შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხელი სუნთქვა -2-


19-07-2017, 14:20
ავტორი Frigga
ნანახია 1 840

თვალებს ნელა ვახელ, დედაჩემი ზურგით დგას, ვიღაც თეთრხალათიანს ელაპარაკება, ვხვდები რომ საავადმყოფოში ვარ, ეს სიტუაცია მაინცდამაინც არ მომწონს, ვხვდები, რომ რაღაც ცუდი ხდება და თავს ვიკატუნებ, თვალებს ვხუჭავ...
- რა ხდება ექიმო? ამის გამოსწორებას როგორ შევძლებთ?
- ნამდვილად ვერაფერს გეტყვით ჯერ...
- გასაგებია, მაგრამ უკვე ძალიან ბევრ ფსიგოლოგთან მყავდა, თითქმის ყველასთან...
- ფსიქოლოგი არაფერ შუაშია აქ, თავადააქვს რაღაც შიში, ნუ ერთი მხრივ კი, ფსიქპოლოგის დახმარებაც აუცილებელია, მაგრამ თუ თავადაც არ დაძლია შიში, ვერაფერს უშველიან...
- კი მაგრამ ექიმო, თვითონაც უნდა, მაგრამ ვერ ახერხებს...
- მე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.
კარის ხმა.
თვალებს ნელ-ნელა ვახელ, დედაჩემის სახეზე დიდ შიშს ვკითხულობ, სიმართლე რომ ვთქვა, მეც ძალიან მეშინია, თავში ათასი ფიქრი მიტრიალებს, არ მინდა რომ მუდამ ამ უაზო შიშში ვიცხოვრო, არ მინდა მუდამ დაუცველობის შეგრძნება მქონდეს, მინდა რომ ჩვეულებრივად შემეძლოს ოთახის განიავება, ღია ფანჯარაში ჯდომა და ყველაფერი რაც ღია სივრცეს ეხება...
თუმცა ვერც იმას დავუშვებ, რომ სადმე საავადმყოფოში გამომკეტონ....
რა,ე უნდა ვიღონო, სადმე რომ წავიდე? არა დედაჩემს მარტო ხო არ დავტოვებ? სამსახურიც არ მაქვს, აბა რა უნდა გავაკეთო? დაველოდო როდის ჩეამსვავენ გალიასავით კოლოფში? არავითარ შემთხვევაში, წავალ რუსთავში და იქ ვნახავ რამმე ბინას, ცოტახანში დედაჩემსაც შევეხმიანები და ეცოდინება რომ კარგად ვარ....
ბინა ხო მაგრამ სამზახური რა ვქნა? სკოლის საბუთები დედაჩემის გარეშე როგგორ გავიტანო სკოლიდან? ან სხვა სკოლაში როგორ შევიტანო? ოხხ ლიზა რაღაც უაზრობებს ფიქრობ...
- კარგად ხარ პატარავ?
შევხტი, შემეშინდა, იმდენად შევედი როლში რომ თითქოს უკვე ვცხოვრობდი კიდეც მარტო...
- კი დედა, კარგად ვარ...
- რა გჭირს შვილო, იქნებ მითხრა, ხვა შემთხვევაში...
- რა დედა, რა!? სხვა შემთხვევაში ფსიქიატრიულში წამიყვანენ არა? ან ისევ რომელიმე ფსიქოლოგთან მიმიყვანთ და ტვინს უარესად ამირევთ?
საშინლად გაბრაზებული ვიყავი, ყველაფერი უკვე ყელში მქონდა ამოსული, ღამე ნორმალურად ვერ მეძინა, დავწვებოდი თუ არა, მაშინვე რაღაც საშინელება მემმართებოდა, სულ ვიყინებოდი, უაზრო ჩრდილები ჩემში იღვიძებდნენ, თითქოს ვიღაც მოდიოდა ჩემსკენ, მაგრამ როგორც კი თვალს დავახამხამებდი მაშინვე უკვალოდ ქრებოდა, საშინელი გრძნობა, საშინელი ღამეები, კვირები, თვეები და წლები უკვე ყელში იყო, აღარ შემეძლო სკოლაშიც კი იმაზე ფიქრი, რომ საიდანმე რამე გამოვარდებოდა, სადმე ფანჯარა იყო ღია, ვინმე რამედ გადაიქცეოდა, მეშინოდა და ეს შიში ჩემი ცხოვრების თანამგზავრი გახდა, ბევრჯერ მიცდია , მაგრამ არ ვიცი რა მაჩერებს, ხანდახან საშინელი კანკალი მეწყება, სწორედ ამიტო, მეშინია რომ გამომკეტავენ, მაგას მართლა ვერ გავუძლებ, შეიძლება სხვანა
ირი ადამიანი ვარ, შეიძლება სხვა შესაძლებლობებით, ნამდვილად არ ვიცი, და სკუთარ თავს ხანდახან, ხანდახან კი არა უმეტეს შემთხვევაში, მეთვითონაც ვერ ვცნობ, ჩემში ტკივილი და სიგიჟეა, გადამეტებული დოზითაა და ეს მკლავს, სიცოცხლის ხალისს მართმევს, საშინელებაა როცა ხვდები, რომ ყველა ისე გიყურებს თითქოს ვინმეს რამე დაუშავე, თითქოს შენი ბრალია რომ განსხვავებული ხარ და თითქოს შენი სურვილით ხდება ყველაფერი შენს გონებაში....
- დამშვიდდი, გახსოვდეს ვის ელაპარაკები, უბრალოდ მაინტერესებს..
- ხო და მიიღე პასუხი კიდეც.
გვერდზე გადავბრუნდი, რამოდენიმე წამში ექიმიც შემოვიდა.
- ქალბატონო სავარაუდოდ დავადგინეთ რა სჭირს თქვენს შვილს..
- გისმენთ.
გვერდზე გადაბრუნებულს, ყურადღება არ მიმიქცევია, ისედაც ვიცოდი რომ ეს აგროფობია იყო...
- მისი დაავადებაა აგროფობია, უამრავი ფობია არსებობს, ეს ფობია კი გულისხმობს ისეთ ადამიანებს რომელთაც ღია სივრცის ეშინიათ, ისინი თავს მხოლოდ დახურულ სივრცეში გრძნობენ კარგად, თანაც სრულიად მარტო ან ცოტა ხალხთან ერთად, მათ ეშინიათ ღია მინდვრების ქუჩების, პარკების, ფანჯრების და საერთოდ ყველაფრის რასაც ღია შეიძლება ვუწოდოთ.
ექიმი გამალებით უხსნიდა დედაჩემს, მე მეტის მოთმენა აღარ შემეძლო, დედაჩემმა ისედაც იცოდა რა ფობიაზე იყო საუბარი, როგორი დაავადება იყო ეს, რა ახასიათებდა მას, მაგრამ მაინც იჯდა და განტოკებლად უსმენა, თითქოს ეს ექიმი რაღაც სასწაულს მოახდენდა...
- დედა, ეს ყველაფერი უკვე სამასორმოცდარვაჯერ მანქვს მოსმენილი, ლამის ახლა ლაპარაკში მეც ავყვე, რას აწვალებ ამ კაცს, უთხარი რომ იცი და დადგენა კი არა მკურნალობის ხერხები გაინტერესებს, ან წეღან რაღა მე მეკითხებოდი რა გჭირსო როცა ყველაფერი მშვენივრად იცი?
წამოვხტი საწოლიდან და დედასა და ექიმს შორის დავდექი.
ან რა უაზროდ იქცევით? დამღალა თქვენმა ქცევამ, ყელშია, ისედაც ვიცი რომ ფობია მჭირს, ოცდამეერთე საუკუნეა და არსებობს რაღაცეები საიმფორმაციოდ...
- დამშვიდდდი და დაწყნარდი...
ექიმმა დამამშვიდებელი გამიკეთა, თვალებს ძლივს ვახელდი, მოთენთილი და ნახევრად მძინარე ვეგდე საწოლზე, მაგრამ მაინც შემეძლო მათი საუბრის მოსმენა...
- ფობიისგან განმთავისუფლება შეიძლება?
დედაჩემი აკანკალებული ხმით ეკითხება ექიმს.
- რათქმაუნდა, ოღონდ თვითმკურნალობით არა, საჭიროა ეფექტორი ფსიქოლოგიური ჩარევა.
- კი მაგრამ უკვე აღარ ვიცი სად ვნახო ასეთი ფსიქოლოგი.
მეძინება...
ყველაფერი უნდოვანია, ნისლივით, მხოლოდ მწვანე ბალახს ვხედავდავ და ჩემს შიშველ ფეხებს, მთელი საშინელება კი ისაა, რომ ტრიალმინდორზე ვდგავარ, საშინლად მეშინია და ლამის მუხლები მომეკვეთოს ცოტახანში ნისლიც იფანტება, უკიდეგანო სივრცე საშინელ შეგრძნებას მიტოვებს და არ ვიცი რა უნდა ვქნა, რომ ამ საშინელებისაგან თავი ვიხსნა, ნისლი ნელ-ნელა უკან იხევს, ვგრძნობ სუნთქვას, საშინლად ღრმას და საშიშს, ხმები, ჩრდილები, ნელ-ნელა ყველაფერი შავდება, მხოლოდ ერთი პატარა მინდვრის ნაწილია განათებული, იქ ერთი ბიჭი დგას, მაგრამ მის სახეს ვერ ვხედავ, ბიჭია თუ არა არც ის ვიცი ნორმალურად, თუ მხრებით ვიმნჯელებთ ბჭი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვის ქონდა მსჯელობის თავი.
(ვერავითარი ფსიქოლოგი ვერ განგკურნავს, ვერავითარი საავადმყოფო ვერ გიშველის, შენი შველა მხოლოდ...)
- გაიღვიძე პატარავ......
საწოლიდან ჩვეულად ვხტები და დედას ვეხუტები.
- დამშვიდდი აქ ვარ...
- რა ჯანდაბაა ეს დედა?
- ექიმმა თქვა რომ განნკურნება შესაძლებელია, მხოლოდ ის გჭირდება, რომ ნორმალური ფსიქიატრი ვიშოვოთ.
- არავითარი ფსიქიატრი.
ხელებს ვაშსორებ და ისევ საწოლზე ვბრუნდები, ხელები მიკანკალებს, მაგრამ არ ვიმჩნევ.
- შენ რა გინდა ასე დარჩე? სულ? გიდა შიში გიპყრობდეს და გარეთ ვერ გადიოდე? გინდა, რომ შენ შენს მეგობრებთან ერთად კინოში ვერასდროს წახვიდე? კი ბატონო.
დედაჩემი ხმას უწევს, მის ხმაში სევდას ვამჩნევ.
ოხ ლიზა, საშინელი შვილი ხარ მეთქი ვფიქრობ, მაგრამ მაინც ჩემსას ვამბობ...
- დიახ.
გაბრაზებული ვდგები საწოლიდან და სააბაზანოში შევდივარ. არა ნამდვილად გავაფრენ. თუმცა გავაფენ რა შუაშია უკვე გაფრენილი მაქვს...
კაბნეტში გასულს დედა, ექიმი და ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი მხვდება.
- ხო მშვიდობაა? ნაგლად შევხედე სამივეს... აა ხო თუმცა ჩემთან და მშვიდობა? ეს უკვე ზედმეტად უცნაურიც კია.
- გამარჯობა, მე ალექსი ვარ.
- გამარჯობა ლიზა, და შენ ვინ ჯანდაბა ხარ?
- მე შენი ახალი ფსიქოლოგი
ფსიქოლოგიო? ამაზე უ გავაფრინე.
- ვინ ხარ? ფსიქოლოგი? ოუუ სერიოზულად დედა? ახლა ასეთი ახალგაზრდების მხარეს გადავედით? თუ რა ხდება ვერ გავიგე?
- დამშვიდდი პატარავ...
ურცხვად მიყურებს და მამშვიდებს კიდეც?
- რამმდენი წლს ხარ ოცის?
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს?
ახლა წვდი ამას ყელში და ისროლე სადღაც უსასრულობაში აქედან, შენობა მაინც მაღალია და დაცემას ვერ გაიგებ...
- ხო რავი, პატარაო და...
- აბა დიდი ხარ?
ახლა რო გთხლიშავ..
- საკმაოდ..
ნაგლად და ირონიული ღიმილით ვესაუბრები, ის კი თითქოს არაფერი ისე აგრძელებს, როგორ მინდა თმაში ვწვდე..
- გასაგებია. ლიზა, წინ საკმაოდ დიდი და მხიარული გზა გელის.
კი აშკარად...
- მხიარული? დამიჯერე ეგეთი მხიარული გზებით, უკვე დიდი ხანია დავდივარ, შენ ახალს ვერაფერს შემომთავაზებ...
იდიოტი.......
- დარწმუნებული ხარ?
- დიახ სრულიად.
სკამიდან დგება და ოთახიდან გადის...
ეს ჩემზე უარესი დასაბმელია, ამან მე რა უნდა გამიკეთოს, თავსი თავსთვის ვერაფერი უშველია და მე მიშველის?
კარი ისევ გაღო, მარჯვნივ გადავბრუნდი, აღარ მინდოდა აღარავის დანახვა.
- მოიხედე...
ისევ ეს ქოჩორა იდიოტი...
- გისმენთ, მისტერ ფსიქოლოგო.
სარკე მოიტანა, ჩამახედა და რეალობასთან ერთი წუთით მარტო დავრჩი..
- ხედავ ამ ადამიანს? ვიაა? შენში რა უნდა?
- არ ვიცი...
- მე ვიცი... შენი სიგიჟემდე მიყვანა უნდა და თუ ხელს შემიწყობ შეგვიძლია ეს სარკე დავამტვრიოთ და შიგ ჩავტოვოთ ეს საშინელი არსება...
დამაჰიპნოზა თუ რა ჯანდაბა იყო ვერ გეტყვით, მაგრამ მაშინვე ლაპარაკი დავიწყე..
- რათქმაუნდა, უკვე აღარ შემიძლია სამასორმოცდაათი ფსიქიატრი გამოვიცვალე, ღამე არ მძინავს, ოცდაოთხისაათი ვკანკალებ, ვერ ვჭამ, ერთ რაღაცას დიდი ხნით ვერ ვუყურებ მერე მოლანდებები მეწყება, გარეთ გასვლის მეშინია, ფანჯარას ვერ ვაღებ, მეგობრებსაც მობეზრდათ სულ ისინი რომ მოდიან და ამის მერე მეკითხებით შეგიწყობთ თუ არა ხელს? იცით უკვე რამდენმა მითხრა მსგავსი რამ?
- მე მართლა შევძლებ, თანაც შანსს ყველა იმსახურებს, ხომ ასეა?
- ხიახ..



№1  offline წევრი dzadzamia25

იო იო და ისევ იო.
მე მაპატიე,თუ ვცდები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent