულოდ მელაპარაკოს იმ გოგოს დადებით თვისებებზე, მეც ვკითხულობ მის მონაწერებს და ბედნიერი ვარ მისი ბედნიერებით. მეც არაფერს ვუმალავ. თითოეული ჩემი შეცდომა, გატაცება და წარმატება დეტალურად იცის. მართალია ბიოლოგიური უფროსი ძმა არ მყავს, მაგრამ დანაკლისს ვერ ვგრძნობ...
- დილამშვიდობის დე, მამა წავიდა?
- ჰო, დილით ადრე წავიდა. დამიბარა სასტუმრო აარჩიოს და დავჯავშნიო.
- არ მცალია, საღამოს ბექასთან ერთად გავდივარ. თუმცა უთხარი ის სასტუმრო დაჯავშნოს, სადაც ყოველ წელს დავდივართ.
- კარგია, ბექა როდის ბრუნდება უკან?
- არ ვიცი, დღეს ვკითხავ.

***
ზუსტად ექვს საათზე ზარის ხმა გაისმა. სიხარულით წავედი კარის გასაღებად. გავაღე თუ არა ესლვისისწრაფით ჩამიკრა გულში ბექამ. იმდენად ბედნიერი ვიყავი დემეტრეც კი გადამავიწყდა, მიუხედავად იმისა რომ მთელი დღე თავიდან ვერ ამოვიგე.
- ჩემო საყვარელო გოგოვ, როგორ მომენატრე ვერც კი წარმოიდგენ.
- მეც ძალიან, ბექა. ისე გამიხარდა, რომ გავიგე ჩამოხვედი.
- ბექა, როგორ ხარ? - სამზარეულოდან გამოვიდა დედა.
- ეკა დეიდა, კარგად თქვენ?
- არამიშავს, დეიდას ძახილს ვერ გადაგაჩვიე, -გაეცინა დედას.
- მე მზად ვარ, შეგვიძლია წავიდეთ.
- კარგი, ნახვამდის ეკა,- ხმამაღლა და სიცილით თქვა ბექამ,- წასვლამდე შემოვივლი ისევ.
სახლიდან გამოვედით და ნახევარ საათში უკვე ერთ-ერთ კაფეში ვისხედით. მე ჩემი საყვარელი ნამცხვარი და ფორთოხლის წევნი ავიღე ბექამ კი მხოლოდ ყავა შეუკვეთა.
- ჰა ეხლა, კდევ დიდხანს გიცადო თუ დაიწყებ მოყოლას?
- მოსაყოლი არაფერია. ყველაფერი ისევ ისეა, როგორც ადრე იყო.
- არ მჯერა. უემოციო და მოწყენილი ემა არ მახსოვს. რაღაც ხდება შენს თავს. თუ არ მეტყვი მაშინ მეც არაფერს მოვყვები.
- კარგი ჰო , მაგრამ არც კი ვიცი საიდან დავიწყო, იმიტომ რომ მეც არ ვიცი რა მჭირს. უბრალოდ ვფიქრობ სოფლიდან წამსვლამ იმოქმედა ჩემზე ცუდად.
- მხოლოდ სოფლიდან წამოსვლის გამო ხარ ასე? - ცალი წარბი აწია და ცნობისმოყვარეობით აღსავსე თვალებით მომაშტერდა.
- ჰო, იქ იმდენი მეგობარი გავიჩინე. ისინი ისეთი თბილები და კარგები არიან. დემე, იკა, ნია, ნიცა და ბევრი სხვა.
- ემა, ბიჭის თემა ხომ არაა?
- არა , არა. თუმცა ვერ ვივიწყებ, მათ. განსაკუთრებით დემეტრეს .
- ვიცი შენს თავს რაც ხდება.
- ეგ მეც არ ვიცი, შენ საიდან უნდა იცოდე. იცი გონებიდან ვერ ვიშორებ დემეტრეს, თითოეული წუთი მახსოვს, კარგიც და ცუდიც.
- ემა, შეყვარებული ხარ, - სიცილი აუტყდა.
- ბექა! გაგიჟდი?! ამაზე წამითაც კი არ მიფიქრია, მე ვფიქრობ უფრო შევეჩვიე.
- სიყვარულის პირველ საფეხურზე ხარ და ვერც კი ხვდები, დამიჯერე გამოცდილი ვარ მაგ საქმეში.
- არა მე ასე არ ვფიქრობ, მართალია ვერ გავრკვეულვარ რა ხდება ჩემს თავს თუმცა ამას სიყვარულს ალბათ ვერ დავარქმევ.
- თუ ეგრე ფიქრობ, მაშინ წინადადებას ,,ალბათ'' უნდა მოაკლო.
- კარგი გვეყო, შენზე მოყევი რამე.
- თვე-ნახევარში ლონდონში მოგიწევს ჩამოსვლა.
- რატომ?
- ვქორწინდები, ემ.
- ბექააა, რა მაგაარიაა. აქამდე რატომ არ მითხარი?
- ცოტა ხნის წინ გადავწყვიტეთ და ვიფიქრე პირადად ვეტყვი-მეთქი.
- ვერც წარმოიდგენ როგორ გამიხარდა, თუმცა ეგოისტობამ გაიღვიძა ჩემში, ცოლს რო მოიყვან დრო საერთოდ აღარ გექნება ჩემთვის,- გამეცინა,- ვეცდები ჩამოვიდე.
- ჯერესერთი ეცდები არა! აუცილებლად ჩამოხვალ და მეორეც შენთვის დრო ყოველთვის მექნება, საუკეთესო მეგობრებს არ ივიწყებენ...
ალბათ ერთი საათი კიდევ ვიყავით კაფეში და მერე სახლში წამოვედით.
- დე, მა , მოვედი.
- კარგია, მამა ჯერ არ მოსულა, თუმცა დარეკა და მითხრა სასტუმროში უკვე გელოდებიანო.
- ჰოდა ძალიან კარგი, როდის მივდივართ?
- როცა შენ გინა.
- ხვალვე შეგვიძლია, წავალ ტანსაცმელს ჩავალაგებ.
***
იმ ღამეს კარგად მეძინა და დილით კარგ ხასიათზე გავიღვიძე. საწოლის კუთხეში დაგდებული ტელეფონი ანათებდა, მივხვდი შეტყობინება იყო მოსული, თუმცა არ მინახავს. თავი მოვიწესრიგე, მშობლებთან ერთად ვისაუზმე და მე და დედა გზას დავადექით.მხოლოდ მაშინ მოვიცალი შეტყობინების სანახავად. პირველი ბექასგან იყო, კეთილი მგზავრობა მისურვა, ხოლო მეორე უცხო ნომრიდან იყო გამოგზავნილი, მწერდა როგორ ხარო, მაგრამ პასუხი არ დამიბრუნებია, ზოგადად უცხო ნომრებს ყურადღებას არ ვაქცევ. ბოლო შეტყობინება იკასგან იყო, მეც მაშინვე დავუბრუნე პასუხი. მიყვებოდა თუ როგორ მოიწყინა უჩემოდ, რას აკეთებდნენ ყოველ დღე. იმასაც მწერდა, რომ ჩემი წამოსვლის შემდგე დემეტრე უცნაურად იქცეოდა, ბავშვებთან ერთად აღარსად დადიოდა და თუ სადმე გამოჩნდებოდა სულ ჩაფიქრებული და მოწყენილი იყო, რასაც იკას გარდა სხვებიც ამჩნევდნენ. მათ შორის ისევ უზარმაზარი ბზარი იყო, რომლეს გამთელებასაც იკას საუბრიდან გამომდინარე არც ერთი არ ცდილობდა...
ისე გავერთე იკასთან მიმოწერით დრო შეუმჩნევლად გავიდა, საღამო იყო, როცა მე და დედა სასტუმროში მივედით.საშინლად ცხელოდა, დაბინავებსთანავე შხაპი მივიღე და სააბაზანოდან გამოვედი თუ არა ტელეფონმა დარეკა.ნომრისთვის არც დამიხედავს ისე ვუპასუხე.
- ემაა, როგორ ხარ?
- დემეე, შენ ხარ?- მისი ხმის გაგონებისას ათასობით პეპელა აფრინდა მუცელში და მთელს ტანში უცნაურმა შეგრძნებამ დამიარა.
- ჰო, მე ვარ. გუშინ მოგწერე კიდეც, თუმცა პასუხი ვერ მივიღე.
- ზოგადად უცხო ნომრებს არ ვპასუხობ. ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამიხარდა შენი ხმის გაგონება.
- მიჭირდა დამერეკა, თან მრცხვენოდა, - გაეცინა.
- კარგი რა, პირიქით ამაზე მეტად ახლა ვერაფერი გამახარებდა დამიჯერე. როგორ ხარ აბა? ჩემი ნომერი შენ საიდან?
- ნიცასგან გავიგე. კარგად ვარ უკვე ქალაქში ვარ და ვიფიქრე ვნახავთქო.
- როცა ჩამოვალ აუცილებლად გნახავ.
- აქ არ ხარ?
- არა, მე და დედა ზღვაზე წავედით, მალე ჩამოვალ.
- კარგი აბა აღარ გაგაცდენ.
- ნახვამდის.
იმ ღამით ტკბილად დამეძინა და დილით თვალისგახელისთანავე გამახსენდა დემეტრე, იმ დღეს მასზე ფიქრის გარდა არაფერი მიკეთებია, არ შემეძლო ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა, თითქმის თავისი ხელით დამატარებდა დედაჩემი ერთი ქუჩიდან მეორეზე, რომ მანქანა არ დამჯახებოდა.
მეორე დღესაც დემეზე ფიქრით გავიღვიძე, მაგრამ ვეცადე ცოტა ხანს გონებიდან ამომეგდო, რამდენჯერმე მოვახერხე, თუმცა იმ შედეგს ვერ მივაღწიე რაც მინდოდა. მთელი დღე სანაპიროზე ვიყავი, ზღვა თბილი იყო და რუჯიც ნორმალურად მივიღე. დედაჩემი რა თქმა უნდა გვერდიდან არ მომშორებია, ათას რამეზე წამოიწყო საუბარი, თუმცა კომპანიონობა ვერ გავუწიე, მართალია იმ დროს დემეტრეზე არ ვფიქრობდი, მაგრამ საუბრის სურვილი არ მქონდა და უცებ მკითხა შეყვარებული მყავდა თუ არა, გამიკვირდა დედაჩემს არ ჩვევია ესეთი რაღაცეები, ახლა რატომ მკითხა ეს? მაგრამ ამაზე უცნაური ისაა რომ სიტყვა ,,შეყვარებულის'' გაგონებისას ისეთი ვიღაც გამახსენდა მეც გაოგნებული დავრჩი. რა თქმა უნდა ცივი უარი განვაცხადე, ასეც იყო მოსალოდნელი რადგან შეყვარებული მართლაც არ მყავდა.
რამდენიმე დღე გავიდა დემეს ზარის შემდეგ, პლაჟზე ვიწექი და რუჯს ვიღებდი,თვალებდახუჭული საყვარელ სიმღერას ვუსმენდი. ვიგრძენი რომ ვიღაც მადგა თავზე და მომიწია თვალები გამეხილა.
- დემე?! შენ აქ საიდან? - გაიცინა, ისე როგორც ყოველთვის ჩვევია.
- შემთხვევითობის ბრალია, მეგობრებთან ერთად მოულოდნელად წამოვედი.
ფეხზე წამოვდექი და მოვეხვი, ეხლა ამაზე მეტად სხვა ვერაფერი გამახარებდა .
- როგორ მიხარია შენი ნახვა ვერც კი წარმოიდგენ.
- რაშვები აბა? უკან როდის ბრუნდები?
- არ ვიცი, 3-4 დღეში ალბათ, შენ რამდენ ხანს რჩები?
- ერთად წავიდეთ თუ გინდა.
- კარგი ეგრე იყოს.
- საღამოსთვის გაქვს რამე დაგეგმილი?
- არაა, არაფერი.
- ჩათვალე უკვე გაქვს, -გაეცინა, მერე ბიჭებმა დაუძახეს,- კარგი აბა დაგირეკავ მზად იყავი.
იმდენად ბედნიერი ვიყავი სიტყვებითაც კი ვერ აღვწერ. მოულოდნელი იყო დემეს იქ ნახვა, ყველაფერს წარმოვიდგენდი და ამას ვერა. როგორც კი დემე წავიდა მეც აღარ დავაყოვნე და სასტუმროში წავედი.
- დე, იცი ვინ ვნახე?
- თუ არ მეტყვი არ მეცოდინება.
- დემე, დემე ვნახე. აი ის დემე სოფელში რომ გავიცანი.
- ისეთი აღტაცებით საუბრობ...- ჩაიცინა.
- კარგი რაა, შენ არგაგიხარდებოდა მეგობრის ნახვა? ჰოდა რას ვამბობდი, მოკლედ საღამოს უნდა გავიდე რა.
- ესეიგი უკვე აღარც მეკითხები? -ისევ სიცილით მკითხა,- გადაგიწყვეტია.
- ვიცი რო უარს არმეტყვი, - მერე მივედი და ლოყაზე ვაკოცე.
- კარგი, ოღონდ ძალიან ნუ დაიგვიანებ.
სააბაზანოში შევედი, წყალი გადავივლე და მომზადება დავიწყე. არ ვიცოდი რა ჩამეცვა. უბრალო ჯინსის შორტის ჩაცმა მინდოდა, მაგრამ ბოლოს გადავიფიქრე და ლურჯი მუხლს ზემოთ კაბა ჩავიცვი, ამავე ფერის ბალეტკებთან ერთად. თმა უბრალოდ დავიწანი, და მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე. რვა საათი სრულდებოდა, როცა დემემ დამირეკა, შეხვედრის ადგილი დავთქვით და სახლიდან გავედი.
ადგილზე მისულს დემე უკვე იქ დამხვდა.
- გარეთ გირჩევნია რომ დავსხდეთ თუ შიგნით? - მკითხა ღიმილით.
- ჩემთვის სულერთია, მაგრამ გარეთ იყოს.
- კარგი, შეუკვეთე რაც გინდა და მერე მომიყევი შენი ამბები.
მენიუს თვალი გადავავლე და ბოლოს შოკოლადის ნამცხვარი და ფორთოხლის წვენი შევუკვეთე, დემემ მხოლოდ ყავა დალია.
- აბაა? რას შვები?
- რავიცი, რაც სოფლიდან წამოვედი იმის მერე აქ ვარ, ისე გამიხარდა შენი ნახვა, მაგრამ არველოდი.
- ჰო, შენ კი არა მეც არ ველოდი, რომ აქ ჩამოვიდოდი. შენ რომ წამოხვედი მეც აღარ გავჩერებულვარ სოფელში დიდხანს. კარგი შენზე მომიყევი რამე.
- ჩემს თავზე საუბარი არ მიყვარს, უფრო სწორად არ ვიცი რა უნდა მოვყვე, როცა მეუბნებიან შენზე მოგვიყევიო. ამაზე პასუხი ყოველთვის მზად მაქვს- მკითხე და გიპასუხებ.- გაეღიმა და ცოტა ხანს გაჩუმდა.
- კარგი ყველაზე მეტად რაგიყვარს? ან ვინ?
- ყველაზე მეტად ცეკვა მიყვარს, ხოლო ადამიანებს რაც შეეხება ბევრი მიყვარს ესე სათითაოდ ვერ გამოვარჩევ და შენ? - კითხვით გადავედი დემესთან.
- ცეკვა მეც ძალიან მიყვარს, თუმცა ბავშვობის შემდეგ აღარ მიცეკვია, ავარიაში მოვყევი და ხერხემლის პრობლემამ იძულებული გამხადა თავი დამენებებინა. და ადამიანები? აქ საქმე უკვე მარტივადაა.
- ეგ როგორ გავიგო?
- იყო პერიოდი როცა ყველა და ყველაფერი დავივიწყე და მხოლოდ იმ ერთის გამო ვცოცხლობდი. არ ვიცი როგორ ვთქვა. თითქოს მიყვარდა, მაგრამ ყველაფერი ისე სწრაფად დამთავრდა ვერც კი მოვასწარი გააზრება.მაშინ მხოლოდ 17 წლის ვიყავი და ის ურთიერთობა სიყვარული არ, ალბათ უფრო შეჩვევა იყო რა...
- ჰო მახსოვს მაგ თემასთან დაკავშირებით რაღაც მითხარი სოფელში, თუმცა ვფიქრობ უბრალოდ მარტოობის შიში გაიძულებდა მასთან ყოფილიყავი და ამ ურთიერთობისას ისე შეეჩვიე უკვე მის გარეშე ცხოვრების წარმოდგენა რთული იყო შენთვის... და მერე რამოხდა?
-ჰმმ... უბრალოდ ადგა და წავიდა. წავიდა ჩემი ცხოვრებიდან. ძალიან გამიჭირდა, რთულია შეჩვეულს გადაეჩვიო, მითუმეტეს თუ საქმე ადამიანს ეხება.
- მართალი ხარ, მაგრამ სხვა გზა არაა. ადამიანი ცხოვრებას აგრძელებს მომავლის იმედით და თანაც შეუძლებელი არაფერია, - გამეღიმა.
- საუბარი მარტივია, როცა თვითონ არ გაქვს გამოცდილი ეს ყველაფერი.
- გამოცდილი არ მაქვს, მაგრამ შემიძლია თავი ნებისმიერ სიტუაციაში წარმოვიდგინო.
- კარგი, მოდი სხვა თემაზე გადავიდეთ, არმინდოდა აქამდე მივსულიყავით.
- და ეხლა შენს გულს იკავებს ვინმე? - ვკითხე დაუფიქრებლად, გაეცინა და მზერა ყავის ჭიქიდან ჩემზე გადმოიტანა.
- არ ვიცი, არის ერთი, მაგრამ რაგამოვა ბოლოს ვერ გეტყვი.
- ჰოო დრო გიჩვენებს.
ცოტა ხანს ჩუმად ვიყავით. თვალებში მიყურებდა და ფიქრობდა.
- რაზე ფიქრობ? ვკითხე და წვენი მოვსვი.
- ბევრ რამეზე.
- და მაინც?
- იმ დღეზე როცა პირველად გნახე. იმაზე თუ როგორ გაწყენინე, უფრო სწორად ეგრე გამოვიდა ძალით არმინდოდა, ხომ იცი...
- ჰო ვიცი, ამიხსენი უკვე და აღარ გვინდა მაგის გახსენება.
- სამომავლოდ რას გეგმავ?
- სწავლას, - მოკლედ მოვუჭერი.
- წელს ჩააბარე ჰო?
- ჰო, იურიდიულზე.
- იურისტობა გინდა?
- დაახლოებით, პარალელურად ალბათ მსახიობობასაც მივხედავ და ცეკვასაც. შენ?
- მე მესამე კურსზე ვარ, ბიზნესის მართვას ვსწავლობ და სხვათაშორის სპექტაკლებშიც ვთამაშობ.
დემეს საუბარი ჩემი ტელეფონის ზარმა გააწყვეტიინა.
- იკაა! როგორ ხაარ? - იკას ხსენებაზე დემეს სახე შეეცვალა.
- ეემ, კარგად შენ? ეხლახანს გავიგე ზუსტად იმ სასწავლებელში ჩავირიცხე სადაც მინდოდა.
- ეე, რა მაგარიაა გილოცაავ! მაშინ სულ მალე გნახაავ.
- ჰო, პირველს შენ დაგირეკე არავისთვის არ მითქვამს.
- ძალიან გამიხარდა, იკა, წარმატებები.
- მადლობა, კარგი ეხლა გავთიშავ დედაჩემსაც უნდა ვუთხრა.
-ნახვამდის.
ტელეფონი გავთიშე. დემე ისევ ჩაფიქრებული იჯდა, ვერცკი გაიგო როდის მოვრჩი საუბარს.
- დემეე!
- მაპატიე, ჩავფიქრდი. რა უნდოდა?
- ზუსტად იმ სასწავლებელში ჩარიცხულა სადაც უნდოდა, ისეთი ბედნიერი იყო... - აღტაცებით ვყვებოდი ყველაფერს რაც მითხრა იკამ.
- მერე შენ რა გიხარია? - ოდნავ დაძაბული მეჩვენა.
- რას ნიშნავს ეგ? მეგობარია და წარმატებები გამიხარდა და მერე მეორეც ხშირად ვნახავ ხოლმე.
- კარგი, გადავიხდი და წავიდეთ.
დემე უეცრად შეიცვალა. არ ვიცი რა მოუვიდა, იკას ზარის შემდეგ დაიძაბა და ქცევების კონტროლიც უჭირდა. სასტუმროში დამტოვა და წავიდა. საათს დავხედე თერთმეტი სრულდებოდა, ნომერში ავედი ,დედა ფილმს უყურებდა.
- აბა, როგორ ჩაიარაა მეგობრულმა საღამომ?
- რავი, დე, არაუშავდა. იკამ დამირეკა ჩარიცხულა ზუსტად იქ სადაც უნდოდა.
- რაკარგია და ანუ სად ჩაირიცხა?
- ეგ არ უთქვამს, მხოლოდი ის მითხრა სადაც მინდოდა იქ მოვხვდიო, ვკითხავ მერე.
- სახლში როდის დავბრუნდეთ? მამას მოენატრე.
- ჰო, დამირეკა დღეს. ვუთხარი 3-4 დღეში ჩამოვალთთქო.
- კარგი, ღამემშვიდობის მე უნდა დავიძინო.
დედა თავის ნომერში წავიდა და დავრჩი მარტო ჩემს თავთან.დასაწოლად მოვემზადე, მაგრამ ვერაფრით ვიძინებდი. დემესთან გატარებული საღამო არ მშორდებოდა გონებიდან. თითოეული დეტალი მახსენდებოდა, განსაკუთრებით იკას ზარზე დემეტრეს რეაქცია. ვერაფრით ვხვდები რატომ გაბრაზდა.
ბოლოს ფიქრებში გართულს ჩამეძინა.



ბავშვებო იქნებ თქვენი შთაბეჭდილებები გამიზიაროთ, მითხრათ რა მოგწონთ და რა არა და საერთოდ ღირს თუ არა ამისტორიის გაგრძელება.



№1 სტუმარი Guest Eka

Ikas dzaan cudad eqcevi

 


№2 სტუმარი Guest Eka

Guest Eka
Ikas dzaan cudad eqcevi

ჰო მაგრამ რომელიმე ჰოუნდა აირჩიოს, თუმცა ვეცდები ბოლოს კარგი ურთიერთობა ქონდეთ.. მადლობა რომ კითხულობ heart_eyes

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

არადა მე იკა უფრო მომწონს :(

 


№4  offline წევრი Ella29

ანი ანი
არადა მე იკა უფრო მომწონს :(

რავიციი, ვნახოთ რაიქნებაა :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent