შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა თვალებში ჩაგხედე (6 თავი)


19-07-2017, 10:56
ავტორი Ella29
ნანახია 1 479

დემეს ნახვიდან 2 დღე გავიდა, არც მოუწერია და არც სანაპიროზე გამოჩენილა. თითქოს არ მადარდებდა , მაგრამ გულისსიღრმეში მაინც ვფორიაქობდი.
საღამო იყო, სანაპიროზე არცთუ ისე ბევრი ხალხი იყო, მეც ზღვასთან ახლოს დავჯექი ისე რომ ტალღები პირდაპირ ფეხებზე მხვდებოდა. მზე ჩადიოდა და არე-მარე ცეცხლისფერში გაეხვია. ზღვას ჩამავალი მზის სხივები წითლად აბრჭყვიალებდნენ.
ვფიქრობდი... ყველაფერზე, სიკვდილზე და სიცოცხლეზე. ჩემს ადგილზე ამხელა სამყაროში. ვინ ვიყავი საერთოდ და ვნიშნავდი თუ არა ვინმესთვის რამეს?! და უცებ ის გამახსენდა, ჰო დემე. რატომ ნიშნავდა ის ბიჭი ჩემთვის ამდენს? რატომ მანაღვლებს მის ცხოვრებაში რა ადგილი მიჭირავს? რატომ მანაღვლებს რომ 2 დღეა არ გამოჩენილა? და საერთოდ რატომ მაინტერესებს რამე? ყველაფერი ხომ ერთ დღეს გაქრება? გაქრება ისე თითქოს არც არასდროოს არსებობდა. გავქრები მეც, ჩამითრევს დრო უსასრულობის მორევში, საიდანაც არ ბრუნდებიან და ვეღარც სადმე მიდიან, თითქოს ერთ ადგილას იჭედებიან და მერე? მერე არაფერი... მხოლოდ ერთფეროვანი უსასრულობა... სადაც აღარ არსებობს პრობლემები. ან მუდმივად იტანჯები ან მუდმივად ხარობ, გააჩნია როგორ იცხოვრებ!
ზღვის ხმა ფიქრში მეხმარებოდა და არანაირი სურვილი არქმონდა ვინმეს ან რამეს ხელი ჩაეჭიდა და ,,ჩემი პლანეტიდან" დედამიწაზე დავებრუნებინე, მაგრამ უეცრად ვიგრძენი, რომ უკნიდან ვიღაც მომიახლოვდა და თავზე მადგა. ფრთხილად მივტრიალდი უკან და ხელში დემე შემრჩა. წამოდგომა დავაპირე მაგრამ მხარზე ხელი მომკიდა და ჩემს ადგილას დამაბრუნა.
- როგორ ხარ? - მკითხა და ჩემსგვერდით ჩაიმუხლა. პასუხი არგამიცია , უაზროდ მივშტერებოდი ჰორიზონტს. მეტი აღარაფერი უთქვამს, ახლოს დამიჯდა და ზღვაში კენჭების სროლა დაიწყო, მერე მობეზრდა და ისევ საუბრის დაწყება სცადა.
- რაგჭირს, რამე მოხდა?
-მეკითხები? ისე წახვედი არაფერი გითქვამს, არც ვიცი რაზე გაბრაზდი. მერე 2 დღეა არ მოგიწერია...
- მინდა აგიხსნა რამემართება, მაგრამ არვიცი როგორ აგიხსნა, რადგან სიტყვებით არშემიძლია გამოვხატო ის რასაც ვგრძნობ, თუმცა არცკი ვიცი რას ვგრძნობ. თან ეს იკაც...
- დემე, არმინდა ჩემთან მეგობრობა დაგაძალო და მერე მეორეც იკა რაშუაშია?
- ეგ საიდან მოიტანე, რო არ მინდოდეს ახლა აქ არვიჯდებოდი, იკას რაც შეეხება არ ვიცი რა მემართება, ყოველთვის მაღიზიანებს როცა ჩემზე წინ აყენებ.
- მოიცა მოიცა, როდის ერთხელ დავაყენეშენზე წინ? იკა... იკა უბრალოდ შესანიშნავი ადამიანია, მსამოვნებს მასთან საუბარი და ურთიერთობა. მას მხოლოდ არ ქვია ადამიანი, ის მართლაც ადამიანია, საკუთარი ქმედებებით, ფიქრებით...
- ემ, იკა გიყვარს? - ისე მკითხა არც შემოუხედავს.
- კი, უფრო სწორად არა, ანუ მიყვარს ოღონდ არა როგორც ბიჭი ხო ხვდები?
- ჰო ალბათ
სიჩუმე იყო ცოტა ხანს და მერე ისევ დემემ დაიწყო.
- აზრი არ აქვს რაა...
- რას?
- ზოგადაად ცხოვრებაას.
- ჰო ვიციი.
- მიზეზიც იცი?
- ესე ერთი საერთო მიზეზიი არ არსებობს, ჩემი აზრით ყველას თავის ისტორია აქვს და ამ ისტორიაში იკვეთება მისი მიზეზიც.
- რატო ხარ ეგეთი?
- როგორიი?
-შენებური, ყველასგან განსხვავებული, კარგი ხაარ, სრულყოფილი. აი ისეთი ყველაფერზე რო შემიძლია გელაპარაკო.
- მანდ სრულყოფილება არაფერშუაშია, არც კარგობა, უბრალოოდ მიყვარს ადამიანების დახმარება.
- ჰოდა ყველაფერი მანდ იწყება ზუსტად, შენი თითქოს ქველმოქმედური ხასიათი გხდის განსაკუთრებულს, შენი სამყარო გაქვს სადაც შენებურად აწყობ ყველაფერს...
- ჩემი სამყარო, არაა იდეალური რადგან ის მხოლოდ ჩემია. სევდიანია და პსეიმისტი ადამიანის ფიქრებით გაჟღენთილი. ადამიანის, რომელსაც არაფერი აქვს ამქვეყნად ხელჩასაჭისი, რომელიც ხშირად ფიქრობს სიკვდილზე დაა მხოლოოდ მასში ხედაავს შვებას ამქვეყნიური ცხოვრებით დაღლილი... ხალხში კი სულ სხვანაირია მხიარული და თითქოს უდარდელი, ცდილობს თავს არავის მოახვიოს საკუთარი განცდები. ვიცი 17-18 წლის მოზარდზე უფრო ჭკვიანურად ვსაუბრობ, სერიოზული და ნაადრევად გაზრდილი გოგო ვარ, მაგრამ მე ასეთ ვარ, ხანდახან მომაბეზრებელი ჩემი ფილოსოფიური აზროვნების გამო, ხანდახან სევდიანი უმიზეზოდ ოღონდ... ჩემი თავი მეთვითონ მტანჯავს ხოლმე და ამიტომ ვერავის ვაძალებ ჩემთან ურთიერთობას.
-მომაბეზრებელი, ნაადრევად გაზრდილი, კარგი რა ,ემ, სასაცილოა. მომაბეზრებელს არგხდის ის ფაქტი რო მწარე რეალობაზე ფიქრობ და მისგან თავის ასარიდებელ ხერხებს ეძებ და ყველაზე უკეთეს გამოსავალს სიკვდილში პოულობ. უბრალოდ ვფიქრობ თავს მარტოსულად გრძნობ, გვერდით ადამიანი გჭირდება ვისთან მისვლაც შეგეძლება როცა თავს დაუცველად და უმწეოდ იგრძნობ, შეგეძლება გაუზიარო ფიქრები.. მოკლედ შენი მსგავსი მეორე ადამიანი გჭირდება.
- აჰ, კარგი რა, დემე, გვეყო ჩემზე საუბარი. შენზე მითხარი რამე...
- ჩემზე სათქმელი არაფერია, მე უბრალოდ მე ვარ, არაფრით გამორჩეული, უბრალოდ დემე.
- ვისთვის როგორ რა,, - ჩუმად ჩავილაპარაკე ჩემთვის.
- თქვი რამე?
- არაფერი.
- როდის მიდიხარ?
- ხვალ.
- დარჩი რა.
- არშემიძლია.
- გთხოვ, ჩემსგამო.
- რატო?
- კარგი დაივიწყე, როცა ჩამოვალ იქ გნახავ, უბრალოდ დამახსოვრე რო შენსგვერდით ყოფნა ყოველთვის მენდომება და არასდროს დაგჭირდება ეს დამაძალო.
- არვიცი.
- არც გინდა იცოდე, უბრალოდ შენთვითონ ნახავ.
- გვიანია, უნდა წავიდე.
- გაგაცილებ.

***
6 სრულდებოდა და ჩაცმაც დავიწყე, ჰო იკას უნდა შევხვედროდი. ბევრი ვიფიქრე და ბოლოს შავი, სწორი, მუხლს ოდნავ ზემოთ კაბა და ამავე ფერის ბალეტკები ჩავიცვი და უკვე 8-ის ნახევარზე სახლიდან გავედი, რესტორნამდე მისასვლელად ნახევარ საათზე მეტი დამჭირდა საცობები მრავლად იყო ქუჩებში, თან გარეთ საშინლად ცხელოდა, ჰაერი თითქმის არ მოძრაობდა და სუნთქვაც თითქოს შეუძლებელი ხდებოდა. როგორც იქნა მივაღწიე.
რესტორნის კარი გავაღე თუ არა გრილი ჰაერი მომხვდა და წამში გამომაფხიზლა, მერე ირგვლივ მიმოვიხედე, ყველა მაგიდა დაკავებული იყო, იკა არსად ჩანდა, მაგრამ ზუსტად ამ დროს დავინახე რესტორნის კუთხეში მდგარი მაგიდიდან მიქნევდა ხელს.
-იკა, - დავუძახე შორიდანვე. ისკი მომეგება და ძლიერად ჩამიკრა გულში.
- ისე ძალიან მომენატრე.
- მეც ძალიან,- ვთქვი როცა მისი მკლავებიდან თავი დავიძვრინე,მერე ავათვაიერ-ჩავათვალიერე, - როგორ გაზრდილხარ.
- ჰოო.. შენკიდე უფრო გალმაზებულხარ, თანაც ეს კაბა... -მერე ორივეს გაგვეცინა,- წამო დავსხდეთ, არვიცოდი რა გიყვარდა ამიტომ, ჩვენთვის მენიუს შერჩევა პერსონალს მივანდე, იმედია მოგეწონება.
- იმედია... - დროებით სიჩუმე ჩამოვარდა.
- მისმინე, წეღან კაბაზე ,რომ გითხარი, ცუდად არგამიგო რა.
- კარგი რა, იკა, არგრცხვენიაა..
- ჰო რავიცი, კარგი მოყევი აბა რახდება შენთან.
- რავი, ისევ ისე ყველაფერი. 1 კვირა რაც ბათუმიდან ჩამოვედი, იქ კიდე ვერც წარმოიდგენ ვის შევხვდი.
- ვის? -მკითხა ცნობისმოყვარედ.
- დემეს, ერთ საღამოს დამირეკა მომიკითხა და მეორე დღეს სანაპიროზე დამადგა, ისე მოულოდნელი იყო, - ამ ამბავს აღფრთოვანებული ვყვებოდა, თუმცა იკას იგივეს ვერ ვამჩნევდი და გავჩერდი, - კარგი შენთან რახდება.
- ჩემთან რა უნდა მოხდეს, -მწარედ გაეცინა. ამდროს კი ოფიციანტი მოგვიახლოვდა.
- უკაცრავად, მაგრამ მაინტერესებს ორივე სრულწლოვნები ბრძანდებით თუ არა. გვინდა რესტორნის საფირმო სასმელი შემოგთავაზოთ და...
- ოო, რა თქმა უნდა სრულწლოვნები ვართ, -თქვა იკამ შემომხედა და თვალი ჩამიკრა, რაც იმას ნიშნავდა, რომ არაფერი არუნდა მეთქვა, მიუხედავად იმისა,რომ სრულწლოვანი 11 ოქტომბერს ვხდებოდი.

- აბა რას გაუმარჯოს? - თქვა იკამ მას შემდეგ რაც ოფიციანტმა ჭიქები შეგვივსო.
- ჩვენს მეგობრობას.
- მეგობრობას, - რაღაცნაირი ტონით თქვა, თუმცა,- კარგი გაუმარჯოს.
ცოტა ხანს კიდევ გავჩერდით რესტორანში და მერე ცოტა ხანს ფეხით გავისეირნეთ. სახლში 11-ზე მივედი, არც გვიან იყო და არც ადრე.
- როგორ ჩაიარა?
- რავიცი, კარგი იყო.
- ძალიან კარგი. მისმინე, - დაიწყო დედამ,- დღეს ბექას მშობლებმა დაგვირეკეს, მის ქორწილი წესით 11 ოქტომბერს უნდა ყოფილიყო, თუმცა რაღაც მიზეზების გამო გადაიგო და 26 ოქტომბერსაა, ჰოდა თან დაგვპატიჟეს. მამას ბიზნეს შეხვედრა აქვს და ალბათ წამოსვლას ვერ მოახერხებს, ამიტომ მე და შენ წავალთ ქორწილამდე 1 კვირით ადრე.
- ვაა, რა კარგიაა , მაგრამ კაბა... აჰ , იქ ვიყიდი. მამაც რომ მოდიოდეს უკეთესი იქნებოდა.
-სავარაუდოდ 95%-ით ვერ წამოვა.
-კარგი და ახლა სადაა?
- წუთი წუთზე უნდა მოვიდეს.
- კარგი, სააბაზანოში შევალ წყალს გადავივლებ.
ოთახში შევედი, პირსახოცი და პიჟამა ავიღე და გამოსვლისას ტელეფონის ხმა გავიგონე.
- გისმენთ, ბატონო დემეტრე, -სიცილი აუტყდა.
- ბატონოთი როდის აქეთ?
- როგორ ხარ?
- რამიშავს შენ? აი ხვალ რო არგნახოო არგამოვა რა.
-კი მაგრამ ასე გადაჭრით რატო ამბობ?- გამეცინა.
- მოკლედ ძალიან მომენატრე, სად და რადროს?
- რავი კაფეში დავსხდეთ სადმე, შენ მოიფიქრე რა.
- კარგი, დილით მოგწერ მისამართს და დროს.
- კაიი.
ისეთი ბედნიერი ვიყავი. ღმერთო, დემეს მოვენატრე და თან ასე პირდაპირ მითხრა. სახლში მარტო რომ ვყოფილიყავი ალბათ სიხარულისგან ხტომას დავიწყებდი, მაგრამ დედაჩემის მომერიდა და საჩქაროდ შევედი სააბაზანოში. დიდხანს ვიდექი გრილი წყლის ნაკადის ქვეშ და მომხდარზე ვფიქრობდი. ბექა მართალი იყო სიყვარულის პირველ საფეხურზე ვიდექი და თავს ვატყუებდი, თითქოს მხოლოდ მეგობრები ვიყავით. დემე არ იყო მეგობარი, ის უფრო მეტი იყო და მის მიმართ რაღაც უჩვეულო გრძნობა მქონდა რასაც აქამდე არასდროს ,,შევუწუხებივარ". მიყვარს! ვთქვი ხმამაღლა და ჩემ ნათქვამზევე გავწითლდი.



იმედია მოგეწონებათ. მადლობა ვინც კითხულობთ და გამოხატავთ საკუთარ აზრს! <3



№1 სტუმარი Salo Avlokhashvili

shemdeg tavs rodis dadeb?

 


№2  offline წევრი Ella29

Salo Avlokhashvili
shemdeg tavs rodis dadeb?

exla vapireb dadebaas :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent