საათების ნაკლებობა (თავი 1)
როგორ იქცევიან ქალები, რომლებსაც ეუბნებიან, რომ უნდა აირჩიოს ან ჯერარდაბადებული, ჩასახული ბავშვის სიცოცხლე , ან საკუთარი?! ის ქალები როგორ იქცევიან , რომლებსაც ერთი შვილიც კი არ ჰყაავღ და ამ არჩევანის წინაშე აყენებენ. რას განიცდიან, როცა იციან რომ 5-6 თვის სიცოცხლე დარჩათ და თავს სწირავენ იმ ბავშვის გამო, რომელიც ჯერ არც კი დაბადებულა, არავინ იცის როგორი იქნება , ეყვარება თუ არა ადამიანები.. იქნებ, მკვლელი, მანიაკი, სოციოპათის გამო სწირავს საკუთარ თავს? იქნებ, დედაზე შეიგინოს, იქნებ, ადგეს და ცოლ-შვილი მიატოვოს, ან თუ გოგო იქნება, ვაი და გზას აცდეს და უბრალოდ მეძავი გახდეს, პრინვიპში, რაღა უბრალოდ. …. ჰო, ექიმის კაბინეტში ვისხრფი5 მე და ერეკლე და ვფიქრობდით განაჩენზე, რომელსაც ან საკუთარ თავს , ან ერთადერთ შვილს გამოვუტანდით. -არანაირი აბორტი არ იქნება!- საკუთარ სასიკვდილო განაჩენს მოვაწერე ხელი. -დაფიქრდი ნანუკა, სახლში ვისაუბროთ და ერთად გადავწყვიტოთ მერე. - ხმაჩაწყვეტილმა მითხრა ეკემ. -არა, არ ვაპირებ აბორტის გაკეთებას და დასაფიქრებელიც არაფერია. -ბრძანებას ჰგავდა ჩემი ნათქვამი. გულს კი, ის პაწაწინა დარდი მიღრღნიდა რამდენიმე თვის თავზე რომ აღარც კი ვიარსებებდი. ნეტავ, როგორ იქცევიან ქალები, რომლებმაც იციან რომ სულ მალე მოკვდებიან, რომ დატოვებენ დედას, მამას , ქმარს და რამდენიმე წუთის დაბადებულ შვილს. იქნებ, ისე კვდებიან ვისთვისაც თავს სწირავენ იმასაც ვერ ნახულობენ. ნეტავ, როგორ ეგუებიან საკუთარ სიკვდილს, როგორ ელოდებიან, როგორ უძლურდებიან თანდათან. ნეტავ , როგორ კვდებიან ასეთი ქალები?! იქნებ შვილის დანახვის შემდეგ ღიმილშემშრალებს ეხუჭებათ თვალები და უწყდებათ გულისცემა, იქნებ ხროტინით კვდებიან, ან ყურებში მხოლოდ ბავშვის გამაწვრილებელი ტირილი რჩებათ. იქნებ, ბოლო მომენტში საკუთარ არჩევანში ეჭვდებიან და ჯერარდასრულებული სიცოცხლე ენატრებათ, ან იქნებ საკუთარი სინანული ჰკლავთ, მსგავსი ფიქრების გამო. სულ ამისთვის ვიბრძოდით? სულ ეს იყო? მხოლოდ ამისთვის ვარსებობთ?! -იქნებ, ჩემთვისაც გეკითხა აზრი? - კაბინეტიდან გამოვედით თუბარა მაშინვე მკითხა ერეკლემ. -შენი აზრით მამობის უფლებას წაგართმევდი?! -საიდან მოიტანე რომ მართმევ, ბოლო-ბოლო ვიშვილებთ ბავშვს და გვეყოლება ნანუკა. -და ჩემს შვილს მოვკლავ გგონია?! - კბილებში გამოვცერი- ტაქსით წავალ, ცოტა ხნით განმარტოება არ მაწყენს. -მაშინვე ტაქსიდი ჩავჯექი და წავედიმ ნეტავ ჩემსავით კიდევ რამდენი ქალი მოიქცეოდა? ნეტავ, ბევრი აირჩევდა საკუთარ სიკვდილს?! …. როგორ იქცევიან კაცები, რომლებმაც იციან რომ მათ ცოლს რამდენიმე თვის სიცოცხლე დარჩათ?! როგორ იქცევიან, მაშინ როცა მათი ქალები საკუთარ არჩევანში ჯიუტად არიან დარწმუნებულები და თავიანთ სიცოცხლეს სწირავენ რამდენიმე კვირის წინ ჩასახული ბავშვის გამო? რა ხდება მაშინ, როცა ამ დასკვნამდე მიდიან? იქნებ, ფეხმძიმობისას ტვინი სხვანაირად ეწყობათ და ფიქრობენ რომ მათი ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და მიზანი ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნებაა. რაზე ფიქრობენ კაცები, რომლებმაც იცინ რომ მათი ცოლები მალე აღარ გაუთბობენ დაწოლის წინ საწოლს, აღარ მოესიყვარულებიამ გაღვიძებისას, აღარ გაებუტებიან ყოველ დაგვიანებაზე , აღარ იწუწუნებენ როცა სახლში ნასვამები მოვლენ და საერთოდ, აღარასდროს იწუწუნებენ, იმიტომ რომ სახლი ცარიელი იქნება, საწოლი ცივი, ვახშამი გაუმზადებელი, მათი საყვარელი ადგილები სილ ცარიელი დახვდებათ და გახდებიან მარტოსული კაცები, რომლებიც დარჩებიან იმ ბავშვების ამარა , რომლებიც წლების განმავლობაში ხმასაც კი არ გასცემენ მამებს. თქვენი აზრით, როგორია მარტოსული კაცების ცხოვრება?! როგორ უნდა მოიქცნენ როცა საყრდენი გამოეცლებათ და ბავშვით ხელში დარჩებიან იმ სახლში , სადაც ერთ დროს ცოლების საყვარელი კისკისი ისმოდა. როდის გრძნობენ კაცები მარტოობას, როცა შვილის ტირილს გაიგონებენ, თუ მაშინ როცა მშვიდ სახლში, გატრუნული პატარა დედის ნაცვლად პირველს მამას დაუძახებს. რომელი უკიდურესობაა უარესი, უცოლოდ ყოფნა თუ უბავშვოდ?! თქვენი თვალით როგორ ჩანს, გამოცდილო მკითხველო, რომელი უფრო მარტივი იქნება? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.