შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

CRUEL მეოთხე თავი +18 ( BDSM / WORLD )


18-07-2017, 23:30
ავტორი sarahcastle
ნანახია 2 188

თავი 4
სკოლის ცივი, უსახური კედლების შემყურეს უნდება რომ გაიქცეს და უკან აღარ დაბრუნდეს, მაგრამ თავს ძალას ატანს და სკოლაში შედის. სპეციალურად დააგვიანა, რომ არავის ენახა მისი სამაჯური. თუნდაც ცოტა ხნით.
დირექციის კარზე აკაკუნებს და მას შემდეგ რაც “შემოდის” ეუბნებიან, ოთახში შედის. დირექტორის მოადგილე ჰარის ათვალიერებს, შემდეგ კი მზერას მის სამაჯურზე აჩერებს, ჰარი უხერხულად იშმუშნება და სამაჯურს ჯაჯგურს უწყებს. როგორ უნდა რომ მოიხსნას…
-სახელი.
-ჰარი სთაილსი- ლუღლუღებს , მოადგილე კი მას ახალ ცხრილს უწვდის. ჰარი ცხრილს დაჰყურებს და გული საგულიდან უვარდება. ყველაზე ცუდი დღის დასაწყისი. მისი მასწავლებელი, რომელიც ყველა საგანს ჩაუტარებს მისტერ მარშლოუა… მის გაკვეთილზე კი უკვე დააგვიანა… ეს ძალიან ცუდია!
-მასწავლელის შეცვლა არ შეიძლება?- ხმაჩავარდნილი კითხულობს. პასუხი თავადაც იცის, მაგრამ არ უნდა დაჯერება… ახლა სულაც არ ეშინია ალექსანდრასი, ახლა მხოლოდ მარშლოუს და მისი მუქარების ეშინია… რომელსაც იცის, ის აუცილებლად აასრულებს. ჰარი ნელა ტრიალდება და იმ კაბინეტისკენ მიაბიჯებს, სადაც ჯოჯოხეთი ელის.
პირველი ნაბიჯი ძნელია, შემდეგი ნაბიჯები კი უფრო ძნელი. ყველაზე ძნელი კი კარზე დაკაკუნება, კარის გაღება და მასწავლებლის უკმაყოფილო სახეზე ჰარის დანახვით გამოსახული კმაყოფილების დანახვაა, ხოლო ზეინის სახეზე დაბნეულობის და გაოცების. კლასში მოლოდ 10 მოსწავლეა, მისი ჩათვლით თერთმეტი მაგრამ გრძნობს ყველა მათგანი როგორ მიშტერებია მას.
-ზეინის გვერდით დაჯექი, სასჯელს გაკვეთილის ბოლოს მიიღებ.
და ისევ აგრძელებს იმის ახსნას რაც უკვე ჰარიმ იცის, ჰარი კი კიდევ უფრო ნელი ნაბიჯებით მიდის მერხთან და ზეინს გვერდით უჯდება, შემდეგ კი ზეინის შეხებას გრძნობს და მისივე ჩურჩული ესმის “ ყველაფერი კარგად იქნება” , მაგრამ მან იცის… იცის რომ ყველაფერი კარგად აღარასდროს იქნება, ის რომ საბმისივი გახდა ნიშნავს იმას რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი კარგად აღარასდროს იქნება.
-რამდენმა იცით რა ხდება როდესაც საკუთარ დომინანტებს იპოვით?
-მას ვემორჩილებით…-ვიღაც ხმას იღებს თუმცა, მასწავლებელი მზერით აჩუმებს.
-არა, ედრიენ! მე ვლაპარაკობ რას აკეთებს დომიანტი რომ თქვენი უსაფრთხოება დაიცვას?
- გააჩნია წყვილს.-ისმის კიდევ ერთი პასუხი.
-მართალია . გააჩნია წყვილს. თუ ეს სტანდარტული წყვილია ანუ გოგო და ბიჭი, ამ შემთხვევაში მხოლოდ იმის გასაგები ტესტი კეთდება, რომელ შობადობის კატეგორიას მიეკუთვნება საბმისივი. თუ 4 ან მასზე დაბალია კატეგორია, ეს ნიშნავს რომ მას შვილი არ ეყოლება, თუ 5-6 კატეგორია ეს ნიშნავს რომ შესაძლოა შვილი ეყოლოს. ხოლო თუ 7-დან 10-ამდეა, მაშინ ეს ნიშნავს რომ ყველაზე მეტი შანსია შვილის ყოლის. როგორც იცით ჩვენი საზოგადოება დიდ ყურადღებას აქცევს შვილიანობას და საერთოდ ამ კატეგორიების დაყოფას, ასე რომ ეს ყველა საბმისივისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თავიდან როდესაც მეცნიერებმა გათვალეს გენის მუტაცია, მათ არ იცოდნენ რას მოიტანდა ეს. ყველაფერი გამრავლებაზე და სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდაზე მიდიოდა, თუმცა შემგდომში მოხდა ის რასაც ისინი არ ელოდნენ… გაყოფა. გაყოფა სუსტად და ძლიერად, მორჩილად და დამმორჩილელად, საბმისივად და დომინანტად.
-თქვენ თქვით 10-ამდე, შესაძლებელია თუ არა რომ საბმისივი მეათე კატეგორიას მიეკუთვნებოდეს?
-ალბათ შესაძლებელია, ასეთი საბმისივი მხოლოდ ერთხელ დაიბადა. კატეგორიები 7-8 არის ყველაზე უფრო ხშირია, ხოლო 9 ძალიან იშვიათი. წარმოიდგინეთ მას შემდეგ რაც ადამიანები საბმისივებად და დომიანტებად დაიყვნენ, მხოლოდ 15 ადამიანი იყო მეცხრე და მეათე კატეგორიის. მერვე და უფრო მაღალი კატეგორიის საბმისივები ყველაზე ძვირადღირებულები არიან…
-ისე ლაპარაკობთ თითქოს ცხოველები ვიყოთ!-ვეღარ მოითმინა ჰარიმ.
-მე ასე არ ვფიქრობ სთაილს, თუმცა მე უმეტესობას ნამდვილად არ მივეკუთნები. თქვენ ასეთ დამოკიდებულებას უნდა შეეჩვიოთ, რადგან ისე მოგექცევიან როგორც ნივთს.-შემდეგ კი მზერა ზეინზე გადააქ- მალიკ, რა ხდება როდესაც პარტნიორები ერთი სქესის არიან?
უკნიდან რამდენიმე ბავშვის ჩაცინების ხმა ესმის და ჰარიც ზეინთან ერთად ხელებს მუშტავს. ზეინი პასუხს არ სცემს , მერხს ჩაშტერებია და ხმას არ იღებს.
-მაშასადამე შენი სიჩუმით შეიძლება დავასკვნათ რომ შენი დომინანტი ბიჭია.-ზეინი კბილებს აღრჭიალებს და ხელებს უფრო ძლიერ მუშტავს, თუმცა თავს არ წევს.- ასეთ შემთხევაში ივსება სპეციალური ბდსმ კონტრაქტი, სადაც ინსაზღვრება წესები და ზღვარი ევლება რისი გაკეთება შეუძლია დომიანტს საბმისივთან სექსუალური კავშირის დროს და რისი არა, ამას რათქმაუნდა საბმისივი ირჩევს. გაივლით ტესტის მაგვარ კითხვარს, სადაც უნდა მიუთითოთ სამი პასუხი. “არა, კი ან შეიძლება”. თუ მაგალითად დაწერთ “არას”, ეს განიხილება თქვენს აზრად თუმცა დომინანტს შეუძლია გადაგარწმუნოთ ამ საკითხში. გადარწმუნებაში არ შედის იმ პუნქტის გაკეთება, რაც თქვენ “არად” მონიშნეთ. თუ მაგალითად დაწერეთ “შეიძლება”, დომინანტს უფლება აქვს ეს ნებისმიერ დროს გააკეთოს, ოღონდ მხოლოდ თქვენი თანხმობით. ხოლო თუ დაწრეთ კი… მემგონი აქ ყველაფერი ისედაც გასაგებია. ასეთივე კითხვარს აძლევენ დომინანტს, რომელიც ამას შეავსებს. შემდეგ კი მის კითხვარს თქვენ მიიღებთ, ხოლო თქვენი კითხვარი გადაეცემა დომინანტს, რადგან მან უნდა იცოდეს რას ელით მისგან და თქვენც უნდა იცოდეთ, რას უნდა ელოდეთ მისგან. კითხვები?
-ეს კონტრაქტი მხოლოდ ერთსქესიან ურთიერთობებში დგება?
-დიახ, ეს მხოლოდ კონტრაქტი იმ შემთხევაში დგება თუ წყვილი ბიჭისა და ბიჭისგან, ან სულაც გოგოს და გოგოსგან შედგება. თუმცა ამ ბოლო დროს გახშირდა ბდსმ კონტრაქტების დადება სტანდარტულ წყვილებს შორის.
ჰარი თავს სწერვს და მასწავლებელს გაოცებული შეჰყურებს.
-თუმცა ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, როცა დომინანტი ბიჭია, ხოლო საბმისივი გოგო.
ჰარი ისევ მერხს აშტერდება, ის რამდენიმეწამიანი დაცულობის შეგრძნება ისევ გაქრა.
-და რას ნიშნავს უსაფრთხოდ? თქვენ ხომ თქვით რომ… რომ ნივთივით მოგვექცევიან.
-ედრიენ , ეს არ ნიშნავს იმას რომ თქვენ უსაფრთხოდ არ იქნებით. დომინანტი უბრალოდ იღებს სრულ კონტროლს იმაზე რას აკეთებთ, რას ჭამთ, ვისთან ურთიერთობთ. თუ ის იფიქრებს , რომ ეს თქვენთვის საზიანოა, მას შეუძლია აგიკრძალოთ… მაგრამ არსებობს ზღვარი რომელსაც არცერთი დომიანტი არ უნდა გადავიდეს….
-რა ზღვარი?-აწვეტინებს ჰარი, მარშლოს მზერა ჰარიზე გადააქ და ოდნავ უღიმის. ჰარი წამებში იბნევაა, რადგან ეს ღიმილი როგორც ყოველთვის დამცინავი კი არა, ოდნავ თბილი და გულრწფელია.
-მაგალითად საბმისივის ჯამრთელობა საფრთხეში არ უნდა ჩააგდოს, ასეთ ზღვარად შეიძლება ჩაითვალოს მისი მოკვლის მცდელობა, ხელის ან ფეხის მოტეხილობა, მძიმე ჭრილობები…
-და თუ დომიანტმა ზღვარს გადააბიჯა?-ახლა სხვა მოსწავლე აწყვეტინებს მას.
-ასეთ შემთხევაში მთელი ყურადღება საბმისივის გადარჩენაზე, მისი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯამრთელობის გაუმჯობესებაზე გადადის. თუ ასეთი რამ მოხდა, დომინანტს აღარ ექნება უფლება ამ საბმისივს მიუახლოვდეს… დომინანტს სამუდამოდ ჩამოაშორებენ საბმისივს, ხოლო საბმისივს მის ძველ ოჯახში დააბრუნებენ, თუმცა აქაც არის გამონაკლისი. ეს არ ეხება ნამდვილი დომინანტის და ნამდვილი საბმისივის წყვილს. ასეთ შემთხვევაში ეს ზღვარი წაშლილია, რადგან სახელმწიფო მათ საქმეებში არ ერევა.
-მაგრამ თუ ჩემმა ნამდვილმა დომიანტმა ჩემი მოკვლა სცადა?
-ის ამას ვერ გააკეთებს, ემბერ. თუ სამბისივის დეენემში ჩადებულია მორჩილება და ზრუნვა, დომიანტის დეენემში ჩადებულია უსაფრთხოებაზე ზრუნვა და თქვენი დაცვა. ზღვარს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადადიან, თუ ამას გაუაზრებლად აკეთებენ და ფსიქიკურად არაჯამრთელები არიან. ნამდვილ დომინანტს არ შეუძლია ტკივილი განძრახ მოგაყენოთ, ფიზიკურზე ვამბობ(თუ რათქმაუნდა ეს სასჯელი არ არის) და არ შეუძლია თქვენი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენოს. გინდათ ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, თუ რატომცაა ცოტა ასეთი წყვილები რომლებიც შედგებიან ნამდვილი დომიანტისგან და ნამდვილი საბმისივისგან?
კლასი გასუსულია და ამ სიჩუმეში მარშლოუს პასუხზე ჰარი კრთება…. ნუთუ ეს მართლა შესაძლებელია?
-თუ ასეთი “ნამდვილი” წყვილიდან რომელიმე კვდება, მეორე მისი ნახევარიც ნახევარი საათის განმავლობაში კვდება.
ჰარის სუნთქვა ეკვრის. თუ ის მოკვდება ალექსანდრაც მოკვდება, თუ ალექსანდრა მოკვდება ისიც მოკვდება….
-კი მაგრამ რატომ? ყველა ადამიანი ხომ ცალკეული ინდივიდიაა.
-ელეანორ-ჩაიცინა მასწავლებელმა- სიტყვა “ადამიანი” უკვე კარგი ხანია აღარ გამოიყენება, ეს ძალიან ძველი სიტყვაა რომელსაც ათეულობით საუკუნის წინ იყენებნენ. ასევე ეს სიტყვა აკრძალული სიტყვების სიას მიეკუთვნება… ეს ის არის რაც ახლა ჩვენს სამყაროში არ არსებობს. ვინ გასწავლა ეს სიტყვა?
-მე..მე..
-ჩემს ადგილას სხვა მასწავლებელი რომ ყოფილიყო, ის აუცილებლად შეატყობინებდა დირექტორს რომ მოსწავლემ , მითუმეტეს სამბისივმა დაარღვია კანონი და აკრძალული სიტყვები წარმოსთქვა. მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ჩემი აზრით თქვენ უნდა იცოდეთ თითეული სიტყვის განმარტება. ვინემ კიდევ იციის აკრძალული სიტყვები? ცოტათი ადრე წესების გაკვეთილიდან გადავდივართ ისტორიის გაკვეთილზე.
ჰარიმ კლასი მოათვალიერა, ყველა ჩუმად იყო და მარშლოუს შეჰყურებდა. ჰარიც დაბნეული მიაშტერდა მასწავლებელს, კაცი რომელსაც ვერ იტანდა, მასწავლებელი რომელიც ყველაზე მეტად აშინედა და ყველაზე მეტად ეზიზღებოდა, მათ ასწავლიდა აკრძალულ სიტყვებს… ეს რომ ვინმეს გაეგო, მას უბრალოდ მოკლავდნენ!
-კარგი მოდი ჯერ ავხსნათ სიტყვა ადამიანი, რას ნიშნავს ის და რას ნიშნავდა და ნიშნავს ამჟამად ადამიანობა.
-მაგრამ ადამიანობა ხომ აღარ არსებობს-ამოილუღლუღა ელეანორმა-დედამ თქვა რომ როდესაც ხალხი საბმისივებად და დომინანტებად დაიყო, ყველაფერი შეიცვალა და ყველა ის ღირებულება რაც არსებობდა შეიცვალა ან გაქრა.
-ადამიანი უპირველეს ყოვლისა ინდივიდია, რომელსაც გააჩნია გრძნობები, ემოციები და აზროვნების უნარი. ის ცხოველისგან სწორედ იმით განსხვავდებოდა, რომ გააჩნდა აზროვნების უნარი. ადამიანობა კი მისივე ემოციების გამომჟღავნება იყო სხვა ადამიანის მიმართ, ზოგჯერ ცხოველის მიმართათ. ადამიანობა არ გამქრალა, იმიტომ რომ ვიმეორებ ადამიანი ინდივიდია. ჩვენ კი სწორედ ინდივიდები ვართ, არ აქვს მნიშვნელობა ქალი ვიქნებით, კაცი, საბმისივი თუ დომინანტი. ადამიანობას არ სანზღვრავს ის ვინ ხართ თქვენ, მას თქვენი გული, გონება და ემოციები საზღვრავს.
-ამას რატომ გვეუბნებით?- მასწავლებელს ახედა ჰარიმ- მხოლოდ რამდენიმე პროფესია არსებობს ვისთვისას შესაძლებელია აკრძალულის სიტყვების ცოდნა და მათი მნიშვნელობის გაგება, ამას რატომ გვეუბნებით როცა ჩვენ ამის უფლება არ გვაქ? რომ გაიგონ რომ ამის შესახებ მოგვიყევით , თქვენ მოგკლავენ.
-კიდევ ერთი აკრძალული სიტყვა, სთაილს… რისკი! ეს არის ის რასაც იმისდამიუხედავად აკეთებ თუ რა გელის, როცა იცი რომ შენს საქციელს შეიძლება რამე ცუდი მოჰყვეს… მაგრამ აკეთებ. აკეთებ იმას რაც აკრძალული გაქვს.
-მაგრამ ეს სისულელეა! რისი უფლებაც არ გვაქვს იმას ვერ გავაკეთებთ, ჩვენ ყველა დომინანტებს ვემორჩილებით! თქვენ საბმისივების კლასში ხართ! ჩვენ არავინ მოგვისმენს, უბრალოდ გაგავაჩუმებენ, მოგვკლავენ, გაგვტეხენ… ყველას ფეხებზე კიდია რომ ჩვენც ადამიანები ვართ და ჩვენც გაგვაჩნია გრძნობები!-წამოიყვირა გაბრაზებულმა და ფეხზე წამოდგა. და სწორედ ამ დროს მიხვდა რომ სიტყვა ადამიანი გამოიყენა....აკრძალული სიტყვა.
-თუ შეიძლება დაბრძანდით და გაჩუმდით, შეიძლება ეს თქვენ და აქ მჯდომ საბმისივების უმრავლესობას არ სჭირდება, მაგრამ რამდენიმე გამოჩნდება ისეთი ვინც დააინტერესებს……
მარშლოუს ხმა ჩაუწყდა, როდესაც კარის ზევით ნათურა წითლად აინთო და მონოტომურმა ხმამ წაარმოთქვა “ფრთხილად! დერეფანში მოდიან . 2 წუთი”
ჰარი გაოცებული მიაშტერდა, როგორ ეცა ყველა ჩანთებს და იქიდან წიგნები და რვეულები ამოყარეს.
-62 გვერდი, საბმისივის უფლებები .-წამოიძახა მარშლოუმ, ბავშვებმა სწრაფად გადაშალეს წიგნები, გვერდით მჯდარმა ზეინმა წიგნი შუაში დადო, მისი მეორე რვეული კი ჰარის დაუდო. ელექტრონულ დაფაზე სწრაფად გამოისახა გაკვეთილის მოკლე კონსპექტი.
-ელეანორ, როცა შემოვლენ კითხვას დომინანტის მთავარ უფლებებზე დაგისვამ. სწრაფად გადაიკითხე.
“ფრთხილად! დერეფანში მოდიან! 1 წუთი!”
-რ..რა ხდება?-დაბნეული შეჰყურებს ჰარი ზეინს- რა შემოწმებაა?
-ჰარი, მარშლოუ წიგნიდან არ გვასწავლის… ის გვასწავლის როგორ შევეწინააღმდეგოთ დომიანტებს და გვასწავლის ეს როგორ გავაკეთოთ ისე რომ სახელმწიფოს ყურადღება არ მივიქციოთ-გადაჩურჩულა ზეინმა და კარიც გაიღო.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

საინტერესო თავი იყო.ძალიან მომწონს, განსხვავებული ისტორიაა
--------------------
ლანა

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ძალიან მაინტერესებს ისტორია. რაღაც სხვანაირია.გ ელოდები ხოლმე და იქნებ უფრო ხშრად დადო ხოლმე.. ტუ შედზლებ რათქმაუნდა

 


№3  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმე მგონი ეს მარშლოუ ასე რომ მძულდა ახლა შემიყვარდა... ძალიან საინტერესოა და მალე ატვირთე რა ახალი თავი...

 


№4 სტუმარი Dragons.

დელირიუმის და ჰარი პოტერის ვარიანტში წერ იმენა))))))

 


№5  offline მოდერი ენემი

ვაუუუ მე მაშლოუ ძაან საზიზღარი პიროვნება მეგონა და თურმე რა არგი ყოფილა. გელოდები მომდევნო თავით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent