შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შრამიანი წარსული 4 თავი


19-07-2017, 20:08
ავტორი Mari S
ნანახია 1 321

მტკივა. თვალებს ვერ ვახელ, თითქოს ერთმანეთზე მიმეწებნენ, მაგრამ მოიცა მე გუშინ სახლში არ დავბურუნებულვარ. თვალები ვჭყიტე, ვერ წამოვფრინდი საწოლიდან მაგრამ წამოვიწიე, სადღაც ვარ და ეს სიტყვა ზუსტად აღწერს ჩემს მდებარეობას, აზრე არ ვარ აქ როდის მოვედი
-გაიღვიძე?
ის არის, ის ჩემს გვრედითაა, ნუ გვერდით რა ოთახის მეორე ბოლოში დგას და მიყურებს.
-შენ? აქ როგორ მოვედი?
-მე მოგიყვანე, ჩაგეძინა და…
-მოიცა შენ რა იქ იყავი და არ მოხვედი??
-ვათვალიერებდი ვინმე ხო არ გამოგყვა მეთქი
-მერე მაგას საათები რათ უნდოდა? როგორ იქცევივ შენს გამო დილეგში ვიყავი გამომწყვდეული, დასაფლავებაც კი დავგეგმე და ეს ყველაფერი იმიტომ რომ შენ გაუფრთხილებლად წახვედი, ეხლა პატივი დამდე და ყველაფერი ამიხსენი
-მოგშივდებოდა, წამო რამე შევჭამოთ
-შენ საერთოდ მისმენ რაზე გელაპარაკები?? რა დროს ჭამაა? სად ვარ??
-როცა შევჭთ მერე მოგიყვები ყველაფერს
-შენსას არ იშლი?! კაი, მაგრამ იცოდე ამ თემას ვერ აცდები
-კარგად შეჭამე, ენერგია გჭირდება, რომ მოვრჩებიდთ უნდა წავიდეთ.
მეტი არაფერი მიკითხავს, უბრალოდ ჩუმად ვჭამდით. შიგადაშიგ თვალს გავაპარებდი მისკენ, წამიერად შევხედავდი და წამიერადვე ვტკბებოდი მისით, ის კი ჯიუტად თეფშს ჩაჰყურებდა, ისეთი მშვიდი იყო რომ მე ჩემი დარდი დამავიწყდა
-ძალიან გტკივა?- ისე საწყლად ამომხედა რომ ღიმილი ძლივს შევიკავე
-ძალიან მტკიოდა მაგრამ ეხლა ცოტა შევეჩვიე
-მაპატიე, არ მინდოდა
-ეგ არ მიშველის
-ვიცი და ბოდიშისცას გიხდი ამისთვის, ამის შემდეგ ხელს ვერავინ დაგაკარებს, ამის უფლებას არავის მივცემ
-ნუ მპირდები იმას რასაც ვერ შეასრულებ- პატარაზე ჩამეღიმა, მისგან წამოსული სითბო და ზრუნვა მაოცებდა, ასეთი დამოკიდებულება ჩემს დროში არ არსებობს. ეს იყო პირველად როცა არ ვნანობდი აქ ყოფნას.
ის ადგა და უბრალოდ ჩამეხუტა, ავდექი ვაი ვაგლახით, ჩემს საცოდაობაზე სახე ეჭმუხნებოდა მე კი მხოლოდ გავუღიმე, თითქოს ვაწყნარებდი.
-წავიდეთ?
-წავიდეთ!
ცხენზე შემსვა, თვითონ კი უკნიდან მოახტა, მის მკლავებში ვიყავი მომწყვდეული, ყინავდა მაგრამ მე ვდნებოდი, სიცივე ძვალ-რბილში ატანდა მე კიდე ისე ვხურდი რომ ლოყები ამიწითლდა, კიდევ კაი ვერ მხედავდა.
შუა დღემდე ვიარეთ ასე, მალე მთავარსარდალიც გზაში დაგვეწია.
დამწვრის სუნი, არ ვიცი უფრო ზუსტად რას შევადარო მაგრამ მგონი დამწვარი გვამის სუნი ტრიალებს ჰაერში, გადაბუგული სოფელი, ნაცარტუტად გცეული სახლები. ცხენიდან ფრთხილად ჩამოვყავარ. ის რაც ადამიანის სხეულისგან დარჩა ცენტრშია დაყრილი, არა უფრო ზუსტად სოფლის მცხოვრებნი აქ შეკრიბეს და ცეცხლის წრეში მოუქცევიათ, ამაზრზენია! მეტი რა სიტყვით შევაფასო, უბრალოდ არ ვიცი, არ ვიცი რა რეაქცია აღიბეჭდე ჩემს სახეზე როცა მასკიანს შევუტრიალდი
სამეფო ჯარმა გააკეთა, მთელი სოფელი ამოჯლიტეს, ის მეომრები კი ვინც ეს გააკეთეს ტყეში ყველა მკვადარი ვიპოვეთ, ტახტის მემკვიდრეს ემუქრებიან, ამიტომაც დავბრუნდი სასახლეში
-ეჭვი გაქვს ვინმეზე?
-მაქვს მაგრამ დამატკიცებელი საბუთი არა, ამიტომაც აქ ვარ წამოსული
-იმპერატორს რატო არ უთხარი არაფერი
-იმიტომ რომ მისი ერთ-ერთ შვილზე მაქვს ეჭვი და რომ ვუთხარი დედოფალიც გაიგებს მერე კი ნამდვილად ვერაფერს გავიგებ
-რატომ ის ხო დედაშენია, ის დაგეხმარება
-ეს შრამი იცი როგორ მიციღე?-ხელს ნიღაბზე იშვერს
-არა, ვინ გიქნა ეს?
-დედაჩემმა, როცა 9 წლის ვიყავი, მაშინ თქვა ჩემზე უარი, იმ დღიდან მე მისი მტერი ვარ, წარსულის აჩრდილი
-კი მაგრამ ის ხომ დედაა
-არა, ის დედოფალია!
-ვწუხვარ
-არ გინდა, პირიქით მე ვწუხვარ რომ ასეთ დღეში აღმოჩნდი
-ახლა რას აპირებ, იმპერატორი ალბათ ეხლა გამწარებულია მეც რომ წავედი
-ნუ ღელავ, ხვალე გამთინიისას წავალთ სასახლეში, ეხლა უკან დავბრუნდეთ
კარგი
-ამინდი საშინლად გაფუჭდა, ქარი ამოვარდა მალევე თავსხმა წვიმამ დაუშინა, ელვა და ქუხილი ერთმანეთს ენაცვლებოდა, საწყალ ქოხში ვიყავით და სიცივე ძვალ-რბილში ატანდა, არვიცი ასეთი მშიშარა როდის გავხვდი მაგრამ წარმოგიდგენიათ გრუხუნის მეშინია, არადა აქამდე მომწონდა კიდეც.
-გეშინია?
-ისე რაა
ადგა და გვერდზე მომიჯდა, ჩემი ხელები თავისაში მოაქცია და მითბობდა
-ბევრი ეროპელი მინახავს, მაგრამ შენ სულ სხვა ხარ, თითქოს სხვა პლანეტიდან მოსული
არ ვიცი გავუმხილო ყველაფერი, არაა, გიჯად ჩამთვლის, უბრალოდ გავჩუმდი
-მოდი არ გვინდა ჩემზე საუბარი, შენს ბავშობაზე მომიყევი
-მშვიდი ვიყავი, ბავშობიდანვე მარტო და გარიყული, ჩემი ძმები თავს მარიდებდნენ შრამის გამო, მაგრამ ეხლა მათზე ძლიერი ვარ, ეხლა ჩემი თავის დაცვა ვიცი
-და ეხლა მარტო აღარ ხარ
ნელა მოიხსნა ნიღაბი, თითქოს რცხვენოდა თუ ეშინოდა არ ვიცი. საბოლოოდ ნიღაბი იატაკზე დადო, გაიელვა და უკეთესად დავინახე მისი შრამი, შუბლიდან ლოყამდე გასდევდა, თითებით ნელა მოვხაზე, თითქოს შევისწავლე იგი, მერე მთელ სახეს გავყევი, ჯერ თვალის ფორმა მოვხაზე, მერე ცხვირი ბოლოს კი ტუჩები. მისი სახის ყოველ ნაკვთს ვსწავლობდი, მინდოდა რომ არამარტო თვალით არამედ თითებითაც დამმახსოვრებოდა, წვიმის წვეთები გამწარებით ეცემა დედამიწის ზედაპირს, თითქოს უნდათ რომ მიწა გააპონო და შემდეგ გაერთიანდნენ.
ის მიახლოვდებოდა, მის სუნთქვას უკვე სახეზე ვგრძნობ, ვხვდები რასაც აპირებს მაგრამ წინააღმდეგი არ ვარ, ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეერწყა, ჰაერი აღარ მყოფნის მაგრამ მაინც არ მინდა რომ გავჩერდე, შიგნიდან ვიწვი, ყველაფერი გაჩუმდა, ყველაფერი დამავიწყდა, მხოლოდ წვიმის წვეთები არღვევდა ჩემს მყუდროებას. უკან დაიხია, თვალები სიამოვნებისგან მიმელულა, ტუჩებზე კი ცეცხლი დამიტოვა. მან პირველი კოცნა მომპარა, არა მე მას ეს პრივილეგია მივანიჭე, არ ვნანობ, არ ვნანობ რომ იმ ღამეს მას არამარტო კოცნა არამედ მთელი ჩემი თავი ვაჩუქე. ის იყო პირველი ჩემთვის ყველაფერში. მასთან გატარებულ არცერთ წუთს არ ვნანობ!.
ორი ვნებამორეული სხეულის გამთლიანება…. თვალები დახუჭული მქონდა სიამოვნებისგან, სახეს მიკოცნიდა, შემდეგ კისერზე გადავიდა, ყოველი მისი ტუჩების შეხება ცეცხლს მიტოვებდა, მინდოდა ძლიერ ჩამეხუტა და აღარ გამეშვა, მინდოდა დამესაკუთრებინა მე ის და მას მე, ორი გული ერთხმაში ცემდა, ის ისეთი ფრთხილი იყო, ალბათ მოტეხილობების გამო, სიამოვნების ხმები და წვიმის სიმღერა ერთმანეთს ერწყმოდა. ერთმანეთზე ჩახუტებულებულს მიგვეძინა, ეს იყო ღამე ნეტარების, სიამოვნების.
ერთმანეთს გრძნობებში არ გამვოვუტყდით, მაგრამ სიტყვები ზედმეტი იქნებოდა, არ მინდოდა მისი ,,მე შენ მიყვარხარ” არ მინდოდა მისი ,,ჩემი სიცოცხლე ხარ” ისიც საკმარისი იყო რომ ჩავეხუტე, შუბლზე ეკოცნა. უბრალოდ ერთმანეთი გვიყვარდა და ეს ჩვენს მზერაშიც ჩანდა.
მზის ამოსვლისთანავე გზას დავადექით, იმპერატორის შიშით ვცახცახებდი ის კი უფრო მაგრად მიკრავდა გულში, ამაზე მეღიმებოდა.
სასახლის კარები გაიღო თუ არა დაცვა გარს შემოგვესია, წინ გადამეფარა, რა რომანტიკულია, ეხლა სულ მაგისთვის მცალია რაა…
იმპერატორის წინ მუხლებზე ვდაგავრთ ორივე. სამარისებული სიჩუმეა ჩამოწოლილი, მეკიდე ხმის ამოღებას ვერ ვბედავ. არ ვიცი რა დამემართა თვალწინ უცნაური სცენა გადამეშალა : ასე ვისხედით იმპერატორის წინ, მაგრამ დაბმულები, ოთახში კი პრინცები იდგნენ და არამარტო ისინი, ყველა საბრძოლო ფორმაში გამოწყობილი, უკანიდან ტირილს ხმა ისმის, ხმლის ამოღების ხმა ისმის, ამაყენეს და ჩემი მასკიანის წინ ვდგავარ, ხმალმა პირდაპირ გულ-მკერდის ძვალი გააპო, ყველგან სისხლი, დენდარტყმულივით წამოვხტი როგორც შემეძლო, უკან დავიხიე ერთი ნაბიჯით, ორივემ მე შემომხედეს, რა უნდა მეთქვა?! წარმოვიდგინე რომ ჩემს ბიჭს კლავენ მეთქი?! სიტუაციიდან უნდა გამოვძვრე
-იმპერატორო ჩვენი დასჯის მიზეზი არ გაქვთ
- ახსნა- განმარტებებს ველოდები.
თვალი ჩემი მასკიანისკენ გავაპარე. მან ყველაფერი მოუყვა, სხვა გზა მაინც არ გვქონდა. იმერატორისგან ბოდიშს არც უნდა მოველოდო ტყუილუბრალოდ რომ გამალამაზეს.
სასახლეში მზადებაა, მერვე პრინცის დაბადების დღეა, მოფერებით ვუ ვუს ვეძახი , სახელში ვუ ურევია და რომ დავფარო უცოდინრობა ასეთი ხერხი მოვიფიქრე. პირველი ვუვუ იყო ვინც დადებითად შემხვდა, დილეგშიც ერთი ორჯერ მომაკითხა ჩუმად რათქმაუნდა მაგრამ ძაან სასიამოვნო იყო. ძმები მას სიურპრიზს უწყობენ, მეც ვიღებ სხვათაშორის მონაწილეობას. ბავშობიდან კარგად ვმღეროდი და ამიტომ ჩემს საყვარელს სიმღერას ,,ჩემი იქნები” უნდა ვუმღერო. რატომღაც რაც აქ აღმოვჩნდი არ მიმღერია ეხლა კი მშვენიერი შანსი მეძლევა.
ჩემი მასკიანი…. არ ვიცი თითქოს შეიცვალა , მაგრამ თითქოს არც. ეხლა ჩვეულებრივზე უფრო ნაკლებს ლაპარაკობს, მაგრამ მის მზერას სადაც არ უნდა წავიდე ყველგან ვგრნობ, ერთი ორჯერ თვალიც მოვკარი , მაგრამ არ ვიმჩნევდი. მომწომნდა მისი ყურადღება.
ჩემო ოთახში კონცერტი მოვაწყვე, ვმღერი , ვცეკვავ, მოკლედ ვერთობი რაა, რა თქმაუნდა ჩემი საყვარელი სიმღერის გარეშე არ დავამთავრე კონცერტი და ,,ჩემი იქნები” დავიწყე, მთელ ემოციებში ვარ. აჰა ესეც ჩემი საჩუქარი გავირეპეტიციე.
მთელი სასახლე შეიკრიბა, იმპერატორი და დედოფალი რათქმაუნდა ამაღლებაზე ზიან და ზემოდან დაჰყურებენ ყველაფერს. მე კიდე დაჯდომის უფლება არ მაქვს, მკითხველო შენი არ ვიცი მაგრამ მე სულ დამავიწყდა რომ მსახური ვარ ამიტომაც ამაგდეს და ეხლა ჩემს მასკიანს ვემსახურები სასწაული სახით, ისეთი გემრიელი საჭმელები დევს მეკიდე მხოლოდ სუნით ვტკბები, რა უსამართლობაა რაა.
საჩუქრების გახსნის ცერემონიაც ჰქონიათ, რა უცნაური ხალხია რაა, თურმე იუბილარი ყველას დასანახად ხსნის საჩუქარს და აფასებს მას, თუ მოეწონება ხო კაი, თუ არა და მაშინ ვინც აჩუქა იმას სასახლეში არ უშვებენ მთელი წლით.
ოთახში რა ძაან დიდი ოთახია ამიტომ დარბაზს დავარქმევ, მოკლედ იქ პატარა სცენა მომიწყვეს, ინსტრუმენტებით გაფორმება არ მინდა, პირველ რიგში ნოტები არ ვიცი ამ სიმღერის და მეორე ის რომ ეა ინსტრუმენტები კიდე საერთოდ არ გვანან იმათ როგორიც მე მინახავს.
იმდენი ხალხია მგონი სცენის შიში დამეწყო, სულ ვცახცახებ, მე სულ ოჯახის წიმაშე ვმღეროდი ხოლმე და არა დიდი აუდიტორიისთვის, მოკლედ ასე იყოთუ ისე გავედი ამ სცენაზე და დასამშვიდებლად ვუვუს ვუყურებდი სულ, ისეთი ლაღი ღიმილი აქვს რომ სულ ვწყანრები მას რომ ვუყურებ, შუა სიმღერაში ვარ როცა ვამჩნევ ჩემ მასკიანს სახეზე ფერი არ ადევს, გაოცებულია?! რაიყო ასეთი კარგი ხმაც კი არ მაქვს, კაი მერე დაველაპარაკები, დღეს ხომ ვუვუ უნდა იყოს ყურადღების ცენტრში. მხურვალე ტაშით მაჯილდოვებს, მეც რახან მოვრჩი ამ სიმღერას და თან მოეწონათ სასწრაფოდ ვტოვებ დარბაზს და სუფთა ჰაერზე გავდივარ. ერთი ღრმა ჩასუნთქვა, ეხლა მეორედ. ხელზე მოჭრა, პირზე ხელის აფარება და ჰოპ კედელზე ვარ გაკრული, თან ისე რომ ვერ ვმოძრაობ, რა ჯანდაბა ხდება , ჩემი მასკიანი?! რა მოუვიდა
-ვინ ხარ?
მოიცა, აქ რაღაცას ვერ ვხვდები
-რას ნიშნავს ვინ ვარ? მე!


ესეც მეოთხე თავი, იმედია მოგეწონებათ <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent