შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქაოსი ანუ "ინი და იანი" III (შეიგიძლია გაიგო ჩემი ყვირილი)


19-07-2017, 13:53
ავტორი elene tetruashvili
ნანახია 1 405

ხმა მესმოდა , მაგრამ ვერ ვხედავდი , ვერაფერს ვხედავდი და ნელ-ნელა ეს ხმაც გაქრა , თუმცა მალევე დაბრუნდა . ბედნიერი ოცნენებებიდან მირას სასიამოვნო , ბავშვივით მშვიდმა , წკრიალა ხმამ და ლოლას შემოლაწუნებამ გამომაფხიზლა .
-აჰჰ...რა მოხდა ? კარგად ვარ . -ვბლუყუნებდი მე , მერე წამოვდექი და გამართულად ვთქვი -კარგად ვარ .
-დებილო , როგორ წაიქეცი . თან ზუსტად შენი ცხოვრების პირველი სოყვარულის წინ . -წამჩურჩულა და ჩაიკისკისა პატარა ეშმაკმა და თან ჯეისონს "პადრუჩკა" გაუყარა .
-ოხხ..-შევიშმუხნე მე და სერენას მამის მკვლელი თვალებით გავხედე .
მართლაც ძალიან უხერხულად ვიყავი , მაგრამ ის ჩემს წინ იდგა და ისევე უცნაურად მიყურებდა , როგორც ნიკოლასი იმ დღეს როცა გავიცანი , მაგრამ ნიკმა ბოლოს "გაიღიმა" . ახლა კი მის სახეში ღიმილის გარდა ყველაფერს ამოიკითხავდით , ნერვიულობა , დაბნეულობა , შიში . ის პირდაპირ მე მიყურებდა და 100%ით დარწმუნებული ვიყავი , რომ გაკვირვებული იყო ჩემი ასეთი საქციელით და უკვე ჩემზე გული ერეოდა , მაგრამ მაინც ვცადე გამოვლაპარაკებოდი .
-ამმ... კარგად ხარ ? ვგულისხმობ იმას რომ ...ცუდად გამოიყურები - გაჭირვებით ვამბობ მე და ვუყურებ .
-აჰაჰ ... ჩემს წინ შენ დაეცი , გონება შენ დაკარგე და კიდევ მე მეკითხები კარგად ხარო ? -გადაიკისკისა და ცისფერი , სარკესავით სუფთა და ალმასივით ბზინავი თვალებში სიხარულის და სიცილის კვალი დაეტყო .
-მე დემიენი ვარ -სიცილს წყვეტს თუმცა ახლა ღიმილით მეობნება ის და ცისფერი თვალებით ისევ მე მიყურებს .
-ბეა , ბლერი ან თუ გინდა B . კიდევ ბევრი ვარიანტია -ახლა მე ვიცინი .
-ახლა უბრალოდ ბლერს დაგიძახებ . -ისიც მყვება სიცილში , მაგრამ მერე სოცილს ისევ ის სახე ტეხავს და დავინახე როგორ შეიკავა სუნთქვა . -ახლა უნდა წავიდე .
მისი ამ საქციელით გაკვირვებული ვიყავი თვიდან მეგონა ეს სუნი სახლის რემონტის გამო იყო და საღებავების სუნი აღიზიანებდა , მერე კი მეგონა ეს "საშინელი" სუნი მე ამდიოდა . გაკვირვებული წამოვედი თუმცა ამავდროულად ნასიამოვნები .
-აბაა ? -გიჟივით მომვარდა ლოლა და მწვანე თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა .
-ამმ...რა იყო .
-რა გითხრა ?-ისევ ის იმედიანი სახე ჰქონდა .
-არაფერი ისეთი უბრალოდ გამეცნო და მეც გავეცანი ,მერე მგონი ცუდად გახდა და წავიდა .
-აუ რა საყვარელი იყო , როგორ იცინოდა -დადნა მირა და მწვანე თვალები ააციმციმა .
-უკვე დაკავებულია , ძვირფასო გაზაფხულო . -მიმართა მირას სერენამ და გაიცინა . -ახლა წავიდეთ სახლში .
სახიდან იდიოტურ ღიმილს ვერ ვიშორებდი , ის კი იცინოდა და უაზრო კითხვებს მისვამდ ა, ხო ის ჩემი მეორე მე . უი ხო დამავიწყდა მასზე მეთქვა , მე მგავს უბრალოდ ცოტა ბოროტი და პირდაპირია .
მთელი გზა მის თვალებზე ვფიქრობდი , ის ისეთი სუფთა იყო როგორიც ანგელოზის , კამკამა როგორც წყალი და მარტოსული ისევე როგორც მთვარე ლურჯ ცაზე . მერე მანქანაც გაჩერდა და მეც დავეშვი ვარდისფერი ღრუბლებიდან .
სახლში შევედი და დაიწყო ჩემი უსასრულო , განკითხვის ღამე .
-სად იყავი ?! -მომვარდა მამაჩემი და ხელი დამიჭირა .
-მირასთან და ხელი გამიშვი -უცოდველი , მაგრამ გაუტეხელი მზერით ვიყურები და ამავდროულად დაბნეული ვუყურებ დედაჩემს რომელიც უკან კარებთან დგას და ვერაფერს ამბობს .
-ნუ მეპასუხები ! რომელი საათია ?! ამ დროს მირასთან ?! გუშინ გასაგებია დარჩი და დღეს , რომელი საათია ?! სად ეგდე გოგო ...-ყვირის ის , მის გარშემო წითელი "ცეცხლია" და უფრო და უფრო მიჭერს ხელს .
-მტკივა !-ვყვირი მე .
-დედაშენი მაინც არ გეცოდება ?! მთელი დღე იჯდა და ნერვიულობდა მთელ შენს კლასთან დარეკა მათ შორის მირასთანაც , მაგრამ საცხლი არ აიღეს ყურმილი . ნეტა რატო ?! ვისთან იყავი ?!
-გაჩერდი ! -შემოდგომისფერი თვალები გაზაფხულის ნამმა დაფარა და ცრემლებად წარმოიქმნა .
-სად იყავი , შე ბ.ზო.. ! -ყვირის ის და ჩემს ხელს ატრიალებს .
-თავი დამანეებე , მტკივა ! ხომ გითხარი მირასთან ერთად ვიყავი თქო ! -აცრემლებული მივრბივარ ჩემი ოთახისკენ .
-მოეთრიე აქ ! ჩვენ ჯერ არ დაგვისრულებია ! -თითს იატაკისკენ აჩვენებს და გაცეცხლებული ნერვულად კბილებს ათამაშებს .
-სამწუხაროა რო მშობლების არჩევა არ შეიძლება .
-ხშირად მინატრია შვილების გამოცვლაზე .
-შენნაირი მამის ყოლას საერთოდ არ მყავდეს მირჩევნია , მირჩევნია მარტო ვიყო , სამუდამოდ , სამუდამოდ ! -"სამუდამოდ" -მაშინ ამ სიტყვას ვერ დავუკვირდი , მაგრამ ეს არის სიტყვა , რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება ,ეს არ არის სიტყვა რომელიც უბრალოდ უნდა წამოროშო , ამ სიტყვის არსი დიდია .
ოთახში შევვარდი და ფანჯარა შევაღე , რომ შემოდგომის ცივ ჰაერს ცოტა აზრზე მოვეყვანე , რომ არ მეგრძნო ჩაკეტილობა , არ მეგრძნო რაღაც საშინელი . სიმარტოვის არასდროს მეშინოდა ალბათ იმიტომ , რომ რაღაც ძალა ყოველთვის თან დამყვებოდა , რაღაც რასთანაც თავს დაცულად გრძნობ , რომ არ გეშინია არაფრის , რომ გრძნობ შენი თავის სიდიადეს და ეს ძალაც მხოლოდ "შენ" ხარ , ეს "შენ" ჩვენს ტვინში ცოცხლობს და არსებობს მანამ სანამ უკანასკნელად არ ამოვისუნთქებთ ჰაერს და უკანასკნელად დავინახავთ მზეს .
თვალები დავხუჭე რათა შემეგრძნო ღამის ყვრლა ის ჩუმი ხმა , რომელსაც გარემო წარმოქმნიდა :ქარის სონატები და უაზრო ერთფეროვანი ზუზუნი , ჩიტების უცნაური საუბარი , რომელსაც ჩვენ ადამიანები "ჭიკ-ჭიკს " ვეძახით , მაგრმა ისინი არ მღერიან , ისინი ტირიან , ტირიან და მათი არავის ესმის .
ჩურჩულით ვლაპარაკობდი ერთსა და იმავეს :"გთხოვ" , მაგრამ არა მაშინ არ ვიცოდი ვის ან რას ვთხოვდი რამეს , მხოლოდ ვამბობდი "გთხოვ , გთხოვ , გთხოვ !" ისევ და ისევ ეს სულელური სიტყვა , რომელსაც აზრი არ აქვს იმიტომ რომ მაინც არავინ გიპასუხებს არავინაა ისეთი ვისაც შენი ესმის , არავინაა ისეთი ვინც გაგიგებს , გაიგებს შენს ჩუმ ყვირილს .

__________________________
როგორი იყო ? დამიწერეთ შეფასება . და კიდევ შეიძლებ მეოთხე თავმა ცოტა დაიგვიანოს იმიტომ რომ სხვაგან მივდივარ და იქ ინტერნეტი არ იჭერს .მადლობა !




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent