სოციალური ქსელის 10 უარყოფითი მხარე
1. დამოკიდებულებას იწვევს, ყოველ წამს იმაზე ფიქრობთ, მოგივიდათ თუ არა „შეტყობინება“, დაპოსტეს თუ არა ახალი ფოტო..ყველგან „ვაი-ფაის“ წვდომას ეძებთ.უნივერსიტეტში ზარის დარეკვას ელოდებით, რათა სოც. ქსელი შეამოწმოთ და სულ არ ფიქრობთ იმაზე, რომ ფეხზე წამოდგეთ, გაისეირნოთ ამხანაგებთან ერთად... 2. სოციალური ქსელი ადამიანებს რეალურ კავშირს გავიწყებთ. ერთმანეთს წერთ, ნეტავ, როდის გნახავ, დავიღალე ამ კლავიატურასთან თამაშითო, თუმცა შემდეგ, როცა ამის საშუალება გეძლევათ, სულ გავიწყდებათ ერთმანეთის შესახებ.. 3. სოც. ქსელში უფრო გახსილები ხართ. ერთმანეთს ბევრ რამეს უყვებით, შეხვედრის შემდეგ კი უხერხული გრძნობა გეუფლებათ ასეთი გახსნილობის გამო დ „პრივეტ“,“როგორ ხარ“-ს ვერ სცდებიან. 4. ხშირად სხვანაირი ხართ სოც. ქსელში და ახალგაცნობილთ რეალობაში სულ სხვა შთაბეჭდილებას უტოვებთ. ხშირად კოლეგები გეკითხებიან, სოც. ქსელში სულ სხვანაირი რატომ იყავიო, თუმცა მათ უმეტესობასაც იმავე კითხვებს უსვამენ. 5. ხშირად ხვდებით გაურკვევლობაში. მაგალითად, იმის გამო გეუბნებათ უცნობი ადამიანი, შენთან ერთ შენობაში სწავლა არ მინდაო, რომ ნაგავსაყრელის გარშემო მიმოფანტული ნაგვის ფოტოზე „ჰაჰას“ უწერთ „ტირილის სმაილის“ მაგივრად. „სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს“ არ ესმის ბევრს. ხშირად ამხანაგი ირონიულსაც გიწოდებთ იმის გამო, რომ ცოტა ირონიას ურევთ პოსტებში. 6. სწავლის დროს ყოველი ახალი გვერდის წაკითხვის შემდეგ სოც. ქსელს სტუმრობთ და თავს იმით იმხნევებთ, რომ ყოველი ახალი გვერდი სოც. ქსელში ახალ ვიზიტს უდრის. 7. ხშირად მეგობრების ნახვა გავიწყდებათ სოც. ქსელის გამო და ხშირად უცნობს მეტს უყვებით, ვიდრე ნაცნობს. არც ისე იშვიათია შემთხვევა იმისა, რომ ზედმეტად გახსნილობას მწარედ ასრულებთ. 8. თავს იტყუებთ უაზრო პოსტებითა და სურათებით, რომლებზეც თქვენ არ ხართ თქვენ. ხშირად წერთ, რომ დასვენებული ხართ, ყავას სვამთ და მეგობართან ჭორაობთ, არადა ისეთი დაღლილი ხართ, ლამისაა ავტობუსში ჩაგეძინოთ. 9. ბევრ დროს უთმობთ სოც. ქსელს, თუმცა ამას ვერ ხვდებით, მერე კი, როცა გამოცდები გადგებათ კარზე გადგებათ სისულელეა ფიქრი იმაზე, რომ მასალა გეცოდინებოდათ, რომ სოც. ქსელში ვიზიტების დრო დაგეთმოთ მეცადინეობისათვის. 10. ამყარებთ უაზრო იმედებს ვირტუალურ ურთიერთობებზე, დადიხართ გაცისკროვანებული სახეებით და თავი ზღაპარში გგონიათ, თუმცა რამდენიმე მიმოწერის მერე თქვენი ილუზიაც სრულდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.