შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცეცხლოვანი ტანგო /5თავი


14-07-2017, 13:24
ავტორი Auroram
ნანახია 2 355

ანინეს POV.
-სახლში დიდიხანი ვერ გაგწერთ,ორჯერ წაგივიდათ გული, აქ ყოფნის პერიოდში.-ექიმი მშვიდათ საუბრობდა და ცდილობდა პაციენტი დაერწმუნებინა,რომ მისთვის უკეთესი იყო აქ დარჩენა.
-არმინდა აქ!-არვიცი,როდის გავხდი ასეთი კატეგორიულიდა მკაცრი ეს მორცხვი გოგო, მაგრამ ფაქტი ერთია,რომ არ მინდოდა აქ დარჩენა.
-ანინე,ფერია,მომისმინე-ნათანიელი საიდან გამობრწყინდა?ისეთი თვალებით შემომხედა,მივხვდი,რაღაც არ უნდა ყოფილიყო კარგად. დრო უნდა მეხელთა.-ახლა,ცუდ მდგომარეობაში,რომ არ ჩავაყენოთ ექიმი,დავთანხმდეთ გავჩერდეთ ცოტახანი,მეც შენთან ერთად ვიქნები,ხო? - ნუ მკითხავთ! მისით მონუსხულმა თავი დავუქნიე.სულ დამავიწყდა რამე რომ,უნდა "მეღონა"-ძალიან კარგი.- ბავშვის ღიმილით შემოკრა ტაში.
-მართლაც,ძალიან კარგი.-ექიმმა დაგვტოვა მე და ნათანიელი მარტო ოთახში... არ მინდოდა მისი ხილვა,არ მინდოდა ისევ მისი ხილვა...
ისევ...
-საკუთარ თავზე თუ არა,ჩემზე მაინც არ გიფიქრია ანინე?-სევდიანი თვალები შემომანათა. როგორ შეუძლია იყოს ერთდროულად ასეთი უხეში,სასტიკი და თბილი,მზრუნველი. ვაი,რომ ორივე ნათანიელის დროს ერთნაირად სიმპატიურია და ვაი,რომ ორივე ნათანიელის დროს ერთნაირად გემრიელი ტუჩები უჩანს. ეჰ... ვეღარ გავიგე რა მინდა.

-შენთვითონ არ იცი რა გინდა და ნათანიელს ემუქრები,საწყალი, ნახე რა სახით გიყურებეს. გამოსავალი არ იყო.-მეორე „მე“ ფორმაშია.

-შენზე,რომ ვიფიქრე იმიტომაც გადავხტი,შენი გაკრიალებული მანქანიდან და არ ვარ მე შენი ფერია-ამრეზით მივახალე და გადავტრიალდი. მეშინოდა,რომ ვერ გავუძლებდი მის თვალებს,მეშინოდა,რომ ისევ მომინდებოდა მისი ტუჩების დაგემოვნება.

-რომ გაგწერენ ვიღაც მინდა,რომ გაგაცნო.-მოწყენილმა ჩაიჩურჩულა თავისთვის,ამომხედა,გადმოიხარა,ფეხები საწოლზე ამოალაგა, დაწვა და ჩამეხუტა.-უბრალოდ დავიძინოთ! სხვა არაფერი უბრალოდ დავიძინოთ. გთხოვ,ფერია.-მისი ეს ხმა,მისი ეს საქციელი და ზოგადად ის! როდის აქეთ მეძახის ფერია,როდის აქეთ დათბა ჩვენი უურთიერთობა, რაც არ უნდა იყოს ეს მომწონს და მსიამოვნებს.

-დავიძინოთ ბატონო ნათანიელ,დავიძინოთ. -შეძლებისდაგვარად შევიკავე ღიმილი სახეზე და დავხუჭე თვალები. მასთან ერთად მეძინა!მეძინა და არაფერი სხვა.


საწოლიდან გიჟივით წამოვვარდი. სულ ოფნიალი ვიყავი. სიზმარი ნაწყვეტ-ნაწყვეტ მახსოვდა. როგორ მეხებოდა,როგორ დაასრიალებდა ხელებს ჩემ გაყინულ სხეულზე,როგორ ნაზად დაატარებდა წელზე თითებს,როგორ მეჩურჩულებოდა,რომ არ მატკენდა,ტუჩებს გამოცდილად აახლოებდა ჩემსას და მაწამებდა არ მკოცნიდა,ყელში სველ კოცნებს მიტოვებდა და ამას იმდენად გამაგიჯებლად აკეთებდა კვნესას ვერ ვიკავებდი. ფილმის კადრებივით გადამირბინა ყველაფერმა თვალწინ. ამჯერად ჩემით ავატარა მკლავებზე თითები და საწოლზე ოთხად მოვიკეცე. ასე არ შეიძლება, ასე ვერ გაგრძელდება.

მისი დანახვა,მისი შეხება სულ იმას მახსენებს,რომ მე მას არ შევეფერები და რომ მხოლოდ იმიტომ აკეთებს ამ ყველაფერს,რომ ან ვეცოდები ან უბრალოდ გართობა უნდა მოახლესთან. წიგნებში ასე არ ხდება ხოლმე!

სიზმარზე მეფიქრებოდა. ეს,რომ რეალობა იყოს?ხომ შეიძლება საკუთარ თავს მივცე იმის უფლება,რაც მინდა. რას დავკარგავ? ან რასაც დავკარგავ ვის ვუნახავ? ნათანიელის იქით მაინც ვერავის ვერ შევიყვა...

-გაჩუმდი!შენ არ გიყვარს ნათანიელი ანინე,უბრალოდ ვნებას განიცდი მის მამართ,შენ გეყოლება თბილი ოჯახი,ბავშვები და სიყვარულით სავსე თვალების მქონე ქმარი.-მეორე „მეს“ აშკარად შევეცოდე. ირნიულად ჩამეღიმა საკუთარი თავის უიღბლობაზე.

ასე მალე არ უყვარდებათ ხომ მართალია? არა არა. ნათანიელი არ შემყვარებია. ის მტკენს,როგორ შეიძლება ის შეგიყვარდეს. მისგან საპასუხოს,ხომ ვერასდროს მივიღებ,თავი რატომ დავიტანჯო, თანაც არც კი ვიცნობ,ვერ ვენდობი,მაგრამ ვის ვატყეუბ? თქვენ თუ საკუთარ თავს? მეშინია აღიარების,მეშინია იმის აღიარების,რომ მე ცხოვრებაში არაფრის მომცემ, ყველაზე უაზროდ დაბადებულ ადამიანს თვით ნათანიელ კარპატი შემიყვარდა. ის უფრო დაუჯერებელი იქნება მასაც,რომ ვუყვარდე. ამის გაფიქრებაზე კი ისეთი სიტერიული სიცილი ამიტყდა,მეგონა შემოაღებდა ექიმი კარს,მაგრამ სიცილიც ბოლოს ტირილში გადამეზარდა.

გული მტკიოდა! რატომ შვიყვარე ის ადამიანი,რომელიც არასდროს არ შემომხედავს იმ თვალით,რომელიც მე მინდა,ის ჩემში ვერასდროს ვერ დაინახავს ქალს,ცოლს,მისი ბავშვების დედას. სამწუხაროა,რადგან არვიცი, როდის მოვასწარი ,მაგრამ მე ის მთელი გულით შემიყვარდა.

თვალები დავხუჭე,მისი თვალები გამახსენდა. გამეღიმა და იმ იმედით,რომ სიზმარში მას ვნახავდი,ოღონდ არა ვნება მოცულ მამაკაცს,არამედ მას და მის მშვიდ სახეს,რომლის შეხებაზე ლამის ოცნება დავიწყო.




ავტორის POV.
„ნათანიელ კარპატმა ცოლი შეირთო“, „ნუთუ ქორწილისთვის ფული დაენენათ?“, „ნათანიელ კარპატი პატარძალს მალავს“, „ნათანიელი და იდუმალი ქალი“, „ნათანიელ კარპატი და მისი მეუღლე“. ყველამ გაიგო,რომ ნათანიელ კარპატმა ცოლი შეირთო,მაგრამ,რომ არ შეურთავს?

დანიელი და ალექსანდრე გაოგნებულები კითხულობდნენ სხვადასხვა გაზეთებში, სტატიებს,ტექსტებს,ჩანახატებს,ლანძღვა-გინებებს.
-ცოლი ვინ,ანინე?-სასოწარკვეთილს აღმოხდა რამდენი სიტყვა.

-დანიელ ეს,რომ ნახოს...-საკმაოდ მძიმედ გადააგორა ნერწყვი ყელში და ნათანიელს გახედეს.

-გეძინა ნათანიელ?-სიცილით გაკრა მხარი ალექსანდრემ. ყოველთვის ასე იყო. ამ სამში ყველაზე ჭკუამხიარული მასხარა ალექსანდრე იყო. არ ახსოვთ,როდის იყო მოწყენილი, ყველაფერში დადებითს ხედავდა. პოზიტივის მატარებელი ადამიანი იყო,არის და იქნება.

-ხო,ანინეს მივუწექი და ჩამეძინა,ასე ტკბილად არ მძინებია-შეყვარებული ბიჭის სახის ყურება ერთი სიამოვნებაა. დანილემა და ალექსანდრემ სიცილი დაიწყეს,მაგრამ მალევე დაასრულეს,რატომ?

-ნათანიელ,გახსოვს შენ ექიმს,რომ უთხარი ანინეს ქმარი ვარო?!-ნათანიელმაც დააქნია თავი,თანხმობის ნიშნად.-ეხლა ყველამ იცის.-უხერხულად გადაწია თავი,რომ მამაკაცის რეაქციისთვის შეეხედა.

-რას ნიშნავს ყველამ იცის?-არ გაბრაზებულა. მშვიდად მიიღო სიახლე. დანიელმა გაზეთები გაუწოდა ნათანიელს და ამოისუნთქა.

-არ გაგიჟდე შენ,რომ იცი ხოლმე. უბრალოდ დააწერინე,სხვა,რომელიმე გაზეთს,რომ ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს, ან შეგიძლია უჩ...-ვინ გაცდის ლაპარაკს.

-არა არ ვაპირებ არაფრის გაკეთებას. იცოდეს ყველამ,რომ ცოლი მოვიყვანე,მეტიც იმასაც ვიტყვი ვინ არის ჩემი ცოლი,ოღონდ მანამდე...-ბედნიერი ღიმილი გამოესახა სახეზე. ანინეს ოთახის კარს გახედა და მისკენ დაიძრა.

-მანამდე? დაასრულე წინადადება ნათანიელ-თვალები აატრიალა ალექსანდრემ.

-მანამდე,მანამდე...მანამდე ანინეს ხელს ვთხოვ!-ამით დაასრულა წინადადება,ამით გასცა ბრძანება და საკუთარ გადაწყვეტილებაში დარწმუნებული,საკუთარი იდეით აღფრთოვანებულმა შეაჭრა ანინესთან,ისე,რომ არც უფიქრია,ანინეს პასუხი „არა“,რომ იქნებოდა.
ოხ ეს კაცები!


---------------------------------
მემგონი პატარა გამომივიდა
შემდეგი იქნება ქარცეცხლტორნადმეწყერი. წარმოსახვაში კარგი გამომდის და იმედია ავასრულებ. მადლობა,რომ კითხულობთ და მადლობა,რომ მიკომენტარებთ თქვენ აზრს.გულით გეუბნებით მართლა ბევრს ნიშნავს თქვენი თითოეული სიყუვა ჩემთვის.
კ:თქვენი აზრით ყველაზე ქედმაღალი პერსონაჟი რომელი არის?
მიყვარხართ



№1 სტუმარი Gvanca

auuu aii dzaañ magaria male dadeeee

 


№2 სტუმარი Guest BiBi

me exlaxans shemovemate sheni mkitxvelis sias. am shuagamisas wavikitxe yvela ertad da gavtbi <3 dzalian dzalian sayvarelia, sakmaod gansxvavebulic. natanieli ese uceb rom motexe eg iyo cota iseti, ar sheefereboda ese naadrevad mis tipajs... intriga meti intriga <3 kargi xar kargad wer da warmatebebs gisurveb <3

 


№3  offline წევრი Auroram

Guest BiBi
me exlaxans shemovemate sheni mkitxvelis sias. am shuagamisas wavikitxe yvela ertad da gavtbi <3 dzalian dzalian sayvarelia, sakmaod gansxvavebulic. natanieli ese uceb rom motexe eg iyo cota iseti, ar sheefereboda ese naadrevad mis tipajs... intriga meti intriga <3 kargi xar kargad wer da warmatebebs gisurveb <3


მადლობა,რომ კითხულობ! მადლობა,რომ შენ ემოციებს მიზიარებ! შეცდომებს გავითვალისწინებ! heart_eyes

Gvanca
auuu aii dzaañ magaria male dadeeee


ზუსტად ამ წამს ვწერ smile დღეს ცოტა გვიან დავდებ,მაგრამ გულს არ გაგიტეხ გპირდები! relieved

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent