შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შრამიანი წარსული 5 თავი


21-07-2017, 21:43
ავტორი Mari S
ნანახია 1 361

ხელზე მოჭრა, პირზე ხელის აფარება და ჰოპ კედელზე ვარ გაკრული, თან ისე რომ ვერ ვმოძრაობ, რა ჯანდაბა ხდება , ჩემი მასკიანი?! რა მოუვიდა
-ვინ ხარ?
მოიცა, აქ რაღაცას ვერ ვხვდები
-რას ნიშნავს ვინ ვარ? მე!
-ეს სიმღერა საიდან იცი
-სულ ვიცოდი ეს სიმღერა, ნუ მთლად ეგრეც არა, უკვე სამი წელია რაც ვისწავლე და ძალაინ შემიყვარდა, და შენ რაში დაინტერესდი??
-არ შეუძლებელია
-კონკრეტულად რა? ანკიდე არ გინდა გამიშვა ხელებში მგრძნობელობა დავკარგე.
ხელები ნელ ნელა გამიშვა, რა სჭირს?? ეს კითხვა არ მასვენებდა ის კი უბრალოდ წავიდა, დარბაზში აღარ შემოსულა, მეც კიდე ისე გავერთე რომ ვერც შევამჩნიე მისი არ ყოფნა, მაგრამ თვალი სულ მისი ადგილისკენ მეპარებოდა და მაინც რა მოუვიდა?

იცით რა შეგრძნებაა როცა გამუდმებით ვიღაცის მზერას გრძნობ?! თან უკნიდან კი არა რომელიც ზურგს გიწვავს, მზერა რომელიც შენგან გამოდის, არც კი ვიცი ზუსტად როგორ აგიხსნათ რომ მიგახვედროთ, თითქოს შენს თვალებიდან სხვა იყურება და გარემოს კი არა შენ გაკვირდება შიგნიდანვე. თავიდან ეს გრძნობა მომწონდა თავს მარტოსულად არ ვგრძნობდი მაშინც კი როცა ოთახში სულ მარტო ვიყავი, მერე მომბეზრდა ეს შეგრძნება, ბოლოს კი მისი შემეშინდა, ყველაზე მეტად კი ეს გრძნობა მძაფრდებოდა ღამით, ეს კოშმარებში გადაიზარდა. არ ყოფილა ღამე რომ შიშის გრძნობით არ გამეღვიძოს, უბრალოდ დაუცველობას და სიცივეს ვგრძნობდი. იყო პერიოდები როცა ეს ყველაფერი უბრალოდ ქრებოდა და მაშინ მშვიდად ვიძინებდი, მაგრამ ყვოველთვის ვიცოდი რომ ასე მალე არ დამთავრდებოდა და ველოდი მის დაბრუნებას. რისას? არც მე ვიცი, უბრალოდ ველოდი შიშით. მაგრამ აქ უკვე შვიდი თვე ვარ და არცერთი კოშმარი, მშვიდი ძილი, იქნებ ეს ყველაფერი უბრალოდ დიდი კოშმარია მაგრამ მე ის მომწონს ამიტომ არ ვწუწუნებ.

ერთხელაც მე და ჩემი მასკიანი ვისხედით და ვსადილობდით, რაღაცაზე მასზე გაბრაზებული ვიყავი და ხმას არ ვცემდი, თვალებშიც კი არ ვუყურებდი
-რა მოგწონს ჩემში? მახინჯი შრამი მაქვს, ყველას ჩემი ეშინია, დედამაც კი ჩემზე უარი თქვა, მაგრამ შენ მაინც აქ ხარ
-შენში რა მომწონს?! ჰმ შენში ის მომწონს რომ იმის მეუხედავად რომ საზოგადოებამ გაგრიყა მაინც ჩემთან ხარ და ხელს არ მკრავ, როცა დედამ შენზე უარი თქვა ბრძოლა განაგრძე და იმაზე ძლიერი ხარ ვიდრე შენ წარმოგიდგენია, შრამი კი?! შრამი იმიტომ მომწონს რომ შენი სხეულის ნაწილია, შენი წარსულის აჩრდილია დაღად დასმული, ეს კი მომავლის ნიშანია, მე შენში ყველაფერი მომწონს, ისიც კი რომ ჭამის დროს შუბლს კრავს, ძილში ლაპარაკობ, ცხენზე ასვლისას კი ჯერ შარვალს ისწორებ მიუხესავად იმისა რომ მაიმც აიჩეჩება
ამ ყველაფრისდა მიუხედავად შენ არ იცი ერთი რამე
-მაინც?
-გახსოვს ჩემი ძმის დაბადების დღეზე რომ გავბრაზდი შენზე?
-კი მაგრამ ამასთან რა შუაშია
-რაც თავი მახსოვს არასდროს ვყოფილვარ ნორმალური
-რას გულისხმობ- უკვე სერიოზულად დავიძაბე
-იმას რომ მუდამ რაღაცას ვხედავდი, ზუსტად ვერ გეტყვი რას, რაღაც ოთკუთხედი რაღაცეები დადიოდნენ, დიდი შენობები, უცნაური ფორმის და ამ ყველაფერთან ერთად ერთი გოგოს ხმა მესმოდა, ვერ ვხედავდი მაგრამ ვგრძნობდი მის გრძნობებს, მესმოდა მისი ხმა წლების განმავლობაში, თუ როგორ მღეროდა და იცინოდა, მისი სიცილის ხმა გქონდა და თავიდან მაგიტომ დავინტერესდი შენით, მერე კი შენი სიმღერა, ეს ტექსტი მხოლოდ იმ გოგოსგან გამეგო, მას ხშირად მღეროდა, წლების განავლობაში ეს კოშმარი იყო ჩემთვის, კონცეტრირებას ვერ ვახდენდი ვერაფერზე, სიზმარი მეგონა ყველაფერი და თავს ეს დავაჯერე, მერე ეს ყველაფერი ჩერდებოდა ხოლმე პერიოდულად მაგრამ მაინც ისევ გრძელდებოდა. შენი სიმღერა კი, ეს ტექსტი, როცა დაიწყე მაშინ მივხვდი რომ შენ იყავი, ის ვისაც ვერ ვიტანდი მაგრამ ამავდროულად ისე შევეჩვიე რომ შემიყვარდა გოგონა სიზმრიდან. ახლა კი შენ აქ ხარ და არ ვიცი რა ვქნა, არ ვიცი გიჯი ვარ თუ არა…..
ჩემი აქ ყოფნა რა წინასწარ დაგეგმილი იყო?? ანუ რა ხდება განგება და უფლის ნება და ეს ყველაფერი არსებობს? მაგრამ თუ ეს ყველაფერი მართლაია მაშინ აქ რატო ვარ, ანუ რისთვის?? ისტორია უნდა შეიცვალოს თუ რა ხდება?? ვინემემ რამე გამაგებინეთ??! ერთი ვიცი მე და ჩემი მასკიანი დაკავშირებულები ვართ, არა ამაზე ფიქრი მომკლვს უნდა გავჩერდე. ჩვეულებრივად ვიქნები , თუ ბედია და მართლა არსებობს ის მაინც ისე მოხდება როგორც მას უნდა, ზუსტად ვის უნდა არ ვიცი მაგრამ ჯანდაბა უბრალოდ გაჩერდი ფიქრო, დაწყნარდი! ვსო.
ამ დღის მერე ყველაფერი აირია, მძიმე დღეები დაადგა სახელმწიფოს, იმპერატორი დაავადდა და დაიწყო გაცხარებული ბრძოლა ტახტისთვის, ყველა ერთმანეთს ეცილება, მაგრამ ამ ბრხოლაში ჩემი მასკიანი და ვუვუ არ არიან ჩართულნი, ტახტის მემკვიდრის მცველებუს ფუნქცია აიღეს, ბოლომდე ამაში ვერ ვერკვევი პოლიტიკა ჩემი საქმე არაა მაგრამ მას შემდეგ რაც მეშვიდე პრინცი უცნაურ ვითარებაში გარდაიცვა მეც კი შევშფოთდი, ძმები ერთმანეთს კლავენ?! ეს ხო სადიზმია.
იპერატორი სიკვდილის პირასა, ტახტის მემკბიდრე კი სხვა ქალაქში, მის ჩამოსვლას ელოდებიან, მანამდე კი იმპერატორთან არავის უშვებენ, სასხლე ჩაიკეტა. პრინცები კი ოთახებიდან ვერ გამოდიან, ვუვუ არის წასული მემკვიდრის მოსაყვანად მაგრამ მათგან ცნობები არ მოდის იმპერატორის მდგომარეობა კი დღითი დღე კი არა ყოველ წუთას უარესდება.
ჩემ ოთახში ვარ, მეფის პირველი ვეზირი შემოვიდა, ეს მეტად მაკვირვებს მასთან ურთიერთობა არასდროს მქონია
-იმპერატორი გიბარებს თავისთან
-მე? რატომ? დედოფალი სად არის?
-უბრალოდ წამობრძანდით
ერთ დროს სასახლეში სიცოცხლე იგრძნობოდა, ყველა სადღაც გარბოდა, ვიღაც იცინოდა, ვიღაცა უბრალოდ ტკბებოდა ამინდით, ახლა კი , ახლა სამარისებული სიჩუმე ჩამოწოლილა, მხოლოდ ვიღაცის ოხვრა ისმის და ექოს ის მთელ სასახლეში გადააქვს, ჟრუანტელი მივლის, ფრთხილად აღებს იმპერატორის საძილებლის კარებს, ფარდები ჩამოფარებულია , ვიპოვნე ის ადამიანი ვისი ოხვრითაც მე გული მეწვება.
-შემოდი, შემოდი
-იმპერატორო, როგორია თქვენი მდგომარეობა
-რამე ცნობებია მემკვიდრისგან?
-არა სამწუხაროდ
-თუ ვინემე გკითხა იმპერატორის მდგომარეობა არ იცი, თუ იკითხეს მოკვდა თუ არა იმპერატორი მას უფრთხილდი , მისთვის მთავარი ტახტია
-იმპერატორო, აქ რისთვის ვარ?
-მოწმე უნდა იყო, ჩემს საბოოლო გააწყვეტილებას ვცვლი, ტახტის მემკიდრე იცვლება, ახალი მემკვიდრე მეორე პრინცი სეონ გონ სოკი იქნება, ისაა ახლა იმპერატორი
-კი მაგრამ რატომ
-ჩემი ნება თავისანვე იყო მისი გამეფება, მაგრამ შრამი მისთვის მეტად მტკინვეულია, ის საზოგადოებას დაშორდა, შენ კი ის უფსკრულიდან ამოიყვანე, ახლა კი შემიძლია დაწყნარებულად წავიდე ამ ქვეყნიდან როცა ჩემი შვილი კარგი და სწორი ადამიანის ხელშია.
თავის ნებას იმეპრატორი ქაღალდზე წერს და მაძლევს, მისი ნება მე უნდა გამოვაცხადოო?! კაი ჯანდაბას პირველ ვაზირთან მივდივარ
-იმპერატორის ნება შეიცვალა, უნდა გამოვაცხადო
-წამობრძანდით ქალბატონო
გული ხელით მიჭირავს, მეშინია, შორიდან ჩემს მასკიანს მოვკარი თვალი, სახე გამებადრა, ნაცნობი სახე ჩემთვის ვალერიანივითაა თან მისი
იმპერატორი გარდაიცვალა?? -ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე, შეენც ბრუტუს???! და ეხლა მე უნდა გამოვაცხადო რომ ის იმპერატორი გახდება?? ადამიანი რომელზეც იმპერატორმა მითხრა უფრთხილდიო?!


ველი თქვენს შეფასებას




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent