შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენმა ლურჯმა თვალებმა დამატყვევეს(მეცამეტე თავი)


21-07-2017, 14:14
ავტორი buterfly
ნანახია 2 000

პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო მათ ,ვინც ამ ისტორიას აქტიურად კითხულობს და მოსწონს კიდეც. მადლობა ვინც მიკომენტარებდით და სტიმულს მაძლევდით ,რომ შემდეგი თავი უკეთესი და უკეთესი ყოფილიყო. ხოდა რას მოვაყოლე ამხელა ტექსტი, შეიძლება კარგახანს ვერ მოვახერხო ისტორიის შემდეგი თავების დადება სამწუხაროდ, ისეთ ადგილას მოწევს წასვლას,რომელიც მოწყვეტილია გარე სამყაროს ასე რომ შევეცადე ეს თავი შედარებით დიდი გამოსულიყო.იმედია ისიამოვნებთ, დროებით.
---------------------------------------------------

-აუ ორმაგი პაემანი მინდა-წამოიძახა მოულოდნელად მარიამმა
-რა ორმაგი პაემანი?-ერთდროულად წამოიძახეს „ბავშვებმა“
-არ იცით ორმაგი პაემანი რა არის?აი ოთხი ადამიანი ანუ ორი წყვილი, როცა მიდის პაემანზე.
-ის კი ვიცით რასაც ნიშნავს, მაგრამ რამ მოგაფიქრა ახლა ?
-კარგით რა გავერთობით.
-მე არ მინდა-დაიბუზღუნა ემილიამ
-კაი რა ემილია დაიწყე ისევ უჟმურობები?
-უჟმურობა რა შუაშია?
-რატომ არ გინდა წამოსვლა? მე მინდა და ბიჭებსაც უნდათ ასე რომ წამოსვლა მოგიწევს-თქვა და ბიჭებს მკაცრად გადახედა
-აჩი გინდა შენ წასვლა?
-კი-ღიმილით უთხრა და ემილიას თმებში ხელი აბლანდა
-ოოო კარგი წამოვალ
-აჰა ანუ აუცილებლად აჩი უნდა წამოვიდეს შენც რომ წამოხვიდე?-დაიწუწუნა ნიკამ-მე არ გიყვარვარ ხო?
-ხო არ იცოდი? ამას ოღონდ აჩი ჰყავდეს და მეტი არაფერი უნდა.
-ასე თუ გააგრძელებთ ლაპარაკს დავრჩები არაა პრობლემა
-ხო კაი ჩუმად ვარ
-ისე სხვათაშორის ფეხი ჯერ არ მომრჩენია და როგორ წამოვიდე?
-არაუშავს ხელში აგიყვან და ისე წავალთ-გადაუჩურჩულა აჩიმ-თუ გინდა დავრჩეთ მარტო ვიქნებით და მოვიფიქრებ რამეს-უთხრა და ფეხზე ხელი მოუჭირა
-არა იყოს მოვახერხებ როგორმე წამოსვლას-აღელვებულმა წამოიძახა
-ბავშვებს გაეცინათ-ასეთი რა უთხარი?
-არაფერი -სიცილიტ უპასუხა აჩიმ და ემილიას გადახედა რამაც მისი გაწითლება გამოიწვია
-საღამოს გამოგივლით მაშინ, გოგოშკებო და თქვენ იმედია მოასწრებთ გამზადებას
-რა გამზადება მე მინდა შარვალს მე ვერ ჩავიცვამ ნატკენ ფეხზე, კაბა მე არ წამომიღია და წამოვალ შორტით და ტოპით
-მე დამელოდეთ მაშინ-სიხარულით ამოილაპარაკა მარიამმა და ნიკას გადახედა
-რამდენი ხანიც გინდა დაგელოდები ჩემო ანგელოზო-უთხრა ნიკამ და მარიამს ხელზე ეამბორა
-ვაიმე ნიკა ამ გოგომ შეგცვალა მგონი-გაკვივებულმა აჩიმ ამოილაპარაკა-რო იცოდე მარი , ამას ხელზე არცერთი გოგოსთვის არ უკოცნია. სხვა ადგილებით კმაყოფილდებოდა-სიცილით წარმოთქვა ,თუმცა ამის გაგონებისას მარიამი თან გაბრაზდა და თან გაუხარდა
-სხვა ადგილებით?-გაბრაზებულმა გადახედა
-ის კი ვერ გაიგო მარტო მას რომ ვკოცნი ხელზე. რაც აწყობს იმას გებულობს.
-შემეშვი რა-ნიკას ხელი მოიშორა , ხელები გადააჯვარედინა და გაბუტული პოზა მიიღო
-აუ მარუს, ნუ მებუტები რა . იცი რა საყვარელი ხარ ეგრე როცა იქცევი? მაგრამ მირჩევნია მიღიმოდე ხომ იცი რომ ძალიან მიყვარხარ ,ჩემო ანგელოზო-მომხიბლავად გაუღიმა და ლოყაზე აკოცა და მარიამმაც მხარზე თავი დაადო.
-რა მალე რიგდებით ხოლმე-ამოილაპარაკა ემილიამ
-იმიტომ რომ სიყვარულთან სიამაყეს არაფერი ესაქმება. თუ გიყვარს უნდა აპატიო კიდეც
-გააჩნია რა
-ხო გააჩნია მაგრამ სიამაყის გამო საყვარელი ადამიანის დაკარგვა ნამდვილად არ ღირს, რადგან ამით ბედნიერებას კარგავ
-ხო ალბათ.
-კაი ადექით და გაემზადეთ გოგონებო და საღამოს მოგაკითხავთ
-კაი დროებით-ყველა შელაგდა ოთახებში
-შორტს ჩავიცვამ მე-მობეზრებულად ამოილაპარაკა ემილიამ
-კაბა მართლა არ წამოგიღია
-არა . შარვლები და შორტები მაქვს სულ
-გინდა მე გათხოვებ?
-მართლა?
-ხოო -უთხრა და კარადიდან ჭაობისფერი მოკლე კაბა გამოიღო ,ბრეტელებზე. ემილიას გარუჯულ ფეხებს ძალიან მოუხდება-აი ესაა აიღე, ძალიან მოგიხდება
-რა ლამაზია გოგო. მგონი არ გცმია შენ
-არა არ მცმია და იმიტომაც წამოვიღე აქ.
-მერე შენ რო არ გცმია მე რა ნამუსით ჩავიცვა-ღიმილიანი სახით შეხედა დაქალს
-ჩაიცვი რომ გეუნები დები ხომ ვართ? ხოდა დებში მოსულა-გადაულაპარაკა და თეთრ სარაფანს დასწვდა-მე ამას ჩავიცმევ ესეც დიდი ხანია არ მცმია
-ამ კაბაში მართლა ანგელოზს დაემსგავსები ნიკას თქმის არ იყოს
-აჩის რეაქცია მაინტერესებს ამ მოკლე კი არა უმოკლეს კაბაში რომ დაგინახავს
-იმედია არ დაიწყებს შედი და გამოიცვალეო,თორემ არ ვიცი რას ვუზამ
-მარიამს გაეცინა-ჩხუბი არასდროს მოგბეზრდებათ ალბათ
-ჩემი საყვარელი ბიჭი-მოულოდნელად წამოიძახა
-ვაიმე შენგან თუ მაგას გავიგებდი არ მეგონა, ყოჩაღ აჩის
-მეც არ წარმომდეგინა კიდევ თუ შემიყვარდებოდა,თან ასე ძალიან. მგონი ასე არც მყვარებია აქამდე.-თვალები დახუჭა და საწოლზე გადაეშვა-ვაიმე ფეხი-წამოიძახა და უცებ წამოდგა-როდის მორჩება ეს ფეხიც რა?
-აუ გუშინ რა საყვარლები იყავით იცი? ფეხს როცა გიხვევდა აჩი. თან სულს რომ გიბერავდა ვაიმეე, დავდნი.
-ვერც კი წარმოიდგენ რა მემართება როცა მეხება
-წარმოვიდგენ იგივე მჭირს ნიკას შეხებისას მეც
-ხოო.სასწაული გრძნობაა აღწერაც კი შეუძლებელია .დანახვისასაც კი გული ისე მიცემს მგონია ამომივარდება სადაცაა
-ასეთი გიჟურია სიყვარული
-მასთან ერთად როცა ვარ სულ მისი წვალება მინდა ხოლმე და ათასი გიჟური იდეა მომდის ხოლმე. საღად ვეღარ ვაზროვნებ
-სად გინახავს ჭკვიანი შეყვარებულები?-სიცილით უთხრა მარიამმა.
* * * * * * * * * * * * * * * * * * *
-თმის შეჭრა მინდა?-მოულოდნელად წამოიძახა აჩიმ
-რატომ?
-რავი უბრალოდ. მინდა მოკლე თმები მქონდეს ამ თმებმა დამღალა
-ძალიან მოკლედ გინდა?
-არა უბრალოდ დავარცხნა რომ აღარ მომიწიოს რა
-ახლა გასაგებია რატომაც გინდა შეჭრა ზარმაცო. გამოგყვე?
-ხოო წამოდი ახლავე წავიდეთ და საღამომდე მოვალთ
-კაი წამოდი-გაემართნენ სალონისკენ და როგორც იქნა აუხსნა სტილისტს როგორც სურდა თმის შეჭრა მაგრამ მისდა სამწუხაროდ ახალბედა აღმოჩნდა ამ საქმეში ეს ადამიანი და თმები ნულზე დაუყენა. როდესაც სარკისკენ მიატრიალეს გაოცებისგან პირი ღია დარჩა-ეს რა არის? ნორმალურები ხართ? ასე გითხარი მე? -წამოიძახა და სკამიდან წამოდგა. ფული დაუტოვა და გარეთ ,სადაც ნიკა ელოდა, მივიდა.
-ეს რა არის?-სიცილი დაიწყო ნიკამ
-მოგკლავ
-რა არის ბიჭო ეს? ვინ გაგიმეტა?ღმერთო ჩემო. როგორ გიპრიალებს თავი-განაგრძობდა ნიკა და მიიღო კიდეც საპასუხოდ აჩისგან წიხლი .
-გირჩევნია წამოეთრიო მაღაზიაში
-მაღაზიაში რა მინდა?ან შენ რა გინდა?
-ქუდი უნდა ვიყიდო ასეთი თავით ვერ ვივლი
-კაი ნუ აზვიადებ, ძალიანაც გიხდება-სიცილი ძლივს შეიკავა ნიკამ
-ნიკაა-დაუყვირა და წავიდა
-კაი ხო წამოგყვები
* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *
-ხო აჩი-უპასუხა აჩის ზარს ემილიამ
-ლამაზო, მე და ნიკა კაფეში გელოდებით და იქ მოდით პირდაპირ
-კარგი .-გაუთიშა და მარიამთან ერთად გაუყვა გზას.
-ქუდი რად გინდა?-გაკვივებული სახით ჰკითხა კაფეში შესულმა ემილიამ აჩის
-ნიკა იცინის-ისე უბრალოდ მაფარია
-ამ სიცხეში ქუდი რად გინდა? ნორმალური ხარ?
-თმები შეიჭრა და არ მოსწონს
-თმები შეიჭერი?რატოო მე მომწონდა შენი კულულები
-კარგი რა სწორედ მაგ კულულებმა დამღალა ,მაგრამ მგონი სჯობდა არ შემეჭრა
-რატომ?
-მოხადე ემილია დროზე-დაიძახა ნიკამ და არც ემილიამ დააყოვნა და მოულოდნელად წააძრო აჩის თავიდან ქუდი
-ეს რა არის?-ატეხეს სიცილი ბავშვებმა
-აუუ ამათმაც დაიწყეს. ვიცი რო დავმახინჯდი მაგრამ ასე საქვეყნოდ მაინც ნუ დამცინით
-არა ჩემო სიმპა“წ“იურო არ დამახინჯებულხარ. ჩემთვის შენ მაინც ყველაზე კარგი ხარ.-უთხრა და ტუჩებზე დაეწაფა ემილია
-ახლა დავმშვიდდი-ხელი მოისვა ქვედა ტუჩზე და ემილიას გაუღიმა
-აბა რა გავაკეთოთ?-წამოიძახა ნიკამ
-რა უნდა გააკეთო კაფეში? შევუკვეთოთ რამე და ვჭამოთ. აი მიმტანიც მოდის
-პიცა-მოსული არ იყო მიმტანი ემილიამ რომ მიაძახა
-ამან და თავისმა პიცამ შეჭამეს ტვინი რა-მობეზრებულად ამოილაპარაკა მარიამმა
-პიცა უყვარს ჩემს ლამაზ გოგოს?-შუბლზე აკოცა აჩიმ და მიმტანს გადახედა -ორი დიდი პიცა ბარემ ყველა შევჭამთ და კიდევ 4 შოკოლადის ნაყინი
-მე შოკოლადი არ მინდა. კრემ-ბრულე მინდა
-სხვა არაფერი გნებავთ?
-არა
-კარგით მალე მოგართმევენ-მიმტანიც გაშორდა ბავშვებს
მარიამმა მოულოდნელად ვიღაცას მოჰკრა თვალი და გამომეტყველება შეეცვალა.
-რა მოხდა მარი რატომ შეგეცვალა სახე?-ინტერსიანი მზერა მიაპყრო ემილიამ-და თავის გატრიალება დააპირა იქით საითაც მარიამი იყურებოდა
-მარიამი ემილიას ხმის გაგონებისას უცბად გონს მოეგო და სცადა მას თავი არ მიეტრიალებინა-არაფერი, არაფერი არ მომხდარა უბრალოდ რაღაც გამახსენდა და ..-უცბად თქვა და ემილიას სახეს დააკვირდა
-დარწმუნებული ხარ?
-კი, დარწმუნებული ვარ.
გემრიელად მიირთვეს ბავშვებმა და სანაპიროზე გასეირნება გადაწყვიტეს. მშვიდად მისეირნობდნენ, სანამ ემილიას ეშმაკური აზრი არ მოუვიდა თავში და აჩის ქუდი მოხადა
-ემილია დამიბრუ...-სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული ემილიამ თავში რომ წამოარტყა
-და მელოტი თავი გაადენს ტყაპანს-წამოარტყა და ბავშვების ხმამაღალი სიცილიც გამოიწვია.
-ვაიმე ემილია რა დღეში ჩაგაგდებ შენ ხომ არ იცი-სიმწრის სიცილით იცინოდა აჩი
-ემილია სიცილს არ წყვეტდა , აჩიმაც ხელი სტაცა და ჰაერში დაატრიალა-ვაიმე დამსვი თავბრუ მეხვევა-კარგა ხნის ვედრების შემდეგ როგორც იქნა დააბრუნდა ადგილზე და წაბარბაცებულ ემილიას ხელიც წააშველა.
დიდხანს იცინოდნენ და ერთობოდნენ ,მაგრამ მოულოდნელად ემილიამ დაინახა ის რაც დავიწყებული უნდოდა რომ ჰქონოდა და ყველაფერი გაახსნედა. მისი ღიმილი სახეზე შეახმა და ერთ ადგილს მიაშტერდა, მარიამმა მაშინვე შენიშნა და მანაც გაიხედა.
-მაინც დაინახა-ესღა თქვა და ბიჭებიც მობრუნდნენ
-ემილია-ღიმილიანი სახე მიაპყრო ბიჭმა ემილიას
-შეენ.. აქ რას აკეთებ? -ძლივს ამოილუღლუღა
-დასასვენებლად ჩამოვედი და შენ რას აკეთებ აქ? ეს შენი შეყვარებულია?
-კი ჩემი შეყვარებულია -უხეშად მიუგდო პასუხი და აჩის ხელი ჩაჰკიდა
-ემილია ეს ბიჭი ვინ არის?-დაინტერესდა აჩი
-ვინ არის? ჰკითხე და თავად გეტყვის თუ შეძლებს
-მე? ვინ ვარ? მე .ემილიას .მე ვარ..-აბუტბუტდა ლუკა
-აი ხომ ხედავ ვერ ამბობს ,იმიტომ რომ ის არავინ არ არის. ის მხოლოდ არარობაა-თქვა და ხელჩაკიდებულ აჩისთან ერთად წასვლა დააპირა
-ემილია მე შენ ისევ მიყვარხარ.-ამის გაგონებაზე აჩი ადგილზე გაშეშდა
-რაა?-დაიღრიალა ემილიამ და ლუკასკენ გაექანა და სახეში სილა გააწნა-როგორ ბედავ ჩემთან საუბარს საერთოდ? რა სინდისით მიყურებ თვალებში ? თან ასე ურცხვად მეუბნები მაგ ყველაფერს
-მარიამ ვინ არის ეს ბიჭი -ახლა მარიმს მიუბრუნდა აჩი-
-ემილიას ყოფილი შეყვარებულია. აი ის რომელმაც მიატოვა-წარმოთქვა და აჩის სახეს დააკვირდა
-ესეიგი ეს არის ის ნაბ***არი-გაბრაზებულმა თქვა და მისკენ გაექანა
-როგორ ბედავ ჩემს შეყვარებულთან საუბარს?-უღრიალა და საყელოში სწვდა. მის საცემად გაემზადა თუმცა ემილიამ გააჩერა
-გაჩერდი აჩი.არ ღირს ამ არარაობის გულისთვის თავის დამცირება.ამად არ ღირს
-ჭკუას ვასწავლი ამ სი*ს და მერე დაისვენებ შენც და მეც ხელი გამიშვი.მოგკლავ გესმის? მოგკლავ-ემილიას ხელი ჰკრა და იმდენი ურტყა ლუკას სანამ გონება არ დაკარგა,ემილია კი ამ დროს ოთახისკენ გაიქცა ,შიგ შეიკეტა და აქვითინდა. ძლივა მოაშორეს ნიკამ და სხვა ბიჭებმა აჩი და შეათრიეს ოთახში.
-დაწყნარდი შე ჩემა რა გჭირს?
-ეგონა შევარჩენდი რაც ჩემს გოგოს გაუკეთა? ურჩევნია არსად გადამეყაროს თორემ მოვკლავ მაგას.-არ ისვენებდა აჩი
-შენ მაგაზე იდარდე და ის ვერ დაინახე ემილია ტირილით რომ გაიქცა ოთახში
-რაა? მართლა? ჩემი ლამაზი. წავედი ვნახავ და მოვალ
გაემართა აჩიც ემილიას ოთახისკენ მაგრამ არ იცოდა რა უნდა ეთქვა
-სად არის?-ჰკითხრა ოთახის გარეთ მჯდომ მარიამს აჩიმ
-შიგნით შეიკეტა და კარს არ მიღებს
-ემილია გააღე ჩემო სიცოცხლე კარი. ძალიან გთხოვ, დავილაპარაკოთ-კარს აეტუზა აჩი და ემილიას ტირილის გაგონებისას გული საშნლად ეტკინა
-წადი თავი დამანებე. არ მინდა საუბარი და არც არავის დანახვა არ მინდა
-ემილია არსად არ წავალ სანამ კარს არ გააღებ ,ხომ იცი როგორ მიყვარხრა . მაპატიე თუ ჩემი საქციელით გაწყენინე გთხოვ გააღე კარი-დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ემილიაც გამოვიდა
-ჩემო სიცოცხლე-მივარდა აჩი და ცრემლები მოსწმინდა თვალებიდან-შეგიძლიათ დაგვტოვოთ?-მიმართა ბავშვებს და ისინიც უსიტყვოდ გაშორდნენ.-მოდი ჩამოჯექი -ტერასაზე მდგარ ტახტზე მიუთითა ემილიას-დაწყნარდი?
-კი
-მაპატიე კარგი? არ მინდოდა შენ წყენინება, მაგრამ თავი ვეღარ შევიკავე-უთხრა და ჩამოშლილი თმები ყურს უკან გადაუწია.
-მარტო შენს გამო არ ვარ არ მდგომარეობაში მისმა დანახვამაც ძალიან იმოქმედა.-მიეხუტა აჩის
-გაგახსენდა ხო ყველაფერი? არაუშავს დაგავიწყებ მე,თუ კიდევ გაგეკარება შენს თავს ვფიცავ მოვკლავ.
- არა აჩი დამპირდი ,რომ მეორედ მსგავსს არაფერს იზამ. არ მინდა უსიამოვნებაში გაეხვე
-კი მაგრამ. როგორ გავჩერდე თუ კიდევ გაგეკარა
-დამპირდი
-ემილია..
-დამპირდითქო
-კარგი გაპირდები-შუბლზე ეამბორა
-ჩამეხუტე რა და არასდროს გამიშვა-უთხრა და ხელები მაგრად მოჰხვია წელზე
-რათქმაუნდა არასდროს არ გაგიშვებ-მოეხვია და მის თმებში თავი ჩარგო.
საღამომ ჩაიარა. რამდენად მშვიდად ეს კიდევ საკითხავია მაგრამ ჩაიარა. ემილიას უცნაური გრძნობა ჰქონდა მაგრამ თავს საპირისპიროში არწმუნებდა, იმედი ჰქონდა რომ მისი წინათგრძნობა უბრალოდ სისულელე იყო და მეტი არაფერი და დააწრმუნა კიდეც თავი ამაში. მაგრამ რამდენად გამართლდებოდა მისი სურვილი ?! იქნებ სხვანაირი გეგმები აქვს მასთან დაკავშირებით ბედის მწერალს ......



რავი რავი კიარა მეტი არმინდა ცუდად დამთავრდეს rage

 


№2  offline წევრი buterfly

უბრალო ადამიანი
რავი რავი კიარა მეტი არმინდა ცუდად დამთავრდეს rage

:) :)

 


№3 სტუმარი Guest ლიკა

კარგი თავია.. მალე მოდიიკ რზ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent