სანშაინ (მე-2 თავი )
ისევ ცხელა. დღითიდღე მაღლა იწევს ტემპერატურა და აქ გაჩერებაც შეუძელებელი ხდება. ერთადერთი რამ, რაც ამ აუტანელ სიცხეს მავიწყებს, ჩემი ჟოლოა. რომელზეც დავჯდები თუ არა, 30 წამში ყველანაირი სიცხე მავიწყდება. წარმოდგენაც კი არ გაქვთ როგორი სასიამოვნოა თხელი სარაფნით, ფეხებზე რომ მაქვს შემოკეცილი ქარმა რომ არ ამიფრიალოს, ჩემი ჟოლოთი ქალაქში მოძრაობა. ისე რაღაცნაირად, თავი იტალიაში მგონია. ძველი თბილისის ქუჩებში, ქვაფენილზე რომ მივდივარ, მაშინ განსაკუთრებით. გარემოვაჭრეებს რომ ჩავუვლი, ტურისტებით სავსე ტროტუარებს. გავჩერდებით ხოლმე მე და ჟოლო, ხან ნაყინს ვყიდულობ, ხან ხილს და ტროტუარის მოაჯირზე მიყუდებული გემრიელად მივირთმევ. ასეთი სასიამოვნო დილები არასდროს მქონია და საერთოდ რა კადრია ჩემთვის ეს, ნეტა იცოდეთ... * * * ზაფხულის სურნელი. მეზობლის დადუღებულმა მურაბის სურნელმა ნესტოები აგვიწვა მე და ნატას და თითქმის ერთდროულად გაგვეღვიძა, 10 წუთიანი ინტერვალით. -დღეს რის მურაბას აკეთებს? -ვიკითხე სურნელისგან მოშიებულმა. -ატმის, ალბათ. რა სუნი აქვს რა! -ბალიში თავზე გადაიფარა ნატამ. -მინდა მეც მურაბები. -კოლექციას აკეთებს თუ მაღაზიას ხსნის, ყოველდღე მურაბა, როგორ შეუძლია? -აღვშფოთდი მე. -ჯერ სად ხარ, კომპოტებზე რომ გადავა, მერე ნახე. -სახე დაემანჭა ნატას, წყურვილისგან. -აფრენს, ხო? და მთელი ზაფხული ასეთი გემრიელი სურნელით უნდა გაგვიხმოს კუჭი? -ფიქრიც კი მზარავდა ამ ვარაუდის გამართლებაზე. -მე ამ ზაფხულს ვერ გადავიტან! -გამოიტანა განაჩენი ნატამ და საწოლიდან ადგა. -ატმის მურაბას ვერა, მაგრამ გახუხულ პურს შემოგთავაზებ თაფლთან ერთად, გინდა? -სიმწრის სიცილით მითხრა ნატამ. -მინდა! -მსუბუქი საუზმის იდეით მოხიბლული მეც ავდექი საწოლიდან და მისაღებში სავარძელში მსუბუქად ჩავეშვი. -ჩაი? ყავა? ან წვენიც გვაქვს ისე -მაცივრის შესაძლებლოებს სინჯავდა ნატა. -ტრადიციულად, ყავა. -არ შევცვალე ჩვენი დილა მე. -დღეს რა ჩავიცვა? -დღეს რა ხდება? -ჩემი ჟურნალი აწყობს რაღაც საღამოს, დაჯილდოვების მსგავსი თუ რაღაც ეგეთი სისულელე. -მერე, წარდგენილი ხარ ნომინაციაზე? -სიცილით მკითხა ნატამ. -ნომინაცია არა იხვი, ახალ თანამდებობაზე წარმადგინონ, მირჩევნია. -არა მართლა, წარდგენილი ხარ? -არ ვიცი, წინასწარ იციან ხოლმე? -ოსკარი მაინც არ გინახავს, გოგო? -შენც ეხლა, ჩემი ჟურნალი და ჰოლივუდი, როგორი სიახლოვეა... -დავცინე ნატას. -ესე იგი, არაფერზეც არ წარგადგინეს. -ჩემი ნერვების მოშლა უნდა, ვხვდები. -აი ისე მწყინს, რო ვტირი. -ფეხები შემოვიკეცე და ბანანს ყუნწი მოვატეხე. -რას იცმევ? -თემა გადაიტანა ნატამ. -ხოდა მეც მაგას ვფიქრობ, რა ჩავიცვა?! -ჩემი გარდერობი წარმოვიდგინე მე. -არც რაიმე ისეთი მინდა, სულ უბრალო და არც ძალიან თვალში მოსახვედრი. ისე მინდა ვიყო, აი... -მოკრძალებულად. -ზუსტად! -ნატას ნაპოვნი ეპითეტით კმაყოფილს, ღიმილი გადამეკრა სახეზე. -ცისფერი კაბა რომ გაქვს? -არა, ეგ არ მინდა. -გინდა ჩემგან აიღე რამე. -ჯერ ჩემი გარდერობის ვარიანტებს გამოვრიცხავ და თუ არაფერი დარჩა, შენზეც გავიწევი. -და თავში ისევ ჩემი გარდერობის შესაძლებლობები მოვსინჯე. -თეთრი კაბა რომ ჩავიცვა? ძაან დედოფალი ხო არ გამოვჩნდები? -მგონი კი -მართალი ხარ -ყველანაირი თეთრი გამოვრიცხე და შემდეგ ვარიანტებზე ფიქრი დავიწყე. -ვიცი! -ისე ხმამაღლა ვთქვი ნატას თაფლიანი პური ხელიდან გაუვარდა. -ღია ვარდისფერი კაბა რომ მაქვს, იმას ჩავიცვამ! -ჩემი არჩევანით კმაყოფილი წამოვდექი სავარძლიდან და ჩემი კუთვნილი ყავა ავიღე. -რომელი? -აი ლამაზი ზურგი რომ აქვს, მუხლამდე როა. -აბრეშუმის? -ჰო ეგ. -ვაუ, სანი! -მოეწონა ჩემი არჩევანი ნატასაც. -თან ჩემ ჟოლოს მაგრად მოვუხდები. -ნატას ამის გაგონებაზე ყავა გადაცდა. -არ მითხრა რო ჟოლოთი მიდიხარ საღამოზე? -რა თქმა უნდა! აბა რითი უნდა წავიდე? -ნატას არაადეკვატურმა კითხვამ ძალიან გამაკვირვა. -რაღაც მგონია, რომ შენი გეგმა მოკრძალებულად ყოფნის თაობაზე, აუცილებლად ჩაფლავდება ამ კომბინაციით. -არაფერიც არ ჩაფლავდება. -არ დავუჯერე მე. -და ფეხზე რა უნდა ჩაიცვა, კეტები? -კეტებს ჩავიცმევ და ქუსლებს წავიღებ, იქ გამოვიცვლი. -გიჟი ხარ -ეცინებოდა ნატას. -ვერ მიაღწევ საღამომდე დარწმუნებული ვარ, ფრიალ-ფრიალით ჰაჰაჰა -აი ნახავ! -დავემუქრე მე და გახუხული პური ჩავკბიჩე. * * * კაბა ისევ კარგად მაქვს! 1 წელია არ გავკარებივარ და ეს ფაქტი ძალიან მხიბლავს რომ ზუსტად ისევ ისე მაქვს, როგორც თავიდან, როცა შევიკერე. ჩემ ასეთუისე არსებულ რუჯსაც ძალიან უხდება ეს ფერი, აპრიალებულ კანსაც, უნაზესად რომ ედება აბრეშუმის ნაჭერი, სიამოვნებისგან ისე მაჟრიალებს, თვალები მეხუჭება. გაშლილ თმაზე რომ აღარაფერი ვთქვა, შიშველ ზურგზე რომ მეყრება. მოკლედ, მზად ვარ. გეგმის თანახმად ქუსლებს იქ ჩავიცმევ, გასვლამდე წყალი დავლიე, ნატას წინ რამდენიმე ჰაეროვანი ბრუნი გავაკეთე და სახლი მოტივირებულმა დავტოვე. სიმსუბუქით აღტაცებულმა, მნიშვნელოვნად შევცვალე საღამოზე მისასვლელი გზა. ისე მომწონდა ასე ჩაცმული, ჩემი ჟოლოთი რომ მივდიოდი საღამოზე, რომ რამდენიმე წამით ისიც ვიფიქრე, საღამოზე სულ აღარ მივსულიყავი და მთელი ღამე ასე მესეირნა, უმარშრუტოდ. ცოტა დამაგვიანდა, მაგრამ როცა მივედი ჯერ კიდევ არ იყო ყველა სტუმარი მოსული, ამიტომ ამაზე ბევრი არ მინერვიულია. მშვიდად გამოვიცვალე ჩემი კეტები, ჟოლოს კარგი ადგილი შევურჩიე, თმა და კაბა გავისწორე და დანიშნულების ადგილისკენ წავედი. რა თქმა უნდა, შესანიშნავია -აღმომხდა მე, როცა ღია სივრცე დავინახე გაზონით და ჩემ ქუსლებს დავხედე დანანებით. ნატამ რომ იცოდეს ისიც, რომ არ ვიცოდი ღია ცის ქვეშ რომ ტარდებოდა საღამო, ისე დამცინებს ვერასდროს მოვიშორებ. ყოჩაღ სან! ნამდვილად მოკრძალებულად ჩაეფლობი მიწაში შენი წვრილი ქუსლებით. მერე სივრცეს მოვავლე თვალი და ჩემნაირი დაუფიქრებლები რომ შევნიშნე, ცოტა მომეშვა. ადგილიც მოვძებნე რამდენიმე წამში, სადაც შეიძლებოდა ქუსლებით ისე ვმდგარიყავი რომ მიწას არ ჩავეყლაპე და ამ აღმოჩენით კმაყოფილმა გეზი პირდაპირ იმ ადგილისკენ ავიღე. -სანი! -მომესმა ცოტა შორიდან ხმა. შევტრიალდი და რას ვხედავ, ოღონდ ეს არა! ჩემი თანამშრომელი, რომელსაც როგორც აბრალებენ მოვწონვარ, შამპანურებით ხელში ჩემკენ მოდის. ცოტა აფრენს, ასე მგონია. ყოველ ნახვაზე მაიძულებს რომ თავი უხერხულად და დამნაშავედ ვიგრძნო იმის გამო, რომ მისით ვერ ვინტერესდები. მე კიდევ არ ვიცი როგორ მოვექცე, ყველა გზას მიჭრის, რომელიც ჩვენი ურთიერთობის მეგობრობაში გადაზრდას უწყობს ხელს, სხვა გზა კიდევ მე არ მაწყობს და ვართ საშინელ საცობში გაჭედილები, ისიც ერთად არა, ცალკ-ცალკე. ის თავისი ჰონდათი, მე კიდევ-ჟოლოთი. მოკლედ, აქაც ვერ იკვეთება ჩვენი გზები და ინტერესები. რას ვამბობდი? ჰო, ვხედავ მოდის შამპანურებით ხელში და ისეთი ბედნიერია, ღიმილისგან სახე ეხევა. -ვაა, შოთიკო?! როგორ ხარ? -მსუბუქად გადავკოცნე მე და ჩემკენ გამოწვდილი შამპანური გამოვართვი. -კარგად სან, შენ? ულამაზესი ხარ, როგორც ყოველთვის! -მიხდება ხო ეს კაბა? -გავიპრანჭე მე, და ოდნავ შევტრიალდი კაბის მთავარი შტრიხის-ზურგის საჩვენებლად. -ძალიან! სულ ამ კაბით იარე. -დებილო, სულ ამ კაბით რომ ვიარო, ასეთი ეფექტური აღარ იქნება -შევიფერე კომპლიმენტი მე და შამპანური მოვსვი. -შენ იარე და ეფექტურობაზე ნუ ინერვიულებ. -ლამის მთხოვა შოთიკომ. -კაი რა. -მსუბუქად შევეხე მკლავზე და გავუღიმე, ვიგრძენი როგორ შეკრთა. -რა ხდება აბა? როდის იწყება? -რა ვიცი, წამო აი იქით -და ხელით მაჩვენა მცირე დაჯგუფებისკენ -ჩვენები არიან. -აქეთაც დავინახე ნაცნობები, ვნახავ და მოვალ კაი? -ვცადე დროებით თავი დამეღწია შოთიკოსგან. -კაი, გელოდები და აუცილებად მოდი იცოდე, თორე მაინც გიპოვი -სიცილით მითხრა მაგრამ ამ მუქარის განხორციელება ისე მძაბავდა, რომ წარმოვიდგინე სადღაც მოფარებულ ადგილას ვდგავარ, შოთიკოს ვემალები, არ მინდა მასთან ერთად, მშვიდად ვსვამ შამპანურს და უცებ ზურგიდან მეპარება და ბუ! შოთიკოა! არა, არა, ამას ჯობს ისევ ნებით გამოვჩნდე. -კი შოთიკო, რა სისულელეა, აუცილებლად მოვალ! -დავპირდი მე და ხელი მისი მკლავიდან მსუბუქადვე ავიღე.გავტრიალდი და ჩემი შერჩეული ადგილისკენ წავედი. რამდენიმე ნაცნობი მართლა ვნახე, რამდენიმე თვითონ გამომელაპარაკა, რა თქმა უნდა, ეს დედაჩემის დამსახურებაა. მკითხეს როდის უნდა ელოდნონ ახალ ალბომს, მკითხეს როგორ ვართ, სად ვცხოვრობთ, მე რატომ ვცხოვრობ ცალკე, როგორ, რანაირად, როდის ვიღვიძებთ ან ვიძინებთ, რას ვჭამთ, რა გვიყვარს ან არ გვიყვარს და ძალიან მალე, სულ რამდენიმე წუთში გული საშინლად გამიწყალეს ასეთი სიტუაციის შექმნით და ვინატრე რამდენიმე წუთით უკან დავბრუნებულიყავი და შოთიკოს გავყოლოდი, ამაზე უკეთ მაინც ვიქნებოდი და არავინ დამიწყებდა იმის კითხვას თუ რა ზომა აქვს ეკას ფეხი, თავი როცა ტკივა რას სვამს და ა.შ. მოკლედ, დაღლილმა თავი ცისკენ ავწიე და შოთიკო ვინატრე. ყურადღების ცენტრში, მონდომების გარეშე მოვყევი და ბრაზისგან ტირილი მომინდა. იდეა მქონდა რომ მეთქვა, მე და ეკას კონტაქტი არ გვაქვს, ვერ მიტანს და შემეშვით მეთქი, მაგრამ ვიფიქრე რომ ეს უფრო გაამწვავებდა მათ ინტერესს და გადავიფიქრე. მეორე იდეა ის იყო, რომ ეკასთვის დამერეკა, სპიკერი ჩამერთო და მობილური ამ ინტერესიან ბრბოსთან დამეტოვებინა, მე კიდევ საკუთარი თავისთვის მეშველა და ჟოლოსთან ერთად აქედან გავქცეულიყავი. ესეც წარსულს ჩაბარდა სანამ მესამე გეგმის დასახვა დავიწყე, საბედნიეროდ, გამაყრუებელ დინამიკებში გაისმა ხმა ,,კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენ მოკრძალებულ საღამოზე.“ მოკრძალბული არა ის, დავიწყე ფიქრი ჩემთვის. მოკრძალებული ვიცი მე მხოლოდ თანამშრობლები რომ არიან, მთელი ქვეყნის და კონტინენტის დაპატიჟება როდის მერე ითვლება მოკრძალებულად. ამ სიახლით გაბრუებული ხალხისგან თავი დავიხსენი და ცოტა გვერდით გავიწიე, შედარებით მშვიდ ადგილას და შამპანური მოვსვი. ,,ნება მიბოძეთ, წარმოგიდგნიოთ ჩვენი პირველი ნომინაცია...“ და ასე უნდა გაგრძელდეს მთელი საღამო? ნება მიბოძეთ, გთხოვთ, მადლობა დედას, ჩემთვის ეს ისეთი მნიშვნელოვანია, სიტყვები არ მყოფნის, არ ვიცი რა ვთქვა. რა მოსაწყენია. ჩემ ქუსლებს დავხედე, რომელიც შოთიკოსთან ლაპარაკისას, ნახევრამდე გატალახიანდა მიწაში ბანაობისგან და გადავწყვიტე სადმე ტუალეტი მეპოვნა, მაგრამ არ ვიცი როგორ. შამპანურს რომ დაატარებდა იმ გოგოს ვკითხე და მასწავლა საითაც იყო, მეც ამაყად გავტოპე შუა გაზონზე და ასევ ამაყად შევედი ტუალეტში. სანამ მე ჩემი ქუსლების გაწმენდას მოვუნდი, იქვე გავერკვიე ახალ წამოჭყიტულ ინტრიგებში. ვინ ვის ვისთან ღალატობს, ვინ ვის რამდენი გადაუხადა ინტერვიუსთვის, ვინ ვის ვის გამო და ა.შ. მიუხედავად იმისა რომ ეს ჩემი სფეროა, ყვითელი პრესა მაინც არ მიყვარს, მეტიც, ვერ ვიტან. ალბათ იმის დამსახურებაა რომ ბავშვობაში დედაჩემის გამო დიდი სტრესი მივიღე ჩემ ცხოვრებაში დაუკითხავად სხვების ჩარევით. მეც, როცა მევალება რაიმე სტატია დავწერო, თუ მასში რაიმე ყვითელპრესულია, ძალიან ვცდილობ მოვერიდო, არ ჩავერიო და ჩემი საქმე მაქსიმალურად სუფთად გავაკეთო. იმედია 12ისთვის მორჩება, უკვე მოწყენილობაა, ვთქვი და შოთიკოს დაბარებული ადგილისკენ წავედი. შოთიკოს ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა, ზუსტად ისე, როგორც ჩემკენ რო მორბოდა აქ შემოსვლისას. -ასე იქნება მთელი საღამო? -ვიკითხე და მაგიდიდან კივი ავიღე. -აზრზე არ ვარ, სახლში მინდა -ვიპოვე ჩემი თანამოაზრე. ,,შემდეგ ნომიმნაციას წარადგენს ჩვენი ახალბედა თანამშრომელი, შესანიშნავი მომავალი ჟურნალისტი-სანდრა.“ -გაისმა ჭექა-ქუხილი ჩემ თავში და კივი ყელში გამეჩხირა, საშინელი ხველა და უჰაერობა დამეწყო, სანამ სულს მოვითქვამდი, ჩემი ბოსი ღიმილით მიყურებოდა და მელოდებოდა როდის გადავდგამდი პირველ ნაბიჯებს. -ეს ხომ უნდა ეთქვათ? იქნებ სულ არ მოვდიოდი? -ჩუმად ვკითხე შოთიკოს, რომელმაც ხელი შემაშველა ჩემი გაუთვალისწინებელი ინციდენტის დროს. -მეილზე მოგვწერეს, არ გინახავს? ჯანდაბა მეილი ორი დღეა არც კი შემომიწმებია. -არა -საწყლად ვუპასუხე მე და ისევ ჩემ ბოსს შევხედე, რომელიც მოუთმენლად მელოდა. -არ ინერვიულო, ტექსტი ფურცელზე წერია, წაიკითხე, გამოაცხადე და მორჩა. -უფ, მადლობა შოთიკო -უმიზეზოდ გავუბრაზდი მას და სახრჩობელასკენ წავედი. უკვე ვგრძნობდი როგორ დამთავრდებოდა ყველაფერი, როგორ დაიწყებდა ხალხი კვერცხის და პომიდორის სროლას. როგორც შემეძლო, ღიმილით ავედი სცენაზე და ჩემს ბოსს ასევე ღიმილით გამოვართვი კონვერტი. ვეცადე ისეთი ადეკვატური ვყოფილიყავი, როგორებიც არიან ადამიანები, რომლებმაც ნომინაციის წარდგენის შესახებ მეილი უკვე წაკითხული აქვთ. მიკროფონთან დავდექი და კონვერტი გავხსენი. რას ვერჩოდი შოთიკოს, მართლა ყველაფერი წერია, თვალი გადავავლე სტუმრებს, ჩემი მოსვლიდან ამ დრომდე საგრძნობლად გაზრდილა მათი რიცხვი, მშვიდად დავიწყე ტექსტის კითხვა, დინჯი ინტონაციით და მშვიდი გამომეტყველებით. ,,გამარჯვებული გახდა-შოთიკო ბურდული?!“ ვთქვი უფრო გაკვირვებით და კიდევ ერთხელ წავიკითხე სახელი და გვარი, ამასობაში ხალხის ოვაციების თანხლებით, სცენაზე შოთიკო ამოვიდა და ისე გადამეხვია, გეგონება მართლა ოსკარი აიღო. მე ჯერ კიდევ გაოგნებული, ამ საოცარი დამთხვევით რომ მანდამაინც მე მომიწია შოთიკოს ნომინაციის გამოცხადება, სცენიდან ნელ-ნელა წავედი და ჩემ თანამშრომელ ვიკას ვკითხე -ეს ამბავი ვის ებარა? -რა ამბავი? -აი ნომინაციები და გამოცხადებები. -აი იმ ვაჟბატონს სცენაზე რომ დგას. და ამის მერე უკვე ყველაფერი ნათელი გახდა. რატომ მანდამაინც მე, ამ ნომინაციაზე. შოთიკოს ამისთვის აუცილებლად მოხვდება, ოღონდ დღეს არა. გაბრაზებულმა შევიცვალე ლოკაცია, შოთიკო რომ არ დამეგლიჯა და ტელეფონი ამოვიღე. -აქ ნამდვილი საგიჟეთია- მივწერე ნატას და ფეხი ნერვიულიად ამითამაშდა. -რა ხდება?- არ დააყოვნა ნატას პასუხმაც. -ეკა, შოთიკო... ჯერ-ჯერობით - -წარმომიდგენიხარ, ჰაჰა, როდის მოდიხარ? - -ჯერ ვერა, კაი წავედი- ტელეფონი ჩანთაში ჩავაბრუნე და შამპანურის დამტარებელს, ლანგრიდან ერთი ბოკალი ავაცალე. შოთიკოს საქციელით ისე ვიყავი გაბრაზებული არ ვიცოდი ყურადღება როგორ გადამეტანა. როგორც კი სცენიდან ჩამოვიდა, მაშინვე მოუსვენრად დაიწყო იქეთ-აქეთ ტრიალი. მე მეძებს, ჰოდა მეძებოს. კიდევ ერთხელ გავბრაზდი მე და შამპანური მოვსვი. მიწამ ძვრა ჩემ ფეხებში მაშინ დაიწყო, როცა ნომინაციაში ,,ჟურნალის ახალი ვარსკვლავი“ მე გავხდი. მინდოდა შოთიკო უმოწყალოდ მეცემა. ჯერ კიდევ არდაბადებულს მზეობა ხო დამაბრალეს, ახლა კიდევ ვარსკვლავი. მადლობთ რომ ხალხს ჩემზე ასეთ სასაცილო ამბებს ჩემ დაუკითხავად უყვებით. გაბრაზებული, უფრო გაცეცხლებულიც კი, წავედი სცენისკენ, ისე რომ ჩემი ქუსლები რომელიც ყოველ ნაბიჯზე მიწაში ეფლობოდა არც კი მიფიქრია და ისეთი ხმაურით ავედი სცენაზე, ყველა ხმა გადავფარე. ვეცადე ჯერ კიდევ მოკრძალებული ვყოფილიყავი, ვარსკვლავის ფორმის ჯილდო საჩუქრად მივიღე და ასევე მოკრძალებულადვე გადავიხადე მადლობა, ზუსტად ასე ,,არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ.“ და იმ წამს შოთიკოზე მეტად საკუთარი თავი მძულდა, იმიტომ რომ ასეთ სასაცილო სიტუაციაში, ამაზე მეტი ვერაფერი მომაფიქრდა. ჩემი ნახევრად ტალახიანი ქუსლებით ისევ ქვევით ჩამოვედი და ჯილდოსთან ერთად სკამზე ჩამოვჯექი, რომელიც ჩემ საშველად იქვე იდგა. სანამ ამ საღამოს ჩაფლავებებს კიდევ ერთი შეემატება, ჯობს აქედან წავიდე, ვთქვი და ფეხზე ავდექი. -გაიღიმე მომესმა და ძლივს მოვასწარი სახის დალაგება და გაღიმება, ისე სწრაფად გადამიღო ფოტო ჩვენი ჟურნალის ფოტოგრაფმა -შესანიშნავი. ლამაზი ხარ სან. -მადლობა ნიტა, შენც. -მართლა მომეწონა ის, თუ როგორ გამოიყურებოდა ამ საღამოს. დაღლილი წავედი გასასვლელისკენ, ისე რომ არავის დავმშვიდობებივარ. ჩანთიდან ჟოლოს გასაღები ამოვიღე და იქ წავედი სადაც მეგულებოდა. შიშიგან მუხლები კინაღამ მომეკვეთა, როცა დავინახე როგორ ათვალიერებდა ვიღაც-ჩემ ჟოლოს. არ ვიცი რაზე უფრო მეტი ვიფიქრე, იმაზე რომ მე რაიმეს დამიშავებდა, თუ იმაზე რომ ჟოლოს დაუშავებდა რამეს, მაგრამ სანამ ამ ყველაფერზე ფიქრს მოვრჩებოდი, მოტრიალდა და რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა და უბრალოდ დამაკვირდა. აშკარა იყო ჩემ დანახვას ნამდვილად არ ელოდა. ცოტა გაოგნებული და გაღიმებული იდგა და შესამჩნევად, მოურიდებლად მათვალიერებდა. ჩემი გამოჩენისთანავე, მაშინვე თავდასხმაზე რომ არ გადმოვიდა, მივხვდი, რომ ეს ბიჭი არც ჩემთვის და არც ჟოლოსთვის არაფრის დაშავებას არ აპირებდა და მუხლების კანკალს მოვრჩი. ამ კადრზე დაკვირვება გარედან გადავწყვიტე და ჩემი თავი კანიდან გამომძვრალმა შევაფასე. გავიაზრე რომ საკმაოდ მომხიბვლელი მამაკაცის წინ ტალახიანი ქუსლებით ვიდექი და კიდევ ერთხელ მომინდა შოთიკოს ცემა. ჩანთას ორივე ხელით ვებღაუჭებოდი და წამებს ვითვლიდი შემდეგ კადრამდე. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, ვხვდებოდი, რომ ასე მთელი ღამე შეიძლებოდა ვმდგარიყავით. ცოტაც და მე ვაპირებდი რაღაცის თქმას, მიხვდა რომ უხერხული სიჩუმე და დისტანცია იყო ჩვენ შორის და მითხრა -მითხარი რო შენია -ხელები დაიკრიფა და ჟოლოს მიეყრდნო. ამ ნაბიჯზე კიდევ ერთხელ გამიელვა აზრმა ,,ჟოლოს არაფერი დაუშავოს.“ -კი -მისი კითხვიდან ჩემ პასუხამდე 1 წამიანი ინტერვალიც არ ყოფილა, ისე სწრაფად ვუპასუხე, თითქოს ვიცოდი რომ ამას მკითხავდა, იმდენი ხანი ვიდექი ჩუმად, ჩემთვის ეს ,,კი“ ბორკილებიდან თავის დაღწევას უფრო გავდა. -როგორ არ გაგიმართლა ვუდი ალენი რომ არ ვარ. -გაიცინა და ჩემი თვალიერება გააგრძელა. სანამ ამ ფრაზას უნიჭო კომპლიმენტად შევრაცხავდი, იდეის გაგრძელებას მოყვა ის -დიდი სიამოვნებით, ავიღებდი ამ კადრს და რომელიმე 80იანების ფილმში ჩავსვამდი -და ხელით სასაცილოდ გააკეთა ჩემი აღების და წაღების იმიტაცია -ვესპა, თან შენი, თან როგორ გამოიყურები... -და ხელებით ის ჟესტი გააკეთა _,,არ ვიცი რა ვთქვა.“ ასეთმა ფანტაზიამ ხასიათზე მომიყვანა და ჩემი იდეები გამახსენდა, ყოველ დილით ჩემი ჟოლოთი რომ ძველ თბილისში ქვაფენილზე ვსეირნობ, ხან რომ ნაყინს ვჭამ და ხან ხილს, თავი რომ იტალიაში მგონია. -ძალიან დიდი მადლობა -ისევ ისე, რამდენიმე წუთის წინ სცენაზე რომ ვიდექი და დაბნეული ვერ ვხვდებოდი რა უნდა მეთქვა ჯილდოს მიღებაზე, ახლაც, არშემდგარ კომპლიმენტზე მადლობა გადავიხადე და ცოტა შემრცხვა, ამას მოყვა ჩემი ბავშვური საქციელი თავის დაბლა დახრა და ტუჩების წვალება. ყოველთვის ასე რატომ მემართება?! გავბრაზდი ჩემ თავზე და თავი ამაყად ავწიე. -წამო რა იტალიაში. -დენდარტყმულივით შევხტი იტალიის ხსენებაზე მე. შემეშინდა იმის გაფიქრებაზე რომ ჩემ ფიქრებს კითხულობდა. -და იტალიაში რა მინდა? -ჩემი ეჭვის გასაქარწ....ბლად ვიკითხე და პასუხის მოსმენამდე სამჯერ დავკარგე გულში გონება. -ერთად ვიცხოვროთ. -ბავშვივით გულწრფელად შემომთავაზა და თავისი იდეით აღტაცებულმა გამიღიმა. -ოღონდ, ჩემ ქმარსაც წამოვიყვან. -ხუმრობაში ავყევი მეც. -შვილებიც, აუცილებლად -არ ჩამომრჩა ისიც. -ხუთივე? -რამდენიც არ უნდა იყოს! -გადაწყვეტით თქვა და ისევ გამიღიმა. -ჩემ ქმარს დაველაპარაკები. -ვუთხარი და ჟოლოსკენ წავედი. -ბევრი დრო არ გაქვს, იცოდე. -და მაინც რამდენი? -ჩაფხუტის გასწორება დავიწყე მე. -20 დღე. ნუ დღევანდელს თუ ჩავთვლი 21. -კარგი, დღესვე დაველაპარაკები. -სერიოზულად დავპირდი მეც. ჩაფხუტი გავიკეთე და დავჯექი. -და ისე რო იცოდე ასეთი დღეები იშვიათად თენდება. -თითი დამიქნია და ჩაფხუტის გასწორების და შეკვრის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. პირველივე შეხებაზე, გული ამიჩქარდა. -ასეთი, როგორი? -ჩაფხუტიდან ვკითხე მე და ჩემი გაგუდული ხმის გაგონებაზე ძალიან გაეცინა. -მაგას მერე გეტყვი. -თვალი ჩამიკრა და დაბლა დაიხარა, ისე რომ თავის დახრა შევძელი. -კიდევ რომ შეგხვდები. -მერე ჩემი ქმარი? -გაგუდულ სიტყვებთან ერთად, ჩემი გაგუდული სიცილიც ისმოდა უკვე. -რა ქმარი?! -წერტილი დაუსვა ჩემ ტყუილს და ისევ ფეხზე წამოდგა. -მზად ხარ, ეხლა შეგიძლია წახვიდე. -მითხრა მოულოდნელად და ცოტა უკან გაიწია. -მინდა ვნახო როგორ მართავ. -იღიმოდა ისევ ის. -საკმაოდ კარგად. -ისევ ჩაფხუტიდან ვთქვი მე და ჩემი შესაძლებლობების ინტერესით შეპყრობილ ბიჭს, რომლის სახელიც კი არ ვიცოდი და რომელიც ჩემ არარსებულ ქმართან და 5 შვილთან ერთად იტალიაში მასთან ერთად ცხოვრებას მთავაზობდა, ხელი ფრთხილად დავუქნიე და იქაურობა დავტოვე. მთელი გზა კი, ამ სასიამოვნო კადრის გახსენებაზე, ყოველ ჯერზე გული საგრძნობლად მიჩქარდებოდა და მეღიმებოდა. და როცა, ჩემ ქვაფენილებს მივუახლოვდი, რამდენიმე წამით მართლა წარმოვიდგინე ის, თუ როგორ ვცხოვრობ იტალიაში. და ეს იყო ყველაზე ჯადოსნური ფიქრები იტალიაზე. იტალიაში ცხოვრების ფიქრის ღამე. ________________________________ დიდი მადლობა იმ სიტყვებისთვის რომელსაც პირველი თავის დადებიდან დღემდე ვკითხულობდი! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.