Lunae Lumen #4
მომდევნო სამი დღე? კოშმარი. კატასტროფა. შიშისგან ღამე არ მეძინა. ანდრე ერთხელ დარჩა კიდეც. მშობლები კი, როგორც ყოველთვის თვეში ერთხელ რეკავდნენ. ალბათ დამავიწყდა თქმა. დედა და მამა გაშორებულები არიან. ორივეს თავისი ბიზნესები აქვთ. ორივე ძალიან მიყვარს, მაგრამ რადგან ამ მოულოდნელი გაშორების შემდეგ ერთი კონკრეტული მხარე არ ამირჩევია, ორივე თავისებურად ნაწყენია. ხვდებიან, რა დამთრგუნველიცაა ამაზე ფიქრი, მაგრამ მაინც. თუმცა, ანგარიშზე ფულს ადრინდებულად ორივე მირიცხავს. მგონი, ერთმანეთს ეჯიბრებიან. რომელი მეტს ჩამირიცხავს. წინა თვეში 1400 იყო. ამ თვეში 2000. ჯერ დედამ დარეკა. -სესილი, ჩემო ლამაზო. გავიგე, დაკითხვაზე ყოფილხარ. -ჰო, დე. მივედი და წამოვედი. ისეთი არაფერი. -და რაო, რა გითხრეს. -რა და... აჰ! ჩემს გვერდით მჯდომმა ანდრემ უცებ მაკოცა ყელში. მე კი, ასეთ შეხებებზე ვერაფრით მიჩვეული, ისევ ჩვეულად შევხტი. -რა მოხდა? -არაფერი დე. ხახვს ვჭრიდი და ხელიც მივაყოლე. კარგი წავედი. ტელეფონი გავთიშე თუ არა, ანდრეს მხარში ჩავათხლიშე. -რა ჯანდაბას აკეთებ, როცა ტელეფონზე ვლაპარაკობ! უბრალოდ გამიღიმა და დამალენჩა. ხელი შუბლზე მივირტყი. გამეცინა. რას მიშვებოდა ეს ბიჭი? ისევ დაიხარა ჩემი ყელისკენ და კანს რაღაცნაირად, ნაზად დაუწყო კბენა. -ანდრე... რას შვრები... გაეცინა. -არაფერს, შენ? გამეღიმა. ყველაზე უცნაურ მომენტებს, ასე ჩვეულებრივად ამხიარულებდა. მკბენდა და მერე მკოცნიდა. -კაი, აქ გვეყოს. ოდნავ მაკოცა ლავიწზე და თვალებში ჩამაშტერდა. მე ვერ ვუყურებდი. მისი თვალები რაღაცას მიშვებოდნენ. მაშინებდნენ, მგონი. -შემომხედე. თავი გავაქნიე. ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და ხელის ზურგზე ნაზად მაკოცა. -შემომხედე, გთხოვ. ორი წამით ავხედე თვალებში და მისი მზერით დაფეთებულმა, სახე ისევ განზე გავწიე. საფეთქელზე მაკოცა. -სესი. -ჰო. -ჩემი გეშინია. მეც ვერ ვხვდებოდი, მისი მეშინოდა თუ არა. მისთვის რა უნდა მეთქვა. -არ ვიცი. -რაღაცას გეტყვი, კაი? თავი დავუქნიე და მორცხვად ავხედე. -მითხარი. -მე ავნერვიულდი, როცა შენ პოლიციელს მაშინ იმ აფეთქების მერე უთხარი, რო ეგ ჩემი გაკეთებული იყო. სესი, სინამდვილეში მე არაფერი გამიკეთებია. რაც იმ ცალტვინა გოგომ მოგიყვა, სიმართლეა, ოღონდ პირიქით. დაგაბნიე? თავი გავაქნიე. მშვენივრად ვხვდებოდი, რასაც ამბობდა. -ჰო. ეს ვიცი. ტელეფონზეც ეს თქვა. -სესი, უნდა გაიხსენო, კიდევ რა თქვა. -რა და... მოკლედ მოვუყევი ლეტის საუბარი ტელეფონზე და ბოლოს დავამატე: -ბოლოს, ლათინურად უთხრა მგონი ყურმილში რაღაც, ვეილო თუ რაღაც. რა ვიცი, ვერ გავიგე წესიერად. -vale ნახვამდის ნიშნავს. ტატუებზეც ხო არ აქ ნეტა რამე ისეთი, რო მიგვახვედროს. -carpe noctem აწერია კისერზე. მკლავზე კიდე რაღაც თარიღი აქ. 7, 9, 1999. რას უნდა ნიშნავდეს? თავი დანანებით გააქნია. -არ ვიცი, არ ვიცი. სესი, მხოლოდ ის ვიცი, რომ საფრთხე გვემუქრება და მე უნდა დაგიცვა. ჰო? დამაჟრიალა. შეამჩნია. -ნუ გეშინია. გთხოვ. -არ მეშინია... იმდენად ყალბი იყო ჩემი სიტყვები, ალბათ ცხოველიც კი არ დაიჯერებდა. ანდრე ხომ საერთოდ. თმაზე მეფერებოდა. -შენ არ ხარ ვალდებული... -ვალდებული ვარ. -ვის წინაშე? არაფერი მიპასუხა. შუბლზე მომაკრო ტუჩები. -ანდრე, რას ვაკეთებთ? გაეღიმა. -დაკონკრეტდი. -შენს სიახლოვეს ვგულისხმობ. თვალები მოჭუტა. -აბა, რა გაინტერესებს? -აი... სულ ჩემთან რომ ხარ. ვერ ვიგებ. -რას ვერ იგებ? სახე უფრო ახლოს მოწია. ადგილიდან წამოვხტი. -არა, ნუ მაბნევ! აქეთ-იქით სიარული დავიწყე. მაშტერებდა. და მასულელებდა. მის მზერას რომ ვგრძნობდი, გონებაში სრულად ერთ აზრსაც კი ვერ ვალაგებდი. არა, ამჯერად არ დავიბენი. -გავერკვეთ, ჰო? ანდრე. კაი? თავი დამიქნია და გამიღიმა. ,,ჯანდაბა, ამას როგორ აკეთებს!" -ანდრე იცოდე, სანამ მე ვილაპარაკებ, არ გაიღიმო. და პასუხად კი არ გაიღიმა, გამიცინა. მთელი სახით გამიცინა. -ანდრე! -კაი. კაი. რა გინდოდა აბა? ღრმად ჩავისუნთქე და აზრების დალაგება ისევ ვცადე. არც ვიცი, რა გამოვიდა: -შენ... სულ მაბნევ. სულ მკოცნი, მეფერები, მეხუტები... სულელი კი არ ვარ, მომწონს. მაგრამ, ვერ ვხვდები, რა გინდა ჩემგან. ასე მგონია, რაღაცას ელოდები, რომ მოხდეს და მერე გაიქცე. მე არ მინდა, რომ ვინმეს სათამაშო ვიყო. არა, ვერ ვამბობ იმას, რაც მინდა. რატომ მებმის ენა?! კარგი. უბრალოდ ამჟამად, ძალიან მეშინია და შენს გარდა არავინ მყავს და იცოდე, თუ წასვლას აპირებ... ოდესმე. ახლავე წადი. სანამ, შენი წასვლის... შენს წასვლასთან შეგუება შემიძლია. თორემ, მოგეჩვევი და მერე აღარ გაგიშვებ. მოგეჩვევი და... ვეღარასდროს ვეღარ გაგიშვებ, ანდრე. ნელა წამოდგა ანდრე საწოლიდან და ჩემკენ წამოვიდა. ღმერთო, როგორ მეშინოდა მის თვალებში ჩახედვის! ხარბად მაკვირდებოდა სახეზე და მეც თავდახრილი ალბათ საკმაო ხანს ვიდექი უძრავად, რადგან როცა, ჩემი სახე ხელებში ნაზად მოიქცია და თავი ამაწევინა, კისერი საშინლად მეტკინა. -სესი. მის დაძახებულ სახელზე რატომღაც, სხვანაირად ვრეაგირებდი. უმწეოდ ავხედე და ერთ წამში ისევ უკან დავაბრუნე მზერა. -მე არსად მივდივარ. სანამ შენ გენდომება, მე სულ შენთან ვიქნები. ასე, არავისთან ყოფნა არ მდომებია. როგორ აგიხსნა, ისე რო არ დაგაბნიო... მე უკვე მოგეჩვიე, სესი. როგორ შემიძლია, ახლა წავიდე? როცა ვიცი, რომ ვიღაც იდიოტი მოსაკლავად მოგდევს? მეც იდიოტად ჩამთვალე თუ გინდა, მაგრამ... სული მტკივდება, რო წარმოვიდგენ, ვიღაც იარაღს როგორ გიმიზნებს, სესი. მე მარტო როგორ უნდა დაგტოვო... მაინც ვერ აგიხსენი. არადა, ამიხსნა. მე ყველაფერი გავიგე. გამეღიმა და მკლავზე საჩვენებელი თითი ოდნავ ავუსვი. თვალები დახუჭა და თვალებზე ძალიან ნაზად მაკოცა. -ანდრე... -ჰო. -იმ ღამით, იარაღი რატომ გქონდა? -მჭირდებოდა და იმიტომ. -რაში გჭირდებოდა? -სესი, სხვანაირად რო დამისმევ კითხვას, შენი აზრით პასუხს სხვანაირად დაგიბრუნებ? მაცდური ხმით მეჩურჩულებოდა ყურში და ძირში კოცნებს მიტოვებდა. -ანდრე, ნუ მაშტერებ... გაეცინა. ძლიერად მაკოცა და მომშორდა. იმ ღამით კოშმარებმა მთელი ღამე არ დამაძინეს. ანდრეს სიახლოვეც კი ვერ მიფანტავდა შიშს. ფარდის ყოველ გაფაჩუნებაზე კივილს ვიწყებდი. თითქოს, წამიერ სიკვდილს ველოდი. აი, იმ მეორენაირ სიჩუმეს გავდა ეს ყველაფერი, დასაწყისში რომ ვახსენე. მეშინოდა, რომ მეორე წამს ცოცხალი აღარ ვიქნებოდი. *** ლექციაზე ვიჯექი, ანდრემ რომ მომწერა. ,,Mismine rac ar unda gaigo ar gabedo garet gamosvla. Ragac xdeba. vigac shavnigbiani tipi davinaxe ukana kartan. Rogorc ki waikixtav momcere. A" ,,ra xdeba??? andre ra jandabaa?!" ,,andre momcere" ,,nu mashineb!" ,,andre es tu xumrobaa mogklav" ნეტა ხუმრობა ყოფილიყო. გახსოვთ, სიჩუმეზე რომ ვლაპარაკობდი? წამებს თითებზე ვითვლიდი. -ერთი, ორი, სს...სამი... მადლობა ღმერთს, მინის კედელთან არ ვიჯექი. ხელისგულები სულ ოფლიანი მქონდა. -ოთხი... ხუთი... პერანგის ღილები შევიხსენი. მესიჯი არ მოდიოდა. როგორ ამბობენ? ჰო, ერთი სიცოცხლე დავამთავრე. სიცოცხლესაც დავამთავრებდი, ალბათ. მინის კედელთან რომ ვმჯდარიყავი. -ექვსი... შვიდი... რვა... ღმერთო. თითქოს, ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა. -ცხრა... ათი. უცებ გაიღო კარი და აუდიტორიაში რაღაც შემოაგდეს. ჩემი ლექტორი სკამიდან წამოვარდა. გულწრფელად გაბრაზდა. -ამ სითავხედეს საზღვარ... ის პირველი იყო. ყველა ვარიანტში. მერე აღარაფერი აღარ მახსოვს, გარდა ერთისა. დავინახე, ნათლად დავინახე, მინის კედელთან მსხდარი ჩემი კურსელები... ნეტავ იქ არ მჯდარიყვნენ. აბა, როგორ გითხრათ, რაც შემდეგ მათ დაემართათ. ღმერთო, გული... ისინი, უბრალოდ... მეოთხე სართულის სიმაღლისა და მინის ნამსხვრევების ნაზავში მოყვნენ. ისინი ქვემოთ მიმართულმა ჰაერმა ორ წამში შთანთქა. ამას ალბათ წამები დასჭირდა, მაგრამ... თითქოს ერთ საათად გაიწელა ეს... ეს საერთოდ რა იყო ნეტავ. ტრაგედია? ცოტაა. კატასტროფა? ოდნავ ახლოს. უიღბლობა? ალბათ ყველაზე ახლოს. მათი ასფალტზე დაცემის ხმა? არა. არა, ნუ მაიძულებთ, ეს ვთქვა. მესიკვდილება, ამის გახსენება. მხოლოდ ერთს გეტყვით. ღმერთო, რატომ... როგორც შემდგომში გავიგე... მათ მშობლებს მათი ძვლები ნაწილ-ნაწილ შეუგროვებიათ... სული მეხუთება, მათზე რომ ვფიქრობ. სული მტკივა. იცი, რა იყო ყველაზე შემაძრწუნებელი ამ სამ წუთში? ის მკლავი, რომელმაც ის საშინელება აუდიტორიაში შემოაგდო. მკლავი. მე რომ, გვიან ვიცანი ის მკლავი. 7 სექტემბერი ან 9 ივლისი რომ ეწერა, ის მკლავი. *** მერე გავითიშე. უფრო დიდი არაფრით გამოვიდა. შეაფასეთ, უმორჩილესად გთხოვთ. კრიტიკა და ნებისმიერი ის მოსაზრება, რაც გაქვთ, გამიზიარეთ. მიყვარხართ. მარიკუნა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.