ცეცხლოვანი ტანგო /9თავი
ავტორის POV. ყველაფრის გამკეთებელი იყო ლაილა. ისე უნდოდა ნათანიელი,როგორც საარსებო წყარო,მაგრამ არა სიყვარულის გამო არამედ ჯიბრის გულისთვის. როგორ გაბედავდა და აალაპრაკებდა თავი შტერ დაქალებს,რომ მოახლემ და კაბარის მოცეკვავე მიმტანმა მილიონები წაართვა.სწორად მიხვდი მკითხველო. ლაილა ნათანიელში მხოლოდ ფულს ხედავდა არაფერს სხვას. ყველაფერზე იყო წამსვლელი ნათანიელის ფულის გამო. როდესაც ისევ გამოაძევა დაცვამ,ვნება აშლილი ქალი და ჩატენა მანქანაში,ამდროს ლაილა იმაზე ფიქრობდა,როგორ დაეღწია თავი,მაგრამ ჯერ ვნებები უნდა დაეოკებინა. ნათანიელი მართალი იყო, ნელ-ნელა გახდას იწყებდა ქალი,ოღონდ მხოლოდ ახლა გაამართლა მისმა წინასწარმეტყველებამ,რადგან ქალი მეორე გზაზე აპირებდა ცირკის გამართვას. . წინ კი მხოლოდ მძღოლი იჯდა. გამოცდილმა ლაილამ გრძელი თითები ნაზად დაუსვა მხრებზე და მძღოლის საპასუხო რეაქცია,კვნესა ან თუნდაც გმინვა,რომ ვერ გაიგო,გადაჭრით გამოუცხადა საკუთარ თავს,რომ მის წინ მჯდომ მამაკაცს ქალები არ მოსწონდა. თვით ლაილას ძალაუფლებაც კი ამაო იყო ამ კაცთან. გზა გაგრძელდა და საშინლად გაიწელა. -მალე მივალთ?-გაიწელა ლაილა. წინ არავინ არ იჯდა,გაუკვერიდა ამდენ ხანს ეს,როგორ ვერ შეამჩნია. სავარძლებს დაეყრდნო და თავისი გრძელი ფეხები წინ გადაწია. საჯდომი გამობზიკა და ჯერ მამაკაცის მკლავს შეახო“შემთხვევით“ და შემდეგ დადო სკამზე. მისკენ მიიწია და სახე ახლოს მიუტანა. მამაკაცი არ ინძრეოდა. თავი მხარზე ჩამოადო და ნახევარი გზა ასე გაატარა. თავში რაღაცები ერჭობოდა,ახლა გაახსენდა ტოტები.. გასწორდა და ნელი მოძრაობით დაუწყო ამოღება. საკუთარ თავზე ეცინებოდა,მაგრამ სექსუალური ქალის იერსახეს არ კარგავდა. საქმის დასასრულს,ტოტები ფანჯრიდან ისროლა და ისევ იგივე მდოგმარეობას დაუბრუნდა. არაფერ ზედმეტს არ აკეთებდა,უბრალოდ იჯდა მასთან ახლოს. არ ვიცი ლაილამ რა ჩაიფიქრა,მაგრამ მე შენ გფრთხილებ ბატონო მძღოლო არ გირჩევი,ამ ქალის შეყვარებას. ანგელოზის სახეა აქვს მაგრამ გაგიმწარებს სიცოცხლეს,ვერ ენდობი,ვერ შეცვლი. ცხოვრებას გაინადგურებ და ამაში ის დაგეხმარება. ლაილას მხოლოდ ფული უნდა,მაგრამ თუ შეუყვარდი ჩემო კარგო მძღოლო ეგეც არ იქნება ცუდი,ცოტახანი აწვალე,მაინც დაველოდოთ,დაველოდოთ დროს?! არა,მე დროს არ აღვიქვავ. კალამი თავად გააკეთებს ყველაფერს! ნათანიელის POV. საღამომ არაჩვეულებრივად ჩაიარა.ყველას სახეზე ღიმილი იყო აკრული,ჩემსაზეც კი. ბედნიერი ვიყავი ასეთი ადამიანები,რომ მყავდნენ გარშემო. ბედნიერი ვიყავი ანინე,რომ მყავდა. მაბედნიერებდნენ! ბოლოს ყველა ერთად ჩავსხედით ჩვენჩვენ მანქანებში და გავუშერეთ ქალაქს დავტოვეთ ტარო და რატუშა მარტო. მაგრამ ეჭვი მეპარება უჩვენობა აგრძნობინოს რატუშას ტარომ. სახლი შევაღეთ მე,ანინემ და ჰეკამ. -ავედი მე დავიძნო,დამღალა ბაბუაშენმა. ღმერთო რამდენი ლაპარაკი იცის,რო ჩაირთვება ენას ვეღარ აჩერებს.-თან ანინეს ელაპარაკებოდა და თან იცინობდა-პატარა,რომ ვიყავი სკოლის მოსწავლე-დააყოლა-ჩემი კლასელების უქმრო დედები გიჟდებოდნენ ტაროზე. ყველასთან იწვა. ეგეთი მექალთანე არ დადიოდა მთელ ქალაქში.-ბოლოს უკვე ერთად იცინოდნენ. -ბატონო ნათანიელი-შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ბიჭი დამიდგა წინ. სულ ასეთი ახალგაზრდები მყავს სამსახურში აყვანილი? -გისმენ-მივიღე მკაცრი სახე. -ქალბატონი,რომელიც ჩვენ წავიყვანეთ უკვე სახლშია.ამის საცნობებლად მოვედი-მანაც არანაკლებ სერიოზული ხმით გამომიცხადა. -რამე ხომ არ...-ვერ დავამთავრე წინადადება,ამ ბოლო დროს არავინ არ მაცდის არაფრის თქმას ან მაწყვეტინებენ,ან ისეთი რამე ხდება,რომ ვეღარ ვასრულებ აზრს, რა უბედურებაა. -სცადა! მაგრამ არ ავყევი,ბოლოს მხარზე დამადო თავი და ჩაეძინა. ავიყვანე და ერთი წყვილი სახლის გასაღები წამოვღე-და გამომიწოდა გასაღების ასხმა. -ყოჩაღ კარგი ბიჭი ხარ! - გულით გავუღიმე და არ ვიცი რატომ მაგრამ სახლში შემოვიპატიჟე. თავიდან იუარა არ არის ეს ჩემი მოვალეობაო,მაგრამ ბოლოს მაინც გამკაცრებულ ხმას დაყვა და ერთად ვისხედით დივანზე. ანინემ ლაღად ჩამოირბინა კიბე და უცხო,რომ დაინახა უმალ მიიღო საყვარელი სახე. ოღონდ არ იყო ეს ყალბი,პირიქით. ჩვენკენ წამოვიდა თვალების ფახუნით. -გამარჯობა!მე ანინე ვარ...-ხელი გაუწოდა ბიჭს და მანაც შეაგება თავისი. -ჩემი ცოლია-თვალი ჩავუკარი-რა გქვია-ეხლახანს მივხვდი,რომ მისი სახელი არ ვიცოდი,მაგრამ საკმაოდ ძლიერი ვიღაც უნდა იყოს. -როლი-სერიოზული იყო. ჩემი თავი მახსენდებოდა,რომ ვუყურებდი. -რამდენი წლის ხარ როლი?-ანინე დაინტერესდა. ერთი ამას უყურეთ რა?! -18-მოკლე პასუხებს გვცემდა,ვგრძნობდი უხერხულად იყო. -მე შენთვის ახალი საქმე მაქვს როლი. აღარ იქნები მძღოლი! ზედმეტად ახალგაზრდა ხარ ამისთვის.-სახე გაუფითრდა-არ გაგდებ,ნუღელავ-ღიმილით დავამშვიდე-უბრალოდ ჩემი დაცვა იქნები,ოღონდ ისეთი,რომლესაც ეცოდინება ჩემი გეგმა,დღის რაციონი და ყველაფერი. დამიჯერე ესეც არ არის ადვილი,მაგრამ ვიცი გაუძლებ-დავასრულე. -ნათანიელი არ არის ადვილი,კი თქვა ვიცი გაუძლებო,მაგრამ ის თუ იცის შენ გაუძლებ თუ არა ამას-და თითი ჩემკენ გამოიშვირა. ენა როდის ამოვიდგით ლამაზო ქალბატონო? ახლა არ გეტყვი არაფერს,მაგრამ დაგიმარტოხელებ თუ არა ვიცი რასაც ვუზამ ამ ენას. -ახლა,ჩემო კარგო!-დედაკაცივით დავიწყე ლაპარაკი-შეგიძლია შენ ოთახში ახვიდე. გავამზადებინებ აზას-ფეხზე წამოვდექი და სამზარეულოში შევედი. იქ კი პატარა სიფრიფანა გოგო დამხვდა. აშკარად ახალგაზრდების დასაქმება მომწონს თურმე. -აზა-გამომხედა თავისი შავი თვალებით. ჩემი შვილი მინდა,რომ ასეთი იყო,სუფთა და გამჭირვალე,როგორც ანინე,როგორც აზა,როგორც ელეონორა. კარგი ხალხი ტრიალებს ჩემ გარშემო. -გისმენთ ბატონო ნათანიელ-გამიღიმა. -შეგიძლია ოთახი გაამზადო,შენ სართულზე,შენ გვერდით?- არ გამკიცხავთ თუ ვიფიქრებ,რომ აზას ნამდვილად მოუხდება როლისავით ძლიერი და მამაკაცური ბიჭი გვერდით. ამ სიფრიფანა გოგოს დაცვა არ აწყენდა. -დიახ ბატონო ნათანიელ,ახლავე!-ისევ გამიღიმა და სამზარეულო დატოვა. მეც შევუერთდი ისევ ანინეს და როლის. უფრო მეტი გავიგე ბიჭზე. დედასთან ერთად ცხოვრობს ,შეყვარებული არ ყოლია,ძალიან კარგი.გაბადრული ვუსმენდი და კიდევ უფრო მიხაროდა,აზას მომავლის წარმოდგენა,როგორც და ისე მყავს ორივე- ელეონორაც და აზაც. ელეონორა უკვე დავაბინავე,ვიცი ჩემ გიჟ მეგობარს უყვარს მთელი გულით,აზაზე გული მეთანაღრებოდა,მაგრამ მემგონი მასაც ვუპოვე ბედი. -შენ რაღაცას მაჭანკლობ-ანინემ ჩუმად გადმომჩურჩულა. თვალები ამიჟუჟუნა და გათამამებულმა ტუჩები ლოყაზე მომაკრო. უცებ მომშორდა და თავის ადგილს დაუბრუნდა. ეს მეყოფა მე? -ბატონო ნათანიელ-შემოფარფატდა აზა ოთახში და ლოყები აუწითლდა როლი,რომ დაინახა-ოთახი გავამზადე.-თავჩახრილმა მითხრა და ოთახი დატოვა. როლის ყურადღება არ მიუქცევია აზასთვის,ასე დაინახავდა ანინეც და აზაც,მაგრამ ანალოგიურს,როდესაც ვაკეთებ ანინეზე,ზეპირად ვიცი მისი თითოეული ნაკვთი! -კარგი,როლი შეგიძლია წახვიდე ოთახში.-ისიც დინჯი ნაბიჯებით ადგა და აუყვა კიბეს. -მარტო მე შევამჩნიე აზას აწითლებული ლოყები და თავის ჩახრა?-ეჭვნარევი მზერა გააყოლა როლის.-აზას დიდი ხანია რაც ეს შენი ბიჭი უყვარს. და თანაც ძალიან.თუ ჩემი არ გჯერა საღამოს ოთახში მიაკითხე და აწითლებულ თვალებიანი,რომ დაგხვდება მაგასაც ნახავ-ჩემი უმეტყველო სახე,რომ დაინახა კიდევ მიაყოლა,რაღაც ოღონდ ამ შემთხვევაში სიტყვები არ ყოფილა. ველურივით მეცა ტუჩებზე და სავარძელში დამაბრუნა-ისევ!. კალთაში ჩამიჯდა ახლა ის დაეპატრონა ჩემ კისერს. ვერ ვინძრეოდი,ისე მსიამოვნებდა მისი დომინანტობა. ახლა მე, მე ვსუნთქავდი ხმამაღლა.ახლა მე ვიყავი მის ქვეშ,ახლა მე ვერ ვაკეთებდი ვერაფერს,ახლა მე დამტოვა ჩემმა ფერიამ ხახამშრალი,ახლა მე ვუღიმი სივრცეს დებილივით ახლა მე ვღიღინებ ისევ ტანგოს მელოდიას და ახლა მე ვარ ბედნიერი იმით,რომ ამ ცეკვამ მომავალი მაპოვნინა. ფეხზე წამოვხტი და ოთახში შევვარდი. იცვლიდა,ხელში მაისური ეჭირა და ზედატანს იფარავდა. ნელა მივუახლოვდი,მაიკა ჩამოვაწევინე,მისი სახე ხელებში მოვიქციე და დავიწყე მისი წამება. ჯერ შუბლზე ვაკოცე,მერე თვალებზე,ნელ-ნელა ვუახლოვდებოდი ტუჩებს,მწვავდა სიამოვნება,ვკვდებოდი ისე მინდოდა მეკოცნა და ვხვდებოდი,მასაც როგორ უნდოდა ჩემთვის ეკოცნა,მაგრამ არ მინდა დავაჩქარო. ახლა,რომ ვაკოცო თავს ვეღარ შევიკავებ. ავორთქლდი... დავტოვე ოთახში მარტო,ვნება აშლილი ანინე,ჩემი საყვარელი ფერია,რომელიც ვიცი ვიცი,რომ მიყვარს. ჰეკას ოთახში ბედნიერმა შევაჭერი -მიყვარს მამაჩემო! მიყვარს! --------------- ესეც ასე... მალე მოვრჩები,სავარაუდოდ 12 თავი იქნება,მაგრამ ზუსტად არ ვიცი ჯერ,მუზაზეა დამოკიდებული :დ მგონია,რომ მაქსიმუმს ვერ ვაკეთებ,მაგრამ დანარჩენ წყვილებზე უკვე დავწერე ჩანახატები. მადლობა,რომ კითხულობ და მადლობა თქვენ აზრს,რომ აფიქსირებთ კომენტარებში! მიყვარხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.