Never miss a chance to dance (X თავი)
მოსკოვის აეროპორტში რომ ჩავედით,ვიღაც ქალი დაგვხვდა.მგონი ვერა ერქვა. რომ გითხრათ გაბრწყინებული სახით დაგვხვდათქო,მოგატყუებთ! ცოტახანი იქ ილაპარაკეს მასწავლებელმა და ვერამ.რაღაცას ამოწმებდნენ,იქიდან კი ულამაზეს, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გადაგვიყვანეს! ულამაზესი სასტუმრო იყო! ძალიან მაგარი ოთახები აქვთ! ყველაფერი უმაღლეს დონეზე! სასტუმრო 25 სართულიანი იყო! დაახლოებით 30წუთი მოვუნდით გადანაწილებას! მე და ლიზამ ძლივს შევიხვედრეთ ბოლო სართულზე ოთახი! ულამაზესი ხედი იყო! ამოვალაგეთ რაღაცეები,წყალი გადავივლეთ და გამოვიცვალეთ. ბოლოს კი ფუმფულა ლოგინზე დავწექით. ამ დროს კი ლიზას ტელეფონზე მესიჯი მოუვიდა. -აუ გაბიი! -გისმენ! -ნიკუშასთან ერთად რომ გავისეირნო ცოტახანი ხომ არ გეწყინება? -არა კაცო,მიდით გაერთეთ! -იეეი... წავედით მაშინ ჩვენ! გაკოცეე! მიყვარხარ!−ჩანთა აიღო და გავარდა. მგონი ნიკა ჩვენს პიდაპირ დააბინავეს ცალკე ლუქსში!. თუ არ ვცდები ნიკა იცნობს ამ სასტუმროს მეპატრონეს და სწორედ მისი რჩევით დავბინავდით ამ სასტუმროში! დაახლოებით ნახევარი საათით ჩამეძინა,შემდეგ კი უსაქმურად ყოფნა მომბეზრდა და მაღაზიებში წავედი,რაღაცეების დასათვალიერებლად! ბევრი ბოდიალის და სიარულის შემდეგ, ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინას, რომ ჩავუარე თვალები ზედ შემრჩა. ვიტრინიდან მიმზერდა ულამაზესი შავი კაბა. სასწრაფოდ შევვარდი მაღაზიაში და კონსულტანტს ვთხოვე ამ კაბის მოცემა. ავიღე კაბა და გასახდელში მოვისინჯე. ულამაზესი იყო! თითქოს სპეციალურად ჩემთვის შეეკერათ, ისე კარგად მქონდა! ზუსტად ჩემი ზომა იყო, მაგრამ ახლა საკმარისი თანხა არ მქონდა წამოღებული და გადავწყვიტე,რომ ამ კაბისთვის აუცილებლად დავბრუნდებოდი და ვიყიდდი! მაღაზიიდან გულდაწყვეტილი წამოვედი! თან უკვე საღამო იყო და ვერ ვასწრებდი ფულის აღებას და უკან მოსვლას.არაუშავს ხვალ აუცილებლად ვიყიდი! შევედი ჩვენს ნომერში და ვხედავ რომ ნიკუშა და ლიზა გაწოლილები არიან ლოგინზე და ლაპარაკობენ. -უი გაბი მოხვედი!.. ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს ვემშვიდობებოდით და ლაპარაკს შემოვრჩით. -არაფერია,არაუშავს! ცოტახნით მაინც მარტო მირჩევნია ყოფნა და მაშინ შენს ოთახში გავალ და იქ წამოვწვები ლოგინზე. კაი ნიკუშ? -კი. არაა პრობლემა. ჩვენც იქით ვაპირებდით გადასვლას,მაგრამ კარგად მოვკალათდით და გვეზარება. -კაი მაშინ დროებით! ისე ჯერ ნათლული არ მინდა,პატარა ვარ ნათლიობისთვის და რავი აბაა... -გაეთრიე!−დავეჭყანე და სანამ ლიზას გამოქანებული ბალიში მომხვდებოდა,გარეთ გამოვვარდი. ნიკუშა მოკვდა სიცილით... ვაუ! ნიკას ოთახი ჩვენსას ბევრად ჯობდა! მაგარი ოთახი აქვს ძაან! ავძვერი საწოლზე,კარგად მოვკალათდი და მუსიკები ჩავრთე. კაი ხანი ასე ვიწექი,შემდეგ კი მოვითენთე და ჩამეძინა. თვალებს ვახელ და ვიღაცის ლაპარაკი მესმის. -აუ ბიჭო მაგრად დავთვერი.გეხვეწები აქ ვიქნები ამაღამ.მარტო ყოფნა არ მინდა რა!− ღმერთო რა ნაცნობი ხმაა! ვერაფერი ვერ ვუთხარი,მან კი გააგრძელა− აუ ნიკუშ...იცი როგორ მომენატრე ბიჭო?! მარტო შენ კი არა, ყველანი მაგრად მომენატრეთ! ის ერთი განსაკუთრებით! ხომ იცი ვისზეც ვამბობ! ჩემს...ჩემს... სიხარულზე ვამბობ! აუ მაგრა დავიღალე!..−ვაიმე ეს ხმა!.. ვიცი ვინცაა! მ ა ქ ს ი ! კიდევ არ ამოვიღე ხმა!−აუ შენ თავს ვფიცავარ მაგრად მიყვარხარ! ჩემი ძმაკაცი ხარ! მოდი უნდა ჩაგეხუტო! მაგრამ ისე მოვითენთე, ჯერ უნდა დავიძინო! უცებ გადაიძრო ზედა და გვერდით მომიწვა. მისი დაწოლა და ძილი ერთი იყო! კისერი ალბათ ცუდად ედო და მოულოდნელად ხვრინვის მსგავსი ხმა ამოუშვა. შემეშინდა და შიშისგან კინაღამ დავიკივლე(თავი ძლივს მოვთოკე,რომ არ მეყვირა). ვერ ვინძრეოდი,შემდეგ კი ადგომა დავაპირე და საბანის გადახდისას გადმოტრიალდა და მკლავი ისე ძლიერად დამადო, სუნთქვა შემეკრა. იქ გავიჭედე! რამე უნდა მომეფიქრებინა,თორემ დამახრჩობდა ეს საზიზღარი! ძლივს გადავუწიე მკლავი,მაგრამ ამ დროს ხელი გამოწია და ისე მიმიკრა გულზე,როგორც პატარა ბავშვი იკრავს თავის დათუნიას,როდესაც ეშინია.მთელი სხეული მითრთოდა. ნიკაპი ჩემს თავზე ედო და მეხუტებოდა. თავიდან ისიც ვიფიქრე, ხო არ ღვიძავს და რამეს ხომ არ მეღადავებათქო,მაგრამ ისე ღრმად ეძინა და თან ისე ყარდა ალკოჰოლის სუნად,რომ ეგ ეჭვი გამიქარწყლდა. დაახლოებით ნახევარი საათი ასე ვიწექი,შემდეგ კი ცუდად გავხდი. ჟანგბადი აღარ მომეწოდებოდა,მარტო ალკოჰოლის სუნს ვსუნთქავდი და დავიწყე ამ კოშმარიდან თავის დაღწევა. ჯერ ერთი ხელი ნელა მოვიშორე,შემდეგ წამში გადმოვბრუნდი და კინაღამ ძირს მოვადინე ზღართანი. სასწრაფოდ გადმოვედი ლოგინიდან, მოვკიდე ტელეფონს ხელი და უკვე უნდა გავვარდნილიყავი კარიდან,რომ მესმის რაღაცის დამტვრევის ხმა. შემეშინდა ხომ არ გადმოვარდათქო, შევბრუნდი და ვხედავ რომ მანამდე ტუმბოზე მდგარი ლარნაკი,ახლა ძირს გდია და მაქსიმე თვალებს იფშვნიტავს. -აუ, ნიკუშ ისევ ის მესიზმრებოდა!−ხმა ვერ ამოვიღე. ერთ ადგილას გავშეშდი, მან კი თვალები მოიფშვნიტა და ფეხის ფრჩხილიდან, თმის ბოლო ღერამდე კარგად ამათვალიერა. -აუ ნიკუშ, შენს ძმობას ვფიცავარ, ახლაც კი მას ვხედავ შენს მაგივრად!.. აწი აღარ დავთვრები! თავი დადო და მკვდარივით დაეძინა! გამოშტერება შეიძლება! ჩემზე ლაპარაკობდა? არა, არამგონია! ალბათ ნატუკად მოვეჩვენე! ან არც მოვეჩვენე! ახლა ტვინი ამიფეთქდება! ან ასე როგორ იძინებს! ალბათ სიმთვრალემ იცის! მივედი და ნამტვრევები ავხიკე,შემდეგ იქ დაღვრილი წყალი ავწმინდე და დაყრილი ყვავილი ავიღე.შემდეგ მაქსიმესთან მივედი და საბანი გავუსწორე.ამ დოს ხელზე ხელი მტაცა და თავთან მოიქცია. -არ წახვიდე გაბი!−ამოილუღლუღა და გაჩუმდა. გავშეშდი. ვიფიქრე ღვიძავსთქო,მაგრამ შენც არ მომიკვდე! გათიშულია. ძლივს გამოვგლიჯე ხელი და გავვარდი ოთახიდან.მივვარდი ჩემი და ლიზას ოთახთან. სიჩუმე იყო.კარების გაღება ვცადე,მაგრამ უშედეგოდ. რა ჯანდაბა ვქნა. აქ რომ დავრჩე გავიყინები და გავცივდები. ისევ იქ მომიწევს შესვლა. გვერდით რომ ტახტია იმაზე წამოვწვები! შევედი და გვერდით მდგარ ტახტზე წამოვწექი.თავიდან არ მეძინებოდა,მაგრამ 1 საათიანი წვალების შემდეგ 5საათისკენ ჩამეძინა. გავიღვიძე და ისევ ნიკუშას ლოგინში ვიწექი და მაქსიმე არსად არ იყო! თვალები მეწვოდა და ძალიან მციოდა! მაგრამ ნუთუ ეს ყველაფერი დამესიზმრა! ღმერთო ანუ ყველაფერი სიზმარი იყო და მეტი არაფერი! ახლა გადავირევი! სწრაფად გავიხედე და ვხედავ რომ ლარნაკი აღარსადაა და ძირსაც ყველაფერი ახეკილია. ვარდი კი იქ დევს, სადაც მე დავდე. შემდეგ ზეწარს დავაკვირდი და ისიც გამოცვლილია. გაგიჟება შეიძლება! გვერდით წყალი მედგა ჭიქით. მოვსვი და დავწექი. სადღაც ხუთ წუთში მესმის ჭურჭლის ხმა. -ნიკუშა?−პასუხი არ არის. ჭურჭლის ხმაც შეწყდა! -ლიზა?−კვლავ არავინ მპასუხობს! შემეშინდა და ის ჭიქა და გვერდით დადებული ლარნაკის დიდი ნამსხვრევი ავიღე. ნელ-ნელა გავედი სამზარეულოსკენ და ამ დროს კარებში ვიღაც შემეფეთა.შიშისგან ნასხვრევი ხელიდან გამივარდა და ფეხზე დამეცა,მაგრამ იმ წამს ეგ ვერ ვიგრძენი. პირველი რაც გავაკეთე ის იყო რომ წყალი შევასხი და უკვე ჭიქის ჩარტყმასაც ვაპირებდი,რომ ხელი დამიჭირა და ჭიქა ძლივს გამომართვა. შემდეგ შევხედე სახეზე და ვხედავ თვალებჩაწითლებულ მაქსიმეს! -ეს რა...რა ჯანდაბაა? -კაი რა გაბი,ისედაც პახმელიაზე ვარ და კიდევ ნერვების მოშლა მინდოდა? წყალი რატო შემასხი? -შენ ცოტა ტვინში ხო არ გიჭერს? მეთქი ვინ არისთქო, გადამიტრიალდა გული!− მარჯვენა ტუჩის კუთხე ჩატეხა−მოიცა? შენ აქ რას აკეთებ? აბა ნიუ-იორკში არისო? მომატყუა ნიკუშამ? -შენი საქმე არაა მე აქ რა მინდა. ის კი არადა შენ თვითონ რას აკეთებ აქ? მეგონა ცეკვებიდან მოგხსნეს! -შენი საქმე არაა მე აქ რა მინდა. ფეხი გადავდგი და ძლიერი ტკივილი ვიგრძენი. -აუუ! კინაღამ წავიქეცი,მაგრამ ამ დროს დამიჭირა. -გაბი?−უცბად დასერიოზულდა.თავიდან ვერ მიხვდა რა მჭირდა,მაგრამ მერე ფეხზე სისხლი დაინახა−ფეხი როგორ გაიჭერი?! მოდი ლოგინთან მიგიყვან და იქ დაგიმუშავებ ჭრილობას! -არა, არ მინდა! სახლში გავალ! ჩემს თავს ჩემითაც მივხედავ! არ მჭირდება შენი დახმარება! -გჭირდება!−მტაცა ფეხებზე ხელი და ამიყვანა. -დამსვი! არ მჭირდება შენი დახმარება!−ფეხების ფართხალი დავიწყე. მტკიოდა ფეხი,მაგრამ ვითმენდი. მინოდოდა რომ დავესვი. -არა! მოითმინე! შეიძლება ნამსხვრევი ჩაგრჩა ჭრილობაში და ნუ ამოძრავებ ფეხს, თორემ ვეღარ ამოვიღებ მერე შუშას. -დამსვი!−ახლა ხელების რტყმა დავუწყე. -კაი აჰა დაგსვი! მაინტერესებს როგორ მიაღწევ შენს ოთხამდე. მართლა დამსვა. მეც გაბრაზებული ვიყავი და თან სიმაყემაც არ მომცა უფლება, რომ მისთვის რამე მეთხოვა. ამიტომ ასკინკილით გავედი მაგიდამდე. 5-10 წამით შევისვენე და ისევ ასკინკილით გავაგრძელე სიარული.უცბად ფეხი ხალიჩას წამოვკარდი და დავენარცხე ძირს.მომვარდდა მაქსიმე გიჟივით, ამიყვანა და ლოგინზე ნელა დამსვა. თვითონ გაიქცა, პირველადი დახმარების ყუთი აიღო და სასწრაფოდ მომვარდდა. -უნდა დამიჯერო ხოლმე გაბი! რამე რომ მოგსვლოდა...−მთელი სერიოზულობით მითხრა. -რამე რომ მომსვლოდა რა?.. რა ჯანდაბა მოხდებოდა რამე რომ მომსვლოდა?.. შენ რა დაგაკლდებოდა? -ჯანდაბა გაბი!..გაჩუმდი და მაცადე, ის შუშის პატარა ნამსხვრევი ამოვიღო. -არ დაგაცდი! -დამაცდი!−ფეხზე ძალით მომკიდა ხელი და ისე მაგრად მომიჭირა, ცოტაც და ფეხის ამპუტაციას ხელით ჩამიტარებდა. -მტკივა! ასე ნუ მიჭერ! -მაშინ გააჩერე ფეხი! -კაი,ოღოდ გამიშვი! გთხოვ!−თვალებზე ცრემლი მომადგა ტკივილსგან.შემომხედა თუ არა სახეზე, მაშინვე გამიშვა ფეხზე ხელი და დამუშავება გააგრძელა. -ბოდიში, უბრალოდ ძალიან გავბრაზდი. -ახლა წყნარად გეკითხები. ყველანაირი ყვირილის გარეშე: რატომ გაღელვებ? -იმიტომ... იმიტომ რომ...რომ... შენ ჩემთვის კარგი მეგობარი ხარ და როგორც მეგობარი მეგობარს მინდა დაგეხმარო. ხმა ვეღარ ამოვიღე და გავჩუმდი. მანაც მაშინვე ამარიდა თვალი. -მორჩა!−მეუბნება,სადღაც ასე 5-10 წუთში. ჩამოვედი ლოგინიდან,მაგრამ წესიერად ვერ დავდიოდი და ამიყვანა ხელში და ოთახში თვითონ გამიყვანა. ლიზა და ნიკუშა სადღაცას გასულან. კარები ჩაუკეტიათ და კარზე წერილი იყო მიკრული: ,,ჩვენ სამეცადინოდ გავედით და ერთ-ორ საათში დავბრუნდებით. მანამდე თუ გინდა ნიკას ოთახში იყავი და თუ გინდა სადმე გაისეირნე. ჩვენც მალე მოვალთ! მიყვარხარ! ლიზა XOXO ’’ ესენი სულ გაგიჟდნენ! მაქსიმემაც წაიკითხა ეს წერილი. -წამო შეგიყვან.−პასუხის გაცემაც არ მაცალა, ისევ ამიყვანა და შემიყვანა ოთახში. P.S. 8 დღის მერე დავდე ახალი თავი და ძალიან ვნერვიულობ! დარწმუნებული ვარ ბევრი მკითხველი დაკარგა :// კითხულობს ისევ ვინმე? მადლობა ვინც ითმენს და მიუხედავად ყველაფრისა მაინც კითხულობს <3 მიყვარხართ! <3 <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.