შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Lunae Lunem #3


20-07-2017, 12:53
ავტორი Kalina
ნანახია 1 345

-სესილი.
-ჰო.
-რაღაცას გთხოვ, კარგი?
-მთხოვე.
-დაკითხვაზე მხოლოდ ის მოყევი, რაც შენი თვალით დაინახე.
დავიბენი.

***
მივდივარ.
მივდივარ და ფეხები უკან მრჩება.
მივდივარ და ნეტა არ მივდიოდე.
თავი მტკივა.
მუცელიც.
წინასწარ.
ვიცი, ეს დღე ნერვიულობას მომიტანს.
საერთოდ რა ჯანდაბა უნდა ვთქვა?

ანდრეს თქმით, ის უნდა მეთქვა, რაც ჩემი თვალებით დავინახე.
და რა დავინახე, რო?
დავინაზე ორი შეშინებული და ერთი უემოციო ადამიანი.
აფეთქება, რომელსაც ჩვენი, ოთხივეს მოკვლა შეეძლო.
ტუალეტში გაჩენილი ცეცხლი, რომელსაც ჩვენი, ოთხივეს ცოცხლად დაწვა შეეძლო.
და მე ეს უნდა მომეყოლა?
თავი რომელიღაც თრილერში მეგონა.

მოსაცდელში ვიცდიდი.
ეტყობა, კარგად გადანაწილებული განრიგის გამო, ხალხის რაოდენობა კატასროფულად ბევრი არ იყო.
არადა, ეგ მაინც მახსოვს, იმ ღამით კლუბში ბევრნი ვიყავით.
პირველს სათვალიანს ვამჩნევ, რომელიც ჩემკენ მორბის.
-გამარჯობა! თუ ... მეშლება? აუ, მგონი ვიღაცაში ამერიეთ... ბოდ..
-არა, არ აგრევივარ. მე ვარ.
გაეცინა.
-აუ რა მაგრად მოგადექი!
მეც გამეცინა.
-აბა, დააღწიე თავი კოშმარებს?
თავი გავაქნიე.
მხრები ავიჩეჩე.
თავი დამიქნია.
მერე გამიცინა.
რატომღაც, იმ დღეს მის სახეზე იმდენი მუწუკიც არ დამინახავს,
რამდენიც მაშინ.
-ჰო, ვერც მე.
უბრალოდ გავუღიმე.
როგორც ყოველთვის, მხარზე ხელის დადება ვიგრძენი და ჩემით ამოვილაპარაკე:
-ანდრე.
გავიხედე და გამიღიმა.
-ორი წუთით შეიძლება? არა, კი ვიცი, რომ შეიძლება, მაგრამ მაინც...
თვალები გადავატრიალე.
მკლავზე ცივი ხელი ნაზად მომკიდა.
-ჩემი თხოვნა, ხომ გახსოვს?
თავი დავუქნიე.
-ანდრე, ვერაფერი გაგიგე.
დაეჭვებულმა შემომხედა და სახე ახლოს მომიტანა.
-რისი გაგება გინდა, სესილი...
გრილი სუნთქვა სახეზე მეფინებოდა და სიამოვნების ჟრუანტელი მივლიდა.
საშინლად მინდოდა, მის ყელზე მფეთქავ არტერიაზე მეკოცნა.
უზრდელი აზრები გავფანტე.
საერთოდ, რა დროს ეს იყო!
აი, კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ იდიოტი ვარ.
ნათელი მაგალითი.
-ჰმ? არ მეტყვი?
მაცდური ხმით ჩურჩულებდა და ჩემს თმებში ტუჩებს დაატარებდა.
-ნუ მაწვალებ...
ანდრეს ჩაეცინა და გრილი სუნთქვა კისერზე მომაფრქვია.
-მე? მე შენ არ გაწვალებ...
ოდნავ შემახო ცივი ტუჩები ყელზე და მომშორდა.
-გთხოვ, მითებს არ დაუჯერო. რაც შენ ნახე, მხოლოდ ის მოყევი. თავს ნუ მოიტყუებ. სხვასაც ნუ მოატყუებ სესილი.
გაშტერებული ვუყურებდი.
მისი თმების მიღმა პირსინგიანი ლეტის გაცეცხლებული მზერა დავინახე.

***
-სახელი, გვარი.
-სესილი მაჭავარიანი.
-ასაკი?
-20.
-რას აკეთებდით, ამა წლის 22 ოქტომბერს ბარ ,,დევილსში"?
-ჩემმა გამო**ევებულმა შეყვარებულმა მიმატოვა და ჯანდაბაში მიმავალ გზას სასმლით ვულოცავდი.
-თუ შეიძლება კორექტულად, თქვენ დაკითხვაზე იმყოფებით და არა...
-და არა სამეგობრო წრეში. ბატონო პოლიციელო, გამომძლიებელო, რავი სუ არ ვინც ხართ, დაკითხვაზე ნამყოფი ვარ. ნუ მიხსნით მოქცევის წესებს. ერთი სული მაქ ამ ადგილს მოვშორდე. იქნებ ცოტა მალე დამისვათ ის ორი კითხვა და აქედან გამიშვათ?
-რომელი ორი კითხვა?
-მე ხო არ ამიფეთქებია რამე და თუ არა, ხომ არ დამინახავს ვინ ააფეთქა. ორივე კითხვაზე პასუხი უაყოფითია და თავისუფალი ვარ?
გამომძიებელს გაეცინა.
-უდანაშაულო კრავის კვალობაზე, ზედმეტად ბევრს რომ ლაპარაკობთ, იცით? სხვათაშორის, მე თქვენი დაკავების ისეთივე სრული უფლება მაქვს, როგორც თქვენ ამ ოთახში სუნთქვის. ამიტომ, თქვენს ადგილზე კარგად გავიხსენებდი ყველაფერს.
-ეს მუქარა იყო? იმიტომ რომ თუ ასეა, რავი, მე არ შემშინებია. მოკლედ რა.
ვსვამდი და უცებ შემოვარდა ვიღაც, დაიწყო სროლა.
-თქვენ რა მოიმოქმედეთ?
-ტუალეტში შევედი.
-მაინცდამაინც საპირფარეშო რატომ აირჩიეთ? უკანა კარის შესახებ არ გსმენიათ?
-მოიცა, მაგ ბარს უკანა კარიც აქ? ფუ, ეგ ბო*ები!
-უკაცრავად?
-ადრე, დამჭირდა გაპარვა და არ გვაქო უკანა კარიო. ჰო, ეხა რაღა მნიშვნელობა აქ. მოკლედ იმიტო, რო სხვაგან ცვეტში ვერ გავქაჩავდი. ანუ, ხო ხვდები, ბევრი მქონდა დალეული, რა.
-ტუალეტში ვინმე იყო?
-კი. კიდე სამი იყო.
-დაგვიხასიათეთ.
-ერთი სათვალიანი, ერთი პირსინგიანი და ერთიც ჩრდილი.
-უკაცრავად?
-სათვალიანი, პირსინგიანი და ჩრდილი.
-ჩრდილი?
-ჰო. შავი თვალები ქონდა.
-მერე, როგორ განვითარდა მოვლენები?
-მერე, ვიჯექით იქ გასუსულები და უკვე გასვლას ვაპირებდით, აფეთქება რომ მოხდა.
-აფეთქების დროს რა მოხდა?
-რა უნდა მომხდარიყო! მე რომელიღაც კაბინაში შევვარდი, ჩრდილი ზემოდან დამეცა, სათვალიანი და პირსინგიანი კი, სხვაგან შევარდნენ.
-იცით მათი სახელები?
-მარტო ჩრდილის და პირსინგიანის. ჩრდილს ანდრე ქვია და პირსინგიანს ჯულიეტა-ლეტი.
-შემდეგ რა მოხდა?
-მერე ჩრდილი სათვალიანს მიეხმარა გასვლაში, მე - პირსინგიანს და გამოვედით. თავისუფალი ვარ?
-სხვა რამე ხომ არ გაქვთ სათქმელი ჩვენთვის?
-თქვენთვის ნახვამდის გარდა, სხვა სათქმელი არაფერი არ დამრჩენია.

***
რატომღაც, დაკითხვიდან დაზაფრული გამოვედი.
ძალიან ვითავხედე.
ასე, წესით პოლიციელს არავინ ელაპარაკება.
მაგრამ,
ეს ხომ ჩემი სენია.
ნერვიულობის დროს ნაგლობას ვიწყებ.
ხომ ვამბობ, არ ვარ დალაგებული.
კარში გამოსული მაშინვე ანდრეს შევეფეთე.
მისი შავი თვალების მზერა ისევ მიწვავდა მთელ სხეულს.
-ანდრე...
-სესი.
გამიღიმა და ყურში ჩუმად ჩამჩურჩულა.
-ახლა რაღაცას გთხოვ. აუცილებლად უნდა გააკეთო. როგორც კი მოგშორდები, ხელი მკარი და ტვალეტისკენ წადი. იქ დაინახავ იმ ტატუებიანს, ტელეფონზე ლაპარაკობს. ზუსტად უნდა მითხრა რას ლაპარაკობს. კარგი? ერთი, ორი, სამი.
ანდრე ხმაურიანი კოცნით მშორდება.
რაო?
რა თქვა?
რა ჯანდაბაა.
მხოლოდ ამის გაკეთებაღა დამრჩენია.
ხელს ვკრავ და უზარმაზარი ნაბიჯებით მივიწევ საპირფარეშოსკენ.
რატომ უნდა მოვუსმინო ლეტის ლაპარაკს?
არ ვიცი.
მაგრამ ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია.
საკმარისზე მეტად მიწევს მასთან მიახლოება, რადგან, ლეტი ტელეფონზე ძალიან ხმადაბლა ლაპარაკობს.
-დამაცდით, რო მოგიყვეთ? ის იარაღიანი ვიღაც, მე რა ვიცი ვინაა, იმ გოგოს გვერდიდან არ შორდება. ნეტა, იცის რამე? იმ გოგოს ვუთხარი, რაც მითხარით. დავაბრალე იმ ბიჭს. გადაეცით იმ უფროსს, რომ იდიოტი არ ვარ.
ვიცოდი, მაგრამ იმ ბიჭმა, სათვალიანმა გამომიყვანა... იმ გოგომ დამიჯერა. შოკში იყო და მეტი არც არაფერი უნდოდა. მაგრამ ჭკვიანია. მიხვდება. თუ არა და, ის ბიჭი ეტყვის. ორივე თავიდან უნდა მოვიშოროთ. არ მისმენთ? იმ ბიჭმა ზედმეტი იცის! ეხა კიდე დაკითხვაზეა და ღმერთმა იცის, რას მოთხრის იქ. დაგვერხევა სუყველას და ყველა ყველაფერს გაიგებს. ჰო...დაეჭვდებიან, უცებ რო გავაქროთ. კარგით, ბოს. Vale.
მერე რაღაც ჩაიბურტყუნა. მგონი, რაღაც დაიფიცა.

ჩავიკეცე იქვე. რა ჯანდაბას მოვუსმინე? ვინ გოგო? ვინ ბიჭი?
ვინ ბოსი?
გამოვშტერდი ეე.
კედელთან ვიდექი გაშტერებული, უცებ რომ დამარტყა თავში:
ის, რის გამოც დღეს დაკითხვაზე მოვედი, ანდრეს არ გაუკეთებია.
ის ლეტიმ გააკეთა.
რომელსაც ეს ვიღაცამ დაავალა.
და მერე ანდრეს დააბრალა.
ახლა, კი ჩვენს თავიდან მოშორებას გეგმავდა.
უნდა გამერფთხილებინა.
მთელი სხეულით ვკანკალებდი.
უკვე წასვლას ვაპირებდი, ლეტიმ კარი რომ გამოაღო.
ჩემ დანახვაზე ოდნავ შეცბა.
-სესილი.
-ლეტი.
-გამოხვედი?
-ჰოო, სხვათაშორის მალე გამოვედი. ეტყობა მიხვდნენ, რო მართლა არაფერი არ ვიცოდი. ეხა ის იდიოტი შევიდა მგონი.
,,იმპროვიზაცია."
-ვინ იდიოტი?
დაეჭვებულმა შემომხედა.
,,მოეშვი, შე იდიოტო. რანაირად ლაპარაკობ."
-იდიოტი. კრეტინი. რა ეგონა, გამომიყენებდა და მერე მიმაგდებდა?
-ვინ? ის ბიჭი? ვინც...
-ჰო!
-რას ქვია გამოგიყენებდა?
-რას და მთელი ეს დრო ხელების საფათუროდ ვდომებივარ!
სახეზე გაკვირვება გამოესახა.
-რაო?
-ჰო! დღესაც, კოცნა რო სცადა და მოვიშორე, ესე მითხრა, არაუშავს, შენს გარდა უამრავი გოგოა ირგვლივო! იდიოტი! მაგას ვინ ვგონივარ!
ლეტის სახეზე რატომღაც მოჩვენებითი ,,მწუხარება" გამოესახა.
-არაუშავს, სესილი. იგივე რატომ არ უთხარი? ვერ უთხარი, რომ მის გარდაც უამრავი ბიჭია ირგვლივ?
მოიცა, შენ ის ბიჭი მოგეწონა?!
-არა! ეგ როგორ უნდა მომეწონოს! უბრალოდ... გავბრაზდი. ვიღაც კრიმინალს თურმე სახმარად ვდომებივარ. ნაგავი. ახლოს არ მომეკაროს! იდიოტი!
ლეტიმ მხარზე ხელი დამადო.
,,ხელი გაწიე, შე ბო*ო."
-იქნებ, ჯობდეს, დაწყნარდე? აი, შედი და სახეზე წყალი შეისხი, სულ წითელი ხარ.
-კარგი. მადლობა.
ერთი სული მქონდა.
ერთი სული.
ტვალეტის კარი გიჟივით ჩამოვგლიჯე და შიგნით შევვარდი.
ამოვისუნთქე და მთელი ნერვიულობა ამ სუნთქვას ამოვაყოლე.
მართლა დავუჯერე ლეტის და სახეზე წყალი შევისხი.
ჩუმად ვსლუკუნებდი.
რატომ, არ ვიცი.
სახე ხელებში ჩავრგე.
ცუდად ვიყავი.
-ცუდად ვარ.
სად გავყავი თავი.
კარის გაღების ხმაზეც კი, ვერაფრით მივხვდი, რომ იატაკზე ვიყავი ჩაკეცილი. და თურმე არც ისე ხმადაბლა ვსლუკუნებდი, როგორც მეგონა.
მერე მხრებზე ხელები ვიგრძენი.
-ანდრე.
მანაც ნაზად მიმიხუტა მკერდზე.
-ჩშშ... ოდნავ ჩუმად. ნუ გეშინია. მე აქ ვარ. მე როცა აქ ვარ, ნუ გეშინია.
-ანდრე, რა ხდება...
-დაწყნარდი. ესე ვერ აგიხსნი. ისტერიკაში ხარ. ჩშ, სესი. მე აქ ვარ.
თავზე ნაზად მისმევდა ხელს და ზურგზე მეფერებოდა.
-ჩემი მოკვლა უნდათ ანდრე.
ანდრემ ყურში ჩუმად ჩამჩურჩულა.
-ცხრა სიცოცხლეც რომ იცოცხლონ, ვერც ერთში ვერ შეძლებენ შენს მოკვლას.
-მოგვკლავენ ანდრე. რა ვქნათ. მეშინია, ანდრე.
ანდრე ოდნავ მომშორდა.
-ბოდიში. მაგრამ არ წყნარდები...
-რა...
მისი ცივი ტუჩები უცებ შემეხნენ ტუჩებზე.
-ანდრე, არ გინდა...
-გამშვიდებ...
კოცნას შორის ამოილაპარაკა და ისევ ნაზად შემეხო. მისი ტუჩები იყო, იმდენად ნაზი და რბილი, რომ მართლა მიკვირდა. ნაზად მიკოცნიდა ტუჩებს და წამით არ მაძლევდა ამოსუნთქვის საშუალებას. მე კი, ერთ ადგილზე გახევებული, ვერაფერს ვაკეთებდი. შეიძლება მომწონდა კიდეც. შეიძლება კი არა, კი. მაგრამ, ვერ ვხვდებოდი, ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა.
მერე მივხვდი,
ამის მერე, აღარ მინერვიულია.
იმდენად.
-ანდრე, ეს შეცდომაა...
ანდრემ თავი გააქნია და შუბლი შუბლზე მომაყრდნო.
-ჩშ, სესი.
გამეღიმა.
გაჭირვებით.
-სესის რომ მეძახი...
-არ მოგწონს?
-მომწონს.


იცით, ცოტათი იმედი გამიცრუვდა.
წინა თავზე არც ერთი კომენტარი არ ყოფილა. :(
შთაბეჭდილება დამრჩა, რომ არ მოგწონთ.
თუ ეს ასეა, უნდა ვიცოდე.
ჰო, ეს თავიც პატარა გამოვიდა, მაგრამ
მგონი
შინაარსობრივი წინსვლა მაინც იგრძნობა.
მიყვარხართ.
თქვენი მარიკუნა.



№1  offline წევრი Kalina

სათაურში შეცდომა:)
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№2 სტუმარი Guest Japara

Armomcons ki ara vgijdebi!!! Ubralod ar mikvars komentarrbis cera. Dzaaaaan magari xar! Dzaaansaintereso siujetia da amati storylinec dzaan kaia calke <3 geliii da gpatiob patara tavs mara metimindaaa!!! Dzaaan saocari xar da nudakargav nurasodes shemartebas vinmes gamo

 


№3  offline წევრი Kalina

Guest Japara
Armomcons ki ara vgijdebi!!! Ubralod ar mikvars komentarrbis cera. Dzaaaaan magari xar! Dzaaansaintereso siujetia da amati storylinec dzaan kaia calke <3 geliii da gpatiob patara tavs mara metimindaaa!!! Dzaaan saocari xar da nudakargav nurasodes shemartebas vinmes gamo

მადლობა დიდი! ♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent