ერთხელ მარსზე (სრულად)
ერთხელ მარსზე *** ზაფხულის ცხელი საღამო იყო, მარტო ვიყავი ქალაქ გარეთ სახლში, ჩაბნელებულ ოთახში ვიჯექი და სრულიად არ მინდოდა არაფერი. ოთახის კედლებს აპობდა ნელი მუსიკის ხმა... ძალიან დაღლილი ვიყავი სიცხით, ცივ ყავას ვწრუპავდი და ინტერნეტში უაზროდ ვიქექებოდი, "თამბლერის" ნიშნაკს რომ წავაყდი და წარბები შევკარი. ეს სოციალური ქსელი ჩემთვის სულ იმ ადამიანთა თავშესფართან ასოცირდებოდა, რომლებიც ვერ იტანდნენ მათ არსებულ რეალობას და საკუთარ ცოდვებსა და პრობლემებს "ბლოგებსა" და "პოსტებში" აქსოვდნენ, ბოლო წვეთამდე. მე ასეთი არ ვიყავი. მე არაფერს ვქმნიდი. არ ვწერდი და არ ვხატავდი. ჩემს გონებაში უნიჭობა ისე იყო გამეფებული, რომ მუდმივად ზეიმობდა და როცა რამე არ გამომივიდოდა, ხარხარითაც კვდებოდა. საათს დავხედე, შვიდი სრულდებოდა. დარწმუნებული ვიყავი ისევ მარტოს მომიწევდა ღამის გატარება, ნერვებ მოშლილმა გავაქნიე თავი, ამოვისუნთქე და თამბლერზე შევედი. გაუაზრებლად დავრეგისტრირდი, ნიკზე "Summertime-Sadness" მივიწერე და სიახლეებს ვათვალიერებდი, რაღაცის დაწერა მეც რომ მომინდა. <> ორი წამი არ იყო გასული, შეტყობინება რომ მომივიდა, ვიღაცამ დამიკომენტარა. Once-upon-a-time-on-mars: <> წარბები შევკარი, მისი სახელი მომეწონა, სიმღერის გაგრძელება მივუწერე და კომენტარს დაველოდე. რამდენიმე წინადადების შემდეგ გაჩერდა, წარბი ავწიე, ან რისთვის დაიწყო, ან რისთვის შეწყვიტა-მეთქი, გავიფიქრე და მის ბლოგზე გადავედი. ლამაზი სურათი ედო, ძალიან რეალისტურ ნახატს გავდა, მარსის წითელ მიწაზე მდგომი, დედამიწას შემყურე ბიჭი. მის გვერდს ჩამოვუყევი, ჩემსავით ახალი ჩანდა, 4 სიახლე ჰქონდა გამოქვეყნებული, ოთხივე ნახატი. თითოეულს გაშტერებული მივაშტერდი, ბევრი რამ არ ვიცოდი ციფრულ მხატვრობაზე მაგრამ აშკარად ეტყობოდა, რომ მარსელი, რომელმაც ლანა დელ რეის სიმღერა ზეპირად იცოდა, შესანიშნავად ხატავდა. *** Sumertime-Sadness: <<ნეტავ წასვლა შემეძლოს...>> დავწერე ყველაფრით დაღლილი, დეპრესიული გოგოს მსგავსად და საკუთარი თავის გაკიცხვასაც შევუდექი, კომენტარი რომ დაიწერა: Once-upon-a-time-on-mars: <<მარსზე გეპატიჟები!>> გამეღიმა. Summertime-Sadness: <<მანდაც ძალიან ცხელა?>> Once-upon-a-time-on-mars: <<არა, საშინლად ყინავს.>> Summertime-Sadness: <<წითელ პლანეტაზე ყინავს?!>> Once-upon-a-time-on-mars: <<ლურჯზე ხომ ცხელა?>> Summertime-Sadness: <<ესეიგი წამოსვლაზე ფიქრი შეიძლება.>> აღარაფერი რომ არ დაწერა, გული დამწყდა, მაშინვე დავაჭირე "გამოწერა"-ს, იმის იმედით რომ რაიმეს დაპოსტავდა. საკუთარ თავს შევუძახე, ლეპტოპს შეეშვი და გაისეირნე-თქო, მაგრამ მშვენივრად ვიცოდი რომ ამას არ ვიზამდი, ზედმეტად მქონდა ცხოვრებაზე ხელი ჩაქნეული. *** პირველი ხდებოდა, ფილმის ყურებას მოვრჩი და ისევ თამბლერზე გადავედი. "ერთხელ მარსზე"-ს ატვირთული ფოტო ვნახე და გაოცებისგან პირი დავაღე. ახლა წითელ პლანეტაზე მარტო ის კი არა, ვიღაც გოგონაც იდგა, მუქი ყავისფერი თმით. თვალები გამიფართოვდა და უნებურად ვიტაცე თმაზე ხელი. მას ვერ ეცოდინებოდა რომ მე ზუსტად იმ ტონის თმა მქონდა, როგორიც ნახატზე-გოგონას და მაინც, უცებ მივუწერე კომენტარი: Summertime-Sadness: <<მე რომ წამოსვლაზე არ დაგთანხმებივარ?>> Once-upon-a-time-on-mars: <<შენ არც ის გითქვამს, გოგო ვარო.>> სიცილი ამიტყდა, თითქოს იმდენად აშკარა იყო რომ 'მარსელი' ბიჭი უნდა ყოფილიყო და მე-გოგო, რომ სხვა ვარიანტს არაფრით განვიხილავდი. Summertime-Saddness: <<კარგი ნახატია.>> - მივუწერე ბოლოს. ნახატი მაშინვე შევინახე, ლეპტოპი გამოვრთე და ძილის უამრავი უშედეგო მცდელობიდან, შემდეგი დავიწყე. საბოლოოდ, განთიადს ეზოში შევხვდი... *** ლეპტოპს ორი დღე არ მივკარებივარ, არ მიყვარდა ადამიანებზე დამოკიდებულება, არ მინდოდა ჩემს სულელურ ცხოვრებას, კიდევ ერთი სისულელე მიმატებოდა, არ მინდოდა მარსზე წასვლა... *** Once-upon-a-time-on-mars: "აღარ გაქრე." შევედი თუ არა, შეტყობინება მომივიდა, თან კომენტარის ნაცვლად ახლა პირადად. ვიგრძენი როგორ მიიღო გულმა მძიმე, სასიამოვნო დარტყმა და ხელები კლავიატურაზე მიმეყინა. ქართულად მომწერა. ქართულად რატომ მომწერა? Summertime-Sadness: მარსელი მეგონე, ქართველი აღმოჩნდი. Once-upon-a-time-on-mars: ქართველი ვარ, ოღონდ მარსზე. აღარ გაქრები? Summertime-Sadness: არ მიყვარს ადამიანებისთვის პირობების მიცემა. Once-upon-a-time-on-mars: რაც მარსზე ვარ, ადამიანობა გადამავიწყდა. Summertime-Sadness: მართლაც წამოვიდოდა ადამიანი მანდ, ერთი-ორი კვირით. :D Once-upon-a-time-on-mars: მე გეპატიჟები. Summertim-Sadness: ვალდებულებები... Once-upon-a-time-on-mars: მართლა წამოხვიდოდი? Summertime-Sadness: სირბილით. Summertime-Sadness: ახლა ფიქრობ, რამდენად უბედური უნდა იყო ადამიანი მარსზე სირბილით რომ წამოხვიდეო. Once-upon-a-time-on-mars: უბედური რომ ვიყავი, მეც მაგიტომ წამოვედი. Summertime-Sadness: იმდენად უბედური რომ ვალდებულებები დაგავიწყდა? Once-upon-a-time-on-mars: მაგაზე უბედური. Summertime-Sadness: ალბათ ერთ დღეს წამოვალ. Once-upon-a-time-on-mars: მე დაგელოდები. Summertime-Sadness: რომ არ მიცნობ? მაინც? Once-upon-a-time-on-mars: რომ არ გიცნობ, მით უმეტეს. ხელები ამიკანკალდა და სასწრაფოდ გამოვრთე ლეპტოპი. ისევ დასაძინებლად დავწექი, და ისევ შევხვდი განთიადს ეზოში, სავარძელზე. *** Summertime-Sadness: თბილისში დავბრუნდი და ყველაფერი იმაზე რთულად დამხვდა, ვიდრე შორიდან ჩანდა. მივაკითხე საღამოს სკვერში მჯდომმა. Once-upon-a-time-on-mars: ოჯახი თუ მეგობრები? Summertime-Sadness: ორივე :D Once-upon-a-time-on-mars: ვერ ვიტან თბილისს. Summertime-Sadness: მე არა. არ მიყვარს, მაგრამ არც მეზიზღება. მნიშვნელობა აღარ აქვს მგონი, სად ვიქნები. დებილობა თან მდევს. Once-upon-a-time-on-mars: მეც დებილობა ვარ? Summertime-Sadness: შენ ერთადერთი ნორმალური ხარ, დებილთა შორის. მივხვდი რომ ჩემი სიტყვები ეზედმეტა და გავიდა. მეც მივხვდი, რომ არ უნდა მიმეწერა და ტელეფონი გავთიშე. სკვერში მოთამაშე ბავშვებს გავხედე და ძალიან გამიხარდა, თამბლერი რომ შემხვდა 22 აგვისტოს, ინტერნეტში. *** Once-upon-a-time-on-mars: და როცა ყველაფერი რთულდება, აქ ხარ. გამეღიმა, ვიგრძენი რომ საშინელი დღის შემდეგ, ფინიშის ხაზს მივაღწიე და მარსისა და დედამიწის მაკავშირებელ ხიდზე გავედი. Summertime-Sadness: ბანალურობა მარსსაც მოედო? Once-upon-a-time-on-mars: ცოტა დავლიე. Summertime-Sadness: ანუ ახლა ბევრ კარგ რამეს მეტყვი? DD Once-upon-a-time-on-mars: არა, მარსზე ძალით წაგიყვან. Summertime-Sadness: მარსი როგორია? Once-upon-a-time-on-mars: წითელი და ოქროსფერი. Summertime-Saddness: მეც ასეთი წარმომიდგენიხარ. წითელი და ოქროსფერი. Once-upon-a-time-on-mars: წარმოგიდგენივარ კიდეც? Summertime-Sadness: ძალიან ხშირად. Once-upon-a-time-on-mars: მეც წარმომიდგენიხარ. Summertime-Sadness: როგორი? Once-upon-a-time-on-mars: შავი და ცისფერი. Summertime-Sadness: დედამიწასავით. Once-upon-a-time-on-mars: ზუსტად! *** და როცა ჩემი ცხოვრება იმაზე საშინელია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო და ვიდრე არ უნდა იყოს, გამოსავალს ვხედავ არა ნარკოტიკში, სასმელსა ან სიგარეტში, არამედ მარსელში, რომელიც იმაზე მეტად გახდა ჩემი ნაწილი, ვიდრე ნებისმიერი ცხოვრებისეული პრობლემა და... Summertime-Sadness: "საუკეთესო მეგობართან" ურთიერთობა გავაუქმე. მოვნიშნე და წავშალე. დავკუწე ყველაფერი. Once-upon-a-time-in-mars: დაიმსახურა? Summertime-sadness: მან არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი რომ მე არ დამიმსახურებია ის რაც გააკეთა. Once-upon-a-time-on-mars: მაშინ სწორედ გიქნია, ჯანდაბაში წაუძახე და მარსზე გამომყევი. ხომ იცი, მარტო მაინც არ იქნები. Summertime-sadness: ინტერნეტი თუ არ იქნება, მარტო ვიქნები. Once-upon-a-time-on-mars: მეგონა სხვანაირად აზროვნებდი. Summertime-sadness: როგორ? Once-upon-a-time-on-mars: არ გავდი ხალხს რომლებიც "ონლაინ" ურთიერთობებს საშინელებებს არქმევდნენ, რომლებიც თვლიდნენ რომ სასაცილოა იმას გაეხსნა, ვისაც არ შეხვედრიხარ. Summertime-sadness: არასდროს მჯეროდა ამის! Once-upon-a-time-on-mars: მაგრამ მაინც ფიქრობ რომ შენს ეკრანზე პიქსელები და რიცხვები ვარ და მეტი არაფერი? Summertime-Sadness: მე იმას ვფიქრობ, რომ ყველაზე არაორდინალური ხერხით გაგიცანი და კი, ჩემს ეკრანზე არსებობ პიქსელების და რიცხვების სახით, მაგრამ შენ ხარ ის, რაც მაიძულებს რაღაც ვიგრძნო, რაც მიხსნის გარობოტებისგან და თუ ინტერნეტის გარეშე დავრჩი... Once-upon-a-time-on-mars: თუ აპირებ რომ თქვა დანაკარს შევეგუები და ცხოვრებას გავაგრძელებო... Summertime-Sadness: არა, სულ სხვა რამის თქმა მინდოდა! Once-upon-a-time-on-mars: თქვი. Summertime-Sadness: არა, ჯერ შენ მითხარი რას იზამდი DD Once-upon-a-time-on-mars: მთელს თბილისს გადავატრიალებდი მუქ ყავისფერთმიანი, ცისფერთვალება გოგოს ძიებაში და თუნდაც შენნაირი მილიარდი შემხვედროდა, მაინც გიპოვიდი. და მე ამ დროს ის ვიგრძენი, რამაც გამაგიჟა. ავკანკალდი, ხელები გამეყინა და გავშეშდი. როგორ.. როგორ ახერხებდა... როგორ იყო შესაძლებელი, ამხელა ემოციას იწვევდეს ადამიანი, რომელსაც არც კი შეხვედხარ... Once-upon-a-time-on-mars: Summertime, დაიკარგე? Summertime-Sadness: "Summertime"? DD Once-upon-a-time-on-mars: ვიფიქრე ურჩევნია Sadness დავუძახო-თქო, მაგრამ რა ვიცი... Summertime-Sadness: Summertime კარგია. ^-^ Once-upon-a-time-on-mars: დასკვნა? მარტო ხარ? Summertime-sadness: არა, არ ვარ. *** Once-upon-a-time-on-mars: გინდა გითხრა როგორი ხარ? მომწერა ერთხელ, მოსაწყენ ლექციაზე ვიჯექი და თამბლერზე ჩუმად ვიყავი შეპარული, ვინმეს რომ არ დავენახე. კითხვამ დამაბნია, Summertime-Sadness: ვიცი, რომ ეგ ისედაც იცი, რა აზრი აქვს? Once-upon-a-time-on-mars:როგორ არ აქვს, იმას გეტყვი რაც არ გითქვამს. Summertime-Sadness: ოჰო, რა გჭირს? Once-upon-a-time-on-mars: უნივერსიტეტის ეზოში ვზივარ, შტერი ლექტორის ლექციას ვაცდენ და სხვა საქმე არ მაქვს. მაშინ პირველად დავფიქრდი რომ შეიძლებოდა ჩემთან ძალიან ახლოს ყოფილიყო და უსწრაფესად ვეცი ფანჯარას, რომ გადამეხედა. ეზოს ის ნაწილი, რომელსაც ვხედავდი, ცარიელი იყო... გული ოდნავ დამწყდა, ლექტორის ლანძღვას თავი ძლივს დავაღწიე, აუდიტორიიდან გამოვედი და კიბეზე ფეხმორთხმით დავჯექი. Summertime-Sadness: ახლა უკვე მეც. Once-upon-a-time-on-mars: ვიცი რატომაც გამოგაგდეს. ღიმილით გავაქნიე თავი და მესიჯი ავკრიფე: Summertime-Sadness: მორჩი რა, ძალიან ადვილი მისახვედრია სად სწავლობ, უბრალოდ გადავიხედე და... Once-upon-a-time-on-mars: Summertime, summertime, თავი გაყიდე. ) შემრცხვა და აღარაფერი მივწერე. ორ წუთში ისევ მისი მესიჯი მომივიდა: Once-upon-a-time-on-mars: ჰო და გინდა მოგიყვე? სანამ მარსის მიწისფერი გახდი. Summertime-Sadness: საზიზღარი ხარ, მიდი მომიყევი. Once-upon-a-time-on-mars: ეწევი. მართალი ვარ? ძალიან ბევრს ეწევი. Summertime-Sadness: ათიანი მარსელო, შემდეგი? Once-upon-a-time-on-mars: თვლი რომ ძალიან უნიჭო ხარ, მხოლოდ იმიტომ რომ არ გამოგდის წერა, ხატვა ან სიმღერა. თვალები ისე დავხარე, გეგონება დამინახავდა და ამის მრცხვენოდა. შემდეგი მესიჯიც მალევე მომივიდა. Once-upon-a-time-on-mars: ძალიან მგრძნობიარე ხარ, მიუხედავად იმისა რომ ყველას აჩვენებ თავს უემოციოდ. იმ მეგობარსაც, რომ ეჩხუბე, ძალიან განიცდი და თავს დამნაშავედ გრძნობ, არადა არ ხარ. ძალიან ჩაკეტილი ხარ. მეგობრები არ გყავს. ვერ იტან მზეს და სახელზე მაინც ზაფხული გაწერია. ზუსტად იმ ფერის თმა გაქვს, როგორიც იმ ნახატში, პირველად რომ დავდე. ჩემთან ურთიერთობა არ გინდოდა, მიხვდი რომ თავიდან ვერ მიშორებდი და დანებდი. და... Summertime-Sadness: და? მივწერე აკანკალებულმა. Once-upon-a-time-on-mars: მარსზე წამოსვლა მთელი გულით გინდა, მაგრამ არასდროს გამომყვები. ტელეფონი მთლიანად გავთიშე და ჩანთაში ჩავაგდე. მეტ ლექციას ვეღარ დავესწარი, პირდაპირ სახლში გავქანდი და თავი ბალიშში ჩავრგე. და თუ არსებობდა ადამიანი, რომელიც ფიქრონბდა რომ "ონლაინ" ურთიერთობა, ზედაპირული ურთიერთობაა, არარეალურ, უფორმო ადამიანებთან, უფორმო გრძნობებით, უფორმო სურვილებითა და უფორმო თვისებებით, მთელი გულით მინდოდა ბევრი მეჩხუბა მასთან და მანამ არ გავჩერებულიყავი, სანამ საბოლოოდ არ დარწმუნდებოდებოდა, რომ ის ადამიანი, რომლიც არც კი მინახავს, ბევრად, ბევრად უკეთ მიცნობდა, ვიდრე ნებისმიერი, რომელსაც ყოველდღე ვხვდებოდი. *** ორი დღის შემდეგ შევედი ინტერნეტში და მიუხედავად იმისა, რომ გასული იყო, მაინც დავუტოვე შეტყობინება. Summertime-Sadness: <<გამშიფრე და არ მოველოდი.>> 10 წუთში მიპასუხა: Once-upon-a-time-on-mars: <<ზედმეტი მომივიდა, შეგაშინე.>> Summertime-Sadness: <<რომ არ შემოვედი გაბრაზდი?>> Once-upon-a-time-on-mars: <<შენზე არა, ჩემზე.>> Summertime-Sadness: <<გავიაროთ?>> Once-upon-a-time-on-mars: <<აუცილებლად.>> მაგრამ არ გაგვივლია, ვხვდებოდი რომ სისულელე ვქენი და მან ვერ გაიარა. ახლა მე გამოვცადე, რა იყო ორი დღე ელოდო ადამიანის შემოსვლას და ის არ შემოდიოდეს. მესამე დღეს რომ შემოვიდა და არ მომწერა, თავად მივწერე: Summertime-Sadness:"შენ სულ დამპატიჟებ მარსზე და სულ დამელოდები, მიუხედავად იმისა რომ იცი, არასდროს მოვალ. და ბოდიში, იმიტომ რომ ჩემმა აზრმა თავი ცუდად გაგრძნობინა. არ გაქრე, მარსელო, ცოტაც და რობოტად ვიქცები, შენ მაკავშირებ რეალობასთან." Once-upon-a-time-on-mars: <<არ გავქრები, გპირდები.>> თვითონ რომ მთხოვა, არ გაქრეო, მე პირობა ვერ მივეცი. მან კი მომცა, მან კი მომცა, მან მომცა... *** Once-upon-a-time-on-mars: <> Summertime-Sadness: <<რა იყო, რჩევა უნდა მკითხო?>> Once-upon-a-time-on-mars: <<არა, მაინტერესებს.>> Summertime-Sadness: <<მგონი არ მყვარებია>> Once-upon-a-time-on-mars: <<ეგ როგორ?> Summertime-Sadness: <<მგონი სიყვარული არ იყო.>> Once-upon-a-time-on-mars: <<მომიყევი და მე გეტყვი>> Summertime-Sadness: <<15-ის რომ ვიყავი, პარალელურ კლასელს მოვწონდი ძალიან. რამდენჯერმე მომწერა მერე მეც მივწერე და მთელი სემესტრი სკოლის ჭიშკართან მელოდებოდა ხოლმე, ერთად რომ შევსულიყავით. ძალიან მომწონდა ყურადღება, ზაფხულში სკოლა რომ მორჩა, სხვაგან გადავიდა>> Once-upon-a-time-on-mars: <<გიყვარდა, ოღონდ მაშინ სიყვარულს სხვანაირად ხედავდი.>> Summertime-Sadness: <<ალბათ, რაღა აზრი აქვს. შენ გყვარებია?>> Once-upon-a-time-on-mars: <<არა, მე არ მყვარებია.>> *** Once-upon-a-time-on-mars: <<მინდა რომ დაგხატო.>> Summertime-Sadness: <<ოჰო, როგორ?>> Once-upon-a-time-on-mars: <<ფაქტი რომ არ ვიცი როგორი ხარ, არ ნიშნავს იმას რომ ვერ დაგხატავ. დაგხატო?>> Summertime-Sadness: <<წარმოდგენა არ მაქვს როგორ აპირებ, მაგრამ მიდი.> სანამ ის "მხატავდა" მე ახლად ნაპოვნი სიმღერა გავუგზავნე და ვუთხარი, მოუსმინე, მოგეწონება-თქო. შემდეგ ოთხი მესიჯიც მივწერე, არც-ერთზე უპასუხია. თავი დავანებე, მხატავს მარსელი-თქო სიცილით ვფიქრობდი და სიახლეების გვერდს ვუყვებოდი.. Once-upon-a-time-on-mars: <<დაგხატე მაგრამ არ განახებ!>> Summertime-Sadness: <<რაო, რაო?>> Once-upon-a-time-on-mars: <<არ განახებ, მაგრამ დაგხატე, ლამაზი ხარ.>> Summertime-Sadness: <<რატომ არ მანახებ?>> Once-upon-a-time-on-mars: <<რომ გგავდეს იფიქრებ რომ ნანახი მყავხარ, დაიბნევი და ათასი საშინელება მოხდება, რომელთა თავიდან არიდებაც ძაალიან მარტივია. რომ არ გგავდეს, რამე არ მოგეწონება და მაგაზეც გაბრაზდები.>> Summertime-Sadness: <<ძალიან ახლა გავბრაზდი>> Once-upon-a-time-on-mars: <<არ უნდა მეთქვა რომ გხატავდი, ჩემი ბრალია.>> Summertime-Sadness: <<მარსზე რომ მოვალ, მანახებ?>> Once-upon-a-time-on-mars: <<არ განახებ, იმიტომ რომ არ მოხვალ, Summertime, ხომ იცი.>> Summertime-Sadness: <<ძალიან მინდა გითხრა, რომ არ ხარ მართალი.>> ვწერდი და ნელ-ნელა ჩამომდიოდა ცრემლები. კარგა ხანი იყო, არ მეტირა, ძალიან მეუცნაურებოდა, მაგრამ ვიცოდი სხვა გზა არ მქონდა. რომ არ მეტირა, ვიყვირებდი, იმიტომ რომ ძალიან მტკიოდა მარსის არსებობის საკმაოდ რეალური თეორია, რომელზეც მე ვერასდროს მოვხვდებოდი და ეს ჩემს გარდა, არავის ბრალი იყო. *** Summertime-Sadness: <<არ გიფიქრია რომ ერთმანეთს ვიცნობთ?>> Once-upon-a-time-on-mars: <<ფიზიკურობას გულისხმობ?>> Summertime-Sadness: <<კი. დღეს უნივერსიტეტიდან გამოსვლისას ქუჩაში ჟღალთმიანი ბიჭი დავინახე და რამის გავეკიდე.>> Once-upon-a-time-on-mars: <<გინდოდა გაკიდება?>> Summertime-Sadness: <<იმ წამს ძალიან.>> Once-upon-a-time-on-mars: <<მერე?>> Summertime-Sadness:<<მერე მივხვდი რომ იმედი გამიცრუვდებოდა შენ რომ ყოფილიყავი.>> Once-upon-a-time-on-mars: <<რატომ?>> Summertime-Sadness: <<შენთან შეხვედრა მხოლოდ მარსზე წარმომიდგენია.>> არაფერი მიპასუხა, რაღაც სიმღერა გამომიგზავნა, მოგეწონებაო და გავიდა. მთელი ღამე იმ სიმღერას ვუსმენდი. *** Once-upon-a-time-on-mars: დღეს დედამიწაზე ვიყავი, მშობლები ვნახე. Summertime-Sadness: 1-იდან 10-მდე რამდენად საშინელი იყო? Once-upon-a-time-on-mars: 11 ხომ იცი, იმ სერიალში როა, ისეთი თერთმეტი. Summertime-Sadness: რა გითხრეს, "ასეთი არ უნდა იყო შვილო"? "ყველა იმედი გაგვიცრუე"? Once-upon-a-time-on-mars: სიტყვა სიტყვით. ვერ ეგუებიან რომ გავიზარდე და მათში სინაგვის დონე ჩემს ყელს ზემოთ ამოვიდა. Summertime-Sadness: ნეტავ ჩემში როდის მიაღწევს სინაგვე საკმარისზე მეტს რომ შენნარი გადაწყვეტილებები მივიღო. Once-upon-a-time-on-mars: შენზეა დამოკიდებული ეგ და არა სინაგვეზე. Summertime-Sadness: რამდენის იყავი რომ მიხვდი? Once-upon-a-time-on-mars: 6 თვით ადრე, სანამ შენ გაგიცნობდი. Summertime-Sadness: იმედი არსებობს ჩემთვისაც? Once-upon-a-time-on-mars: მანამ არ იარსებებს სანამ არ შეიქმნი, Summertime. ძალიან მომწონსა Summertime-ს რომ მეძახდა, უნებურად მეღიმებოდა. როგორ მინდოდა მამაცი ვყოფილიყავი, მამაცი რომ მარსამდე მიმეღწია. Once-upon-a-time-on-mars: მერამდენე ღამეა არ გძინავს? წარბები შევკარი, ეს სადღა გაიგო-თქო და რომ მივხვდი, ვერ მოვატყუვებდი, პირდაპირ ვუპასუხე: Summertime-Sadness: მეოთხე. Once-upon-a-time-on-mars: ინსომნია თუ კაპრიზიზმი? Summertime-Sadness: მზის ამოსვლის ყურება მიყვარს, ზამთარში ჰო და მათენდება. Once-upon-a-time-on-mars: მზე ზამთარში 8-9 საათზე ამოდის. Summertime-Sadness: მზის ამოსვლის ყურება უბრალოდ მიზეზია, არ ვარ დასაძინებლად საკმარისად დაღლილი. Once-upon-a-time-on-mars: სიმღერებს რომ მოუსმინო და ისე დაწვე? Summertime-Sadness: მიცდია. Once-upon-a-time-on-mars: არ გიცდია, არ გინდა ქვეცნობიერად ძილი და იმიტომ არ იძინებ. Summertime-Sadness: მარსზე ასწავლიან ფსიქოლოგიას ? Once-upon-a-time-on-mars: დაიძინე! Summertime-Sadness: ფხიზლად ვერ ვუყურებ ამათ, მარსელო კარგი რა. Once-upon-a-time-on-mars:დაიძინე და დილით ნახატს განახებ. Summertime-Sadness: რომელ ნახატს, მაშინ რომ დამხატე იმას? Once-upon-a-time-on-mars: არა რა თქმა უნდა, სხვას განახებ. Summertime-Sadness: მაინც ვერ ვხვდები როგორ ხატავ კომპიუტერში. Once-upon-a-time-on-mars: დაიძინე-მეთქი სანამ გადავიფიქრე. Summertime-Sadness: ვეცდები, ძილინებისა მარსელო. Once-upon-a-time-on-mars: ძილინებისა <3 გულზე ჩამეღიმა, მის მიერ გამოგზავნილი სიმღერები მიყოლებით ჩავრთე, ყურსასმენები გავიკეთე და ფანჯარასთან ახლოს დავწექი. როგორ მინდოდა ოდნავ ძლიერი ვყოფილიყავი და... და მეზეიმა. დილით ნახატი დამხვდა. ცისფერ ოთახში, ფანჯარასთან ზურგით მდგომი, ყავისფერთმიანი გოგონა, ფანჯრის მიღმა კი მზის ამოსვლა, ზამთრის ფონზე. პირზე ხელი ავიფარე და სიცილი წამსკდა. როგორ მიხაროდა, რომ მარსელის ერთი მესიჯი ასე მაბედნიერებდა, მას რომ ვწერდი, მჯეროდა რომ ყველაფერს შევძლებდი. მან დამარწმუნა, რომ ყველაფერი შემეძლო... *** Once-upon-a-time-on-mars: დაიგვიანე დღეს. Summertime-Sadness: შენ რა იმასაც აკვირდები როდის შემოვდივარ ხოლმე? Once-upon-a-time-on-mars: თურმე ვაკვირდები ოღონდ გაუაზრებლად. Summertime-Sadness: გააზრებულად აკვირდები, არ აღიარებ ოღონდ. Once-upon-a-time-on-mars: დღეს ნერვებს მიშლი. სად იყავი? Summertime-Sadness: ცოტა დავლიე. Once-upon-a-time-on-mars: მარტომ დალიე? Summertime-Sadness: არა, შენც იქ იყავი. Once-upon-a-time-on-mars: კიდევ კარგი, თორემ მარტო დალევა ცუდია. Summertime-Sadness: რა საშინელებაა, არა? მარტო დავლიე, ოღონდ მარტო არ დამილევია. იქ იყავი, მაგრამ არ ყოფილხარ. სულ მარტო ვარ, მაგრამ თან არ ვარ. ვინმემ ამიხსნას როგორ ხდება. Once-upon-a-time-on-mars: ეგეთი რაღაცეები აუხსნელად უკეთესია. მუღამი აქვთ, აუხსნელად. Summertime-Sadness შენ ჩემი იმედი ხარ. Once-upon-a-time-on-mars: რას გულისხმობ? Summertime-Sadness ძალიან არ მინდა სისულელეების ბლუყუნი, მერე რა რომ მთვრალი ვარ. once-upon-a-time-on-mars: მთვრალი რომ ხარ უნდა გამოვიყენოთ ეგ რამეში. Summertime-Sadness: დაგათრობდა კაცი და გამოგტყუებდა ნახატებს. Once-upon-a-time-on-mars: არ მეტყვი რას გულისხმობდი? მარსის მიწისფერთმიანი, ლანა დელ რეის ფანი, მხატვარი ბიჭი გთხოვს რომ აუხსნა, სჭირდება. Summertime-Sadness: გააჩნია რამდენად სჭირდება. Once-upon-a-time-on-mars: წარმოიდგინე, მარსსა და დედამიწას არსებულ ხიდზე დგას და დედამიწისკენ უფრო და უფრო ახლოვდება. აი, ამდენად. Summertime-Sadness: ძალიან კარგად იცი, მაგრამ მაინც გეტყვი. სანამ შენ გამოჩნდებოდი არაფრის მჯეროდა. მეგონა სადღაც იპოვიდნენ ჩემს გვამს ახლო მომავალში და იტყოდნენ, დასანანია, კარგი გოგო იყოო. მიუხედავად იმისა რომ საერთოდ არ ეცოდინებოდათ მე როგორი გოგო ვიყავი. მე უბრალოდ ვიცოდი რომ ჩემი ცხოვრებისთვის მანამ უნდა გამეძლო სანმა ერთ დღესაც მოვკვდებოდი. შემდეგ თამბლერზე დავრეგისტრირდი და შენ ლანას სიმღერაზე დამიკომენტარე. იმის მერე აქ რომ შემოვდივარ სულ მეძლევა იმედი. კი არ მეძლევა, შენ მაძლევ, რომ ერთ დღეს კი არ მოვკვდები, ერთ დღეს მარსზე წამოვალ, შენთან. 5 წუთი არაფერს მწერდა, შემდეგ ძლივს დაიწყო წერა და გულზე მომეშვა, მეგონა ზედმეტი მომივიდა, მიუხედავად იმისა რომ ყველაზე გულწრფელი რაღაც მივწერე, რაც ოდესმე ვინმესთვის მიმეწერა. Once-upon-a-time-on-mars: Summertime, Summertime, პირობას გაძლევ, არ აქვს მნიშვნელობა მოხვალ თუ არა მარსზე, იმედს არასდროს დაკარგავ. მე არასდროს დამკარგავ.>> თვალებზე ცრემლის თხელი ფენა გადამეკრა, ტელეფონს ხელი ისე მაგრად მოვუჭირე, თითქოს ჩემი სიცოცხლის ერთადერთი მიზეზი ის იყო და გავიღიმე. Summertime-Sadness: გახსოვს, გითხარი პირობების მოცემა არ მიყვარს თქო? Once-upon-a-time-on-mars: როგორ არა, პირველად რომ მოგწერე. Summertime-Sadness: ჰო და პირობას გაძლევ, რომ არც შენ დამკარგავ, არასდროს. Once-upon-a-time-on-mars: <<კარგ ხასიათზე დამაყენე, ისევ მარსზე ვარ.>> Summertime-Sadness: <<ძალიან კარგი, მანდ უნდა იყო თორემ ერთხელაც ძალა რომ მოვიკრიბო და გამოვიქცე, ვინმე ხომ უნდა დამხვდეს?>> Once-upon-a-time-on-mars: <<მე დაგხვდები დაგხვდები, აუცილებლად. >> იმ ღამეს გაბადრული სახით დამეძინა. საშინლად, საშინლად, საშინლად მიხაროდა. *** Once-upon-a-time-on-mars: <<სიმზრებში სად ხარ?>> Summertime-Sadness: <<ვცურაობთ მე და შენ ჰავაიზე.ძალიან ცხელა და წყალი არის საოცრად გრილი. მაგრად ვართ, მოკლედ.>> Once-upon-a-time-on-mars: <<კოქტეილები?>> Summertime-Sadness: <<რა კოქტეილები, ვცურაობთ-თქო, პლაჟზე განვითარება შენ ნახე, შენს სიზმრებში :p>> Once-upon-a-time-on-mars: <<რა დროს სიზმრებია, პრინციპში. ახლა ვნახე დელ რეი ტურნეს იწყებს 1 თვეში ზუსტად.>> Summertime-Sadness: <<უნდა წავიდეთ მე და შენ, შენ მპატიჟებ დაბადების დღე მაქვს 1 თვეში.>> Once-upon-a-time-on-mars: <<აღიარე რამდენჯერ გიოცნებია ეგ სიტუაცია?>> Summertime-Sadness: <<1-იდან პლიუს უსასრულობამდე-ჯერ.>> Once-upon-a-time-on-mars: <<მეც მაგრად ვარ, სხვა რა უნდა გეთქვა.>> Summertime-Sadness: <<არც არაფერი. მოემზადე მიყიდი კონცერტის ბილეთს და მერე მე წავალ ლანასთან და შენ გამოგიგზავნი ვიდეოებს კონცერტიდან.>> Once-upon-a-time-on-mars: <<მომტეხე მე უკვე?>> Summertime-Sadness: <<არა, უბრალოდ არ მინდა რომ დაიხარჯო და ამიტომ მარტო ჩემთვის იყიდე. **>> Once-upon-a-time-on-mars: <<პირველად გხედავ მხიარულს.>> Summertime-Sadness: <<მოგწონს მერე?>> Once-upon-a-time-on-mars: <<საშინლად. ^-^>> *** დაბადების დღე მქონდა, არაფერი განსაკუთრებული, 12-ს რომ ჩამოკრა ისარმა, შევხედე საათს, თვალები გადავატრიალე და დავიძინე. არაფერს არ ველოდი განსაკუთრებულს, დილით, ლექციაზე მჯდომს რომ არ მომსვლოდა მარსელისგან შეტყობინება. გავხსენი და ფოტო აღმოჩნდა, კარგად რომ დავაკვირდი, თვალები გამიფართოვდა. ლანა დელ რეის კონცერტის ორი ბილეთი იდო ფურცელზე, რომელსაც უკან "გილოცავ" ეწერა. არა, სისულელეა, მეღადავება რამეს-თქო ვფიქრობდი სანამ მესიჯიც წავიკითხე: Once-upon-a-time-on-mars: <<ერთი ასეთი ბილეთი დღეს, სამხატვრო აკადემიის ადმინისტრაციაში იქნება, თუ არ წახვალ და არ აიღებ, მოგძებნი და მაინც მოგცემ, ოღონდ თან დიდ მითს დავამსხვრევ - მარსზე ვეღარ გნახავ. შესაბამისად, ლექციების მერე წადი და აიღე, მახსოვს მითხარი რუსეთში დეიდა მყავს, რომელიც არც ისე მაღიზიანებსო. დარწმუნებული ვარ შენი ნახვა გაუხარდება, შენ კი-ლანასი. გილოცავ, Summertime, მარსზე წამოსვლას გისურვებ.>> ახლა მომწერს, გეღადავებიო. კონცერტის ბილეთები არა, ისო. ახლა მომწერს, სისულელეა ყველაფერიო. ახლა მომწერს, ახლა მომწერს... და ავკანკალდი, რადგან არ მოუწერია. Once-upon-a-time-on-mars: <> ლექტორისთვის არაფერი მითქვამს, ისე გამოვვარდი ლექციიდან და კიბეებთან ჩავიკეცე. Summertime-Sadness: <<იცი, მე მაშინ ვიხუმრე. მარსელო, ვიხუმრე!>> Once-upon-a-time-on-mars: <<არ გეხუმრები, გიპოვი და მაინც მოგცემ.>> Summertime-Sadness: <<მასეთ საჩუქარს როგორ მივიღებ?>> Once-upon-a-time-on-mars: <<მოკლედ, მიდიხარ სამხატვრო აკადემიაში, მე მარსზე ვარ, ნუ ღელავ ვერ დაგინახავ, ხო და ადმინისტრაციაში შედი და იკითხე, რამე ხომ არაა Summertime-სთვის თქო, ხო და მოგცემენ, აიღებ, წაიღებ მერე ჩაჯდები თვითმფრინავში, წახვალ რუსეთში, წახვალ ლანას კონცერტზე, ძალიან გაგიხარდება და მეც ძალიან გამიხარდება. აი ასე მიიღებ. >> Summertime-Sadness: <<გადარეული ხარ.>> ვწერდი და თან უაზროდ ვკისკისებდი, მთელი ტანით მაკანკალებდა, ყველანაირ ემოციას განვიცდიდი იმ წამს. Once-upon-a-time-on-mars: <<წახვალ?>> Summertime-Sadness: <<საკმარისაც გიცნობ, იმისთვის რომ ვიცოდე, მართლა მიპოვი და მართლა მომცემ. შოკში ვარ, მართლა არ ვიცი რას გწერ. გ ა ვ გ ი ჟ დ ი >> Summertime-Sadness: <<შეგიძლია დამპირდე რომ მთელ დღეს სამხატვრო აკადემიასთან არ გაატარებ, იმისთვის რომ იმკითხაო რომელი გოგო ვარ?>> Once-upon-a-time-on-mars: <<ძალიან გამიჭირდება, მაგრამ გპირდები. შენ შეგიძლია დამპირდე რომ ყველა გამვლელი ჟღალთმიანი არ გეგონები?>> Summertime-Sadness: <<გპირდები. კონცერტზე შენც ხომ იქნები?>> Once-upon-a-time-on-mars: <<არა, ქალბატონო, მხოლოდ თქვენ გაგიშვებდით. :p>> Summertime-Sadness: <<ასე მგონია მოვკვდი და სიზმარში ვარ.>> Once-upon-a-time-on-mars: <<არ ხარ, Summertime, რეალობაა.>> Summertime-Sadness: <<ჩემი ბედის ამბავი რომ ვიცი, ბითილეთები ვინმეს ექნება წაღებული ან თვითმფრინავი ჩამოვარდება, შეიძლება ლანა გახდეს ცუდად და კონცერტი გადადოს. ყველაფერი მოხდება, ასე მგონია. >> Once-upon-a-time-on-mars: <<მორჩი რა ამდენ წერას, წადი აკადემიაში.>> Summertime-Sadness: <<მართლა სახლში ხარ?>> Once-upon-a-time-on-mars: <<იცი რამდენი ყავისფერთმიანი გოგო დადის ქუჩებში? ვერ გიპოვი, წადი, დაპირდი და შევასრულებ.>> Summertime-Sadness: <<ნახევარი საათით მოშორდი მაგ ადგილს, გთხოვ დაბადების დღე მაქვს ბოლო-ბოლო. >> Once-upon-a-time-on-mars: <<და...?>> Summertime-Sadness: <<მადლობას ნუ ელოდები, მანამ არ გეტყვი სანამ კონცერიდან არ მოვალ. წავედი აკადემიაში, თუ დაგინახავ, პირველს რასაც ვიზამ-გაგარტამ.>> გავიცინე, ტელეფონი ჩანთაში ჩავდე და სამხატვრო აკადემიისკენ ავიღე გეზი. მუცელში უცნაურ ღიტინს ვგრძნობდი, თითქოს მინდოდა რომ იქ ყოფილიყო, ძალიან მინდოდა მენახა, არ მაინტერესებდა შემდეგ რა მოხდებოდა, უბრალოდ საშინლად მინდოდა მისთვის თვალი მომეკრა და მისი წითელი თმა დამენახა... იმედი ან გამიცრუვდა, ან-არა. ყოველ შემთხვევაში, აკადემიის დერეფნებში კაცი-შვილი არ დადიოდა. ადმინისტრაციაში "ერთხელ მარსზე" და "Summertime" ვახსენე თუ არა, ღიმილით გადმომცეს კონვერტი. ეზოში დავჯექი და სანამ კონვერტს გავხსნიდი, სურათი გადავიღე და გავუგზავნე. Summertime-Sadness: <<იმ ეზოში ვზივარ, რომელსაც კვირაში 5 დღე სტუმრობ. :P>> Once-upon-a-time-on-mars: <<მოშორდი მაქედან, ლექცია მეწყება 15 წუთში.>> Summertime-Sadness: <<როგორ იტყვი ხოლმე. წავედი, ტყუილად არ მოკვდე ეზოს თვალიერებით. ^-^>> Once-upon-a-time-on-mars: <<შენ მოკვდი დერეფნების ყურებით?>> Summertime-Sadness: <<კარგად, მარსელო!>> კოვერტში ბილეთთან ერთად ბარათიც იდო, თავზე რუსეთი ეწერა, სცენაზე მომღერალი იდგა, ხალხის გროვაში კი ლურჯი გოგონა და მისგან ოდნავ მოშორებით-წითელი ბიჭი. უკანა მხარეს ძალიან ლამაზი ხელით იყო მიწერილი "მომავალში მარსის მოსაწვევს მიიღებ." - მარსელი. თავი ღიმილით გავაქნიე, ბილეთს კიდევ ერთხელ შევავლე თვალი და ვერაფრით დავიჯერე, რომ ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა, რომ მართლაც მივდიოდი... ჩემს ცხოვრებაში პირველად გამომდიოდა რამე ასე მარტივად, მშობლებს არ უწუწუნიათ ჩემს წასვლაზე, დეიდაჩემსაც გაუხარდა ის, რომ მივდიოდი... არაფერი არ გავდა რეალურს... Summertime-Sadness: <<იცი რას მიკეთებ?>> Once-upon-a-time-on-mars: <<რას?>> Summertime-Sadness:<<ერთიდან პლიუს უსასრულობამდე-ჯერ ნანახ სიზმარს მიხდენ.>> Once-upon-a-time-on-mars: <<არადა მე უბრალოდ ბილეთი გიყიდე.>> Summertime-Sadness: <<და უბრალოდ დაიბადე, და უბრალოდ დამიკომენტარე პოსტზე და უბრალოდ მწერ მთელი დღე, ყველაფერი უბრალოდ ხდება, მარსელო>> Once-upon-a-time-on-mars: <<ზუსტადაც!>> *** Once-upon-a-time-on-mars: <<მარტო გიშვებ კონცერზე, რომელზეც მეც ვიქნები. მართლაც რა გაუგებარია.>> Summertime-Sadness: <<უკვე იქ ხარ?>> Once-upon-a-time-on-mars: <<კი.>> Summertime-Sadness: <<ალბათობის თეორიით, რამდენჯერ შეიძლება დღეს ერთმანეთს შევხვდეთ?>> Once-upon-a-time-on-mars: <<რამდენჯერაც მოგვინდება!>> Summertime-Sadness: <<წესით მე და შენ არ გვინდა.>> Once-upon-a-time-on-mars: <<წესით?>> Summertime-Sadness: <<ხო, წესით.>> *** და იმდენად მინდოდა, რამის ავფეთქდი. *** რომ მე, მესმოდა ზუსტად ის, რაც იმ წამს ესმოდა მას, და რომ მე ვხედავდი ზუსტად იმას, რასაც იმ წამს ის, რომ მე, ვიდექი იქ, სადაც იდგებოდა თვითონ, ოღონდ მოშორებით, მხდიდა უკონტროლებელს, მხდიდა მზად მყოფს, მხდიდა ქარიშხალს, რომელიც მზად იყო მარსზე ფრენით წასულიყო. და ყველაფრის მიუხედავად, ვგრძნობდი როგორ მიყურებდა, ვგრძნობდი მის მზერას, რომელიც მთელს სხეულს მიწვავდა, ვგრძნობდი, მაგრამ შებრუნებას და თვალის გასწორებას ვერ ვბედავდი. ალბათ ჩემი საყვარელი მომღერლის კონცერტი ასეთი საოცარი, ფიზიკურად ვერ იქნებოდა, ვერც ერთ სიზმარში, რომელიც 23 აგვისტომდე მინახავს. 23 აგვისტოს შემდეგ, მის კონცერტებზე მარტო არ ვიყავი... *** Summertime-Sadness: <<შენ მე მხდი საკუთარი თავის სასურველ ვერსიას.ამ დაბადების დღემდე მძულდა 6 მაისი. სასწაული იყო. ბედნიერება არც მახსოვდა, რას ნიშნავდა...>> *** Once-upon-a-time-on-mars: <<ბოდიში რომ დავიკარგე, პრობლემები მქონდა.>> მომწერა მაისის ბოლოს, სამდღიანი გაქრობის შემდეგ და მე იმდენად გამიხარდა, რომ დაბრუნდა, ვეღარაფერი ვერ ვკითხე. Summertime-Sadness: <<კარგად ხარ ახლა?>> Once-upon-a-time-on-mars: <<ახლა კი. მარსის წართმევა დამიპირეს.>> Summertime-Sadness: <<ნუღარ მოდიხარ დედამიწაზე, ხომ ხედავ აქ რეები ხდება.>> Once-upon-a-time-on-mars: <<დედამიწასა და მარსს შორის განუწყვეტელი კავშირი არსებობს, თუნდაც შენს გამო. უბრალოდ ჯობია მარსზე უფრო დიდხანს იყო, ვიდრე იქ.>> Summertime-Sadness: <<იცი, დღეს გავიგე ჩემი ძველი "დაქალი" და რამდენიმე გოგო როგორ "მაქებდნენ">> Once-upon-a-time-on-mars: <<რაო, მეგობრები არ ჰყავს, დეპრესიულია, ბევრს ეწევაო? უცნაურია ძალიანო? მეცინება უკვე. :D>> Summertime-Sadness: <<რა გინდა, მართალს ამბობენ ვერ გაბრაზდები.>> Once-upon-a-time-on-mars: <<მაგრამ მაინც გეწყინარ რაღაც.>> Summertime-Sadness: <<ჰო, მეწყინა.>> Once-upon-a-time-on-mars: <<მე მახსენეს, არა?>> 5 წუთი არაფერს ვწერდი, შემდეგ მივხვდი რომ ამაფეთქებდა და ვიპასუხე: 6Summertime-Sadness: <<შეიძლება.>> Once-upon-a-time-on-mars: <<და შეეპასუხე.>> Summertime-Sadness: <<პირიქით, ვერ შევეპასუხე და მაგან გამაბრაზა.>> Once-upon-a-time-on-mars: <<მაინც ვერ გაიგებდნენ, Summertime, სწორად მოიქეცი.>> Summertime-Sadness: <<მარსის წართმევა რატომ დაგიპირეს?>> Once-upon-a-time-on-mars: <<მშობლებს გაახსენდათ რომ შვილი ჰყავთ და ის შვილი ოდნავ უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე თვითონ არიან, ჰო და დაბრუნდიო.>> Summertime-Sadness: <<ძალიან მაგარი ხარ, რომ არ დაბრუნდი.>> Once-upon-a-time-on-mars: <<შენც მაგარი ხარ, ჩემი დაცვა რომ გინდოდა.>> Summertime-Sadness: <<მათნაირი პრიმიტივების განსახილველი არ ხარ.>> Once-upon-a-time-on-mars: << <3 >> *** Once-upon-a-time-on-mars: <<ლონდონში მივდივარ გამოფენაზე!>> თავიდან ძალიან გამიხარდა, მივულოცე კიდეც, შემდეგ მივხვდი რომ შეიძლებოდა იქ საკუთარი მარსი შეექმნა, და მე იქ ვერ დავეწეოდი... მიხვდა, რომ რაღაც მაწუხებდა და ცოტა ხნის შემდეგ მომწერა: Once-upon-a-time-on-mars: <<დავბრუნდები.>> Summertime-Sadness: <<ჩემ გამო უარი არ თქვა რამე მნიშვნელოვანზე.>> Once-upon-a-time-on-mars: <<არაფერია მნიშვნელოვანი, შენს გარდა.>> გამეღიმა და გავიაზრე რომ ჩემთვისაც ეგრე იყო. ორ დღეში წავიდა, 1 კვირა არ შემოვიდა და რამის დავიჯერე, რომ მომატყუა, თუმცა ვერ გავამტყუნე. *** Once-upon-a-time-on-mars: <<ლონდონშიც მელანდები. ყველა ნახატში შენ გხედავ, გზაზე გადასვლისას დავინახე შენი თმა და რამის გამიტანეს, საოცარი ქალაქია, თბილისს ჯობია, მაგრამ მარსს-არა. აქ ხარ, მაგამ არ ხარ. ნეტავ რას ნიშნავს.>> Summertime-Sadness: <<მეგონა...>> Once-upon-a-time-on-mars: <<მე დაგპირდი.>> Summertime-Sadness: << >> *** Summertime-Sadness: <<მე კონცერტის ბილეთებს ვერ გაჩუქებ. მაგრამ, აი ხედი ჩემი ფანჯრიდან. გილოცავ დაბადების დღეს. >> *** Summertime-Sadness: <<სიმართლე თუ მოქმედება ვითამაშოთ, გინდა?>> დიდი წუწუნის შემდეგ დავითანხმე. რადგან მე მოვიფიქრე, პირველი მე ვიყავი. Once-upon-a-time-on-mars: <<1-იდან 10-მდე, რამდენად გინდა მარსზე წამოსვლა?>> Summertime-Sadness: <<11>> Summertime-Sadness: <<დებილი ხარ, ისედაც იცოდი პასუხი. ახლა მე, სად არის მარსი?>> Once-upon-a-time-on-mars: <<ჯერ არ აპირებ წამოსვლას, ამიტომ ჯერ არ გეტყვი. ეხლა სამ კითხვას მომაყრი?>> Summertime-Sadness: <<დიახაც, მოგაყრი! 1. როგორ ხატავ კომპიუტერით?>> Once-upon-a-time-on-mars: <<ჭრელად. შემდეგი?>> Summertime-Sadness: <<2. რატომ წამიყვანე კონცერტზე?>> Once-upon-a-time-on-mars: <<მინდოდა გამეხარებინე და იმიტომ, რა დებილობაა, იცოდი ეგ.>> Summertime-Sadness: <<კი ბატონო, მაშინ 3. რამდენჯერ გადახედე ბრბოს იმის იმედით რომ მიპოვიდი?>> Once-upon-a-time-on-mars: <<არც ერთხელ.>> წარბები შევკარი, როგორ თუ არც ერთხელ, როცა მე კისერი მომტყდა თავის ტრიალით და წითელი თმის ძიებით. Once-upon-a-time-on-mars: <<ახლა მე ვარ. რამდენ შაქარს იყრი ყავაში?>> Summertime-Sadness: <<დებილი ხარ. 3 კოვზს. >> Once-upon-a-time-on-mars: <<რატომ? იმდენად მწარე ხარ შაქარს საჭიროებ? >> Summertime-Sadness: <<ახლა მე ვარ, ნუ ტლიკინებ. როდის მეტყვი მარსი სად არის?>> Once-upon-a-time-on-mars:<<როცა წამოსასვლელად იქნები მზად.>> Summertime-Sadness: <<საიდან გეცოდინება შენ?>> Once-upon-a-time-on-mars: <<ნუ იტან ეჭვს ჩემს ნათელმხილველობაში, თორემ გული მეტკინება >> Summertime-Sadness: <<კარგი... >> მთელი ღამე ვთამაშობდით, სიცილით ვკვდებოდი, გათენებისას სარკეში შევხედე საკუთარ თავს და გამიკვირდა, არ მახსოვდა როგორი იყო ჩემი სახე ღიმილის დროს, მიუხედავად იმისა რომ ბოლო დროს სულ ვიღიმოდი. რამხელა გავლენა ჰქონდა ჩემზე, ვგიჟდებოდი. *** და შემდეგ მე გავხდი ის, რაც იქამდე ვიყავი, რადგან ჩემმა რეალურმა სამყარომ, რომელიც მარსისგან განსვხვავებით, საშინელი იყო, მაიძულა ბედნიერების ნათხოვარი ტყავიდან ამოძრომა და უბედურეების ქურთუკის მოცმა, რომელიც ყველაფერზე მეტად მიხდებოდა, რადგან ჩემი იყო. *** Once-upon-a-time-on-mars: <> Once-upon-a-time-on-mars: <<ვიცი, რომ კითხულობ, Summertime, მომწერე, ვნერვიულობ.>> Once-upon-a-time-on-mars: <<მარსის მისამართს გეტყვი.>> Once-upon-a-time-on-mars: <<მთაწმინდაზეა, Summertime, იპოვი...>> Once-upon-a-time-on-mars: <<გთხოვ, იპოვე. ხომ დამპირდი...>> *** როცა ორი ადამიანი, რომელსაც ყურადღებას არასდროს ვაქცევდი, რომელთაც სულ ჩემი შეცვლა, ჩემი სულს გაჭრა და მისი გარდაქმნა უნდოდათ ხელიდან გამომეცალა, მივხვდი რამდენად არ ვიყავი მართალი, როცა ვამბობდი რომ ცხოვრების სინაგვეს ჩემთვის ზღვარი არ გადაელახა, ცხოვრების სინაგვე ზღვარს იმდენად გასცდა, ტვინში შემომეჭრა და მეც მისნაირად მაქცია. *** ერთი თვე გავატარე სრულ იზოლაციაში, ერთი თვე ვკითხულობდი მარსელის მოწერილ მესიჯებს, ყოველ დღე ორ ცალცს და სული მტკიოდა, იმდენად მინდოდა მეპასუხა. რაღაც არ მაძლევდა საშუალებას. შემდეგ, 1 თვის შემდეგ რომ მივხვდი, რომ 23 აგვისტო იყო. ტელეფონს და ყურსასმენებს დავავლე ხელი, მაგრად გამოვიჯახუნე კარი, მის მოწერილ ახალ მესიჯს დავხედე და წამოვედი. Once-upon-a-time-on-mars: <<ერთხელ მარსზე, Summertime.>> *** ბევრი არ მიძებნია, ავედი თუ არა, მაშინვე მივხვდი რომ ამდენ უსახურ, ნაცრისფერ შენობას შორის, წითლის პოვნა არ გამიჭირდებოდა. მართალიც აღვმოჩნდი, ხეებით გარშემორტყმულ ადგილას, ყველასგან მოშორებით, შემაღლებულ ადგილას იდგა, ძალიან, ძალიან დიდი და ძალიან, ძალიან წითელი მარსი. 1 თვიანი უბედურების შემდეგ უდიდესი შევება ვიგრძენი, ამოვისუნთქე და ეზოს კარი კანკალით შევაღე. პირველი რაც დავინახე, უამრავი ყვავილი იყო, ძალიან ლამაზად, ერთმანეთისგან მცირედი დაშორებით დარგული, ფერადი ყვავილები. ვიგრძენი რომ გული ამიჩქარდა როცა კარს შევხედე, წითელ, მდიდრულ შენობას ლურჯი კარი ჰქონდა... ნელა მივუახლოვდი, ათასი ალტერნატივა წარმოვიდგინე, რომ იქ არ იქნებოდა, რომ შემეშალა, რომ მეძინა, რომ არასდროს გამოჩენილა, რომ დროში ავცდით ერთმანეთს ან... დაკუნება არ დამჭირვებია, კარი ღია იყო, თითქოს იცოდა, რომ მოსვლას ვაპირებდი... ნელა, ყოყმანით შევედი, მეგონა ნაბიჯები ამერევოდა და გადავვარდებოდი, უზარმაზარ მისაღებში იყო ბუხარი, სავარძლები, ლურჯ, მოშავო კედლებზე საოცრებები ხდებოდა. ეხატა კოსმოსი, ყველა პლანეტა, უთვალავი ვარსკვლავი. მოპირდაპირე კედლის შესათვალიერებლად რომ შევბრუნდი, გული გამიჩერდა. მარსი და დედამიწა, მათ შორის ხიდი, ხიდზე კი... პირზე ხელი ავიფარე და გაუგებარი ბგერები აღმომხდა, არ მჯეროდა... -ალბათ ვერ წარმოიდგენდი მარსს, დედამიწაზე. ძალიან სასიამოვნო, მელოდიური ხმა გავიგონე, თვალები დავხუჭე და ჟრუანტელმა დამიარა. სახე გამებადრა, არ მჯეროდა... -ალბათ ვერ წარმოიდგენდი, რომ მართლაც რეალური ვარ და მე ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული, რომ შენც იყავი... თავს ვიწამებდი, იმით რომ თვალებს არ ვახელდი, რომ არ ვუყურებდი, რომ მისკენ არ მივრბოდი, რომ არ ვეხუტებოდი... ალბათ ასე შორს მისგან არასდროს ვყოფილვარ. -ალბათ ჩვენ მართლაც ორი უცხოპლანეტელი ვართ ერთმანეთისთვის, რომელთაც სახლი საერთო ხიდზე იპოვეს. შენ კი არ გინდა დედამიწაზე... რადგან... გაუაზრებლად ამოვიღე ხმა: -რადგან მარსზე ხარ-შენ. თვალები გავახილე, ცრემლებისგან დაბინდულ გამოსახულებაზე ვხედავდი ცეცხლივით წითელ თმას და ანთებულ, დიდ ოქროსფერ თვალებს. შემდეგ, ზუსტად ისე, როგორც ჩვენს უკან-კედელზე, მარსელმა გამომიწოდა ხელი და მე ჩავჭიდე, და საშინლად არ მინდოდა წარმომედგინა რა მოხდებოდა, როცა მისი გაშვება მომიწევდა. -გამარჯობა, Summertime. -გამარჯობა, მარსელო. დასასრული მადლობა რომ წაიკითეთ. ძალიან გამიხარდება თუ მეტყვით რას ფიქრობთ. *-* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.