შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცეცხლოვანი ტანგო /11 თავი (დასასრული)


21-07-2017, 13:12
ავტორი Auroram
ნანახია 2 712

ავტორის POV.

ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდიოდა მათ ცხორებაში. ცოცხლობნენ ერთმანეთისთვის და იმ ბანალური სიყვარულით უყვარდათ ერთმანეთი ვნება და ჟინი,რომ არ აშორებდა თვალს. არ სურდათ არავინ და არც იწუხებდნენ თავს ზედმეტი ინფორმაციის შეშვებით თუ დამახსოვრებით. როლი შესაბამის სიახლეებს აწვდიდა ნათანიელს და ამითაც ძალიან კმაყოფილი იყო ვაჟბატონი.

რა საოცრებაა არა? ხედავდე შენ საყვარელ ადამიანს ყოველ დღე,ყოველ ღამე,სამზარეულოსა თუ აბაზანაში,როგორ ფუსფუსებს,როგორ ცდილობს გასიამოვნოს,გაგიკეთოს საჭმელი,შეგიქმნას კომფორტი და შენ ამ მცირედითაც კი ბედნიერი ხარ. ხედავ მის თვალებს და მხოლოდ იმაზე გეფიქრება,თუ რა ჩაიდინე ასეთი,რომ ის საჩუქრად გერგო.

მე თუ მკითხავ ცეკვამ დააკავშირა ერთმანეთთან ეს ორი მოკვდავი. უკვდავმა ცეკვამ,რომელიც მუდამ ცეცხლოვანი იყო,არის და იქნება. როდესაც გესმის სიტყვა ტანგო,რა გაფიქრდება პირველი ჟინი?დრამა?ძალადობა?რომანი? კავშირი ქალსა და კაცს შორის? რაც არ უნდა იყოს,ეს არის გრძნობა,რომელიც შენზე არის დამოკიდებული,ყველა სხვადასხვანაირად აღიქვავს ამ ცეკვას და ყველა განსხვავებულად გრძნობს ტანგოს. ეს არ არის საერო, საერისკაცო ეს არის ვნება თავდადება და თავდავიწყება. ტანგო-სუნთქვა და გაძლებაა.

ტანგო გეპატიჟება მის მკლავებში,იმ ადამინის ცხოვრებაში ვისი დატოვებაც არ გინდა არასდროს. ეს არის ცეკვა სადაც სხეულები ერთამენთზე არიან გადაჯაჭვულნი და ამის მერე,როგორ შეიძლება არ იცოდე ეს ცეკვა. შენ აქ საუბრობ,შენ აქ მოძრაობ ,შენ აქ საკუთარ ისტორიას გვიყვები ისე,რომ ემოცია მხოლოდ მანერებსა და სახეზე იკვეთება.

რთულია ტანგო,მუსიკა და ცეკვა! დეტალებს უნდა დააკვირდე და მიხვდე,თუ რა არის მნიშვნელოვანი,რა არის სასიამოვნო და რა არის ვნებიანი. ეს არის საოცარი ტყუილი,რომელიც სიმართლით არის შემკული,ემოციები უხვად არის,მაგრამ ის უფრო დიდია ამას,როგორ ასრულებს მოცეკვავე.

ყველაზე მარტივად,რომ ვთქვათ ტანგო ეს არის უბრალო სიარული სასურველი მამაკაცის მკლავებში,ეს არის სიარული ადამიანთან ერთად ვინც გიზიდავს,ეს არის ცეკვა სადაც მხოლოდ ერთმანეთს აღიქვავთ,ეს არის ცეკვა,რომელიც ცხოვრებასთანაა გაიგივებული,ეს არის ცეკვა,რომელიც ნათანიელს და ანინეს ეკუთვნით,ეს არის ცეკვა სადაც სხეული მიიკვლევს გზას და სადაც დაკარგვა გარდაუვალია...



ანინეს POV.

მინდოდა თვალები გამეხილა,სამყაროს ასე,რომ გავურბოდი,ისე დამენახა ცხოვრება,რომელიც ასე მტკენდა,ისევ შემეგრძნო მისი ხელები,ოღონდ თვალები გამეხილა! არ მინდოდა შეშინებულიყვნენ ჩემები... ვინ ჩემები? ვისთვის მინდა,რომ ჩემმა შავმა თვალებმა გაანათოს არემარე?მზე?-მზე ჩემი თვალების გარეშეც ანათებს. მთვარე?-მთვარეს მზე ჰყავს, ვარსკვლავები?!-მათ ერთმანეთი ჰყავთ! მე?! მე არავინ მყავს. არავინ არ ვარ-ვერავინ ვარ! წამწამებს ერთმანეთს ვაშორებ,ვცდილობ დავინახო,ვდილობ მივხვდე.
სინათლეს ვხედავ.
ვუახლოვდები-მიდის...
მივუახლოვდი-გაქრა...
თვალები გავახილე-გამომეღვიძა!
სიზმარი იყო!
მხოლოდ სიზმარი!

ღრმად დავიწყე სუნთქვა,არ მინდოდა ნათანიელი გამეღვიძებინა. საწოლიდან ჩუმად წამოვდექი და სამზარეულოში ჩავედი. ჭიქა წყლით ავავსე და აკანკალებული ხელებით ძვლივს დავლიე. წარსული დამესიზმრა,ჩემი არ არსებული ცხოვრება დამესიზმრა,რომელიც მართლაც არაფერს წარმოადგენდა ნათანიელის გამოჩენამდე. გული არ აჩერებს ენას,საუბრობს იმაზე,რომ მიყვარს და მასაც ვუყვარვარ მაგრამ გონება?! ის სულ სხვა აზრზე არის. იქნებ ვჩქარობთ?! მე ხომ მას არ შევეფერები...

-ანინე,რა მოხდა-შეშფოთებული სახით შემოვიდა ნათანიელი სამზარეულოში.-გული გამისკდა, გვერდით,რომ არ მყავდი-და ჩამიხუტა.-რაზე ნერვიულობ ფერია,რა მოხდა,მითხარი- თავზე მკოცნიდა და ისე ჩურჩულებდა. არაფერს არ ვუმალავდი და არც ამის დამალვა მინდოდა,მაგრამ სიტყვები არ ამოდიოდნენ.-ანინე-თვალებში ჩამხედა და უკვე ვეღარ მოვითმინე. ავტირდი! ის ჩამეხუტა და ამაზე უფრო ამიჩუყდა გული-ანინე ნუ მაშინებ ფერია,რა მოხდა მითხარი,ერთად მოვაგვაროთ-თავი დავუქნიე და სლუკუნით დავიწყე ლაპარაკი

-მე შენ არ შეგეფერები ნათანიელ,შენთავს შეხედე და მერე გაიხსენე მე ვინ ვარ...მე...მე... კაბარეს მოცეკვავე ვარ,შენ კი...შენ...-და ვეღარ შევძელი. თავი ჩავხარე და სლუკუნი გავაგრძელე. ნათანიელს კი სახეზე ღიმილი მოეფინა,თავი გააქნია და თვალებში ჩამახედა.

-მე შენ მიყვარხარ!-ეს სამი სიტყვა საკმარისი აღმოჩნდა,რომ თვალები გამბრწყინებოდა,გული ამჩქარებოდა და ისევ ავსლუკუნებულიყავი. ახლა უკვე ხარხარი დაიწყო ნათანიელმა და ჩემთან ერთად ისევ ოთახში ავიდა.

-დავიძინოთ!-ისევ მკაცრად განმიცხადა და შუბლზე მაკოცა. თვალები დავხუჭე და მასზე ფიქრში ჩამეძინა.

მეორე დღეს მარტომ გავიღვიძე. თვალების გახელვისთანავე კარზე დამიკაკუნეს. თავი ელეონორამ შემოყო.

-მოვიდნენ,ანინე ადექი.-მეც ბედნიერი ღიმილით, წამოვხტი საწოლიდან. სააბაზანოში შევედი თავი მოვიწესრიგე ისე,რომ ღიმილი ჩემ სახეს არ ტოვებდა. ოთახში შესულს ბევრი ვიღაც დავინახე,მაგრამ არცერთ მათგანს არ ვიცნობდი.

სკამზე მოვთავსდი და თვალები დავხუჭე. საკუთარი თავი მათ მივანდე. დღეს ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დღეა, დღეს ჩემ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან სვლას ვაკეთებ. არ წარმომიდგენია,რომ დღეის მერე მე მისი ცოლი მერქმევა,რომ დღეის მერე ყველაზე ბედნირი ქალი ვიქნები.
დრო მალე გავიდა, უკვე მზად ვიყავი და საკუთარ თავს სარკეშიც ვათვალიერებდი. პირველად ვხედავ ასეთ „მეს“,პირველად მსიამოვნებს ჩემი თავის ხილვა ასე ძალიან.

-რა ლამაზი ხარ ანინე...-აღმოხდა გაოცებულ ელეონორას.-ახლა კაბის დროა-და მეც კაბისკენ გავიხედე. ბოლო შტრიხიც და ქვევით ჩავალ,იქ სადაც მელოდება,იქ სადაც ნათანიელის გული მელის.

ნათანიელის POV.

გული ამოგდებას ლამობს,ასე მაშინ არ ვიყავი,როდესაც მის ნატიფ სხეულს ვეხებოდი. ერთ ადგილას ვერ ვჩერდები, ტაროს,ჰეკას და ბიჭების წინ დავდივარ და ვფიქრობ,როგორი იქნება თეთრ კაბაში გამოწყობილი ანინე,როგორი ლამაზი,უსუსური და ნამდვილი იქნება.

-ღმერთო ჩემო,ნათანიელ დაჯექი, შემიწუხდა გული-ამოიბუზღუნა ტარომ და ხელით სავარძლისკენ მიბიძგა. დავემორჩილე და თვალები დავხუჭე.

-მოდის-ამოიჩურჩულა ალექსანდრემ და ფეხზე წამოდგა. მეც ავიხედე კიბისკენ და მივხვდი,რომ ნამდვილი სიყვარული შეუცნობია. და მაინც რას ვგრძნობ მის მიმართ! ვიცი,ვიცი ,რომ ახლა ამაზე არ უნდა ვიფიქრო,მაგრამ ის ისეთი სუფთა და სპეტაკია ცუდზე არ მეფიქრება.

ვუყურებ მის გაშლილ მხრებს,ლამაზად მომზირალ მკერდს,რომელიც ვარდის ფურცლების უკან ლამაზად იმალება, აწითლებულ ლოყებს და გაბრწყინებულ თვალებს,რომელიც დღემდე ვერ გამირკვევია რა ფერია.

მეც ფეხზე წამოვდექი და მივუახლოვდი,სიტყვები არ ამომდიოდა პირიდან მინდოდა,რომ მეყურა და თვალი არ მომეშორებინა. უბრალოდ ჩვენ ვყოფილიყავით მხოლოდ და შემძლებოდა თითებით შემესწავლა თითოეული ადგილი სადაც ჯერ არ შევხებივარ.
გამიღიმა და თვალები დახარა.ახლოს მოვიზიდე და ტუჩებზე ნაზად შევეხე,ისე,რომ მაკიაჟი არ გამეფუჭებინა,თორემ ელეონორა ისეთი სახით მიყურებდა მივხვდი ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი.

ცერემონიამ კარგად ჩაიარა,ბეჭდებზე,რომ მიდგა საქმე ალექსანდრე უნდა მოსულიყო,რომ მოეცა,მაგრამ ფეხები ერთმანეთში აებლანდა ამხელა კაცს და წაიქცა,ბეჭედი გაგორდა და პირდაპირ ჩემ ფეხებთან მოვიდა. ბედნიერმა ავიღე ხელში და მეგობარს მადლობა გადავუხადე,მასაც გაეცინა და არაფრისო მომაძახა,ურცხვად.

ვხვდებოდი,როგორ ვიბერებოდი ბედნიერებით და როგორ ვივსებოდი სიხარულით იმის გააზრებისას,რომ ანინე უკვე ოფიციალურად ჩემი ცოლი იყო! ამ უხასიათო ადამიანის,რომელსაც გულით უყვარს და გულით გააბედნიერებს.
ფეხზე წამოვიჭერი,ვანილის ფირფიტები ჩავდე და აი ისიც..
როგორც დაიწყო,ახალი დასაწყსისიც იგივე უნდა იყოს...
ტანგო...

ავტორის POV.

ტანგოში ყოველთვის არის ერთი-რომელსაც მიჰყავს ცეკვა, და მეორე-რომელიც ემორჩილება პირველს. კარგ ლიდერს ნაზი შეხება აქვს,მაგრამ ვნებიანი გამოხედვა,ლაღად უნდა ამოძრავებდეს ფეხებს და თამამად დაასრიალებდეს თითებს მამაკაცის სხეულზე. მიხვდით ალბათ ვის მიჰყავს ცეკვა-ქალს,კონკრეტულ შემთხვევაში ანინეს. გოგონას,რომელიც იბრძოდა სიცოცხლისთვის და გოგონას,რომელმაც გაიხადა ტანგო სიცოცხლედ.

ტანგო ეს ის ცეკვაა სადაც ქალი და კაცი ერთად მოძრაობს,მაგრამ ცალკ-ცალკე,სადაც დასასრული აუცილებლად კოცნა უნდა იყოს და სადაც დასასრულს ქალი განაგებს. ამ ცეკვის საშემსრულებლო მანერამ უნდა დაგიპყროს და სწორად ამან უნდა მიგიზიდოს ცეკვისკენ.

ცეკვა დოლის ხმაზე ნამდვილად ამაღელვებელი და ქარიზმატული იყო ყველასთვის! ტანგო ნამდვილად ყველაზე ვნებიანი ცეკვაა. გახსოვთ? ანინე,რომ აღწერდა ცეკვას,როგორი იყო ნათანიელთან ცეკვა და,რომ დაარღვია წესი! თვალებში ჩახედა. ამ ცეკვაში ლაპარაკიც კი არ შეიძლება,აქ მხოლოდ შენი სხეული საუბრობს.

გრძნობებს უნდა გამოხატავდეს მინიშნება,დეტალი.იმპროვიზაიცია მნიშვნელოვანია ტანგოში...მაგრამ არის ისეთი ელემენტები,რომლებიც აუცილებლად უნდა შესრულდეს ამ უტყუარი ცეკვისას.მთავარი კი რა თქმა უნდა პაუზაა.

მუსიკა გრძელდება,ნათანიელი და ანინე კი შეშდებიან... და სწორად აქ არის კულმინაცია,უსიტყვო დიალოგში უნდა მოახერხო და აუხსნა მეწყვილეს ყველანაირი გრძნობა,ყველანაირი სიტყვა და ყველაფერი ის რაც შენ მიგაჩნია,რომ სწორია.

ანინეც და ნათანიელიც,ერთდროულად გამოხატავდნენ თავშეკავებულობასაც და ვნებასაც,სიმკაცრესაც და თავისუფლებასაც,სინაზესაც და აგრესიულობასაც. ცეკვა სრულდებოდა,ასრულებენ ანინეს საყვარელ მომენტს, ჯერ „ჩერდებიან“ შემდეგ კი ტანგოს „სამკაულებს“ ასრულებენ თავისუფლად აძლევენ უფლებას ერთმანეთს,რომ ეროტიული მინიშნებები გაუკეთონ ერთი-მეორეს.

მუსიკა დასრულდა...

ცეკვა მორჩა...

ანინე კი გასასვლელისკენ დაიძრა და ნათანიელს ეშმაკური ღიმილით გახედა. თვალი ჩაუკრა და გაქრა.

ანინეც აორთქლდა.

ნათანიელს ჩაეღიმა და უკან გაყვა. თან ღიღინებდა

-ერთი...ორი...ტანგო...


---------------
არ მიყვარს გაწელილი ისტორიები და ვთვლი,რომ მათ ისტორიას გაგრძელება აღარ სჭირდება,მათი ურთიერთობა უკვე მათი საქმეა,მართალია მივერჩვიე,მაგრამ მაინც...
მადლობა ყველას ვინც კითხულობდით და მათ ვინ კომენტარს მიწერდით! თქვენ არ იცით,როგორ მიხაროდა თქვენი დადებითი ტექსტების კითხვა! ყოველ ღამე იმაზე ფიქრში ვიძინებდი,როგორ გამეგრძელებინა ისტორია,ისე,რომ საინტერესო დამაინტიგებე და შედარებით ფორმალური ყოფილიყო. მემგონი შევძელი ასეთუისე თქვენი გული მოგება.
მაგრამ მაინც მგონია,რომ უფრო მეტიც შეიძლებოდა. ახლა პირველი თავიდან წავიკითხავ და გავაანალიზებ კარგად შეცდომებს, არ მიმიფუჩეჩებია გულით და სიყვარულით დავწერე ბოლო თავი.
მიყვარხართ და დროებით გემშვიდობებით! მალე დაგიბრუნდებით ახალი ისტორიით და უფრო დახვეწილი ჩემი თავით.

სიყვარულით AURORA M.



№1  offline წევრი Alexandra28

ძალიან კარგი ისტორია იყო

 


№2  offline წევრი Auroram

Alexandra28
ძალიან კარგი ისტორია იყო


რა საყვარელი ხარ❤️ მადლო ზედიდესი

 


№3  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

წავიკითხე ისტორია და მივხვდი რომ ამით შენ ტანგოს სიყვარულის ჩვენება გინდოდა, არ იფიქრო რომ რამენაირად ვაკნინებ ისტორიას, თუმცა მგონია ტომ მისი განვითარება უკეთაც შეგეძლო. აბსურდული მიზეზების გამო წამოიყვანა ნათანიელმა ანინე და ასევე აბსურდის გამო ეჩხუბებოდა და ეუხეშებბოდა. ისტორიის შინაარსი არ იყო იმდენად დალაგებული, დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას მიტოვებდა მათი ქცევები. ანინეს ზედმეტი თავის დახრა, ნათანიელის ზედმეტი უხეშობა. რაღაცები ზედმეტად გაწელილი იყო. კიდევ დროებში გაქვს შეცდომა. ერთ აბზაცში ლამის სამ დროში წერ. იყო კიდევ რამდენიმე გრამატიკული სეცდომა, რომელსაც ვფიქრობ უბრალოდ, რომ დაჰკვირცებოდი გაასწორებდი.
იმედი მაქვს არ გეწყინება ჩემი შენიშვნა. უბრალოდ მინდა გაიაზრო და გამოასწორო. არ გეგონოს მე იდეალური ვარ ან ასე ვწერ. თავიდან საერთოდ არ ვაქცევდი ცემს ნაწერს ყურადღებას, მხოლოდ ორი ისტორიის შემდეგ მივხვდი, რომ პირველ ყოვლისა მკითხველს უნდა ვცე პატივი და გამარტული ნაწერი მივაწოფო, ასევე არ მეპატიება ბევრი უპატირბელი შეცდომა, ხოდა უფრო დაკვირვებით მივუდექი ამ ამბავს, ვეცადე შენიშვნევიც გამომესწორებინა და დღეს მგონი იმაზე უკეთ ვწერ ვიდრე ორი წლის წინ.
შენი სცვა არაფერი არ მაქვს წაკითხული, ამიტომ მხოლოდ ამ ისტორიით ვმსჯელობ. ლექსიკა კარგი გაქვს, მსჯელობაც. მოკლედ ველი უფრო სერიოზულ ისტორიებს შენგან.

 


№4  offline წევრი Auroram

ლორელაი
წავიკითხე ისტორია და მივხვდი რომ ამით შენ ტანგოს სიყვარულის ჩვენება გინდოდა, არ იფიქრო რომ რამენაირად ვაკნინებ ისტორიას, თუმცა მგონია ტომ მისი განვითარება უკეთაც შეგეძლო. აბსურდული მიზეზების გამო წამოიყვანა ნათანიელმა ანინე და ასევე აბსურდის გამო ეჩხუბებოდა და ეუხეშებბოდა. ისტორიის შინაარსი არ იყო იმდენად დალაგებული, დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას მიტოვებდა მათი ქცევები. ანინეს ზედმეტი თავის დახრა, ნათანიელის ზედმეტი უხეშობა. რაღაცები ზედმეტად გაწელილი იყო. კიდევ დროებში გაქვს შეცდომა. ერთ აბზაცში ლამის სამ დროში წერ. იყო კიდევ რამდენიმე გრამატიკული სეცდომა, რომელსაც ვფიქრობ უბრალოდ, რომ დაჰკვირცებოდი გაასწორებდი.
იმედი მაქვს არ გეწყინება ჩემი შენიშვნა. უბრალოდ მინდა გაიაზრო და გამოასწორო. არ გეგონოს მე იდეალური ვარ ან ასე ვწერ. თავიდან საერთოდ არ ვაქცევდი ცემს ნაწერს ყურადღებას, მხოლოდ ორი ისტორიის შემდეგ მივხვდი, რომ პირველ ყოვლისა მკითხველს უნდა ვცე პატივი და გამარტული ნაწერი მივაწოფო, ასევე არ მეპატიება ბევრი უპატირბელი შეცდომა, ხოდა უფრო დაკვირვებით მივუდექი ამ ამბავს, ვეცადე შენიშვნევიც გამომესწორებინა და დღეს მგონი იმაზე უკეთ ვწერ ვიდრე ორი წლის წინ.
შენი სცვა არაფერი არ მაქვს წაკითხული, ამიტომ მხოლოდ ამ ისტორიით ვმსჯელობ. ლექსიკა კარგი გაქვს, მსჯელობაც. მოკლედ ველი უფრო სერიოზულ ისტორიებს შენგან.


მადლობა❤️ გავითვალისწინებ შეცდომებს❤️❤️

 


№5 სტუმარი Guest wasp

http://geosociali.ru/index.php

 


№6  offline წევრი Auroram

Margaritha Loki
ახლა მოვრჩი :დდდ კი გამირთულდა კითხვა ჩემის წერის პროცესში მაგრამ რაღაცნაირად ჩამითრია :დდ ❤❤ აი პირველი თავი იყო მართლა ძალიან კარგი ყველა მხრივ საინტერესოც დასამახსოვრებელი ჩამთრევი და გამართული ❤რა თქმა უნდა მერეც არ დავარდნილა ტემპი თუმცა მე კიდევ პირველი თავის შთაბეჭდილების ქვეშ ვარ :დდდდ ლექსიკა და სიტყვის მარაგიც ძალიან კარგი გაქვს,თან ფილოსოფოსობაც შეგიძლია რაც ცოტა პათეტიკაში გადადგდის :დდდ აქ ნუ მომაქცევ ყურადღებას ,მე თვითონ პათეტიკის სატიკი მტერი ვარ :დდდდ ❤❤❤ თან ისიც გამიხარდა რომ არავინ არ მოკალი და ჰეფი ენდი გავჩუქე,ცუდი დასასრულების მტერიც ვარ :დდდდ ❤❤❤ საერთო ჯამში მომეწონა ძალიან და წარმატებებს გისურვებ :****❤❤❤❤


აქ,რომ შეიძლებოდეს კოვილი ვიკივლებდი! ეხლა რა ხდება პორველი თავის წერა დავიწყე თებერვალში და მაგიტომ არის დიდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent