დაწუნებული სარძლო (ბათუმი) 1ნაწილი სრულად
მისი ყველა უჯრედი ტკივილს გადმოსცემდა, მთელი სხეული ტკივილად იყო ქცეული, ყოველი ნაბიჯი ტკიოდა, სხეულის ყოველი უჯრედი ეგლიჯებოდა, კიოდა და მისი კივილი არავის ესმონდა, ქალაქში უამრავი ადამიანი დადიოდა და ვერავინ გაიგო საზარელი კივილი... რატომ არ კვდებოდა?! ნაცნობ სკამს მიაშურა, ნაცნობ პარკში და ცრემლების წვიმა მოსდიოდა. აღარავინ ეჯდა გვედრით, აღარავის გულზე ედო თავი, აღარავინ ეფერებოდა თმებზე, აღარავინ ეჩურჩულებოდა და ეფიცებოდა მარადიულ სიყვარულს, გაუბედურებულია! დაწუნებული სარძლო იყო, დიახ არ მოგესმათ სწორედაც რომ დაწუნებული! ცხოვრების უმაღლესი მწვერვალიდან, ბედნიერების ზენიტიდან მიწას ისე მწარედ დაენარცა, ერთ დღეში გაუბედურდა, 22 წლის ზის პარკის კუთხეში ობლად დარჩენილ სკამზე და წვიმასავით მოსდის ცრემლები... დემეტრე გიგაური, დემეტრე გიგაური შინაგანად კივის, კივის და მთელ სხეულს იკაწრავს... დღეს ქორწილია... ჩემი დემეტრე... დილის 11 საათია და მაინც რამდენი ხალხი დადის თბილისში, რამდენმა ადამიანმა გაუარა გვერდი და ვერავინ იგრძნო მომაკვდავი მარია, არავინ ჩაეხუტა, არავინ წაეჩხუბა, არავინ უთხრა ამოსულიყო ამ ჭაობიდან და ეცხოვრა... ან რაღა ამოიყვანდა ამ ტალახიდან, რაღა აცხოვრებდა, ან რისთვისღა უნდა ეცხოვრა დღეს ნიშნობაა, დღეს იმ კაცს მოყავს ცოლი, ვისთან ერთადაც წლები გაატარა და როგორც უყვებოდა 5 წლიდან უყვარდა, არადა რომელ 5 წლიდან სიყვარულზეა ლაპარაკი ახლა ცოლი მოყავს ბატონ დემეტრეს და ალბათ უკვე სიძისთვის განკუთვნილ ტანსაცმელსაც ირგებს, ალბათ ბედნიერია, ულამაზესი გოგო მოყავს ცოლად და ვის რაში ჭირდება გაუბედურებული მარია... არადა რომ გეკითხათ მარია იყო მისთვის ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე თბილი, მარია უნდა ყოფლიყო მის შვილების დედა და მისი მეუღლე. რამდნჯერ უთქვამს მალე იქნება ჩვენი ქორწილიო შენ თეთრ კაბას ჩაიცმევ ზუსტად ისეთს, როგორზეც ოცნებობდიო, მე შავი ჩოხით მოვალ, როგორც შენ გინდაო და ახლა, ახლა სად წავიდა ეს დაპირებები, ან რატომ მოყავს სხვა ცოლად? რატომ არ აცვია დღეს მარიას თეთრი კაბა? რატომ ტირის მათ პარკში მარტო? სად არის დემეტრე? რატომ? რატომ? რატომ? სად მიდის ეს ცხოვრება? რატომ გააუბედურა ასე ეს პატარა გოგო? რატომ წაართვეს მთელი ცხოვრებიის სიყვარული? რატომ მოყავს მის პირველ და უკანასკნელ სიყვარულს ცოლი? სად არის ახლა დემეტრე? ნუთუ ერთხელაც არ გაახსენდა? კითხვები.. კითხვები... უპასუხო კითხვების ლაბირინთში იხრჩობოდა გაუბედურებული მარია... უსასრულო კითხვები და არცერთ კითხვაზე პასუხი არ ქონდა, მის არცერთ ცრემლს ფასი აღარ ქონდა... სად მიდიოდა ცხოვრება? გაუბედურებული, დაბერებული ქალივით იყო და ვეღარ ცხოვრობდა, ვეღარ სუნთქავდა და გრძნობდა ცოტაც და გული წაუვიდოდა.... .................................................................................................................................................................................................... მაღაზიაში უნდა გავიდე ტელეფონზე ჩავრიცხო და გოგოებს დავურეკო. სწრაფი ნაბიჯით გავარდა მარია ქუჩაში. ჩვეულებრივად ეცვა უბრალო თეთრი სარაფანი და კედები, თმებიც ასე უბრალოდ გაეშალა და 18 წლის გოგო ჰაეროვანი ნაბიჯებით მიდიოდა ბათუმის ქუჩებში, მშობლიურ ბათუმში სადაც წლებია აღარ ყოფილა. ჩვეულებრივი გოგო იყო გრძელი წაბლისფერი თმით, თაფლისფერი თვალებით, საშუალო სიმაღლით და რამდენიმე მეგობრით. გამარჯობა ბავშვებო იკივლა და რამდენიმეს გადაეხვია და აი აქ აქ დაიწყო ცხოვრების ტკბილ-მწარე მომენტი. -მარია?! შენ მარია არ ხარ?! ბოლოს 14 წლის იყავი რომ გნახე, ჰო შენ მარია ხარ, ის მარია მთელი ბავშვობა რომ გაწვალებდი. -უკაცრავად ვერ გიცანით.... -მარია... მარია... მე ის ვარ, აი როგორ აგიხსნა დემეტრე ვარ, ის დემეტრე მთელი ბავშვობა სისხლი რომ გაგიშრე. -უი დემე როგორ ხარ? (რაღაც ახსენდებოდა მარიას, თუმცა სრულყოფილად ვერც დემე გაიხსენა და ვერც მწვალებელი) -გამიხარდა შენი ნახვა.... როგორ შეცვლილხარ... (არაფერი აღარ უთქვამს, ან რა უნდა ეთქვა უცნობისთვის?!) ისე მშვიდად წავიდა და დაემშვიდება ყველას თითქოს არაფერი და ამ დროს, ამ დროს იწყებოდა ცხოვრების ყველაზე რთული ეტაპი... დემე: ბიჭო გახსოვს ეს გოგო მთელი ბავშვობა რომ ვაწვალებდი და ზედაც არ მიყურებდა?! ამაყი წიწილაათქო რომ ვამბობდი, სულ ფეხს რომ ვუდებდი ხოლმე და რავი ათასი სხვა, ის კიდე ყურადღებას არასოდეს მაქცევდა. ბიჭო როგორ მიტყდებოდა დემე გიგაურს გოგომ ეს როგორ აკადრათქო არადა ხო არაფრით განსხვავდება მარა რაღაც აქვსს,რაღაც შარმი. აუუ გიუშ გახსოვს მაშინ მარია 14 წლის იყო მე 15-ის, აუ ბიჭო რა მალე გავიდა დრო და რამხელა გოგოა უკვე. ნახე როგორ შეცვლილა... აუ არადა ვერც მიცნო, მაგრამ მე არ ვიყო დემე გიგაური ეგ გოგო თუ ჩემზე არ გადავრიო! -ოეე ბიჭო შეეშვი მაგ გოგოს, ჰო არ დაგავიწყდა რომ ჩვეულებრივი ნაშაა არაა და სერიოზული გოგოა, დაოკდი ახლა და წესიერად მოიქეცი! -ეე ბიჭო მომწონს მეთქი ეგ გოგო 5 წლიდან ვამბობ მგონი მაგას. შენ მაინც რით ვერ გაიგე?! -ახალი უბედურება იწყება ძმა... შეეშვი მაგ გოგოს გულს ნუ ატკენ წლებია გიმტკიცებს რომ ჩვეულებრივი არაა და არც შენ შემოგეხვევა კისერზე! -ოეე კაი ხო, წავედი ახლა ანაა უნდა ვნახო და ცოტა გავიგულავო... -ჭკუით დემე მარიამ არ დაგინახოსს ძმა თორე მერე ვნახავთ როგორ მოიგებ მაგის გულს! მარია: აუუ ლენკაა როიცოდე რამოხდა... გოგო აიი ადრე ერთი ბიჭი იყო დემეტრე გიგაური ჰოდა მთელი ბავშვობა მაწვლებდა, მეკი სულ თავს ვარიდებდი და ახლა ვნახე, გავგიჟდი გოგო მიცნო, ამდენი წლის მერე მიცნო, იცი როგორ გამიკვირა, აიი დემეტრესნაირ ბიჭებს ჰო ახასიათებთ გოგოების მალე დავიწყება მაგრამ მე ამდენი წლის მერეც მიცნო.... აუ ლენკა გავგიჟდი როგორ ვახსოვდი ?? აიი მეკი ძლივს გავიხსენე... -ჰაა მარიაა შენც გეწვია სიყვარული? გული აგიჩქარა ბავშვიბის მწვალებელმა, ერთადერთმა, ვინც შენთან შეხება გაბედა?? -აუ გოგო რა გული ამიჩქარა უბრალოდ მიკვირს რა მაინც რომ მიცნო ამდენი წლის მერე და აიი ისე გამიკვირდა, ისე ჩამეხუტა თითქოს ჩემი მეგობარი ყოფილიყო... -ჰო მახსოვს რო მიყვებოდი ადრე ერთ ბიჭს ჩავეხუტეო, მარტო ერთ ბიჭს ხარ ჩახუტებული და ისიც დემეტრე გიგაურს და ისიც ისევ გამოჩნდა შენს ცხოვრებაში... -გოგო დემე აღარც მახსოვდა, ძლივს გავიხსენე და ეგ ჩახუტება უბრალოდ ბავშვობის სასაცილო მოგონებაა და იმიტო მახსოვდა. ისე მგონი ისევ ისეთი იდიოტია როგორც ბავშვობაში... 15 წლის იყო და როგორი იდიოტი უცებ რო მეცა ქუჩაში და ჩამხეუტა და მერე ისე მომინდა ვინმესთან ჩახუტებაო.... ისე არც ახლა იქნება დალაგებული სიფათზე ეტყობა... -მარია ფრთხილად! -ოოო გოგო რა ფრთხილად 14 წლის ვიყავი და მაშინ გავწყვიტე ისე ურთიერთობა რო საერთოდ ხმაც არ გამიცია სულ 2-ჯერ თუ 3-ჯერ ვნახე ეგ სადაც იყო იქ არცკი მივდიოდი და ახლაა ვერ გავწყვეტ?! ჰეიი ხოარ დაგავიწყდა ჩემი ხასიათი, ან რა სიფთხილეზეა ლაპარაკი საერთოდ დემეს თავის ცხოვრება აქ მე ჩემი... -კაი კაიი მარუს ახლა უნდა წავიდე და ფთხილად! -გკოცნი ლენკ და დაგირეკავ მერე! ზღვის პირას ჩამოჯდა მარია და ვერ ხვდებოდა რატომ ახსენდებოდა, ან რატომ აეკვიატა დემეტრეზე ფიქრი, უბრალოდ ეღიმებოდა ეღიმებოდა ბავშვობის შორეულ მოგონებაზე და ნელ-ნელა კადრები ახსენდებოდა ბავშვობიდან... ამდენი წლის შემდეგ ცხოვრებაში პირეველად გაახსენდა დაახლოებით 6 წლის, თავისზე ბევრად მაღალი ბიჭი, თაფლისფერი თვალებით, შავი თმით და მუდამ მოუსვენარი, რაღაცნაირი ბიჭი, პირველად რომ საწუწაო ბოთლიდან წყალი შეასხა და გაექცა, მერე კადრები აერია ნუთუ ის ბიჭიც დემეტრე იყო?! ანუ რა გამოდის წლების მანძილზე მუდამ ქონდა დემეტრესთან შეხება, მუდამ აწვალებდა და მერე ქრებოდა და ახლა მოიყარეს დემეტრეზე მოგონებებმა თავი? კარგი კარგი მარია რა დროს დემეტრეა შემოუძახა თავის თავს და სახლისკენ წავიდა და აი სიურპირიზი..... დემეტრე ვიღაც გოგოსთან გადახვეული... იდიოტივით გაეღიმა და გვერდი გაუარა. დემეტრემ კვლავ მშვიდად განაგრძო გზა ვიღაც გოგოზე ხელგადაუხვეულმა, თითქოს მარია არც დაუნახავს, ოღონდ თითქოს... მშვიდად შევიდა მარია სახლში თიკას მოკლედ მოუყვა ყველაფერი და ოთახში ავიდა ეგონა ეძინებიოდა მაგრამ..... 2 საათზე ლოგინიდან წამოხტა და დღიურს ეცა: ,,ჰაიიი როგორ ხარ? აუ ახლა ბათუმში ვარ და რომ იცოდე ვინ ვნახე... ჩემი ბავშვობის მწვალებელი, ნუ ეს სახელი ახლა მოვუგონე და რატომღაც მთელი დღეა მაგაზე ვფიქრობ, მთელი ბავშვობა თალწინ მიდგას... ჰოდა რომ მოვდიოდი ვიღაც გოგოსთან ერთად ვნახე, სიფათზე აწრია რა ბაბნიკიცაა მე კიდე ვერ გავიგე რატო ვფიქრობ მთელი დღე ამ ვიღაც ამოუცნობ არსებაზე, ან ახლა რატო არ მძინავს და ამ სისულელეებს რატო ვჯღაბნი?! მოკლედ ჩემი საყვარელო დღიურო შენთის რომ არ მომეყოლა ვერ მოვისვენებდი, მე და შენ ხომ ერთად ვიზრდებით, ისე თბილისში რომ ჩავალ 4-5 წლის წინანდელი დღეურები უნდა ვნახო, 14 წლის რომ ვიყავი და აქ რომ ჩანმოვედი მაშინაც მქონდა დღიური და სულ ვწერდი, უეჭველი დემეტრეზეც მეწერება რაღცეები და რომ ჩაავალ უნდა ვნახო, აქედან რომ წავედი ის დღიურიც სხვა დღიურებთან ერთად ყუთში ჩავდე და აღარც მინახავს ამდენი წელია. ისე ჰოიცი მგონი ცოტა გიჟი ვარ, რაც წერა ვისწავლე იმის მერე ვწერ მგონი დღიურებსაც... მოკლედ მე სკლეროზიც ვერ დამემართება მგონი... აბა გაბედოს და დამემართოს რომ გადმოვიღებ მაშინვე ჩემს არქივს მერე ვნახავთ როგორ კარგად გავიხსენებ ყველაფერს. აბა ჰა ახლა უნდა წავიდე და დავიძინო, ჰოდა შენ იცი ახლა ჭკუით იყავი და ხვალაც მოგიყვები ახალ ამბებს, ისე გული რაღაცას მიგრძნობს, ასე მგონი ყველაზე უცნაური ზაფხული მექნება, არადა რა დროს თავგადასავლები სექტემბერში პირველად უნდა წავიდე უნივერსიტეტში, კაი კაი ახლა მართლა წავედი თორე მალე თიკაც ამოვა დასაძინებლად და არ მომასვენებს რას წერდი, რას წერდის ძახილით, ჰოდა მეკიდე არმინდა ვინმემ გაიგოს რომ დემეტრეზე დავწერე თორე უცებ იმხელა ამბავშ შექმნიან არაფრისგან რომ.....’’ შუქი ჩააქრო და გამთენიისას ძლივს ჩაეძინა, ნუ პრინციპში რაღა გამთენიისას დილის 9 საათი იყო უკვე.... -მარიაა, მარია ადექი გიომ დარეკა დღეს ზღვაზე ერთად გავიდეთო. -თიკა დამაძინე... ან გიო ვინაა, ან ამ დილა ადრიან ზღვაზე რა მინდა?! -მარია ხო კარგად ხარ? რა დროს დილაა გოგო 2 საათია უკვე, ადექი მალე! -უი მართლა? ამდენი ხანი რამ დამაძინა? -რავი აბა არადა ჩემზე ადრე დაწექი... -ჰო მაგრამ მთელი ღამე არ მიძინია. -რაა? რატო? ჰა გამოტყდი ვინმეზე ფიქრობ? -არა გოგო რა ვინმეზე უბრალოდ თავი მტკიოდა. -კაი ჰო ადექი ახლა მალე და წავედით ზღვაზე. -გიო ვინაა? -გოგო რაგჭირს გუშინ არ ნახე? დემეს ძმაკაცი როა, დემეც მოდის ალბათ. -აუ თიკ მარტო წადი რა, რაღაც თავი მტკივა და ჯობს დავიძინო... -ქალბატონო მარია დროზე აბრძანდი და ჩაიცვი, ჰოარ გგონია რომ სახლში დაგტოვებ ან ეგ ტყუილები გაგივა, როდემდე უნდა იყო ასე დაკომპლექსებული? ბიჭებთან ერთად არ გინდა ხო წამოსვლა?! -არა გოგო ეგ რა შუაშია მართლა გადაღლილი ვარ, მთელი წელი აბიტურიენტობა, ხო იცი რა გიჟური რეჟიმი მქონდა? -ჰოდა ახლა ადექი, განიტვირთე და ცოტა ხანს წიგნები და გამოცდები არ გამაგონო. -კაი ჰო მაცადე ჩაცმა! თიკამ ოთახი დატოვა. მარია: ჯანდაბა, ჯანდაბა არ მინდა ამ დემეტრეს ნახვა, არ მინდა ისევ მაწვალოს და სისხლი გამიშროს, თან გუშინ ვიღაც ბო**ან ერთად იყო და თვითონაც დაინახა რომ დავინახე, ახლა რა ვუთხრა ან რას მეტყვის, თან როგორ იდიოტურად გამეცინა, აუ არადა თიკასაც ვერ მოვიშორებ.... კარგი მხოლოდ ერთხელ დავნებდები და წავალ ჰოარ შემჭამს ბოლო-ბოლო, თან ჩემი შეჭმა არც ისე მარტივია. ,,ეიი დღიურო ახლა მე ზღვაზე უნდა გავიდე ჰოდა თუ რამე მოხდა მოგიყვები, არ მოიწყინო უჩემოდ!’’ -მარიააა... -ნუ კივი თიკა ჩამოვდივარ... გარეთ მანქანა დახვდა მხოლოდ დემე და გიო ისხდნენ. თიკამ ორივე გადაკოცნა, მარიაც მიესალმა და მანქანაში ჩაჯდა. დემე საჭესთან იჯდა. -ქალბატონო მარია შენ ისევ ისეთი ამაყი წიწილა ხარ?! -უკაცრავად?? -ჰო რა იყო მთელი ბავშვობა ამაყ წიწილას გეძახდი, ზედ არასოდეს არავის უყურებდი. -წესიერად ახალგაზრდავ! ისე შენადა გუშინ კარგად გაერთე?! -რას გულისხმობ?! -გუშინ მაგარ ნაშასთან ერთად იყავითქო და... -ვა შენ ეგეთებით იცი?! -ადამიანებს სიფათებზე ვცნობ! -ისევ ისეთი სწერვა ხარ, უკაცრავად უარესი! -შენ რა იცი როგორი ვიყავი ან როგორი ვარ? -მე ყველაფერი ვიცი ქალბატონო! -და ახლა რას ვსაქმიანობ იცი? ან მომავალსაც ხომ ვერ მიწინასწარმეტყველებ? -მომავალს ვერა, ვანგა არ ვარ! ისე ახლა რას საქმიანობ?! -იურიდიულის სტუდენტი გავხდი წელს. შენ? -მე სამედიცინოს სტუდენტი ვარ, მე-2 კურსზე გადავედი. -ანუ ექიმთან მისვლა არ ღირს. -ცდები ქალბატონო! მორჩით ახლა ამ ერთმანეთის წაკბენას მივედით უკვე. -აუ თიკ მე ზაგარს მივიღებ ხო იცი წყალი არ მიყვარს. -კაი როგორც გინდა. -შენ წყალი არ გიყვარს თუ ცურვა არ იცი? წამო მე გადაგარჩენ. -არ მიყვარს მეთქი წყალი და შემეშვი! -და ახლა რომ წყალში ჩაგაგდო დამიჭერ? -არა დაგახრჩობ! -ჰოდა წავედით..... დემემ ზურგზე მოიგდო მარია და ზღვაში შევარდა.... -დამსვი იდიოტო... ცხოველო... ხეპრე.... -ჩაგაგდებ იცოდე.... -არაა არრაა მეშინია (მთელი ძალით შემოეკრა მწვალებელს) -აბა ცურვა ვიციო?! -ვიცი მეთქი და ახლავე ნაპირზე გამიყვანე! -შენით გადი თუ მაგარი ხარ. (წყალში ჩააგდო მარია) რის ვაი ვაგლახით გაცურა მარიამ და ნაპირზე ავიდა: ფუ როგო მეზიზღება ეს ცხოველი! პლაჟზე წამოწვა და ფიქრი დაიწყო, ინანა, თან როგორ მწარედ ინანა აქ წამოსვლა. -ვა მარია წყალში იყავი? -არ ვყოფილვარ თქვენმა იდიოტმა მეგობარმა ძალით ჩამაგდო! -დემემ ტო? -ჰო აბა დემეს გარდა ვინმე შენს ძმაკაცს ხედავ აქ?! -კაი რა, მერე რა, ზაფხულია... -ვერვიტან წყალსთქო, არ ვთქვი მე გასაგებად! -კაი მე და თიკა გპირდებით რომ ბოდიშს მოგიხდის. -არ მჭირდება მე მაგის ბოდიში და წადით თქვენც იბანავეთ. -თიკ მართლა გაბრაზდა ეს შენი დაქალი?! -ჰო, ვერ იტანს წყალს და ვილოცოთ ან დემე არ მოკლას, ან დემემ არ მოკლას, ერთმანეთზე უარესები არიან. -რა იყო მარია რა გაბუტული ზიხარ? -ზაგარს ვიღებ! -არ გინდა ზღვაში მიიღო ზაგარი? -ახლა კარგად მომისმინე ბატონო დემეტრე: აღარ გაბედო და წყალში არ ჩამაგდო და საერთოდ არ გიცნობ არ მიცნობ. -კარგი რა მეკიდე ვიფიქრე საღამოს ერთად გავისეირნებთ, ყავას დავლევთ და დავმეგობრდებითთქო. -არაფერში მჭირდება შენნაირი ხეპრე მეგობარი გაიგე?! -კარგი რა აღარ ვიზამ იგივეს შემირიგდი. -შემეშვი! წავედი მე თიკას უთხარი დაიღალა და წავიდათქო. -დარჩი და ერთად წავიდეთ. -არა! -გაგაცილებ. -არც იფიქრო! ,, დღიუროოო დღეს იმ ხეპრემ წყალში ჩამაგდო, იცი როგორ შემეშინდა?! ყველაზე მტკივნეული მოგონება გამახსენდა როგორც კი წყალში აღმოვჩნდი ნამდვილი იდიოტია ჯერ გზაში შემჭამა მერე სანაპიროზე. მეორედ მაგის დანახვა აღარ მინდა, თიკას რომ დაუჯერებ ადამიანი მეტის ღირსი ვარ. ბატონმა საღამოს გავისერნოთო და მაგ დებილის გონია გავყვები, ეგღა მაკლია ეგეთ დებილთან ერთად გავიდე გარეთ, თან თურმე მომავალი ექიმია ბიჭი, მაგან ვის უნდა უშველოს თვითონ საშველია! ჯერ არ ჩამოვსულვარ და უკვე დავიღალე! მეგონა ამ საშინელი წლის მერე დავისვენებდი მაგრამ.... მორჩა მე გარეთ აღარ გავალ და დემეტრეს მოვერიდები. არ მაქვს ახლა არავისთან ჩხუბის თავი. კაი ახლა წავალ კითხვას გავაგრძელებ და მერე თუ რამე მოხდა მოგიყვები’’. ანა კარენინას კითხვა დაიწყო მაგრამ ვინ აცადა.... -მარიაა.... სად გამოიპარე გოგო? -არ გამოვპარულვარ იმ ერთუჯრედიანს ვუთხარი, თიკას უთხარი რომ მივდივართქო. -მაგ ერთუჯრედიანს მგონი მოეწონე. -თიკააა ეგ აღარ გაიმეორო! გულისამრევია! -რაც უფრო ეტლიკინები მეტად გადაგეკიდება და თავს შეგაყვარებს! -თიკა გაჩუმდი, ისე ნუ ლაპარაკობ თითქოს არ მიცნობ, ვინ უნდა შემაყვაროს გოგო თავი ან რატო?! ერთმანეთს არცკი ვიცნობთ, უბრალოდ იდიოტია, გაიბლატავა და ნერვები დამაგლიჯა. -ეგრე თუ გადაირევი უფრო გადაგეკიდება და რავი ასე თქვა საღამოს უნდა შემხვდესო. -ვის უნდა შევხვდე გოგო გაუბერე, ან როდის ვუთხარი შეგხვდებითქო?! -შეხვდები მარია, შეხვდები დაგითანხმებს! -შენ რა არ მიცნობ?! რაც არ მინდა იმას არ გავაკეთებ! -შენც კარგად გიცნობ და დემეტრესაც ასე რომ შეხვდები! დემე ის ადამიანია ვინც კისერს მოგიგრეხს თუ მოინდომა! -თიკააა!!!! -კარგი ჩუმად ვარ მაგრამ ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე და ეცადე არ შეგიყვარდეს, ხო იცი ეგეთების სიყვარული საშიშია! -თიკააააა!!! იმისთვის ვურტყი წიგნებს თავი რომ ვიღაც ხეპრეს გავეკიდო?! -მე ჩემი გითხარი! კარგი საჭმელს გავაკეთებ და ჩამო! -არმშია! -ჩამოხვალ! ძლივს შეჭამა ცოტა კარტოფილი, ყავაც დალია, მაგრამ ამ ყველაფერს ინსტიქტურად აკეთებდა, აი ზუსტაც ისე, როგორც ცხოვრლებს აქვთ ინსტიქტები, თიკასთან ლაპარაკიც არ უნდოდა გამუდმებით დემეტრე უტრიელაბდა გონებაში და ყოველ გახსენებაზე უფრო და უფრო მეტად ეზიზღებოდა, ყველაზე მტკივნეული ამბავი გაახსენა წყალში ჩაგდებით და ცრემლებს ძლივს იკავებდა, სულიერად ნადგურდებოდა და უცებ ტელეფონის გამაყრუებელი ხმა... -მარია ვიღაც გირეკავს გოგო აზრზე მოდი... -ა უი, უი ეს ვისი ნომერიაა?! -მარია დღეს ხო იცი კაფეში მოდიხარ. -რა მინდა კაფეში ან ვინ ხარ? -კაფეში რატო მიდიან ხოლმე? და კარგად იცი ვინც ვარ, ხომ შევთანხმდით საღამოს შეხვდერაზე. -რაღაც არ მახსოვს რამეზე შეგთანხმმებოდი და ჩემი ნომერი ვინ მოგცა. -შენთვითონ მითხარი... -რა გითხარი მე შენ დებილი ხოარ ხარ? -მარტივი სხვისი ტელედან ზარის გაშვება. -შემეშვი არსად არ მოვდივარ! -რა იყო ჩემი გეშინია?! -შენი რატო უნდა მეშინოდეს? -ჰოდა ნუ მაფიქრებინებ რომ ქაჯი ხარ, ან ჩემი გეშინია და წამო! -სულაც არ მეშინია შენი და საღამოს თიკასთან ერთად უნდა ვიყო. -თიკა ჩემო ქლბატონო გეგას ხვდება ასე რომ ადექი და გამომყევი. -რა გეგა ვინაა? რას ბოდავ თიკას არაფერი უთქვამს? -ჰო როდის გეტყოდა ისე გამოვარდი რომ... გეგა და ბიჭები მერე მოვიდნენ და ეტყობა სახლშიც არ აცალე თქმა! მორჩა 7 საათზე სახლთან გელოდები, დროებით! -თიკაააააააააააა........ -რამოხდა? -გოგო ვის ხვდები დღეს? მე მარტო მტოვებ ხო? -ისე წიოდი და ანთხევდი შხამს რას გეტყოდი?! გეგა შარშან გავიცანი, წელსაც ჩამოვიდა დემეს ძმაკაცია ჰოდა მთხოვა გაგვესეირნა... -და მე დემესთან მიმაგდე ხო? -მომისმინე ახლა თუ დემეს არ გაყვები ეგონება რომ მოგწონს და ემალები, წადი და ნახე კიარ შეგჭამს, იქნებ დაუმეგობრდე კიდეც. -თიკა შენ სულ გაუბერე ხო? რა მინდა გოგო ვიღაცასთან? - მაღლა წამო.... აი ეს შარვალი და ზედა ჩაიცვი და გავედით! -სად? -ჯერ შენ ჩაგაბარებ დემეს მერე მე წავალ გეგასთან! -ნუ უბერავ არსად არ მოვდივარ! -ძალით გაგათრევს დემე იცოდე და ნახავ! ჯობს შენ აყვე ომში და აჯობო! -თიკა!!! -მორჩა ჩაიცვი! -ეს არის ბოლო როცა გემორჩილები და ბოლოა როცა იმ ხეპრეს ვნახულობ! -ეგრე ჯობს, ანახე რომ არ გეშინია! -ერთი მყუდრო კაფე ვიცი და იქ წავიდეთ, თან შენზე მოგიყვები ამბებს, გატყობ საერთოდ არ გახსოვარ. -კარგი. -ჰოდა კიდე არ ვიცი წყალზე ასეთ ისტერიკას რატომ აწყობ, მაგრამ გეტყობა მიზეზი გაქვს და ბოდიში, თუ გინდა მომიყევი რა მოხდა ასეთი, ასე რომ გაშინებს წყალი? -გაპატიე. გთხოვ ახლა მაგ ამბის გახსენება არ მინდა. -კარგი. აი კაფეშიც მოვედით რას შეუკვეთავ? -ცივი ყავა. - მხოლოდ? დასალევი არ გინდა რამე? -არა არ ვსვამ. -კარგი შენი ნებაა... -მარია, გახსოვს ადრე რომ გაწვალებდი ხოლმე? -მართლა გეუბნები არაფერი არ მახსოვს. -გახსოვს ბაღში რომ დადიოდი? მაშინ ხუჭუჭა თმა გქონდა და ერთხელ ჩემი ჯგუფიდან რომ გამოვიპარე შენთან შემოვედი და ის ბორში გადაგასხი ასე რომ გძულდა? -რა? დემე არაფერი მახსოვს რას ბოდავ?! -მაშინ 5 წლის იყავი, თუ გინდა დედაშენს კითხე, მე შენზე წლინახევრით დიდი ვარ და მახსოვს... ყველაზე მეტად შენი წვალება მიყვარდა... არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ბაღის მოგონება არასოდეს დამვიწყებია, დედაჩემიც დღემდე სიცილით იხსენებს მაგ ამბავს და სულ იმას ამბობს რაც ბავშვობაში იყავი ის დარჩიო... ის გახსოვს 6 წლისას წყლით რომ გაგწუწე და გავიქეცი? -რაღაც მსგავსი მახსოვს, მაგრამ ვინ იყო ის ბიჭი ეგ არ მახსოვს... -ჰოდა მე ვიყავი ის ბიჭი... მინდოდა შეგემჩნიე და წყალი გადაგასხი, ოღონდ მერე რატო გავიქეცი არ ვიცი... -თურმე ბავშვობაში კარგად ვიცნობდით ერთმანეთს... -იცი რამდენი რამ მოხდა ბავშვობაში? იმიტომ მინდოდა შენი ნახვა... მინდოდა გაგხსენებოდა ყველაფერი და ამდენი წლის შემდეგ მაინც დავმეგობრებულიყავით. ის გახსოვს 14 წლისას რომ ჩაგეხუტე? ახლა სიამაყს გამო არ თქვა არაო, უეჭველი გემახსოვრება და ისიც ვიცი, რომ ბიჭებს ასე ადვილად არ ეხუტები და მით უფრო დაგამახსოვრდებოდა. -მახსოვს. (ხმადაბლა თქვა და თავი ჩახარა, თითქოს რაღაცის შერცხვა, თიოთქოს რაღაც შესცოდა) კაფედან გამოსულს დემეტრემ გაუცნობიერებლად ხელი ჩაკიდა მარიას და ასე გაუყვნენ სანაპიროს... ნეტავ რატომ არ გააშვებინა მარიამ ხელი, ნეტავ სცოდნოდა რას უმზადებდა ცხოვრება, თუმცა ეს ხომ არავინ იცის, ყველა დინებას მივყვებით, ყველანი ვიტანჯებით ან უსაზღვროს სიხარულს ვგრძნობთ. მარიაც გაიზარდა და დიდური ცხოვრება დაიწყო, დღეს პირველად ჩაჰკიდა ,,უცხო’’ მამაკაცს ხელი და ისე მიუყვება ქუჩას. რისთვის ამზადებს ასეთ დროს ღმერთი ახალგაზრდებს, უსაზღვრო ტკივილისთვის თუ სიხარულისთვის?! რა ელოდებათ დემეს და მარიას?! ვინ არიან ერთმანეთისთვის?! ორივე რაღაცას ფიქრობდა, მაგრამ ხელის გაშვება არცერთს უცდია, იქნებ ადრეც უნდა ჩაეკიდათ ხელი, იქნებ ღმერთს უნდოდა რომ ეს ორი განსხვავებული ადამიანი ერთმანეთს შეხვედროდა, ან იქნებ პირიქით, ღმერთმა აარიდა ყოველგვარ განსაცდელს და ახლა ეშმაკი შეუჩნდა ორივეს და უფალმაც პირველი გამოცდა მოუწყოთ. იქნებ ეს ხელის ჩაკიდება სულაც არ იყო სამუდამო, ან პირიქით ეს იმის ნიშანი იყო რომ ისინი არასოდეს გაუშვებდნენ ერთმანეთს, რომ დემეს მწვალებლობა მხოლოდ სიყვარულის გამოხატულება იყო და მეტი არაფერი. არ ვიცით, არ ვიცით, ადამიანებმა არასოდეს ვიცით როგორ წყდება ჩვენი ბედი ზეცაში, სანამ დინებას არ გავყვებით და მერე არ ვიხოხებთ ქვებზე, არ ვიქნებით დახრჩობისთვის განწირულნი, არ ჩავიძირებით, ან არ ვიქნებით მშვიდი დინების მომსწრენი, რომელიც უსასრულო ბედნიერებას მოასწავლებს. ესაა ცხოვრება და ჩვენ მას უნდა გავყვეთ, უნდა გავყვეთ სანამ სიარული შეგვიძლია, თუ წავიქცევით ხოხვით უნდა გავყვეთ, ოღონდ არასოდეს დავნებდეთ. არავინ იცის რა ელოდათ დემეს და მარიას, მაგრამ ფაქტია ორივე დინებას მიყვა და არცერთს უფიქრია საპირისპიროდ ეცურა. დემეს ტელეფონი გაუჩერებლად რეკავდა, მაგრამ ზარებს ვინ პასუხობდა... -დემე უპასუხე... -არა, არ მინდა... -ვინაა? -ისეთი არავინ. -კარგი, მოდი სახლში წავიდეთ გვიანია. -კარგი, ისედაც წესიერი გოგოს კვალობაზე 12 საათამდე იყავი გარეთ. -ეგ რა შუაშია? -არაფერი, ისე უღიმღამო ცხოვრებით ცხოვრობ, დიდად არ ერთობი და არც მეგობრები გყავს. -შენ ჩემი ცხოვრება არ იცი, არ იცი რა არის ჩემთვის საინტერესო, ჩემი დღიურები მთელი ჩემი ცხოვრებაა. -მგონი გიჟი ხარ, რა დღოურები 18 წლის გოგოსთვის რა დღიურები უნდა იყოს საინტერესო. -ჩემი დღიურებითქო! ისინი ჩემთვის ყველაფერია, ისინი მაცოცხლებენ და მაძლებინებენ, მაგრამ ამას შენნაირი ბიჭები ვერ გაიგებენ. კარგი მივედით უკვე კარგად. -დროიბით ქალბატონო მარია. -დროებით. მარია სახლში ავიდა, თიკა ჯერ კიდევ არ მოსულიყო და გაუხარდა კიდეც ახლა შესანიშნავი დროა აივანზე ჯდომის და დღიურის წერის: ,, დღეს იმდენი საინტერესო რამ მოხდა არ ვიცი საიდან დავიწყო, დღეს დემეტრეს შევხვდი რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ყველაფერი მომიყვა ჩვენს ბავშვობაზე და როგორც ამბობს კიდევ ბევრი რამ აქვს მოსაყოლი, ისე უნდა ვაღიარო რაღაცეები მეც მახსოვდა მაგრამ შემრრცხვა და თქმა ვერ გავბედე, მხოლო ჩახუტების მახსოვრობა ვერ ვუარყავი. იცი დღეს პირველად ჩამკიდეს ხელი და არ მიფიქრი, რომ მომეშორებინა, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს თან ის საძულველი მწვალებელი არ მოვიშორე, არ ვიცი საუბრისას შევატყვე რომ ბევრ რამეს მალავს. არ ვიცი დაბნეული ვარ, სულ დემეზე მეფიქრება, თან არ მინდა თიკას მოვუყვე მაშინვე სხვანაირად გადათარგმნის მეკი უბრალოდ ინტერესეით ვკვდები დემეზე ყველაფერი ვიცოდე. აი ხომ არაფერი უთქვამს ისეთი, მაგრამ ასე მგონია ძალიან ბევრი საინტერესო ისტორია ექნება მოსაყოლი. უნდა ვაღიარო ისევ მინდა დემეს ნახვა და ამავე დროს არ მინდა, გაორება მჭირს, ასე მგონია ჩემში 2 ადამიანი ჩასახლდა და ერთმანეთს გამუდმებით ეჩხუბებიან, ერთადერთი რაც გამუდმებით მაწამებს ცნობისმოყვარეობაა და ახლა არ ვიცი რატომ ,,ვიტანჯები’’ ასე დემეს მიმართ ცნობისმოყვარეობით.’’ კარის ხმა გაისმა, მარიამ წერა შეწყვიტა და დაბლა ჩავიდა თუმცა იქ არამარტო თიკა ვიღაც უცხო მამაკაციც დახვდა. მარია გაიცანი ეს გეგაა დემეს ძმაკაცი, დემეც მალე მოვა. -სასიამოვნოა გეგა , მაპატიეთ მაგრამ უნდა დავიძინო, დაღლილი ვარ. -კაიი ახლა მარია არავინ არ დაიძინებს დემე მეოდის თან ლუდები მოაქვს და გავერთოთ. -თიკ.... (ვაა ბავშვებო აი მეც მოვედი ლუდებით ხელდამშვენებული გაისმა დემეს ხმა.) აბა ვინ აცდიდა მარიას ან დაძინებას, ან მარტო ყოფნას?! დაახლოებით 2 საათამდე სვამდნენ და კიდევ დიდხანს გააგრძელებდნენ რომ არა დემეს ტელეფონი. -გისმენ -.......... -უი სულ დამავიწყდა მოვდივარ. დემე სრული სიმშვიდით დაემშვიდობა გოგოებს და ისე წავიდა თითქოს იმ დღეს მარიასთან ერთად არ ყოფილიყო, თითქოს მარიასთვის ბავშვობა არ გაეხსენებინოს, ისე წავიდა თითქოს მარია არც არსებობდა, ასე ადგა და ერთ დანარეკზე გაიქცა. ცნობისმოყვარეობბა ტანჯავდა მარიას... სად წავიდა დემე? რატო წავიდა? რატო არაფრად ჩააგდო? წესიერად არცკი დაელაპარაკა. მარია დასაძინებლად წავიდა გეგამ და თიკამ დალევა განაგრძეს. კი გითხარით დასაძინებლად წავიდათქო, მაგრამ აბა წარმოიდგინეთ დღიურებზე შეყვარებულ გოგოს რა დააძინებდა?! ,,რა უცნაურია ცხოვრება, ვერაფერი გავუგე, საერთოდ ვერაფერი, თითქოს ახლა დავიწყე ცხოვრება და ახლავე ავირიე... დემეტრე... რა უცნაურია ისევ რომ დემეტრეზე ვწერ. აზრი არ აქვს ახლა მაგაზე ფიქრს, ნუ დიდი შანსია 2 დღეში ერთმანეთი სულ დაგვავიწყდეს, აი ხომ ხედავ, რომ მოვიდა, ისე მოიქცა, არც შეგიმჩნია, თან ისე გავარდა არაფერი თქვა. გეყოფა მარია თავის მოსულელება, შენ ხომ კარგად იცი, რომ ყველა ადამიანი გარკვეული დრო, გარკვეულ როლს თამაშობს, საკუთარი ინეტერსებიდან გამომდინარე, დემეტრემაც რაღაც უცნაური როლი მოირგო, თითქოს ბაღში ბორშდასხმული გოგო აინტერესებდა და ახლა ისე გავარდა წესიერად არცკი დაგემშვიდობა.’’ და აი აქ აი ამ მომენტში ყველაზე დიდი ტკივილი ამოუტივტივდა გონებაში, ვინ იცოდა რომ ამ უჟმურ გოგოს ერთ დროს დიდი სამეგობრო ყავდა და ახლა ყველა დაფანტულია, ცხოვრებამ პირველი სიმწარე მაშინ არგუნდა, როცა ეს დიდი სამეგობრო წაართვა, როცა პირველად შეეჯახა ცხოვრების სიმწარეებს და დღემდე ირჩენს იარებს, ჰო ერთი შეხედვით მუდამ უჟმურ გოგოს, ერთ დროს საკმაოდ დიდი და ხმაურიანი სამეგობრო ყავდა, თუმცა ახლა, ეჰ ახლა..... ახლა მხოლოდ ლენკა შემოღცა იმ დიდი სამეგობროდან. ,,არ შემიძლია, არ შემიძლია ამ ამბების გახსენება, არ შემიძლია კიდე ვინმეს ვენდო, არ შემიძლია არა!’’ დაბლიდან ხმაური შემოესმა და მაშინვე ქვემოთ ჩავიდა, ნანახმა კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: ძირს დამტვრეული ჭიქები ეყარა, თიკაც უემოციოდ იჯდა იატაკზე და ხმას არ იღებდა, გეგა ნერვიულად ეწეოდა. სამარისებული სიჩუმე ჩამოწოლილიყო ოთახში, მძიმე სუნი იდგა, იმდენად მძიმე რომ სუნთქვა გაგიჭირდებოდა... ტკივილის და რაღაც ცუდის მომასწავლებელი სუნი ტრიალებდა ჰაერში, მარიას სხეულის თითოული ნაწილი გრძნობდა საფრთხეს, გრძნობდა რაღაც ცუდი მომხდარიყო, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ბედავდა, გახევებული იდგა შესასვლელში და რამდენჯერაც პირი გააღო იმდენჯერ ხმა არ ამოუვიდა. ცხოვრებას ახალი სიმწარე მოევლინა, რაღაც ახალი და ცუდი ხდებოდა ყველა გრძნობდა და ხმას არავინ იღებდა, სამივე ხვდებოდა რომ არაფერი აღარ იქნებოდა კარგად. რის ვაი-ვაგლახით იკითხა მარიამ რა ხდებოდა და მაშინ პირველად მიაპყრო თვალი ტელევიზორს, რომლის ხმაც თითქოს აქამდე დახშულიყო და არ ესმოდა, მხოლოდ თიკას უყურებდა და ახლოსაც ვერ მიდიოდა ასაყენებლად, არა განა მისვლა არ უნდოდა, უბრალოდ ნაბიჯს ვერ დგამდა, სხეული ერთმეოდა. -ბათუმის საავადმყოფოსთან მანქანა აფეთქდა არის 10-მდე დაღუპული და 30-მდე დაშავებული, მიმდინარეობს გამოძიება. -გეგა დემეტერე სადაა? -არ ვიცი. -როგორ თუ არ იცი? დაურეკე! -დაწყნარდი თიკა, ვრეკავ მაგრამ ზარი არ გადის. -მიდი რა გეგა კიდევ სცადე, ისე გავარდა დემეტრე არაფერი უთქვამს, ისიც არ ვიცით სად წავიდა. -ნუ გეშინია მარია გეგა ანისთან წავიდა, სახლში უნდა ასულიყო, მისი სახლი საავადმყოფოსგან შორსაა. -რა? -ჰო არ იცოდი? დემე და ანა 2 წელია ერთად არიან. -არ ვიცოდი. -მოიცათ ტელევიზორს აუწიეთ იქნებ რამე გავიგოთ. გეგამ ტელევიზორს აუწია, თიკაც ძლივს ადგა და აცახცახებული ჩამოჯდა სკამზე. კვლავ სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა ოთახში რომ არა, ერთი კადრი, რამაც სამივეში აღშფოთება გამოწვია. ეს ხომ დემეტრეა იკივლა თიკამ, სისხლიანი დემეტრე რომელიც ვიღაც შუახნის ქალზე სისხლდენის შეჩერებას ცდილობდა, ხელები სულ სისხლით ქონდა მოთხვრილი და აი აქ, კიდევ ერთი ჭიქა გატყდა, ხმამაღლა დაიყვირა გეგამ და სახლიდან გავარდა. -გიორგიიი.... თიკას კივილმა მთელი სახლი შეძრა. -რა გიორგი თიკა? ვინ გიორგი? -იქ, იქ ახლოს გიორგი ცხოვრობდა. -რა? -ხო იქ გიორგი ცხოვრობდა და ის ქალი, ის ქალი დედამისია. -რომელი ქალი? -აი ის დემეტრე რომ უვლიდა. თიკა ტელეფონს ეცა, ზარი არ გადიოდა, კველავ სცადა, კვალავ არ გავიდა ზარი... მარიას ტელეფონიც აწრიალდა, ლენკა რეკავდა შეშინებული ხმით, თუმცა მარიამ სწრაფად აუხსნა რომ კარგად იყო და გათიშა. -თიკა მგონი დროა წავიდეთ. -სად გოგო? გარბიხარ? გეშინია? და ასე დავტოვო ჩემი ბავშვობის მეგობრები აქ? -არა გოგო სად გავრბივარ? იქ წავიდეთ სადაც აფეთქება მოხდა, მე მართალია მაგ ბიჭებს ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ ვალდებული ვარ ახლა არა მარტო იმათ შენც დაგიდგე გვერდით და ზოგადად წავიდეთ, იქნებ ვინმეს რამე დაჭირდეს. ოღონდ გაფრთხილებ ჩვენი იქ წასვლა არავინ უნდა გაიგოს. სწრაფად ჩაიცვა ორივემ და სახლიდან გავიდა. ვერავინ გაიგებდა რას აკეთებდნენ, ან სად მიდიოდნენ თუმცა ორივემ დანამდვილებით იცოდა რომ ახლა იქ უნდა ყოფილიყვნენ. შიში შიშს ვერცერთი გრძნობდა, მაგრამ თიკას საშინლად აკანკალებდა, არა ეს იარაღის შიში არ გეგონოთ, ეს საყვარელი ადამიანების დაკარგვის საფრთხით გამოწვეული შიში იყო, ეს შიში აკანკალებდა მხოლოდ, თორემ, ისე გაბედულად მიდიოდა, ისე გაბედულად მიაბიჯებდა როგორც არასდროს. მარია პირველად მიხვდა რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ახლა თიკას გვერდით დგომა, საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ბავშვობის მეგობრების დაკარგვა და ახლა თიკა იდგა იმავე და უფრო უარესი საფრთხის წინაშე, მარიაც გაბედულად მიაბიჯებდა. ერთი შეხედვით ორივე თავგადასავლების მაძიებელს გავდა თუმცა, ეს არც თავგადასავალი იყო და არ ფილმი... ადგილზე მისვლა და გაშეშება ერთი იყო ორვესთვის. ნანახმა ყოველგავრ მოლოდინს გადააჭარბა და პირველად შემოიჭრა ორივეს სხეულში შიში, თუმცა არც ეს იყო სიკვდილის შიში, ეს უფრო საყვარელი ადამიანების დაკარგვის საფრთხის შიში იყო... დემეტრე... გეგა.... გიორგიიიიიიიიიიიიიიიიიიიი! -თიკა ნუკივი! -ეე თიკა რაგაკივლებს არაჩვეულებრივად ვარ, უბრალო ნაკაწრია და დედაჩემიც კარგადაა... მარიას კვლავ ფიქრები აერია, გიოს და დედამისის გადარჩენამ მართლაც გაახარა მაგრამ იმ დანაშაულო ადამიანებმაა რა ქნან ვინც ასე უსამართლოდ დაიღუპა? ვინ არიან ის ადამიანები? კვლავ შიშმა შეიპყრო იქნებ ნაცნობია ვინმე? რა საჭიროა ეს აფეთქებები? რა ჭირთ ადამიანებს? რატომ ხოცავენ ასე უმოწყალოდე ერთმანეთს? 18 წლის გოგოს კვალობაზე ზედმეტად ბევრს ფიქრობდა ცხოვრებაზე და ცოტა ეშინოდა კიდეც ამდენ ფიქრს არ გაეგიჟებინა, ფიქრო კვლავ მწვალებელმა შეაწყვეტინა: არ ვიცი აქ თქვენ რა გინდათ მაგრამ მოვითხოვ დროზე წახვიდეთ, გეგა სახლში წაგიყვანთ და მეც მალე მოვალ. -და რატომ უნდა წავიდეთ? იქნებ ჩვენც გვინდა სხვებს დავეხმაროთ? -წიწილ, როგორ უნდა დაეხმარო? შენი დღიურებით? -მეზიზღები! -წადი მეთქი აქედან ვერ გაიგე? საქმე მაქვს და მოვალ მეც. -არ მოხვდიე ჯობს და მე უკეთ ვიცი როდის სად წავიდე. -მომიწევს წაგათრიო თუარ წახვალ. -შემეშვი იდიოტო, არავინ გეკითხება მე სად ვიქნები და როგორ. -კი ბატონო შენი ნებაა მომიწევს ძალით წაგიღო აქედან. -ხელი დაავლო, მანქანაში ჩატენა და სახლში ისე წაიყვანა გეგა თიკა და გიო არც გახსენებია. -მარია გაფთხილებ თუ გამოხვალ ვერ გადამირჩები. -შენ ვინ გეკითხება იდიოტო?! -აი ბავშვებიც მოვიდნენ მე და გეგა უნდა წავიდეთ გიო და დედამისი დარჩებიან თქვენთან! -ცხოველი ხარ შენ მე ვერ ამიკრძალავ ვერსად წასვლას. დემეტრემ ისეთი სახით გახედა თითქოს ყოვილისშემძლე იყო და სახლიდან სწრაფი ნაბიჯით გავარდა. -გეგა, გეგა არვიცი რა ვქნა, დღეს ანამ ბავშვი მოიშორა, სიმართლე გითხა დიდად არც ანა მანაღვლებს და არც ის ბავშვი მაგრამ... -რა მაგრამ ბიჭო, რა მაგრამ? მკვლელი გახდი ხო? მოკალი ხო შენი შვილი მოკალი? და იმ უტვინომაც აღელვებლად მოიშორა? -გეგა მორჩი ღრიალს, შენც იცი რომ მე ახლა არც შვილი მჭირდება და არც ცოლი. -აბა რა ჯანდაბა გინდა დემეტრე? მკვლელი ხარ, მკვლელი! -ანა ჩვეულებრივი ა რომელთანაც კარგად გავერთე, ნუ ღელავ მალე იპოვის ახალს. -ანუ უკვე დაშორებაც მოასწარი? ბიჭო 2 წელი შენი შეყვარებული იყო და... -უფ შეყვარებული ერქვა ხოარ მიყვარდა?! -შენ სულ გაუბერე ხო? -არაა! ახლა მარიაა ჩემი ახალი პროექტი. -რა პროექტი ნუ აფრენ შენ, გგონია მაგ გოგოს ეგრე ადვილად შეითრევ ლოგინში?! -მარიასთან განსაკუთღებული იარაღი მაქვს მისი ბავშვობა, რომელშიც მეც ვიყავი დიდი დოზით მაგრამ ამაყი წიწილა იყო და არც ვახსოვდი, ახლა კიდე ადვილად ვიმორჩილებ ბავშვობის ამბების მოყოლით, გიოსაც ვუთხარი და შენც გეუბნები მე არ ვიყო დემე გიგაური ეგ გოგო თუ ჩემზე არ გადავრიო. -შეშლილი ხარ, თიკა ხომ მოგკლავს და ეგ გოგო ცოცხლად დაგმარხავს. ასე როდემდე უნდა იყო? არაკაცობაში ნუ გადაგდის შენი ბაბნიკობა თორე ერთ დღესაც მწარედ ინანებ, შენ თუ გგონია რომ მაგ ბავშვის მოკვლა ასე შეგრჩება მწარდ ცდები, ერთ დღეს ცხოვრება ბუმერანგივით დაგიბრუნებს ყველაფერს. რაც შეეხება მარიას თავად ვნახავთ ვინ გამოვა კისერ მოღრეცილი, მომავალ იურისტს აფერისტის ამოცნობა არ გაუჭირდება. -მიუწვდომლებზე ვგიჟდები გეგა! მაგ გოგოს გულს მოვიგებ! -ისეთ შარში ეხვევი რომ 1000 ძმაკაციც ვერ გიშველის და რომც შეეძლოს არ გიშველიან. დემეტრეს გულში ეს სიტყვები ისარივით ესობოდა, თითქოს მოსალოდნელ საფრთხეს გრძნობდა, ან იქნებ მასში მამობრივმა ინსტიქტმა გაიღვიძა და სულ ოდნავ მაინც შერცხვა გულის სიღრმეში მკვლელობის გამო, ყოველი არაკაცული საქციელის გამო, იქნებ გრძნობდა რომ მარიასთან დიდი ბრძოლა ელოდა, ან იქნებ ხვდებოდა, რომ ცხოვრება, რაღაც დიდს უმზადებდა და რომ აქ დასრულდა მისი უდარდელი ახალგაზრდობა. ,,დღეს დემეტრე ისევ ცხოველივით მიქცა, საშინელი დღე იყო, ამდენი დაჭრილი ადამიანი პირველად ვნახე, ამდენი კი არა ერთიც არ მყავდა ნანახი დემეტრემ კი ისე გამომათრია თითქოს ზედმეტი ბარგი ვყოფილიყავი, არადა ისე ვინერვიულე, ისე შემეშინდა დემტერეს არაფერი მოსვლოდა ის კი ნამდვილი ცხოველია! როგორ გამომათრია იქედან, ახლაც ნერვები მეშლება. არა ამას კი არ შევარჩენ, მორჩა დღეიდან დემეტრეს თვალით აღარ ვნახავ. ჰო შევცდი, იმ დღეს კაფეში მეგონა, კარგი ადამიანი იყო და წამით ვინანე კიდეც, რომ ბავშვობაში ასეთი უხეში ვიყავი, მაგრამ ახლა ვხვდები რომ სულაც არ შევმცდარვარ!’’ ოთახში ამ დროს თიკა ამოვიდა მარიას ჩაეხუტა და ატირდა..... როდის შეწყვიტა თიკამ ტირილი?! არვიცი! რა ატირებდა?! არვიცი! იქნებ ეს შიში იყო, ის შიში ადამიანების დაკარგვის საფრთხით გამოწვეული, იქნებ დღევანდელმა დღემ თიკაში რაღაც შეცვალა?! არვიცი! დილით გიორგი და დედამისი წავინენ, სახლში უნდა მისულიყვნენ, ალბათ მათ უბანში უკვე სიტუაცია დაწყნარდა და მალე ქალაქი ისე დავივიწყებდა ამ აფეთქებას და დაღუპულებს თითქოს არც მომხდარიყო, ეს ხომ ქართველების სენია, მინიმუმ 2 კვირა ისაუბრებენ ამ საკითხზე და მერე სამუდამოდ დაივიწყებენ და ალბათ არც გამოძიება მოიკლავს თავს დიდად იმის გარკვევით რამ გამოიწვია აფეთქება და რატომ დაიღუპნენ უდანაშაულო ადამიანები. -მარია წამო რა ზღვაზე გავიდეთ. -კარგი! კვლავინდებურად თიკამ ზღვაში შეცურა, მარია ნაპირზე დაჯდა და ცრემლები ისე წამოუვიდა თავადაც ვერ მიხვდა.... -რა გატიერებს წიწილა? -ზღვამ ჩაყლაპა. -რა? -ზღვამ ჩაყლაპათქო! -რას ბოდავ? -დემეტრე? შენ ამას ვერ გაიგებ! -რას ვერ გავიგებ? -რა მოხდა.... -შენ მე რა უგრძნობი გგონივარ გოგო, მომიყევი რაგჭირს. -ნუ მბრძანებლობ. -კარგი, მაპატიე. ისევ ხელში აიტაცა მარია და ზღვაში ჩააგდო, თუმცა საქმე ისე მარტივად არ იყო როგორც პირველ შემთხვევაში... კადრები აირია და გაუჩერებლად იმეორებდა ბარბარეს... კვალავ წყლიდან აათრია დემეტრემ და ცხოვრებაში პირველად ამოიკითხებოდა მის თვალებში შიში... -არასოდეს! არასოდეს აღარ გაბედო და არ მომეკარო, არ გაბედო და არ დამელაპარაკო, წადი ჩემი ცხოვრებიდან! ახლა რასაც გეტყვით გაგიკვირდებათ, მაგრამ იმ მომენტში დემეტრე ადგა და წავიდა... რატომ წავიდა? ეგ არვიცი... არადა ხომ ამბობდა ამ გოგოს გული უნდა მოვიგოვო... სად წავიდა? არვიცი. ფაქტია დემეტრე მაშინ წავიდა, იქნებ რაღაც იცვლებოდა მასში ან უბრალოდ ახალი ბოროტება ჩაიფიქრა. არვიცი.... -თიკა წავედი! თიკა გეგასან ერთად იყო და ვერ გაეგო რა მოხდა მანამდე. -კაი მარ ეტყობა მოიწყინე. -ჰო გულისწყვეტით თქვა და გულის სიღრმეში გაბრაზდა კიდეც, რომ ვერაფერი შეამჩნია. კვალავ დღიური გადმოიღო: ,,აღარ შემიძლია ბარბარეზე ფიქრი და მოგონებები მტანჯავს, ზღვამ ჩაყლაპა! 4 წელი გავიდა და მე მაინც ვერ ვიშუშებ იარებს, ყოველ ღამე მესიზმება რომ ბარბარე ცოცხალია, რომ ბარბარე დაბრუნდა მაგრამ...’’ წერა ბოლომდე კვლავ ვერ დაასრულა, ისევ თიკა მოვიდა, მაგრამ თიკას გარდა გეგა გიორგი და კიდევ ბევრი უცხო ადამიანი იყვნენ... მარიას დაუძახა და სუფრის გაშლა დაიწყეს, ყველა გაიცნო მარიამ და ისე იქცეოდა თითქოს ის საშინელი მოგონებები არ ტანჯავდა. იმ დღეს მშვენივრად გაერთო მარიაც. დაახლოებით 11 საათზე დაიშალნენ თიკა დასაძინებლად წავიდა, მარიამ ფილმი ჩართო და უცებ ოთახში დემეტრე შემოვარდა... მარიასთან მივიდა და ბოდიში მოუხადა შემდეგ სკამზე ჩამოჯდა და ამბის მოყოლა დაიწყო: ,,მარია გახსოვს 14 წლის რომ იყავი და რომ ჩაგეხუტე იმ ღამით ეს რატომ გავაკეთე? მომწონდი მარია, სიგიჟემდე მომწონდი, შენ ყურადღებას არავის აქცევდი და მეგონა შახუტებით მაინც მივიქცევდი შენს ყურადღებას, ბაღიდან გიცნობდი შენკი მთელი ეს წლები მხოლოდ გამარჯობით შემოიფარგლებოდი, წელსაც რომ არ დაგლაპარაკებოდი შენ არცკი შემიმჩნევდი, ჰო მარია არ გატყუებ ბავშვობიდან მომწონდი, მე ჯერ კიდევ ხუჭუჭა მარია მახსოვს ბაღში ბორში რომ გადავასხი. დაბნეული უყურებდა მარია, ვერაფერი გაეგო... მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ დაარღვია სიჩუმე. -რაღა დროს 14 წელია ან ეგ რამ გაგახსენა? მაშინ პატარები ვიყავით და სულაც არ ვნანობ რომ არ გელაპარაკებოდი. -რატომ? -წინა დღეს გთხოვე ზღვაში არ ჩამაგდოთქო, მაინც ჩამაგდე, მერე მოხვედი მოდიში მომიხადე, ახლაც იგივე გაიმეორე. რატომ? შენ ადამიანი ხარ? -ბარბარე ვინაა? -ჩემი დაღუპული მეგობარი, ჩემს თვალწინ ჩაყლაპა ზღვამ. ისეთი ძალით მოეხვია დემეტრე მარიას თითქოს უნდოდა აღარასოდეს გაეშვა, თითქოს უნდოდა სამუდამომდ მასან დაეტოვებინა... გაგიკვირდებთ და დემეტრეს თვალები ცრემლით აევსო, ვინ იცის იქნებ ინანა კიდეც რომ მარის 2-ჯერ ეს საშინელება გახსენა. -გაიწიე დემეტრე! -ახლა, ახლა მართლა გულწრფელად გთხოვ პატიებას, გპირდები, ყველაფერს ვფიცავარ არასოდეს გაგაკარებ ზღვას. -წადი ახლა დემეტრე გვიანია. -დავრჩები რა ცოტახანს, თიკაც ჩამოვიდეს და ფილმს ვუყუროთ. -თიკას ძინავს! -ჩვენ ვუყუროთ. -არვიცი, -რა არ იცი გოგო ჩემი გეშინია? -რამდენჯერ უნდა გითხრა არ მეშინიათქო! რა იყო მიწვევ? -ეგ რა შუაშია, რატო გამირბიხარ? ააა ხო ვხვდები ახლა ხო გითხარი ბავშვობაში მომწონდითქო და გეშინია ისევ არ გამახსენდეს ბავშვობა? არ იღელვო ეს წლების წინ იყო! -სართოდ არ ვღელავ, უბრალოდ ჩვენ არავინ ვართ ერთმანეთისთვის. -რა იყო ფილმის საყურებლად აუცილებელია საუკეთესო მეგობრები ვიყოთ? -არა. -ჰოდა მე ფილმს ჩავრთავ, შენ გემრიელობები მოიტანე. ვერ შეეწინააღმდეგა მარია, ვერც გააგდო, აზრი არ ქონდა დემეტრესთან საუბარს ყველა სიტუაციიდან ძვრებოდა, თან ახლა რომ არ დანებებოდა და ფილმისთვის არ ეყურებინა დემეტრე კვლავ სხვაგვარად გადთარგმნიდა ყველაფერს. ,,ჩემი საუკეთესო მხარე’’, ეს ფილმი ჩართეს და ორივე მდივანზე ჩამოსხდა. როგორ ან როდის ჩაეძინა მარიას არ ახსოვდა, მაგრამ საშინელი დილა რომ გათენდა ეგ აშკარა იყო, დემეტრეს მის გვერდით ეძინა, მარია კი კარის ხმამ გამოაფხიზლა თუმცა სანამ ფეხზე წამოდგებოდა ოთახში მანანა შემოვიდა და თავისებურად შემოკივლა თიკა.... აი აქ ყველაფერი უკუღმა დატრიალდა რთული იყო თიკას დედისთვის აგეხსნათ, რომ დემეტრე უბრალო მეგობარი იყო, რომ იქ არაფერი მომხდარა. მაგრამ რატომ არ წავიდა იმ ღამით დემეტრე?! ოთახიდან თიკამ ჩამოირბინა, დემეტრეს და მარიას დანახვაზე ერთი შეჰკივლა და დაბნეული სახით მანანას გახედა. სერიოზულ შარში გაეხვა მარია და არამარტო მანანასთან თიკასთანაც მოუწევდა თავის მართლება, თუმცა ეს ის მომენტია როცა დემეტრეც ვერ გამოძვრებოდა მარტივად და თიკასთან სერიოზული ომი ელოდა. აი გოგოებს რომ დასჯა არ ააცდებიდათ, ეს კი ნათელი იყო. ,, დღოურო ახლა კი მართლა არ ვიცი რა ვქნა, გუშინ დემეტრესთან ერთად როგორ ჩამეძინა არ მახსოვს, ის ხეპრეც არ წავიდა, დილით მანანა დაგვადგა, თიკაც გადარეულია და მეჩხუბება დემეტრე რატომ დატოვე ღამეო, მასაც არ ჯერა, რომ უბრალოდ ჩამეძინა და დემეტრე აღარ წავიდა. არ ვიცი რა ვქნა, ჩემი ცხოვრება ისე აირია... დემეტრემაც იმდენი სისულელე მითხრა გუშინ, ვერ გავიგე რა უნდა მაგ ბიჭს ერთ მომენტში ისეთ რაღაცას აკეთებს შეგძულდება და მერე ისე დაგელაპარაკება თითქოს ანგელოზი იყოს და ყველაფერი შენი ბრალია. არ ვიცი რა მჭირს მაგრამ დემეტრეს ნახვა მინდა, არ ვიცი რატო ან რა მინდა, მაგრამ ვიცი რომ დღეს აუცილებლად უნდა ვნახო და გამოვკითხო რატომ მოიქცა ასე ბოროტულად რატომ არ წავიდა გუშინ. თიკას შერიგება ძალიან გამიჭირდება, არც ის ვიცი მანანას როგორ დავაჯრო, რომ დემეტრე მე არ დამიტოვებია და რაც მთავარია როგორ გადავაფიქრებინო დედაჩემთან დარეკვა. მოკლედ სერიოზული პრობლემები მაქვს და გამოსვალი მალე თუარ ვიპოვე დედაჩემი მომკლავს. დემეტრე უნდა ვნახო და აუცილებლად პასუხი მოვთხოვო, ან რამ დამაძინა მეც კიდე, ან ეს დემეტრე რატომ არ წავიდა? მოკლედ სერიოზულ შარში გამხვია ამ ბიჭმა და გარდა იმისა, რომ ბავშვობაში ჩემი მწვალებელი იყო, ახა სერიოზულ პრობლემების მიქმნის. დავიბენი!’’ დილით მხოლოდ ერთ რამეს მიხვდა დრო იყო ოთახიდან გასულიყო და მანანასთვის და თიკასთვის ყველაფერი ზუსტად ისე მოეყოლა როგორც მოხდა, მოეყოლა ისიც რასაც დემეტრე მის ბავშვობაზე უყვებოდა, მოეყოლა ყველაფერი, მათი ყოველი დიალოგი და იქნებ ამას გადაარჩინა, ფაქტია სხვა გამოსავალი არ არსებობდა. არადა როცა ადამიანია არაფერშია დამნაშავე, ძნელია თავი იმართლო, თუმცა ახლა რა სირთულისაც არ უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი უნდა დაეჯერებინათ მისთვის, უნდა გადარჩენილიყო. მეორე დღეს მშვიდად ჩავიდა მარია დამლა და ყველაფრის ქრონოლოგურად მოყოლა დაიწყო, ყოველი სიტყვისას მანანას თითქოს ცივი ოფლი ასხამდა. გაწონასწორებული ქალი იყო მაგრამ ქოთქოთა, თუმცა იმ მომენტში მშვიდად მიმართა მარიას და მხოლოდ ეს უთხარ: არ დაუშვა, არ დაუშვა მარია დემეტრეს სიყვარული, არ დაუშვა შეგიყვარდეს, თქვენი ურთიერთობა უმომავლოა, არ დაუშვა ეს. მხოლოდ ეს სიტყვები უთხრა მანანამ და ოთაციდან გავიდა. თიკა და მარია პირისპირ დარჩნენ: -აბა ახლა მე მომიყევი რა მოხდა? -არაფერი თიკა, მხოლოდ ის რაც მოვყევი. -კარგი მე აღარ ჩაგეძიები, მაგრამ განა გთხოვ, მოოვითხოვ, ყოველი დეტალი მომიყვე. თიკა ოთახიდან გაიოდა როდესაც მარიამ დაიძახა: თიკა... იმწამს იქ გაჩნდა თიკაც. -თიკა მანანამ ეს სიტყვები რატომ მითხრა? -არვიცი, დემეტრე დიდიად გულზე არასოდეს ეხატებოდა და ალბათ ამიტომ. -მშვიდად იყო მაგრამ აშკარად ბრაზობს... -გაუვლიდ. წამო ზღვაზე გავიდეთ. -კარგი. იმწამსვე დათანხმდა მარია. თანაც დემეტრეს ნახვა მინდა. -მარია მისმინე, მგონი მანანას შიში უსაფუძვლო არაა, აქ დემეტრეს ყველა იცნობს, მისმინე მარია თუ დემე შეგიყვარდება მაშინ ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. შეიძლება შექსპირის პერსონაჟებათ მოგიწიოთ ქცევა... ან, ან არ ვიცი... 5 საათზე სანაპიროზე გავიდნენ. დემეტრე გიორგი და კიდევ 2 ბიჭი შეხვდათ. თიკამ წყალში შეცურა და ბიჭებიც გაყვნენ. -დემეტრე მოიცადე! -მარია?! რატო?! ერთდ ხოარ შევცუროთ?! -სახუმაროდ არ მცალია უნდა ვილაპარაკოთ. მოკლედ, შეგიძლია ამიხსნა გუშინ რატომ არ წახვედი?! -შენთან ძილი მინდოდა. -დემეტრე მისმინე, აღარ მინდა შენთან ურთიერთობა არ გიცნობ არ მიცნობ! -რატომ? -იმიტომ. -იმიტომ პასუხია არაა, თუმცა ვიცი: გეშინია რომ შეგიყვარდები! -ნუ სულელობ! უბრალოდ პრობლემებს მიქმნი. უსიტყვოდ დატოვა მარიამ ყველა და შინ წავიდა. თიკას მოსვლამდე განუწყვეტლივ წერდა: ,,არ ვიცი ჩემს თავ რა ხდება, ვერ ვხვდები დემეტრესთან ან რატომ დავიწყე ურთიერთონა ან რატომ გავწყვიტე, არეული ვარ. მთელი დღეა მანანას სიტყვებზე ვფიქრობ და ვერ ვხვდები ეს რატომ თქვა?! რატაომ აიკვატა ჯერ თიკამ და უკვე მანანამაც რომ დემეტრე შემიყვარდება?!’’ წერა ვერ დაასრულა მარიამ რადგან ოთახში თიკა შემოვარდა და ჩხუბი დაუწყო: -რა გჭირს გოგო შენ? -რა მჭირს?! -რა უთარი დემეტრეს? -რა მიოხდა? -გაცეცხლებულია, მე მაბრალებს ყველაფერს, მითხრა შენი ბრალია მარიამ ჩემთან კონტაქტის გაწყვეტა რომ მოისურვაო. -რა უტვინო ბიჭია... -მისმინე მარია, ნუ იქცევი ბავშვივით ჩამოყალიბდი, თავადაც ხვდები რომ დემეტრეს მიმართ გრძნობები გაქვს. -რა სისულელა. -მე ნუ მატყუებ, მე ნუ! რაც აქ ჩამოხვდი დემეტრეს გარდა არავიძე წერ! ჰო გგონია არ ვიცი რასაც წერ?! -თიკა შენრა ჩემს დღიურებს კითხულობ. -კი! რა არ მაქვს უფლება? აბა შენ არაფერს მიყვები. -ჰო მაგრამ იქ ისეთი არაფერია. -სწორედაც რომ ისეთია! შენ არასდროს წერდი ბიჭებზე და ახლა?!~ -რა ახლა?! -მხოლოდ მეტერეზე წერ. -მერე რა? -გიყვარს და თავადაც ვერ ხვდები! -თიკა შემეშვი! -კარგი ახლა მე გიორგისთან მივდივარ და შენ იფიქრე. ლოგინზე დაემხო და ლენკას ნომერი აკრიფა თუმცა არ პასუხობდა, მერე მესიჯი მიწერე, მხოლოდ ერთი სიტყვა: მჭირდები. ოთახში შუქი ჩააქრო და დაძინება ცადა, თუმცა შუაღამისას ფანჯრიდან ვიღაც გადაძვრა, შიშისგან ხმას ვერ იღებდა, თუმცა ჯობდა ვინმე საშიში დამნაშავე ყოფილიყო ვინმე დემეტრე... -სწრაფად ჩაიცვი! -რატომ? -ჩაიცვი და ფანჯრიდან ჩემთან ერთად გადმოხვალ. -კიდე აქ მოსვლა როგორ გაბედე?! დაბლე მანანას ძინას, ხომ გითხარი შემეშვითქო?! -ძალით გადაგათრევ თუარ წამოხვალ. ყველა გზა მოუჭრა, ახლა ყვირილი და მანანას გაღვიძება არ აწყობდა ამიტომაც იძულებული გახდა გაყოლოდა... და ნეტავ არ გაყოლოდა, ნეტავ არ გაყოლოდა და მხრებზე ამხელა ტვირთი არ აეკიდა... იმ დაწყევლილ ღამეს ყველაფერი შეიცვალა. ფაქტი ერთია ან რომეო და ჯულიეტად იქცნენ ან სამუდამოდ დაიღუპება მარია. ის ღამე იყო გადამწყვეტი პატარა გოგოს ცხოვრებაში, რომელმაც სიყვარულის შხამს გაუგო გემო და ალბათ მასზე სიცოცხლის შეწირვაც მოუწევდა. ყველაფერი მარტივია იქამდე სანამ ბავშვი ხარ, აი მერე კი, მერე როცა ნამდვილად შეგიყვარდება იწყება ფერიცვალება, იწყება დიდების ცხოვრება და ბრძოლა გადარჩენისთვის. მოულოდნელად მარია კოცონთნ მოხვდა, სადაც: დემეტრე, გიორგი, თიკა, ლენკა და კიდევ 2 უცხო ბიჭი იყვნენ. -ლენკა? შენ აქ რა გინდა?! -არვიცი თიკამ დამირეკა სასწრაფოდ ჩამოდი პრობლემააო და აქ მოვხვდი. -თიკა რამოხდა? -დემეტრემ მთხოვა. -დემეტრე ამიხსნი რაგინდა? ან ჩემგან არ ლენკასგან? რატომ ჩამოიყვანე? ან თიკა რაში გარიე? ეს იყო ის გადამწყვეტი წამი მათ ცხოვრებაში, როცა სამუდამოდ გამოემშვიდობნენ ბავშვობას და დაიწყო დიდების ცხოვრება დიდი პრობლმებით. იმ დღის შემდეგ რაღაც ახალი იჩენდა თავს მარიაში, იცვლებოდა მთელი ცხოვრბა, იცვლეობოდა ოცნებები, ჩნდებოდნენ და ღვივდებოდნენ იმედები: იმედი მომავლის, სიყვარულის, ოჯახის ბედნიერების თუმცა... თუმცა ჰარმონიულ თანაცხოვრებამდე დიდი გზაა. -ვინმე ამიხსნის რაუნდა ლენკას აქ? -მე და თიკამ გადავწყვიტეთ რომ ოდნავ დატკბებოდი თუ საუკეთესო დაქალი გეყოლებოდა გვერდით. -რა? ვერაფერი გავიგე. -არაფერი შენი დაქალის გაცნობა მინდოდათქო. -ჰოდა სხვაგან გაგეცნო. -არა შენს თვალწინ მინდოდა შევხვედროდი. აი ეს იყო ბოლო წვეთი რამაც ლენკას გაცეცხლება გამოიწვია და დემეტრეს ეცა: რა? რას ამბობ? თვალებს დაგთხრი! მისმინეთ ეს მე და დემეტრემ მოვიფიქრეთ მარიას გასამხიარულებლად, მაგრამ რატომღაც დემეტრემ სიტუაცია დაძაბა და იქნებ ახსნას რა უნდა?! თიკაც ლენკას და მარიას საქციელს შეუერთდა. -არაფერი მარიას ცოტა ნერვები მოვუშალე. მარია გაბრუნდა, წასვლას აპირებდა, ნაბიჯი გადადგა, მაგრამ, წინ ვეღარ წავიდა. დემეტრემ წამებში მოაბრუნა მისკენ და მთელი ძალით ჩაეხუტა. ბოდიში! ბოდიში! ეს იყო და ეს მხოლოდ ეს უთხრა დაიჩოქა და კიდევ ერთხელ გაიმეორა ბოდიში! მე ვერ აგიხნით რატომ არ იყვირა ასეთ დროს მარიასნაირმა ამაყმა გოგომ, ვერც იმას გეტყვით რატომ გაჩუმდნენ თიკა და ლენკა ამდენი სისულელის მოსმენის შემდეგ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩებოდა ყველანი დასხდნენ ცეცხლთან და დაიწყო დიდი მხიარულება, აი ისეთი ცხოვრებაში ერთელ რომ იწყება და მერე მთელი სიცოცხლე წარუშლელ კვალს რომ ტოვებს. უცნაურად აციმციმდნენ ვარსვკვლავებიც იმ ღამეს. სასაცილო იქნება თუ ვიტყვი, რომ მარიას და დემეტრეს თვალებში მზეები აენთნენ, ჰო მზეები! უცნაური ეს მიზიდულობის ძალა, რომელმაც დემეტრე მარიასკენ მიაჩოჩა და ზურგიდან ჩაახუტა და კიდევ უფრო უცნაურია ის რომ მარიამ ასე მარტივად დაყარა ფარ-ხმალი და მდუმარედ იყო მოხვეული დემეტრეს. გაქრა მათი თვალთახედვიდან ყველა და დარჩა მხოლოდ ორი, ორი ერთმანეთისთვის გაჩენილი ადამიანი. უცნაური და ალბათ საწყენიც იყო ის ფაქტი რომ ამდენი ხნის უნახავი მეგობრის ნაცვლად მარია ახლა დემეტრეზე იყო მიხუტებული... მაგრამ ხომ გესმით?! მე მჯერა გესმით და გაუგებთ მათ, ისევე როგორც მე გავუგე. გაუგებთ სიყვარულს და მიხვდებით, რომ ცხოვრება ზუსტად მაშინ იწყება, როდესაც შენს გულის ნაწილს იპოვი, იპოვი და დაიწყება ყველაფერი. მანამდე არცერთს არ უცხოვრია, ალბათ არც არაფერი გახარებიათ, ალბათ არც ტკენიათ, მაგრამ ყველაფერი ახლა იწყება, იწყება სიცოცხლე, იწება არსებობა შენი სულის ნაწილისთვის, რომელიც შეიძლება სულაც არ გგავდეს შენ, მაგრამ, მაინც იცოდე რომ ის, ისაა. მიუხედავად იმისა რომ არაჩვეულებრივი საღამო იყო და ყველა კარგად გაერთო მარიას თვალებში ენით აუწერელი შიში იკითხებოდა. იმ ღამეს არ ყოფილა არავითარი მიყვარხარ, არავითარი დაჩოქება, არავითარი ფიცი, მაგრამ იყო ორი ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული. ახალგაზრდები გვიან დაიშალნენ, ბიჭებმა გოგოები შინ მიაცილეს, ლენკა კი თან გაიყოლეს იმ საღამოს, რადგან მანანას ზედმეტი კითხვები არ დაესმა მის უეცარ ჩამოსვლაზე. -ლენკა... მადლობა! -რისთვის? -რომ ჩამოხვედი, თუმცა არვიცი რატომ? -ეგ მეც არ ვიცი, მაგრამ ფაქტია აქვარ და ფაქტია აქ ყველა ყველაფერს ხვდება და ხმას არავინ იღებს. -რას გულისხმობ?! -იცი რასაც. ახლა წადი ხვალ ბევრი გვაქვს სალაპარაკო. თიკა და მარია ჩუმათ შეიპარნენ სახლში და სასწრაფოდ დაწვნენ. -თიკ შენ მაინც ამიხსნი რა საჭირო იყო ეს? -სიყვარულისთვის. -ვერვხვდები? -დემეტრე ასე არავისთან იქცევა და არც შენ იქცევი ასე. ახლა დაიძინე და ხვალ ვისაუბროთ. ვერ დაიძინა, რა დააძინებდა?! დაიწყო წერა, წერა რომელმაც დაღუპა. ,,დღიურო მისმინე, კარგად მომისმინე, მგონი შემიყვარდა. მითხარი რა შენ მაინც მთხარი, შენ ხომ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ ესაა სიყვარული?! რას ვგრძნობ გითხრა?! პეპლებს ვგრძნობ მუცელში და სახეზე უაზროდ მეხიმება, ხელები მიკანკალებს და მუხლები მეკვეთება, ვერ ვეწინააღმდეგები, ვერც ვივიწყებ მის სახეს, ხმას, მაგოხედვას. მგონი შემიყვარდა, ჰო ალბათ შემიყვარდა. იცი მეშინია... ოღონდ რისი არ ვიცი? მითხარი სიყვარული საშიშია?! მითხარი შეიძლება იმ კაცის სიყვარული, ვინც ვიცი ბევრ ქალს ხვდება და საკუთარი შვილიც მოაკვლევინა ერთ-ერთს. მგონი მართლა არ ემორჩილება სიყვარული ლოგიკას, მაგრამ არ დავუშვებ, არ დავუშვებ ვინმემ გაიგოს ამის შესახებ. ბათუმიდან წავალ თუ არა ეს ისტორია დამთავრდება, არც იმას გავახსენდები და არც მე. არა ეს ვერ იქნება სიყვარული, ეს ალბათ ბავშვური გატაცებაა, ვიცი გამივლის, აუცილებლად გამივლის. არ შეიძლება ამ კაცის სიყვარული. მანანამ მითხრა არ შეიყვაროო მეკი ჯინაზე ის მიყვარდება მგონი, მაგრამ არა არ ავუშვებ ამას. უნივერსიტეტში სწავლა უნდა დავიწყო და დასახულ მიზნებს მივახწო. დემეტრეს ჩემი ოჯახი არ მიიღებს, მე ხომ ვიცი მათი ხასიათი, მე ვიცი ჩემი მშობლები, ჩემი ძმა, ვიცი მანანა და ვიცი დემეტრე... არავინ მიიღებს, არავინ მოიწონებს. მოიცა, მოიცა მარია რა სისულელებს წერ?! რა ოჯახი მიიღებს? ვის მიიღებს? რაებს ბოდავ? მგონი გაორება გჭირს, შეწყვიტე ეს სისულელე და დაიძინე. და მერე დაიწერა და დაიბადა ის საბედისწერო კითხვაც: ნეტა მისი ოჯახი თუ მიმიღებს.’’ აშკარად გაორება დაემართა მარიას, მასში ორი ადამიანი ცხოვრობდა, ერთი გულს აყვა, მეორე გონებას... მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ისინი დაიბადნენ სიყვარულისთვის! ცადა დაძინება, მაგრამ ის სახე, იმ ბიჭის სახე არ ასვენებდა, რომელიც ალბათ არც უნდა შეყვარებოდა. სიყვრულს რას გაუგებო ამბობენ, ჰოდა მართლაც რას გაუგებდა მარია?! შეუყვაედა, ისე შეუყვარდა თავადაც ვერ მიხვდა და დიდი დროც დაჭურდა ამის გასაცნობიერებლად. მეორე დღეს ლენკაც მივიდა. ლენკამ, თიკამ და მარიამ სერიოზულად განიხილიეს დემეტრეს საკითხი. მარია არ გატყდა, არ აღირა ის გრძნობები, რომლებსაც ასე მყარად უარყოფდა საკუთარ თავთან დემეტრე კი საკმაოდ ხმამაღლა საუბრობდა ძმაკაცებთანაც თიკასთან და ლენკასთანაც მარიაზე. ბათუმის დღეებმა მალე ჩაიარა, ასე ვთქვათ სასტავად ჩამოყალიბდნენ, ყველამ იცოდა მარიაზე და დემეტრეზე, მაგრამ ხმას არავინ იღებდა. არვიცი რატომ დადუმდა მაშინ ყველა, თუმცა დრო ყველაფერს გამოაჩენს. თბილისში ყველა ერთად დბრუნდა და ცხოვრების ახალი ეტაპიც დაიწყო. ბათუმის დღეები მხოლოდ საოცნებო მოგონებებად იქცა მარიას ცხოვრებაში, რადგან ცხოვრებამ ახლა ნამდვილად დაანახა თავის სიმწარე, რადგან ეს ქააქი ნაგვითაა აღსავსე, რთულია აქ ადგილი დაიმკვიდრო ან შენი ბედნერება პატიოსან გზით მოიპოვო. ეს თბილისია, ათასი ბოღმის და ბოროტების ქლაქი, ქალაქი სადაც ყველაფერი ყალბია, ყალბი არიან ადამიანებიც, მოსიყვარულე ადამიანებიც. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.