ბიზნეს ვუმენი (თავი 19) დასასრული!
ზუსტად 19 წლის წინ რესტორანში ბიჭი შემოვიდა, ღია წაბლისფერი თმითა და მოელვარე თვალებით, სწორედ ეს თვალები იყო ჩემი ყოველი დღის პირველი ნათება, ჩემი ცხოვრების პირველი და უკანასკნელი სიყვარული, სწორედ ეს ადამიანი გახდა ჩემი ცხოვრების სამუდამო თანამგზავრი. მე და ალექსანდრემ 2 წელი გავატარეთ თავისუფალ ურთიერთობაში, მაგრამ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება დღე, როდესაც რაც ადრე გინდოდა აღარ მოგწონს და, ამიტომ მის შეცვლას ცდილობ. სწორედ ესე იყო ჩვენთანაც, ჩვენ ერთად, ერთ ჭერ-ქვეშ ვცხოვრობდით და თითქმის არაფერი განგვასხვავებდა ნამდვილი ცოლ-ქმარისგან, მაგრამ მაინც რაღაც აკლდა ამ ურთიერთობას, მაგრამ ეს არ იყო სიყვარული, არც ვნება, არც სითბო, მას აკლდა სახელი. სახელი იმისა, რომ ჩვენ რაღაც უფრო მეტი ვიყავით. სწორედ ამის გამო ერთ საღამოს ალექსანდრემ ჰავაის კუნძულებზე წამიყვანა, არ ვიცოდი იქ რა გვინდოდა მე მხოლოდ იმ ინფორმაციას ვფლობდი, რომ შეხვედრა გვქონდა უცხოელ კომპანიასთან და ლამაზად უნდა ჩამეცვა, მაგრამ როგორც ყოველთვის კაბა უკვე ნაყიდი დამხვდა ნომერში, გრძელი, ბრეტელებიანი, თხელი წითელი კაბა იყო, ჩაცმისას თავი ულამაზეს ადამიანად ვიგრძენი. ვღელავდი, არ ვიცი ალბათ მაინც იგრძნო გულმა, რომ რაღაც ისე არ იყო და რაღაც საოცრებას უნდა დავლოდებოდი, და მანაც არ დააყოვნა, დღემდე მახსოვს ნომრიდან გამოსული, როგორ საოცრად იყო იქაურობა მოწყობილი; ჰოლში განათებები უკიდურესად დაბალ დონეზე ანათებდნენ, მთელ შენობაში ვარდების თავმბრუდამხვევი სუნი ტრიალებდა, ეს სუნი ისე მძაფრად ერეოდა ჟანგბანს, რომ ღრმად ვსუნთქავდი, ვნერვიულობდი, ვიძაბებოდი და ლამის ვიტირე კიდეც, მაგრამ თავი შევიკავე და ცრემლები იმ გასაოცარი მომენტისთვის შევინახე. ჩვენი სასტუმრო ზღვის პირას იყო, ამიტომ გარეთ გამოსვლისას არ გამჭირვებია ერთ მწკრივზე განლაგებული ხალხის შემჩნევა, რომლებიც მე მიყურებდნენ და მიღიმოდნენ, არ ვიცი ალბათ იმ პერიოდში მართლაც რომ სასაცილო სახე მქონდა, თითქმის ტირილის პირას მყოფი, აწითლებული სახით და სულელური ღიმილით მივდიოდი ალექსანდრესაკენ. ალექსანდრე? ალექსანდრე... კი მისი გასაოცარი ღიმილით მეგებოდა საჰაერო ბუშტთან. არ ვიცი ვერ გეტყვით იმ ბუტში როგორ ავედი, მაგრამ მხოლოდ ტექსტი მახსოვს: „არ ვიცი.... ბევრი კი ვივარჯიშე ამაზე, მაგრამ ფაქტია, რომ დამავიწყდა და ეხლა ისეთი ლამაზი... და დახვეწილი დგახარ შენ წინაშე, რომ აზრი არ აქ რას ვამბობდი ვარჯიშისას საკმარისი.. ალბათ არასდროს იქნება, რადგან ნამდვილი საოცრება ხარ..... მე კი დედამიწაზე ყველაზე ამაყი ადამიანი ვარ, რომ... ეხლა ისეთი რამ უნდა გითხრა, რომ ეს რაღაც.. ცხოვრების ბოლომდე ამაყს მატარებს, რადგან ჩემ გვერდით მსოფლიოში ყველაზე საოცარი ქალი იდგება... და სწორედ ამ ქალთან მინდა, რომ მთელი ცხოვრება გავატარო, მინდა მთელი ცხოვრება მარტო მას ვხედავდე ჩემ დიდ მაისურში გამოწყობილს მინდა, რომ მხოლოდ მას ვხედავდე როგორ იტენის პირში მის საყვარელ საჭმელს(ორივეს გვეცინებოდა, იმ განსხვავებით რომ ჩემი ლოყები მასთან შედარებით უკვე ძლიერად იყო დანამული) მინდა ყოველ დილით ამ ქალის გვერდით ვიღვიძებდე გინდ საოცრად დაღლილი, გინდ ბედნიერი თუ გინდ უბედური, მაგრამ არა მგონია, რომ ამ ადამიანის გვერდით რამემ უბედურად მაქციოს. მე ეს ადამიანი მთელ ჩემ სამყაროს მირჩევნია, რადგან სწორედ ის მინათებს ამ სამყაროდ ყოველ დღე და მინდა ამად საუკუნეზე მეტი გასტანოს, მინდა ეს ქალი იყო ის ადამიანი რომელიც მოხუცებულობაში ჩემთან ერთად ისეირნებს წვიმაში და მინდა რომ სწორედ ამ ქალის გვერდით იყო ჩემი სამუდამო სამარე, ამიტომ ამისათვის მისი თანხმობაც მჭირდება...(იღიმის) სალომე.. სწორედ ესაა ამ ქალის სახელი და ეხლა მე სალომეს მინდა ცოლობა ვთხოვო( ჩაიმუხლა და პატარა წითელი ყუთი გამოაძვრინა ჯიბიდან, გახსნა და თავისი წყლიანი თვალები ჩემ ბედნიერებისგან ჩაწითლებულ თვალებს შეავლო)გამომყვები ცოლად?.... ჩემ პასუხსაც არ დაუყოვნებია -ჩემ წინ ეხლა ის კაცია ჩამუხლული რომელიც დედამიწაზე მყოფ ყველა არსებას მირჩევნია, კაცი რომელთანაც მინდა მთელი ცხოვრება გავატარო, კაცი რომლის თვალებმაც ყოველ დღე გამაღვიძოს... კაცი, რომელიც მინდა ჩემი შვილების მამა იყოს კაცი, რომელიც მინდა მოხუცებულობაში ჩემ გვერდით იჯდეს, როდესაც შვილის შვილებს წინდებს მოვუქსოვ და სწორედ ის კაცი რომლის გვერდითაც მკვდარმაც კი მინდა გავატარო ცხოვრება.... ამიტომ სწორედ ამ კაცს რომელიც ჩემ წინ არის ჩამუხლული.... ცოლობაზე თანხმობას ვეუბნები“ ძალიან კარგად მახსოვს, რომ იმ დღეს მარტო მე არ მიტირია სიხარულისგან საჰაერო ბურთში. ეს ის მოგონებაა რომელიც მინდა ჩემმა შვილმა, შვილის შვილებმა და მათმა მომავალმა თაობამ იცოდეს, სულაც არ იყო აუცილებელი, რომ ეს სიტყვები ვიდეოზე ყოფილიყო ასახული, რადგან დღესაც კი მახსოვს თითოეული სიტყვა, მოძრაობა, სურნელი, ცრემლი და ღიმილი. ჩემ ცხოვრებაში კიდე არის მოგონებები რომლის გაზიარება თქვენთვის მინდა, სწორედ ესეთია მაგალითად ქორწილის დღე: 20 ნოემბერი, არ ვიცი ეს თვე რატომ მაგრამ არც მე და არც ალექსანდრეს ქორწილის გადახდა ზაფხულში ან ზამთარში არ გვინდოდა, გაზაფხულზე კი წვიმის გამო ვერ შევთანხმდით. ქორწილი? ქორწილის დღე თვალებიდან არ ამომივა და ძალიანაც, რომ ვეცადო ვერ შევძლებ რადგან ჩვენ სახლში სწორედ ამ დღის სურათებითაა შემკული. თეთრი, გრძელი, სადა, ღრმა დეკოლტე სწორედ ესეთი იყო ჩემი კაბა. ტანზე გამოყვანილი, წელზე საკმაოდ მოტკეცილი, ხოლო მუხლებს ქვევით გაშლილი, გასაკვირია, მაგრამ ეს კაბა მე შევარჩიე და არა ანამ, ალექსანდრემ, ან გიგამ. ჩემი არჩევანით კი ყველა ძალიან კმაყოფილი დარჩა, ანამ იტირა კიდევ, მაგრამ ალბათ ეს ორსულობის ბრალი უფრო იყო ან იმის, რომ ჩვენი პატარა 4 წლის ვაჟკაცი ანდრეა არ ასვენებდა დედამისს და ყოველ წამს ფეხებზე ეკიდებოდა, სანამ მამამ არ გაიტანა ჩვენი ოთახიდან, გაგიკვირებად, მაგრამ ეს ბავშვი არც ანას გავდა ხასიათით და არც გიგას, სრულიად განსხვავებული არსება იყო უფრო აქტიური ვიდრე გიგა, უფრო დახვეწილი საჭირო მომენტებში ვიდრე ანა და უფრო გუმთამფყრობელი ვიდრე ორივე მშობელი იყო ეჭვი, რომ ბავშვი აერიათ, მაგრამ ანდრეა მშობლებს ძალიან გავდა აღნაგობით, გიგაზე მაღალი, რომ გაიზრდებოდა ეს უკვე ყველამ ვიცოდით ბავშვს თავისი ასაკისთვის უფრო დიდი ტანი და უფრო ჩამოყალიბებული ნაკვთები ქონდა, ანაზე უფრო ლამაზე სახე, მაგრამ ეს სილამაზე ისეთი არ იყო კაცებს რომ არ უხდებათ, პირიქით, დაუჯერებლად კაცური იყო ეს პატარა მავნე, რომელიც თავისი ნათლიას ქორწილშიც არ ჩერდებოდა და ორსულ დედას გვერდიდან არ შორდებოდა, მაგრამ მერე გაირკვა, რომ ეს გიგას დავალება იყო დედას მიხედე და ისიც ძალიან შეუმჩნევლად ართმევდა თავს ამ დავალებას. მაგრამ ზედმეტიც მოუვიდა, ბოლოს როგორც გაირკვა ალექსანდრეს დაუვალებია, რომ ჩემთვის ფოტო გადაეღო თუ როგორ ვიცმევდი კაბას მანაც შეასრულა და ჩუმად გადამიღო ფოტო, ამის შესახებ კი ბოლოს გავიგე, მაგრამ დასასრულამდე კი ბევრია მოსაყოლი. არ ვიცი ალბათ ძალიან უცნაური უნდა იყო, მაგრამ ალექსანდრე შარვალ კოსტუმში რომ დავინახე სწორედ ის გრძნობა განმეორდა როდესაც პირველად დავინახე ამ ფორმაში, თუ გრძნობა თუ როგორ ამიჩქარდა გულისცემა თუ როგორ ვერ მოვწყვიტე თვალი მას, მაგრამ თავს იმით ვიიმედებ რომ მარტო მე არ ვიყავი პარტნიორი მზერა მიყინული. ალექსანდრესაც არ ქონდა უკეთესი სახე, ჩემ დანახვაზე ჯერ პირი გააღო პატარაზე მერე კი ჩამიღიმა და ძალიან ნელა მომიახლოვდა, ზუსტად მახსოვს რა მითხრა იმ მომენტში: „ როგორ შეგიძლია ყოველ დღე უფრო და უფრო ლამაზდებოდა?“ მთელი ქორწილში სწორედ ეს მზერა დამდევდა ყველგან, სწორედ ამ ადამიანის მზერა მწვავდა კანს ეს მწარედ და სასიამოვნოდ. ქორწილი დარბაზში არ გვქონია ბუნებაში, მაგრამ მაინც გადახურულ ადგილას გადავიხადეთ, სწორედ ამან შემატა იმ დღეს დაუვიწყარი პერიოდი, სწორედ იმ ცეკვამ, სწორედ იმ კოცნამ და სწორედ იმ ადამიანმა. თაფლობის თვეც ძალიან დასამახსოვრებელი იყო, რადგან ალექსანდრემ ოცნება ამისრულა და იაპონიაში წამიყვანა, ქვეყანაში სადაც ფუძე ჩაეყარა რობოტ მშენებლობას, ქვეყანას სადაც გამოიგონეს ანიმე, მანგა, სუში, ტოკუიაკი, საკე, ქვეყანაში სადაც ყვავობს საკურა , სადაც არის ჰაჩიკოს ძეგლი, სადაც აქვთ ულამაზესი ტრადიციები და ასევე ულამაზესი ტრადიციული ტანსაცმელი, რომელიც დიდი სიამაყით მივიზომეთ მე და ალექსანდრემ, და სხვათა შორის ძალაინაც მოგვიხდა, იქ 2 კვირა ვიყავით მერე კი, იყო საფრანგეთი, იტალია, ბრაზილია, გერმანია და ინგლისი. ზუსგად არ მახსოვს მაგრამ მგონი 2 ან მეტი თვე ვიყავი თაფლობის ‘‘თვებში“. ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა ამ ადამიანმა. მან მე ყველაზე ლამაზი სახელი მაჩუქა „დედა“. როდესაც გავიგე, რომ ორსულად ვიყავი სიხარულისგან მთელი დღეები გაბრწყინებული დავდიოდი და თან ვფიქრობდი ალექსანდრესთვის ეს ამბავი როგორ მეთქვა, ბოლოს კი ესეთ გადაწყვეტილებამდე მივედი, გადავწყვიტე რომ სახლი მხატვარი მექირავებინა და ჩემი გეგმის განხორხიელება დამეწყო, ამას კი 2 კვირა მოუნდა ,ამ ორ კვირაში ჩემ ხასიათთან დაკავშირებული ბევრი კითხვა დასვა ალექსანდრემ და ბევრჯერაც დამაძალა ექიმთან წასვლა, მაგრამ სიუპრიზის გაფუჭება არ მინდოდა. ერთ საღამოს, როდესაც ალექსანდრე კომპანიიდან დაბრუნდა, სახლი ჩავაბნელე და მხოლოდ სანთლის შუქით გავანათე, აი მას კი ნამდვილად ეგონა რომ ეს რომანტიკული ვახშამი იყო, მაგრამ... მისაღებში იყო გამოფენი ყველა ჩვენი გადამწყვეტი მომენტი, შეხვედრა, ჩემი დაჭრა, სვანეთში პირველი კოცნა, მისი სახლში მძინარე მე, კომპანიაში მისვლისას პირველი საქმის აღნიშვნის დღე, ჩვენი ჩხუბი ჩემ სადარბაზოში, მისი დაბადების დღე, ჩემი დაბადების დღე (ეს მოგონება არ არის აღბეჭდილი მოთხრობაში), ხელის თხოვნა, ქორწილის დღე, თაფლობის თვე და ბოლო ეს მომენტი გაოცებული ალექსანდრეს სახე როდესაც მუცელზე ხელს ვიდებ. სწორედ ისე იყო, არ შევმხვდარვარ მას სწორედ ესეთი სახე ქონდა როდესაც დამინახა, დღემდე მახსოვს როგორ ძლიერად მიწერდა ხელს. ის დღეს მახსოვს.... რედესაც ვიმშობიარე, და ის სახეც როდესაც ჩვენი პატარა ნუცა აყვანა ხელში, მისი ეს სახეც გადავიტანე ფურცელზე, და სწორეს ამ სახეს ვაჩვენებდი პატარა ნუცას, როდესაც მამიკო მივლინებაში იყო. ალექსანდრეს სწორედ ეს სახე ქონდა როდესაც გაიგო რომ კიდევ ერთხელ უნდა გამხდარიყო მამა, მაგრამ ამ ჯერად ბიჭის, ჩვენი პატადა დემესი. ჩემმა ვაჟკაცმა იმედებიც არ გაგვიცრუა და იმის მამიკოს ბეჰე დაიბადა და არა დედასავით გამხდარი როგორც ნუცა. ალბათ ყველა დედამ იცი ეს შეგრძნება ამიტომ ბევრს არ ავღწერ რა ვიგრძენი მათი პირველი დაძახებისას, მათი პირველი გავლისას, მათი ყურებისას თუ როგორ ეძინათ, ეს არ იყო ამ ქვეყნიური გრძნობა, ეს იყო სულ სხვა, ნუცას რომ ვუყურებდი თუ როგორ ცდილობდა მისზე მხოლოდ 2 წლით პატარა დემეტრესათვის სიარული ესწავლებინა, სიხარულის ცრემლები ვერ შევიკავე, მაშინ კი უფრო მეტად ამეტირა რომ უთხრა: „ თუ გავრი დედას გაუქარდება“-ო, ამას თითიქმის ყოველ დღე ვხედავდი ალექსანდრესთან ერთად მანამდე სანამ ბეჰე დემემ არ გაიარა, მაგრამ ჩვენა გასაკვირვად ნუცას ეს არ უთქვამს და ამისათვის ახსანც კარგი ქონდა: „ტუ ჭაიქცევი გეტინება და ალ გაუქარდებატ“ ამის გაგონებაზე ვერც მე ვიყავი კარგად და ვერც ალექსანდრე, ამიტომ მათი თვალთვალი შევწყვიტეთ. ორი კვირის შემდეგ კი, როდესაც სახლში მისულებს მე და ალქსანდრეს პატარა ბეჰე და ნუცა სამზარეულოში შემოგვივარდნენ ისე ჩავეხუტე ორივეს მგონი ჩავფშხვენი. და აი დღეს აქ ვარ, მე მაქ ბევრი სახელი მეგობრებისთვის სალომე ვარ, ალექსანდრესათვის სიხარულო, შვილებისთვის დედა, ანდრესათვის სალომე დეიდა, გიგასთვის კვლავ ქაჯი, ანასთვის სალი, თანაშრომლებისათვის კი ქალბატონო სალომე. მაგრამ დილით მხოლოდ ერთი სახელის დაძახებისას მეღვიძება: -სიხარულო-დილით ალექსანდრეს თბილი ხმა მაღვიძებს, უკვე 17 წლის მის გვერდით საოცარ პერიოდს ვატარებ და მაინც არასდროს გამიგია მისი სხვანაირი ხმა. -რაო სიყ?-ეს ის სიტყვა რომელიც მხოლოდ ახლობლებისთვის მემეტება. -კი ძაან ლამაზი ხარ ძილისას, მაგრამ კომპანიაში გვავიანდება...თათბირზე-დაამატა ბოლოს და თეძოზე დამკრა ხელი-ადექი ქალბატონოოო-სიცილით მეუბნება და სააბაზანოს კარებში ქრება, მაგრამ მალევე მიბრუნდება უკან პირსახოც შემოხვეული. არა ნეტა ეს 44 წლის კაცი როგორ ააა ამ ფორმაში? ცოტა კანი კი ურბილდება მაგრამ მაინც რა აქ ესეთი ტანი რომ არ შეცვლილა? არა ამაის იმიტომ კი არ ვამბობ რომ ცოტა მე გავსუქდი, მაგრამ ბერვით არა ცოტათი. -ადექიიი-მეუბნება და მაიძულებს რომ ავდგე. მეც ვემორჩილები და სააბაზანოში შემოვდივარ, უკან გამოსვლისას მეც პირსახოცის ამარა დავდივარ ოთახში ის რომ სარკესთან დგას და იქიდან მიყურებს. -ბერდები-გამოიტანა დასკვნა, მეც გაოგნუბული ვბრუნდები მისკენ და ხელებით ისეთ მოძრაობას ვაკეთებ თითქოს ეს ჩემ თავზე არ მიმეღოს. -მეე?! შენ ცოლს ეუბნები ამას?-ვიცხადებ მე. -დიახ-ის კი ძალიან წყნარად მპასუხობს და ღილების შეკვრას ასრულებს თუ არა ჩემსკენ ტრიალდება. -ხო ხარ ეხლა მხოლოდ მაგ სიტყვების გამო რომ მოგკლა-ვბრუნდები და ტანსაცმლის შერჩევას ვუნდები. მაგრამ მისი ხელები მალევე ვიგრძენი წელზე, სახე კი თმებში ჩარგო. -ბერდები, მაგრამ მაინც ძალიან სე*სუალირი ხარ, თან ამ შენ სურნელსაც რომ არ კარგავ-ისევ ისეთი ვნებიანი ხმით. -უუ ეს უკვე სხვა საქმეა თავიდანვე ეგრე დაგეწყო-მისკენ ვბრუნდები და ვკოცნი, ეს კოცნაც ისევ ისეთია როგორც პირველი, მაგრამ ის განსხვავებით, რომ ეხლა ნებართვა აღარ მკითხა. ისევ ისე მძირავს მისი შეხება და სიახლოვე.-რაო ბაქონო ალექსანდრე მოგვინდა ახალგაზრდობის გახსენებაო?-ვეკითხები სიცილით, ის კი ირონიულ მზერას მტყორცნის. -მე არაფერი მეტყობა რომ ახალგაზრდობის გახენება მჭირდება ისედაც კარგად ვაწონებ ახალგაზრდა გოგოებს თავს შენ იფიქრე ახალგაზრდობის გახსენებაზე.-წამვბინა და კარებში გაქრა, მეც რაღა უნდა მექნა ნერვებ მოშლილი გავედი გარეთ და სამზარეულოში შევედი, ნუცას სათვალეები ეკეთა, წიგნი ქონდა ერთ ხელში მომარჯვებული და მეორეთი ყავით სავსე ჭიქა ეჭირა. რაღა მაინც და მაინც ამ საკითხში დამემსგავსა? სულ წიგნებში აქ ჩარგული თავი, არა მართალია წელს ეროვნულები აქ მაგრამ ძაან იტვირთავს თავს, ესეთი ჭკვიანი რომ არ იყოს არ ვიწუწუნებდი. მაგრამ მე და ნუცაც ძალიან განვსხვავდებით, მე მის ასაკში რაც არ უნდა ცუდი ცხოვრება მქონოდა გართობას მაინც ვახერხებდი მაგრამ ის სხვანაირია. ნუცა უფრო ჩაკეტილია და ხალხს იშვიათად ენდობა მაგრამ საერთო, მაინც გვაქ ჟღენტები მაინც საუკეთესო მეგობრები არიან ჩვენი, მე გიგა მყავს, მას კი ანდრეა. ანდრეა და ნუცა საუკეთესო მეგობრებია კი არა საუკეთესო და ძმა არიან, ნუცა მხიარული, გიჟი და ველური მხოლოდ სახლშია გარეთ კი ვერც იცნობ, ისე მოჩვენებასავით დადის. მაგრამ უდაოდ ულამაზესია, სწორი ლამაზი ფეხები, კარგი ტანის ფორმა, ჩემნაირი ნახევრად ხვეული თმა, მამამისის ბრდღვიალა თვალები რომელზეც სათვალეები აქ მუდამ დარჭობილი, რომელიც დიდად არ ჭირდება მაგრამ, თვითონ მოწონს „კითხვისას ძალიან მსიამოვნებს“-ო ესე გვინმარტავს ხოლმე, და მისი მთავარი ღირსება ცხვირი და მასზე დასვენებული ლამაზი ჭორფლები. -დილა მშვიდობისა დედა-მესამლება უმალაზესი ღიმილით და წიგნს ხურავს- დღეს მე ვიკისრე-მხიარულად ავლებს ხელს მის გათეთებულ ტოსტებსა და ბლინებს. -მადლობა დე-თავზე ვკოცნი და ტოსტს ვიღებ- აბა რას შვები სკოლაში? -არაფერს-თვალებს ატრიალებს და სკამზე ჯდება- ეს მასწავლებლები სულ ესეთი დებილები არიან თუ რამე საჭირო მოთხოვნაა რომ მასწავლებელი გახდე?-წუწუნს იწყებს ისევ თავის მასწავლებლებზე. -იცი-ვიწყებ ბრძნული აზრების გადმოფქვევას- ჩემი აზრით........... კი საჭირო მოთხოვნაა. -ეგრეც ვიცოდი-სიცილით მეუბნება და ყავას სვალს. -რა კაი სუნია-გოლიათი შემოდის სამაზარეულოში. -ბლინების და ტოსტის ოღონდ შენთვის არა-ებუზღუნება ნუცა თავის ძმას. -რა იყო პირველად რამე გავაკეთეთო და აგვივარდა თავშიო?-ვალში არ რჩება დემეტრეც. -ყოჩაღ შენ ვაჟკაცო!! დას ესე უნდა ელაპარაკო?!-უტრიალდება ალექსანდრე დემეტრეს გაბრაზებული სახით. (ვითომ) -ოჰ კაი ერთი შენ კი მამა რა ნუ ჩართავ ხოლმე ნუცას დაცვის მექანიზმს წამებში.-ბუზღუნით ჯდება სკამზე და ნუცას ეჯღანება ისიც გამარჯვებული სახით უყურებს. -დემეტრე უკვე 15 წლის ხარ და უნდა იცოდე რომ ქალებს ყურადღება და პატივისცემა უყვართ თორე თუ კაცი ქალს უზრდელურად ექცევა...-ჩემსკენ იხედება ალექსანდრე და ეღიმება- დედაშენის ნაირი ბოქსიორები ხვდებათ ბოლოს და ცემენ ხოლმე მერე ქმრებს-სიცილით ასრულებს და მეც პირველივე ნაჭერს რაც ხელში მხვდება იმას ვესვრი. -როდის მიცემიხარ ერთი?-უფრო ვურტყავ იმ რაღაც ტილოს თუ ნაჭერს. -ეხლაც ამას აკეთებ-სიცილით მეუბნება და მართმევ იმ რაღაცას-ნახე გაკვეთილი შვილო?-ხელებს მიჭერს და ვაღარ ვმოძრაობ, მაგრამ ბოლომდე გმირულად ვფართხალებ. -კიი-სიცილისგან გამუდულები წვირიან ორივე. -დაოკდით-ვბრაზდები-რატო იჩხუბეთ თქვენ ისე?-არ ვიცი რა ესენი სულ როგორ უნდა ჩხუბობდნენ, მერე იმ ვიდეოს რომ ვანახებ სადაც ნუცა ბეჰე დემეს სიარულს ასწავლის, ადგება ეს ამხელა კალათბურთელი ბეჰემოტი და რო დააფრიალებს ამ ბაბმა დას სად აღარ ვპოულებთ მერე ნუცას ნაწილებს, არა ყველაზე სასაცილო ისაა სულ რომ ჩხუბობენ მაგრამ საკმარისია ნუცა სახლიდან გვიან გავიდეს ეს ამხელა ბოჰემოტი რომ გაყვება ხოლმე ჩუმად უკან, არა ჩუმად რა ნუცა სულ ამჩნევს ვინმე თუ მიყვება უკან ესეც ჩემგან გადაეცა, მაგრამ იმ განსხვავებით რომ ნუცა ჩემზე უფრო ძლიერია და უკეთ ჩხუბობს. დემეტრე ნამდვილი ბაბნიკია, სულ ყავს შეყვარებული ესეც საჩუქარი გიგასგან ვიცოდი რომ ერთი კვირა არ უნდა დამეტოვებინა პატარა დემე მაგასთან, მაგრამ რა გინდა დაუმსახურებლად არ ყავს თაყვანისმცემლები,, კალათბურთელია ბიჭი თან კაპიტანი, მაღალი რომაა ამაზე არაფერს ვამბობ არც ალექსანდრეა დაბალი, მაგრამ ფაქტია სიმაღლის საკითხში შვილისგან უნდა აიღოს მაგალითი თორე არც კი იცით როგორი სასაცილო დასანახები არიან რამეს რომ არჩევენ საყიდლად, ეს ამხელა ჟირაფი კაცი რომ დაადგება მამამისს თავზე და ლუპით რო უყურებს რამეს რომ კარგად დაინახოს. საზე? უსიმპატიურესი, ნუცასნარად არაა დაჯილდოვებული სიმალაზით, მაგრამ ისიც ძალიან სიმპატიურია, მგონი პირველი კალათბულთელია რომელიც ესეთი დონის სიმპატიურია, თან ეს მისი მწვანე თვალები რომელიც დედაჩემისგან გამოყვა და რომელიც სულ მის თავს მახსენებს ხოლმე, მაგრამ დემე რისი დემეა თუ არ ქნა რაღაც რითითაც გამამხნევა: „ ნუ იღუშები, ჩემი თვალები ბებიას ნაცვლადაც გხედავენო“ მის ამ ნათქვამს კი გონზე მოყვაყარ ხოლმე, რა მანც რა მყავს რა ესეთი. -რა და...-იწყებს დემე ამბოს მოყოლას, მაგრამ ნუცა აწყვეტინებს და ინთება. -რა და იმ გუნდთან წააგო გუშინ რომელსაც ვერ ვიტან-მკვლელი თვალებით უყურებს ძმას, ამიტომ შავების ჩაცმა რომ არ დამჭირდეს მათ შორის ვჯდები. -რა გინდა გოგო მარტო მე კი არ ვთამაშობ იმ გუნდში სხვებიც მყავს და ისინიც ისევე ცდილობდნენ როგორც მე, მაგრამ.....-ისეც აწყვეტინებს ნუცა. -მაგრამ ისინი შენნაირი გენიაები არ არიან და სულ მათი ბრალია წგება ხომ? ნუ იქებთავს ერთი-ხელებს იქნევს და მგონი ერთხელ მეც მომარტყა. -როდის მიქია თავი?-ეხლა ჟირაფა წამოენთო. -სულლლ-მაღალი ტონით მაგრამ არა ყვირილით ამბობს ნუცა, მიკი ალექსანდრეს ვუყურებ როგორ ძვრება სამზარეულოდან ჩაკუზული, ოჰ მომინდომა გაპარვა. -მოდი აქ მოისმინე შენი შვილების ლაპარაკიი!-ერთი გადავძახე თუ არა მაშინვე ამოყო თავი. -აუუ იცი რა-არ ცხრება დემე-სულ ნუ მოხვალ ჩემ თამაშებზე რა საერთოდ არ მწირდება თუ ესე უნდა იწუწუნო სულ-ყვირის ბოლო ამაზე უკვე ყველას ერთად გვეჭედება და „დაგერხა“ სახით ვუყურებთ ორივე ცოლ-ქმარი, მაგრამ ნუცა არა ის ძლივს იკავებს თავს რომ ცრემლები შეიკავოს, რატომაც მისი ცრემლების დაღვრა ყოველთვის მხოლოდ მისი ძმის გამო ხდებოდა. -კარგი.. აღარ მოვალ ხოლმე-ქსუტუნით ამბობს და პირველ ცრემლის გორგალ უშვებს თვალიდან, იწმინდავს თუ არა ეგრევე ტყვიასავით გარბის გარეთ და თავისი ოთახის კარებს იჯახუნებს. -აუ არ მინდოდა ამის თქმა-საცოდავი სახით დგება დემე, საცოდავი ბეჰემოტი გინახიათ? არა? მე კი. დგება თუ არა ეგრევე ერთი ხელის დამებით აჯენს ალექსანდრე წინ სკამს უტრიალებს დაწინ უჯდება სერიოზული სახით, რაღიარებ ალექსანდრე დემეს თავის დასთან მიმართებაში მკაცრად ელაპარაკება ხოლმე, მკაცრად რა სადამდეც ქაჩავს იქამდე არ იცინის. -რა იყო ეს?-ეკითხება სერიოზული ხმით. -აუუ გაბრაზდი რა-იწყებს საცოდავად თავის მართლებას დემე, ჩემი ბიიჭიიი^.^-არ მინდოდა ეგ მეთქვა... -მაგრამ თქვი-აწყვეტინებს ალექსანდრე -იმის თქმა მინდოდა რომ მე მართლა ბევრს ვცდილობ რომ გავიმარჯვო ხოლმე ეს კიდე მეუბნება ძალი წააგეო, ვის უნდა ვაფშე წაგება ერთი? -მამა-იწყებს ალექსანდრე- ნუცას რომ ცხოვრებაში არ უტირია შენთან ჩხუბის გარდა ხომ ვიცით-თავს უქნევს დემე- მერე? შენ დას შენთან ჩხუბი რომ არ შეუძლია და სულ ტირის მერე ეგეც ხო იც? სხვა ბიჭს რო გაებედა და ეყვირა ალბათ შენი დის ნახხვა ციხეში მოგვიწევდა, შენ? შენ კიდე რას შვები? სულ ატირებ! რო უყვარხარ და იმიტომ განიცდის ესეთ ტონს შენიდან თორე დედაშენი რო ეჩხუბება წიგნიდან ამიწიე თავიო სულ არააქ რეაქცია, ამიტომ მიდი ეხლა შეურიგდი.-დემე თავს უქნევს და სირბილით გადის ოთახიდან. -ანუ მე არ ვუყვარვარ?-გაბუტული ვიკითხე, ალექსანდრეს კი საყვარლად ეცინება. -იმან თვისი და დააწყნაროს და მე შენ?-ხელს მხვევს წელზე და წარბებს ათამაშებს. -გვაგვიანდება არ გვაქ დაწყნარების დრო-ვამბობ და ხელიდან ვუსხლტები ჩამთან ვიღებ და გარეთ გავდივარ. -რო გიღალატო არ გეშინია?-მაცდურად მეკითცება ალექსანდრე. -მე მაგაზე 16 წლის უკან გიოასუხე რომ, გიგას მამას კარგი ბენზო ხერხი აქ.- არც ვტრილდები ისე ვევუბნები, მაგრამ მისი სიცილის ხმამ მესმის. -ისე ეგენი მოვლენ დღეს საღამოს, გიგა და ანა თან იმ მატრაკვეცებსაც მოიყვანენ. -ამხელა ბავშვებს მატარყვეცებს ეუძახი-შევიცხადე მე.-აბა შენ ბიჭს გახედე-ალექსანდეც უყურებს კართან ჩამუხლულ დემეს როგორ აღებს კარებს რაღაც მავრთულით, მაგრამ გაღების თანავე ფეხსაცმელი ხვდება თავში. -მიდი ჩემო პრიცესა არ დაინდო-ვექომაგები ნუცას, მაგრამ დემე მიყურებს კარგი რა სახით, მეც ვუახლოვდები და მასთან ვიმუხლები-ჩემი ჟირაფო ხო იცი მე როგორ უნდა შემომირიგო?-ისიც სიცილით თავს მიქნევს-ხო და ჩემ უფრო ახალგაზრდა ვერსიაზეც გაჭრის ეგ-ბოლოს ჩურჩულით ვეუბნები, დემეც გახარებული მატრიალებს ჰაერში. -კაი ნუ მომიკალი ცოლი მეც მჭირდება-გახალისებული ამბობს ბატონი და გვიახლოვდება. -აჰა შენთვის გადმომიცია-მეც სათამაშოსავით გადამდო მამამისის მხარზე. -რას მიკეთბ?-ვუკივი დემეს- 9 თვე ტყუილა გატარე რო ეხლა მამაშენს უჯერო. არ შეურიგდე ნუცააა-ვკივი ბოლო ხმაზე. -მერე ეგ ცხრა თვე ვისი დამსახურებაა?-ირონიული სახით მეკითხება ალექსანდრე მეც მაშინვე ვწითლდები. -ბავშვები არიან შე არანორმალურო!-ზურგე ვჩემ და ისიც იკლაკნება. -კაი ერთი ამ ბავშვებმა ჩვენზე მეტი იციან-იმართლებს თავს. -ხო გაიგებენ აბა რა თუ ესე ილაპარაკეე- გაუცებისგან აღმომხდა სიყვები. -კაით იცი რა მე აქ ჩემ დას უნდა შევურიგდე და თვენ ვერ მეხმარებით-წამით აქინად სახით გვიყურებს ბიჭი, ყოჩაღ. -ნახე რა საკუთარი სასხლიდან მაგდებენ-გაივირვა ბატონმა და ჩვენხ დავიძარით. -ხო გამოგვაგდებენ აბა რა, გაიზარდნენ უკვე ჩემი ბუხულები-ნიკაპს მუშტზე ვაწყობ და თბილად ვიღიმი,მაგრამ მერე ვამჩნევ რომ ისევ ალექსანდრეს მხარზე ვარ-შეენ კიდე ჩამომსვი გამიშეშდა წელი. -ჩემი მოხუცი ცოლი-საყვარელი ხმით მეუბნება და მანქანაში მსვავ-ესე მე და ჩემი მოხუცი ცოლი რამდენი ხანია მარტო არ ვყოფილვათ-წარბების თამაშით მეუბნება ვითომ თვითონ ახალგაზრდა კაცი. -ვაიმეეე რო დავრჩეთ ვიცი უნდა ჩამაკვდე ხელსში სად გაქ შენ მაგის თავი, მიდი, მიდი დაქოქე წავედით.-მივაყარე ერთმანეთს და ღვედი შევიკარი. -განანებ მე შენ მაგ სიტყვებს-მეუბნება და მანქანას ძრავს ადგილიდან. კონმაპანიაში სააქმეები ისევ ისე მიდის, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ჩვენი კომპანიის შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა და კომპანიამ გაიგო. კომპანიის კიბეებზე ავდივარ და როგორც ყოველთვის პირველი ნატას ვხედავ, ჩემ ასისტენტს, არ ვიცი რა ვთქვა ამ გოგოზე საოცრებაა უკვე ნახევარი წელია ჩემთან მუშაობს და მაინც ვერაფერი ისწავლა, ყველა დოკუმენტს ურევს სულ სხვადასხვა დროს მეუბნება და იმის გამო შეხვედრებზე სულ მაგვიანდება, მაგრამ რა ვქნა ვერ ვუშვებ. -ქალბატონო სალომე, შეხვედრა გაქვთ ეხლა დამავიწყდა გუშინ გამეფრთხილებინეთ-ისეთი შეშინებული სახე აქ რომ ვბრაზდები, რომ ლამისაა გული წაუვიდეს ხოლმე. სახეზე აშკარა გაღიზიანებას რომ ვერ ვმალავ მის სახეზე ვატყობ. -ნატა... ეხლა არ მითხრა რომ ეს ის შეხვედრაა რომელიც უკვე სამი თვეა იგეგმება?-ღრმად ვსუნთქავ რომ არ შემომაკვდეს. -....დიახ-ნამტირალები ხმით მეუბნება და დიდი გორგალს ყლაპავს. -ძალიან დამაგვიანდა?-ვეკითხები უკვე მისი რეაქციიდან მოლმბალი გულით. -არა თუ სწრაფად ივლის მძღოლი მომვასწრებთ..... როგორმე-ამატებს ჩუმად. -ეხლა გაიხადე ეგ ქუსლიანები, ტყვიასავით აავარდი ჩემ ოფისში და საბუთები ჩამოიტანე, მე მანქანაში ვიქნები.... რა მიყურებ წადი-ვეუბნები და ისეც იძრობს ფეხსაცმელს-არ შეგეშალოს თორემ ეს ბოლო რამ იქნება რასაც ამ კომპანიაში გააკეთებ-მივაძახე უკნიდან და დავინახე რომ სწრაფად გაიქცა. მანქანისკენ წავედი და მძღოლს ვუთხარი რომ მე წავიდოდი, არა ისე ამ გოგოს წყალობით რბოლის გამოცდილებს კვლავაც არ ვკარგავ. მალე მორბის ნატა, მაგრამ ამას მხოლოდ ტანსაცმლით ვარჩევ, რადგან ხელში იმდენი საბუთი უჭირავს რომ მის სახეს ვერ ვხედავ. -რააა არის ეს?-გაოგნებული ვეკითხები. -რომ არ შემშლოდა ყველა საბუთი წამოვიღე-მეუბნება ღიმილით. -ღმერთო-ვამბობ და 20 წუთში დანიშნულების ადგილას ვერჭობი.-ამოარჩიე საბუთები? -დიახ ქალბატონო.-მეუბნება ღიმილით და ჩვენც შევდივართ შეხვედრაზე, თათბირი 5 საათი გრძელდება, როგორც ყოველთვის ეს ესპანელები ყველაფერს აჭიანურებენ, მაგრამ შეთანხმებას მაინც ვახერხებთ, ჩვენი ქართული პროდუქცია სამ კვირაში ესპანეთში გაიყიდება. შეხვედრიდან საოცრად დაღლილი მივდივარ სახლში ნატას კი კომპანიაში ვუშვებ და ვავალებ რომ გადახედოს ჩემი კვირის განრიგს. ტელოფენის ხმა მესმის: - დე-მეუბნება ნუცა-აუუუ მომკალი რა? -კარგი რა პრობლემაა, მაგრამ რატო? -კლასში ერთი ახალი გადმოსული ბიჭი გვყავს ათოსანია, მაგრამ ის სხვა წიგნებით გადიოდა პროგრამას, ამიტომ მაწმა ამაკიდა ამეცადინეო და მიდი რა რამე მოიფიქრე მასწს რომ უთხრა და მომაცილოს ეს სატანჯველი-ოჰოოო დამაინტერესა, ამიტომ არ ვაპირებ არაფერის თქმას. -კარგი საყვარელო ვეცდები-ვუთიშავ, მაგრამ მასწავლებელს არ ვურეკავ უბრალოდ ცოტა ხანი იმიტაციას ვაკეთებ ლაპარაკის, მაგრამ ბოლოს ნუცას ვურეკავ. -რაო? -არა საყვარელო ვერ დაგეხმარები უნდა ამეცადინო თან დღესვე, მაგრამ დღეს ვერ გააცდენ ოჯახურ შეკრებას, ამიტომ მაგ ბიჭის მოყვანა მოგიწევს.-წამებში ვიფიქრებ ტყუილს. -რააააააააააა?-კივის ნუცა გაბრაზებისგან-არა შანსი არა.... მერე იყოს... მერე ვამეცადინებ სადმე კაცეში ან რავი სადმე, მაგრამ მანდ არ მოვიყვან. -მოგიწევს საყვარელო-აი სად არ მადგება ჩემი ჯიუტი ხასიათი ხო გადავეცი შვილის, მიდი ელაპარაკე ეხლა ამას. -არააააააააააააააააააააა-ისევ კივის-მახინჯია შეგაშინებთ.... ღამე დაგესიზმრებათ. -მახინჯი ვარ?-ისმის ვიღაც ბბიჭის სასიამოვნო ხმა. -კიი-ესწერვება ნუცა-დედა დაურეკე და უთხარი რომ დღეს მოკვდი და შენი დასაფლავებაა ან რამე მოიფიქრე გინდა დემე მოკალი ან რა ვიცცი რამე ქენი. -მომისმინე ნუცა შენმა მასწმა გარკვევით მითხრა რომ ნიშანს არ დაგიწერთ არც ერთს თუ არ ამეცადინებ ამიტომ...-არა საიდან ვიგონებ ამდენ ტყუილს რა, სად მეგრელი და სად შენ. -კარგი და დღეს რომ ვერ მოვიდე ოჯახურ შეკრებაზე? -მაშინ ან ანდრეა აგიღებს და წამოგიღებს ან დემეტრე ამიტომ შენ გადაწყვიტე. -ანდრეა იქნება ?-სიხარულისგან შეჰკივლა ორი კვირის უნახავი ანდრეა ხსენებაზე-კაი კაი ოღონდ ეგ ვნახო და ჯანდაბას გადავიტან. -კარგი-გამარჯვებული სახით შევდივარ ცარიელ სახლში, ტანსაცმელს ვიცვლი და საჭმლის კეთებას ვუდგები, რაღაცეები გამზადებული მქონდა ზარის ხმა რომ გაისმა, მივედი და კარებში გიგა, ანა, ანდრეა და დადუ რომ დამხვდნენ( დადუ გიგას გოგონაა ნუცაზე ერთი წლით დიდი, ანდრეა კი 21 წლისაა) -არ ვართ სახლში-ვამბობ და კარებს ვხურავ გიგა რომ იწევა, კარებს და აღებს. -ამხელა ქალმა ხუმრობა კიდე ვერ ისწავლე?-მეუბნება და მეხვევა. -ანამ ძალიან მალე წამართვა შენი თავი და ვერ მასწავლე ხედავ. -ხო მაგისთვის დავსჯი-სიცილით მეუბნება და მშორდება-კაი სუნია, დიდი მალე რა მშია. -შენ ბიჭო..-სიტყვის დასრულებას ვერ ვასწრებ ანდრეა რომ მეხუტება. -სალომე დეიდა?-ისე მეხუტება ძვლები მტკივა. -რა დეიდა ბიჭო გინდა რომ შემომაკვდე? -ხო ხო ხო კარგი სალომე. სადაა ჩემი გოგო. -ხო გეტყვი მერე-თვალს ვკრავ და დადუს ვეხვევი-ჩემი გოგოოო როგორ ხარ რამდენი ხანია არ მინახიხარ სულ დაგვივიწყე ხო თუ გაპატიო ნახე შენ არაა შენ რა ს გერჩი დედაშენი უნდა მოვკლა რომ არ მოყავხარ ხოლმე თვითონ რო მადგება, არა რა თქვენ ესე თუ გნახავთ თორე აბა ისე გვერდი, რომ ჩამიარო შეიძლება არც შემიმჩნიოთ ანდრეას გარდა ის უბრალოდ გამგუდავს-ისე მივაყარე რომ ამ საცოდავი გოგოსთვის ხელი არ გამიშვია. -სალომე მეც პირველად ვნახე ეს ბავშვი და მაცადე მეც ჩავეხუტო- ხელიდან მტაცებს ანა და შვილს ეხუტება- როგორ ხარ დედა? რა ხდება უნივერსიტეტში? -ქალოო ეს ბავშვი შენი არა? რას ეკითხები არ უნდა იცოდე? -რაც აცალ-ცალკე გადაბრძანდნენ და ძმანი ვეღარ ვხედავ და შემარგე რა-წუწუნებს ანა მაგრამ მაინც მეხვევა. -ეჰჰ მეც მალე გამიფრიდება გოგო-წამომცდა უცებ მაგრამ მერე ენაზე ვიკბინე. -რა? წამოიძახა მთელმა ოჯახმა ერთი და იგივე ტონით. -არაფერი კაცო... ისე უნიში რომ აბარებს მაგაზე ვთქვი. -ააა -ისევ ერთიანი ძალებით მპასუხობენ. -შედით თქვენ დაჯექით და დავურეკავ მე იმათ-ტელეფონს ვიღებ და ბეჰეს ვურეკავ. -სად ხარ ბიჭო მოვიდნენ უკვე. -კაი კაი მოვდივარ-მითიშავს თუ არა კარებიდან ალექსანდრე შემოდის და თავის დას ეხვევა მერე გიგას , ბავშვებს კი დიდხანს ეხვევა და მერე უშვებს. -ვაიმე დედა თქვენ რატო გეხევით კაცო ჩემი შვილები მეგონეთ-ვითომ შეწუხებული ამბობს. ქალები სააზარეულოში გავდივართ ისენი კიდე მოსაწევათ გადიან გარეთ. მე და ანა ბევრ რამეზე ვჭორაობთ ხანდახან კი დადუც გვერთვებოდა ხოლმე, მაგრამ მერე კაცებმა გვშიაო ერთად შემოკივლეს მაგრამ მათ უკვე ბეჰეს ხმაც შერეოდა მხოლოდ ნუცა და მისი პრინცი გვაკლდა. სუფრის გაშლა დავამთავრეე თუ არა მაშინვე ყველამ ჭამა დაიწყო, მხოლოდ ანდრეამ შეამჩნია რომ ერთი ადამიანო რომ გვაკლდა. -ნუცა სადაა? -ხო ესე მართლა სადაა?-იკითხა დემემ. -მოვა მოვა აცადეთ-ჩემი ნათქვამიდან სადღაც 10 წუთში ნუცამ შემოაღო კარი აშკარა გაღიზიანებული სახე რომ ქონდა ყველამ კარგად შევამჩნიეთ. -რა გჭირს შენ?-კითხა დემემ და კიდე რაღაცის დაყოლება გადაწყვიტა მაგრამ მის უკან მომავალ ბიჭს თვალი რომ შეავლო მაშინვე გაჩერდა და თვალები დაჭიმა, საკმაოდ მაღალი, გამხდარი, შავგვრემანი და ლურჯ თვალება სიმპატიური ბიჭი იყო, ტატუებით შემკული ხელებითა და კისერზე ჩიტის ტატუთი რომელიც საყვარლად იღიმოდა. -გამარჯობათ- მოგვესალმა ყველას, ყველას გაკვირვებული სახე ქონდა მხოლოდ მე ვიღიმოდი, წამოვდექი და ბიჭს მივუახლოვდი. -ეს ნუცას კლასელია რომელიც წელს გადმოვიდა მასთან სკოლაში და მასალაში განსხვავუბული სწავლება ქონიათ სკოლებს ამიტომ ნუცას მასწმა მას დაავალა მისი მეცადინეობა-ყველა მე მისმენდა მაგრამ ანდრეა არა ნუცას უყურებდა გამომჭერი ღიმილით. -ანდრეა-შეჰკივლა ნუცამ და ანდრეა კისერზე ჩამოეკიდა, ამის დანახვაზე იმ ბიჭს გავხედე, რომელიც იღიმოდა, მაგრამ ყელზე ძარღვები ჰქონდა დაჭიმული მე კი სიტვაციის ასახსნელად ლაპარაკი დავიწყე. -საუკეთესო მეგობარი რომ გაგვირბის თავს ვერ ვიკავებთ ხო ნუცა-იმ ბიჭისკენ რომ გავიხედე უკვე სასიამოვნო ღიმილი ჰქონდა აკრული.-შვილო გაგვაცანი ბიჭი ეს ბიჭი? -ეს სანდროა-უღიმღამოდ თქვა ნუცამ, მაგრამ არც გაუხედია ბიჭისკენ რომელიც უღიმოდა ნუცას. -კიდევ ერთხელ გამარჯობა... ბოდიშს გიხდით შემოვარდნითვის მაგრამ საატესტატოები მალე იწყება ამიტომ ნუცას დახმერება ძალიან მჭირდება-ლაპარაკისას თვალს სულ ნუცასკენ აპარებდა. -კარგი მოდი დაჯექი მოგვიყევი შენზე... -არა არ შია უკვე ვჭამეთ ამიტომ თუ შეიძლება ვამეცადინებ-კბილებში გამოცრა ნუცამ. -არა იცი რა მომშივდა, ამიტომ თუ შეიძლება შემოგიერთდებით-ესევ ისეთი ღიმილით თქვა ბიჭმა და სუფრას შემოუჯდა ჩემი გოგოს გასაგიჟებლად. ძალიან სასაიამოვნო ბიჭი რომ იყო ეს ყველამ მარტივად შეამჩნია და არც ის გამორჩენიათ როგორ უყურებდა მომღიმარე ნუცას, ეს რა თქმა უნდა მე და ალექსანდრემ უფრო შევამჩნიეთ. -საყვარელო წამოდი სამზარეულოში-სიცილით მითხრა ალექსანდრემ და მათი ყურებაში გართული გამათრია სამზარეულოში-კარგი ნუ გადააკვდი თორე მე შევწუხდი უკვე-სერიოზული სახით მითხრა მე კი ამაზე გამეცინა. -რა იყო ეჭვიანობ?- ჩემთან ახლოს მოიწია და მხურვალებ დამიკოცნა ბაგე. -არა ის მიშლის ნერვებს რომ მე არ მიყურებ და შენი შვილის საქმეში ერევი-კიდე მაკოცა და მომცილდა -აცადე თვითონ მიხვდეს ამ სანდროს ქცევებს-მითხრა მხიარულად და გაქრა, მთელი დარჩენილი პერიოდი სანდრო ნუცას თვალს არ აშორებდა, მაგრამ მერე ოთახში გავიდნენ და მეცადინეობა დაწყეს ყველაზე სასაცილო ის იყო რომ დემეტრემ რამოდენიმეჯერ შეამოწმა თავისი და, არაფერი იყო დემეტრეს სერიოზული სახეზე მეტად სასაცილო. ბოლოს ყველა რომ წავიდა ძალიან გვიანი იყო, ამიტომ ცოტა ხანში ნუცაც და სანდროც გამოვიდნენ, ნუცას დაღლილი სახე ქონდა, აი სანდრო კი ბედნიერი ღიმილით მოყვებოდა უკან , როგორც ჩანს ძაან აწვალა ჩემი გოგო მეცადინეობისას.( მეცადინეობაში ცუდი რამ არ იფიქროთ :დ) -დიდი მადლობა საჭმლისთვის ქალბატონო სალომე უგემრიელესი იყო და მადლობა ნუცა რომ მამეცადინე-ნუცა ისე თქვა ლამის მე შევკივლე ნუცას მაგივრად მომწონხარ-თქო. მაგრამ რად გინდა ეს ჩემი ანგელოზი ზედ არ უყურებდა ბიჭს მაგრამ მე რას გამომაპარებს თვალები რო ენთებოდა სანდრო მის სახელს რო იძახდა ხოლმე. -ნუცა გააცილე-მომთხოვნი ტონით ვუთხარი ნუცას რომელიც თვალებს მიქაჩავდა. -კარგი-გამოცრა კბილებში ვითომ არ ესიამოვნა და ბიჭს უკან გაყვა. -რას უჩალიჩებთ ჩემ ქალიშვილს?-უკნიდან მომეხუტა ალექსანდრე. -მეე არა არაფერს ვიღაცაში გეშლები- სიტყვა დავასრულე თუ არა ვიგრძენი, რომ ჰაერში ვიყავი.-რას აკეთებ? დამსვი-მაგრამ არ მისმენდა ისე მივყავდი ჩვენი ოთიახისაკენ-ამისათვის დაისჯები- მითხრა ჩუმად და ოთახში შემიყვანა, მაგრამ სანამ შევიდოდი ნუცას მოვკარი თვალი, აწითლებული ლოყებითა და უსწორმასწორო პომადით ტუჩებზე, ჩემ ანგელოზს პირველი კოცნა მოპარეს. მოგონებები? ია ეს სწორედ ის მოგონებები, რომელიც მე ჩემ წიგნში გადმოვეცი სახელად „ბიზნეს ვუმენი“.... 50 ათი წლის ასაკში კი ვიყავი ყველაზე წარმატებული ბიზნეს ვუმენის სტატუსს ვატარებდი, მაგრამ უმეტესი ადამიანი მიცნობდა როგორც მწერალს, რომელმაც თავისი წარმატებული ცხოვრების შესახებ ყველას ფურცლების საშვალებით მოუყვა და ამით ჩემ ცხოვრების შესახებ არა მარტო ხალხს არამედ ჩემ მომავალ თაობასაც მოვუყევი, იყო ბევრი წერილი სადაც მწერდნენ, რომ მათ აღარ ყავდათ მშობლები და ბევრჯერ უფიქრიათ სიკვდილზე, მაგრამ სწორედ ჩემმა წიგნმა მისცა მათ სიცოცხლის გაგრძელების სურვილი. 54 წლის ასაკში კი გამოვეცი წიგნი სახელად: „ჩვენი არჩევანი“ სადაც ადამიანის ცხოვრებაში მომხდარი ყველა სირთულე ავღწერე და მკითხველს პრობლემების გადაჭრაში დავეხმარე. საბოლოოს კი სალომე ონიანი გარდაიცვალა 70 წლის ასაკში გულის შეტევით და დაკრძალული იქნა მისი ქმრის ალექსანდრე დვალის გვერდით 2064 წელს. ---------------------------------- ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ ისტორიას კითხულობდა და დადებითად აფასებდა დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ <3 ძალიან მახარებდა თქვენი ლაიკები და კომენტარები <3 ხოლო იმ ადამინებს ვისაც არ მოწონდა ჩემი ეს პირველი ისტორია მინდა მითხრათ თუ რა არ მოგწონდათ რომ შემდეგ ისტორიებში ეს გამოვასწორო ^^ იმედი მაქ დასასრული მოგეწონათ... მომდევნო ისტორიამდე ^^ სურათზე კი არიან ახალი თაობა: ნუცა, ბეჰე დემე და სანდრო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.